ფულზე ღირებული
ეს არის ჩემი ახალი ისტორია და იმედი მაქვს მოგეწონებათ... ძალიან მიყვარხართ... ----------------------------------------------------------------------------------------- - ოცნებები... -მიფრინავენ!... -სად? -შორს!... -რამდენი? -ყველა!!!... **************************************************************************************************************** ძალიან კარგია,როდესაც ბავშვს არაფერი აკლია,არც თბილი ოჯახი,არც თბილი სახლი...არც მოსიყვარულე მსობლები და არც ფული... რაზეც ხელს გაიშვერს და ყველაფერს რომ ყიდულობენ...სულ ნაირ ნაირები რომ აცვია... ნაირნაირს ჭამს, ნაირნაირს ყიდულობს და ნაირნაირს იცვლის... არანაირი გართულება არ აქვს მდიდრებზე... ზოგს აქვს ზოგს კი არა... ეს ასეა ცხოვრების წესი, ყოველთვის იარესებებს მდიდარი და ღარიბი, ისე როგორც დღე და ღამე... მაგრამ მაინც ცოდო იყო... განგებამ ძლიერ დასაჯა... არა და არ იმსახურებდა ამდენს... დედა იყო და ისეთი ერგო ორი დღის ჩვილი მიატოვა,სახლი მას არ ქონდა წესიერი და კარი... ღარიბი იყო,თანაც ძალიან... მარტო მამა ყავდა... მამა რომელიც ეკატერინესათვის ყველაფერს ნიშნავდა... ეკატერინე იყო მამას ბურჯი... ეკატერინე იყო მამამისისათვის დედამიწის ცენტრიც, ცამდე კიბეც, მზეზე ამოსული ყვავილიც,ჰაერიც,ეკლესიაც, ეს გოგონა იყო მისი იმედი... იმედი რომელიც არასდროს ჩაქვრებოდა... მართლაც რომ მზე იყო ეკატერინე... მისი ჟღალი თმა უთუოდ მზის სხივების კონას მოგაგონებდათ... ისეთი ნაზი და სპეტაკი იყო... ნიავიც კი ჩერდებოდა მას რომ ხედავდა... ეკატერინე?! თვით საოცრება... წელამდე მზის სხივები ქონდა ეკატრერინეს... ლამაზი მოყვანილონის ვარდისფერი,მართლაც ვარდისფერი ტუჩები... ბროლივით თეთრი კბილები... ლამაზი წვრილი ცხვირი... წითელი სქელი ლამაზი ფორმის წარბები და გრძელი წამწამები... ფითქინა სახეზე ლამაზად ეტყობოდა ჭორფლები.... ეს ჭორფლებიც კი ალამაზებდა ეკატერინეს... მისი თვალები იყო საოცრება!... ულამაზესი მოყვანილობის თვალები ჰქონდა...ხასხასა... რაღაც საოცრება მწვანე ფერის თვალი ქონდა... ჰო თვალი და არა თვალები მეორე თვალი ცისფერი ქონდა... ამ ცის ფერი კი არა?! აი იქ ღმერთთან რომაა ცაა...აი იმ ღვთიური ცის ფერი ქონდა... ისეთი ლამაზი იყო ეკატერინე...გამხდარი იყო...რომ დამჯდარიყავი ალბათ ყველა ძვალს დაუთვლიდი... გამხდარი იყო და ეს სიგამხდრე სულ ალამაზებდა... ლამაზად მოუჩანდა ლავიწის ძვლები... ლამაზი ფითქინა ფეხები ქონდა... მისი ხელები... მისი ფითქინა ხელები სადღაც გამქრალიყო... თითები ოდნავ გაუხეშებოდა ანგელოზს... პასუხს ამ კითხვაზე კითხვითვე გაგცემთ "გლეხის ქალი და ასე ლამაზი?' გლეხის ქალი იყო ეკატერინე... ქალი კი არა გოგო,მაგრამ მისი სრულყოფილებით ბევრ ქალსაც აჯობებდა... სულ 15 წლისაა და უკვე ღვთაებაა... ქალი რომ გახდება წარმომიდგენია მერე რა იქნება. არასდროს ლაპარაკობს დედაზე... ეს მისი ტკივილია... ცხოვრობს თბილისის გარეუბანში ერთ მართლაც პატარა "ოთახში"... მამასთან ერთად... საერთოდ არავინ ყავთ... მხოლოდ ეკო და მამა არიან... მათი "სახლი"? ერთი სარკმელი აქვს სახლს საიდანაც მზის სხივი ანათებს ოთახს... თუმცა რაღა მზის სხივი უნდა აქაურობას თავად მზე ზის ოთახში... გაბზარულ მინებს კარგად ეტყობათ მრავალჯერ რომ არიან შეკეთებულები "სკოჩით'...ერთი პატარა საწოლი დგას ოთახში... როგორ ეტყობა მრავალ ომ გამოვლილი რომაა,ვინიცის რამდენჯერაა შეკეთებული. ორი პატარა ხის სკამი, ერთი პატარა ხელნაკეთი მაგიდა...პატარა ფიცრული კარადა რომელსაც კარიც კი არ აქვს... მის თავსა და ბოლოში ლურსმნებია დარჭული ზედ ძაფი გაბმული და ეკოს ხელნაკეთი ფარდა ჩამოფარებული... ონკანთან პატარა "შკაფი" იდგა ზედ გადაჭრილი პოლიეთილენის ბოთლი იდო და შიგ ორი ჩანგალი,ორი კოვზი და ერთი დანა იდო... გვერდით შეაჩნევდით სამ თეფშსა და ორ ჭიქას... დარწმუნებული ვარ ეს კომუნისტების დროინდელია მართლაც... თუ კი რამე ტანსახმელი ქონდა ეკოს ან თვითონ იკერავდა ან ტაძარში მისვლისას ახლობელი დედაო ჩუქნიდა... ერთი წყვილი ფეხსაცმელი ქონდა...სიძველისაგან "პირდაღებულები" მაგრამ ისევ ეკოს ოსტატობით კიდევ რომ გაეხანგრძლივებინათ სიცოცხლე... მამა დილიდან საღამომდე გასულია... ზამთარ-ზაფხულ,წვიმასა და ქარში,თოვლსა და ყინვაში დადის ქუჩებში და ხატებსა და საეკლესიო სანთლებს ყიდის... დიდი ბედნიერებაა ზურა ძიასთვის სახლში 2 ლარი მაინც რომ მიიყოლოს,ამით ხომ შეძლებენ ერთი პურის, 2 კვერცხის და ერთი სანთლის ყიდვას... მათთან ელექტრო ენერგია არც არასდროს ყოფილა, ზურა ძია იმდენს ვერასდროს ვერ შოულობს რომ დენის ფულის გადახდა მოახერხოს... რამდენჯერ დაუძინით სულ მშივრებს... მათ სახლში ჯერ არ ანთებულა ნათურა... მათ სახლშიი არასდროს არ ყოფილა ის რასაც მართლა საჭმელი ქვია,მათ არასდროს უგვრძნიათ ნაყროვნება... **************************************8 ისევ აუწყდა უკვე მრავალჯერ დაკერებულს ჩანთას ყური და კვლავ ხელში მოუწია დაჭერა ეკოს... კლასში ისევ ბოლო შემორჩა ქურთუკი მოიცვა... ეს ქურთუკი რომ აჩუქა ედაომ იმ თავიდან არ უმუშავებს ელვა... მეტი არაფერი ქონა ეკოს ადგა და ელვის გვერდით პატარა შავი ღილები დააკერა მეორე მხარეს კი ძაფით საღილეები გაუკეთა... ახლა წვალებით შეიკრა ღილები... ანთა აიღო და გარეთ გამოვიდა... ნაწნავი გვერდით გადმოიგდო და ქუდი წამოიხურა... ისევ გაეთოშა თითები... მოეყინა ის ლამაზი ცხვირი. საწყლად აფახუნებს იმ გრძელ წამწამებს... აი უკვე იგრძნო ფეხებში სისველე... სწრაფი ნაბჯებით მიუყვება სახლისაკენ გზას... როგორ უნდა ახლა შეეძოს ავტობუსით წასვა... ფეხებს უკვე ვეღარ გრძნობს,მაგრამ მას არც არასდროს ქონია ავტობუსის ფული... ისევ ფეხით მივდა სახლში... უკვე ტიროდა ისე აძრებოდა ფეხები... სახლის კარი გააღო და შიგნით შევიდა... სახლშიც ისევე ცივა როგორც გარეთ ამიტომ არც კი უფიქრია ქურთუკის გახდაზე... იქვე მიდებულ ტომარას დაწვდა სადაც მისი ნაგროვები გირჩები ეყარა და ღუმელში შეყარა... ცოტა მუყაოც მიაყოლა... ამით მეზობელი ნანა ეხმარება,რომელიც მაღაზიაში მუშაობს და ყოველთვის უნახავს ცარიელ ყუთებს... ასანთის ბოლო ღერიც გაკრა და ცეცხლი მიუნთო -ასანთიც გათავდა....-ოთახში გაიჟღერა სასიამოვნო ხმამ. ანთებულ ღუმელს ხელები მიუშვირა გასათბობად... ცოტა რომ დათბა სახლში ქურთუკი გაიხადა... სულ მთლად სველი წინდები გაიხადა და იქვე ღუმელთან მიფენილი "ახალი" წინდები ამოიცვა,რომლებიც გუშინ დააკერა. ნაწნავი უკან გადააგდო და ონკანთან მივიდა, ჩაიდანი წყლით აავსო და ღუმელზე შემოდგა... ფინჯანი აიღო და კარადიდან საშაქრე აიღო თავი ახადა და ტკივილიანად ამოიხვნეშა... შაქარიც გათავებულა... არადა როგორ უფრთხილდებოდა ამ შაქარს... ჩაიში ნახევარ კოვზს ყრიდა,მაგარამ აი მაინც უკვე გატავდა. გაჭირვებით მოფხიკა საშაქრის კედლებიდან და ფინჯანში ჩაყარა... ახლა ისევ მოუწევდათ უშაქრო ჩაის სმა... მალე ჩაიდანიც ახმაურდა და ფრთხილად დაასხა ფინჯანში... დაყენეული პიტნის ფერიც ეკონომიურად დაამატა... საპურეს თავი ახადა და დაინახა პურის მხოლოდ ყუა ნაწილი იყო დარჩენილი... თხლად ჩამოაჭრა ერთი ნაჭერი და კვლავ უკან დააბრუნა... უნდა გამოეზოგა... შეიძლება მამას კვლავ ვერაფერი გაეყიდა და სახლში მოსულს მთელი დღის მშიერს ასე ვერ დატოვებდა.,, პური ღუმელზე დადო და ოდნავ შეხუხა... პატარა სკამი მიიჩოჩა და ღუმელთან მოკალათდა... გარინდულმა გამოცალა ჩაი და ონკანისაკენ წავიდა... ისევ გაუყინა ცივმა წყალმა ის წვრილი თითები... მაგიდათან მიჩოჩდა და მეცადინეობა დაიწყო... არანარი პირობები არ აქვს,მაგრამ მაინც ძალიან კარგად სწავლობს... საღამო ხანს მორჩა მეცადინეობას დაა ისევ კერვას შეუდგა... წინა კვირას დედაოს მიცემულ ნაჭრებში თბილი მატერია იპოვა და გადაწყვიტა მამასთვის ქუდი შეეკერა... მალე ამ საქმესაც მორჩა,სიყვარულით გადაუსვა ქუდს ხელი და იქვე ბალიშზე ჩამოდო... იცის რომ ამიტ მამას ძალიან გაახარებს. ახლა ხომ აღარ შესცივდება წვიმასა და თოვლში მის მამიკოს თავზე... ისევ შეაყარა ღუმელს გირჩები და კვლავ შემოდგა ჩაიდანი. უკვე ბნელდებოდა... მამას მოსვლის დრო იყო და ცხელი ჩაი უნდა დაეხვედრებინა,თუმცა უშაქრო... ზურა ძიამაც არ დააყოვნა და მალე სემოხსნა სახლის კარი... -ეკა მა მოვედი...-დაუძახა სახლში შემოსულმა. კარსი მეიეგება ეკატერინეც და თბილად მიეხუტა გაყინულ მამას გულზე. მამამ კი შუბლზე აკოცა თავის ანგელოზს... -გაიყინე მა?- ფრთხილად გახადა ქურთუკი მამას და "საკიდზე"-კედელზე მირტყმულ ლურსმანზე ჩამოკიდა. -აბა რა ხდებოდა მამა დღეს სკოლაში?-სკამზე ჩამოჯდა მამა სადაც უწინ ეკო იჯდა. -არაფერი მა ყველაფერი ისევ ისეა... დღეს ინგლისურმა მკითხა და ათი მივიღე- სიხარულით უთხრა ეკომ. -კარგია მამას გოგოვ... ხო იცი მა სნ რაც არ უნდა მოხდეს უნდა ისწავლო, უნდა ისწავლო იმისათვის რომ ასე არ იყო გესმის?!-თვალები აუცრემლიანდა ზურა ძიას... -მა... მე კარგად ვარ გესმის?! შემომხედე, კარგად ვარ და ჯანმრთელად... მთავარია სენ მყავდე მა და მეტი მე არაფერი მინდა ჩემო მამმიკო...- ნაზად დაუსვა ოდნავ მოზრდილ და მოუვლელ წვერზე ხელი. კალთაში ჩაისვა ქალიშვილი და გულზე ძლიერად მიიხუტა. -მამას სიმდიდრე ხარ შენ...-ზურა უჭირდა ეკოსაც ახლა მამის სევდიანი თვალების ყურება,მაგრამ ამასა არ დაანახებდა... - როდის მოვაწესრიგოთ შენი წვერი?-კითხა ხალისიანად. -ახლა არა მა და ხვალ იყოს, დღეს ძალიან დაღლილი ვარ-ლოყაზე აკოცა შვილს. -კარგი ხვა იყოს მა...-ეკო და შუბლზე გადაუწია მამას თმა... დააკვირდა მის შუბლდა... როგორ გასჩენია შუბლზე ხაზები... როგორ დასევდიანაებია თვალები... რამდენი ტკივილი გადაუტანია... -შენთის რა მაქვს მააა.... -სიხარულით უთხრა ზურამ და გულის ჯიბიდან ერთი ცალი კამფეტი ამოაძვრინა და შვილს გაუწოდა... ეს ფაქტი უკლავდა გულს სულ ეკოს... ის რომ მამა მის გარეშე კამფეტსაც კი არ ჭამდა... საერთოდ რამდენი ხანია კამფეტი არ დაუგემოვნებია... სწრაფად წამოხტა მამის მუხლებიდან და დანა აირო,კამფეტი კრადაზე დადო და თვლაზომით გაზომა... მერე დანა დაადო და ორივე ხელით დააწვა... უცებ გაიმა რაღაც ხმა... მერე ხელი დაავლო ორად გაყოფილ კამფეტს და კვლავ მამასთან მივიდა, კვლავ მის მუხლებში მოკალათდა და ერთი კამფეტის ნაჭერი გაუწოდა -არ მინდა მა შენ შეჭამე-აცრემლიანებული თვალებით უთხრა ზურამ -მა....-ეერთი წაიდუდღუნა ეკომ და მამას კამფეტი მიაჩოჩა, შემდეგ კი თვითონაც გემრიელად გადასანსლა კამფეტი... -ნახე მე რა მაქვს შენთვის...-ახლაღა გაახსენდა საჩუქარი... საწოლიდან შავი მოკეცილი ქუდი აიღო და მამიკოს მიაწოდა-დღეს შეგიკერე მა...-სიხარულით უთხრა... -მამას იმედო.. მადლობა მაა ძაან გამახარე-შუბლზე აკოცა ქალიშვილს. -ხვალ რომ წახვალ დაიხურავ და აღარ შეგცივდება თავზე-თან ესაუბრებოდა და თან ქუდი მოარგო მამას-ოხ... როგორ გიხდება მამიკო რომ იცოდე... -მამას სიამაყვე... უკვე დაღამდა... ეკომ ყურ მოტეხილ ყავის ჭიქაში დარჩენილ სანთელს ღუმლიდან მიუნთო ცეცხლი და მაგიდაზე შემოდგა... მამამ ჩაიც დალია... -აღარც შაქარი გვაქვს და აღარც ასანთი... აღარც პური... დღესაც ვერაფერი გავყიდე.. არ ვიცი ასე როდემდე ვიქებით-ზურა -არ იდარდო მა,მთავარია ერთმანეთი გვყავს... მერე ყველაფერი გვექნება... ყველაფერი კარგად იქნება- ჩაის ფინჯანს წყალი გამოავლო და კარადაზე დადგა... მერე საწოლთან მივიდა და ზედ დადებული ლეიბი აიღო, იატაკზე გაფინა, შემდეგ თეთრეული გადააფინა, ბალიში დადო და საბანიც ლამაზად მიკეცა... სააბაზანოშო საღამურებიც ჩაიცვა, მოწესრიგდა და საწოლში შეწვა, მალე ზურა ძიაც მოკალათდა იატაკზე გაშლილ საწოლში და შვლისკენ გადაბრუნდა -ძილინებისა მა...-ეკო -ძილინებისა მამას სიხარულო-ზურა კედლისაკენ გადაბრუნდა ეკკო და კვლავ მოკუმა ტუჩები,,,, იმ ლამაზი თვალებიდან კვლავ გადმოსვცივდა ოქროს ცრემლები, ისევე როგორც ყოველ ღამე... ჩუმად ტიროდა... სტკიოდა რომ განა ის რომ ასეეთი ღარიბები იყვნენ, არა............! მას ის ტკიოდა რომ მამამისი ასე განიცდიდია მათ მდგომარეობას... რომ მისთვალებში სულ მუდამ ეს დიდი სევდააა ჩაბუდებული. როგორ უნდა,ღმერთო როგორ უნდა რომ ერთ დღეს მამის თვალებში ეს დიდი ტკივილი აღარ ამოიკითხოს. რამდენი ოცნება აქვს... კვლავ გულით შესთხოვა უფალს რომ ხვალ უკეთესი დღე გაუთენოს და მერე ცრემლიანი თვლაები მაგრად დახუჭა... ********************************************888 გამარჯობა ჩემო ძვირფასებო!... მომენატრეთ და თანაც როგორ ძლიერ?! ისევ ვერ მოისვენა ჩემმა ანცმა გულმ და კვლავ დავისყე ჩემი ნაბოდიალების აქ გადმოტანა... ვიცი არაფერს განსაკუთრებულს მე არ ვწერ და არც გამოვირჩევი წერის მანერით,მაგრამ ვისაც მოგწონთ და კითხულობთ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ... და აი დავბრუნდი... იმედია მოგეწონებათ ეს ისტორიაც... ძალიან ძალიან მიყვარხართ... ვიცი ბევრი მელოდით უკვე დიდი ხანია, მაგალითად ტერო... აი ხომ მაინც დავწერე ტეროოო ახლა აღარ გაგაბრაზებ ...mylove, nuki, ჩემი პანდააა, იმედია ტალახაძეც ისევ ჩემ გვერდით იქნება, მოკლედ ველი თქვენ შეფასებას ისევე როგორც ყოველთვის... თქვენი ელი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.