შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები შიშის გარეშე


15-03-2015, 17:48
ავტორი lola
ნანახია 2 692

ალბათ დამეთანხმებით რომ ძნელია სახელგანთქმული მოსამართლის და ადვოკატის ქალიშვილი იყო, აუცილებლად საჭიროა სამართლის ცოდნა,მე ჩემი მშობლებისგან განსხვავებით სხვა პროფესია ავირჩიე, ვფიქრობ ბიზნესის მართვა შესანიშნავი პროფესიაა, როგორც ჩემი ლექტორები აღნიშნავენ ძალიან კარგი სტუდენტი ვარ, დაგვიანებას რაც შეეხება უნივერსიტეტში რომელიც 21ე საუკუნის სენია,არ მახასიათებს
ახლა რაც შეეხება ჩემს ოჯახს,მინდა აღვნიშნო რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი ძმა(ნიკოლოზი) მყავს, ის ჯერ მხოლოდ 11ი წლისაა მაგრამ მასთან საუბრის დროს თავი შენს ტოლთან გეგონება,ხშირად მართობს სკოლის ამბებით.რაც შეეხება ჩემს მშობლებს, მათზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ მოუცლელები არიან, მათთან ერთად დროს ხშირად ვერ ვატარებთ,კვირაში ორჯერ თუ ვსადილობთ ერთად ისიც მხოლოდ ნახევარი საათით,ძირითადად მე და ჩემს ძმას ბებიასთან ერთად გვიწევს დროის გატარება, თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ბებიას გაზრდილი ვარ,ჩემთვის მეორე დედასავითაა, მართალია უკვე მოხუცია მაგრამ სილამაზეს მაინც ინარჩუნებს.
ბაბუაზე საუბარი ყოველთვის მიჭირს, მისი გახსენება დიდ ტკივილს მაყენებს, უკვე 5წელია გარდაიცვალა,მაგრამ დღესაც ვერ ვივიწყებ იმ საშინელ დაკრძალვის დღეს
ბაბუა ხატვის დიდი ნიჭით დაჯილდოებული იყო, მისი ნიჭი მეც გამომყვა და შემიძლია თამამად ვთქვა რომ კარგი მხატვარი ვარ.
ბაბუას ყოველთვის სურდა რომ მხატვარი გამოვსულიყავი და მისი შეცდომა არ გამემეორებინა, მაგრამ ეს ოცნება ოცნებად დარჩა


შაბათი დღე იყო, დილით რომ ნიკოლოზი ჩემს ოთხში ყვირილით შემოვარდა
-დეა ორ საათში თამაში მეწყება, მე კი ფორმა ვერ ვიპოვე, ხომ არ იცი სად არის?
-ნიკოლოზ იქ იქნება სადაც ბოლოს დატოვე.უემოციოდ ვუპასუხე
-ხო მართლა დღეს ხო წამოხვალ ჩემს თამაშზე?
-რათქმაუნდა საყვარელო, აბა მარტო როგორ გაგიშვებ, მიდი ფორმა იპოვე მე კი მანამდე ბებიას გავაფრთხილებ
ნიკოლოზი უსიტყოდ დამემორჩილა, მე კი ბებიასთან ოთახში წავედი
-ნელიკო დღეს ნიკოლოზის ...................
-ვიცი დეა საღამომდე არ დაბრუნდებით, არ ვინერვიულებ. სიცილით მითხრა ბებიამ
-ხო და ბოლოს, მიყვარხარ ნელიკო. ბებიას მაგრად ვაკოცე
ნიკოლოზმა ბევრი ძებნის შემდეგ ძლივს იპოვა თავის ფორმა, მერე კი მანქანით შეჯიბრზე წავიყვანე
-დეა ჩანთა ჩენ წამოიღე რა. მანქანა გაჩერებული არ მყავდა რომ მანქანიდან გადახტა და გაიქცა
-ნიკოლოზ დაბრუნდი ახლავე უკან. დავუყვირე, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
რაღა დამრჩენოდა მანქანის გასაჩერებელი ადგილის ძებნაში 10წუთიც გავიდა, ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე ადგილი. ის-ის იყო მანქანა უნდა გამეჩერებინა რომ ვიღაც გიჟი მეორე მხრიდან მთელი სისწრაფით შემოვარდა და ადგილი კულტურულად ამახია
-ეეეეეე, ბიჭო რას აკეთებ? ყვირილი დავიწყე, მაგრამ მაშინვე გავჩუმდი როდესაც მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა,ჩემზე ბევრად მაღალი და დაკუნთული ტიპი იყო, მერე უკან თავისი ძმაკაცებიც მოყვნენ, არც ისინი ჩამოუვარდებოდნენ რამით მას
-ბოდიში მაგრამ მგონი დღეს ბედი არ გყვალობს გოგონა. დაცინვით მითხრა მძღოლმა
-მართლაც რომ, არაუშაქვს ვიღაც იდიოტს ნამდვილად არ დავუწყებ იმაზე საუბარს რომ უტაქტო და უზრდელია. მოჩვენებითი გიმილით ვუთხარი და მანქანა დავძარი.დიდი ხანი არ დამჭირვებია ადგილის ძებნა, მალევე გავაჩერე მანქანა, ნიკოლოზის ჩანთა ავიღე და გასახდელისკენ წავედი
-დეა სად ხარ აქამდე? თამაში ხუთ წუთში იწყება მე კი ჯერ არ ჩამიცვამს. ნიკოლოზმა ბუზღუნით მითხრა და ჩანთა გამომართვა
მის ბუზღუნს მიჩვეული ვიყავი და თან ძალიან მიყვარდა, სასაცილო სახე ჰქონდა როცა გაბრაზდებოდა ხოლმე და სახეს დამანჭავდა ხოლმე
თამაშაი მალე დაიწყო, წინა ადგილები უკვე დაკავებული იყო ამიტომ, ბოლოშ მომიწია ჯდობა, თავიდან ნიკოლოზის გუნდი იგებდა, მერე მოწინააღმდეგე გუნდის ბიჭები გამოცოცხლდნენ და თამაშიც დაიწყეს
2:2ი იყო, ბოლო წუთები იყო დარჩენილი როდესაც ნიკოლოზმა აიღო ბურთი
-ოოოო არა, გაუშვი ნიკოლოზ ბურთს ფეხი. გონებაში ნიკოლოზს ჩხუბი დავუწყე. მახსოვს წინა შეჯიბრზე ხელი ლამის მოიტეხა და ახლაც არ იყო მისი საქმე კარგ დღეში, რადგან უკან მოწინააღმდეგე ჯგუფის ორი მასზე დიდი ბიჭი მისდევდა
-ნიკოლოზ გაუშვი ბურთს ფეხი. ახლა უკვე ვყვიროდი და მოედნისკენ გავრბოდი.
მართალია ბოლო ხმაზე ვყვიროდი მაგრამ ჩემი ხმა არ აღწევდა ნიკოლოზამდე. უკვე მოედანთან ვიყავი როდესაც ნიკოლოზმა გოლი გაიტანა
-არ არსებობს. გახარებულამა სიცილი დავიწყე და ნიკოლოზისკენ გავიქეცი
-მოვიგეთ, დეა მოვიგეთ.
-ყველა ძვალი ადგილზე გაქვს ხო?
-კი ყველა ძვალი ადგილზე მაქვს. სიცილს უმატა ნიკოლოზმა
მე და ნიკოლოზს ერთი ტრადიცია გვაქვს თამაშის შემდეგ კაფეში მივდივართ და ნაყინებს ვჭამთ,მაგრამ ამ ჯერად ალუბლის ნამცხვარი ვჭამეთ რადგან უკვე ნოემბრის მიწურული იყო და არ მინდა რომ გაცივებულიყო ნიკოლოზი,ადვილად ცივდება ამიტომ თავი დავიძღვიე
-დეა მე მანქანაში დაგელოდები, შენ კი გადაიხადე ფული. ნიკოლოზმა სწრაფად მითხრა და კაფე დატოვა
ფული გადავიხადე და კაფიდან გამოსვლა დავაპირე, მაგრამ ვიღაცას დავეჯახე, რომ არ დავეჭირე ძირზე გავიშხლართებოდი
-მგონი დღეს ნამდვილად არ გწყალობს გოგონა ბედი. ნაცნობმა ხმამ მითხრა
-უკაცრავად? გაბრაზებულმა ვკითხე, მერე კი მისი ხელები მოვიშორე რომელიც ჩემს წელს იყო ჩაბღაუჭებული
-აშკარად ცუდი მეხსიერება გაქვთ. სიცილით მიპასუხა
-თქვენ კი აშკარად უტაქტო ბრძანდებით. გაბრაზებულმა ვიპასუხე და კაფიდან გამოვედი, მაშინვე ჩემი მანქანისკენ წაედი, სადაც ნიკოლოზი მოწყენილი მიცდიდა
-რამე მოხდა?
-მამას დავურეკე მან კი არ მიპასუხარე. წყენით ჩაილაპარახა
-ნიკოლოზ ხომ იცი რომ სამსახურშია, ალბათ არ ეცალა და ვერ გიპასუხა
-ეს მას არ ამართლებს, სულ არ ახსოვს შვილები, სულ სამსახური და სამსახური, არც ჩემს მატჩებს არ ესწრება, ჩვენთან ერთად საერთოდ არ სადილობს არც საღამოს ჭადრაკს არ მეთამაშება.
ნიკოლოზი სიმართლეს ამბობდა ამიტომ აღარ შევწინააღმდეგებივარ და მანქანა ადგილიდან დავძარი, სახლამდე ორივე წყნარად ვიყავით, ბოლოს თვითონ მითხრა
-მადლობა რომ წამოხვედი
-ხომ იცი რომ მიყვარხარ, ყოველთვის და ყველგან შენთან ერთად ვიქნები. მაგრად ვაკოცე და ჩავიხუტე
ნიკოლოზის დაბადებას მოუთმელად ველოდი, მაშინ 10წლის ვიყავი, მაგრამ უკვე ვიცოდი რომ ჩემი ძმისთვის უნდა მიმეხედა, არ მახსოვს რომ რამე ეთხოვოს და არ შემესრულებინა, ყოველთვის მასთან ერთად ვიყავი და ვცდილობდი ბედნიერად ეგრძნო თავი.
სახლში შესვლისთანავე ბებიას ოთახში წავედი, მინდოდა მეთქვა რომ დავბრუნდით, მაგრამ ეძინა და აღარ გავაღვიძე, ნიკოლოზი მაინც გაბრაზებული იყო მამაზე ამიტომ თავის ოთახში ჩაიკეტა
სახლში სიჩუმემ დაისადგურა, რაც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა, მაგრამ ხშირად მიწევდა ამ სიჩუმეში ჯდობა და წიგნის კითხვა, ხშირად ვხატავდი და ჩემი გრძნობების გადატანას ვცდილობდი ფურცელზე
საღამომდე სასტუმრო ოთახში მარტო ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი, მერე კი დედა და მამა როგორც იქნა შინ დაბრუნდნენ
-ბავშვებო სად ხართ? დედას ხმა მომესმა პირველი სართულიდან, მერე კი სასტუმრო ოთახისკენ მომავალი ფეხის ხმა
-დეა სად არის ნიკოლოზი? დედამ მაშინვე მკითხა სასტუმრო ოთახში როგორც კი შემოვიდა
-თავის ოთახში
-ლამაზო აბა მითხარი როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? მამამ მკითხა და თავზე მაკოცა, "მომენატრეს" ნიშნად
-ნიკოლოზის მატჩი კიდევ ერთხელ გამოტოვე. კითხვა უპასუხოდ დავტოვე და მამას შევახსენე ნიკოლოზის ფეხბურთის მატჩის შესახებ
-დეა ხომ იცი რომ ბევრი საქმე აქვს მამას...............
-ვიცი დედა, მაგრამ ისიც გაიხსენეთ რომ შვილები გყავთ, მე უკვე მივეჩვიე იმას რომ ჩემთვის ვერასდროს ვერ იცლით, მაგრამ ნიკოლოზი? ის ხომ ჯერ კიდევ ბავშვია, იცით რას გრძნობს როდესაც მის გვერდით არ ხართ? ენატრებით, საშინლად ენატრებით ორივე.
-დეა ხომ იცი რომ ყველანაირად ვცდილობთ, თქვენთვის დრო გამოვნახოთ
-მაგრამ არ გამოგდით. დედას გაბრაზებულმა ვუთხარი
-ხვალ ერთ-ერთი დამნაშავის სასამართლო სხდომა გაიმართება, განაჩენს გამოვიტან, მერე კი შეგვიძლია ყველა ერთად წავიდეთ დასასვენებლად. მამამ თბილად მითხრა
-მე არსად არ ვაპირებ წასვლას. ცივად ვუპასუხე და სასტუმრო ოთახი დავტოვე
-ნუთუ ასეთი რთულია ბავშვებისთვის დროის გამონახვა? კვირაში ერთხელ ხომ მაინც უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად, ბავშვობიდან მივეჩვიე იმას რომ დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო,მაგრამ ნიკოლოზი? მას ხომ სწორედ ახლა სწირდება მშობლების გვერდით დგომა. გაბრაზებული ჩემს ოთახში ვიჯექი და ვფიქრობდი, მერე კი მოზღვავებული გრძნობებისგან თავის დასაღწევად ხატვა დავიწყე. ხატვა ერთადერთი რამაა რაც მაწყნარებს და მეხმარება ჩემი გრძნობების გამოხატვაში.
მახსოვს ბაბუას გარდაცვალების დროს, თავს ყველაზე უბედურ ადამიანად ვგრძნობდი, მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი, სიცოცხლის სურვილი გამიქრა,აღარაფერი მინდოდა, ხატვაზეც უარი ვთქვი, დედას ძალიან შეეშინდა რომ არაფერი დამმართნოდა ამიტომ
ყველანაირად ცდილობდა ამ მდგომარეობიდან გამოვეყვანე, მერე იმის ნებაც კი მომცა რომ ჩემი ოთახის კედლები მომეხატა, მუქი იასამნისფერი ყვავილები დღესაც ამშვენებს ჩემი ოთახის მარცხენა კედელს.
ჩემი ოთახი იყო ადგილი სადაც თავს ყველაზე თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობდი, შემეძლო მეხატა რამდენიც მინოდა ან რაც მინდოდა, სახლის დანარჩენ ოთახებში გუაშებით არასდროს არ ვხატავდი რადგან არ მსურდა დამესვარა იქაურობა, ჩემი ოთახი კი ყოველთვის დასვრილი იყო.


კვირა დღეს დილით ადრე ავდექი და მთაწმინდის პარკში წავედი, სადაც ჩემს გიჟ დაქალს მართას უნდა შევხვედროდი და შემდეგ ერთად უნდა გვეხატა
-აბა მომიყევი გუშინ რა ქნა შენმა ძმამ? მართამ სიცილით მკითხრა როგორც კი მანქანიდან გადმოვედი
-შენდა გასაკვირად ყველა ძვალი მთელი აქვს. სიცილით ვუთხარი
-მადლობა ღმერთს, ახლა კი წავიდეთ თორე ჩვენ ადგილს ვინმე დაიკავებს. მართამ გუაშები გამომართვა და წინ გაიქცა
ხო რაც შეეხება მართას, ის ორი წელია რაც გავიცანი,მაშინ მთაწმინდის პარკში მუშაობდა და ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც მისი დახატვა მთხოვა
-თუ შეიძლება მარცხენა პროფილი არ დამიხატო, უშნო ცხვირი მიჩანს
-კარგით როგორც გინდათ. მართას თხოვნა გავითვალისწინე
-თუ შეიძლება ჩემს ხალს ნიკაპზე ხაზი გაუსვი, მინდა რომ კარგად ჩანდეს, ძალიან მომწონს და დიდი მადლობელი დავრჩემი თუ ლამაზად დახატავ
-კარგით
-მართალია ცისფერი თავალები არ მაქვს, მაგრამ გრძელი წამწამები და ნუშისებრი თვალები მაქვს, ამასაც გაუსვი ხაზეი
-გოგონა შეგიძლიათ 5ი წუთი გაჩერდეთ ერთ ადგილას? ბოლოს მართას ბძრიალით და ტლიკინით დაღლილმა,გაბრაზებით ვკითხე
დიდი წვალებით დავხატე, ერთადერთი ადამიანი იყო ვისი დახატვაც გამიჭირდა, არა იმიტომ რომ მის სილამაზეს ვერ ჩავწვდი, არამედ მისი მოუსვენრობის გამო, 5ი წუთი არ შეეძლო რომ ერთ ადგილას გაუნძრევლად ყოფილიყო და არ ესაუბრა, მაშინ არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი რომ დავმეგობრდებოდით, რადგან ისევე როგორც მე მასაც ძალიან უყვარს კლასიკა, განასუთრებით ბეთჰოვენის მთვარის სონატა
კვირა დღეს მთაწმინდის პარკში განსაკუთრებით ბევრი ხალხი იყრის თავს რაც მეც და მართასაც ძალიან გვიყვარს,ის ფეიჟაზების ხატვაზე გიჟდება, მე კი პორტრეტების ხატვა მირჩევნია, ამიტომ შესანიშნავი დროა რომ ამოირჩიე ვინმე და დახატო
-დეიდა არ დამხატავ? მოულოდნელად პატარა ბავშვმა მკითხა
-რათქმაუნდა, გავუცინე.
საყვარელი პატარა პუტკუნა ბიჭი იყო, რომელსაც ლოყები ასწითლებოდა და კულულა თმები ყალყზე ედგა
-აქ მარტო ხარ? შუა ხატვის დროს გამახსენდა რომ ბავშვს თან არავინ ახლდა
-არა დედიკოც აქ არის, უბრალოდ მაღაზიაში წავიდა. სიცილით მითხრა პატარამ
-შენ მარტო დაქტოვა მერე? გაკვირვებულმა ვკითხე
-არა მე გამოვეპარე, მარიამი დავტოვე მასთა, ცოტა კი მაიმუნობს ხოლმე, დედას მუცელზე ურტყამს ხოლმე.
-არ ინერვიულებს დედა?
-არა, იცის რომ აქ ვიქნები
-მარიამი რატომ ურტყამს დედას მუცელზე? კვლავ ვკითხე
-არ მოსწონს მუცელში ჯდობა,დედა ამბობს ძალიან ბევრს ფართხალებსო და მაიმუნიბსო, აი დედაც მოდის. პატარამ ახალგაზრდა გოგონასკენ მიმითითა
-მადლობა რომ ყურადღება მიაქციეთ, სულ რაღაც ორი წუთით დავტოვე, ის კი......................
-ძალიან საყვარელი შვილი გყავთ. ახალგაზრდას თბილად გავუღიმე
-დეიდა შენ შვილები არ გყავს? პატარამ მორიდებით მკითხა
-ჯერ არა. სიცილით ვუპასუხე
პატარას თავაზიანობით და სილამაზით გაოცებული დავრჩი, თავისი პორტრეტი ძალიან მოეწონა და დიდი მადლობაც გადამიხადა.
მთაწმინდის პარკიდან რომ მოვდიოდი დედამ დამირეკა და მთხოვა რომ სასამართლოში სხდომას დავსწრებოდი რომელიც მამას მიჰყავდა, მართალია არ მსურდა წასვლა მაგრამ მამას ხათრით მაინც წავედი
სხდომაზე დაგვიანებით შევედი და ბოდიშის მოხდით დავიკავე დედას გვერდით ცარიელი ადგილი
-ვის საქმეს განიხილავს მამა? დედას მაშინვე ვკითხე
-ზურა ბურდულის
-რაში ედება ბრალი?
-მკვლელობაში, ნარკოტიკების უკანონო გაყიდვაში და ძარცვაში
-რამდენი წლით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა? დედას ვკითხე და მამას გავხედე, რომელის სიმშვიდეს ინარჩუნებდა
-10 დან 18წლამდე
-ოჯახი ჰყავს?
-მშობლები არა, მხოლოდ და და ერთი ძმა რომელიც ზურასავით საშიში ტიპია.
-დარბაზშია ზურას ძმა ან და?
-ძმა აგვიანებს, და კი ის გოგონაა. დედამ ახალგაზრდა გოგონასკენ მიმითითა, რომელსაც სახეზე დიდი ნაღველი აღბეჭვდოდა,აშკარა იყო რომ თავის ძმაზე ღელავდა, მის ადგილზე არც კი მსურდა თავის წარმოდგენა, ვიცოდი რომ ძალიან სტკიოდა და ყველაზე მეტად ის იტანჯებოდა.
შუა სასამართლო პროცესის დროს შეემოაღო ვიღაცამ კარები, ჩემი ვარაუდით ის ზურას ძმა უნდა ყოფილიყო
-აი მისი ძმაც მოვიდა. დედამ ჩვენს უკან მდგომი ბიჭისკენ მიმანიშნა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ის ბიჭი იყო კაფიდან
მის დანახვას ყველაზე ნაკლებად აქ ველოდი, მაგრამ ისე მოხდა რომ მამას მისი ძმის საქმე უნდა გადაეწყვიტა რაც ნამდვილად არ იქნებოდა მისთვის სასიამოვნო ამბავი
სასამართლო პროცესი ძალიან დაიძაბა, რაღაც მიზეზედბის გამო მამამ ვერ შეძლო ზურასთვის განაჩენის გამოტანა, ამიტომ ისევ წინსწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს






---------------------------------------------------------------
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით ახალი მოთხრობით,
ველი თქვენს შეფასებებს, მაინტერესებს ღირს კი გაგრძელება?



№1 სტუმარი unknown

Dzaan magaria <3 didi tavicaa <3 martalia shecdomebi iyo magram araushavs gamoaswob <3 <3

 


№2  offline წევრი lola

unknown
Dzaan magaria <3 didi tavicaa <3 martalia shecdomebi iyo magram araushavs gamoaswob <3 <3

მოხარული ვარ რომ მოგეწონათ, რაც შეეხება შეცდომებს ვეცდები რომ გამოვასწორო love

 


№3 სტუმარი nino

Kaiaa gaagrdzele uewveli...

 


№4  offline წევრი lola

nino
Kaiaa gaagrdzele uewveli...

ნამდვილად მიხარია რომ მოგეწონათ, აუცილებლად გავაგრძელებ wink

 


№5 სტუმარი Bingo_013

ვაიმე ჩემი ლოლაააააააა, ურაააააა, შენი ნიკი როო დავინახე აი ავფრინდი რაა.... ვიწივლე ვიკივლე პს:შენი ლიტტლე გირლ <3

 


№6  offline წევრი lola

Bingo_013
ვაიმე ჩემი ლოლაააააააა, ურაააააა, შენი ნიკი როო დავინახე აი ავფრინდი რაა.... ვიწივლე ვიკივლე პს:შენი ლიტტლე გირლ <3

მიხარია თუ ჩემი აქ დანახვა ვინმეს უხარია wink

 


№7 სტუმარი Bingo_013

მიცანი მაინც.? :დდდ

 


№8  offline წევრი Lulu

არასდროს არ წამიკითხავს შენი ისტორიები და ახლა ვხვდები რომ შშეცდომას ვუშვებდი :დ ნიკოლოზის სახელი ხშირად გაქვს გამეორებული და ცუდათ ჟღერს. იმედია კრიტიკას ჯანსაღად მიიღებ, გაითვალისწინებ და საწყენად არ ჩათვლი. აი მე კი ველოდები შემდგ თავს ^_^

 


№9  offline წევრი lola

Bingo_013
მიცანი მაინც.? :დდდ

როგორ ფიქრობ ჩემი ერთგული მკითხველი დამავიწყდება? feel

Lulu
არასდროს არ წამიკითხავს შენი ისტორიები და ახლა ვხვდები რომ შშეცდომას ვუშვებდი :დ ნიკოლოზის სახელი ხშირად გაქვს გამეორებული და ცუდათ ჟღერს. იმედია კრიტიკას ჯანსაღად მიიღებ, გაითვალისწინებ და საწყენად არ ჩათვლი. აი მე კი ველოდები შემდგ თავს ^_^

კრიტიკა მე თვითონაც ძალიან მიყვარს, ამიტომ გთხოვთ რომ თუ რამე არ მოგეწონებათ აუცილებლად მითხრათ რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია love რაც შეეხება წყენას, ვფიქრობ რომ როდესაც რჩევას გაძლევენ უნდა გაითვალისწინო და საწყენად არ უნდა მიიღო, მადლობთ რომ წაიკითხეთ ჩემი უბრალო მოთხრობა

 


№10 სტუმარი bingo_013

Aq chem lolas marto me vakritikeb :@@ ;ddd au magareaa magareaa cidan sam metrze var vxtunav titqmis :-D chemi lolaa dabrunda amdenxniani timeoutis mere.. Mara tavidan mainc ver momishoraa :3 shen gverdze shemovdiodi vtvirtavdi iqneba dadoa metqi da ees gamomepara kinagam... Vaime vaime ramdens vtlikineb ukveeeeee sixaruloooooo mewvie mecoo :-D <3 miyvarxar lola

 


№11 სტუმარი xatia

Opaaa es ukve momwonss ^_^ vgrdznobb winn didi siamovneba meliss ♥♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent