შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულაც არ ვაპირებდი შენს შეყვარებას! 24 დასასრული


14-03-2015, 20:12
ავტორი harryhermione
ნანახია 6 109

***
ღიმილით მომხვია მხრებზე ხელი და გასასვლელისკენ ნაზად მიბიძგა. მხრებზე იქვე დაკიდული მანტო მომახვია და ეზოში გამიყვანა. როცა უკვე მანქანაში ჩამსვა, ღვედი გამიკეთა და ჩემს გვერდით მძღოლის ადგილი დაიკავა, შევძელი მუცელში ჩავარდნილი ენის ისევ უკან ამოდგმა:

-სად მივდივართ?-ვეცადე მკაცრად მეთქვა, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ ვეცადე, რადგან ჩემმა ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა,

-სიურპრიზია ლიზაზუ-ძალიან მიყვარს სიურპრიზები. ვგიჟდები. სულ სიხარულით ვხვდები ხოლმე როცა მეუბნებიან შენთვის სიურპრიზი მაქვსო.

-ოოო მითხარი ახლა სად მიგყავარ?-ვკითხე მკაცრად.

-რატომ გინდა სიურპრიზი ლიზუ, კაი რა მივალთ და ნახავ?-ისევ შემომღიმა. აი იმ ღიმილით მე რომ ჭკუას მაკარგვინებს და მანდომებს მაგრად ჩავეხუტო.

-მე რომ სიურპრიზები არ მიყვარს-სხვა მიდგომას მივმართე და ვითომ მოვიღუშე.

-აუუ მართლა ტოოო?-სერიოზულად შეშფოთდა სვლა შეანელა, მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა და დაბნეული თვალებით მომაჩერდა.

-არა სულელო, პირიქით მიყვარს სიურპრიზები-გავუცინა. ამოისუნთქა თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა გულიდანო. იმდენად დიდი იყო მისი მონატრება რომ გადავაბიჯე ჩემს პრინციპებს, ხელი ნელა ავწიე და ოდნავ გასაპარს ღაწვებზე ნელა ჩამოვუსვი თლილი თითები. გაეღიმა ამ ღიმილში ბევრად დიდი სიყვარული იგრძნობოდა ვიდრე, სიტყვებით გამოთქმულ სიყვარულში. ხელი ნელა დამიჭირა და ხელის გულზე მაკოცა. გამაჟრიალა. სასიამოვნოდ ამიჩქარდა გულისცემა, ეს აშკარად ალექსანდრემაც შენიშნა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.

-ჯობია გზა გავაგრძელოთ, თორემ რაღაც-რაღაც სასიამოვნო აზრები მომდის თავში და ასე თუ გავაგრძელებთ დღეს ვერ ჩავალთ დანიშნულების ადგილას-ოო იცოცხლე გამაცხელა. ჩემს სახესთან შედარებით წითელი წიწაკა შემირცხვენია:

-რა საზიზღარი ხარ- ჩემი ხელი გამოვტაცე და მკლავზე მწარედ ვუბწკინე. სახე დაემანჭა და ტუჩები დაბრიცა ტკივილის ნიშნად.

-ამ ერთი ციდა გოგოს, რა მწარე ხელი გქონია რა არის ეს-ნატკენი მკლავი წრიულად დაიზილა.

-არ მეცოდები საერთოდ, ღირსი ხარ-ვუთხარი გულგრილად მაგრამ მისი გაწითლებული მკლავის შემხედვარე, ჩემს თავს ვწყევლიდი ამ აცუნდრუკებისთვის.

-შენი ბრალია ასე რომ მტკივა ხელი, სხვა გზა არ გაქვს შენვე უნდა მომირჩინო-მითხრა ღიმილშეპარული ხმით.

-მე როგორ უნდა მოგირჩინო?-ვკითხე გაოცებულმა და თვალებში ჩავაშტერდი.

-კოცნით-თვალები აუციმციმდა და ეშმაკურად გამიღიმა.

-მეტი საქმე არ მაქვს-ცხვირი ავიბზუე და ფანჯარაში გავიხედე.

-მე გითხარი, ხელი ძალიან მტკივა მეეჭვება მანქანის მართვა შევძლო, ხოდა ვერც შენს სიჩუქარს ნახავ და დაერჩები ეგრე-არ მიმიქცევია ყურადღება ისევ ფანჯარაში ვიყურებოდი. მეგონა დაძრავდა მანქანას აბაროდემდე ვიდგებოდით ასე. მაგრამ გავიდა ხუთი წუთი შემდეგ ათი. და არც არაფერი ორივე ჯიუტად ვიყურებოდით ფანჯარაში და დაბურულ ხეებს დიდი ინტერესით შევცქეროდით. ბოლოს ლოდინმა რომ დამღალა გადავწყვიტე ისევ მე დამერღვია სიჩუმე.

-როდემდე უნდა ვიდგეთ ასე?-ვიკითხე მობეზრებული ხმით.

-მანამდე სანამ არ მაკოცებ-ჯიუტი ბავშვს გავდა. ძალიან საყვარელი იყო. გაბუტული ტუჩები გამობრეცვოდა ნატკენ ხელზე კი მეორე ხელი სასაცილოდ მიედო. გადავწყვიტე დამეთმო ამ პატარა ბავშვთან.

-კარგი ჯანდაბას მაჩვენე ხელი აბა-ჩაეღიმა და ხელი სწრაფად მოიშორა ნატკენი ადგილიდან. ნელა დავიხარე და გაწითლებულ ადგილზე ფრთხილად ვაკოცე. დაბურძგლა. კანი დაეხორკლა და გააჟრიალა.

-მმმ... საერთოდ ვერ ვიგრძენი, ისევ მტკივა-სასაცილოდ გააკანტურა თავი და ტუჩები გაბურცა. გამეცინა მის ბავშვურობაზე და კიდევ ერთი ოღონდ ამჯერად სველი კოცნა დავუტოვე ნატკენ ადგილას.

-აბა მოგირჩა, თუ კიდევ ერთ კოცნად დამიჯდება შენი ვითომ ნატკენი ხელი-ვუთხარი სიცილით მანაც გაიცინა.

-ნუუ ცოტა მაინც გამიყუჩა, მანქანის მართვას შევძლებ, მერე კი დანიშნულების ადგილას რომ მივალთ მერე ვეღარ გადამირჩები, იმდენს მაკოცებ რამდენიც მინდა.-თქვა თავდაჯერებული ხმით და სასაცილოთ ჩამიკრა თვალი.

-იცოდე კიდევ გიჩმეტ და დაიმახსოვრე უფრო მწარედ-გამაფრთხილებლად დავუქნიე საჩვენებელი თითი

-და მერე შენივე კოცნით მომირჩენ-მანაც გამიცინა. მანქანა დაძრა და ღიმილიანი სახით განაგრძო ჩემთვის გაურკვეველი გზით სიარული. მალე დიდი გზიდან გადაუხვია და პატარა ბილიკზე დაიწყო სიარული. მალე თოვაც დაიწყო. ბარდნიდა. ძალიან ლამაზი იყო, ის ადგილი სადაც მივდიოდით. აშკარად ტყეში ვიყავით. დაბურულ და უკაცრიელ ტყეში. სიწყნარე სუფევდა ირგვლივ და ამ სიწყნარეს მხოლოდ მანქანის ხმა არღვევდა. ცოტა არ იყოს და დამზაფრა ამ სიბნელებ და სიჩუმემ. შეშფოთებული გადავხედე მომღიმარ ალექსანდრეს. ჩემი მზერა რომ იგრძნო, ღიმილით შემომხედა და დამამშვიდა.

-ნუ ღელავ ლიზუ მალე მივალთ-საერთოდ ვერ დავმშვიდდი.

-სდ მივალთ ალექსანდრე? ან ტყეში რა გვინდა ამ შუა ღამით?-შეშფოთებული ხმით ვკითხე. შენიშნა ჩემი შეშფოთება მხოლოდ გამიღიმა და გზა განაგრძო. მეც აღარ ჩავაცივდი, მას სრულიად ვენდობოდი. მის გვერდით რატომღაც არაფრის მეშინოდა. უცბათ შეაჩერა მანქანა. ირგვლივ ისევ სიბნელე იყო, არაფერი შეცვლილა.

-მოვედით-ხმამაღლა გამოაცხადა ან საიდან გაიგო რომ დანიშნულების ადგილას მოვედით, ან რა ხდება საერთოდ აქ?! სრული სიბნელეა. უკვე აშკარად შიშმა დამიარა. ბავშვობიდა, მეშინოდა სიბნელის და რატომღაც ეს შიში დღეს უფრო გამიმძაფრდა. მოვიფუზე და ალექსანდრეს მხარეს გადავჩოჩდი.

-ლიზუ გეშინია? კაი რა ნახე ახლა რა მოხდება-მითხრა დამაიმედებელი ხმით და ხელზე ხელი მაგრად მომიჭირა. და მორჩა მომეხსნა ყველანაირ შიში, დაძაბულობა. მთლიანად მივენდე მას, და ინტერესით მოვათვალიერე გარემო. ალექსანდრემ მანქანის სალონის უჯრიდან პატარა პულტი ამოიღო. რომელიღაცა ღილაკს დააწვა და ახლოდან შევნიშნე განათება. თავიდან შუქმა თვალი მომჭრა და ვერაფერი დავინახე. თანდათან შუქს თვალი შევაჩვიე და დავინახე პატარა ხის სახლი. უფრო კოტეჯი. ნათურა ენთო შესასვლელთან. ხის კიბით ავდიოდით შესასვლელ კარებთან. აღფრთოვანებული შევცქეროდი დათოვლილ ეზოს. დატოვლილ ხის სახლს და თითქოს თვალწინ გადამირბინა ჩვენმა მომავალმა. წარმოვიდგინე რომ ამ სახლში ვზივართ. უკვე მოხუცები მარტო, ხელიხელ ჩაკიდებულები, ბუხრის წინ და ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით ვუყურებთ.

მანქანიდან გადავედით და სახლისკენ მიმავალ ბილიკს დავადეგით. ალექსანდრემ ხელი მომხვია და მაგრად მიმიხუტა. ლამაზი სახლი იყო, მყუდრო და პატარა. კარები ფრთხილად შევაღეთ. ოთახში თბილოდა. ბუხარი გიზგიზებდა და შეშა მელოდიურად ტკაცუნობდა. სახლი ხის სურნელით იყო გაჟღენთილი. ხის სურნელის გარდა და მე ვგრძნობდი კედევ ერთ სურნელს. სიყვარულის სურნელს. ჩვენი მე და ალესანდრეს სიყვარულის სურნელს. ალექსანდრემ კარები მიხურა და მისაღებ ოთახში წამიძღვა. ბუხართან მდგარ სავარძელში ჩავესვენე და მანტო ალექსანდრეს მივაწოდე. მან საკიდზე ჩამოკიდა და ისევ ჩემთან დაბრუნდა. მეორე სავარძელში ჩაჯდა და ღიმილიანი სახით გადმომხედა.

-ალექსანდრეს ეს... ეს უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა-აღვფრთოვანებული სიხარულით და სიყვარულით სავსე თვალები მივანათე, და მანაც თბილი მზერით მიპასუხა.

-მე ვიცი ლიზი ვიცი, ეს ჩვენი მომავალია, ჩვენი მომავლის სახლი, რომელიც შეინახავს უამრავ მოგონებას. ჩვენს მოგონებებს, ჩვენს და ჩვენს მომავალ შვილებთან გატარებულ, ძალიან მაგარ დროს. ზაფხულში აქ ამოვალთ ჩვენს შვილებთან ერთად, სიწყნარეში სრულ იდილიაში ვიცხოვრებთ. ეს იქნება ჩვენი სახლში, ჩვენი და არა მარტო შენი ან ჩემი, ჩ ვ ე ნ ი. და საერთოდ აღარასდროს მინდა რომ მოგვიხსენიონ ცალ-ცალკე. ლიზი მიყვარხარ. მე მომავალს მხოლოდ შენთან და შემდეგ ჩვენს შვილებთან ერთად ვხედავ. მიყვარხარ ლიზი, ჩემი ცოლი ხარ, ამ სახლის სამზარეულოში მხოლოდ, შენ უნდა იფუსფუსო. გაბერილმა ნელა უნდა იარო. წუწუნით მხოლოდ შენ უნდა მაღვიძებდე ღამით, იმის მიზეზით რომ ჩემს შვილს რამე მოუნდა. ეზოში გაბმულ ჰამაკში მხოლოდ მე და შენ უნდა ვიჯდეთ. ეზოში დადგმულ სასრიალოებზე, მხოლოდ ჩვენი შვილები უნდა სრიალებდნენ. ეზოში დადებული თოვლით, მხოლოდ ჩვენ უნდა ვგუნდაობდეთ. ჩვენ ერთად და არავითარ შემთხვევაში ცალ-ცალკე-
ვუსმენდი მას, მის მელოდიურ ოდნავ ბოხ ხმას, და ვხვდეებოდი როგორ შემყვარებია ეს მრავლისმთქმელი თვალები, ეს ოდნავ წვერიანი ღაწვები, მისი ხმა ათას კაცშიც რომ გავარჩევდი. წარმოიდგინეთ მისი ერთ დროს საზარელი ახლა კი საყვარელი ტატუც კი მიყვარდა. მთლიანად ალექსანდრე მიყვარდა. და ეს უკვე დანამდვლებით ვიცოდი. ვიცოდი რომ მიყვარდა.

-მიყვარხარ ალექსანდრე-მხოლოდ ამის ამოჩურჩულება შევძელი მაგრამ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ალექსანდრემ გამიღიმა წამოდგა და გულში მაგარდ ჩამიკრა. თავი ზემოთ ამაწევინა და თვალებში ჩამაცქერდა. თვალებიდან მზერა ტუჩემზე გადაიტანა და დააცქერდა. მე ინსტიქტურად გავილოკე და ქვედა ტუჩი კბილებქვეშ მოვიყოლე. ეშმაკურად გაეღიმა და ნელა დაიხარა. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მომელამუნდა შემდეგ უკვე ტუჩებზე ვიგრძენი. უფრო ახლოს მომიტანა სახე და ნელა შეეხო ჩემს ტუჩებს, ჟრუანტელმა დამიარა და ხელები კისერზე შემოვხვიე. გათამამებულმა კოცნა გააღრმავა და მთელი გრძნობით დამიკოცნა ჯერ ქვედა შემდეგ კი ზედა ტუჩი. მე გამოუცდელი ვიყავი ეს ჩემი პირველი კოცნა იყო. ის კი აშკარად გამოცდილი ჩანდა. სუნთქვაგახშირებულმა ამიტაცა ხელში და ხმაჩახლეჩიმა ჩამჩურჩულა:

-დროა საძინებელი მოვინახულოთ-თვალებში ჩამაშტერდა. არ ვიცი რა დაინახა იქ რადგან ვნებისაგან მიბნედილი მქონდა, მაგრამ იქ წაკითხული აშკარად დასტურად მიიღო. სწრაფად მიმიყვანა საძინებლამდე. ჩვენი საძინებელი დიდი იყო. ცისფერი კედლები მშვენიერ კომბინაციას ქმნიდა მთვარის მოცისფრო შუქთან. ფრთხილად მიმაწვინა საწოლზე და სვიტერი ოსტატურად გამხადა.

-ლიზი... დარწმუნებული ხარ?... არ მინდა დილით რაიმე ინანო-ეტყობა ისევ ყოყმანობდა ამავდროულად ვნებისაგან ანთებულ თვალებს დაატარებდა ჩემს სახეზე სახიდან ყელზე, ყელიდან კი მკერდზე. საპასუხოთ ხელებს დავეყრდენი ავიწიე და ტუჩებში ვაკოცე. დასტური მიიღო. ვნებით დამიკოცნა ბაგეები, ბაგეებიდან გზა ყელისკენ გაიკვალა ყელიდან კი გულმკერდს მისწვდა. ვნებამ გონება დამიბინდა ვეღარაფერს ვახეხებდი, მთლიანად მივენდე ალექსანდრეს და მის გამოცდილებას....
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა. თვალები გავახილე და მზერის დასაწმინდად რამოდენიმეჯერ დავახამხამე. დავხედე ჩემს წელზე მაგრად მოხვეულ დაძარღვულ ხელს და გუშინდელი ღამის გახსენებისას ბედნიერს გამეღიმა. ალექსადრე მშვიდად ფშვინავდა. აღარ გავაღვიძე. როგორც ჩანს ამ სახლს ბუხრის გარდა ჩვეულებრივი გათბობაც აქვს, რადგან მიუხედავად იმისა რომ ბუხარი კარგა ხანია ჩაქრა, სახლში მაინც საოცრად თბილა. სწრაფად გავინთავისუფლე ალექსანდრეს ტყვეობისგან თავი და იქვე დაგდებული მისი პერანგი მოვისხი. აწეწილ თმებზე ხელი გადავისვი და სააბაზანოსკენ წავედი. წყალი გადავივლე და სააბაზანოდან გამოსულმა სამზარეულოს მივაშურე. ალექსანდრეს ჯერ კიდევ სძინავს. რა ქნას ჩემი მძინარა ბიჭია... სამზარეულო პატარა, მყუდრო და ყოველმხრივ მოწყობილია. მაცივარი დავზვერე ბევრი პროდუქტი არ იყო, მაგრამ რამესმაინც გააკეთებდა კაცი. ტაფაზე კვერცხი დავახალე და მაცივართან მივედი ძეხვის გამოსაღებად, როცა უკნიდან ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. ალექსანდრემ წელზე მომხვია ხელები და ყელში ცხელი კოცნა დამიტოვა.

-გაიღვიძა მძინარა უფლისწულმა-გამოვაჯავრე და ამჯერად მე ვაკოცე ყელში.

-არც ჩემი პირადი ჭოტი კარგავს დაკავებულ პოზიციას.-მანაც არ დამაკლო და ტუჩებზე წამეტანა.

-დამეწვა კვერცხი, მიდი დაჯექი მაგიდასთან ახლავე გავშლი სუფრას.-დავფაცურდი და კარადიდან თეფშები ჩამოვიღე.

-რომ იცოდე როგორ გიხდება ჩვენს სამზარეულოში ტრიალი ახლა და შენ წარმოიდგინე გაბერილი რომ იქნები როგორ მოგიხდება-მეც უნებურად წარმოვიდგინე ამ პერანგში გამობერილი მუცლით დგომა და მუცელზე ხელი მოვისვი.

-მაგ ყველაფერს რაც შენ წარმოიდგინე ბევრი მუშაობა სჭირდება-ეშმაკური ღიმილით მითხრა და ისევ ტუჩები დამიკოცნა.

-ოოო ალექსანდრე უნდა მალე წავიდეთ ჩემები ინერვიულებენ, და თან თბილიში უნდა დავბრუნდეთ დამიანეს მალე სკოლა ეწყება.-ავწუწუნდი და ხელიდან დავუსხლტი.

-კარგი ჰოო ვჭამოთ და წავიდეთ-დამეთანხმა ალექსადრეც სწრაფად შევჭამე და ოთახისკან წავედი. გამოვიცვალე მივალაგე იქაურობა. უკვე უნდა ჩამეცვა რომ ოთახში პირსახოცშემოხვეულმა ალექსანდრე შემოვიდა. პირსახოცი უნდა შემოეხნა რომ მოვასწარი მიტრიალება და თვალებზე ხელი ავიფარე. უცბათ გამაყრუებელმა ხარხარმა გაკვეთა ჰაერი და უნებურად შევხტი. გაბრაზებული მივტრიალდი რომ ერთი კარგად შემეჯორა ჩემი შეშინებისთვის, მაგრამ ჯობდა არ მივტრიალებულიყავი. ალექსანდრე სრულიად შიშველი იდგა და ბოლო ხმაზე ხარხარებდა. „ტიტუუუუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა“ ზუსტად ასეთი რიაქცია მქონდა, მაგრად დავხუჭე თვალები და ისევ მივტრიალდი.

-გოგო არ მითხრა რომ... ჩემი... შენი ქმირ გრცხვენია-სულს ძლივს ითქვამდა სიცილისაგან სუნთქვაშეკრული.

-ტრუსი მაინც ამოიცვი უტაქტო-ერთი შევუღრინე. ამაზე ისევ სიცილი აუტყდა და სკამზე დაფენილი ტრუსი აიღო. როცა მივხვდი რომ ჩაიცვა მივტრიალდი და თვალები დავუბრიალე. ის კი ისევ იდგა და მუცელზე ხელმიჭერილი ისტერიულად იცინოდა.

-ნუ დამცინი საზიზღარო და გადი უნდა ჩავიცვა-ისევ შევუღრინე და კარისაკენ ვუბიძგე.

-ვაიმე გოგო ჩემი სიკვდილი გინდა? დამაცადე სული მოვითქვა-ჩემს ნათქვამზე ისევ სიცილი აუტყდა და ლამის გაიგუდა.

-ალექსანდრე სასწრაფოდ გადი და წყალი დალიე არ დაიხრჩო-ამაზე კი დამიჯერა და სიცილით გავიდა ოთახიდან. ღმერთო ჩემო ამ უტაქტოს, და უკომპლექსოს ვის გადავეყარე....


***
თბილიში უკვე სამი კვირაა რაც დავბრუნდით. მე რა თქმა უნდა ალექსანდრესთან ერთად ჩვენ სახლში ვცხოვრობთ. როგორც კი ჩავედით მაშინვე მაია ვნახეთ. ძლივს დავამშვიდეთ ისე იყო აღელვებული. ჩვენმა შერიგების ამბავმა ძლიერ გაახარა. მერე სამზარეულოში გამიყვანა ცალკე უნდა გელაპარაკოო. როგორც კი სამზარეულოს კარები მიხურა მაგიდასთან დამსვა და დაიწყო:

-ლიზუ არ გკითხავ ახლა რატომ იჩხუბეთ ან მომხდარის დაწვრილებით მოყოლას არ დაგაძალებ, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ძალიან გამიხარდა რომ შერიგდით და ურთიერთობა დაალაგეთ. ახლა მინდა გახარო რომ შენი სასწავლებლის საქმე მოვაგვარე. როცა სწავლა დაიწყება შეძლებ რომ შენც ისწავლო. ასევე მინდა დამიანეზე დაგელაპარაკო. არ მინდა გეწყინოს მაგრამ მამაშენი არ იმსახურებს თქვენნაირ კარგ შვილებს. ასევე ისიც ვიცი რომ არ შესწევს ძალა აღზარდოს და განათლება მისცეს დამიანეს, ამიტომ გთავაზობთ რომ დამიანე ჩემთან გადმოვიდეს საცხოვრებლად მივიღებ მას ჩემს შვილად და აღვზრდი მას ისე როგორც აღვზარდე შემი შვილები. მივცემ კარგ განათლებას და დავაყენებ სწორ გზაზე. თუ წინააღმდეგი არ იქნები შენ მინდა მამაშენს დაველაპარაკო და დამიანე ხვალვე გადმოვიყვანო ჩემთან საცხოვრებლად. –
გულზე თითქოს დიდი ლოდი მომეშვა, რადგან რაც თბილიში ჩამოვედით დამიანეს საკითხი ერთადერთია რომელიც გულზე დიდ ლოდად მაწვა. რა თქმა უნდა მინდოდა რომ მაიასთან ეცხოვრა, მასზე კარგთან ვერავისთან დავტოვებდი დამიანეს.

-ქალბატონო მაია რა თქმა უნდა თანახმა ვარ, დამიანეს საკითხი ძალიან მაწუხებდა, ვიცი რომ მამაჩემი საშინელი მამაა და არ იმსახურებს შვილებს. ახლა შვებით ამოვისუნთქებ რადგან მეცოდინება რომ თქვენთან იცხოვრებს...

-მშვენიერია ამ საკითხს მე მოვაგვარებ-გამიღიმა.
ამ ბოლო დღეებში სისუსტე დამეწყო. რამოდენიმეჯერ გულიც ამერია. რაღაც ეჭვები მაქვს და ამ ეჭვების განსამტკიცებლად ტესტი ვიყიდე. გავიკეთე და ახლა ველოდები შედეგს. აკანკალებულ ხელებში მოვიქციე ტესტი და იმედით დავხედე... ო ღმერთო ჩემო... მე დედა გავხდები... ჩემში ახლა ორი გული ფეთქავს. ამაზე დიდი ბედნიერება რაღა მინდა.ხელი მუცელზე მოვისმი და ცრემლები ბედნიერების ცრემლები გადმოვყარე. საათს გავხედე. ალექსანდრეს სამსახურიდან მოსვლამდე მხოლოდ ორი საათია დარჩენილი. დღეს რომანტიკულ ვახშამს გავუკეთებ და ისე ვეტყვი. ორ საათში ყველაფერი გავამზადე რის გამზადებაც შემეძო. კარებზე ზარიც გაისმა. კარებისკენ სწრაფად წავედი და ღიმილით გავაღე კარები.

-ჩემი ლამაზი გოგო, როგორ მომენატრე-არადა დილით მნახა. სულ ასე იცის მომენატრეო. შემდეგ კი მონატრებული მიკოცნიდა ტუჩებს. ახლაც ასე მოხდა, ოღონდ ახლა იგრძნო საჭმლის სასიამოვნო სურნელი ღრმად შეისუნთქა და გამიღიმა:

-მგელივით მშია ლიზუ, სააბაზანოში ხელებს დავიბან და მოვალ.-სწრაფად გავედი მისაღებ ოთახში და გაშლილ სუფრასთან სანთლები ავანთ. მალე გაისმა ნაბიჯების ხმა. ოთახში შემოსულმა ალექსანდრემ სუფრა გაკვირვებით მოათვალიერა და თვალებით მკითხა რა ხდებაო?

-მალე გაიგებ-მეც მის მსგავსათ ეშმაკურად ჩავტეხე ტუჩის კუთხე. ალექსანდრე დაჯდა და დაინტრიგებულმა გახსნა წითელი ღვინის ბოთლი. თავისთვის დაისხა და ჩემთვისაც უნდა დაესხა რომ დავასწარი და ვუთხარი:

-მე არ დამისხა ალექსანდრე ჩემს მდგომარეობაში არ შეიძლება-დაიბნა ეტყობა ჯერ ვერ გადახარშა რა ვუთხარი. მერე კი უცბათ წამოდგა და წინ ამესვეტა:

-ლიზი რა თქვი...

-ის რომ ჩემს მდგომარეობაში ალკოჰოლი არ შეიძლება-გავუმეორე ნათქვამი.

-ლიზი ორსულად ხარ?-მკითხა გახარებულა მე თავი დავუქნიე და გავუღიმე. ალექსანდრე მაგრად მომეხვი და ხელში ამიტაცა. დამატრიალა მერე კი ბაგეები დამიკოცნა.

-იცი თავიდან სულაც არ ვაპირებდი შენს შეყვარებას, ყველაფერში შენ გადანაშაულებდი მაგრამ ახლა... უზომოდ მიყვარხარ ჩემი ცხოვრება და ბედნიერება ხარ, შენ და ჩვენი პატარა.-მუცელზე დამადო ხელი და მაკოცა...

გეშველათ თქვენ და მეც...
დავამთავრე როგორც იქნა....
ეს თავი მილიონჯერ წავშალე და ხელხლა დავწერე....
მგონი ისეთი გამომივიდა როგორიც მინდოდა, მარა უკეთესიც შეილებოდა...
მადლობთ რომ კითხულობდით ჩემს ნაჯღაპნს...
გთხოვთ შემაფასოთ, მაინტერესებს ღირს თუ არა სხვა ისტორიის დაწყება...
ამ ისტორიას საკმაოდ ბევრი მკითხველი ყავდა, ეს ძალიან მახარებს უზომოდ მიყვარხართ ყველანი <3



№1  offline წევრი S.likuna

dzalian kargiii ikooo axali istoriis dadebac daiwkee raa :*

 


№2  offline წევრი Unnamed

Kargad wer.. Rogor ar girs weris gagrdzeleba magram agar daagviano xolme ra

 


№3  offline მოდერი MyLove

ხის სახლი ჩემი იდეა იყო ფიფოოოლ!
მიუხედავად იმისა რომ უკეთეს დასასრულს ველოდი ამის შემდეგ მაინც კარგი იყო!
შენი შემდეგი ისტორიის რაღაც ნაწილები ვიცი და გელოდები!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი nuki-nuka

ძალიან კარგი იყო... love
ვგიჟდები ამათზე. love
აუცილებლად დაიწყე სხვა ისტორიის წერა. love

 


№5  offline წევრი კუსა ♥

ძალიან კარგი იყო love love love

 


№6  offline წევრი varduka

კარგი იყო მომეწონა! უბრალოდ ყველა ერთი და იგვეს რომ იყენებთ: სველი კოცნა,ვერ ნათქვამი სიტყვები და ტუჩის კუთხე ჩატეხა ძალიან გამაღიზიანებელია

 


№7  offline მოდერი Kira

აუუუუუ რა მაგარი იყო love love ვგიჟდები შენზე ავტორ ძალიან მაგარი ხარ love wink მალე დაიწყე შენი ახალი ისტორია love wink ოღონდ არ დააგვიანო ხოლმე wink
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№8 სტუმარი dfgdfa

ხატია ძალიან მაგარია love

 


№9  offline წევრი ninee

dzalian kargi iyo :-* miyvarda ragacnairad es istoria..kai iyoo

 


№10  offline წევრი -tiko))

Tituuu .... megirsa mara vai am girsebas... ra ari cota kide ver daagviane? Adre iyo es.
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargi iYo me momewona imedia axals male daiwyeb

 


№12  offline წევრი Niacule

ძაან მაგარი იყო ,ყოველთვის ემოციებით ველოდი <3 თუ ასე დაგვიანებას აპირებ სულ არ დაიწყო :დდ ნუ გვტანჯავ <3 დაიწყე დაიწყე <3

 


№13  offline წევრი SaLoOme

Dzalian kargi gogo xar shen rac istorias sheexeba miyvaars ❤❤❤ velodebi axal istorias

 


№14 სტუმარი ele

ააააააააააა რა მაგარი იყო რა wink ნეტა ემოციების გამოხატვა კომენტარებშიც შემეძლოს love

 


№15  offline წევრი Annee

ეს რა იყოო... ^_^ უუუუუუუუმაგრესიაა. შენ თვითონ უუუუუუუუუნიჭიერესი ხარ. ველოდები იცოდე შენს ახალი ისტორიას.. :*:*

 


№16 სტუმარი mari

ძან კარგი იყო იმედია ახალ ისტორიას დაიწყებ love

 


№17 სტუმარი bu

wwina istorias ar daamtavreb ase gaurkvevlobashi rom damtoveee? :)

 


№18  offline წევრი rainbowcolored

კარგი იყოო მომეწონა ძალიან. საასიამოვნოდ წავიკითხე

 


№19  offline წევრი Laliashvili009

Momewonaa ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent