შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*მამაკაცი ბნელი ჩიხიდან* (თავი 1-2)


16-03-2015, 03:00
ავტორი Lulu
ნანახია 4 078

პირველრიგში მინდა მოგესალმოთ! დიდი ხანია ისტორიებს ვკითხულობ ამ საიტზე. არ მოვიტყუები და არ გეტყვით რომ ეს ისტორია ჩემი პირველია. საქმე იმაშია რომ რამდენიმე თვის წინ სხვა მომხმარებლის სახელით ვიყავი დარეგისტრირებული და ისტორიასაც ვწერდი, მაგრამ სამწუაროდ ძველი მომხმარებელის პაროლი დამავიწყდა ამიტომ შესვლასაც ვეღარ ვახერხებდი. რამდენიმე დღის წინ კი მოვახერხე იქ შესვლა მაგრამ ძველი ისტორიის გაგრძელებასაც არ აქვს აზრი. სახელსაც არ გეტყვით, მინდა მხლოდ ამ ისტორიაზე მოახდინოთ კონცენტრირება :დ იმედია მოგეწონებათ და წაიკითხავთ ^_^

პ.ს ჰო სხვათაშორის, ისტორიის ნახევარზე მეტი დაწერილი მაქვს ამიტომ ყოველდღე ანდ დრეგამოსვებით დავდებ ხომე. ახლა კი პირველ ორ თავს წარმოგიდგენთ!
და-და-და-დააამ! *ბა დუმ ტსსს* (დარბაზში შუქი ქვრება და წითელი ფარდები იხსნება...)
________________________________________________



****
დაბუჟებული ტუჩების შეხება იგრძნო თუარა ყელზე, მაშინვე გააჟრჟოლა. ძალა გამოცლილმა შეწინააღმდეგება ცადა, თუმცა რა? სულაც არაფერი. მამაკაცის ალკოჰოლით გაჟღენთილ სხეულს ვერაფერი ვერ მოუხერხა. ის კი საზიზღარი ტუჩების ცეცებას განაგრძობდა უძლურ სხეულზე. სუსტ, წვრილი ხელებზე დიდი ტორები წაუჭირა და წითელი აგურით ნაშენებ კედელზე მთელი ძალით მიანარცხა.შეშინებული შველივით აკანკალებულს, უღონო კვნესა ამოვარდა ყელიდან. თვალებში მაშინვე ბინდი ჩაუწვა, თოვლივით ქათქათა კანით დაფარულ სახეზე ორიოდე ცრემლი ჩამოგორდა და სიბნელის მიუხედავათ, თვალთახედვა კიდევ უფრო აებნა. ჩაშავებულ ქუჩაში მხოლოდ მისი ჭირვეული გმინვა თუ ისმოდა. უწყლო თევზივით აფართხალებულს ძალა საბოლოოდ გამოეცალა და იმ საზიზღარი მამაკაცის საზიზღარ ტუჩებს კიდევ ერთხელ შეაგება შიშით სავსე სხეული. როდესაც შეხებამ წვრილი ყელიდან ხორციან წელზე გადაინაცვლა, საბოლოოდ დანებდა ბედს. რა ეგონა თუ ცხოვრება ისევ ეთამაშებოდა და აქაც, სულ ბოლო წამს გამოუჩენდა შველას? ალკოჰოლით გაჟღენთილი მამაკაცი უეცრად მთელი ძალით მოშორდა ათრთოლებულ ქალს. ძლიერი დანარცხების ხმა ძლივს ძლივობით მიწვდა მის ძალაგამოცლილ სმენას. დაბინდული მხედველობის დაძაბვა უშედეგოდ ცადა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია. ტკივილით დამძიმებულმა ტვინმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა მომხდარი, როდესაც უცნობი ნაცრისფერი თვალების გამჭილი მზერა შეეჩეხა სახეში და ძლიერი სხეულის ტკბილმა სითბომ დაუარა უძლურ სხეულზე. თითქოს გრავიტაცია გაქრა, მიზიდულობის ძალა დაიკარგა. ამჯერად სასიამოვნო შეხებამ, უმალვე აიტაცა ჰაერში და მკერდზე ძლიერად მიიჭირა. უძლური თავი ვიღაცის განიერ მკლავებს ჩამოადო და მხოლოდ მაშინ დანებდა ძილს, როდესაც ბნელ ჩიხში უღონოდ მივარდნილ საზიზღარ მამაკაცს მოკრა თვალი. გულში ბოროტულმა სიცილმა გაუელვა და მშველელის თვალებს კიდევ ერთხელ შეავლო უღონო მზერა. ნაცრისფერი, ძლიერი თვალები მიზანდასახულად იყურებოდნენ წინ და გაბრაზებით სავსე ნაპერწკლებს აფრქვევდნენ ცივ მიწაზე. სახეზე არც შეუხედავს, მხოლოდ თვალებს უყურებდა. უყურებდა, უხაროდა რომ ამ თვალებმა მისი ტვინი საბოლოოდ დაიპყრეს. ნაცრისფერი თვალები...ეს მზერა...ეს სითბო...

არა!

ცივმა ოფლმა ერთიანად დამიარა სხეულზე. დაფეთებული ტანი სასწრაფოდ წამოვწიე ლოგინიდან.

“არა,არა,არა! _ლოგინიდან წამომხტარმა, უაზრო ბოდიალი დავიწყე ოთახში, აქეთ-იქით,ისევ და ისევ. შვიდი წელი გავიდა, მაგრამ ეს სულელური სიზმრები ვერაფრით ვერ მოვიშორე. შვიდი წელი გავიდა მაგრამ ამ ნაცრისფერი თვალების გამჭოლი მზერა ისევ მწვავს, ძილშიც კი. სახე სამწუხაროდ არ მახსოვს. უცნაურია ეს ცხოვრება. ნუთუ მხოლოდ ერთხელ შევხვდი? ნუთი სულ ესაა? არადა რა კარგი იქნებოდა მისი ნახვა. ერთი თვალით მაინც. ადამიანი რომელმაც იმ საზიზღარი მამაკაცის მკლავებიდან გამომგლიჯა.

"გრრრ!"_იმ ამაზრზენი, ლაჩრული, საზიზღარი, ალკოჰოლით სავსე მამაკაცის ტუჩების გახსენებაზე მხოლოდ სევდა და იმედგაცრუება თუ მიღვივდება გულში. მაგრამ ამ სევდას მალევე ნაცრისფერი თვალები მოყვება. თვალები რომლებიც დღემდე არ მაძლევენ მოსვენებას…
არა მხოლოდ ნაცრისფერი თვალები არ მასვენებენ. სიბნელე და შიში ჩემს ქვეცნობიერს ყოველდღიურად ახალ-ახლ ილუზიებს ჩუქნის. ოთახის კუთხეში მდგარ პატარა სანათს გავხედე. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში, დღემდე მბჟუტავ სინათლეში მძინავს. ოცდაოთხი წლის ქალს დღემდე ეშინია სიბნელის. ტაოდაყრილ კანზე წვრილი ხელებით გავირბინე და სიცივის დასაძლევათ ლოგინზე, ქაოსურად მიფენილ თხელ საბანს დავწვდი. აივნის კარები ზანტი მოძრაობით გამოვხსენი თუ არა მაშინვე ვერცხლისფერი მთვარის მზერას მოვკარი თვალი.

“ნეტა იმ დღეს სად იმალებოდა, იმ სიბნელეში რომ დამტოვა მარტო”_გაბრაზებული მზერა მოვავლე ცაში დაკიდულ მანათობელ ბურთს თუმცა მისი ნაღვლიანი სახის დანახვამ მაშინვე მომილბო გული. ვერცხლისფერ შუქში ჩაფლული, ბნელი არემარე მაინც არ მაძლევს მოსვენებას.

“არა ანა, ამის დრო არაა. გლოვის დრო არაა. ჯობია ოთახში შებუნდე და თბილი ლოგინის კომპანიით დატკბე.” _“მეორე მე” როგორც ყოველთვის ბრძნულ რჩევებს იძლევა თუმცა ახლა მისთვის არ მცალია. ახალი სამსახურის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი ამიტომ ჯობია ეს უსაქმური დრო ფიქრით გავფანტო. ნაცრისფერ თვალებზე ფიქრით! არა, მაშინ ალბათ ნამდვილად ცუდათ მოვიქეცი. “ნაცრისფერმა მზერამ” გადამარჩინა, მეკი რა გავაკეთე? პატარა გოგოსავით გამოვიქეცი. თუმცა იმ დროს ალბათ ნამდვილად პატარა ვიყავი. ჩვიდმეტი წლის გამოუცდელი, სულელი გოგო რომელსაც დედ-მამის კამათის გარდა არანაირი უსიამოვნება არ უნახავს. მაგრამ ცხოვრებამ ზუსტად მაშიინ გადაწყვიტა ჩემთვის გაკვეთილის სწავლა. ზუსტად მაშინ, შევეჩეხე რეალობას, იმ ბნელ ჩიხში. გრრრ!
მერე “ნაცრისფერს ” გადავეყარე... ალბათ ეს იყო იმ დღის ყველაზე საუკეთესო მომენტი. მახსოვს როგორ მივესვენე მის განიერ მკლავებს, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ მგლის ხახას გამომგლიჯეს, გადამარჩინეს, მერე კი თავის სასახლეში წამიყვანეს. ალბათ მთელი ღამე იქ გავატარე. მაინც რა სულელები ვართ ქალები. ერთი მამაკაცის საზიზღარ მკლავებს როგორც იქნა მოვშორდი, მაგრამ მეორე წამს სხვას ვენდე. რატომღაც... მაგრამ "ნაცრისფერ მზერას" რამის გაკეთება რომ მონდომებოდა, ასე ადვილათ ხომ არ გამომიშვებდა? თუმცა მე ხომ გამოვიპარე. ჰო გამოვიპარე. ალბათ სირცხვილმა დამაძალა ასე მოქცევა. შემრცხვა მისი რეაქციის და სინანულით სავსე მზერის. მაგრამ ალბათ დარჩენა და მადლობის თქმა მაინც ღირდა. ნამდვილად. სულელი ხარ ანა! ახლა უკვე გვიანია, მისი სახე სულ არ მახსოვს, ალბათ მასაც დავავიწყდი. რათქმაუნდა დავავიწყდი, აბა ჩემში დასამახსოვრებელი სულაც არაფერია, თან ვინ დაიმახსოვრებდა ჩვიდმეტი წლის გოგოს რომელიც ვიღაც მთვრალ მამაკაცს გამოგლიჯეს ხელებიდან. გრრრ. იმ დროის გახსენება მხოლოდ ამ რეაქციას თუ მანიჭებს.

“გრრრ!”

"ნაცრისფერი მზერა" მხოლოდ წარსულია. მხოლოდ მოგონება. ახლა ჩემ რეალობას მარტო დათო თუ ეკუთვნის. ალბათ ის იყო ერთადერთი ვინც ის პერიოდი ნაწილობრივ დამავიწყა. სიყვარული? არ ვიცი. არა, არა. ეს, სიყვარული ნამდვილად არაა. ალბათ უფრო მოვალეობის გრძნობაა, მხოლოდ ამიტომ ვართ ერთად. ალბათ მივეჩვიეთ ასე ყოფნას, მივეჩვიეთ ერთმანეთს და უბრალოდ ცვლილებებს ვერ ვუმკლავდებით. არადა როგორ მინდა რაიმეს შეცვლა. რუტინა მხრებზე უზარმაზარი ლოდებივით მაწვება, რომლის თრევაც უფრო და უფრო მიძნელდება.

“ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება ანა!”

იმედია… ახალი სამსახური, როგორც ვიცი საკმაოდ ცნობილ ფირმაში. ბიოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების მაწარმოებელი კომპანიაა. მიხარია რომ კიდევ ვიღაც მაინც ზრუნავს ეკოლოგიაზე. იძახიან, ასეთი ფირმების ქსელი სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებულათ მოქმედებსო. გამიკვირდა და გამიხარდა კიდეც როდესაც გავიგე, რომ ფირმის გენერალური დირექტორი ქართველი ახალგაზრდა ყოფილა. სასიამოვნოა როდესაც იცი, რომ შენი სამშობლოდან ორიოდე ადამიანი მაინც აღწევს სასურველ მიზანს. დარწმუნებული ვარ ჩემთვის ეს საკმაოდ ძნელი იქნება, თუმცა ვიმედოვნებ რომ უბრალო მდივნის მოვალეობას ზურგს უკან ჩამოვიტოვებ და როდესმე მაინც ავიმაღლებ კარიერის საფეხურს. მთავარია ხვალ ყველაფერმა წარმატებულათ ჩაიაროს. არ მინდა ჩემი საკუთარი შრომა და მშობლების იმედები ტყუილუბრალოდ გავაცრუო. პატივცემული ნიკოლოზ ერისთავის, ჩემი გამზრდელისა და საყვარელი მამის სახე დღემდე თვალწინ მიდგას. მახსოვს როგორ უყურებდა დედაჩემის გაფითრებულ სახეს და თვალებიდან ცრემლების ნაკადი არ უწყდებოდა. მახსოვს მისი სახე დედას გარდაცვალების შემდეგ, ასეთი ერთფეროვანი, ასეთი უსიცოცხლო. მახსოვს მისი სახე ნინას გაცნობისას, თვალებ გაბრწყინებული თუმცა მაინც სევდიანი. ახლა კი სულ სხვა ადამიანი მიდგას თვალწინ. ამაყი,ბედნიერი,გახარებული. ცხოვრება ასეთია, მოძრაობა არ უნდა შეწყვიტო. მამაც ზუსტად ასე მოიქცა. ვფიქრობ ნინა ჩემთვის უბრალოდ მეგობარზე მეტია, გაცნობიდანვე სხვანაირად ვუყურებდი. არასდროს არ მიმაჩნდა დედინაცვლად, რომელსაც მხოლოდ მისი პირადი კონკია ვეგონე. ნინა – ადამიანი რომელმაც მეორედ მაჩუქა სიცოცხლე და მეორედ დამანახა რა იყო ბედნიერება…
კატოს დაბადების მერე ალბათ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ახლა როდესაც საქართველოში დავბრუნდით მისი გახარებული მზერა გულს მითბობს და ორმაგად მაბედნიერებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინა ძალიან ენატრება და დაბრუნება უნდა კიდეც მაგრამ მისი აზარტული ხასიათიდან გამომდინარე ვიმედოვნებ რომ აქ დარჩენას მოისურვებს. ყოველთვის ასეთი იყო, უყვარდა ახალ ახალი რაღაცეების შესწავლა.. ახლა უკვე დიდი გოგოა. თხუთმეტი წლის "დიდი გოგო". საბედნიეროთ საქართველოში პირველად არაა ამიტომ შეგუება არ გაუჭირდება. მაგრამ ნიკოლოზი და ნინა ძალიან ენატრება. კი ცდილობს ეს მონატრება ღილიმის უკან დამალოს მაგრამ დის გულს არაფერი არ გამოეპარება. მითუმეტეს თუ მისი და ანა ერისთავია! ჩემი ინტუიცია და ტელეპატური უნარები არასდროს არ მღალატობენ, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ახლა ძალიან უჭირს. მაგრამ იმედია ხვალინდელი ორშაბათი მისთვისაც გადამწყვეტი დღე იქნება. სოლაში წაბრძანდება, მეგობრებს გაიჩენს და სევდისთვის დრო აღარ დარჩება. როგორც საქველმოქმედო აქციის მონაწილე, სკოლის გაცვლით პროგრამაში მოხვდა. ჰოდა ნიკოლოზის დაჟინებული თხოვნით მეც ხომ უნდა წამოვყოლოდი? კატოს პროტესტის მიუხედავათ მამამ მეც გამომაგზავნა. მწარე გამოცდილებიდან და მოგონებებიდან გამომდინარე კრინტიც არ დამიძრავს, მარტოს ვერანაირად ვერ გამოვუშვებდი. ამიტომ ავბარგდით და წამოვედით დედობილ საქართველოში… და ძალიან კარგადაც მოვეწყვეთ! მშობლებმა პატარა სამ ოთახიანი ბინა შეგვიძინეს, დანაზოგიც გამოგვატანეს. სამსახური, სკოლა… მოკლედ, ყველაფერი პრესტიჟული. აბა ჩვენ ქალბატონ ნინა ვორონინას როგრ ეკადრება რაიმე "ჩვეულებრივი".
როგორც იძახიან კატოს სკოლა რაღაც ექსპერიმენტულ ცვლილებებს გადისო. ამიტომ მკაცრი დისციპლინა აუცილებელია. ფორმა, არანაირი მაკიაჟი, კარგად სწავლა… მოკლედ ყველაფერი ისეთი რაც მოზარდებში პროტესტის გრძნობას იწვევს, ისინი ხომ ასეთი "თავზე ხელაღებულები" არიან. ვფიქრობ ფორმის იდეა ძალიანაც კარგია, ვერავის ვერ დაანაწილებ ფენებად.
იმედია ქალბატონი ეკატერინე კარგად მოეწყობა…

ნეტა დათოს ნახვას როდის მოვახერხებ? მომენატრასავით. ალბათ ნამდვილად მივეჩვიე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენ საერთო მომავალს არანაირი შანსი არ აქვს. თუმცა ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ახლა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქრო. მთავარია სიწყნარე და არანაირი პანიკა, რომელიც ჩემ ხასიათს ზუსტად შეეწყობა. მახსოვს როგორ ვნერვიულობდი როდესაც გავიგეთ რომ ჩვენ ახალდაბადებულ ძმას ასთმა ქონდა. დავრეკავ ხვალე აუცილებლად, იმედია ყველაფერი ნორმალურად აქვთ ჩვენებს.

“ახლა კი ნება იბოძეთ ქალბატონო ანა და დაიძინეთ. ბოლოსდაბოლოს ხვალ რთული დღე გველის...”

***

-ნანანო! დაიგვიანებ, ადექი. ანა რვა საათია უკვე!

თვალები იმწამსვე დავაჭყიტე. თეთრი კანი კიდევ უფრო გამიფითრდა და მაშინვე წამოვვარდი ფეხზე. ღმერთო! ანა, შენი საშველი არ იქნება!

-ვაგვიანებ! ვაგვიანებ კატო!
-ამდგარიყავი ნახევარი საათით ადრე და არ დააგვიანებდი.

ქალბატონი უხასიათოდაა როგორც ვხედავ. რათქმაუნდა, ბოლოსდაბოლოს დღეს პირველი დღეა მის ახალ სკოლაში. მე კი სამსახურში, რომელზეც სხვათაშორის, ჩვენი ახლო მომავლის ცხოვრებაა დამოკიდებული.

"გაინძერი ანა!"

სასწრაფოდ შევვარდი აბაზანაში. საბედნიეროდ წინა დღეს ყველაფერი მოვამზადე ამიტომ დაახლოებით ოც წუთში მზად ვიქნები. ესეც ასე! ვერაფერს ვერ დამიწუნებს კაცი. წელში გამოყვანილი ქვედაბოლო, აბრეშუმის თხელი თეთრი პერანგი, მუქი თაგვისფერი მოსაცმელი, მაღალქუსლიანები და მოკლედ, შეძლებისდაგვარად ყველაფერი ოფიციალური.

-ტაქსი მოვიდა.
-კატ დარწმუნებული ხარ რო გამოგივლიან?
-კი ნანანო არ ინერვიულო. წარმატებები და პანიკაში არ ჩავარდე!
-ვეცდები... __ დის მზრუნველი თვალების დანავამ ნერვიულობა თიქოს შემიმცირა, ნათქვამმა "ნანანომ" კი გული მომილბო. მახსოვს, კატო პატარა რომ იყო, ყველა სიტყვას ასო ნ-ს ამატებდა. და მართლაც, ბანალურ “ანას” კრეატიული სახელი "ნანანო" უფრო ჯობია….

ქალბატონმა ეკატერინემ როგორც იქნა ძალა მოიკრიბა, უხასიათობა ზურგსუკან მოიტოვა და მხრებზე სუსტი ხელებით შემომეხვია. მისმა მხარდაჭერამ მეც გამახალისა ამიტომ შემდეგი ოცდახუთი წუთის განმავლობაში ამაყად მეჭირა თავი. მაგრამ ყველაფერი სულ რამოდენიმე წამში შეიცვალა.

-მოვედით ქალბატონო_მამაკაცის ბოხმა ხმამ გამომაფხიზლა და მეც ზანტი მოძრაობით გამოვაღე მანქანის კარები. ზუსტად შენობის შესასვლელთან გააჩერა მანქანა ამიტომ ჩემი თავის დასაწყნარებლად შედარებით ცოტა დრო დამრჩა.

“სიწყნარე, მთავარია სიწყნარე ანა.”_ ალტერ ეგოს ისევ და ისევ ბრძნულ რჩევას მივენდე და ამაყად შევდგი ფეხი უზარმაზარ შენობაში. ხალხი უაზროდ ირევა აქეთ იქით, სიტუაცია დამაბნეველია. საბედნიეროდ მივაგენი სასურველ ადამიანს რომელთანაც სულ რამდენიმე დღის წინ გასაუბრება მქონდა. მოიცა, რა ერქვა? ლილე, ლენა? ჯანდაბა! თავდაჯერებული მოძრაობით, შუა ხნის, ქერა ქალბატონი მიმიძღვება წინ. ღმერთო ჩემო, როგორი ამაყია. მომწონს ასეთი ქალები. ზუსტად იციან რა უნდათ და სხვებისგან ღირებულ დამოკიდებულებას ითხოვენ.

-აქეთ მობრძანდი ანა_ხელით გრაციოზულად მანიშნა და ლიფტში შემიძღვა.

“ოღონთ ეს არა! არა, არა, არა! მთავარია ცუდათ არ გავხდე!”

ყოველთვის მეშინოდა ლიფტების! ისევ ეს აუტანელი გრძნობა. თავზე სიმძიმე უზარმაზარი ლოდივით დამაწვა და სახეზე ალბათ საშინელი ფერი დამედო. კიდევ კარგი ქერა ქალბატონი ვერ მხედავს. მაგრად ჩავებღაუჭე ვერცხლისფერ სახელურს და ქუთუოები მტელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს.
უჰ! მადლობა ღმერთს. ვერცხლისფერი კარები ზანტად გაიღო და ქერა ქალბატონმა გზა გააგრძელა. როგორც იქნა გამოვაღწიე ლიფტიდან და გრაციოზულად მოსიარულე ქალს გავყევი. უზარმაზარ კარებთან გაჩერდა და იქვე, პატარა მაგიდასთან მჯდომ ახალგაზრდა გოგოს გახედა

-აქ არის?
-კი ქალბატონო ლალი, ოთახშია._ევრიკა! ლალი! ლალი ქვია!
-უთარი რომ ანა ერისთავია მოსული._უცნაურია. ორივე ქერაა. ნუთუ მხოლოდ ქერები მუშაობენ ამ კომპანიაში? ქალბატონი ლალი, როგორც ჩანს ზედმეტად სერიოზულია. გასაუბრებაზეც ასეთი იყო. ალბათ ზუსტად ამიტომ ვნერვიულობ ასე.

არა, ნერვიულობის დრო არაა!

-ბატონი ავალიანი ახლავე მიგიღებთ,_შედარებით რბილი ხმით მომმართა ქერა ლალიმ. -ნება მომეცით თქვენი მანტო ავიღო_წვრილი თითები ნაზად გამომიწოდა და ჩემ მოქმედებას დაელოდა. მეც არ დავაყოვნე და თბილი მანტო მალევე გავუწოდე. თავდაჯერებული მოძრაობით იქვე მდგარ სკამებთან მიმითითა. მორჩილად ჩამოვჯექი და საზურგეს მივეყრდენი.

“როგორ არ მიყვარს ლოდინი!”

როგორც ჩანს ბატონი ავალიანი დიდი ადამიანია. ალბათ მორიგი ზედმეტად ამაყი თმაჭაღარა მამაკაცია რომელსაც მხოლოდ ფული აინტერესებს. არა, არ განსაჯო ადამიანი სანამ არ გაიცნობ! იმედია ნორმალური ბოსი იქნება...
უეცრად, მასიური კარები განიერად გაიღო. ნელი მოძრაობით მაღალი, ტანადი მამაკაცი გამოვიდა და მოწიწებით დამიკრა თავი. ესეც ბატონი ავალიანი.

“არა, სულაც არაა თმაჭაღარა და სულაც არ ჩანს ფუფუნებაზე შემკვდარი.”

პასუხად მეც ნაზად გავუღიმე და მოულოდნელობისგან ოდნავ აწითლებული ლოყების დამალვა თავდახრით ვცადე. დინჯი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი და იქვე მჯდარ "ქერა ნომერ მეორეს" მიმართა. ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, ქალიც მაშინვე გაწითლდა და ვნებიანად, ოდნავ შესამჩნევლად ჩაიცინა. ოჰო! ნუთუ თავისივე მდივანთან გააბა რომანი? მალევე მოშორდა სიწითლისგან თავბრუდახვეულ ქალს. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ, მაგრამ უმალვე სეჩერდა და ისევ ფართოდ გაღებულ კარებში შეყო თავი.
-ამ კვირაში კლუბი არ აგცდება ავალიანო!_ავალიანიო?

“როგორც ჩანს შევცდი. ესეიგი ნამდვილ ავალიანთან შეხვედრა კიდევ წინ მაქვს...”

უცნობმა მამაკაცმა როგორც იქნა დატოვა ოფისი და ლიფტის დახურული კარების უკან გაუჩინარდა.
ისევ ლოდინი... ვიმედოვნებ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის.

-ბატონი ავალიანი ოთახში გელით ქალბატონო ანა._იქვე მჯდარმა "ქერა ნომერ მეორემ" მოწიწებით მომმართა და უზარმაზარი, ორმაგი კარებისკენ მიმითითა. ყოყმანობით წამოვდექი და თეთრი კარები ზანტი მოძრაობით შევაღე. ოთახი უზარმაზარია. თეთრ ფერებშია მოწყობილი, ნაცრისფერი ავეჯით. უშველებელ შუშის კედელში მთელი თბილისის დანახვა შეიძლება. როგორც ჩანს ავალიანი კარგი გემოვნების პატრონია. მარჯვენა კედელს მხოლოდ რენესანსის პერიოდის ნახატები ამშვენებენ. როკოკოს სტილის, ოქროსფერი ჩარჩოები ულამაზეს სანახაობას ქმნიან.უზარმაზარი ოთახის ცენტრში მეტალის თანამედროვე მაგიდა და მის წინ ორი პატარა, ნაცრისფერი სავარძელი დგას. ერთიანობაში ავეჯი ცოტაა. მომწონს. არაა ძალიან გადატვირთული. ნამდვილად, ბატონი ავალიანი გემოვნებიანი ადამიანის კვალს ტოვებს.

-ქალბატონო ანა,_ბოხი ხმა. მკაცრი ადამიანის ინტონაცია. ახალგაზრდა მამაკაცის ტემბრი. ნელი მოძრაობით შევტრიალდი. ნაცრისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ტანადი მამაკაცი მიდგას წინ და დაჟინებით მაკვირდება. ცუდათ გამოვიყურები? მისი მოლოდინი არ გავამართლე? დაბნეული თვალებით გავხედე და იმწამსვე ხარბ, მონადირე მამაკაცის მზერას წავაწყდი. ოქროსფერი თმები, მაღალი ჭერიდან მომავალ თეთრ შუქს უხვად ირეკლავენ. სქელი მამაკაცური ტუჩები წითელი ვარდის ფოთლებივით იწონებენ თავს. სწორი მაგრამ ოდნავ კეხიანი ცხვირი განიერ შუბლს ამაყად უერთდება და საოცარ სანახაობას ტოვებს. განიერი უპეები გრძელ წამწამებს თავდაჯერებულად ახამხამებენ. მაგრამ თვალები... უზარმაზარი, ვნებით სავსე... ნაცრისფერი თვალები!...
______________________________________________________
;თავი 2

***

-დემეტრე ავალიანი_წვრილი თითები თავდაჯერებულად გამომიწოდა და ჩემ რეაქციას დააკვირდა. ჩემი "ნაცრისფერი მზერაა"? არა, არა. ის ისეთი უბრალო და ნაზი ჩანდა. ბატონ დემეტრეს კი პირდაპირ ეტყობა რომ საშინლად ამაყი, თავზეხელაღებული, მექალთანე პერსონაა. მამაკაცურ მტევნებს თვალები მორცხვად გავუსწორე და ნაზი მოძრაობით შევახე თითები. ალბათ უცნაურია მაგრამ ხალხის გაცნობისას ყოველთვის მათ ხელებს ვაკვირდებოდი. ვფიქრობ ხელები ადამიანის სულიერ მდგომარეობას გამოხატავენ. აი ბატონი ავალიანის ხელები მის დავდაჯერებულობას ასახავენ. მმმმ!

“ნეტა რამდენი ქალის სხეულს ეხებოდნენ ეს თლილი თითები?”_ ვგრძნობ როგორ მივლის ჟრუანტელი თეთრ კანზე ჩემივე ფიქრების გამო. ქვეცნობიერად თვალები გადავაბრიალე და ისევ რეალობას დავუბრუნდი.
-სასიამოვნოა. ანა...ანა ერისთავი_ლოყებ აღაჟღაჟებულმა ბუტბუტით წარმოვთქვი ორიოდე სიტყვა. როგორც ვატყობ ხელის გაშვებას არ ჩქარობს. ვგრძნობ როგორ აღწევენ ჩემს გაშიშვლებულ სულამდე ეს უზარმაზარი ნაცრისფერი თვალები და თითქოს ყველაზე ბნელი ოცნებების თუ ფანტაზიების ამოკითხვას ცდილობენ. არა, არა. ჩემი "ნაცრისფერი მზერა" სულ სხვა იყო...
როგორც იქნა შემიშვა მტევანი და იქვე, შუშის კედელთან მდგარი მეტალის მაგიდასა და სავარძლებისკენ მიმითითა. მოწიწებით ჩამოვჯექი ნაცრისფერი ტყავის სავარძელში და იმწამსვე ვინანე. არ ღირდა ამ კაბის ჩაცმა, ზედმეტად გამოყვანილია. ქვედაბოლოს კიდეებს დავეჯაჯგურე, იქნებ მუხლებზე მაინც ჩამომეწიოს თქო. ბატონი ავალიანი ყურადღებასაც არ მაქცევს. თბილისის ხედით ტკბება. აჰ, როგორც იქნა ინება შემოტრიალება.
-ანა. როგორც ქალბატონი ლალის გადმოცემიდან ვიცი გასაუბრებაზე ფურორი მოახდინეთ._ოჰო! ფურორი! ნუთუ ასე მოვეწონე ჩვენ ქერა ლალიკოს? -ინგლისური,უკრაინული, რუსულზე ხომ ლაპარაკიც არ მაქვს. მაგრამ ესპანურიზე რას მეტყვით?_მოჭუტული თვალებით გამომხედა და სახეზე იდუმალი მზერა დამასვა. მმმ. ასეთი გრძნობა მხოლოდ ერთი გამოხედვისგან..
-ბებია ესპანური წარმოშობის ქალბატონი იყო ამიტომ ცდილობდა თავისი ცოდნა ჩემთვისაც გადმოეცა_შეძლებისდაგვარად ამაყად ვთქვი და წელში ოდნავ გავსწორდი. ვიგრძენი როგორ დამიარა წამიერმა, მწვავე მზერამ სხეულზე მაგრამ უმალვე, ისევ სახეზე შეჩერდა. ტუჩები ოდნავ დასანახავ ღიმილში აათამაშა.
-გასაგებია. დარწმუნებული ვარ ალბათ უკვე მოგახსენეს რომ თქვენნაირი ქალბატონი ჩვენს კომპანიას ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს, მაგრამ მინდა მოგახსენოთ რომ საკმაოდ რთული სამუშაო გელით._ნაცრისფერმა თვალებმა კიდევ ერთხელ გამაშიშვლეს და სულამდე შეაღწიეს. მმმ, ვაჟბატონის მზერიდან გამომდინარე იმედია მხოლოდ რეალური სამუშაო იგულისხმება ამ ნათქვამში და არა...

"სულელი ხარ ანა!"

-არ მინდა ჩემს მიზნებს სიძნელეების გამო ჩამოვშორდე, ვეცდები საუკეთესოდ შევასრულო ჩემი მოვალეობები._ჩემს ნათქვამს მხოლოდ ღიმილით გაუმასპინძლდა. მაგრამ დავინახე როგორ აუთამაშდა თვალებში აზარტის ელვა. მონადირე მამაკაცის ელვა...
-დარწმნებული ვარ თქვენნაირ შესანიშნავ ქალბატონს სულაც არ გაუჭირდება თავისი მიზნების მიღწევა_თითქოს მოწყენილად და გულ გაცრუებულათ ჩაილაპარაკა და მზერა წამიერათ ამარიდა. -ახლა კი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით მინდა შენობა დაგათვარიელებინოთ _დამატყვევებლად გამიღიმა და ხელით კარებისკენ მანიშნა. ნელი მოძრაობით წამოვდექი სავარძლიდან. ისევ ეს უაზრო ქვედაბოლო! როგორც კი ავალიანმა ზურგი მაქცია, ისევ დავეჯაჯგურე რბილ მატერიას და განიერ თეძოებზე ზარმაცად ჩამოვქაჩე. მეორე წამს წელში ამაყად გავსწორდი და მოქნილი ნაბიჯები გადავდგი. ავალიანი წინ, დომინანტი მამაკაცის მოძრაბით მიმიძღვება. როგორ მინდა, ახლა ამ ოქროსერ თმებს შევახო თითები. აჰჰ!
უზარმაზარი თეთრი კარები ძლიერი მოძრაობით გამოაღო და წინ წამიძღვა. წამით შეცერდა, ზრდილობიანი ღიმილით მანიშნა გავყოლოდი. დავინახე როგორ გამოგვაყოლა გაკვირვებული მზერა "ქერა ნომერ მეორემ". მე კი მხოლოდ ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილ განიერ მხრებს ვაკვირდები. ის კი ისევ ისეთივე დომინანტი მამაკაცის მოძრაობით აქნევს თეძოებს და თავდაჯერებული ნაბიჯებით კვეთს უზარმაზარ კორიდორს. “ქვეცნობიერი ანა” სიცხისგან უკვე მაისურის გახდას იწყებს. ღმერთო ჩემო! რა სისულეებზე ვფიქრობ!

შენობა ოცდაოთხ სართულიანია. როგორც ავალიანისგან გავიგე პირველი ორი სართული დიდად არ მოქმედებს, მხოლოდ არქივები და ძირითადი მატერიალების სანახებია. შემდეგ ოფისები, საბოლოოდ კი ბუღალტერია. აი ბოლო სართული კი თვით ბატონი დემეტრეს უზარმაზარ კაბინეტს და მისივე სამდივნოს უკავია.

-ქალბატონო ანა, აქ საკრებულოს დარბაზია. საკმაოდ იშვიათად ვიკრიბებით აქ ამიტომ ძირითადათ ცარიელია._ერთფეროვანი ხმით მითხრა და შუშის, ჟალუზებიანი კარი გამოხურა. როგორც აღმოჩნდა საკუთარ ოფისს მაძლევენ. ქვეცნობიერი ანა სიხარულისგან ორმაგ სალტოს აკეთებს და ყურებამდე გაკრეჭილი იყურება აქეთ-იქით. ოთახი პატარაა, მაგრამ კომფორტული და საშინლად მყუდრო. ჩემი საკმაოდ ზარმაცი, ცვალებადი ხასიათის მიუხედავათ, ერთი სული მაქვს როდის მოვთავსდები ამ გორგოლაჭებიან სკამში და შევუდგები სამუშაოს. მითუმეტეს თუ ისეთი უფროსი მეყოლება როგორც ავალიანია. ვფიქრობ რომ ზედმეტად თავზეხელაღებული და დომინანტი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს თუმცა ნამდვილად შრომისმოყვარე ჩანს.
-ახლა კი მინდა გაგაცნოთ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი._ხის მასიური კარები ოსტატურად შეაღო და დაუკითხავად შევიდა შედარებით განიერ კაბინეტში. -მათე ლოლიშვილი "ეს.პი.აის" ვიცე პრეზიდენტი, წარჩინებული მუშაკი და საიმედო ადამიანი._ამაყი მოძრაობით გაიშვირა მამაკაცური მტევანი, წითელი ხის მაგიდასთან მჯდომი მამაკაცისკენ. შავ თმიანმა ახალგაზრდამ ფურცლების გროვიდან თავი ამოყო და ერთი მოქნილი მოძრაობით მოიძრო დიზაინერული სათვალე. თვალებ გაფართოვებულმა გახედა ჯერ ავალიანს შემდეგ მე და ერთიადერთი მწვავე მზერით ამათვალიერა.შემდეგ ისევ ავლიანს მიუბრუნდა. კითხვით სავსე თვალებით აავსო. სამაგიეროდ მხოლოდ მობეზრებული გამომეტყველება თუ მიიღო.
-ქალბატონი ანა ერისთავი_არც კი შემოუხედავს, ისე გამაცნო ლოლიშვილს. მაგრამ აი მათეს საკმაოდ უცნაური მზერა სტყორცნა. რამე გამომეპარა? თუ რა ხდება? მათემაც გაფართოვებული თვალებით მალულად ამათვალიერა.
-ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო ანა_ზრდილობის ნიშნად ფეხზე ახოვნად წამოდგა და როგორც ახალ გაცნობილ მომუშავეს ხელი ზანტად ჩამომართვა. მისი გაკვირვებული სახის მოუხედავათ ხასიათი მალევე შეიცვალა და, ვფიქრობ, ნამდვილად გულწრფელი ღიმილი შემომაგება. შემდეგ ისევ, იქვე თვალებმოჭიტულ ავალიანს ცბიერი მზერა შეახვედრა. არ ვიცი ჩემმა გამოჩენამ ასე ძალიან რატომ გააკვირვა ან აღაფრთოვანა მაგრამ მის მიმართ პოზიტივით განვიმუხტე.
-ანა შეგიძლიათ ცოტა ხნით გარეთ დამელოდოთ?_ზედმეტი სიმკაცრით მომმართა ავალიანმა ისე რომ ლოლიშვილისთვის დომინანტი თვალები არ მოუშორებია. მეც დასჯილი ბავშვივით მორჩილად დავუკარი თავი. ხელით გასასვლელი კარისკენ მანიშნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თვითონ წამიძღვა წინ. გაკვირვება თვალებში ამერეკლა როდესაც კაბინეტიდან გავიდა და იქვე მჯდარ ახალგაზრდა ქალს ჩემსკენ ანიშნა. ქალმაცმანაც დამორცხვებულად გამომხედა, შემდეგ ისევ მორჩილი მოძრაობით მიუბრუნდა ავალიანს. მამაკაცი მალევე ჩემსკენ დაიძრა და ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა ქალიც ზურგსუკან, დამჯერი პატარა გოგოსავით გამოყვა.
-ანა, თამარ მეტრეველი, ადამიანი რომელთანაც ახლო მომავალში საკმაოდ დიდი კონტაქტი გექნებათ_მითხრა აჩქარებული ხმით და ქალისკენ მიმითითა, მანაც უმალვე მორცხვათ დამიხარა თავი. -მაშ ასე ქალბატონებო, ნება მომეცით ბატონ მათეს დავუბრუნდე სულ რამდენიმე წუთით_უმალვე ვიგრძენი მისი მალულად მწვავე მზერა სხეულზე და სისხლმა მაშინვე დაიწყო დუღილი ვენებში. რატომ მახსენდება ბატონი დემეტრე ავალიანის დანახვაზე ჩემი "ნაცრისფერი"? ის ხომ სულ სხვანაირი ჩანდა? (მიუხედავათ იმისა რომ სიბნელეში მისი სახე სულ არ დამინახავს). იქნებ იმიტომ რომ ავალიანსაც "ნაცრისფერი გამოხედვა" აქვს? თუ იმიტომ რომ ისევე მინდა მისი შეხება და მისი სითბოს შეგრძნება როგორც ჩემი "ნაცრისფერი მზერის"?
ჩემივე აზრებისგან არეულს, თამარის ხმამ გამომაფხიზლა.

-ქალბატონო ანა...
-უბრალოდ ანა_ვუთხარი თავაზიანათ და ხალისიანი ღიმილი შევაგებე.
-ანა… სასიამოვნოა. ბატონი დემეტრეს თხოვნოთ მინდა სამდივნო დაგათვალიერებინო_მოწიწებით თქვა და მეც მორჩილად დავუქნიე თავი.

პატარა "ექსკურსიის" შემდეგ მის კაბინეტში ამოვყავით თავი, ყავის ჭიქებით ხელში.
-პირველივე დღეს?_სიცილისგან გამოწვეული მუცლის ტკივილმა ცრემლები მომადინა სახეზე და ყავაც რამის თეთრ პერანგზე გადმოვისხი.
-პირველივე სამუშაო დღის პირველივე წამს!_მანაც ძლივს მოითქვა სული და აწითლებული თვალებიდან სიცილის ცრემლები თითებით მოიშორა. -კარის შეღება და ჩემი იატაკზე აღმოჩენა ერთი იყო! წარმოგიდგენია? ნერვიულობისგან კინაღამ კარიერა გავიფუჭე!
-კინაღამ არ ითვლება! მერე რა მოხდა?_მუცელზე მივიჭირე ხელები და ჰაერის დიდი დოზა შევუშვი ფილტვებში.
-ოჰო მერე ყველაზე საინტერესო! მოკლედ, ვარ ასე გაწოლილი ამ ცივ იატაკზე, მაგრამ უცებ სახის წინ ვიღაცის მტევანი მესვეტება და მეც უნებურად ვეყრდნობი. წამოვდექი თუარა მათეს შევეჩეხე..._თქვა ნაღვლიანი ღიმილით და მაშინვე თვალები დახარა. როგორც ჩანს მათეს მიმართ გულგრილი არაა. ალბათ ნამდვილად ასეა...
-თამარ არ მოიწყინო რა...
-თაკო. თაკო დამიძახე. თამარს მხოლოდ ავალიანი და ბატონი მათე მეძახიან. აბა ხომ ვერ ვეტყვი რომ არ მიყვარს როდესაც ასე ოფიციალურად მომმართავენ?!_გამხიარულება ცადა ქალმა. მეც სიხარულის ნიშნათ ამაყად ავწიე თავი.
-როგორც ჩანს ავალიანი მკაცრი ადამიანია.
-იცი? ცოტა განსხვავებული ტიპია._ჩუმი ხმით მითხრა თაკომ და ოდნავ გაღებული კარები კიდევ ერთხელ დაზვერა გამჭოლი მზერით. -იფიქრებ რომ ერთ მამაკაცში ორი, რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს_გაკვირვებული თვალები ფართოდ გავაღე და კონცენტრირებულად მივეყურადე მის საუბარს -რამდნი წელია აქ ვმუშაობ და ერთხელ არ გამიგია ვინმეს მასზე რაიმე ცუდი ეთქვას_ოჰო! როგორც ჩანს ბატონი დემეტრე თვით ანგელოზია! -არ ვიცი უნდა ვამბობდე თუ არა ამას მაგრამ...გენდობი. დაახლოებით ორი წლის წინ ინციდენტი მოხდა მეთხუტმეტე სართულზე. ალბათ უკვე იცი რომ იქ სულ ოფისებია და დრის ძირითად ნაწილს ხალხი იქ ატარებს. მოკლედ, თურმე ერთ-ერთ მენეჯერს ვიღაც გოგოზე ძალა უხმარია_ ვგრძნობ როგორ მივლის ჟრუანტელი ტაზე და ტვინში ამაზრზენი მოგონებები ტივტივებენ. -სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ოფისშებში როგორც მოგეხსენება არავინაა. ჰოდა იმ კაცს სპეციალურად დაუტოვებია ეს გოგო,საბუთების მოწესრიგებაში შენზე უკეთესი არავინ არაა და დახმარება მჭირდებაო. ისიც დარჩენილა. მოკლედ საბოლოოდ ამ გოგომ დაბეჟილობებითა და საშინელი დალურჯებებით ამოყო საავადმყოფოში თავი. თურმე იმ ლაჩარს მაგრად უცემია და არამარტო. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ გამიგია რომ დაცვას უპოვია ეს გოგო ღამის ოთხ საათზე არქივებში_ ვაცნობიერებ რომ რამდენიმე წუთიანი შოკური ინფორმაციის მოსმენამ პირი დამაღებინა. ჟრუანტელი ისევ ყინულიანი წყალივით მივლის სხეულზე. -ავალიანისთვის დაურეკავს და თურმე ისიც პირველი მოსულა შუა ღამისას! მაკა მაშინვე საავადმყოფოში წაუყვანია, ღამეც იქ გაათიაო. მკურნალობის ყველა ხარჯი ავალიანს დაუფარავსო. ის არამზადა რათქმაუნდა მოხსნა. პოლიციის ჩარევაზე იყო კიდევ რაღაც ამბები მაგრამ მაგდენი აღარ ვიცი. მოკლედ, რამდენიმე თვეში დაბრუნდა ეს გოგო და თურმე ავალიანს თავის სამდივნოში დაუსვია, ალბათ იფიქრა იქ უფრო საიმედოდ იქნებაო. დღემდეც ავალიანთანაა. _ ნუთუ "ქერა ნომერ მეორეზე" ლაპარაკობს? გაფართოვებული თვალებით გავხედე თაკოს და მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ჩვენი ქალბატონიც ქერაა. ალბათ ავალიანს მხოლოდ ქერა თმიანი ქალები უვარდება გულში. -იცი ძალიან მეუცნაურება მისი დღეს აქ გამოჩენა.
-ავალიანის?
-ხო. ძალიან იშვიათად ჩამოდის დაბლა. ძირითადად მხოლოდ ოცდამეოთხე სართულზეა, თავის კაბინეტში. ახალი მომუშავეების მიღებაზე ხომ ლაპარაკი არ მაქვს. გენერალური დირექტორის ასეთი ქმედება ნამდვილად საუცხოოა_ჩურჩულით მითხრა თაკომ და ტუჩებზე სიჩუმის ნიშნად თითი მიიფარა.
-გ-გენერალური დირექტორი?_ამდენ შოკურ ინფორმაციას ჩემი ტვინი ვეღარ აიტანს! გენერალური დირექტორი... ანუ ისაა კომპანიის მესაკუთრე? მართალია თაკო, ნამდვილად უცნაურია ეს ყველაფერი.
-ჰო! "ეს.პი.აის" გლობალური ქსელების მესაკუთრეც და მმართველიც.
-და ამბობ რომ საერთოდ არავინ, არანაირი მენეჯერი, არანაირი პროგრამერი, სულ არანაირი მომუშავე არ მიუღია პირადათ?_პასუხის ნიშნად თავი დაბნეულათ გამიქნია. ნამდვილათ, მეუცნაურება ეს ყველაფერი. პრინციპში ალბათ ყველაფერი ასე იყო დაგეგმილი, ცხოვრებას ხომ სულ უაზრო გამოხტომები უყვარს. ყოველშემთხვევისთვის დანარჩენმა ორმა კომპანიამ მკაცრი უარი მითხრა, ასე რომ დღეიდან ჩემი სამუშაო მხოლოდ "ეს.პი.აიშია”. ჩაფიქრებული მდგომარეობიდან თაკოს უეცარმა მომქმედებამ გამომიყვანა. დავინახე როგორ წამოხტა ფეხზე და შეღებული კარებისკენ პირით დადგა. გაოცებული თვალები გავაყოლე მის მზერას. თვალებში მხოლოდ შემოსასვლელში მდგარი შავ თმიანი მამაკაცის სახე ამერეკლა.
-ბატონო მათე..._თაკოს აკანკალებულ ხმაში მხოლოდ დაბნეულობის კვალი თუ შეიმჩნევა.
-ანა, შეგიძლიათ სახლში დაბრუნდეთ. დღეისთვის თქვენი სამუშაო დღე დასრულებულია_მათეს უღიმღამო ტონმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა. სულ რამდენიმე ხნის წინ შედარებით მხიარული ჩანდა. ახლა კი მისი უხალისო მზერა მხოლოდ რაღაც ცუდზე თუ მეტყველებს. იმედია ეს "რაღაც ცუდი" მე არ მეხება. ბატონი დემეტრე აღარ შემხვედრია. ეს კარგია თუ ცუდია? რიტორიკულმა სეკითხვამ ძალზე დამაფიქრა, მაგრამ აზროვნების გზა მალევე შევცვალე. თაკოსთან დამშვიდობების შემდეგ შენობიდან მოწყენილი გამოვედი. მეგონა დღევანდელი დღე უფრო "უხვად" ჩაივლიდა. ალბათ უფრო მეტ სამუშაოს ელოდა ჩემი შრომისმოყვარე, ქვეცნობიერი ანა რომელიც კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით შეხედავდა ბატონ ავალიანს ნაცრისფერ თვალებში... ყოველშემთხვევისთვის, იმედი მაქვს კატოს დღემ უკეთესად ჩაიარა ვიდრე ჩემმა…
***
საბოლოო ჯამში მტანჯველმა ორშაბათიც ნორმალური აღმოჩნდა. მაგრამ როგორც ჩანს კატოს დღე უფრო უხვი იყო. მისი გადმოცემებიდნ გავიგე რომ "სკოლა უზარმაზარი და საშინლად თანამედროვეა". დის აღფრთოვანებული ხმა ტვინში კარგად ჩამებეჭდა და მისი ეს გამოთქმაც დამამახსოვრდა. ორი დღეა რაც ახალ სკოლაში დადის და სახლში მოსვლისას მის გახარებულ სახეს მეც ღიმილით ვხვდები. მიხარია რომ ყველაფერი ბედნიერად აეწყო. ალბათ ნამდვილად ღირდა საქართველოში დაბრუნება. ეკონომიურ კრიზისს და პოლიტიკურ გადატრიალებებს თუ არ ჩავთვლით თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. მაგრამ ალბათ მე და კატოს უფრო გაგვიმართლა. მისი პრესტიჟული სკოლა და ჩემი სამსახური, ჩვენს მომავალს კარგად უზრუნველჰყოფენ. "ეს.პი.აიშიც" ყველაფერი საუკეთესოდ მიდის. ალბათ ასეთ სამუშაოზე ვერც კი ვიოცნებებდი. მხოლოდ ორი დღეა რას ჩემს მოვალეობას ვასრულებ მაგრამ მგონია რომ მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობდი. თაკოს წყალობით ყველაფერი გამიადვილდა. მისი დახმარება რომ არა ალბათ უფრო გამიჭირდებობდა ცვლილებებთან შეგუება. საუკეთესო ადამიანია და მიხარია რომ ჩვენს შორის მეგობრობის ფესვებმა გაიკვლიეს გზა. მათეც უკეთესზე უკეთესი უფროსი აღმოჩნდა. როგორც ჩანს ყურადღებიანი და დამხმარე მამაკაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი ცხოვრებაც ნელ ნელა თავის წყნარ და უდარდელ რიტმს უბრუნდება. იმედია ყველაფერი ასეც დარჩება...

ავალიანი ამ დღეების განმავლობაში ერთხელაც არ შემხვედრია. თაკოს გადმოცემებიდან გავიგე რომ არც ისე ხშირად ევლინება "მოკვდავი ხალხის" თვალებს. ოცდამეოთხე სართულის "ცხრაკლიტულში" გამოიკეტა მზეთუნახავივით და ყველას იქიდან მართავს. მზეთუნახავის არა, მაგრამ აი ოცდამეერთე საუკუნის აპოლონის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. ნეტავ კიდევ ერხელ ჩამახედა იმ ბნელ თვალებში. სულ ერთი წამით მაინც...
***
როგორც იქნა ოთხშაბათის სამუშაო საათებიც ამოიწურა და მეც გახარებული მივქრივარ სახლისკენ. ლიფტში შესვლა მაინც ვერ გავბედე ამიტომ ოცდაოთხ სართულიანი შენობის კიბეების დათვლა სათითაოდ მომიწია. საბოლოო საფეხური ზურგს უკან მოვიტოვე და ხალხით გავსებულ, უზარმაზარ ფოიეში ამოვყავი თავი. როგორც კი შენობას დავაღწიე თავი სულის მოსათქმელად იქვე, მარმარილოს მაღალ კოლონას მივეყრდენი. იმედია ტაქსი მალე მოვა, თორემ ამ კოკისპირულ წვიმაში გაციება არ ამცდება. კრემისფერ ბეწვიან მანტოს მთელი ძალით ვებღაუჭები და ვცდილობ სხეულში დაგროვილი სითბო როგორმე შევინარჩუნო. წვიმის წყნარი წვეთების წკაპაწკუპი აგუგუნებული ქალაქის ხმას ერევა და დამაწყნარებელ ეფექტს ქმნის. ნახევრად გათოშილ მდგომარეობაში მყოფი, ვგრძნობ როგორ მიჩერდება წინ შავი ავტომობილი. აუდის უკანა კარი ფართოდ გაიღო და იქიდან ორი, უზარმაზარი, ნაცრისფერი თვალის მზერამ დამატყვევა. მე კი ისევ ასე ვარ, გაშეშებული, გაქვავებული. ნუთუ ეს ნამდვილად რეალობაა და არ მესიზმრება? იქნებ უკე მივედი სახლში და ახლა ჩემ თბილ ლოგინში ვწევარ, ყველაფერი ეს კი, უბრალო სიზმარია? ყოველი შემთხვევისთვის თავი დავიზღვიე და ისე რომ არავის არ დაენახა, კანზე ვიპწკინე.

"SOS,SOS! რეალობაა! გაინძერი ანა!"_მკარნახობს ქვეცნობიერი და მეც დამჯერად ვასრულებ ბრძანებას.

-ბ..ბატონო დემეტრე მე...
-შენ ახლა ამ წვიმაში სველდები!_მითხრა დაბღვერილად და მანქანაში ჩაჯდომა მანიშნა, სავარძელზე ხელის დარტყმით. "შენ" გამიელვა თავში მის მიერ ნათქვამმა სიტყვამ. ოჰო! როგორც ჩანს ბატონ ავალიანს თქვენობითი ფორმა ზურგს უკან მოუტოვებია, რაღაც ძალიან მალე გაშინაურდა. მიუხედავათ ქვეცნობიერი ანას ჩხუბის და ბრძანებების გაცემისა, ადგილიდან ფეხი მაინც ვერ ვიცვალე. ავალიანის ჩაბნელებული თვალები ქვეცნობიერ ანაზე მეტად მიბღვერენ და უსიტყვოდ მთხოვენ ავტომობილში ჩაჯდომას. მაგრამ არა გენაცვალე, ვერ გაღირსეთ! უფროსწორედ ჩემ თავს ვერ ვაღირსე. დაჰიპნოზებული მდგომარეობიდან სახის წინ ასვეტებულმა ძლიერმა სხეულმა გამომიყვანა. მისი მკერდიდან წამოსულმა სითბომ ძველი დრო გამახსენა, მაშინ როდესაც ჩემა ნამდვილმა "ნაცრისფერმა მზერამ" ამიტაცა ხელში, მკერდზე მიმიკრა და თავის მანქანაში გამაქანა. მმმმ! ახლაც თითქმის იგივე მეორდება, ოღონდ ამჯერად მიწაზე მყარად ვდგავარ, ხელში არავინ არ მიტაცებს, მკერდზეც არავინ არ მიხუტებს და მანქანაშიც არ მაქანებენ. ახლა ყველაფერი უფრო ოფიციალურია.

-ანა, წვიმის გამო ახლა შენც დასველდები და მეც. დაჯექი!_ისევ დომინანტის ტონი. მმმმომწონს ეს ხმა! მაგრამ ამ ბარიტონის სიბრაზემ ჯობია ფიზიკური ფორმა არ მიიღოს. ასე რომ გნებდებით ავალიანო! ჯენტლმენის მოძრაობით წინ გამატარა და მხოლოდ მაშინ შემოძვრა ავტომობილში როდესაც კომფორტულად მოვკალათდი უკანა სავარძელზე. მალილი მზერით შევავლე თვალები. ოქროსფერ თმას, წვიმის წვეთები ბრილიანტის თვლებივით ამშვენებენ. ნეტა შემეძლოს მათი შეგრძნება!

"არა! სულელო, ჩერჩეტო ქალო! ჯობია ასეთ სისულელეებზე არ იფიქრო."

ჩემი მალული, "ჯაშუშური" მზერა მალევე დაიჭირა და დაბნელებული თვალებით კიდევ ერთხელ ჩამხედა კუთხეში მიკუჭულ სულში. ტუჩები ოდნავ შესამჩნევ ღიმილში აერხა. ძველი ბერძენი რომ ვყოფილიყავი, ალბათ დავიჯერებდი კიდეც რომ დემეტრე ავალიანი კი არა, თვით აპოლონი მიზის გვერდით და მომნუსხველი, თბილი, და ამავდროულად შემზარავი მზერითაც კი მიყურებს.
-ბატონო დემეტრე მ..მე.._სათქმელად,ახალი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, ამიტომ ისევ, ყველაზე უაზრო წინადადებას მივმართე.
-არა. შენობის გარეთ ჩვენ კოლეგები აღარ ვართ ამიტომ ფორმალურობას ადგილი არ აქვს. დემეტრე ავალიანი_თბილი ღიმილი შემომაგება, როდესაც ჩემს ,ალბათ ზედმეტად დაბნეულ და შეშინებულ სახეს წააწყდა. წვრილი, მამაკაცური თითები გრაციით სავსე მოძრაობაში აარხია და განიერი მტევანი ჩემსას შეახვედრა.
-ანა ერისთავი.._არაფორმალურ სიტუაციაში კიდევ ერთხელ გავეცანით ერთმანეთს. ლოყებ აღაჟღაჟებულს კინაღამ ჩემი სახელი დამავიწყდა.

"რათქმაუნდა დაგავიწყდებოდა ქალბატონო! მითუმეტეს შენი ხასიათი ასეთი გაფანტულია, მორცხვი, დაკომპლექსებული, უაზრ..."
“კარგი, კარგი, გნებდები ქვეცნობიერო!” _მეორე ანას მწარე გამოძახილებს ყურადრება აღარ მივაქციე, ახლა მხოლოდ მისი თვალები და ამ თვალებში ჩამდგარი სიბნელე მიტრიალებს თავში...
უაზრო ჩვევამ მაინც თავისი გაიტანა, ავტომატურად, სულაც გაუაზრებლად ვიკბინე ქვედა ტუჩზე. სულელური ჩვევის კვალს, რომელიც ბავშვობიდან მომყვება, მხოლოდ მაშინ მივაგენი, როდესაც თვალებში მისი კიდევ უფრო ჩაშავებული და ბნელი მზერა ამერეკლა. ნუთუ მართლა ეცვლება თვალების ფერი? მმმმომწონს! ქვეცნობიერი ანა ტუჩების კბენას თავს ანებებს და ახლა უკვე ქვედა, აწითლებულ ტუჩს გემრიელად ილოკავს. წამით მზერა მომაშორა და მძღოლის საარძელში მჯდარ სიმპათიურ მამაკაც ჩემი სახლის მისამართი უთხრა. შემდეგ ისევ ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა, ისევ ნაცრისფერი თვალების ბნელ ბინდში გამახვია... ჰმმმ, საინტერესოა ჩემი მისამართი საიდან იცის?
-ბატ...დემეტრე... საშინლად უხერხულად ვგრძნობ თავს.._ნაწყვეტებად დაყოფილი წინადადების მიზეზს მაშინვე უპოვა კვალი ავალიანმა და ცელქი ღიმილის დაფარვა ტუჩის მოკვნეტით დაფარა. უსამართლობაა! ჩემ ჩვევას იმეორებს! არ მომწონს ასეთი თამაში!
-პირველრიგში, არანაირი ფორმალურობა. იმედია არ ხარ წინააღმდეგი რომ, შენობით მოგმართო. და პირიქით ძალიან მესიამოვნება თუ ასეთი მშვენიერი ქალბატონისთვის ყოველდღიურობას დავარღვევ_ძნელი მისახვედრი არაა რომ მისი სერიოზული სახის უკან ღიმილით სავსე მამაკაცი იმალება, რომელსაც საშინლად ახალისებს ჩემი დაბნეულობა. ოჰ, ეს აზარტული, მოთამაშე ძლიერი სქესი! მოკრძალებული ღიმილით მოვიგერიე.
მერე? მერე მხოლოდ სიჩუმე. მე მანქანის ერთ ფანჯარას ვებჯინები, ის მეორეს. როგორც ჩანს ფიქრებმა ჩემნაირად დაატყვევეს მისი გონება. ალბათ ამჯერადაც გლობალურ საკითხებზე ფიქრობს, გეგმავს კომპანიის მომავალს. ან სულაც ფიქრობს როგორ გაატაროს კიდევ ერთი ღამე რომელიმე ლამაზმანთან. ქვეცნობიერო! რეებზე მაფიქრებ!
მე რა ანა ვარ თუ ჩემი ჯაშუშური მზერა არ ვტყორცნე და ერთი ორჯერ (ჰა, ჰა, სამჯერ) არ შევათვალიერე? მითუმეტეს ქვეცნობიერი ანაც არაა წინააღმდეგი. პირიქით, ის თავისთვის ზის ბუხართან, შავ ჩაის სვავს, და გამოგიტყდებით, საკმაოდ არაშესაფერის, ბნელ ფანტაზიებში უკვალოდ იკარგება...
-ადგილზე ვართ ბატონო დემეტრე_საჭესთან მჯდარი მამაკაცის ბოხმა ხმამ გამათავისუფლა უაზრო ფიქრებისგან. ავტომატურად მვატრიალე სახე ავალიანისკენ და ისევ ნაცრისფერ ბურუსში დავიკარგე.
-დიდი მადლობა..._აწითლებული ლოყების დამალვა ამჯერადაც შავი თმების უკან ვკადე.
-შეხვედრამდე..._იდუმალი ხმა ამოუშვა ყელიდან და ისეთივე იდუმალი მზერით გააცილა ჩემი ნაბიჯები, კოკისპირული წვიმის წვეთებით დაფარულ გზაზე. მაღალქუსლიანებით ძლივსძლივობით მივტყაპუნებ სველ მიწაზე, შავი აუდი კი ადგილიდან არ იძრება. ჯობია ნაბიჯი ავიჩქარო თორემ ჯერ კიდევ “ეს.პი.აი" არ დამაკლდა დასველება.

სიბრაზისგან შავ მაღალქუსლიანებს ხელი დავტაცე და როგორც იქნა ტერფებიდან დაძაბულობაც გაქრა. ასე უკეთესია! სად მქონდა ტვინი ამ ფეხსაცმელს რომ ვიცმევდი ნეტა?! შიშველი ფეხებით რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. სადარბაზომდე სულ რამდენიმე მეტრიღა დამრჩა და, როგორც იქნა, მივაღწევ საშველს!. მაგრამ არა. მოძრაობა შევანელე და თავი ოდნავ, თითქმის დაუნახავად მივარტიალე უკან. თაფლისფერ მზერაში ისევ და ისევ იქ მდგარი შავი აუდი ამერეკლა. ჩაბნელებულ შუშებში რაიმის დანახვა სრულიად შეუძლებელია, მაგრამ ვიცი რომ იმ სიშავიდან კიდევ უფრო ბნელი, ორად ორი თვალის მზერა სულამდე მატანს. ღმერთო რა სულელურად გამომივიდა! ან სულ არ ჩამეცვა ეს ფესაცმელი ან სულ არ გამეხადა, მითუმეტეს ახლა!

ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში, ქვეცნობიერი ერისთავი ტუჩების ლოკვას არ წყვეტს და გამარჯვებული სახით შემომყურებს. რა უხარია ნეტა? ავალიანის ეს თავაზიანი მოქმედება და ჩემი სახლში მოყვანა სულ არაფერს არ ნიშნავს. თუ ნიშნავს? ალბათ მხოლოდ კულტურული და მამაკაცად აღზრდილი უფროსის კვალობაზე მიმანიშნებს, სულ ესაა. უფროსწორედ, უფროსის უფროსის. სავარაუდოთ მათეს სამდივნოში დამსვავენ. კარგია. თაკოსთან მეტი კონტაქტი მექნება. ნამდვილად მომეწონა, ძალიან გახსნილი ადამიანი ჩანს, არც ცანცარაა მაგრამ არც უხასიათო ბუკა.

"თემის შეცვლას ნუ ცდილობ ქალბატონო ანა!"_მკარნახობს ქვეცნობიერი. ჯობია ისევ უკან მიიხედო. ნახე, ისევ იქაა. არსადაც არ წასულა. ჰოდა ეხლა თუ არ გაინძერი და მალე არ ახვედი სახლში, ბატონი ავალიანს მოთმინების ფიალა აევსება და დაისჯები. თუმცა, გააჩნია როგორი "სასჯელი" იქნება…
ქვეცნობიერო ანა ერისთავო! გააჩუმე გრძელი ენა და დამეკარგე აქედან!
მაგრამ აი შავ აუდიზე სულაც არ ცდებოდა მეორე მე. ისევ იქაა. მორჩა, მივდივარ, მივდივარ ავალიანო. კლასიკური ფეხსაცმელი ხელში მიჭირავს და ნატკენ ფეხებს ძლივს ვადგავ ტროტუარზე. როგორ მომწონს, წვიმის წვეთების წკაპაწკუპის შეგრძნება კანზე!
როგორც იქნა შევაღწიე სადარბაზოში. კორპუსის წინ პატარა გაზონია ამიტომ ავტომობილები ვერ შემოდიან. ჰოდა ავალიანის პირად მძღოლსაც მოშორებით მოუწია გაჩერება. რამდენიმე საფეხური ალბათ ყველაზე ზარმაცი ადამიანის ტემპით ავიარე, ვინმემ რომ დამინახოს, იფიქრებს მუშაობამ დაღალაო. მაგრამ არა გენაცვალე! არაფერსაც არ დავუღლივარ. უბრალოდ ჩემი ზარმაცი ნატურაა ასეთი.

"გირჩევდი, მალე ახვიდე სახლში და გზაზე მიმავალ აუდის მაინც მოუსწრო დანახვა."_ქვეცნობიერი ქალბატონი ანას რჩევამ მაშინვე ელვისებური სისწრაფით ამაფრინა კიბეებზე, ჩანთის ქაოსურ მდგომარეობაში გასაღებიც მალე მაპოვნინა და ზღურბლზეც სასწრაფოდ გადამადგმევინა ნაბიჯი. ნეტა ყოველდღე ასეთი მოძრავი და ენერგიული ვიყო! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფანჯარაში უდიდესი ენთუზიაზმით გავიჭყიტე, ვიმეორებ: გავიჭყიტე! აბა ჩემ გახარებულ თავს ასე საჯაროდ ხომ არ დავანახებ ავალიანს?! ეზოს ბოლოში მოვკარი თვალი შავ ავტომობილს.

“ისაა!”
________________________________________________________________

(წითელი ფარდები ნელა იხურება და დარბაზს მხურვალე ტაშის ხმა ავსებს) *მე იუმორში ძაან..*
ანასი არ იყოს, ჩემშიც იღვიძებს ხომე "ქვეცნობიერი ლულუ" და ცოტა სულელურ ხასიათზე ვდგები :დ

მოკლედ არ გავწელავ მონოლოგს. უბრალოდ მადლობას გიხდით მათ ვინც წაიკითხეთ ეს პაწაწუნა თავები. და იმედი მაქვს მოგეწონათ კიდეც. უბრალოდ მინდა წინასწარ მოგახსენთ რომ ისტორია მოზარდებზე არ გამითვლია, ამიტომ მინდა იცოდეთ რომ მომენტებში შეიძლება "გამომწვევიც" იყოს. მოკლედ, იმედი მაქვს დიდად არ მეჩხუბებით.
ჰოდა კიდე, გულმოდგინედ ველი კრიტიკას! მინდა ვიცოდე ჩემი შეცდომები! და საერთოდ, ღირს თუ არა გაგრძელება?



№1  offline წევრი nestanuka13

მომეწონა რაღაც კარგი ჩანს, უბრალოდ წერის სტილით ერთ ისტორიას მაგონებს უბრალოდ ვერ ვიხსენებ და რომელიც არ დაამთავრა ავტორმა როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე :D

 


№2 სტუმარი iza

Dzalian kargia momewona male dadeee ra

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

ვაიმე რა კარგიააა.იმედია მალე დადადებ ასე მსუყე თავებსსს love

 


№4  offline წევრი Mile11

Dzalian kargia.sheni weris stili momwons.velodebi shemdeg tavs

 


№5  offline წევრი Lulu

nino-28
Greis ormocdaati elperis detalebi gaqvs.momwons :))

მართალი ხარ :დდ არ დავმალავ და ვიტყვი რომ ზუსტად წიგნის წაკითხვის შემდეგ მომივიდა მუზა :დდ ვფიქროვ საინტერესო წიგნია მაგრამ ზედმეტად "გახსნილი" ქართული საზოგადოებისთვის ამიტომ ჩემი ვერსიის შემოტანა გადავწყვიტე :დდ იმედია არ დამიწუნებთ ^_^

 


№6 სტუმარი tmgi

momwonss! saintereso chans! warmatebebi lulu :)))):*

 


№7  offline წევრი salomee

Ra kargiaaa!!

 


№8  offline წევრი ninaa26

"სწორი მაგრამ ოდნავ კეხიანი ცხვირი" esmomewona dzaan :DD

 


№9  offline წევრი Svvaaaniii

ძაან, ძაან კარგია და მითუმეტეს ისა კარგი თუ კიდევ გაქვს დაწერილი და არ გვაწვალებ ^^ ეს ავალიანი ძალიან მომწონს და რაღაცატომ კი არა ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ, მამაკაცი ბნელი ჩიხიდან ჩვენი ავალიანიაა.. ^^ ველოდებიი მოUთმენლად შემდეგს <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№10  offline წევრი gufii

არაჩვეუკებრივი იყოო <3 ძალიან მომეწონაა.. ვიმედოვნებ რომ ძალიან არ დააგვიანებბ ისტორიის შემდეგ თავებბს <3 ველიიი მალე გაგრძელებას <3

 


№11  offline წევრი S.likuna

pawaeuna tavebia magram dzalian kargi <3 velodebi axal tavs da male dade :*

 


№12  offline წევრი Lulu

ჰო და კიდევ ერთი რამ გოგოშკებო ჩემო კარგებო :დდ რადგან ერთ ჯერზე ორი თავი დავდე ვიფიქრე ხვალე აღარ დავდებ მეტსთქო, რადგან იმ პერიოდში სანამ უკვე დაწერილ თავებს ვდებ მინდოდა ბოლომდე დამეწერა ისტორიის დასასრულიც. ასე რომ ყველაფერი გათვლილი მაქვს და იმედია ძაან არ გალოდინებთ ოთხშაბათამდე :დდ მადლობა ყველაას ^_^ (აწითლებული ლოყებით ტოვებს აპლოდისმენტებით დაყრუებულ დარბაზს :დდდ)

 


№13  offline მოდერი ელი

უჰუ... ძალიან კარგია...
ნუ ძალიან ბევრი გადმოტანილია "გრეის ორმოცდაათი ელფერი"-დან...ვკითხულოდი ამას და მახსენდებოდა ის... მაგრამ მაინც განსხვავებულია... გამეცინა დაცემის სცენის პიროვნებისა და მოვლენების შეცვლაზე..."მამაკაცი ჩიხიდან"-ეს თუ სწორედ მივხვდი იმ მომენტიდანაა როდესაც მთვრალ ანასტასიას კოცნას შეეცდება ხოსე და სწორედ ამ დროს ამ ღამეში გამიჩნდება გრეი და იხსნის ხოსესაგან....: ვაცხადებ რომ დემეტრეს თვალები რაღაც აიძალიან მაგარია,ნუ კრისტიან უმაგრესი თვალები აქვს და შესაბამისად... მოკლედ ძალიან მომეწონა და ველო გაგრძელებას,მომწონს ამ ტრილოგის შენეული ვერსია,მაგრამ იმედია ისე არ დაამთავრებ როგორც პირველი წიგნი დასრულდა... <3

 


№14  offline წევრი anna777

გაგრძელება ღირს თუ არა?! ამას რა შეკითხვა უნდა მოთხრობა ძალიან კარგია მეტიც ალბათ ჩემი საყვარელი მოთხრობების სიაშიც უდაოდ პირველია მართლა ძალიან მომეწონა და მგონი რაღაცეებსაც ვხვდები feel ძაან მომეწონა და თან რომელ მოთხრობაშიც ჩემს სახელს გადავაწყდები იმწავსვე მიხარია ამიტომ :დ არც ესარის გამონაკლისი,რათქმაუნდა უნდა გააგრძელო! (ბევრი ვიბოდიალე feel ) ... lol
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№15  offline წევრი Lulu

elle.eli-bichiasdhvili
უჰუ... ძალიან კარგია...
ნუ ძალიან ბევრი გადმოტანილია "გრეის ორმოცდაათი ელფერი"-დან...ვკითხულოდი ამას და მახსენდებოდა ის... მაგრამ მაინც განსხვავებულია... გამეცინა დაცემის სცენის პიროვნებისა და მოვლენების შეცვლაზე..."მამაკაცი ჩიხიდან"-ეს თუ სწორედ მივხვდი იმ მომენტიდანაა როდესაც მთვრალ ანასტასიას კოცნას შეეცდება ხოსე და სწორედ ამ დროს ამ ღამეში გამიჩნდება გრეი და იხსნის ხოსესაგან....: ვაცხადებ რომ დემეტრეს თვალები რაღაც აიძალიან მაგარია,ნუ კრისტიან უმაგრესი თვალები აქვს და შესაბამისად... მოკლედ ძალიან მომეწონა და ველო გაგრძელებას,მომწონს ამ ტრილოგის შენეული ვერსია,მაგრამ იმედია ისე არ დაამთავრებ როგორც პირველი წიგნი დასრულდა... <3


წიგნის დამთავრებამ დიდად არ გადამრია ამიტომ ვეცდები მოვლენები შევცვალო. აი "ბნელი ჩიხის" ეპიზოდზე რატომღაც ხოსე სულ არ გამხსენებია :დდ მაგრამ ჩემეული ვევერსია მაქვს იმ მომენტისთვის :დდ ასე ვთქვათ გრეის 50 ელფერის პარალელური სამყაროს ვერსიაა :დდ სამივე ნაწილი ძალიან მომეწონა მაგრამ ალბათ ქართული სოციუმისთვის ეს წიგნი ზედმეტად გარყვნილია ამიტომ როგორც უკვე ვახსენე ჩემი ვერსიით შემოვიჭერი საიტზე :დდ მოკლედ, ყველას მადლობა ამდენი თვთბილი კომენტარისთვის ^_^

 


№16  offline წევრი natusa

dzalian kargia momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent