შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 5


17-03-2015, 18:07
ავტორი Only DrEAmer
ნანახია 3 077

ნუ რა ვთქვა, პირველ რიგში ბოდიშს გიხდით თითო თავი ასეთი პატარა რომ გამოდის, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე მაქ ღამის ათზე მოვდივარ და დაღლილი ვარ. შევეცდები უფრო დიდი გამოვიდეს. ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და მოგწონთ კიდეც. ^^ ჰო და კიდევ დიდი ხანი ვფიქრობდი სახელების შერჩევაზე^^ ამ თავში გაიგებთ მთავარი პერსონაჟების სახელებს. ^^
.......................................................................................................................



ფეხები ერთმანეთში ამებლანდა. გონება დამებინდა, გული ლამის ამომივარდა . ცახცახით მივუახლოვდი და მივესალმე. "დიქტატორმა" დიდისამბით გამაცნო მისი "ძმაკაცი"
-გაიცანით ანაბელ! ეს ჩემი მეგობარია იოანე!-არვიცოდი იოანე თუ ერქვა. ჩემი საყვარელი სახელი გაბრიელის მერე(გაბრიელი კიდე "დიქტატორის" სახელი იყო)
-სსასიამოვნოა... -ბლუკუნით ჩამოვართვი ხელი იოანეს, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა და თან ანთებული თვალებით კიდევ უფრო მაბნევდა
-იოანემ ჩვენი აქციები შეიძინა, ამიტომ დღეიდან მოგიწევს არამარტო ჩემი არამედ იოანეს მოთხოვნებიც დააკმაყოფილო!-შევცბი-არაა ეგ არ მიგულისხმია...-დაიბნა "დიქტატორი"
-დიახ მივხვდი რაც იგულისხმეთ.
-კარგი მე წავედი იოანეს უნდოდა პირადად დაგლაპარაკებოდა- ეს თქვა და კაბინეტისკენ წავიდა. როგორც კი თვალს მოეფარა იოანემ მაშინვე გაიღიმა და ვნებიანი თვალებით ამათვალიერა
-ისე თუ გინდა, თავიდან რაც იფიქრე ის მოთხოვნებიც დამიკმაყოფილე მე წინააღმდეგი არ ვარ! მეტიც მომხრე ვარ ამისი!
-კარგი ერთი კიდევ რა გინდა?!
- ნუ იბღვირები ... ისე არ ვიცოდი ანაბელი თუ გერქვა... ლამაზი სახელია...
-მადლობა...
-ალუბალი ანაბელი.... რაღაცით გავს ხო ერთმანეთს?
-საიდან მოიტანე ?
-შენი ტუჩებიდან...
-მოკეტე!
-უფროსს ასე უნდა ელაპარაკო ანაბელ ?
- გაბრიელს ვეტყვი!
-ფუჰ შპიონო!- ეს თქვა და პატარა ბავშვივით აიმრიზა
-სამუშაო მაქვს შენთვის არ მცალია, ისედაც იმდენი რამე დამავალა ბატონმა გაბრიელმა!
-ბატონმა გაბრიელმაო ? რაო "წეკრომ" ბატონი დამიძახეო?
-ვინ?
-წეკრომ
-ვინარი წეკრო ?
-გაბრიელს ვეძახით -სიცილი ამიტყდა-გიხდება ხოიცი შენ სიცილი-ეგრევე დავსერიოზულდი
-ვიცი, ახლა მაცადე მუშაობა!
-კარგი მეც საქმე მაქვს -მითხრა და თვალი ჩამიკრა, ღმერთო როგორ მომწონდა ეს ბიჭი!!!


...

-ვინ რეკავს ღამის ხუთ საათზე-ჩავიბურტყუნე და მობილურს ვუპასუხე-გისმენთ...
-უი გეძინათ ?
-რომელი ხარ ?
-შენი უფროსი
-ბატონო გაბრიელ?! ამ შუა ღამისას რამ მოგიარათ ? -გავწითლდი-უი უკაცრავად...
-არაუშავს ანაბელ უკვე მივეჩვიე ასე რომ მომმართავთ...-ისევ გავწითლდი-თქვენ სახლთან ვდგავარ დავალება მაქვს მოსაცემი...
-ღამის ხუთ საათზე ?!
-თუ სამსახურიდან წასვლა გირჩევნიათ ?-ეს ბიჭი ყველაზე დიდი კრეტინი იყო დედამიწის ზურგზე!!!!
-კარგი ჩამოვალ!-მივახალე ცივად და გავთიშე. "უზრდელი, გაგონილა ღამის ხუთ საათზე სამუშაო ? მემუქრება... მაგას მე ვინ ვგონივარ!!!"

მანქანას იყო მიყუდებული და მობილურში იყო შემძვრალი. ნაბიჯების ხმა გაიგონა და ამოიხედა.
-დამელოდეთ!- მიბრძანა და საბარგულისკენ წავიდა, 6 ცალი დიდი ყუთი ამოიღო სათამაშოებით სავსე -ეს გადაახარისხეთ როგორც წინა პარტია! ხვალ დილისთვის მზად უნდა იყოს!ახლა ნახვამდის
-მაგრამ მე...
-ნახვამდის!
ჩემ ბინამდეც არ ამატანინა. მიდი და ათრიე ეხა ამსიმძიმე ყუთები მე-9 სართულამდე. თან ლიფტიც არ მუშაობს! ნახევარ საათში ძლივს ავათრიე ეს ყუთები სახლში. მაგარი ყავა დავლიე რომ გამოვფხიზლებულიყავი და შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში ვახარისხებდი დილის ცხრის ნახევარზე მოვრჩი და "დიქტატორს" გადავურეკე, რომელიც უკვე საშინლად მძულდა და ერთადერთი რაც მინდოდა მისის სხეულის ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთვა იყო.
-გისმენთ!-მიპასუხა ახალგამოღვიძებული ხმით!
-დავახარისხე და სამსახურში მოვიტანო უნდა ?!
-აბა ტყუილად ხომ არ დაგადგებოდით ღამის ხუთ საათზე სახლში!რა თქმა უნდა, უნდა მოიტანოთ და მეტი შეკითხვა აღარ გავიგო-გამითიშა
ე.ი. გამოდიოდა რომ ამსიმძიმე ყუთები მე უნდა მეთრია არა ? გამითიშა იდიოტმა ღმერთო როგორ შემძულდა. ტაქსი გამოვიძახე, მძღოლი დამეხმარა და ჩამომატანინა, როგრღაც მოვახერხეთ და მანქანაში ჩავტენეთ. სამსახურში კი დაცვის ბიჭები დამეხმარნენ და პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შემატანინეს სათამაშოების დიდი პარტია ! ესეც ასე!

...
ნახევრად მიძინებული ვიყავი გაბრიელმა რომ დამიბარა.
-რა არის ეს!
-სათამაშოები!
-რა უნდა აქ ?
-არც ჩემთან სახლში არ უნდოდა გუშინ ღამე მარა იყო!
-ნუ მიტლიკინებ ენას!
-არ გიტლიკინებ სიმართლეს ვამბობ!
-სამსახურის დატოვება გინდა ?
-მემუქრებით ?
-კი!
-ნუღრიალებთ სირცხვილია!
-ნუგამაგიჟეთ ეხლავე წაიღეთ ესენი აქედან!
-სად წავიღო ?
-ჯანდაბაში!
-შორია ეგ ...
-რა ?
-იცოდით რომ ჯანდაბა ერთ-ერთი სოფელი იყო ინდოეთ..,
-მოკეტეთ და მომაშორეთ ესენი აქედან -მიღრიალა გაცოფებულმა
-და სად წავიღო?!-ენა მაქ გრძელი! ამიტომაც გაცოფებულმა გაბრიელმა ხელი დასტაცა მის მაგიდაზე დამდგარ ვაზას და მესროლა თან გაიწიეო მიყვირა, მეც მოვასწარი გვერდზე გადახრა თორემ პირდაპირ შუბლში მომხვდებოდამ არც მე ჩამოვრჩი, ყუთიდან სათამაშო ტანკი ამოვიღე და ვესროლე.აცდა. იმანაც დაიწყო სათამაშოების სროლა. ღმერთმა უწყის რამდენი რამე დავამტვრიეთ. მთელი ოთახი გავაფუჭეთ და ალბათ არც გავჩერდებოდით, ჩვენთვის შეუმჩნევლად შემოსულ იოანეს რომ არ გავეჩერებინეთ
-თქვენ ხალხო ნორმალურები ხართ! - ღრიალებდა იოანე და თან ცდილობდა გაბრიელი შეეჩერებინა რომელიც ანტიკვარული თიხის დიდი "რაღაცის" სროლას აპირებდა ჩემთვის!
-გამოუშვი რასაკავებ მესროლოს -ვწიკვინებდი მე და თან საწყალ ბიჭს ვეფარებოდი უკან . გაბრიელიც ღრიალებდა გამიშვიო. ბოლოს საწყალ იოანესაც მობეზრდა და ხელები გაგვიშვა. რა თქმა უნდა, ასე პირდაპირ არცერთი არაფრის ჩამრტყმელები არ ვიყავით . ჰოდა "გამწარებულმა" დიქტატორმა სამსახურიდან გამომაგდო და მას იოანემაც დაუჭირა მხარი და როცა უკვე ღამის პირველზე ჩემს ცივ ლოგინში ვიწექი და სამსახურს დავტიროდი, კარზე ზარი გაისმა. იოანე იქნება-მეთქი, წამოვდექი. კარი გავაღე და გალეშილი გაბრიელი შემრჩა ხელთ!


..................
მემგონი კიდე პატარა გამომივიდა... ბოდიში იმედია მოგეწონებათ ^_^ <3



№1  offline წევრი Annee

ძაიან ძალიან მაგარია მაგრამ პატარა. თან ისეთ მომენტში წყვიტავვ.. :@@ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დაწერ

 


№2  offline წევრი salomea

მალე დადე რა

 


№3 სტუმარი el love

გამოუშვი ერთი გამოუშვი:DDDD გამოუშVი მიდი:))

 


№4  offline წევრი F E N I X

აუუ გაგრძელე დიქტატორზე ბევს ვიცინიიიი wink wink მაგარია ძაანნნნ wink
--------------------
გრძნობების მკვლელი...

 


№5  offline წევრი ruti

მაგარია ძაან :))) მალე დადე რა შემდეგი ♥

 


№6  offline წევრი salo..))

am tavze dzaan vixalissee :D dzan magaria daanarchen tavebsac wavikitxavv <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent