შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის დასაწყისი (დასასრული)


14-03-2015, 00:48
ავტორი grifini
ნანახია 3 349

***
დილით გაღვიძებულს,თავის საწოლში გაეღვიძა.სწრაფად წამოხტა საწოლიდან და მისაღებში გავიდა,არავინ დახვდა,იფიქრა დამესიზმრაო და მაისურის ამარა გავიდა.
იქვე დადებულმა ყავამ ღიმილი და გაკვირვება მოჰგვარა,ანუ არ დასიზმრებია და მართლა აქ იყო,მართლა მასთან ეძინა.დილით კი როგორც ჩანს თვითონ შეიყვანა ოთახში.
სიხარული ვერ დამალა და ერთი შეჰყვირა.
სახლში სიმღერები ჩართო და ცეკვა დაიწყო,თან ცოტა არ იყოს სციოდა და იქნებ გავხურდეო.
შემდეგ გაახსენდა,რომ კაფე უკვე დიდი ხანი იყო არ მოენახულებინა.სწრაფად შევარდა აბაზანაში,ნახევარი საათი ინებივრა შხაპში შემდეგ ტანსაცმელი ჩაიცვა და კაფისკენ გავარდა.
სულ რაღაც ოც მეტრში იყო კაფე მის სახლთან და არსად ეჩქარებოდა.
კაფეში შევიდა თუ არა თვალები გაუფართოვდა,როდესაც ყველაფერი დამტვრეული დახვდა,შიგნით კი არავინ იყო.იქვე,ბართან წერილისავით რაღაც შეამჩნია და ჩქარი ნაბიჯებით მივიდა,წერილი და ტელეფონი დაინახა.ორივეს ხელი დაავლო და დემეტრეს დაურეკა.
-ალო-გაისმა დემეტრეს სერიოზული ხმა,მაშინვე მიხვდა,რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა.
-დროზე კაფეში მოდი,-არაფრის თქმა დააცადა ისე გაუთიშა მობილური.
წაქცეული სკამი ააყენა და ზედ დაენარცხა,შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო და შეშინებული წამოხტა.გასახდელში შეირბინა და მისი კარადა შეამოწმა.
-აქ არის...-გათიშული ხმით ამოილაპარაკა და ყუთი ჩანთაში ჩაიგდო.
ისევ იმ სკამზე დაჯდა და წერილი გახსნა.
„ტელეფონი გქონდეს,მალე დაგიკავშირდებით!“ სულ რაღაც ოთხიოდე სიტყვა,ორი სასვენი ნიშანი და ოცდათოთხმეტი ასო,მაგრამ ეს სიტყვები ისეთი საშიში ეჩვენა იმ დროს,რომ სისხლით დაწერილი წერილი წერილის უფრო არ შეეშინდებოდა.
სადღაც ხუთი წუთი იჯდა ასე,შემდეგ ტელეფონის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან და სწრაფად დაავლო ახალ ტელეფონს ხელი.
-ალო...-გაპარული ხმით უპასუხა.
-გამარჯობა ნატალია,მე როგორც უკვე იცი მირიანი ვარ-შემზარავი და ირონიული ხმით უთხრა ყურმილს იქით კაცმა,ნატალია გაშრა არ ეგონა,რომ მას მირიანი დაურეკავდა თორემ სულაც არ აიღებდა,-შენ ჩემი ვალი გაქვს!
-რ...რა ვალი?..-ჰკითხა გაკვირვებულმა და შეშინებულმა.
-შენი სიცოცხლე!-ყურმილს იქით შემზარავი ხარხარი გაისმა,გაბისიანი გაშეშდა ვერაფერი მოიფიქრა.-რაო? ხო არ შეგეშნდა პატარა ლაწირაკო?!
ნატალია ღრმად სუნთქავდა და ხმას ვერ იღებდა,აზრზე არ იყო რა ეთქვა.
-ეხლა კარგად მომისმინე!-დაიგრგვინა ხმამ-სიმართლე გითხრა აღარ მინდა კიდევ პრობლემები,ამიტომ გეუბნები ამას!-თქვა ირონიულად და ისევ განაგრძო.-ყოველთვის ვიცი სად ხარ!დღეს თუ არა,ხვალ ან ზეგ,მოკვდები!ამიტომ დამშვიდდი ორი საათის სიცოცხლე მაინც დაგრჩა.-ისევ გადაიხარხარა მირიანმა და გათიშა.
მანამდე იჯდა ყურმილით ხელში,სანამ დემეტრე არ შევიდა კაფეში და მისი სახელი არ დაიყვირა.
გათიშული წამოდგა ფეხზე და დემეტრესთან მივიდა.თაბაგირიც გაკვირვებული და აღშფოთებული ჩანდა.
-რა მოხდა?-ჰკითხა ისე,რომ კაფისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ა...არ ვიცი...-ერთი ამოიოხრა გაბისიანმა და დემეტრეს შეხედა.
-კარგი,ამას ჩვენ მივხედავთ წამოდი-უთხრა და კარებისკენ უბიძგა.

***
მთელი დღე გათიშული დადიოდა.ვერაფერს იაზრებდა,მხოლოდ მირიანის ხმა ჩაესმოდა ყურში „ხვალ ან ზეგ,მოკვდები“,განაჩენი ჩაესმოდა ყურში და ხვდებოდა რომ მართლა მოკვდებოდა,ხვდებოდა რომ დაბერებას ვერ მოასწრებდა.
ნელი ნაბიჯით მივიდა ჩანთასთან და ის პატარა ყუთი ამოიღო,გახსნა და თვალებში ცრმელის გუბე ჩაუდგა.
თავი მაინც ვერ შეიკავა და ერთი ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე.
ხელის კანკალით ამოიღო კულონი,რომელშიც მისი პატარაობის სურათი ჩადებული უკან კი ნაწერი ჰქონდა „გახსოვდეს!მამას ყოველთვის უყვარხარ!“,აკანკალებული ხელებით მიიხუტა გულზე და ოხვრა აღმოხდა.
Uდაყურებდა კულონს და ცრემლები მოსდიოდა.როგორ გაიმეტა ბედმა ასე უდედ-მამოდ?! ყოველთვის რაღაც აკლდა,ყოველთვის...მაგრამ ახლა განსაკუთრებულათ სჩირდებოდა ისინი.ეხლა სჭირდებოდა ის ნაკლი ყველაზე მეტად.
მოცეკვავე ტელეფონს გახედა და კანკალით წამოიმართა ფეხზე.ტელეფონზე დამიანეს სახელი,რომ ამოიკითხა მხოლოდ მაშინღა გაახსენდა.
-ალო...-ამოილაპაარაკა კანკალით
-ალო,ნატალია სასწრაფოდ მოდი განყოფილებაში!-სერიოზული და მკაცრი ხმით ამოილაპარაკა დამიანემ,ისე რომ არაფრის თქმა არ აცადა ყურმილი გაუთიშა.
გათიშული მობილური ყურიდან ჩამოიღო და ჩანთას ხელი დაავლო.სწრაფად ჩაირბინა ორი სართული და ტაქსი გააჩერა.ადგილი უკარნახა და ღრმად ჩაისუნთქა.
მალევე,მივიდა განყოფილებაში და ჩქარი ნაბიჯებით შევიდა.
ჩქარა მიაბიჯებდა,ვიღაცას რომ შეეჩეხა.
-მაპატიეთ...-ამოსთქვა და ისე,რომ არ შეუხედია,დაყრილი საბუთების აკრეფა დაიწყო.
-არაუშავს,ჩემი ბრალია-თქვა მამაკაცმა,რომელიც ამ ხნის განმავლობაში დაჰყურებდა.
-აი და კიდევ ერთხელ,ბოდიშ...-სიტყვა გაუწყდა,როდესაც ნაცნობი სილუეტი დაინახა,-აი ბოდიში.-სწრაფად მიაჩეჩა ხელებში ფურცლები და დამიანესკენ წავიდა.
დამიანესთან მივიდა და მის წინ აიტუცა,დამიანეს უბრალოდ გაეღიმა,მაგრამ როდესაც გაახსენდა რისთვის დაიბარა სწრაფად დაისერიოზულა სახე.
-მაგ კაფეში თითის ანაბეჭდები ვიპოვეთ,ვინმე არჩილ ხუროშვილის,იცნობ?-ჰკითხა და მომლოდინედ ჩააშტერდა თვალებში.
ნატალია ჯერ ჩაფიქრდა,მერე თავი გააკანტურა და ისევ დამიანეს შეხედა.
-კარგი,-დამიანემ ღრმად ამოიოხრა და გაუღიმა,აი ისე ნატალია რომ „ეცემოდა“.-წამოდი კაბინეტში.-ისევ გაუღიმა და კარებისკენ უბიძგა.
თავი დახარა და ისე შევიდა ოთახში.დიდი კაბინეტი არ იყო,მაგრამ არც პატარა.წითელი ჟალუზები ეკიდა,დიდი მაგიდა იდგა,ზედ კი პერსონალური კომპიუტერი.მის გვერძე ტელეფონი იყო,იქვე კარადა იყო სადაც საბუთები ელაგა.
ოთახს ათვალიერებდა,როდესაც უკან დამიანე აეკრო და ღრმად შეისუნთქა ნატალიას სურნელი.
-როგორ მიყვარს შენი სურნელი,-სიყვარულით გაჯერებული,ხმით უთხრა.
ნატალია დაიბნა და სახეზე მთლიანად წამოხურდა.დამიანეს ამის დანახვაზე სასიამოვნოდ გაეღიმა და ნატალიას კისერში კოცნა დაუტოვა,რომელზეც ნატალიას თხემიდან ტერფამდე ჟრუანტელმა დაუარა,ამაზე დამიანეს ჩაეცინა და კიდევ ერთხელ გაიმეორე იგივე.ნატალია კი იდგა გაშტერებული,ერთ ადგილს მიყინული და ვერ ინძრეოდა.
-ყელთან შერჩენილი კოცნის მოშორება,შეუძლებელია...-ტკბილად ჩასჩურჩულა ნატალიას ყურში და მისკენ შემოაბრუნა,როდესაც გაბისიანის ტელეფონმა დარეკა.
დამიანემ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ნატალიას ხელი გაუშვა.
-ასეთები ხო მხოლოდ ფილმებში ხდება,-ოატარა ბავშვივით აწუწუნდა დამიანე,ნატალიას თვალები გაუფართოვდა.
-დამი რამდენი წლის ხარ?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
იმ წამს სულაც არ მიუქცევია ყურადღება დამიანეს,რომ „დამით“ მიმართა,დამიანეს კი მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
სწრაფად ამოიღო ჩანთიდან ტელეფონი,რომელზეც გრძელი ნომერი ეწერა.
-ალო...-უპასუხა ჩუმი ხმით.
-ალო,დე როგორ ხარ?-გაიგო მისთვის ძალიან მონატრებული ხმა და თვალებში ცრემლის გუბე ჩაუდგა.
-დე...დედიკო...შენ როგორ ხარ?-ჯერ კიდევ აფორიაქებული და ცრემლიანი ხმით ეუბნებოდა.
-მომენატრე დე,-ქალსაც უკვე გაბზარული ხმა ჰქონდა.
-არ ჩამოდიხარ?-ჰკითხა ნატალიამ და ცრემლები მოიწმინდა.
-ორი წელი დე,კიდევ ორი წელი და გნახავ.-უთხრა იამ შვილს.
-კარგი,დე მიდი გკოცნი და მიყვარხარ.-უთხრა ხმა ჩამწყდარმა.
-მეც დედიკო,ჭკვიანად იცოდე.-გააფრთხილა და გაითიშა.
„ჭკვიანადო?“ გაიფიქრა გონებაში და ირონიულად ჩაეცინა,მან რომ იცოდეს რაც ხდება „ჭკვიანადს“ არც ეტყოდა,ისევ ირონიულად ჩაეცინა და მომზირალ „დამის“ გახედა,რომელიც თვალებ მოჭუტული უყურებდა.
-რა?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-არაფერი,უბრალოდ წამწამი გაქვს,მოიცა-ნატალიას წინ მივიდა და შუბლზე აკოცა,-რომელ თვალზე?
-მმ...მარჯვენა-უთხრა ნატალიამ და ახედა.
-წერილი თუ სიხარული?-ჰკითხა დამიანემ ღიმილით.
-სიხარული!-თქვა ნატალიამ,რომელიც ღიმილით აკვირდებოდა დამიანეს ყოველ ქცევას.
-აბა სული შეუბერე,-უთხრა დამიანემ და ისევ შუბლზე აკოცა.
ნატალიამ წამწამს სული შეუბერა და ისიც გაფრინდა.
-სიხარული მოვა მალე,-უთხრა დამიანემ ღიმილით.-ნატიიი...-დაუძახა დუმილის შემდეგ.
ნატალიას სასიამოვნოდ მოხვდა ყურში,დამიანეს მიერ დაძახებული „ნატი“,მას ახედა და გაუღიმა.
-მიყვარხარ.-უთხრა დამიანემ ყოველი შესავლის გარეშე.
-რა?..ჰა?..სად?..როდის?..როდემდე?..-დაბნეული და გაკვირვებული დამიანეს „ნატიმ“,აღარ იცოდე რა ეკითხა.
-შენ,შემიყვარდი,როცა გნახე,სიცოცხლის ბოლომდე.-ყველა კითხვას გასცა პასუხი და ისევ შუბლზე აკოცა.
-წავედი მე,-უთხრა ნატალიამ და კარებისკენ შებრუნდა.
***
სახლში იჯდა და ლანას უყურებდა,რომელიც შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
-ანუ მიყვარხარო?-ჰკითხა ის კითხვა,რომელიც უკვე მემილიონჯერ ჰქონდა გამეორებული.
-ხოოო,ქალო რა ვერ გაიგე?! მიყვარხარო ადამიანმა,უფ.-ჩაიფრუტუნა ნატალიამ და გვერძე გაიხედა.
-დედააა,-იყვირა ლანამ,გაოგნებულმა ნატალიამ ერთი შეხედა და ხელი ჩაიქნია.-რას მოვესწარი?! ქორწილია გრიალია ტრიალია,-დაიწყო სიმღერადა ცეკვა,ნატალია კი გაფართოებული თვალებით უყურებდა.
-ქორწილი არა ის კიდე,-ხელი ჩაიქნია და დივანზე ფეხები აკეცა.
კიდევ დიდ ხანს ილაპარაკებდნენ ოთახში დემეტრე,რომ არ შესულიყო.
-აბა რაზე ლაქლაქებთ?-კითხვით სავსე თვალები მიაპყრო.
-დამ...
-არაფერზე!-სიტყვა გააწყვეტინა ლანას,რომელსაც სიმწრისგან ყვრილი უნდოდა/
-ოჰო,-თქვა დემეტრემ ღიმილით.-როგორ მოხდა?
-რავიცი აბა,-მხრები აიჩეჩა ნატალიამ და ტელევიზორის პულტი აიღო.
-აუ,-დაიწყო წუწუნი ლანამ,-როდის უნდა წავიდეთ რა სადმე?
-არ ვიცი,-თავი გააქნია და ისევ ჩართულ ტელევიზორს მიაჩერდა.
ტელევიზორში,რომ ვერაფერი ნახა ლანას მიაჩეჩა პულტი.თვითონ კი იქვე დადებულ რემარკის „სამ მეგობარს“ დასწვდა.გიჟდებოდა რემარკის „სამ მეგობარზე“ და „ტრიუმფალურ თაღზე“,მაგრამ ნერვები ეშლებოდა ორივეში,რომ მთავარი გმირები კვდებოდნენ,თან სულ ქალები.
ნატალია ყოველთვის ფიქრობდა,რომ რემარკს დალევა უყვარდა,ასევე დიდი ტრამვა ჰქონდა მიღებული,რადგან ასე ჰაერში ვერასდროს დაწერდი ასეთ რომანებს.
დეტექტივზეც გიჟდება განსაკუთრებით აგატა კრისტი უყვარს,მისი „მივიწყებული მკვლელობა“ და „აღმოსავლური ექპრესი“ ყველას ერჩივნა, დედამისი სულ ეჩხუბებოდა თუ დეტექტივები გიყვარს „შერლოკი“ როგორ არ უნდა მოგწონდესო,რა ქნას არ მოსწონს ეს „შერლოკ ჰოლმსი“ და...
-ნატალია,დროზე განყოფილებაში მივდივართ.დროზე,დროზე.-გამოვიდა სამზარეულოდან უჩვეულოდ დასერიოზულებული დემეტრე.
-კარგი,ხო დამაცადე.-თავის ოთახში გავიდა გამოიცვალა და ისევ დემეტრეს დაუბრუნდა.
-შენ აქ დარჩი,მალე მოვალთ-დაარიგა ლანა და ორი სართულიც მალე ჩაიარეს.
თაბაგირს ისე სწრაფად მიყავდა მანქანა,როგორც შეეძლო.ოც წუთში უკვე განყოფილებაში იყვნენ,დამიანეს წინ.
-რა მოხდა?-ჰკითხა შეშფოთებულმა და აფორიაქებულმა ნატალიამ.
-ერთი კაცი...ავიყვანეთ...არა,არ აგვიყვანია თვითონ ჩაგვბარდა.-დამიანემ ერთი ამოისუნთქა და იქვე მდგარ პოლიციელს უთხრა,ის კაცი შემოეყვანა.
ოთახში შუა ხნის მამაკაცი შემოიყვანეს,სადღაც 40-45 წლის იქნებოდა.ჭაღარა შეპარული,სპორტულს შარვალში და შავ მაისურში.სახეზე წვერები ამოსვლოდა,თვალებში კი უდიდესი სევდა იკითხებოდა.
-ეს...ეს კაცი ამბობს,რომ მან გამოგიშვა...-ყოყმანობით უთხრა დამიანემ და ნატალიას რეაქციას დაელოდა,გაბისიანს ჯერ გაუკვირდა,შემდეგ ბრაზი მოაწვა (თვითონაც არ იცის რატომ),შემდეგ სახე დაუმშვიდდა და ფეხზე წამოიმართა,მამაკაცმა ერთი შეხედა სევდიანად თვალებში და თავი ისევ დახარა.
ნატალია მივიდა,დაიხარა და ჩაეხუტა „მადლობა“ ჩასჩურჩულა ყურში და მოეხვია.მამაკაცი ჯერ დაიბნა,შემდეგ ფრთხილად შემოაჭდო ხელები ნატალიას და მის თმებში ჩარგო ცხვირი.
-ბოდიში,-თქვა სევდიანი ხმით,რომელსაც ცრემლები ჰქონდა შეპარული.
გაბისიანმა ერთი გაუღიმა და ისევ თავის სკამზე დაჯდა.მთელი ამ დროის განმავლობაში დამიანე გაფართოებულ თვალებს არ აშორებდა,ყოველ ნატალიას მოქმედებას აკვირდებოდა და ამაყი იყო,რომ იპოვა...ის ერთადერთი იპოვა...
-შეგიძლიათ ყველაფერი მოგვიყვეთ?-ჰკითხა დემეტრემ.
-დიახ,-ერთი ამოიოხრა კაცმა და დაიწყო,-მე მერაბ ნაოჭაშვილი ვარ.ნატალიაზე კი ის ვიცი,რომ ლილეს ნუცუბიძის მკვლელობას შეესწრო,შემდეგ კი ნანა ვანიშვილის მკვლელობას.შეიძლება არ იცით,ლილე ნუცუბიძე მუშაობდა მირიანთან,შემდეგ კი მისგან წამოვიდა,რადგან გაიგო როგორი ცხოვრება ჰქონდა.ხოლოდ ნანა ვანიშვილი ჩემი ცოლი იყო,-ერთი ღრმად ამოიოხრა და გააგრძელა,-ნანა იმიტომ მომიკლა,რომ სამსახურიდან არ წამოვსულიყავი,რადგან მართლა აღარ შემიძლია ამდენი ხალხის ხოცვა-ჟლეტვა...
-მირიანის გვარი მაინტერესებს.-თქვა დამიანემ და მაგიდას მიუჯდა.
-მირიან...მირიან მეტრეველი,-ღრმად ამოისუნთქა და ისე უთხრა,თითქოს ამ ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვებიო,-მაგრამ...მაგრამ,არა მგონია მოძბენოთ.მისი ნამდვილი სახელი არავინ იცის.
დემეტრემ უკმაყოფილოდ შეხედა,გასუსულ ნატალიას.შემდეგ დამიანეს გახედა და მის ანალოგიურ სახეს რომ გადაეყარა ჩაეცინა.
-არაუშავს,ჩვენ მაინც ვცდით...-ამოილაპარაკა დამიანემ,-ნატალია შეგძლია წახვიდე.
ნატალია წამოდგა,მერაბს თავი დაუკრა დამშვიდობების ნიშნად და დემეტრეს გაყვა უკან.
მანქანაში ჩაჯდომის თანავე დაიწყო წვიმა,თითქოს მათ ელოდაო.
წვიმდა...გადაუღებლად წვიმდა,ცუდს უქადდა ბუნება ადამიანებს.ელვა განათდა და ჭექა-ქუხილის ხმაც გაისმა.სახლები შეზანზარდნენ,ყველა შეიყუჟა სახლში.ადამიანობაც მიხვდა,ის უგნური ადამიანებიც მიხვდნენ,რომ ბუნება რაღაც ცუდის მოლოდინში იყო.
ქარი ტოტებს ლეწავდა,ხმა კი ძალიან უსიამოვნო იყო.შემდეგ თითქოს ყველაფერი წამით შეჩერდაო,მაგრამ არა!ისევ გაისმა ის ხმები.
ნატალიას უსიამოვნოდ შეაკანკალა და თავი სველ მინას მიადო.არავინ იყო გარეთ,ყველა თავისთვის იყო სახლში შეყუჟული და თბებოდნენ,ტელევიზორს უყურებდნენ ან წიგნს კითხულობდნენ,ყავას,ჩაის ან ცხელ შოკოლადს სვამდნენ.
ერთი ორი მანქანა თუ გაივლიდა,მეტი არაფერი.
მალევე მივიდნენ სახლში,ორი სართული სწრაფად აირბინეს და ლანას ძახილით შევიდნენ სახლში.
-ლანააა! სად ჯანდაბაშია ეს გოგო?!-დაიფრუტუნა ნატალიამ და მისაღებში შევიდა.
-მანდ არის?-ჰკითხა დემეტრემ,რომელიც კურტკას იხდიდა.
-არა,ალბათ ჩემს ოთახშია.-უთხრაა ნატალიამ და თავისი ოთახისკენ წავიდა.
კიდევ ერთხელ დაიქუხა საზარლად და გაანათა მთელი ოთახი.სისხლში მოცურავე სხეული,რომელსაც სახეზე მიტკლის ფერი ედო წამით განათდა,მაგრამ ისევ სიბნელემ მოიცვა ოთახი.
გახევებული,შეშინებული,ჩამწყდარი ნატალია იდგა კარებში და განძრევას ვერ ბედავდა.უყურებდა მის მეგობარს,რომელიც სისხლში ცურავდა და გული ნელ-ნელა უჩერდებოდა.მისი ლანა,მისი ბედნიერებით,სიყვარულით,სიხარულით,სითბოთი გაჟღენთილი ლანა,ლანაკო ახლა...ახლა სისხლში დაცურავდა.
ბნელ ოთახში ორი ადამიანი იყო,ორივე მკვდარი.ერთი სულიერად,მეორე ფიზიკურად.
მკვდარსაც კი ღიმილი ჰქონდა სახეზე,სევდით გატენილი ღიმილი.ისე უხდებოდა ხოლმე სისხლისფერი ტუჩები...ახლა კი გალურჯებული ტუჩები აქვს.
-აქ არის ნატ...-სიტყვა შუაზე გაუწყდა,როდესაც უმცროს დას შეხედა.
ისევ გაანათა ელვამ,ისევ შეხედეს მის უსულო სხეულს,ისევ დაინახეს სევდიანი ღიმილი,ისევ დაინახეს უსულო თვალები.
ისევ ქუხდა,ისევ ანათებდა.სამი უსულო სხეული იყო ოთახში,ერთი სისხლში ცურავდა,ორი მას დაჰყურებდნენ.უემოციო სახით,ვერანაირ ემოციას გამოხატავდნენ.ვერაფერს აკეთებდნენ,ან რა უნდა გაეკეთებინათ?

***
სამი თვე,მთელი სამი თვე უ-ლანოდ,უ-მხიარულოდ,უ-ყველაფროდ,უ-სიყვარულოდ.ყველაფერი ლანა იყო,მაგრამ აღარ იყო...
-ჩემი ბრალია...ყველაფერი...ჩემი ბრალია...სულ...ყველაფერი...ჩემი ბრალია-ცრემლებს იწმენდდა და სრუტუნებდა,-ლა...ნა...მინდა...ლანა მჭირდება...ლანა...-სრუტუნებდა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.ლანას გარეშე ყველაფერი ისეთი უფერული იყო,მისი ქცევების და მისი ბედნიერების გარეშე.-გე..ფიცები...გაზღვე...ვინებ!-ამოისრუტუნა და ცრემლები მოიწმინდა.
ოთახში შევიდა,ტანსაცმელი გადაიცვა,მაკაიჟი გაიკეთა დასიებული თვალები რომ დაეფარა და წავიდა.
მიაქროლებდა მანქანას და ქუჩებს აკვირდებოდა,რომ არ გამოპარვოდა.ბოლოს სადღაც ტყის პირა სახლში მივიდა.მანქანიდან ნელა და ჩუმად გადმოვიდა.ცდილობდა,რომ მისი იქ ყოფნა არავის გაეგო,თუ ამ სახლში ვინმე იყო.ნელა მივიდა სახლთან და ფანჯარაში შეიხედა,ორი კაცი დაინახა,რომლებიც კარტს თამაშობდნენ,როგორც თვითონ მიხვდა მცველები იყვნენ.წინიდან ვერ შევიდოდა ამიტომ უკანა კარების მოძებნა დაიწყო,უკანა კარი ვერა მაგრამ საკუჭნაოში ჩასასვლელი იპოვა.იქნებ იქ იყოს კარიო.ნელა გააღო კარი,რომელმაც ჭრაჭუნის ხმა გამოსცა.თვალები დახუჭა და შემდეგ ისევ ოდნავ გამოსწია კარი,ისევ გაიჭრაჭუნა,მაგრამ ისე გაიღო,რომ შემძვრალიყო.
ფრთხილად ჩავიდა საკუჭნაოში და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.ფრთხილად გაანათა და თვალი მოავლო იქაურობას,სწორედ აქ ჰყავდათ მათ მოტაცებული და ამ საკუჭნაოში იყვნენ.როგორც ახსოვს მერაბი მაშინ,რომელიღაც ოთახში გავიდა.ნელა მიიწევდა წინ და ტელეფონს ანათებდა.ფეხი რაღაცას წამოდო და სწრაფად მიანათა ყუთს,ჩუმად გახსნა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.ყუთში ბრონის ჟილეტები,ტყვიები და „პისტოლეტები“ იდო,სწრაფად გადაიცვა შიგნიდან ბრონის ჟილეტი და ტყავის კურტკა ისე მოიცვა,მართალია სროლა არ იცოდა,მაგრამ მაინც გამოადგებოდა,ამიტომ „პისტოლეტში“ ტყვიები,როგორც მოახერხა ჩადო და შარვალში ჩაიდო,ზედ კი კურტკა დააფარა.
მიწაზე დადებული ტელეფონი,ხელში ატიაცა და კარებისკენ ჩუმი მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.კარებთან გაჩერდა დამიანეს ტელეფონზე მისწერა ტექსტური შეტყობინება,აუხსნა სადაც იმყოფებოდა და მობილურიც გამორთო.ჯიბეში ჩაიდო და კარები ფრთხილად გააღო.ის კაცები აქეთ არ ჩანდნენ,ალბათ სხვა ოთახში იყვნენ.ნელა გაიარა,როგორც მიხვდა დერეფნისეფრი ოთახი იყო.
კიბეები დაინახა და ნელ-ნელა წავიდა მისკენ,რომ არავის შეემჩნია.პირველ საფეხურზე ფეხი დადგა თუ არა,კიბის ჭრაჭუნის ხმა მისწვდა მის ყურს.წამიერად მაგრად დახუჭა თვალები,შემდეგ კვლავ გაახილა და ნელ-ნელა მაღლა ავიდა.პირველ ოთახში შეიხედა,მაგრამ ვერავინ აღმოაჩინა,ვერ მეორეში,მესამეში კი რაღაც სურათი დაინახა და სწრაფად წავიდა მისკენ.ძველი ფოტო იყო.პატარა ბიჭი იყო რომელსაც,თვალები უციმციმებდნენ და ლამაზი,თბილად მომზირალი ქალი იყო.
-მე და დედაჩემი ვართ,-გაისმა საზარელი ბოხი ხმა.
სწრაფად მიატრიალა თავი და კარებში,ორმოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცი დაინახა,როგორც თვითონ მიხვდა „მირიანი“!სურათში ისეთი სპეტაკი,სუფთა და საყვარელი იყო,სულაც არ გავდა ახლანდელს.შარვლისკენ წაიღო ხელი და თოფი ამოძვრინა,ჩუმად დამალა უკან.
-ყოველი შენი ნაბიჯი ვიცოდი,ისიც ვიცოდი,რომ დღეს მოდიოდი,არ დაფიქრებულხარ მაშინ ექიმებმა რა გაგიკეთეს?მოდი გეტყვი,ჩიპი ჩაგიმონტაჟეს თავში,რომელიც შენს ადგილმდებარეობას მატყობინებს.-თვალი ჩაუკრა და საზარლად გაიცინა.-იცი სახლში მარტო ჩვენ ვართ,ჩემი მცველები საქმეზე გავგზავნე.-ისევ საზარლად გაიცინა და ნატალიასკენ წამოვიდ.გაბისიანმა უკან-უკან სვლა იწყო და საწოლზე დამჯდარი აღმოჩნდა,თოფს არაფრის დიდებით არ უშვებდა ხელს.-ნეტავ იცოდე რა ლამაზი და სულელი ხარ,როგორ იფიქრე რომ ცოცხალს დაგტოვებდი? შენი ფეხით რომ მოხვიდოდი ეგ უკვე ვიცოდი.მაგრამ მარტო ? არა როგორ ფიქრობ ცოცხალს დაგტოვებ?ნწნწნწ პატარა სულელი ბავშვი ხარ,ლაწირაკი.-ეუბნებოდა და მისკენ ნელ-ნელა მიიწევდა.
ნატალიამ ჩუმად როგორღაც თოფი გადატენა და მას მიუშვირა,თავიდან შეკრთა მირიანი,შემდეგ კი ირონიულად ჩაიცინა.
-ვერ მესვრი პატარავ,არ გეყოფა მაგის ძალა-ისევ ირონიულად ჩაიცინა და მას მიაშტერდა.
ნატალიას ხელი უკანკალებდა და თვითონაც ხვდებოდა,რომ ვერ ესროდა.
-მესროლე!-უთხრა მირიანმა,თოფს ხელი მოჰკიდა და დაიმიზნა,-მესროლე-თქო!
ნატალიამ სასხლეტს ხელი გამოჰკრა და მირიანს მოარტყა,შემდეგ უფრო გამედავად ადგა და შეშინებულ,აფორიაქებულ მირიანს თავზე დაადგა.
-რაო?რას ვერ გააკეთებო?-იორნიულად ჩაიცინა და წაქცეულს მუცელზე ფეხი დაადგა,-აი ეს ლანასთვის,-მუცელში მოარტყა ისევ,-აი ეს კი ლილესთვის და ნანასთვის-ახლა ჯერ ერთ ფეხში შემდეგ კი მეორე ფეხში მოარტყა.-სასიკვდილო არც ერთია ამიტომ გადარჩები და ციხეში ამოლპები.-ზედ დააფურთხა და ფანჯარაში გაიხედა.
რამდენიმე წუთში სირენების ხმა გაისმა,არსად გასულა ისევ ფანჯარაში იდგა და გარეთ იყურებოდა,უსასრულოდ და ფიქრობდა.ყველაფერზე და თან არაფერზე.
ოთახში მალევე შემოვარდა დამიანე და ფანჯარასთან მდგარი ნატალიას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა ხოლო,გულმა სამი დარტყმა ერთად გამოტოვა.შემდეგ ძირს დაიხედა და დაინახა მამაკაცი,რომელიც ძლივსღა სუნთქავდა და სისხლისგან იცლებოდა.
-ეს...ეს?-ენას პირში ვერ იტრიალებდა.
-ეს მირიანია და ხო მე მოვარტყი,-უსულოდ გაუღიმა და ჩაიკეცა.




***
-დეე-ყვიროდა პატარა გოგონა,რომელიც თმა აბურძგნული გამოვიდა ოთახიდან.-თინანომ დედას,დაუძახე ჯინსი მინდაო.
-ხო მოვდივარ,მიდი სანდრო და დადა გააღვიძე.-თბილად გაუღიმა ქალმა და შვილის ოთახში წავიდა.
-მაა,-ახლა კაცს დაუძახა,რომელიც სამზარეულოში იჯდა და ყაავას მიირთმევდა.-მიდი რა შენ გააღვიძე დადა და სანდრო.-შეეხვეწა პატარა გოგონა
-ბარბი,გთხოვ შენ გააღვიძე რა,-ლოყაზე აკოცა და მისაღებში გავიდა.
ბარბი ჩუმად შევიდა ბიჭების ოთახში და ჯერ ერთ ძმას აკოცა ლოყაზე,მერე მეორეს.
-დადა,სანდრო, დედამ გაიღვიძონო-თქვა ჩუმად და შუაშია ჩაუხტა.
-ოხ,შე პატარა მაიმუნო-უთხრა დადამ და ღუტუნი დაუწყო.
-ეე,უჩემოდ ხალისობთ?-ოთახში შემოვიდა მწვანე თვალება თინანო და საწოლისკენ გაიქცა.
უყურებდნენ შვილებს,რომლებიც ბედნიერებას,სიყვარულს და სიცოცხლეს ასხივედბნენ და გულში სითბო ეღვრებოდათ.
-დამი,-დაუძახა ჩუმად ქალმა.
-ჰმ...-ამოიზმუვლა ისე,რომ ბავშვებისთვის თვალი არ მოუშორებია.
-დღეს დემეტრე მოდის სალომესთან ერთად და ბავშვებთან-უთხრა და ნიკაპზე აკოცა.
-მოვიდეს,-ჩუმად დაიჩურჩულა დამიანემ და ყელში აკოცა.-ნატ,-დუმილის შემდეგ სიჩუმე ისევ კაცმა დაარღვია და ცოლს უკან მიჰყვა,რომელიც დივანზე დაჯდა.-ეს ჩვენი ცხოვრების მხოლოდ „დასასრულის დასაწყისია“!





ვაიმე,რაც მე ამაზე ვიფიქრე და ვიჭყლიტე ტვინი...იმედია მოგეწონებათ და მითხარით როგორია არ გამაგიჟოთ :D



№1  offline წევრი prettygirl

Chemi griffini <3 exla unda wavikitxo es istoria tavidan bolomde <3

 


№2  offline წევრი Overthinking

vaime rogor momewonaa... ai dzalian kargi iko da dzalian magari xar shen:-* lana shemecoda dzalian... dami da natalia usazgvrod sakvareli wkvilia:-*:-*

 


№3  offline მოდერი MyLove

ჩემო პანდავ... love უძალიანესსად ნიჭიერო პანდა!
ლანა შემეცოდა, მაგრამ.. საბოლოო ჯამში მაგარია!
მიყვარხარ ძალიან..
ველოდები შემდეგს!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4 სტუმარი Mariam m,k

Momwons zan magari dasasruli aqvs miyvar sheni istoriebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent