შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და წვიმა..(1)


17-03-2015, 17:34
ავტორი American angel
ნანახია 2 664

გამარჯობათ,ჩემო საყვარლებო..ძალიან მიხარია თუ კითხულობთ ჩემ მოთხრობას! ვეცდები რომ იმედები გაგიმართლოთ,მთავარია თქვენ მომყვეთ,გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში გამიზიარეთ,რომ გავაგრძელო ამისთვის თქვენი აზრი და რჩევებიც დამეხმარება.გკოცნით და თუ თქვენ ჩემთან ერთად წამოხვალთ,წინ მაგარი ამბები გელოდებათ!!!
******************
მარტის მზე ხომ გაგიგიათ?
ისიც ხომ იცით რა ამინდებია ამ თვეს..
2 მარტი იყო,დილას მზე იყო,შუა დღეს გაწვიმდა..
წვიმა ძალიან მიყვარს,მაგრამ ასე უადგილოდ არაა.
მშვიდად მივყვებოდი ჭავჭავაძეს.
მირბოდნენ,თავს აფარებდნენ შენობებს და გაჩერებებს..
მე მივდიოდი,თითქოს ყველაფერი ფეხებზე მეკიდა.
ალბათ ფიქრობდნენ გიჟიაო.
მარტის სიცივე ძვლებში მატანდა მაგრამ მშვიდად მივდიოდი,ეს სიცივე თითქოს სადღაც შიგნით სიამოვნებასაც მგვრიდა.
*******************
ასე გაგრძელდა..
მზე,წვიმა..
მაგრამ ის 3 დღე კარგად მახსოვს,არავის დავიწყნია..
7 მარტს გამთენიას თავსხმა წვიმა წამოვიდა და 9 მარტამდე გაუჩერებლად წვიმდა...
გეფიცებით,1 წამითაც არ შეწყვეტილა !
მარი ჩემთან ”ჩარჩა”,მე და მარი 5 წლიდან ვდაქალობთ,როცა ჩემი მშობლები ამერიკაში გაფრინდნენ დასასვენებლად, ჩემთან მარი დატოვეს.
მოკლედ,საინტერესო არაფერი ხდებოდა..
მე და მარი დილას ჩაის დალევით ვიწყებდით და ჩაითვე ვამთავრდებით..
დედა და მამა მაშინ ამერიკაში იყვნენ,უფროსწორედ რომ ვთქვათ ამერიკაში ცხოვრობენ,მამა ბიზნესმენია და ამერიკიდან შემოთავაზება 2 წლის წინ მოუვიდა,საოცარ ქვეყანაზე უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელი გახდა.მეც დავარწმუნე ისინი რომ მათ გარეშე შევძლებდი,ძალიან გამიჭირდებოდა მაგრამ მაინც.. დაურეკეს ბებოს და მას მერე ის ცხოვრობს ჩემთან..არა,გეფიცებით,ბებო ჩემი ნამდვილი დაქალია..მასზე უფრო კარგი, მასზე უფრო სანდო არავინ მყავს (თუ არ ჩავთვლით მარის)
დილას ბებო გვაღვიძებდა ხოლმე,ჩაით ხელში..საოცარი ჩაის გაკეთება იცის! ამერიკამდეც ჩააღწია იმ ამბავმა თბილისი წყალს მიაქვსო,გაგიჟდნენ ჩემები პირველივე რეისით მოვფრინავთო,დედაჩემი საერთოდ პანიკიორია, ბავშვობაში ერთ ნაკაწრზეც ექიმთან მაქანებდა.ბებომ ძლივს დაარწმუნა რომ საშიში არაფერი იყო და ამის გამო ჩამოსვლა არ ღირდა.
შუქი ყოველ 1 საათში ითიშებოდა,რაც ძალიან აუტანელი იყო..
8 მარტს ცოტა დავლიეთ..
მე,ბებომ და მარიმ......
ბებოს მალევე მიეძინა,მე და მარი გვიანამდე ვლაპარაკობდით..არ მახსოვს როგორ და როდის..მარიმ თავბრუსხვევა იგრძნო,წამოვაწვინე და შუბლზე ხელი ინსტიქტურად მივადე...იწვოდა,ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა..გადავჩხრიკე კარადები მაგრამ ვერსად წამალი ვერ ვიპოვე.ვიცოდი ბებო ინერვიულებდა მაგრამ სხვა გზა რომ აღარ დამრჩა მაინც გავაღვიძე.. როგორც გითხარით,ინერვიულა თან ძალიან,მერე ისიც გაახსენდა სიცხის წამალი რომ აღარ გვქონდა.
აფთიაქი ქუჩის ბოლოს იყო,ძალიან წვიმდა..
ან ბებო ან მე.რომელიმე აფთიაქში უნდა წავსულიყავით,ბებომ თავი გაიგიჟა მე წავალო,მაგრამ არა,ამას არ გავაკეთებდი,ბებოს ვერ გავუშვებდი..არც მიკითხავს,ჩავიცვი და ფული ავიღე..
-ნინა,რამე რომ დაგემართოს?ღმერთო, არა ვერ გაგიშვებ.
-კაი რა ბებო რა უნდა დამემართოს,ჩავირბენ და ამოვირბენ!
-გთხოვ,არ დააგვიანო თორემ ნერვიულობით მოვკვდები.
მარის შუბლზე სველი საფენები ეფინა და ამღვრეული თვალებით მიყურებდა,კოცნა გავუგზავნე და კიბეებს სირბილით ჩავუყევი.
კარების გაღებისთანავე ვიგრძენი სიცივე,რომელმაც ძვლებამდე მიაღწია..ქოლგა გავშალე და გავუყევი ქვაფენილს..ჩქარი ნაბიჯებით მივდიოდი,აფთიაქს ძლივს მივაღწიე,ფარმაცევტს ძალიან შევეცოდე და კარი გამიღო..სულ სველი ვიყავი,წამლები ვიყიდე და კარი გამოვაღე.
-შვილო,ცოტა ხანს დარჩი,გადაიღებს და მერე წადი.
-არამგონია გადაიღოს,წავალ.ახლოს ვცხოვრობ.
მართლა ძალიან წვიმდა,ქოლგა ვერ მშველოდა.
რა უნდა მექნა,სხვა გზა არ იყო,აფთიაქში ვერ გავჩერდებოდი,ბებო ინერვიულებდა,გავაღე კარი და თითქმის სირბილით წავედი სახლისკენ..
თვალით ვზომავდი გზას და ვხვდებოდი კიდევ დიდი გზა მქონდა გასავლელი..
კაცის ჭაჭანება არ იყო,კორპუსები ჩაბნელებული..
ლამპის შუქი ოდნავ მინათებდა გზას..
სიჩუმეს მხოლოდ ჩემი ფეხების ხმა არღვევდა,მაგრამ აღმოჩნდა ამხელა უბანში,ამხელა ვაკეში მარტო არ ვიყავი, მანქანა წამოვიდა...
გვერდით გადავიწიე,რადგან მანქანის ხმით ვხვდებოდი დიდი სისწრაფით მოდიოდა..
რომ უნდა ჩაევლო ისე, ჩემ გვერდით შავი მერსედესი გაჩერდა..
არ გავჩერებულვარ,ცოტა შიშმა ამიტანა..
გზა გავაგრძელე, მაგრამ ხმა მომესმა.
-გაჩერდი!
მეც გავჩერდი და ფანჯარას გავუსწორდი.
-მე მეუბნები?
-აბა კიდე ვინმეს ხედავ?
მანქანაში ბიჭი იჯდა,ძალიან თხლად ეცვა,ამ სიცივეში ერთი სიფრიფანა საროჩკით რომ დავინახე გამიკვირდა პატრონი არ ყავსთქო,მაგრამ მანქანიდან გამოსულმა სითბომ თითქოს მთელი სხეული გამითბო..ბიჭი სიგარეტს ეწეოდა, ძალიან სიმპატიური იყო..მისი ყურება ძალიან მსიამოვნებდა..
-რას მიყურებ?ჩაჯექი და გაგიყვან სადაც მიდიხარ.
-არა იყოს.
-რა არა? ვერ ხედავ რა სველი ხარ?არავის ადარდებ? ასეთ დროს აქ რა გინდა?
-ახლოს ვცხოვრობ,წავალ.
-ჩაჯექი!
მკაცრმა ტონმა უფრო შემაშინა..
ვერ ვბედავდი, ამ უცხო ბიჭს ასე როგორ ჩავუჯდეთქო, მაგრამ რა მექნა..მისმა საოცარმა აღნაგობამ სულ დამაბნია,ჩემი ქოლგა დავკეცე და მანქანის კარები გამოვაღე,უკან მინდოდა დაჯდომა.
-უკან არა,წინ დაჯექი.
არვიცი რა ქვია ამას,მაბნევდა და იმას ვაკეთებდი რასაც ამბობდა..
რომ ჩავჯექი,იმ წამსვე გავთბი..საოცარი სუნამოს სუნი იყო...სიგარეტი,სუნამო და მწარე საღეჭი რეზინის სუნი,ყველფერი ერთმანეთში ირეოდა..წარმოიდგინეთ!
ამ ყველაფერს ხომ ამ ბიჭის სიმპატიურობა ჯოკრავდა, გაშეშებული ვიჯექი.
-სად ცხოვრობ?
-ქუჩის ბოლოს,პირველი სადარბაზოა.
-ვა,ვაკელი ხარ?
-ხო.
-აქამდე რატო არ მინახიხარ?
მხრები ავიჩეჩე, ხელები გამათბობელზე მედო.
-სად იყავი ასეთ დროს?
-აფთიაქში.
-რამე გიჭირს?
-არა,ჩემ დაქალს მაღალი სიცხე აქვს.
-დაქალიც ამას ქვია.
გავიცინე,თვალებში ყურება ძალიან მრცხვენოდა,ალბათ რას ვგავდი..გაწუწული..
სადარბაზოს მოახლოვება არ მინდოდა, კიდევ დიდი ხანი მინდოდა ამ მანქანაში ჯდომა..
რა სულელი ვარ! არც კი ვიცნობ,იქნებ მანიაკია? სისულელეა..მანიაკი კი არა ძალიან მაგარი ბიჭია..
-რა გქვია?
-ნინა,შენ?
-ნიკუშა.
-შენ რატომ ხარ გარეთ?
-საქმე მქონდა.
ძალიან დამაინტერესა, ამ წვიმაში რა საქმე უნდა ქონოდა,მაგრამ ხომ არ ვკითხავდი.ჩემი სადარბაზოც გამოჩნდა.
არაფერი არ მითქვამს,თვითონ გააჩერა.
სიკვდილამდე არ მინდოდა გადასვლა,მაგრამ ვიცოდი ბებო და მარი მელოდებოდნენ..
კარი გავაღე და სანამ გადავიდოდი მივუტრიალდი.
-დიდი მადლობა,მართლა!
-არაფრის, სხვა დროს ასეთ წვიმაში არ იარო თორემ შენც გაცივდები.
გამიცინა,ნეტავ არ გაეცინა...ყველაფერთან ერთად საოცარი სიცილი ჰქონდა..კინაღამ დავდნი..მეც გავუცინე.....
კარები ღია დამხვდა.
-ბებო,მოხვედი?
-კი ნანიკო მოვედი.
-გაშრი,მე მარის წამლებს დავალევინებ.
მარის შუბლზე ვაკოცე,ჩემ ოთახში შევედი,წამოვწექი და გაღიმებულმა დავხუჭე თვალები....
ის დავინახე,ნი კუ შა...გავახილე,ოთახის ჭერი...დავხუჭე და ისევ ნიკუშა.....
********************



№1  offline წევრი Latfe

მაგარია <3 გააგრძელე დიი სიამოვნებიტ დაველოდები შემდეგ თავს <3

 


№2  offline წევრი marikooo

ძალიან მაგარი იყო..! სასიამოვნო წასაკითხია..!ველოდები შემდეგ თავს!

 


№3  offline წევრი nineli

აუცილებლად გააგრძელეეე! :)) love

 


№4  offline წევრი mariam-mariam

dzalian magaria gaagrdzele :*

 


№5  offline წევრი nineli

აუუ შენ რა ახალი თავის დადებას არ აპირეეეებ?რამდენჯერ შევამოწმე ახალი თავი ხომ არ დადო თქო,,,მაგრამ ყოველჯერზე იმედგაცრუებული ვრჩები :X recourse

 


№6  offline წევრი American angel

Au bavshvebo arvar kalakshi da ver vdeb,orshabatidaan didii da magari tavebi gelodebat<3

 


№7  offline წევრი nineli

American angel
Au bavshvebo arvar kalakshi da ver vdeb,orshabatidaan didii da magari tavebi gelodebat<3

love

 


№8 სტუმარი ვიკა

ძაან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent