აპოლო
კარები იღება, ჩანს პატარა ბიჭი რომელიც მოწყენილი სახით იწყებს ყურებას, ხედავს მამას ალკოჰოლით სავსე ჭიქა როგორ უჭირავს ხელში და თამბაქოს ნელა როგორ აბოლებს, აქვე დედაა ჩალურჯებული თვალით დაქანძული,ნაცემი რომელიც კისერზე ნაზად ხვევს ხელს მის შვილს და ეუბნება გაიქეცი შორს გაიქეცი და უკან აღარ დაბრუნდე შვილო!. ბიჭი თვალებს ხუჭავს და ზურგისკენ ტრიალს იწყებს, ოთახისაკენ მიემართება, ლოგინზე ჯდება და ფიქრობს თუ რა ქნას. შორიდან ყვირის,უზნეო სიტყვებს ყრის პირიდან მამამისი, როგორც ჩანს დიდირაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემდეგ მას ისევ უჩნდება სურვილი ცემოს მისი ცოლი. ფეხზე წამოდგა მიემართება თავისი ცოლისაკენ, -ქალი ერთ ადგილზეა გამშრალი და ხმას ვერ ირებს, უკან იწევა ნელა ბოლოს კედელზე ეყუდება და... -ბიჭი ხატავს თავის ოთახში სამყაროს, ქვევიდან კი საშინელი ხმაური ამოდის, -ბიჭი ნერვიულობს,განიცდის. უცებ თეფშის გატეხვის ხმა ისე ძლიერად გაიჟღერებს რომ ბიჭს შეეშინდება. მივარდება მამამისთან რომელსაც ხელში ჯოხი უჭირავს და დედას ურტყამს, ეცემა და გამოგლიჯავს ხელიდან. კაცი უცებ მაიკაზე წვდება და ხელს ჰკრავს, ისევ ოთახში შევარდება და ჩაიკეტება. ჩანთას იღებს შიგნით თავის პლაკატებს ალაგებს რომელზეც პლანეტებია გამოსახული. კაცი მუშტებს არტყამს კარებზე და იგინება, უცებ ბიჭი კარებს აღებს და მოუხედავად გარბის, კაცი ეცდება დაეწიოს მაგრამ თავს ანებებს. ბიჭი კი მირბის... მატარებლების რელსებზე ნელა ადგამს ნაბიჯებს, მიდის და არ ჩერდება, დიდი სიარულის,სირბილის შემდეგ ღობესთან მიდის და ჩერდება იყურება შორს და იხსენებს თუ რა მოხდა, ისევ გააგრძელებს სიარულს შუა გზაზე რომელზეც არც ერთი მანქანა არ მოძრაობს უკაცრიელ ადგილზე, ჯიბიდან პატარა რუკას იღებს და აქეთ იქით იწყებს ყურებას, თუმცა ეს რუკა არაა ეს ის ადგილია სადაც ის უნდა მოსულიყო, უცებ ქვები ჰაერში იწევა ბიჭი კი გაკვირვებული იწყებს ყურებას, ჩერდება ბიჭი ზევიდან კი შუქი ეცემა ძლიერად და ის უცებ ქრება..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.