შანსი არ არის! (სრულად)
ზაფხული,შემაწუხებელი სიცხე და ერთფეროვნებით გადაღლილი ხალხი..მეგობრები,კაფეები,შოპინგი ერთადერთი გასართობი,რომელიც შეიძლება გქონდეს მთელი სეზონის განმავლობაში. -ტასოოო მალეეე სად ხარ ამდენ ხანს?? თითქმის ყვიროდა ლოდინისგან შეწუხებული ნინი. -ხო მოვდივარ -ტასოს მშვიდმა ხმამ გააოცა ნინი,მაგრამ არაფერი აგარ უთქვია. 5 წუთში კიბეებზე ანასტასია მშვიდად,აუჩქარებლად მოაბიჯებდა.შავი კოქტეილის კაბა მის გრძელ და ლამაზ ფეხებს ხაზს უსვამდა და უფრო ლამაზს აჩენდა.მსუბუქი მაკიაჟი და გრძელი,ქერა თმა,რომელიც მხრებზე ჩამოშლოდა უფრო ჰაეროვანს და ნაზს ხდიდა. გოგოები ნახა და იქვე ჩამოჯდა. -როგორც იქნა))) -ნინიი არგინდა რა! ზედმეტად შეწუხებული ხმით უთხრა ტასომ და არაყი ისე დალია არც კი შეუხედია დაქალისთვის. -რა მოხდა?? -ირაკლიმ მომწერა -რა უნდოდა? -არვიცი,გაურკვევლად ლაპარაკობდა.საკუთარ თავს არსცემ პატივსო და თავისებურები დაიწყო.კი ვუთხარი შენი ცხოვრებ გაქ და ჩემსაში ცხვირს ნუ ყოფ მეთქი,მაგრამ ხო იცი რო ფეხებზე პროსტა სირცხვილია ჩემი ყოფილი ასე თუ ისე მაინც ჩემი სახელია და არმსიამოვნებს რამე ცუდს რო ამბობენო. -მოიცაა და შენ არაფერი არუთხარი??? გაოცება ვერდამალეს გოგონებმა. -როგორ არა.შენი ყოფილი კარგად იცი რო არვარ და რაგინდა უკვე მერამდენედ უნდა გითხრა რო ხალხის აზრი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს მეთქი.თუ ესე ძალიან ნერვიულობ ჩემ სახელზე იმათ გაურჩიე საქმეები,ვინც ჭორაობენ და მე დროს ნუ მაკარგვინებ მეთქი.ხოო და შეეცადე რაც შეიძლება შორს დაიჭირო ჩემგან თავი ისედაც საკმარისზე მეტად ამირიე მეთქიცხოვრება და აღარ მოუწერია. -კაი დაიკიდეე მაგაზე არმოიშალო რა ნერვები. ლიკუნამ ისეთი თბილად და ბავშვურად სთხოვა რომ ღიმილი ვერ შეიკავა და გულწრფელად გაუნათდა სახე ტასოს. პირველის ნახევრისკენ კორპუსის შესასვლელთან უკვე საკმაოდ თავდაჯერებულად და მხიარულად მიაბიჯებდა ანასტასია.მეგობრებთან ერთად ყოფნამ ყველაფერი დაავიწყა და ხასიათი გამოუკეთა.ბიჭებისთვისაც კი არმიუქცეია ყურადღება,რომლებიც მის არცერთ მოძრაობას არტოვებდნენ ისეთი დაჟინებით უყურებდნენ.მხოლოდ მაშინ მიაქცია ყურადღება,როცა მის წინ ასვეტილები დაინახა რაღაც ამაზრზენი მზერითა და სიცილით. დანის დანახვაზე ხმა ჩაუვარდა,ცრემლებით აევსო დიდი ცისფერი თვალები და უკან გაქცევა დააპირა,მაგრამ ერთ-ერთმა მკლავში მოკიდა ხელი და უკან დააბრუნა.-შენი სახლი მაგეთ არააა..ისევ ამაზრზენი სიცილი და შიშისგან დაკარგული გარემოს აღქმა. -გთხოვთ მხოლოდ ეს ამოილუღლუღა და უკვე ხმამაღლა დაიწყო ტირილი.მანქანის გაჩერების ხმამ შეაკრთო ბიჭები,მაღალმა უკან მიიხედა და იქიდან გადმოსული ბიჭების დანახვაზე ანასტასიას ხელი ჰკრა და გაიქცა,უკან მიჰყვა მეორეც და მაშინვე დაედევნენ მათ ბიჭებიც. გონს მოსული ანასტასია ირაკლის დანახვაზე შეკრთა.ჯერ ბოლომდე არჰქონდა გახელილი თალები,როცა მისი სილუეტი დაინახა და ეგონა ეჩვენებოდა.მერე მიხვდა რომ მართლა მის გვერდით იყო. -ირაკლიი შენ აქ რაგინდა? - ტკივილნარევი,აკანკალებული ხმით ძლივს ჰკითხა და წამოჯდომა სცადა,თუმცა ყველაფერი ისე სტკიოდა ვერ შეძლო. -ირაკლიი შენ აქ რაგინდა? - ტკივილნარევი,აკანკალებული ხმით ძლივს ჰკითხა და წამოჯდომა სცადა,თუმცა ყველაფერი ისე სტკიოდა ვერ შეძლო. -შენი პრობლემების მოგვარებას ვცდილობ- მოკლედ მოუჭრა თან თვალს არ აშორებდა. -ჩემი პრობლემები შენ არგეხება ჩემითაც გავმუკლავდები როგორმე. -კარგად გამოჩნდა რა შეგიძლია სულ რაღაც ნახევარი საათის წინ და როგორც ჩანს შენ უუკვე აღარც გახსოვს - ირონიულად და უცნაური კმაყოფილებით უპასუხა.ამ სიტყვებზე ის საშინელი შიში გაახსენდა,რაც იმ დროს იგრძნო და ცრემლები დაუკითხავად წამოუვიდა.ისევ ის ბიჭები დაუდგა თვალწინ,მათი სიცილი,გამოხედვა..თავი ჩაღუნა და ხმას არიღებდა. -მადლობა. ბოლოს ისევ ტასომ დაარღვია ჩამოვარდნილი სიჩუმე. -ეს აღიარებად ჩავთვალო რო ჩემ გარეშე არაფერი არ შეგიძლია? -კმაყოფილი სახით იკითხა. - უბრალოდ თქვი არაფერს და წადი ან თუგინდა მაგასაც ნუ იტყვი. -და ხელს შენით მიხედავ?? -კი. -და გჯერა რო მართლა შეძლებ მარტო ჭრილობის დამუშავებას მერე გადახვევას და რავიცი კიდე -კი შევძლებ.შეწყვიტე ჩემი როგორც სულელი გოგოს წარმოჩენა,რომელსაც არაფერი არ შეუძლია.საკმაოდ დიდი ხანია მარტო ვცხოვრობ და როგორც ხედავ მაინც ცოცხალი ვარ და არაფერი არ მჭირს.პრობლემები ძირითადად მას შემდეგ მექმნება რაც შენ გამოჩნდი ჩემ ცხოვრებაში და ძალიან დიდი სურვილი მაქ რო ისევე გაქრე როგორც გამოჩნდი.იმედია ყველაფერი გასაგებად გითხარი ეხლა კი შეგიძლია წახვიდე!! -ჩემთან მეორედ ესე ლაპარაკი აღარ გაბედო! ხმას არ აუწიო გესმის??? ირაკლის გამწარებული თვალების დანახვაზე შეეშინდა ანასტასიას. -გასაგებად გითხარი წადი!!! -ირაკლი ოთახიდან გავარდა და კარები მიიჯახუნა.ტასომ სასწრაფოდ დაურეკა გვანცას და ნინის და დახმარება სთხოვა.გოგოები 20 წუთის შემდეგ უკვე მის სახლთან იყვნენ.სახლში შესულებმა მეგობრის დანახვაზე შეშფოთება ვერ დამალებს და ერთხმად დაიყვირეს,თუმცა ანასტასიამ მალევე გააჩუმა. -გეყოფათ დასახმარებლად დაგირეკეთ მე!! -რაში უნდა დაგეხმაროთ?? ძლივს იკითხა ნინიმ. -ხელის შეხვევაში.უკვე დავიმუშავე და მარტო ვერ შევიხვევდი ასე რომ თქვენ გიცდიდით. -კაი მოიცა ეხლავე დაგეხმარებით. გვანცა სასწრაფოდ მივიდა და ბინტი აიღო.შეხვევისას ყოველ 2 წუთში ერთხელ ეკითხებოდნენ ხოარ სტკიოდა,რამე ხოარ უნდოდა და მათმა ასეთმა დაბნეულობამ ბოლოს გააცინა კიდეც. -რა გაცინებს? -როგორც ყოველთვის ბავშვური გულისწყრომით იკითხა გვანცამ -თქვენზე მეცინება.ძაან დაიბენით ესე რო დამინახეთ.. -რა მოხდა არ მოყვები? ყველაფრის მოყოლის შემდეგ ისეთი შეშინებულები იყვნენ ტასოსთან დარჩენა გადაწყვიტეს.დილით ისე წავიდნენ ტასო არ გაუღვიძებიათ,იცოდნენ რო საკმაოდ დაღლილი იყო და ცდილობდნენ ყველანაირად ხელი შეეწყოთ დასვენებისთვის. საღამოს გარეთ გასვლა ვერ გაბედა და სახლში ფილმის ყურება არჩია.სულ ცოტა 4-5 ფილმს მაინც უყურა და მერე დაიძინა.2კვირა ასე გრძელდებოდა სახლი,ტელევიზორი,კომპიუტერი,წიგნები..გარეთ იშვიათად გადიოდა. მისი შიდაპატიმრობიდან გათავისუფლება მხოლოდ ლიკუნას დაბადების დღემ შეძლო.ოქროს დაბადების დღის გადახდა და უამრავი ადამიანის დაპატიჟება ჰქონდა გადაწყვეტილი ტასო კი ამ ყველაფერს ვერ გამოტოვებდა.დიდხანს არუფიქრია იმაზე თუ რა ჩაეცვა და მალევე მზად იყო,თუმცა მაინც ყველაზე ბოლო მივიდა წვეულებაზე.ახალგაზრდები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ ანასტსია კი,როგროც ყოველთვის თავდახრილი და გაწითლებული დადიოდა.ღიმილი სახეზე შეაშრა,როცა ლიკუნასთან და ნინისთან მდგარი ირაკლი დაინახა იუბილარის შეყვარებულთან ერთად.მხიარულები ჩანდნენ და გადაწყვიტა ხელი არ შეეშალა.გარეთ გავიდა და მარტო დაჯდა.ცოტახანს ასე იყო შემდეგ გოგოების ხმა გაიგო და შემოტრიალდა.ისევ ერთად იყვნენ და მისკენ მიდიოდნენ,მაგრამ ახლა წასვლა სისულელე იქნებოდა და ადგილზე დარჩა. -მარტო რატო ხარ?? -ლიკუნა იმდენად ბედნიერი იყო,რომ დაქალის უხასიეთობა ვერ შეამჩნია და ძალიან მხიარულად მიუჯდა გვერძე და ჩაეხუტა. -თავი ამტკივდა და გამოვედი.ხო არ გეწყინება რო წავიდე?? -ანა რა გჭირს?? შეიძლება იმ ღამეს შეგეშინდა,მაგრამ სახლში გამოკეტვით თავს ვერ უშველი და ეს შენც კარგად იცი!! -თავს ვეღარ აკონტროლებდა დაქალის საქციელებით შეწუხებული ლიკა. დღეს მაინც დარჩი ცოტახანს ესეთი მშიშარა როდიდან ხარ?? -ლიკუნა მორჩიიი!! -ძლივს თქვა და მაშინვე გასასვლელისკენ წავიდა.მხოლოდ სახლთან მისულმა შეამჩნია რომ მარტო არ იყო.ნაბიჯს აუჩქარა უნდოდა მალე შესულიყო სახლში.კარები როგორც კი გააღო უკნიდან ვიღაცის სიახლოვე იგრძნო. -ჩემ გამო წამოხვედი?? -ირაკლის ხმის გაგონებამ ნაწილობრივ დაამშვიდა ანი,ნელა შემოტრიალდა..იმდენად იყო შეშინებული ხმას ვერ იღებდა.მისი აწყლიანებული ლურჯი თვალების დანახვაზე მის წინ მდგომი აყლაყუდას მომღიმარი სახე სადღაც გაქრა.- რა გჭირს?? გაოცებულმა ჰკითხა. -მეე..მეე მეგონაა.. და ცრემლები წამოუვიდა.უცებ რაღაც უცნაური სითბო იგრძნო,ესმოდა როგორ გაუდიოდა გულს ბაგაბუგი,ოღონდ მისას არაა ირაკლისას,რომელსაც ძლიერად ჰქონდა ხელები მოხვეული და შუბლზე კოცნიდა. -იქიდან ჩემ გამო წამოხვედი,მაგრამ ლიკუნამ სწორი გითხრა გარეთ იმიტომ არგამოდიხარ რო გეშინია და ესე დიდ ხანს ვერ გაგრძელდება.მისი სახე ხელებში მოიქცია და ძალიან წყნარად დაუწყო ლაპარაკი. -მეშინიაა..ძლივს ამოილუღლუა -ვიცი..ვხედავ ოღონდ ვერ ვხვდები რისი?? ის ბიჭები შენთან ვეღარ მოვლენ ვეღარასდროს -მარტო ეგენი არარიან კიდე ბევრია მაგათნაირი.მაშინ შენ იყავი და მარტო რო შევხვდე რა ვქნა?? -ვერ შეხვდები -თქვა იკამ დიდი კმაყოფილებით და შუბლზე აკოცა. -ეხლა წამოდი ლიკუნა ცოდოა დაბადების დღეს ნუ ჩაუმწარებ,მერე მე გამოგაცილებ. -არმინდა წამოსვლა -გინდა -აუცილებელია ხელში აყვანილი წაგიყვანო?? -არა,მართლა არმინდა და ესეთი სახით ნუ მიყურებ -როგორი??? -საწყალი -ტორტს როგორც კი გაჭრიან წამოგიყვან. ეს სიტყვები რომ გაიგო ანასტასიამ უკვე ჰაერში იყო. -დამსვიი ჩემით მაინც წამოვალ რაა.კიბეებზე რომ ჩავიდნენ მაშინღა დასვა და უცებ მის გაბრწყინებულ სახეზე სერიოზული,მოწყენილი,გაბრაზებული,ნატანჯი ყველანაირი ადამიანი დაინახა გარდა ბედნიერისა -ზაზაა?? -ხოო..როგორ გაზრდილხარ..ეს თქვა და გოგონას სანახავად გადაიწია,მაგრამ ანასტასიამ მაშინვე უკან დაიხია. -შენ აქ რა გინდა? ძალიან ცივად იკითხა. -შენ სანახავად მოვედი სალაპარაკო გვაქ. -მე შენთან ლაპარაკი 7წლის წინ დავამთავრე.მეგონა კარგად გქონდა გააზრებული ეს,თუმცა როგორც ჩანს ვცდებოდი. -ეგ შენ დაამთავრე მე არც დამწყია.სახლიდან ისე წამოხვედი არავის არ მოუსმინე და ეს რა თქმა უნდა დედაშენის დიდი ამაგის ბრალია,რომელიც შენს აღზრდაში გაწია... -უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყევბი. -დედაჩემს ნუ ახსნებ! ამ სიტყვებს მთელი გული ამოაყოლა და ცრემლებიც ვეღარ შეიკავა,რომელიც დიდი ხანია აღრჩობდა.ირაკლი უკვე გაგიჟებას იყო ამ სანახაობის შემხედვარე.პირველად ცხოვრებაში არ იცოდა რა ექნა. -მოდი ამაზე აქ ნუ ვილაპარაკებთ სადმე წყნარად დავსხდეთ.თუგინდა შენთან ავიდეთ ან არვიცი რომელიმე კაფეში გავიდეთ.-ძალიან მშვიდად უპასუხა ზაზამ. -ეტყობა ვერ გაიგე-ირონილუმა ღიმილმა გადაურბინა ანასტასია სახეზე და დამარცვლით უთხრა -მე არ მინდა შენთან ლაპარაკი! -შეიძლება იძახდე რომ არგინდა,მაგრამ ვიცი რო გაინტერესბეს რა მოხდა იმ დღეს,ვიცი რო უამრავი კითხვა გაქ და პასუხების მიღება მხოლოდ ჩემგან შეგიძლია.ასე რომ ტყუილად ნუ ჭირვეულობ პატარა ბავშვივით. -მე ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი!ჩემი თვალით დავინახე.მე გისმენდით და გიყურებდით,მაგრამ შენ ყველა დააჯერე რო ბავშვური ტყუილები იყო ის ყველაფერი,რაც პოლიციას ვუთხარი. - კი ეს იყო ბავშვური ტყუილები.შენ არ იცი რა მოხდა,არც ის იცი როგორ მაწამებდა მთელი ცხოვრება დედაშენი და არც ის როგორ უნდოდა ჩემი მოკვლა რომ თავის საყვარელთან გაქცეულიყო და არც ის როგორ მემუქრებოდა შენი თავის წართმევით. -გაჩუმდი!!დედა ყოველთვის ყველაფერს ითმენდა შენგან..ყვირილს,ჩხუბს,ცემას..ამ ყველაფერს მე ვხედავდი გესმის ვხედავდიი!!! ბავშვობის სხვებისთვის უბედნიერესი წლები მე შიშში გავატარე,მთელი ბავშვობა წამართვი და მერე ერთადერთი მეგობარიც,კარგი მრჩეველიც მთელი სიცოცხლე წამაართვი!!ეხლა წადი აგარაფერი აგარ თქვა უბრალოდ წადიდა ჩემ სანახავად დაბრუნება აღარ გაბედო!!ვერ გიტან!! ირაკლი მიხვდა რომ ზაზა წასვლას არ აპირებდა ამიტომ ტასოს ხელი მოკიდა და სასწრაფოდ წაიყვანა.მისი ცრემლიანი თვალების დანახვაზე ცუდად ხდებოდა.. სხვა დროს ლამაზი,მხიარული სახე,ლურჯი,მრავლისმთქმელი თვალები რო უცნაურ სითბოს და ბედნიერებას ასხივებდნენ.ახლა ცრემლებით იყო სავსე და ვეღარ მალავდნენ იმ ტკივილს,რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თავისთვის ინახავდა მისი პატარა გული. -ის კაცი მამაშენი იყო?? -დიდი ხნის დუმილის შემდეგ ისევ ირაკლიმ დაიწყო საუბარი. -ხოო..ძლივს გასაგონად უპასუხა..-ჩემ სისუსტეში საბოლოოდ დარწმუნდი და წესით იმდა გოხაროდეს. -არა პირიქით დავრწმუნდი რო ძალიან ძლიერი ხხარ.მე ვერასდროს ვერ დაველაპარაკებოდი მამაჩემს ისე,როგორც შენ ელაპარაკები. მთელი გზა ჩუმად იყვნენ,ხმა არცერთს აგარ ამოუღია.ირაკლი უყურებდა ანასტასიას ჩაფიქრებულ,მოწყენილ და მაინც მშვიდ სახეს და რაღაც უცნაური გრძნობა ეუფლებოდა.უნდოდა დახმარებოდა,მაგრამ არ იცოდა როგორ,უდოდა გაეცინებინა ისე,როგორც ეს მასთან სახლში შეძლო ცოტა ხნის წინ,მის სახეზე უნდოდა ის ბედნიერი გამომეტყველება დაეჭირა,რომელსაც ამ ბოლო დროს ხშირად ვეღარ ხედავდა.ყველაზე მეტად კი უნდოდა ისევ ის სითბო ეგრძნო,რომელმაც ყველა კაპილარი მოიცვა,როდესაც ანასტასიას ეხუტებოდა,მის ნაზ თმას ეხებოდა,შუბლზე კოცნიდა,გულში იკრავდა,ცრემლიან თვალებს უმშრალებდა და ხვდებიდა რომ ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებდა ამ ფაიფურის თოჯინაზე.მანქანა ულამაზეს ეზოსთან გააჩერა,რომლის ბილიკიც დიდ,ასევე ულამაზეს სახლთან მიდიოდა. -აქ რა გვინდა? -როგორც იქნა ანასტასიამაც ამოიღო ხმა. -დასვენება გჭირდება და გადავწვიტე აქ მომეყვანე.საკმაოდ მყუდრო ადგილია ლამაზი ხედით..აქ არავინ არ შეგაწუხებს და მშვიდად იქნები. -მადლობა,მაგრამ სახლშიც მშვიდად ვიქნებოდი. -იმ ადგილას,სადაც მოელი რო ვიღაც მოვა და რამეს დაგიშავებს ან საკუთარი მამა შეგაწუხებს,მშვიდად ვერ იქნებოდი..წამოდი შენ ოთახს გაჩვენებ.-ხელი მოხვია და ისე წაიყვანა სახლისკენ.ერთმანეთის სიახლოვით ივსებოდნენ ორივე.მუდამ ჭირვეული და ბუზღუნა ტასო ირაკლისთან მუნჯდებოდა.უნდოდა სულ მასთან ყოფილიყო,მისი მზრუნველობის ქვეშ,მაგრამ ამ ყველაფერს ცოცხალი თავით არ აღიარებდა საკუთარ დაქალებთანაც კი. -მოვედით..ეს არი შენი ოთახი..თავი რო უფრო კომფორტულად იგრძნო ჩემ მაიკას მოგცემ,რა თქმა უნდა თუ გინდა.სამწუხაროდ და არ მყავ იმისი ტანსაცმელი რო შემოგთავაზო. -კარგიი..ფიქრებში წასულმა მხოლოდ ეს უთხრა. -მეჩვენება თუ ზედმეტად მორცხვობ?? -ღიმილი ვერ შეიკავა,როცა დაინახა როგორ ხლართავდა ერთმანეთში ლამაზ თითებს თავდახრილი ტასო. -არა ალბათ გეჩვენება..ნამდვილად გეჩვენებაა..-პატარა ბავშვივით გაწითლებულმა აღარ იცოდა სად წასულიყოო ოღონდ ირაკლის არ დაენახა ესეთ მდგომარეობაში.მისმა შემხედვარე ირაკლიმ კი ვეღარ შეიკავა სიცილიი.. -რა გაცინებს?? -არაფერიი..ბოდიში უბრალოდ ძააან სასაცილო იყავიი..მეტს ააღარ ვიზავ..-ამას იძახდა,მაგრამ თან ვერ ჩერდებოდა. -მაიკა მომეციი რაა -კარგი კარგიი ეხლავე.შემოდიი ოთახში არ გიკბენ..აჰაა გამომართვი.-უკვე სერიოზული სახით მიაწოდა მაიკა. -მადლობა ასე იდგნენ რამდენიმე წუთი და უყურებდნენ ერთმანეთს.ირაკლის ლურჯი თვალების დანახვაზე რაღაც ემართებოდა ანას,გულს უცნაური ბაგა-ბუგი გაუდიოდა,მუცელში პეპლები დაფრინავდნენ და სულ წითლდებოდა. -თუ შეიძლება გადიი გამოვიცვლიი რაა..-ძლივს გადააბა ერთმანეთს ეს სიტყვები. -უიიი ბოდიში სუუ დამავიწყდა..მიდი გამოიცვალე და ჩამოდიი დაბლა ვიქნები. ისე გავიდა ოთახიდან პასუხს არც დალოდებია. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტა ისევ თვითონ მოენახულებინა სტუმარი.დააკაკუნა და მაშინვე შევიდა ოთახში. -რატო არ ჩამოდიხარ?? -გაკვირვებულმა და თითქმის გაბრაზებულმა იკითხა. -რავიი..ისაა..ძაან მოკლეაა და მცხვენიაა..-ჩვეულებისამებრ გაწითლებულმა და თავდახრილმა უპასუხა. -აბა ადექი დამენახე..ხოო მოიცა ახლოდან ვნახოო.-უცებ ხელში აიყვანა და ასე ჩაიყვანა დაბლა.დივანზე დასვა და გვერძე მიუჯდა. -არც ძაან მოკლეა - კმაყოფილი სახით უპასუხა. -მეორეჯერ ესე არქნა!!! -გინდოდა გეთქვა მესამეჯერ -ხო მესამეჯერ იყოს.. -კაი ნუ ბრაზდები მოდი ჩემთან..-დაუფიქრებლად მიიწია მისკენ და მოეხვია მთელი სულით და გულით,მთელი გრძნობით... ცოტა ხანს ასე იყვნენ ჩახუტებულები.ირაკლის გულში ყავდა ჩაკრული ეს პატარა ანგელოზი და ვერ ხვდებოდა როდის გაუჩნდა მისდამი ეს უცნაური გრძნობა.როცა ხედავდა უნდოდა ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინა რომ მისი სიახლოვე,სითბი ეგრძნო,მაგრამ როცა ვერ ხედავდა ათასში ერთხელ თუ გაახსენდებოდა ხოლმე.ფიქრებში წასულმა ვერ გაიგო როდის ჩაეძინა ტასოს მის მკერდზე.მისი სიფაქიზისა და ბავშვურობის შემხედვარეს გულწრფელად გაეღიმა და იმის შიშით რომ არ გაეღვიძებინა აღარ განძრეულა. 4 ხდებოდა ტასოს რომ გაეღვიძა,ირაკლის კი ჯერაც არ დაეძინა. -ირაკლიი მე მაღლა ავალ რა ცოტა შემცივდა დააა.. ისე ეძინებოდა რომ ფეხზე ნორმალურად ძლივს იდგა.ირაკლის რა თქმა უნდა ამაზე გაეცინა და მასთან ერთად ავიდა მეორე სართულზე. ანასტასია თამამად გაიშხლართა მთელ საწოლზე. -ქალბატონოო მესმის რომ კაიაა კაი ცხოვრება,მაგრამ მარტო დაძინების არ გეშინია?? -მე სულ მარტოს მძინავს შეგახსენებ. -ეგ შენთან სახლში აქ ცოტა საშიშა. -რატო? -რავიციი...ათასი გადარეულიი დადის.. ესეთი დაბნეული ირაკლი ტასოს ჯერ არენახა.შანსი არ გაუშვა ხელიდან და გულიანად გაიცინა. -აშკარად არ გეხერხება ტყუილის თქმა.მოდი დაწექიი..მიიწია და ადგილი დაუტოვა. -არ ჩამეხუტებიი?? -წეღან ხო ჩაგეხუტე -მერე რაა ეხლაც ჩამეხუტეე..ეს უთხრა და თავისკენ მიიზიდა..ისევ უსაზღვრი სითბო,სიჩუმე და იმის შიში რომ არ გაეღვიძებინა,ოღონდ ერთი განსხვავებით ანასტასიას ახლა აღარ ეძინა..უსმენდა მის სუნთქვას,გულისცემას და ტკბებოდა მასთან სიახლოვით.იცოდა რომ ეს ბევრჯერ არ განმეორდებოდა.ბოლოს ვერ მოითმინა და მთელი სხეულით მიეკრო და ყელში აკოცა.ირაკლის სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარაა.ყველა დადებითმა გრძნობამ ერთდროულად მოიყარა მასში თავი და უსაზღვრო სიხარულით აივსო. -რა მოხდა?? სიცილი ვეღარ შიკავა გაურკვევლობაში მყოფმა. -არაფერიი.. ძლივს ამოილუღლუღა და მისი აწითლებული ლოყები სიბნელემაც კი ვერ დამალა. -ჩემო სულელო..ეს თქვა და შუბლზე აკოცა.თან მიხვდა როგორ შეაკრთო ორივე უნებურად ნათქვამმა „ჩემომ“. დილით მზის ამოსვლისთანავე გაეღვიძათ ორივეს და მაშინვე სახლში წასვლა გადაწყვიტეს.ანასტასიას სახლთან მისულები ცოტახანს გაჩერდნენ,მაგრამ ხმა არცერთს არ ამოუღია.ბოლოს ირაკლიმ ხმისამოუღებლად,შუბლზე კოცნით და თბილი მზერით გააცილა მანქანიდან გადასული ტასო სახლის კარამდე. სახლში ასულმა წყალი გადაივლო,ცოტა დაისვენა და სასწრაფოდ დაურეკა გოგოებს.ვერც ზაზას გამოჩენისა და ვერც ირაკლის საქციელის გამო გაოცებას ვერ მალავდნენ.საღამოს წესისამებრ შეხვდნენ და კაფეში დასხდნენ.ცოტა იჭორავეს,ლიკუნას დაბადების დღის ამბები მოყვნენ და დაიშალნენ.ირაკლიც თავის ბიჭებთან იყო.ჯერ მთელი დღე ეძინა და მერე დასალევად შეიკრიბნენ.თავს ძალიან კარგად გრძნობდა.1-2ჯერ გაახსენდა ანასტასია,მაგრამ მაშინვე სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება.ერთფეროვნებით დაღლილ გოგონებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ბათუმში წასულიყვნენ ივლისის ბოლოს მანამდე კი,ტასოსთან უნდოდათ სოფელში ჩასვლა ცოტა ხნით. ერთ-ერთ საღამოს ჩვეულებისამებრ გოგოები შეიკრიბნენ.ლიკუნას შეყვარებულთან და იმის ძმაკაცებთან ერთად იყვნენ.რამოდენიმეჯერ გადაურეკეს ანასტასიას,მაგრამ არ აგონებდათ.ირაკლი,რომელიც ყველაზე მშვიდად ჩანდა,ნერვიულობას ძლივს მალავდა.ეგონა რომ მის გამო არმიდიოდა გოგოების სანახავად და ამის გაფიქრებაზე თავს საშინლად გრძნობდა.იმის გაგებამ რომ ვიღაც ბიჭი წერდა და შეიძლება მასთან ერთად ყოფილიყო სულ გააგიჟა.საბოლოოდ მათი ყველა ეჭვი ტასოს ზარმა გაფანტა. -სად ხარ გოგო ამდენ ხანს?? ვეღარ ითმენდა ნინი ისე აინტერესებდა რა ხდებოდა. -გზაში ვარ რავი სოფელში მივდივარ. -მოიცა და რა მოხდა?მანდ ზეგ არ მივდიოდით?? -ზაზა მოვიდა ისევ..ძააან ვიჩხუბეთ და თბილისადან უნდა გავიდე რა ცოტა ხნით ან დიდი ხნით არვიციი..სოფელში მივდივარ. -რას ამბობ გოგო მანდ მარტოს რა გინდა??? -როგროც კი მოვახერხე წამოვედიდა ვერ დაგიცდიდით რაა. -აღარ იტირო რაა.დღეს ვეღარ მოვახერხებთ ვერც ხვალ ხო იცი და ზეგ წამოვალთ რაა.გკოცნით.ანასტასიას რო უსმენდა ლიკუნას ბავშვურობა გადაედო ნინის და საოცარი სიყვარულით უთხრა ეს სიტყვები. -რა ჭირს?? მოუთმენლად იკითხა ლიკუნამ -ზაზა მისულა ისევ და ძაან უჩხუბიათ..ისე რომ სოფელში მიდის აქ ვეღარ გაავჩერდებიო. -რამით ხო ვერ დავეხმარებით ჩვენ?? -ბიჭებმა ერთმხად იკითხეს. -მადლობა მაგრამ ჩვენც ვერ ვეხმარებით. ამ საუბარში ვერავინ ვერ შეამჩნია როგორ წავიდა ირაკლი. დიდხანს იჯდა ანასტასიას სახლის წინ გაჩერებულ მანქანაში ირაკლი და თვალს არ აშორებდა ფანჯარას,რომელშიც შუქი ჩვეულებისამებრ ანათებდა.სწრაფად აკრიფა ნომერი და პასუხს დაელოდა -ტასო როგორ ხარ?? -კარგად შენ?თან ზრდილობის გამო გაიღიმა თითქოს ვინმე უყურებდა. -ნორმალურად.სად ხარ/ -სოფელში რაა რო? -დარწმუნებული ხარ? -ხო ირაკლი რა კითხვები გიჩნდება.-გაკვირვებულმა უპასუხა და ინსტიქტურად ფანჯრისკენ წავიდა.ფანჯარაში მისი სილუეტის დანახვამ საბოლოოდ დაარწმუნა რომ სახლში იყო.მანქანიდან გადმოსული ირაკლის დანახვამ ააღელვა,მუცელში პეპლები დაფრინავდნენ,გული ამოვარდნას ლამობდა და სულელ ტასუნას სჯეროდა რომ თუ ირაკლისთან ახლოს იქნებოდა მართლა ამოვარდებოდა.ყველაფრის გააზრება ძლივს მოასწრო კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.კარებამდე მისვლა ძლივს მოახერხა,მუხლები ეკვეთებოდა და სულ კანკალებდა.დაუპატიჟებელი სტუმარი ასევე დაუპატიჟებლად შევიდა სახლში და შეტევაზე გადავიდა. -ვის ატყუებ ან რას ატყუებ გოგოო ეს არის შენი სოფელი??სულ გადაირიე და სხვების გაგიჟებაც გინდა ხო???გოგოები იციროგორ ნერვიულობდნენნ?? ლიკუნამ კინაღამ სანდროს(ლიკუნას შეყვარებული) დაბადების დღეზე წასვლა გადაიფიქრა შენ გამო -ირაკლი მორჩი.-თავივეღარ შეიკავა ტასომ კარები მმიაჯახუნა და შეეცადა მაქსიმალურად მკაცრად და ხმამაღლა ეთქვა რადგან ირაკლი ბოლო ხმაზე ყვიროდა. -რას მოვრჩე გოგოო?? -ესე ლაპარაკს.ისე მიყვირიდა მიკითხავ ლექციას თითქოს ჩემზე რამე უფლება გქონდეს.შეიძლება შენ თვალში ვარ ერთი სულელი,ცანცარა გოგო,მაგრამ ჩემზე კარგად ნამდვილად არავინ არიცის რა უნდა გავაკეტო იმისთვის რომ დაქაალს ერთ-ერთი მნიშვნელობანი დღე არ ჩავაშხამო. -აჰაჰაჰ შენზე არანაირი უფლება არმაქვს?-ირონიულად სიცილით უთხრა -არააა!! ის რომ თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ გართობა გინდა და ჩემთან მოდიხარ და მეც სულელი ესე უბრალოდ ყველანაირი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ამის უფლებას გაძლევ იმას არ ნიშნავს რომ ჩემზე რამე უფლება გაქვშ.ეს იმას ნიშნავს რომ შენს როლს ზედმეტად კარგად ასრულებ ყოველ ჯერზე და იკმაყოფილებ სურვილებს! -ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ლოყებზე და მაინც ცდილობდა შეენარჩუნებინა სიმტკიცე. -მოიცა მოიცაა ამ ყველაფერს სერიოზულად ამბობ??? -ვაიმეე მეტყობა რამე რომ ვხუმრობ??? -შენ მართლა არ იცი „გასართობ“ გოგოებთან ღამეს როგორ ატარებენ?? -ვიციი -აბა თუ იცი რაებზე მელაპარაკები ჰააა??? -იმაზე რაც ხდებაა.ეხლა არ მითხრა სიმართლეს არ ამბობო რაა გეხვეწები -მართლა სულელი ხარ ჩემი პატარა სულელი-გაიცინა და ტასოსკენ გადაიწია ჩასახუტებლად მაგრამ მან უკან დაიხია. -რა ხდება?? -შეგიძლია წახვიდე?? -არაა მე დღეს აქ ვრჩები-კმაყოფილი სახით თქვა ირაკლიმ,ანასტასიას ოთახში შევიდა და საწოლზე წამოგორდა. გაოცებული ანასტასია ფეხდაფეხ მიჰყვა მას,საწოლთან გაჩერდა და მომლოდინე მზერა მიაპყრო მის საწოლზე წამოგორებულ ახალგაზრდას.ბოლოს უჩვეულო ბავშვურობით იკითხა -შენ რა მართლა აქ დარჩენას აპირებ? -ალბათ ხოოო - აღფრთოვანებულმა მომღიმარი სახით უპასუხა ირაკლიმ. -და მე არ მეკითხები არაფერს? -რა უნდა გკითხო?? გამომეტყველება არ შეუცვლია ისე უპასუხა,საწოლზე მიგდებული ტელევიზორის პულტი აიღო,ჩართო და მზერა მას მიაპყრო მისმა ასეთმაქცევებმა ძალიან იმოქმედეს ტასოზე.გამწარდა ხელიდან გამოგლიჯა პულტი,ისევ გამორთო ტელევიზორი,მის წინ ძალაგამოცლილი ჩამოჯდა და თავდახრილმა დასჯილი ბავშვივით დაიწყო: -ირაკლი წეღან სრული სერიოზულობით გითხარი ის ყველაფერი და შენ რას აკეთებ? ჩემ სიტყვებზე გეცინება,ყველაფერს არასერიოზულად იღებ და საერთოდ თითქოს არც ვარსებობდე ისე იქცევი.გეფიცები უზომოდ დავიღალე ვისაც არ ეზარება ყველა მე მეჩხუბება. დღეს თითქოს მამაჩემის იდიოტური საქციელები და ლაპარაკი არ მეყოფოდა შენც მოხვედიდა გამომლანძღე.ხო, ცუდად მოვიქეცი არუნდა მომეტყუებინეთ,მაგრამ ცოტა ხანს მარტო ყოფნა მინდოდადა სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე.სიმართლე რომ მეთქვა გოგოებისთვის ხვალ მთელი დღე უხასიეთოდ იქნებოდნენ,ლიკუნა სანდროსაც გაუფუჭებდა ხასიათს და ფაქტიურად დაბადების დღეს ჩავუმწარებდი და მაგას მერჩივნა მომეტყუებინა და მერე მეთქვა სიმართლე.ვიცი შენც მართალი ხარ,მაგრამ ჩემ საქციელსაც აქვს გამართლება და წეღან ისე რომ არ შემომვარდნოდი მშვიდად წყნარად აგიხსნიდი ყველაფერს.და კიდე რაც მთავარია იმ "გასართობი გოგოს" როლზე შენს ცხოვრებაში, რომელიც მე მოვირგე სრული სერიოზულობით ვლაპრაკობდი. ირაკლი განაბული იწვა და ისმენდა ამ ყველაფერს და ნელ-ნელა მომღიმარი გამომეტყველება უქრებოდა სახიდან.ბოლო სიტყვებმა გააგიჟეს,გამწარდა,თვალები აენთო და რაღაც დაემრთა,მაგრამ ბოლოს როგორღაც შეძლო თავის გაკონტროლება. -ბოდიში ისე არ უნდა შემოგვარდნოდი,არ უნდა მეყვირა და მეჩხუბა,მაგრამ მეწყინა რომ მოგვატყუე და მთელი ჩემი წყენა და გაბრაზება მასე გამოვხატე. -არაუშავს-ჩუმად ჩაიბუტბუტა ტასომ -იცი ტყუილზე მეტად იმის გამო გეჩხუბე რომ ერთხელ არ გახსენდები.მიჩვეული ვარ რომ ყველა გოგო ჩემზე გიჟდება,პირველები მწერენ,მირეკავენ,მხვდებიან და რავიციი კიდე..მაგრამ შენ არასდროს არ გამოგიჩენია ინიციატივა.ნებისმიერ შანსს ვიყენებდი საიმისოდ რომ შენზე არ მეფიქრა და სხვათაშორის გამომდიოდა კიდეც,თუმცა უნდა ვაღიარო რომ ყოველი უცხო ნომრიდან შემოსული ზარი ან სმსი გარკვეული იმედი იყო ჩემთვის სადღაც გულის სიღრმეში რომ შენ რეკავდი ან მწერდი. ამ სიტყვების გამო ტასომ თავი უხერხულად იგრძნო და აქეთ-იქით დაიწყი თვალების ცეცება.თან ღიმილიც ვერ დამალა -რა გამოდის სიყვარული აგიხსენი??ეს თქვა ირაკლიმ,ორივე ხელი კისერზე შემოიდო თავი გაიქნია და ჩაეცინა. -ბოდიში მეც ზუსტად იმავეს ვარ მიჩვეული და პირველი უბრალოდ ვერ მოგწერდი. -მიყვარხარ -კაი ირაკლი გაჩერდი-გაეცინა ანასტასიას-შანსი არ არის -რატო ესეთი გულქვა გგონივარ? -არა უბრალოდ არვიცი დავიბენი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. -მაშ არ მტოვებ შენთან?? -იქით მე ვწვები-ხელით ანიშნა ტასომ და გულწრფელად გაუღიმა. -კაი ჯანდაბას. ორივეს გაეცინათ. -ჩაი გინდა? -არ ვიცოდი აქ ესეთი კარგი მომსახურება თუ ჰქონდათ.წარბები მაღლა აზიდა- მინდა. -თუ კიდევ ბევრს ილაპრაკებ შეუძლიათ გააფუჭონ.ენა გამოუყო ტასომ და სამზარეულოში გავიდა. ჩაი დალიეს.ტასო საწოლზე წამოგორდა და ლეპტოპს მიუჯდა უნდოდა ფეისბუქზე შესულიყო,მაგრამ ვინ აცადა წამითაც არ ასვებევდა ირაკლი.ხან რაზე ლაპრაკობდნენ ხან რაზე.ათას სისულელეს უყვებოდნენ ერთმანეთს და გულიანად იცინოდნენ.რამოდენიმე საკითხში ირაკლიმ აღფრთოვანება ვერ დამალა იმდენად კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა ანასტასია.ასე ლაპარაკ-ლაპარკში 6საათი ხდებოდა რომ ჩაეძინათ.მოუსვენარი ტასო ბევრი კოტრიალის შემდეგ ირაკლის მკერდს მიეკრო და აღარც განძრეულა.დილითაც უფრო სწორად შუადღისას ასე გაეღვიძათ ერთმანეთზე მიხუტებულებს.პირველმა ტასომ წამოყო თავი და როცა მიხვდა რომ ირაკლის მკლავებში იყო მოქცეული ადგილზე დარჩა,ნელა აწია თავი და დაკვირვება დაუწყო.თან ეღიმებოდა მის შემხედვარეს.დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა,უჩვეულოდ მიმზიდველი და თან ძილის დროსაც კი გარკვეულწილად მკაცრი.სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა ანასტასიას როცა მიხვდა რა საოცრება იყო მის წინ,თავი ისევ მკერდზე დაადო და უფრო ძლიერად მიეკრო -ცოტაც და გამჭყლიტავ მისმა ხმამ შეაკრთო ტასო და უნდოდა თავი მოემძინარებინა,მაგრამ არ გამოუვიდა.ირაკლიმ შემოატრიალა და ზემოდან მოექცა -არც თუ ისე კარგი მსახიობი ხარ -სხვები სხვანაირად ფიქრობენ -გამოდის რომ ჩემთან ვერ მსახიობობ -რატოო?? გაკვირვებულმა იკითხა თავის სისულელეს თვითონვე მიხვდა და გაეცინა.ისევ ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ასე იყვნენ მანამ სანამ ირაკლის არ გაახსენდა სანდროს დაბადების დღე და ის რომ სახლში იყო წასასვლელი.ყავა დალიეს და უკვე კარებში იდგნენ ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ,როცა იგი ოდნავ დაიხარა და ანასტასიას ლოყაზე ეამბორა და კიბეებზე ჩაირბინა. . -ნიინ რას შვებიი? -რავი გოგო ყავას ვსვამ, შენ? -რავი არაფერს.. შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე? -გამოვალ,მაგრამ სოფელში არ უნდა იყო ეხლა შენ?? -რო მოხვალ აგიხსნი ყველაფერს -კაი ჩავიცმევ დაგამოვალ -ლიკუნასაც დაურეკე რა თუ შეძლებს ეგეც მოვიდეს. 20 წუთში გოგოები უკვე ტასოსთან იყვნენ,ყავას სვამდნენ და უცდიდნენ დაქალს როდის დაიწყებდა მოყოლას. -სოფელში მარტომ ვერ გაძელი??(ლიკუნა) -პირველ რიგში ბოდიში უნდა მოგიხადოთ -რაზე -რაზე და სოფელში არ ვყოფილვარ სახლში ვიყავი მთელი დღე.მარტო ყოფნა ვარჩიე თან არ მინდოდა ჩემ გამო თქვენც გაგფუჭებოდათ ხასიეთი და რაც მთავარია არ მინდოდა შენთვის ეს დღე ჩამემწარებინა. სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და საწყალი კრავის თვალებით გახედა ლიკუნას.მის ასეთ საქციელზე გოგოებს გაეცინათ,რაც იმის ნიშანიიყო რო არიყვნენ ნაწყენები და გახარებული ტასოც მათ აყვათ. -ხო კიდე ერთი ახალი და მგონი კარგი ამბავი მაქვს.-ცოტა რომ წაიჭორავეს და სიცილით გული იჯერეს ანასტასია წინ წამოიწია დაგაბრწყინებული თვალებით ხან ლიკუნას უყურებდა ხან ნინის. -მოკლეედ.. ესე იგი რა უნდა მეთქვა ირაკლიმ გუშინ სიყვარული ამიხსნა.-მთელ სახეზე ღიმილი გადაჰკვროდა. -ჰააააააა????(ლიკუნა) -ვინ ირაკლიმ გოგოო ჯანჯღავამ?? -ხო ჯანჯღავამ -სიცილი ვეღარ შეიკავა გოგოების დაბნეულ სახეებს რომ უყურებდა. -კაი სერიოზულად რაა(ლიკუნა) -სერიოზულად ვამბობ -შანსი არ არის(ნინი) -მეც ზუსტად ეგ ვთქვი(ანასტასია) -მოიცა და ესე პირდაპირ მოვიდა და გითრა?? -არა.ჯერ მომივარდა და მეჩხუბა რო მოვიტყუე სოფელში წასვლაზე მერე რაღაცეები ველაპარაკე და დამცინა,ჩემ ლოგინზე წამოგორდა და გამომიცხადა რო ჩემთან რჩებოდა და რავი დავსხედით და ვილაპრაკეთ და ლაპარაკში ისე გამოუვიდა რო თვითონვე თქვა მგონი სიყვარული აგიხსენიო და მაგ სიტყვებს თავი ავარიდე და სხვა რაღაცაზე ვუპასუხე და მითხრა მიყვარხარო -და შენ რა ქენი??(ნინი) -რა უნდა მექნა ზედ ხოარ შევახტებოდი რა მაგარია მეთქი.მეთქი შანსი არ არის რანაირად რაღაცა და ბოლოს ძაან უხერხულად გავჩუმდით და ისევ დარჩენაზე დამიწყო მერე ლაპრაკი. -დარჩა ბოლოს?? (ლიკუნა) გაბბრწყინებული თვალები მიანათა ანასტასიას. -ხო დარჩა.6ხდებოდა რო დავიძინეთ და რავი დილით პირველს გამეღვიძა და ჩავეხუტე მერე ამაზე იმასაც გაეღვიძა და თავი მოვიმძინარე,მაგრამ არ გამომივიდა და დამცინა. იმდენად საყვარლად თქვვა ბოლო სიტყვები რომ გოგოებმაც დასცინეს. -მარტო მე რო მალაპარაკებთ თქვენკენ რახდება? -ხოო ჩემკენ რავიციიი რაღაცაში მჭირდება თქვენი დახმარება. -რაო??(ტასო) -სანდრომ მთხოვა გუშინ ხვალ ჩემთან დარჩიო და რა ვქნა?? -ვავაა სანდრო უკვე აღარ ხუმრობს(ტასო) ნინის თვალი ჩაუკრა და მაშინვე თავში ბალიში მოხვდა ლიკუნასგან. -ხო კაირაიყოო.. -მე სერიოზულად გეკითხებით. -კაიი ხუმრობა გვერდზეე გადავდოთ და მითხარი გინდა შენ დარჩენა?(ნინი) -მგონი ხო. -მგონის გარეშე გვაინტერესებს ჩვენ.ან ხო ან არა!(ანასტასია) -ესე მკაცრადაც ნუ მელაპარაკებით ვა.რომ არ ვიცი ხო თუ არა თქვენ იმიტომ გთხოვეთ რჩევა. -მისმინე სანდრომ ესე პირდაპირ გითხრა ხხვალ ჩემთან დარჩიო?? -არა რავი ვლაპრაკობდით და მითხრა რომ მართლა ძალიან ვუყვარვარ და რავიი კიდე რა აღარ და მოკლედ მეთქი მეც ძალიან მიყვარხარ და ზუსტად მაგ დროს ეზოში ჩამოიყვანა ჩემმა მეზობელმა ნინომ თავისიი 2 თვის შვილი და ძაან ისე შევხედე და აიი რაღაცნაირად ვთქვი მეც მინდა მეთქი ბავშვი უცებ აზრზე ვერ მოვედი რომ მაგასთან ერთად ვიყავი და ჩამეხუტა და მეეცოო და უცებ დააყოლა ხვალ თუ გინდა ჩემთან დარჩიო. გოგოები განაბულები უსმენდნენ ლიკუნამ კი მორცხვად ჩახარა თავი. -ესეთი სერიოზული ურთიერთობისთვის მზადხარ?(ანასტასია) -როგორიი?? -კარგად იცი როგორიც.თუ დარჩები ჩემზე კარგად შენ იცი რაც მოხდება.თან არც დაქორწინებას აპირებთ და რავიი მე ცოტა დავიბენი.(ტასო) -შენ რას იტყვი??(ლიკუნა) დასჯილი ბავშვივით გახედა ნინის. -არვიცი ნაწილობრივ ანი მართალია.ნაწილობრივ კი არა 90% ვეთანხმები.ოღონდ მეორე რაღაცაც არი გასათვალისწინებელი სანდრომ თქვა რომ შვილი უნდა შენგან. -ხოოო და რა ვქნა??(ლიკუნა) -მართლა არ ვიცი.მგონი ჯობია შენით გადაწყვიტო ჩვენი აზრი უკვე მოისმინე და...(ნინი) -კაიიი -ოღონდ ესეთი სახით ნუ ხარ თორე გაგიჟდება სანდრიკო.(ნინი) -ხო ცოტა გაგვიღიმე(ანასტასია) -კაი ჰოო ეხლა წავალ მე საჩუქარი უნდა ვუყიდო და რავი კიდე მოვემზადო.თქვენ მანამდე გიოზე იჭორავეთ.-გაუღიმა დაქალებს ნინის ენა გამოუყო და წავიდა. -მოიცა გიოსთან რა ხდება??? -ანასტასია ნინისთან გადაჯდა. -ერთად ვართ.გუშინ ვუთხარი რომ მეც მიყვარს.-ლოყებწამოწითლებულმა უპასუხა. -აურაკაიაააააააა - თან მხიარულად და თან დანანებით თქვა ტასომ.-დავრჩი მე გასათხოვარიიი.. -უკვ მერამდენე ღამე ერთად გაატარეთ და კიდე შენ დარჩ გოგო გასათხოვარი??(ნინი) სიცილში და ჭორაობაში გაატარეს მთელი დღე.მერე სანდროსთვის საჩუქრის საყიდლად გავიდნენ.ორივე თავიანთ სახლებში მივიდნენ და შეთანხმდნენ რომ ტასოსთან შეხვდებოდნენ. 9ხდებოდა კლუბში რომ მივიდნენ.ძირითადად ნაცნობები ყავდა სანდროს დაპატიჯებული და ყველა ერთმანეთს ღიმილით ესალმებოდა.ერთ მხარეს ანასტასია ეძებდა თვალებით ირაკლის და არ იმჩნევდა,მეორე მხარეს კი ირაკლი იყო მის მდგომარეობაში.ირაკლიმ ბოლოს იფიქრა რო იქ არ იყო,მაგრამ ნინიმ დაუდასტურა მისი იქ ყოფნა.ხმაურით შეწუხებული ანასტასია გარეთ გასულიყო,თავის წინ გადაშლილი ხედით ტკბებოდა და ჩაფიქრებული მიშტერებოდა ერთ ადგილს.გვერდში სანდროს ერთ-ერთი მეგობარი ამოუდგა სიგარეტს მოუკიდა და სახელში მიაბოლა.მისმა ასეთმა საქციელმა ტასოს უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია და ჩხუბი დაუწყო -ბიჭო რაებს აკეთებ? -უკაცრავად?? -რას მაბოლებ რაგინდა?? სხვა ადგილი ვერ ნახე?? გადი რაა!! -მე ეს ადგილი მომწონს. -გადი და სხვა მოიწონე. -მე ეს მომწონს და აქ დავრჩები გასაგებიაა?? -მე გავალ მაშინ! ზიზღით თქვა და გასვლა დააპირა,თუმცა უცნობმა მკლავში მოკიდა ხელი და უკან დააბრუნა. -მე შენც მომწონხარ ასე რომ აქ დარჩები. -ხელიი!!!-ძალიან მშვიდად,მაგრამ მკაცრად უთხრა და ხელისკენ მიუთითა,რომელიც გაშმაგებით ჩაბღაუჭებოდა მის მკლავს. -ხელს გაგიშვებ და შენ აქ დარჩები!მომწონხარ მეთქი გასაგებად გითხარი. -რა სამწუხაროა მე საერთოდ არ მომწონხარ და სადაც მინდა იქ წავალ.-დატრიალდა და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა,მაგრამ ისევ შეაჩერა ვიღაცამ,თავისკენ დაატრიალა და მის ტუჩებს დაეძგერა.მუშტების რტყმა დაუწყო ტასომ,მაგრამ თავისი ნაზი ხელებით ვერაფერს გახდა.ამ დროს ირაკლიც გარეთ გამოვიდა მოსაწევად და ეს სანახაობა დახვდა.2წუთით შეჩერდა და დაელოდა როდის მორჩებოდნენ.ეგონა ეს ტასოს ნებით ხდებოდა.უცებ უცნობი შეეშვა ტასოს და უნდოდა მის თვალებში ჩაეხედა,თუმცა ვერ მოახერხა,რადგან სახეში სასწაული სიმწარე იგრძნო.იმის გამო რომ ტასომ სილა გააწნა გვერძე მიეხედა,თუმცა მაშინვე დაატრიალა თავი და ისევ დააუწყო კოცნა და ხელების ფათური ახლა უკვე ყელშიც კოცნიდა სახეზეც -გამიშვიი!!! გთხოოვ გამიშვიი- ანასტასიას ცრემლები წამოუვიდა და თავის დაძვრენას შეეცადა,მაგრამ მან უფრო ძალიან მიიზიდა თავისკენ. -ეხლა არ მითხრა რომ არ მოგეწონა-სიცილით უთხრა -გთხოოოვ-ამასღა იმეორებდა ტასოო და აღარ უსმენდა. უცებ იგრძნო როგორ გამოგლიჯა მისი თავი ხელიდან ვიღაცამ უცნობს და გულში ჩაიკრა. -ლაშა გადიი!! -ვავა იკა მე და შენ ერთნაირი გემოვნება გვქონია-ღიმილით უპასუხა. -ლაშა მორჩი მეთქი-უკვე ყვირილით თქვა ირაკლიმ. -აუ ეხლა არ მითხრა რომ მარტო შენთვის გინდა.თუ რამეა არაა პრობლემა მე სხვადროს ვნახავ-ტასოსკენ გაიხედა და თვალი ჩაუკრა.ირაკლისთვის ეს ბოლო წვეთი იყო,სისხლმა ტვინში აასხა და მთელი ძალით მოუქნიამუშტი.ანასტასია ვერც კი მიხვდა გვერდზე როგორ გაწია.იმდენად ძლიერად მოუვიდა ირაკლის დარტყმა რომ ლაშა წაიქცია,ირაკლი თავს ვეღარ აკონტროლებდა,ურტყავდა,იგინებოდა.რამდენჯერაც ლაშამ ხელი მოიქნია იმდენჯერ ანასტასიამ ინსტიქტურად წამოიყვირა.1წუთი არც გრძელდებოდა ეს სანახაობა.შეშფოთებულმა ტასომ როგორღაც მოახერხა ყველაფრის გააზრება,ირაკლის მივარდა და ეცადა გამოეყვანა,მაგრამ ხელი ჰკრა და უკან გადააგდო.სიფრიფანა გოგონასთვის,რომლის წაქცევაც ერთი ხელის დადებითაც კი შეიძლებოდა ეს ნამეტანი აღმოჩნდა და კედელს მთელი ძალით მიენარცხა.ყველაფერი სტკიოდა,მაგრამ ირრაკლი უნდა გაეჩერებინა.სანდროს მმოსაყვანად გაიქცა და სასწრაფოდ გარეთ გამოიყვანა.მანამ ისინი მოვიდოდნენ ლაშას მოეხერხებინა მისი ქვევიდან მოქცევა და ის-ის იყო სანდროს უნდა აეყენებინა,რომ დანა დაარტყა.ვისთვის საბედნიეროდ და ვისთვის სამწუხაროდ გეგმის სისრულეში მოყვანა ისე,როგორც აწყობდა ვერ შეძლო ლაშამ.დანარჩენი ბიჭებიც გამოიშალნენ გარეთ და ზოგი ლაშას ექაჩებოდა და ცდილობდნენ რომ შიგნით შეეყვანათ,ზოგიც დაჭრილ ირაკლის ეხმარებოდა წამოდგომაში,წამოდგომის შემდეგ კი იჭერდნენ რომ ლაშასთან არ მისულიყო.გოგონები ანასტასიას ამშვიდებდნენ,რომელიც განუწყვეტლივ ტიროდა,ირაკლის თვალს არ აშორებდა,მხოლოდ თავისთის ჩუმად დუდღუნებდა ერთ სახელს და იმეორებდა -ირაკლიი..ირაკლიი ბოდიში..მაპატიე.. -ანუუს დაწყნარდიი ირაკლი კარგად არი.შეხედე უკვე ფეხზე დგას და თავისუფლად დადის. გოგოები კი ცდილობდნენ ამ სიტყვებით ენუგეშებინათ იგი. სანდრომ ყველა ისევ შიგნით შეიპატიჟა და სთხოვათ გაეგრძელებინათ გართობა.თვითონ და კიდევ 1-2 ბიჭი ირაკლისთან დარჩნენ,რომელიც გოგოებისგან მოშორებით გაეყვანათ და სკამზე დაესვათ. -ბიჭო რა მოხდა რა გაჩხუბებდათ??(ლევანი) -ხო კარგად ხარ???სანდრო მის წინ ჩაიმუხლა და მხარზე მიუთითა. -ხო ისეთი არაფერი აარ არი..ჩემი ბრალია მე ვერ მოვითმინე და.. -კაი ბიჭო არ გრცხვენია რაებს ხსნი ჩვენთან??რადგან სცემე ესე იგი საჭირო იყო.(გოგა) -მაგას მერე კიდე ვნახავთ თუ საჭირო იქნება პროსტა დღეს არ გვინდა რაა.სანდრომ თვალი ჩაუკრა და მხარზე ხელი წამოარტყა. -კაი მტკივა. -საავადმყოფოში ხო არ გაგიყვანოთ??(ლევანი) -არა სახლში წავალ.ხოარ გეწყინება შენ სანდრიკ?? -არა ძმაო წადი თავს მიხედე. -კაიი.-ნელა წამოდგა ირაკლი.თვითონ წინ მოდიოდა და ბიჭები უკან მოყვებოდნენ.გოგებთან გაჩერდა და ტასოს სთხოვა გაყოლოდა,რომელსაც თავი ხელებში ჩაერგა და თან ნინის მიხუტებოდა. -წამოდი შენც.-მისი ხმის გაგონებაზე ანასტასია შეხტა,სასწრაფოდ მაღლა ასწია თავი და ჩაწითლებული თვალებით საწყლად შეათვალიერა მის წინ მდგარი ბიჭები. -სად მიდიხარ? -საქმე მაქვს წამოდი.-მხოლოდ ეს უთხრა და კარებისკენ წავიდა.ისიც მორჩილად წამოდგა,ბავშვებს დაემშვიდობა და უკან გაჰყვა. მანქანაში არცერთს ხმა არ ამოუღია.ტასოს იმდენად სცხვენოდა,რომ ირაკლის ვერც კი უყურებდა.ფანჯარაში იყურებოდა და ფიქრობდა რას ეტყოდა ირაკლი.ასეთ გამნწარებულს პირველად ხედავდა და გაურკვევლობაში იყო,არ იცოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა.მას მერე,რაც ჩხუბის დროს ხელი ჰკრა გარკვეულწილად შიშიც კი დაეუფლა.იცოდა რომ ადრე თუ გვიან ერთი სიტყვის თქმა აუცილებლად მოუწევდა,ამიტომ გამბედაობა მოიკრიბა და ისე რომ თვალი არ მოუშორებია გზისთვის,რომელსაც ამდენ ხანს გაჰყურებდა თქვა -ბოდიში. გვერდიდან დაინახა როგორ გადმოხედა ირაკლიმ ისე რომ მის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა,მხოლოდ თვალები ანთებოდა სიმწრისგან.უპასუხოდ დარჩენილ ტასოს ცრემლები ახრჩობდა.ისევ მან დაარღვია უხერხული სიჩუმე -ძალიან გტკივა მხარი??? ახლა უკვე გახედა ოღონდ სახეში არ შეუხედავს,მხოლოდ მის მხარს უყურებდა,რომელიც სისხლით იყო მოსვრილი -არა.-ცივად უპასუხა ირაკლიმ.გოგონამ მზერა ისევ გზაზე გადაიტანა და თავჩახრილს ცრემლები გადმოსცვივდა. -რა გინდოდა ლაშასგან? ისევე ჰკითხა როგორც პასუხი დაუბრუნა -მე არაფერი არმინდოდა-ამოისლუკუნა ტასომ. -აბა თავისით გიჟივით მოგვარდა და კოცნა დაგიწყო?? -არა ჯერ სახეში შემომაბოლა,რის გამოც ვეჩხუბე,მერე მენაგლა და მერე მაკოცა. -ესე უბრალოდ შემოგაბოლა გოგოო რეებს მეუბნები?? ვეღარ მოითმინა და დაუყვირა ირაკლიმ. -ხო ირაკლი გაგიკვირდება და ზედ არ შევხტომივარ!! ტასოსაც უნდოდა დაეყვირა,მაგრამ ტირილისგან ხმა არ ჰქონდა.ამ ხნის მანძილზე პირველად ჩახედა ირაკლიმ თვალებში და მიხვდა რომ არასწორად მოიქცა არ უნდა დაეყვირა.არც ის ავიწყდებოდა ხელი რომ ჰკრა და უნდოდა ეკითხა როგორ იყო,რამე ხომ არ ეტკინა,მაგრამ თან საკუთარ თავს არწმუნებდა რომ ხმის ამოღება საჭირო არ იყო,რომ მართალი იყო ყველანაირად,რადგან გოგო,რომელსაც გუშინ სიყვარული აუხსა დღეს ვიღაც უცხო ბიჭს კოცნიდა.რაღაც მომენტში ისიც კი იფიქრა რომ არ იყო საჭირო ტასოს გამო ჩხუბი,მაგრამ კინაღამ თავში ხელი შემოირტყა რომ მიხვდა რა სისულელეს ფიქრობდა.თვითონაც იცოდა გულის სიღრმეში რომ ტასო არ კოცნიდა უბრალოდ თუნდაც სხვას ეკოცნა ეს ფაქტი ზედმეტად გამაღიზიანებელი იყო მისთვის. დანარჩენი გზა ხმა არც ერთს აღარ ამოუღია.მანქანა ირაკლიმ წყნეთში თავისი აგარაკის წინ გააჩერა.მხარი სტკიოდა და მოძრაობა უჭირდა ამიტომ ნელა გადავიდა მანქანიდან.ანასტასიამაც ისევე ნელა გამოაღო კარები და ირაკლის მიყვა უკან,რომელიც ნელი ნაბიჯით მიიწევდა კარისკენ.სახლში როგორც კი შევიდა დივანზე ჩამოჯდა,თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები მაგრად დახუჭა.ანასტასია ისევ ფეხზე იდგა მორცხვად და გული უკვდებოდა მის შემხედვარეს. -შემიძლია დაგიმუშავო და შეგიხვიო-ჩუმად თითქოს თავისთვის თქვა,მაგრამ ირაკლის არ გამოჰპარვია მისი სიტყვები და ოდნავ ჩაეღიმა კმაყოფილს იმაზე ფიქრში რომ ტასო მასზე დარდობდა. -წყალს გადავივლებ და ისე კარგი?? არ განძრეულა ისე ჰკიითხა. -ხო როგორც შენ გინდა. -შეგიძლია დაჯდე -არმინდა. -კაი წამოდი შენ ჩემი ბიძაშვილის ოთახში შედი და იქ იყავი შეგიძლია წყალი გადაივლო,დაიძინო ან ისე წამოწვე მოკლედ რაც გინდა ის ქენი მანამ მე მოვწესრიგდები. -წყალს გადავივლებ ისევ ჩუმად ჩაილაპარაკა. მისი სიმორცხვე აგიჟებდა ირაკლის,რაღაც საოცრად სიამოვნებდა ესეთს რომ ხედავდა. -ისევ ჩემ მაიკას ჩაიცმევ?? ღიმილით ჰკითხა -თუ მათხოვებ. -გათხოვებ.შედი მოკლედ აქ იყავი ცოტა ხანს.ტასო საწოლზე ჩამოჯდა და ირაკლიმ 2წუთში მაიკაც შემოუტანა.ხო მართლა რაც შეიძლება რო დაგჭირდეს ყველაფერი მაგ კარადაშია ფენი და რაღაცეები რავი ხელით ანიშნა კარადისკენ. -კარგი მადლობა. ტასო,რომელიც წყალში ნებივრობაზე გიჟდება 10წუთში უკვე თმას იშრობდა.ირაკლი კი ხელის გამო იგვიანებდა.ანასტასია 20 წუთში ბოლომდე მოწესრიგებული საწოლზე იჯდა და საქმე რომარ ჰქონდა საკუთარი თმას აწვალებდა.ირაკლი უკვე ძალიან აგვიანებდა.ეგონა რომ საერთოდ აღარ აპირებდა შესვლას,თავი ბალიშზე დადო და ცრემლები წამოუვიდა.თავს დამნაშავედ გრძნობდა სინდისი აწუხებდა.ზუსტად ამ დროს შემოვიდა ირაკლი -ჩემ ოთახში გამოდი იქ მაქვშ ყველაფერი.-სწრაფად მიაყარა და როცა მისი ცრემლიანი თვალები დაინახა საწოლისკენ წავიდა,მაგრამ ტასო უცებ წამოფრინდა შეტრიალდა,ცრემლები მოიწმინდა და ისევ ირაკლის მიუბრუნდა. -წავიდეთ ხმა არ ამოიღო ირაკლიმ.არც იცოდა რა ეთქვა სიბრაზე ხომ ისევ დარაჯივით დასტრიალებდა თავს და არ აძლევდა იმ კოცნის დავიწყების საშუალებას. ირაკლი საწოლზე ჩამოჯდა,ანასტასიაც გვერძე მიუჯდა და ჭრილობის დამუჭავება დაიწყო.თან თავსვერ იკავებდა და აქა-იქა მაინც მოსდიოდა ცრემლები.ყოველ შეწუხებულ სახეზე ბოდიშს უხდიდა და ცდილობდა მაქსიმალურად ფრთხილად გაეკეთებინა ყველაფერი.დამუშავებას რომ მორჩა ბინტს გადასწვდა და შეხვევა დაიწყო.პირველ შეხებაზე ზედმეტად გამწარდა ირაკლი და შეშინებული ტასო ხელს ძლივს იმორჩილებდაისე უკანკალებდა.ყველაფერს რომ მორჩა გასატანად წამოდგა,მაგრამ ირაკლის შეხება იგრძნო. -შემომხედე -რაოო? -რა გატირებს?? -მეშინია -რისი?? -ღიმილი ვეღარ დამალა ირაკლიმ ,ანასტასია კი სლუკუნით ძლივს პასუხობდა. -რომ რამე მოგივიდოდა.ნახეე ჩემ გამო დაგჭრეს -შენ გამო არა იმის გამო რომ მე ვერ შევიკავე თავი.-ფეხზე წამოდგა,მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. -კაი არგინდა ჩემ გამო იყო.და რამე რომ მოგსვლოდა რა მექნა?? -ამ შემთხვევით ნათქვამმა სიიტყვებმა ირაკლის სახეს ღიმილი მოჰფინეს.თავისკენ მიიზიდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში -მიყვარხარ -ბოდიში -ეს უთხრა და მთელი ძალით მოეხვია.შუბლზე თბილი ტუჩების შეხება იგრძნო და სასიამოვნო შეგრძნებამ მოიცა მთელი სხეული. -არ დაიღალე მაინც ამდენი ბოდიშის მოხდით??? -ნწწწწ-თავი გააქნია. -მე დავიღალე და ცოტა ხანში უკვე სერიოზულად გეჩხუბები. ანასტასია უკვე მოშორებოდა ირაკლის და თავის თითებს დასცქეროდა,რომლებსაც ერთმანეთში მოუსვენრად ხლართავდა. -მე არ მიკოცნია,მართლა არ მიკოცნია.გეფიცები ჩემთვის ვიდექი და ვფიქრობდი,მაგრამ არ დამაცადა იმ ვიღაცამ. ეშმაკური ღიმილით გახედა ტასოს და თითქოს სხვა არაფერი ეთქვას ისე იკითხა -რაზე ფიქრობდი?? -რავი ათას სისულელეზე. -იმის ნაცვლად რომ ირაკლის ამ კითხვას ოდნავ მაინც გაემხნევებინა,უფრო დააბნია საბრალო გოგო. -მაგალითად?? -ხო გითხარი ათას სისულელეზე რაა.არ ღირს მაგაზე ლაპარაკი. ირაკლი მიხვდა რომ რაღაცას უმალავდა,მაგრამ ვერ მიხვდა რას.უნდოდა როგორმე გამოეტეხა,მაგრამ როგორ არ იცოდა და ბოლოს ისევ პირდაპირ კითხვა გადაწყვიტა. -რას მიმალავ?? თავი მაღლა ააწევინა. -არაფერს. -როგორ არა რაღაცას მიმალავ. -არა -კი -არა -აბა რატო დაიბენი?? -არვიცი..უბრალოდ არ მეგონა ისე თუ გაატარებდი ჩემ დანარჩენ სიტყვებს.არ შეეძლო ტასოს ადამიანისთვის თვალებში ეყურებინა და ისე ეთქვა ტყუილი,ამიტომ ყველაფერს უყურებდა გარშემო გარდა ირაკლის თვალებისა. -თუ არ გინდა თქმა ნუ მეტყვი ოღონდ ნუ მატყუებ მაინც.აშკარად არ შეგიძლია ტყუილის თქმა. -არ ვამბობ ტყუილს. -თვალებში შემომხედე და ისე მითხარი ეგ -შენზე ვფიქრობდი! დაკმაყოფილდიი?? გაბრაზებულმა უთხრა და ოთახიდან გასვლა დააპირა,მაგრამ ისევ ირაკლი. სასწრაფოდ თავისკენ შემოაბრუნა.1-2 ცრემლი,რომელიც სიმწრისგან გადმოვარდნოდა მოიწმინდა და როგორც მოსამართლის განაჩენს ისე დაუწყო ლოდინი ირაკლის სიტყვებს.ხედავდა ირაკლიმ როგორ კანკალებდა მის წინ მდგომი ახალგაზრდა,მთელი სხეული უკანკალებდა და ამაზე ღიმილს ვერ იკავებდა.ანასტასიას კი მისი მომღიმარი სახე შვებას გვრიდა. -რას ფიქრობდი მაგასაც ხოარ მეტყვი?? სიცილით იკითხა. -რას და შეიძლება თუ არა შენნაირ ბაბნიკს მართლა შეუყვარდეს ვინმე. -მოიცა მე ვარ ბაბნიკიი?? მისი გაოცებული სახის დანახვზე ანასტასიამ სიცილი ვერ შეიკავა. - რა არხარ? -შეიძლება ვარ,მაგრამ მართლა მიყვარხარ. -რამდენი გოგო გყვარებია სერიოზულად ოღონდ ??ისე ბევრთან რო ხარ ნამყოფი ვიცი -3 -მარტოო??? -ხო მარტო 3.1ბაღში მიყვარდა სიგიჟემდე და დანარჩენი 2 სკოლაში.მაგრამ ყველაზე გულწრფელი მგონი მაინც ბაღის სიყვარული იყო. -სკოლისებს რას უწუნებ?? -არაფერს.შენ რამდენი გყავდა?? -1 -აი ეხლა მე უნდა გკითხო მარტო?? -ანუ ხშირად ვჩხუბობდით და დიდხანს გვიწევდა ურთიერთობა.მაგრამ არ მინდა მაგის გახსენება კაიი?? -აუუ გთხოოვ მომიყევი რაა -აიი რაში გაინტერესებს??? -უბრალოდ მინდა რომ შენს შესახებ ყველაფერი ვიცოდე. -კაი,მაგრამ მერე შენც მომიყვებიი სუულ ყველაფერს.შევთანხმდით?? -შევთანხმდით.თან დავწვეთ რა თორე ძაან დავიღალე თან მხარი მტკივა. -ტკივილგამაყუჩებელს ხო არ დალევ? -მიშველის?? ტასომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სამედიცინო ყუთში ძებნა დაიწყო.რომ დაალევინა,ყველაფერი გაიტანა,მოაწესრიგა და უკვე საწოლში მონებივრე ირაკლის გვერდზე მიუწვვა. -აბა ეხლა გისმენ. -ჰოოო.მოკლედ 16წლის ვიყავი მე რომ შემიყვარდა თვითონ მთელი 3 წელი მეხვეწებოდა,მაგრამ თავიდან ძაან ახლო ძმაკაცი იყო და ესე ადვილად ვერ შევხედე როგორც ბიჭს.დიდი ხნის ნაჩხუბრები ვიყავით და თითქმის ზედ არ ვუყურებდით ერთმანეთს დაახლოებით ერთი წელი.მერე ჩემი დაქალები ამიტყდნენ უყვარხარ ისევო და შერიგება უნდაო.ძაან უნდოდათ გოგოებს რომ შევერიგებინეთ.ერთ დღესაც ისე მოხდა რომ სკოლიდან ერთად გამოვედით მე ჩემი დაქალები და ჩემი ძვირფასი ბიჭი და ამ გოგოებმა მარტოები დაგვტვეს მარა მაინც არ იღებდა ხმას მეც სახლშ წავედი.სახლში რო მივედი ფეისბუქი ჩავრთე და მომწერა მაგის გამო აიი ძაალიააან დავცინოდი.მოკლედ დიდ ხანს მწერდა და ბოლოს შევრიგდით.3თვე ვიყავით ერთად და ზუსტად 3თვის შემდეგ გამომიცხადა რო საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული არ იყო.არ ვიცი სად მეყო იმდენი გამბედაობა რო მაგ სიტყვებზე არ მეტირა,პირიქით დავცინე.რაღაც პერიოდი მეგობრების როლს ვთამაშობდით,მერე ისევ ზედ არ ვუყურებდით ერთმანეთს,მერე ისევ შერიგება მოინდომა და მეც ზედმეტად გამიხარდა,მაგრამ როგორც ყოველთვის შევცდი. მერე კდიე უამრავი მცდელობა ჰქონდა შერიგებისა ,მაგრამ კატეგორილ უარზე ვიყავი,აღარ მიყვარდა.იმაზე გამწარებული რომ უარს ვეუბნებოდი ბევრს ჭორაობდა ჩემზე.ერთხელ ჩემ ძმაკაცებს წამოსცდათ ჩვენთან შენზე ლაპრაკში ისე ჩაიჭრა და ისეთები თქვა მეორედ მაგასთან რომ დაგინახოთ ძაან ცუდად დაამთავრებო.ერთ დღეს ერთი ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიგე რომ კიდე ჭრაობდა და მეორე დღესვე დაველაპარაკე.ბიჭებმა ერთად რო დაგვინახეს სცემეს ის უბედური.მე დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მითხრეს რაში ჩაჭრილა.თურმე ბოზად შევურაცხივარ,ამბობდა რო თვითონ არ ვუყვარდი და მე ვახტებოდი ზედ.მაგის მერე აი საბოლოოდ ავიღე მაგ ბიჭზე ხელი მიუხედავადა იმისა რომ თვითონ კიდე ცდილობდა შერიგებას..-ბოლო სიტყვები უკვე თავჩახრილმა თქვა ანასტასიამ.-აიი სუ ეს იყო ჩემო ირაკლი-ღიმილით გადახედა ბიჭს,რომელის თვალებშიც დიდ ზიზღს ამოიკითხავდით იმ ადამიანის მიმართ ვისაც არც კი იცნობდა. -მოდი ჩემთან.- ეს უთხრა და თავისკენ მიიზიდა ანასტასია.მთელი ძალით ეხუტებოდა და შუბლზე კოცნიდა.-შეიძლება ის ვიღაც გატყუებდა,მაგრამ მე მართლა მიყვარხარ,მთელი გულით მიყვარხარ.ტასომ თავი ასწია,თვალებში ჩახედა ,ცოთა წამოიწია და ყელში აკოცა. მიუხედავად იმისა რომ ხმა არ ამოუღია ირაკლი ხვდებოდა რომ იმასაც უყვარდა და დადებითი ენერგიით იმუხტებოდა,რაღაც საოცარს გრძნობდა,თითქოს ფრენა შეეძლო. არცერთს არ გასენებია ირაკლის წარსულზე საუბარი.უბრალოდ ერთმანეთით ტკბებოდნენ.ირაკლი ტასოს თმებს აწვალებდა,რომელსაც თავი მის ყელში ჩაერგო და მთელი ძალით მოხვეოდა წელზე.ისე ჩაეძინათ ვერცერთმა ვერ გაიგო.ამჯერად პირველს ირაკლის გაეღვიძა და თავისი საყვარელლი საქმიანობა,მასზე ტკიპასავით მიკრული არსების თმის წვალება დაიწყო.ამაზე ანასტასიასაც გაეღვიძა. -რომელი საათია??(ტასო) -12 დაიწყო -არ წავიდეთ?? -მე მომწონს აქ. -მეც,მაგრამ დღეს სოფელში მივდივართ გოგოები და უნდა გავემზადო. -ბიჭებს არ წაგვიყვანთ??? -თუ გინდათ წამოდით.და ეხლა მადლობას გეტყვი ადგომის საშუალებას თუ მომცემ-ენა გამოუყო ტასომ და მას მერე რას ირაკლიმ ხელები გაუშვა წამოდგა. ორივე მოწესრიგდნენ და ჩაიცვეს.ირაკლი უკვე დაბლა იცდიდა.ანასტასიამ კიბეებზე ჩამოირბინა და მის წინ აიტუზა. -დღეს დამავიწყდა მეთქვა რო მიყვარხარ-ირაკლის უნდოდა ანასტასიას ჩახუტებოდა,მაგრამ არ გამოუვიდა.მოულოდნელად ტასო თითისწვერებზე აიწია და მის ბაგეებს შეეხო,ნაზად ეამბორა და მხოლოდ ამის მერე მიეკრო მის ნავარჯიშებ სხეულს.ირაკლი ხმას ვერ იღებდა უბრალოდ ეხუტებოდა.ბოლოს როგორღაც მოახერხა გაწითლებული გოგონასთვის თვალებში ჩაეხედა და შემდეგ ისევე ნაზად შეეხო მის ბაგეებს ოღონდ ტასოსგან განსხვავებით ესე მალე ვერ მოწყდა მათ.მაინც შეძლო თავის შეკავება და როგორღაც მოსწყდა იმ ბედნიერებას.დაბნეულობისგან არცერთმა აღარ იცოდა რა ექნათ,თავჩაღუნულები იდგნენ.მანქანამდე ორივე გაბრუებულები მივიდნენ,სიყვარულით და სასიამოვნო გრძნობით გაბრუებულები. გუშინდელი დღის მსგავსად დღესაც მხოლოდ გზას უყურებდნენ ორივე.სიჩუმე ანასტასიას ტელეფონზე შემოსულმა ზარმა დაარღვია -ხო ლიკუუ -როგორ ხარ?? -კარგაად შენ?? -უზომოოოდ კარგად.-ლიკუნას ხმაზე ეტყობოდა რომ თავს მართლა შესანიშნავად გრძნობდა.-დღეს მივდივართ სოფელში?? -ხოო რავი არწაავიდეთ?? -როგორ არა წავიდეთ.ღამე თქვენთან ერთად ყოფნა მომენატრა. -მეეც.ხოდა ეხლა მივალ სახლში და გამომიარეთ. -ხოო ეხლავე დავიწყებ გამზადებას -კაიი ნინისაც დაურეკე რაა -კაიი ლაპრაკს რომ მორჩა ირაკლის მზერა შეამჩნია -რაოო ლიკუუმ??? -სიცილით ჰკითხა -არაფერი ისეთი სოფელზე მკითხა.-სიხარულისგან სახე გაბრწყინებოდა ანასტასიას და ეს ირაკლისაც არ გამოეპარა -რა გიხარია?? -გოგოებთან ერთად რო მივდივარ სოფელში დანარჩენი გზა ჩუმად იყვნენ ორივე.სახლთან მისულმა ანასტასიამ მამაისის მანქანა დაინახა და გაბრწყინებულლი სახე სადღაც დაიკარგა. -რამოხდა?? -ზაზა -რა ზაზა?? -ისევ აქ არის -მე დაველაპარაკები გინდა?? -არა მე მოვაგვარებ. -ჭკვიანად იყავი.დაგირეკავ მერე. თანხმობის ნიშნად ისევ თავი დაუქნია,ლოყაზე ეამბორა და სახლში ავიდა. კარი ღია დახვდა რამაც ძალიან გააღიზიანა.სახლში შესულს კი სავარძელში მოკალათებული მამიკო დახვდა. -შენ აქ რაგინდა? -შვილის სანახავად მოვედი -როგორ შემოხვედი?? -რა მნიშვნელობა აქვს.მოიფიქრე პასუხი?? -არა -არა არ მოგიფიქრებია თუ არა არ მომყვები?? -არა არ მომიფიქრებია. -პასუხს ველოდები.სასწრაფოდ მითხარი ან ხო ან არა!! -არ მომიფიქრებია მეთქი -მოიფიქრე მალე!! -წამოვალ 1 პირობით. -1თვე დავრჩები.მერე ცოტა ხანი დავბრუნდები და ისევ წამოვალ! -ეხლა მე დავფიქრდები.-ღიმილით უთხრა და ფეხზე წამოდგა. -1 პირობა წამოგიყენე და იმაზეც უარს ამბობ?? -უარი არ მითქვია ვთქვი რომ დავფიქრდები -დროზე თქვი ან ხო ან არაა!! -კარგი კარგიი ნუ ბრაზდები.-გაღიმებულმა გახედა და დათანხმდა მის პირობებს. -გოგო მისმინე ბიჭებიც მოდიან ხო??(ლიკა) -ხოო.-ანასტასია შეეცადა მაქსიმალურად მხიარულად გამოსვლოდა და ტირილისგან ჩახლეჩილი ხმა შეეცვალა. -ერთად ამოვალთ მაშინ შენთან ნახევარ საათში და წავიდეთ კაი?? -კაიი. 20 წუთში უკვე მასთან იყო ყველა.მათ მოსვლამდე წყლის გადავლება და მოწესრიგება მოესწრო.ეცადა მაკიაჟით დაეფარა ჩაწითლებული და დასიებული თვალები,მაგრამ არც თუ ისე კარგად გამოუვიდა.სახლში დაუკაკუნებლად შეჭრილ გოგონებს უკან ბიჭები მიყვნენ ჩხუბით იქნებ შიშველია გოგო ჩვენი მაინც მოგერიდოთო,მაგრამ არავინ არ უსმენდათ.ის-ის იყო გოგოები თბილად უნდა მოხვეოდნენ ერთმანეთს რომ ნინიმ და ლიკამ ტასოს ჩაწითლებული თვალები შეამჩნიეს.შეეცადნენ ბუნებრივად გამოსვლოდათ შეხვედრა და ბიჭებთან ერთად არ დაეწყოთ ჭორაობა იმაზე თუ რამოხდა,თუმცა დაძაბულობას ყველა ამჩნევდა.სავარძელში მოკალათებული მეგობრები ხან ერთმანეთს გადახედავდნენ ხან ტასოს.ეს სიტუაცია კი ყველაზე მეტად ტასოს აგიჟებდა.ირაკლი მიხვდა რომ ზაზასთან მოუვიდა ჩხუბი და მხოლოდ ამის გამო როგორღაც ახერხებდა ემოციების ჩახშობას.უხერხული სიჩუმე ისევ ანასტასიამ დაარღვია: -რამე ხოარ გინდათ??ჩაი,ყავა,ლუდი ან რავიცი? -არაა.-ერთხმად უპასუხეს ბიჭებმა. -კაი მაშინ წავიდეთ. უცებ წამოიშალა ყველა და კარებისკენ წავიდნენ თან იმაზე ლაპრაკობდნენ ვინ ვისთან ჯდებოდა,როცა უკნიდან ხმა მოესმათ -მე ჩემი მანქანით მოვდივარ.-ანასტასიამ გასაღებს დაავლო ხელი,ტელეფონიც აიღო და როცა მათ გაოცებულ სახეებს წააწყდა სთხოვა გზა გააეგრძელებინათ.კიბეებზე ჩადიოდნენ და გოგოები ათას კითხვას უსვამდნენ ტასოს -გოგო საუკუნეა მანქანა არ გამოგიყვანია „გარაჟიდან“ და ეხლა საიდან გაგახსენდა??(ნინი) -რავი ისე მომენატრა და ვიფიქრე შანსს გამოვიყენებ მეთქი. უხალისოდ გაცემულმა პასუხმა მიახვედრა გოგოებირომ ტასოს დაფიქრება სჭირდებოდა,რასაც ბიჭებთან ერთად ვერ მოოახერხებდა და თავისი მანქანით წასვლა ამიტომ არჩია.უკვე განაწილებულიყვნენ ერთმანეთის მანქანებში ბიჭები,გოგოები კი ანასტასიას უცდიდნენ.დაინახეს როგორ მიდიოდა მათკენ შავი M5 და გაღიმებული სახეებით შესცქეროდნენ მას -აუ ეს მომცა და მეტი არაფერი არ მინდა(სანდრო) -ნახე შეჩემეა რა მოვლილია.შეხედე რა(ირაკლი) ამ დროს რაღაც მანქანამ შემოუხვია ეზოში და იქიდან საკმაოდ მოწესრიგებული ახალგაზრდა გადმოვიდა.გოგოებთან მივიდა და გადაკოცნა.ამ ბიჭის გამოჩენისთანავე გადმოხტა შავი M5-დან ანასტასია,ბიჭისკენ წავიდა და ჩაეხუტა ისე რომ რამოდენიმე წამი აღარ შორდებოდა.ამის დანახვაზე ირაკლის წამოწითლდა და ძალიან გამწარდა.სასწრფოდ მანქანიდან გადახტა და მათთან მივიდა.ბიჭები კი იმით გამოცებულები რომ ეს მანქანა ტასოსი იყო ხმას ვერ იღებდნენ. -ტასო რა ხდება?? -გაიცანი ჩემი დეიდაშვილი გიორგი.-ამ სიტყვების გაგონებისთანავე შვება იგრძნო და ღიმილი მოეფინა სახეზე.ბიჭმა ხელი გამოუწოდა -გიორგი -ირაკლი-მომღიმარი სახით უთხრა და ხელი ჩამოართვა. -შენ ესეთი როდიდან ხარ?? -გაკვირვება ვეღარ დამალა ანასტასიამ. -როგორი?? -აი ესეთი -მთლიანად აათვალიერ-ჩაათვალიერა და მიხვდა გიორგი რაზეც საუბრობდა ტასო. -მე უბრალოდ რავიცი. -პრინციპში იმდნეი ხანია არ გაგხსენებივარ შეიცვლებოდი აბა. -რა ლაპარაკია -ტყუილს ვამბობ?? -მისი გამომწვევი მზერის დანახვაზე წამით თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო და მერე საკამოდ მკაცრად უთხრა -უნდა გელაპრაკო.ცალკე-და ირაკლისკენ და გოგოებისკენ მიუთითა.ტასომ კი სთხოვათ მანქანაში ჩამსხდარიყვნენ და იქ დალოდებოდნენ. -მამაშენზე მინდა რო გელაპარაკო.-ეს სიტყვები კარგად გაიგეს მანქანებისკენ დაძრულმა ბავშვებმა,მაგრამ მხოლოდ გოგოებმა გაიაზრეს რა მოჰყვებოდა ამ საუბარს. -ოჰოო..მამაჩემზე??-მწარედ ჩაიცინა ანასტასიამ/ -ხოო -ადრე ზაზა იყო და ეხლა მამაჩემი გახდა? -ზუსტად მაგაზე უნდა გელაპრაკო. -რაზე?? -იქნებ შანსი მისცე.-ამ სიტყვების გაგონებაზე თითქოს ქვეყნიერებას მოსწყდა ტასო,რამოდენიმე წამი უხმოდ იდგა შემდეგ კი ისტერიული სიცილი აუტყდა. -მეღადავები ხოო?? -არა სერიოზულად გეუბნები.უნდა დაფიქრდე.რაც არ უნდა იყოს მამაშენია.ვიცი რა ძნელია შენთვის ამის აღიარება,მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. -გიორგი მორჩი.-ხმა უკვე ებზარებოდა ანასტასია -სიმართლე მწარე მოსასმენია,მაგრამ ვინმემ უნდა გითხრას.არ იქცევი სწორად.გაყევი ამერიკაში და აღარ დაბრუნდე.იქ იცხოვრე მასთან ერთად მშვიდად,წყნარად ზედმეტი თავისტკივილის გარეშე. -გიორგი მორჩი-მეთქი -ტყუილად ცდილობ ჩემ გაჩუმებას მაინც არ გამოგივა.მეც ძალიან მიყვარდა დედაშენი,ვგიჟდებოდი,მაგრამ.. სიტყვის დამთავრება აღარ აცალა -ეს ყველაფერი ზაზას შემოქმედება არაა??-ისევ აათვალიერ-ჩაათვალიერა და უკვე ყვირილით იკითხა.იკითხა ის რაზეც პასუხი ნათელი იყო.საშინელი სიბრაზე იგრძნო.ზაზამ ისინიც წაართვა ვინც ასე უყვარდა-დეიდაშვილები.ამან ირაკლი შეაშფოთა და მანქანიდან გადმოსვლა დააპირა,მაგრამ ბიჭებმა გააჩერეს. -არა ის უბრალოდ დამეხმარა. ამ სიტყვების თქმა და სახეში მწარე ხელის მოხვედრა გიორგისთვის ერთი იყო. -გოგო რა გჭირს წესიერად!!-გიორგიმაც აუწია ხმას -ჯერ ერთი ხმას დაუწიე და მეორე ჩემთან დალაპარაკება აღარ გაბედო მაგ თემაზე!! გასაგებიაა???? -წასვლა დააპირა,მაგრამ გიორგიმ ხელი მოჰკიდა და არ გაუშვა. -ხელიი -არ გაგიშვებ მანამ არ მეტყვი რო ზაზას შეურიგდები.დედაშენს გაუხარდებოდა ხო იციი გამწარდა ტასო,აფეთქდა,რაღაც დაემართა.სახეზე ფერები გადასდიოდა ბოლოს სასწრაფოდ გააშვებინა ხელი გიორგის და თავისი მანქანისკენ გაიქცა.დატრიალდა და იმდენად გატეხილი ხმით დაუყვირა გეგონებოდათ ტიროდა,მაგრამ არა!ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია და ეს თვითონ მასაც აკვირვებდა. -სირცხვილია გესმის სირცხვილია შენ რომ მაგას მეუბნები!! დაივიწყე რო ვარსებობ კარგი???ვითომ მეც მოვკვდი ან რამე მასეთი ოღონდ ჩემთან მოსვლა აღარ გაბედო!!-ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა და ისევ დატრიალდა. -და კიდე ზაზას გადაეცი ის რომ მივყვები იმას არ ნიშნავს რო ვპატიობ.მაგას მირჩევნია მოვკვდე ძვირფასო გიო.!! სახელს ხაზი გაუსვა.ამით უნდოდა ის ბედნიერი წლები გაეხსენებინა ერთად რო თამაშობდნენ ხოლმე.ის დრო,როცა ამ სახელის დაძახების უფლება მხოლოდ დეიდაშვილს და დეიდას ჰქოდათ.მერე კი გაიზარდა და ამის უფლებას ყველას აძლევდა. ანასტასია სასწრაფოდ ჩახტა მანქნაში და ადგილს მოსწყდა.იმდენად სწრაფად წავიდა ბიჭები ძლივს ეწეოდნენ.გზაში ხმის ამოღებას ვერავინ ვერ ბედავდა.იმასაც კი ვერ ეუბნებოდნენ ტასოს რომ ცოტა შეენელებინა. დაახლოებით 1 საათიანი მგზავრობის შემდეგ ულამაზეს აგურით ნაშენ სახლს მიადგნენ.ირგვლივ სიცოცხლე იგრძნობოდა.პატარა ბავშვები წინდა უკან დარბოდნენ და რაღაცას თამაშობდნენ.უკვე კარის გაღებას აპირებდა ანასტასია,როცა ვიღაცის ტიტინი გაიგო დატრიალდა და მისკენ სასწაული სისწრაფით მორბენალი ბავშვი დაინახა. -ანოო!!ანოოო!! -განწირული ხმით ყვიროდა პატარა ლუკა და უკვე ბიჭებს აქეთ-იქით სწევდათ მიმიშვითო მათ გაოცებას კი საზღვარი არ ჰქონდა.ანასტასია კიბეებიდან ჩამოხტა და ხელში აიტაცა ულამაზეცი ბავშვი.4-5 წლის იქნებოდა,მწვანე თვალები და მუქი კულულები ჰქონდა,კანი ხორბლისფერი.ისე შემოაჭდო ბავშვმა ფეხები და ისე მოეხვია ანასტასია კინაღამ დაიხრჩო.როგორც იქნა მორჩნენ ერთმანეთის მოსიყვარულებას და მიწაზე ჩამოხტა ბავშვი.მერე ზევით ახედა მომღიმარი სახით მდგარ ტასოს და საოცარი სიყვარულით უთხრა -მომენატრე! ამ სიტყვებზე ყველას გაეცინა.ტასო დაიხარა და შუბლზე აკოცა ერთიციცქნა არსებას,რომელიც აშკარად აფრქვევდა სიყვარულს მის მიმართ.რსანდრო და ლიკუნა საოცარი გრძნობით ივსებოდნენ და გაბადრული სახეებით უცქერდნენ მათ.თან გულში უფრო უღვივდებოდათ სურვილი ყოლოდათ ესეთი ლამაზი არსება,საკუთარი არსება!რას გრძნობდა ირაკლი?? ამ სცენით ყველაზე კმაყოფილი ის იყო და მას ყველაზე მეტად ნასიამოვნები სახე ჰქონდა.ნასიამოვნები იყო იმით რომ იგრძნო,იგრძნო როგორ უყვარდა,იგრძნო რა უნდოდა,რას მოელოდა მომავალში,რისი იმედი უნდოდა რო ჰქონოდა.წამის მეასედში მილიონ რაღაცაზე გაიფიქრა და ყველა აზრი ერთ ადგილას იკვეთებოდა-ბავშვი ტასოს თვალებით და ირაკლის ტუჩებით. ოცნებებში ჩაძირული მეგობრები ისევ ნიას ხმამ გამოარკვია: -ჩემო ანგელოზო ეხლა მე დავისვენებ და ხვალ ვითამაშოთ კარგი??-ბავშვი სიხარულით დასთანხმდა და ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა მეგობრებისკენ. სახლში შესულები ზოგი სად მიესვანა და ზოგი სად. -ეს ის ლუკა იყო ტასო??(ნინი) -ხოო -გაზრდილა. -ეტყობა რო ისევ ისე უყვარხარ დაჟე უფრო ძალიანაც კი.(ლიკუნა) -ხოო... -ესე დანანებით რატო ლაპარაკობთ??(სანდრო) -დედა ყავ და თითქმის არ აქცევს ყურადღებას.მამა საკმაოდ ჭკვიანი და წარმატებული ბიჭია,ცნობილი ექიმი,მაგრამ იმის გათვალისწინებით,რაც ეხლა ხდება მის თავს მაინც საკმაოდ სულელი. -რა არი ხო არ გიყვარს??-ირაკლის ამ ხუმრობით დასმული კითხვის მიღმა ყველამ და განსაკუთრბით ძმაკაცებმა ნათლად ამოიკითხეს ეჭვიანობა და სიცილი ვეღარ შეიკავეს. -კიი სიგიჟემდე.-ანასტასიამაც ნიშნისმოგებით უპასუხა. ცოტახანს შემოსასვლელში იყვნენ მისვენებულები.მთელი დღის უსაქმურობის მიუხედავად მაინც დაღლილები იყვნენ. შემდეგ ანასტასიამ ოთახები დაათვალიერებინა და სთხოვა თავისით განაწიებულიყვნენ თვითონ კი თავის ოთახს მიაშურა და მოწყვეტიტ დაეშვა საწოლზე.ოთახში დატრიალებულმა სურნელმა წარსული გაახსენა.თავის დედიკოსთან და დეიდაშვილებთან ერთად გატარებული მხიარული დღეები.გაახსენდა ნიკა,რომელიც მუდამ თავისთან ერთად დაატარებდა ხოლმე,ყველა ძმაკაცს აცნობდა და არავის აძლევდა უფლებას დაეჩაგრათ თავისი საყვარელი ანუკიი.გიორგისთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა,მაგრამ არა ისეთი როგორიც მის ძმასთნ.გიორგი წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო იცვლებოდა.ძირითადად ბიჭებთან ერთად ატარებდა დროს,თუმცა მასაც სიგიჟემდე უყვარდა ანასტასია და როცა ერთად იყვნენ კარგად ერთობოდნენ ხოლმე.ფიქრობდა ტასო წარსულზე,ბავშვობაზე და ხვდებოდა რომ უნდა წასულიყო.ნიკას სხვანაირად ვერ დაეხმარებოდა და თან ზურას გამწარებასაც შეძლებდა. 7 ხდებოდა რომ ისევ შემოსასვლელში შეიკრიბნენ მოშიებულები.ბიჭებმა სამწვადეს მიხედეს,გოგოები სუფრას შლიდნენ და უმეტეს დროს ჭორაობაში ატარებდნენ.ლიკას ერთი სული ჰქონდა მოეყოლა სანდროს ამბები,მაგრამ არ შეეძლო ეხლა ვერ მოყვებოდა ბიჭბიც იქ იყვნენ,თუმცა მისი მრავლისმთქმელი თვალები ცხადად ამბობდნენ რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო.ღამე გვიან დაიშალნენ.ისე ერთობოდნენ,მღეროდნენ,იცინოდნენ და ლაპრაკობდნენ რომ ვერ გაიგეს როგორ გავიდა დრო.იმდენად იყვნენ გადაღლილები აღარავის არ ჰქონდა სუფრის ალაგების თავი და დასაძინებლად წავიდნენ.მხლოდ ტასო დარჩა,იქაურობა მიალაგა,ჭურჭელი გარეცხა და ისიც მიესვენა საწოლში. 11 ხდებოდა რომ გაეღვიძა.ღამე გვიან დაძინებულს ბოლომდე გაღვიძება უჭირდა.ძლივს წამოიზლაზნა და სააბაზანოში შევიდა.იქიდან გამოსული პირდაპირ თანსაცმელს დასწვდა და გამოცვლა დაიწყო.ის-ის იყო მაიკა გაიხადა რომ ოთახში ირაკლი შემოვიდა და ლიფისამარა ტასო შერჩა ხელში.ანასტასიამ აღარ იცოდა რაექნა და მაშინე საწოლზე დაემხო,ამის შემხედვარე ირაკლიმ კი სიცილი ვეღარ შეიკავა. -კაი რა იყო ისეთს ვერაფერს ვერ დამანახებ რაც არ მინახავს. -ირაკკლიიი!!! გადიიიიი -სერიოზულად გეუბნები რისი გრცხვენიაა?? -მაინც ვერ ჩერდებოდა. -ირაკლი მეთქი -კაი გოგო რა იყოო -ირაკლიიიი!!!-ნაბიჯების ხმა გაიგო და ეგონა გადიოდა,თუმცა შეცდა.მის გვერდით მოკალათდა ირაკლი. -გადიი რა გთხოოვ. -კაი რა იყო.შეგახსენებ ზღვაზეც ერთად მივდივართ და იქ რა უნდა ქნა??? ტანსაცმლით გამოხვალ ხოლმე პლიაჟზე?? -ირაკლი გადიი.-წამიერედ გადმოატრიალა ირაკლიმ ანასტასია და ზევიდან მოექცა. -ეხლა მომისმინე.იცი რომ მიყვარხარ თან ძალიან.მინდა რომ შენთან ვიყო და ვამჩნევ რომ შენ ჩემი გრცხვენია და ეს ძალიან არ მომწონს.თუ ჩემთან სიახლოვე არ გინდა,არ გიყვარვარ ან უბრალოდ ოდნავ სიმპათიას მაინც არ გრძნობ ჩემს მიმართ პირდაპირ მითხარი კაიი??-ნელ-ნელა წამოდგა,ისევ გაეცინა და მაინც უთხრა-ჩემთან ერთად რომ იძინებ ხოლმე ღამე მაგისი არ გრცხვენია არა??? იმის გააზრებაზე რომ ტასომ ხმა არ ამოიღო,არ წამოდგა,არ გააჩერა ძარღვებსი სისხლი გაეყინა.უკვე კარები უნდა გაეღო,რომ უკნიდან სითბო იგრძნო,ყელში გახშირებული სუნთქვა და ანასტასიას გულისცემასაც კი გრძნობდა . ვერ ეთმობოდათ ერთმანეთი.ანასტასია ხარბად ისუნთქავდა ირაკლის არაჩვეულებრივ სურნელს და უნდოდა სულ ასე ყოფილიყო მასთან ჩახუტებული.ირაკლის კი საოცარი გრძნობა უვლიდა ყოველ ანასტასიას ამოსუნთქვაზე.ერთიანად თბებოდა მისი სიახლოვით.ასე იყვნენ ცოტა ხანს შემდეგ ისევ ირაკლი შემოტრიალდა და ანასტასიას ულამაზეს თვალებს ჩააშტერდა. -რა ამაყი ხარ?! -რატო??-ისევ თავისებური ბავშვურობა გამოიჩინა ანასტასიამ. -გიჭირს თქვა სიტყვა მიყვარხარ. -არ მიჭირს.-ერთი წამით გაჩუმდა.-მეშინია. -რისი?? -რომ არაფერი არ გამოვა. -გიყვარვარ??? ისევ უპასუხოდ დარჩენილი კითხვა,ისევ სიბრაზე,საშინელი შეგრძნება,რომელიც არ გასვენებს.ირაკლის უნდოდა ეყვირა,ყველაფერი დაემტვრია ოღონდ ასე გაუნძრევლად არ მდგარიყო.თავი ვეღარ შეიკავა და უყვირა -რა გჭირს გოგო რა ხარ ესეთი???-შეამჩნია ირაკლიმ როგორ აუწყლიანდა ანასტასიას თავისი ლურჯი,დიდრონი თვალები.ერჩივნა მომკვდარიყო ოღონდ იმისთვის არ ეყურებინა მის გამო როგორ ტიროდა.მოხდა სასწაული და ანასტასიამ კიდევ ერთხელ შეიკავა თავი. -გთხოვ გაჩერდი..ბავშვები გაიგებენ და სირცხვილია. -მანამ შენ საწოლში ნებივრობდი ბავშვები ჩანჩქერზე წავიდნენ. -მაგაზე მაინც მე ნუ მეჩხუბები რაა.-ახლა უკვე ანასტასიამ შეუბღვირა. -ხმას ნუ იღებ საერთოდ. -ბოდიში მეტს აღარ ვიზამ. -მომისმინე ანასტასია!!ბევრჯერ ერთი და იმავეს გამეორებას არ ვაპირებ.გითხარი რო მიყვარხარ და ველოდები შენგან პასუხს! -ერთად ვერ ვიქნებით.-დიდხნიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოხდა ანასტასიას ეს სიტყვები.ირაკლის სიცილი აუტყდა ამაზე,მერე უცებ დასერიოზულდა -რატო?? -მე მივდივარ. -სად?? -ამერიკაში. -ამერიკაში რა გინდა? -ზაზას მივყვები. -რატო?? -ესეა საჭორო -რას ქვია ესეა საჭირო??? გეკითხები და მიპასუხე რატო??-ისევ ხმას აუწია ირაკლიმ და იმდენად მკაცრად იკითხა რომ ანასტასიას შეეშინდა.თავიდან ფეხებამდე კანკალებდა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. -იმიტომ.სხვა თუ არაფერი შურს მაინც ვიძიებ და სიცოცხლეს გავუმწარებ. -კაი გოგო შეენ???-ისევ სიცილი აუტყდა.-მეტიმეტი მე გამიმწარო სიცოცხლე სხვა არავისთან არ გამოგივა შენ ეგ. -გამომივა. -როგორ? -ჯერ არვიცი. -და მარტო მაგიტო მიდიხარ ამერიკაში?? -კი.-თვალების ცეცებაზე მიხვდა ირაკლი რომ ტასო იტყუებოდა,მისი სახე ხელებში მოიქცია და დაჟინებით დაუწყო ყურება თვალებში,რომლებიც ასე ცდილობდნენ მისთვის თავის არიდებას. -ტასო გისმენ. -არავის არ ეტყვი??-იმის გააზრებაზე როგორი უძლური იყო ირაკლის წინაშე ცრემლები გადმოსცვივდა -არ ვეტყვი. -ნიკუშას დააჭერინებს თუ არ გავყვები.-ბიჭის სახელის ხსენებაზე ირაკლის რაღაც დაემართა. -ნიკუშა ვინ არის? -ჩემი მეორე დეიდაშვილია. -და შენც გჯერა რომ რამეს შეძლებს?? -კი.საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია,ნიკუშა კი ეხლა იდგავს ჯერ ფეხს და ნებისმიერი პატარა შეცდომაც კი მისთვის უპატიებელი იქნება და ეეგეც რომ არ იყოს სხვა ბევრი გზაც არსებობს შენ ჩემზე კარგად იცი. -ჩემებს ჩავრევ,რამეს მოვიფიქრებ და არ მოგიწევს წასვლა. -სულ იქ კი არ უნდა ვიყო.ცოტახნით წავალ,მერე ისევ ჩამოვალ და მერე ისევ წავალ. -და მე შენ წასვლა-წამოსვლას სად ველოდო. -არ მითქვია რომ უნდა ელოდო. -თუ მასე მოქცევას აპირებ ვერც და არც დაგელოდები. -შენი საქმის შენ იცი. -არ მეტყვი რომ გიყვარვარ??ერთხელ მაინც?? -შანსი არ არის! -რატო?? -შენი თქმის არ იყოს მართლა ზედმეტად ამაყი ვარ!-ირაკლის ხელები სახიდან მოიშორა და უკან დაიხია. -და მერე რა გიხარია შე საცოდავო??-ირაკლის ამ გამოხედვაზე,ირონიაზე უკვე ცუდად ხდებოდა. -რა მიხარია??-თავისთვის გაიმეორა კითხვა თავჩაქინდრულმა,ცალყბად გაიცინა და ირაკლის კარებისკენ მიუთითა.მანაც სასწრაფოდ მიიჯახუნა და აივაზე გავარდა.ღერს-ღერზე ეწეოდა ისე იყო განერვიულებული.ანასტასია კი თავის ოთახში ოთხად მოკეცილი იჯდა საწოლთან და ერთ ადგილს მიშტერებული ფიქრობდა მარტო იმაზე რომ უნდა წასულიყო,ნიკას გამო ეს უნდა გაეკეთებინა.ერჩივნა მომკვდარიყო ვიდრე ციხეში ენახა თავისი ნიკუშა.მის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. მთელი დღე ასე გაატარა ოთახში გამოკეტილმა.არ უნდოდა ირაკლის შეხვედროდა და გარეთ გასვლაზე არც კი უფიქრია.8ხდებოდა ბავშვები რომ დაბრუნდნენ ჩანჩქერიდან და მხოლოდ მაშინღა ჩავიდა დაბლა მათ სანახავად.ფეხზე წამოდგომისთანავე იგრძნო თავბრუსხვევა,მაგრამ მაინც განაგრძო გზა,კიბეებზეც 1-2ჯერ შებარბაცდა,თუმცა არ გაჩერებულა.მეგობრებმა ასეთ ფორმაშ რომ დაინახეს სახეზე ღიმილი შეაშრათ. -რა გჭირს ტასო??(გიორგი) -ესეთი საშინლად გამოვიყურები??-ღიმილი ვერ შეიკავა მათმა შემხედვარემ. -არაა,მაგრამ არც თუ ისე კარგად გამოიყურები. -ეგარაფერია გადამივლის. -რამოხდა??-ლიკუნამ მხოლოდ მას შემდეგ დასვა კითხვა რაც ანასტასია გვერძე მიუჯდა. -ამერიკაში მივდივარ. -აუ რა მაგარიაა რამდენი ხნით??-სიხარულისგან გოგონებმა ხტუნაობა დაიწყეს. -ზაზასთან ერთად მივდივარ. -რაააააააააა???-ერთხმად შეჰყვირეს ნინიმ და ლიკუნამ და გაკვირვებულები მიაშტერდნენ. -ხო წავალ ცოტა ხნით ან დდი ხნით,არვიცი.ურთიერთობის გამოსწორება უნდა და ვნახოთ რა გამოუვა. -მე მეგონა ზაზას ვერ იტანდი.(ლიკუნა) -და მერე ვინ თქვა რომ მიყვარს??-ეს სიტყვები იმდენად დიდი ზიზღით თქვა ანასტასიამ რომ ბიჭებიც კი გაოცებულები შესცქეროდნენ.დუმილი ისევ ანასტასიამ დაარღვია. -არ გშიათ? -კიი როგორ არა მე ძალიან.-საჭმლის ხსენებაზე სანდროს სახე გაუბრწყინდა. -გარეთ ვჭამოთ ხო??-თანხმობის ნიშნად ყველამ თავი დაიქნია. -სამზარეულოში შედიოდნენ რომ კითხვა დააწიეს ბიჭებმა -ტასო ირაკლი სად არი?? -არ ვიცი სანდრო.-შეეცადა მაქსიმალურად ბუნებრივად ეპასუხა. შემოსასვლელიდან სამზარეულომდე ფაქტიურად ვარაუდით მიდიოდა ტასო,თვალები უბნელდებოდა.ძლივს შეძლო გოგოებისთვის ეთქვა წამლის დასალევად ავალ მანამდე თქვენ მიხედეთ აქაურობასო და კიბეებისკენ წავიდა.კიბეებზე ძლივს ადიოდა,მუხლები ეკვეთებოდა და თვალები ებინდებოდა ამდენი ნერვიულობისგან და დაღლილობისგან.მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას,მაგრამ ვერ შეძლო.ბოლო საფეხურზე მდგარი ბურთივით ჩამოგორდა დაბლა.ბრახუნის ხმაზე სასწრაფოდ ყველა კიბეებთან მივიდნენ და უგონოდ მყოფი ტასო შერჩათ.გოგონები შეშინებულები აიტუზნენ კედელთან და ცრემლები წამოუვიდათ,სანდრო სასწრაფოდ მივარდა და იქვე სცადა მოსულიერება,თუმცა რადგან არაფერი გამოუვიდა ოთახში აიყვანა.დიდხნიანი წვალების შემდეგ მოიყვანეს გონს.საბრალო ანასტასია შეშინებული თაგვივით აცეცებდა თვალებს,ჯერ კიდევ შოკში იყო.ნინიმ დაბლა ჩაირბინა წყლის ამოსატანად და ზუსტად მაშინ შემოვიდა ირაკლი.გაფითრებული და ნამტირალავი ნინის დანახვაზე ისედაც შეწუხებული სახე უფრო შეუწუხდა -რა გჭირს ნინი?? -ტასოო -რა ტასოო??-დამთავრება არ აცადა. -ცუდად გახდა,გული წაუვიდა და ძლივს მოვასულიერეთ.-სლუკუნით უპასუხა. დაუფიქრებლად გაიქცა მისი ოთახისკენ.კარებში შემოსული ირაკლის დანახვაზე ტასომ თავი დაატრიალა.ყველამ დატოვა ოთახი და მარტოები დატოვეს. -რა მოხდა?? -გული წამივიდა.-სახეს არ ატრიალებდა ისე პასუხობდა. -ბოდიში. -რისთვის? -ზედმეტი მომივიდა დილით. -არაუშავს. -ესე მარტივად მაპატიებ??? -წყენას დიდხანს ვერ ვიტოვებ გულში. -ზედმეტად კეთილი ხარ. -ამაყიც. -გამოსწორებადია ეგ. -ჩემ შემთხვევაში არა.-მხოლოდ ახლაღა შემოაბრუნა თავი. -თუ არ გინდა ვერ გამოსწორდება. -ირაკლი მომისმინე უზომოდ მინდა,მაგრამ ვერ გამოსწორდება.არ გამოვა უბრალოდ.მე უნდა წავიდე და მერე შენ რაგიყო?? რაც უფრო დაგიახლოვდები მით უფრო მეტკინება,შენც გეტკინება,ორივეს გვეტკინება!!-ჩუმად იდგა ირაკლი.-იცი ბავშვობაში სულ ვოცნებობდი რომ ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს უზომოდ ვყვარებოდი და მე ამ სიყვარულის წაკითვა მის თვალებში შემძლებოდა.უზომოდ ბედნიერი ვარ იმიტომ რომ წავიკითხე.მიუხედავად იმისა რომ ერთად არ ვართ მაინც წავიკითხე.-ღიმილს ვეღარ მალავდა ირაკლი ტასოს ამსიტყვებზე. -შეიძლება ზედმეტად ამაყი ხარ,მაგრამ მეც წავიკითხე,მაინც წავიკითხე. თავი ჩახარა ტასომ,უნდოდა აწითლებული ლოყები დაემალა და ისევ იმთბილი ტუჩების შეხება იგრძნო ჯერ შუბლზე,შემდეგ ლოყაზე.ირაკლის თავისივე საქციელი აკვირვებდა.სხვა გოგო რომ ყოფილიყო ანასტასიას ადგილას ალბათ არც კი დაფიქრდებოდა ისე დაეწაფებოდა მის ტუჩებს შუბლზე ნაზი ამბორის ნაცვლად.ემოციები შემოაწვა ტასოს თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით მოეხვია ირაკლის.ისევ ის სასიამოვნო შეგრძნება უვლიდათ ორივეს.ისევ ისე როგორც წინათ..არაა უფრო მძაფრადაც კი. უკვე აეროპორტში იდგა.მარტო მიდიოდა და ზაზა იქ უნდა დახვედროდა.მეგობრებს სახლშივე გამოემშვიდობა,ირაკლი კი არ მოვიდა.დატოვა,მარტო დატოვა,აარც კი გამომემშვიდობა.გული ეკუმშებოდა ამის გააზრებაზე.თავისთის იჯდა მარტო სკამზე და თავს ვერ სწევდა,არ სწევდა.ირგვლივ მხოლოდ სითბოს ხედავდა,ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარულით განწყობილ ადამიანებს,დიდ თუ პატარა ოჯახებს,ახალგაზრდა წყვილებს და სტკიოდა,გული სტკიოდა ამის შემხედვარეს.სახეზე შეხება,იგრძნო.ის შეხება სულ რომ აგიჟებდა.სასწრაფოდ წამოიჭრა.უნდოდა თვალებში ჩაეხედა და ეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ მოახერხა.ახლა კიდევ ერთი შეხება იგრძნო,ბევრად სასიამოვნო,ენით აღუწერელი და ასე მონატრებული.სულ ერთხელ ჰქონდა იმის ბედნიერება რომ მის ბაგეებს შეხებოდა და მაინც უყვარდა ეს სასიამოვნო გრძნობა,რომელსაც ამ დროს განიცდიდა.უამრავ გოგოსთან ნამყოფი ირაკლისთისაც კი სულ სხვა იყო ეს შეგრძნება,სულ სხვა ემოცია,სულ სხვა ენერგია,სულ სხვა მუხტი! არ ეთმობოდა და ვერ ეთმობოდა ეს ტკვილი ტუჩები,მაგრამ მაინც შეძლო თავის შეკავება.მას ხომ თავისი მშვენიერი არსებისთვის იმ დიდრონ თვალებში უნდა ჩაეხედა და ისევ წარმოეთქვა მთელი გულით და მთელი არსებით:-მიყვარხარ!! უამრავ გოგოსთან ნამყოფი ირაკლისთისაც კი სულ სხვა იყო ეს შეგრძნება,სულ სხვა ემოცია,სულ სხვა ენერგია,სულ სხვა მუხტი! არ ეთმობოდა და ვერ ეთმობოდა ეს ტკვილი ტუჩები,მაგრამ მაინც შეძლო თავის შეკავება.მას ხომ თავისი მშვენიერი არსებისთვის იმ დიდრონ თვალებში უნდა ჩაეხედა და ისევ წარმოეთქვა მთელი გულით და მთელი არსებით:-მიყვარხარ!! ამჯერადაც პასუხად მხოლოდ ჩახუტება მიიღო,მაგრამ ეს ჩახუტება იმდენად თბილი იყო ყველა „მიყვარხარს“ აღემატებოდა.ძნელი იყო ახლა ტასოს გაშვება,მაგრამ იმ იმედით რომ მალე დაბრუნდებოდა მაინც გაუშვა. უკვე 2 თვე გავიდა,რაც ამერიკაში ჩამოვიდა ანასტასია.თავს შეძლებისდაგვარად კარგად გრძნობდა.ბევრი თაყვანისმცემელიც ყავდა,უამრავ საჩუქრებსაც იღებდა,მაგრამ ირაკლი მაინც იქ იყო სადღაც გულის სიღრმეში და სხვებზე ვერ ფიქრობდა.ერთხელ მოტაცებაც მოასწრეს,თუმცა ზაზა იმდენად გავლენიანი პიროვნება აღმოჩნდა,რომ გზიდანვე მოაბრუნეს.რაც შეეხება ზაზას ამ ერთი შეხედვით აუღელვებელ,მშვიდ პიროვნებას ზოგჯერ იმდენად ამწარებდა ტასო სახალხოდ ,რომ მთელი ბრაზი სახეზე ეწერა და ცალკე ჩხუბს აზრი აღარც ჰქონდა ხოლმე.თავნებობის გამო 2 კვირით დასჯილი იყო და გარეთ ფეხს ვერ ადგავდა,თუმცა ანასტასიას პირფერობამ და აფერისტულმა კარგად მოქცევამ ბოლოს თავისი ქნა და სასჯელი 1 კვირამდე შემცირდა. ამ დროის განმავლობაში გაფაციცებით აკვირდებოდა ანასტასია ზაზას საქმიანობის ყველა დეტალს.მისი მთელი იმპერია შეისწავლა.ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა მდივანთან.სწორედ მისგან გაიგო რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორის ვაჟი გაგიჟებით იყო შეყვარებული მასზე.თავიდან ტასომ იუარა,მაგრამ შემდეგ გაახსენდა როგორ აყოლებდა თვალს ყოველ გავლაზე დერეფანში,როგორი ხშირად სტუმრობდა მთელი ოჯახი ზაზას და რამდენად ხშირად ცდილობდა ბიჭი მასთან გამოლაპრაკებას.მოგვიანებით ტასო ამჩნევდა რომ ერთი გამარჯობის თქმაც კი ამ ბიჭისთვის ფლირტის წამოწყების მიზეზი ხდებოდა.ზაზასაც ატყობდა რომ მისი აქტიურობა მოსწონდა და იმდენად გულწრფელად უღიმოდა ამ არსებას ყოველთვის,როცა ერთად ხედავდათ მას და თავის ქალიშვილს,რომ ანასტასიას სურვილი უჩნდებოდა მივარდნოდა და სილა გაეწნა.ყველა ბიჭს,რომელიც მისდამი სულ მცირეოდენ სიმპათიას მაინც იჩენდა ირაკლის გვერდით აყენებდა და აშკარას ხდიდა „თავისი ბიჭის“ უპირატესობას.გული შეუღონდა,როდესაც ირაკლი და ეს არსება შეადარა.ირაკლი იყო მაღალი,მუქი შავი თმით,ამფერივე ულამაზესი მოყვანილობის თვალებით,დიდი ტუჩებით გამორჩეული ახალგაზრდა.თან ყველა დადებით თვისებასთან ერთად ნავარჯიშები.ლუკასი სიმაღლეს არ უჩიოდა,მაგრამ ცხვირი-კატასტროფა,ტუჩები-კატასტროფა,თმა ქერა,მაგრამ ირაკლისთან შედარებით მაინც კატასტროფა,გამოხედვა კი ყველაზე დიდი კატასტროფა.ეს იყო რაღაც სასწაული.პირდაპირ თვალებით აშიშვლებდა საბრალო ანასტასიას.თნ ამას მოურიდებლად აკეთებდა საზოგადოებაშიც კი.ერთადერთი რაც უვარგოდა თვალის ფერი იყო,მაგრამ თვალისმოყვანილობის ფონზე ისიც იკარგებოდა.მოკლედ ირაკლი 10 თავით მაღლა იდგა ყველსთან შედარებით. კვირა საღამოს როგორც წესი ზაზა სულ სახლში იყო და ისვენებდა,თუმცა დღეს გამონაკლისი იყო.ლუკასი და მამამისი ესტუმრნენ და ზაზასთან კაბინეტში დიდხანს ლაპარაკობდნენ.ანასტასიას ცნობისმოყვარეობამ წასძლია და კაბინეტთან მივიდა.საუბარი არც თუ ისე კარგად ისმოდა,თუმცა აშკარა იყო რომ რაღაც კარგად არ იყო.ცოტა უფრო ახლოს მისულმა გაიგო როგორ ახსენეს „ის გაყალბებული საბუთები,რომელბის არავის არ უნდა ენახა თორემ ჩაიძირებოდნენ.“ამის გაგონება და ტასოს სიხარული ერთი იყო.მიხვდა რომ შანსი ჰქონდა შური ეძია ზაზაზე თუ ამ საბუთებს იპოვიდა.ცოტა ხანს კიდევ უსმენდა.რაღაც გეგმებს აწყობდნენ და ამ გეგმებში რატომღაც თავისი სახელიც გაიგონა.უკვე ჩვეულებრივ თემებზე რომ დაიწყეს საუბარი ანასტასია თავის ოთახში ავიდა და პირველ რიგში იმაზე დაიწყო ფიქრი საბუთებს თუ იპოვნიდა რა ექნა.ირაკლის თქმის არ იყოს ზაზას გამწარება იყო ასეთი ძნელი და ახლა მისი ჩაძირვა??ცოტა საეჭვო იყო,მაგრამ უნდა ეცადა.შემდეგ კი ისევ ის სიტყვები გაახსენდა ზაზა ასეთი სიამოვნებით რომ წარმოთქვამდა -“Ann will be there of course and your wish will come true!” პლიუს ამას მოყოლილი სამი არსების სიცილი საშინელება იყო.სამზარეულოში წყლის დასალევად ჩასულს ზაზა უკვე მარტო დახვდა,სამზარეულოში მიირთმევდა. -საღამომშვიდობისა.-ზაზამ თითქმის დამარცვლით წარმოთქვა ეს სიტყვა მაშინ,როცა დაინახა ანასტასია როგორი არხეინად შევიდა სამზარეულოში და ხმის ამოუღებლად აპირებდა წყლის დალევას. -გეტყობა ვერ ხარ ხასიეთზე.-მისი უხასიეთობით ნასიამოვნება სულ სხვა პასუხი დაუბრუნა. -და შენ როგორ გიხარია. -არ უნდა მიხაროდეს??-იმდენად საოცარი სახით იკითხა ანასტასიამ რომ არა მხოლოდ ზაზას არამედ თვითონაც კი გაეცინა. -ხო შენ ეს გიხაროდეს მე სხვა რაღაცით გავიხარებ მალე. -ოჰოო მაგალითად რითი?? -გათხოვებაზე გიფიქრია?? -რა გინდა ეხლა გულწრფელი მამა-შვილური საუბარი გვქონდეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი წარმომიდგენია ჩემი ქორწილი??? -მე სხვა რაღაც მქონდა გეგმაში,მაგრამ ეგეც შეიძლება. -კარგი რა ზაზა.-გულიანად გადაიხარხა ტასომ. -აიი მაგალითად შეგიძლია მითხრა რომელი ყვავილებით გინდა რომ იყოს გაფორმებული საქორწინო დარბაზი ან იქნებ ბუნებაში გინდა ქორწილის გადახდა?? როგორი კაბა გინდა რომ გეცვას??რომელ დიზაინერს შევაკერინოთ და რავიცი ათასი რაღაცაა მოსაფიქრებელი. ანასტასია ისევ გულიანად იცინოდა. -ხო აი დღე-დღეზე ვთხოვდები და მალე მოვაგვაროთ ყველაფერი. -თხოვდები..თხოვდებიი..-ზაზას ამ სიტყვვებმა ცოტა დაასერიოზულა ანასტასია. -კარგი რა ზაზა.მე და შენ სულ რომ ვთხოვდებოდე 5 წუთითაც რო არ ვილაპარაკებთ მამა-შვილურად შენც ხო იცი არა??? და რაღაც სასწაულად ნუ მელაპარაკები გთხოვ. -ისეთზე არაფერზე არ გელაპარაკები რაც აუნდა ვიცოდე.ლუკასს მოსწონხარ,ჩავთვალოთ რომ შენც მოგწონს და მალე შეუღლდებით კიდეც. გაკვირვებული ანასტასია მხოლოდ სიცილს დასჯერდა და ისე გავიდა ოთახიდან.კარებში დააწია ზაზამ სიტყვა. -კვირას ჩვენი და ნიკოლასის(ლუკასის მამა) კომპანიების თანამშრომლობის წლისთავთან დაკავშირებით ბანკეტია და რამე ლამაზი კაბა იყიდე.საუკეთესოდ უნდა გამოიყურებოდე ძვირფსო.-ამას მოყვა ზაზას საშინელი სიცილი და რა თქმა უნდა ტასოს ნერვების მოშლა. საბანში გახვეულმა გაანალიზა,რომ სახლში სტუმრიანობა აწყობდა.თუ ბევრი ხალხი იქნებოდა შეძლებდა კაბინეტში შესულიყო და საბუთები ეპოვა,რომელიც ზაზას დანაშაულს დაამტკიცებდა.ამაზე ფიქრს რომ მორჩა ლუკასი და მამამისის სისულელები გაახსენდა ქორწილთან დაკავშირებით და ნერვებმოშლილს აღარ ეძინებოდა.სკაიპში შევიდა და თავისი გოგოები შემოსულები დახვდნენ.სასწრაფოდ დარეკა.გოგოები სხვანაირად მხიარულები მოეჩვენა.უცნაურად იქცეოდნენდა სიურპრიზზე ელაპარაკებოდნენ. -შენთვის ისეთი ამბავი გვაქვს აიი ისეთი რომ უზომოდ შეგშურდება. -გარდა იმისა რომ ჩემ სახლში თბილად მოწყობილები ნებივრობთ კიდე რისი უნდა შემშურდეს ??-სიცილით იკითხა და ეს სიცილი სახეზე შეაშრა,როცა უკან ნაცნობი სილუეტი დაინახა. -ნიკაა-ძლივს ამოილუღლუღა. -ეეე საიდან იციი??? -მოიცა მართლა ნიკაა???-თვალები უკვე ცრემლებით ევსებოდა გოგოები კი მხოლოდ იცინოდნენ მის გაოცებულ სახეზე და ხმას ვერ იღებდნენ.ბოლოს ნიკამ ლეპტოპი ააცალათ და თვითონ დაუწყო ლაპრაკი. -როგორ არიის ჩემი ყველაზე მაგარი გოგო/??-ტასომ ხმა ვერ ამოიღო,ცრემლები წამოუვიდა. -როდის ჩამოხვედი??კიარადა ჩახვედი თუ რაღაც ჯანდაბა -მადლობა მეც რა მიჭირს ვარრა. -ნიკაა -გუშინ დილით. -რატო იმდღეს არ მითხარი შენი გეგმების შესახებ?? -უცებ გადავწყვიტე -ააააააა-თავი დახარა და ისევ ცრემლები გადმოსცვივდა.ნიკა იქ იყო,საქართველოში,მის სახლში და ანასტასიას არ შეეძლო რომ ენახა.ისიც ნიკაც გამო,ისიც იმისთვის რო ნიკა ყოფილიყო კარგად. -კაი გოგო რა გატირებს გაჩერდი რა -დიდი ხნით აპირებ დარჩენას?? -არ ვიცი ვნახოთ.მინდა რომ სულ აქ ვიყო და ცოტა ხნით წავიდე ხოლმე გერმანიაში.მთლად უპატრონოდ ვერ დავტოვებ იქაურობას ხო იცი. -და ამ დილაუთენია საიდან მოგაფიქრდათ მანდ შეკრება??? -ააა იმედია ნებას მომცემ რო აქ ვიცხოვრო,შენთან. -რატო??ლიკას და გიორგის ეჩხუბე? -ხოო.ზაზას გამო.ეხლა არ მინდა მაგაზე ლაპრაკი რა -კაიი. -როგორ ხარ თქვი.ერთობი მაინც?? -ერთადერთი გასართობი ჩემთვის მაღაზიებში სიარულია ხო იცი. -ზაზასთან რა ხდება?? -არაფერი რავი.წეღან რაღაც ქორწილზე დამიწყო ლაპრაკი.მეშინია ვინმეს არ მიმათხოვოს უცებ. -ანასტასია გვითხოვდება..ანასტასიაა გვითხოვდებაა-სიცილით ჩაერთნენ ლაპრაკში გოგოები. -მირჩევნია მოვკვდე ვიდრე აქ ვინმეს ცოლად გავყვე -რატო არ არიან კარგი ბიჭები??-ისეთი სახით თქვა ტასომ ნიკამაც კი ვერ შეიკავა სიცილი. -არააა.ვინც არი იმათ ჰყავთ შეყვარებულები და რომც არ ყავდეთ მე არავინ არ მინდა. -ოჰოო ეხლა არ მითხრა რომ შენი ბიჭი გენატრება -არავინ არ მენატრება და შეეშვით ჩემ დაცინვას რაა -კაი რა იყო ეხლა მაგაზე არ იტირო. -არ ვაპირებ.წავედი მეძინება მე და ხვალ ან ზეგ კიდე დაგირეკავთ. -კაი ჭკუით. „ჭკუით“ ეს იყო სიტყვა,რომელსაც გამუდმებით უმეორებდა ნიკა დამშვიდობებისას.იმაზე ფიქრში რომ ნიკა საქართველოში იყო ძლივს დაეძინა. 12 ხდებოდა რომ გაიღვიძა და ლოგინში ნახევარ საათიანი ნებივრობის შემდეგ ძლივს იკადრა ადგომა.წყალი გადაივლო,ტანსაცმელი შეარჩია და დაბლა ჩავიდა.ყავა დალია თუ არა საყიდლებზე წავიდა.მხოლოდ კაბის საყიდლად წასულმა მთელი მაღაზიები გამოზიდა.უკვე 6ხდებოდა სახლში რომ დაბრუნდა.სახლში გაცეცხლებული ზაზა დახვდა. -შენ ტელეფონი რისთვის გაქვს??-ბოლო ხმაზე ყვიროდა. -ჩემ ტელეფონს ბევრი ფუნქცია აქ და ყველა ჩამოგითვალო??? -მორჩი იდიოტურ ლაპარაკს!!! სად ჯანდაბაში გქონდა ტელეფონი რო გირეკავდი?? -ხელში მეჭირა. -რატო არ მპასუხობდი მერე???გინდა რომ სულ გამაგიჟო ხოო???რასაც მამწარებ არ გყოფნის?? -ლაპარაკი მეზარებოდა.შენთან მით უმეტეს და რა მექნა.მეც ავდექი ხმა გამოვურთე და ჩანთაში ჩავაგდე.5 გამოტოვებული ზარის მერე მართლა აღარ მესმოდა შენთავს ვფიცავარ.-სიცილით უთხრა ტასომ და კიბეებისკენ წავიდა. -ხვალ სტუმრები 7 საათიდან დაიწყებენ მოსვლას.მინდა რომ სახლის დეკორაციაში შენ დაეხმარო დიზაინერებს. -მეეე???-გაკვირვებული დატრიალდა ანასტასია. -ხო შენ.მაინც კარგი გემოვნება გაქვს და მაგაში მაინც გამოგიყენო მარტო გათხოვება ხო არ არის. -რა გათხოვება?? -მალე გაიგებ ჩემო სიცოცხლე მალე.-ახლა უკვე ზაზას აუტყდა სიცილი.ანასტასიამ სწრაფად აირბინა კიბეები და თავის ოთახში შესული სასწრაფოდ დაებერტყა საწოლზე. ღამე გვიან ჩავიდა დაბლა უზომოდ შიოდა.დერეფანში რომ ჩაიარა დაინახა ზაზას კაბინეტიდან შუქი როგორ გამოდიოდა.ტელეფონზე ლაპრაკობდა საკმაოდ მშვიდად და ბოდიშებს იხდიდა.ისევ ის საბუთები ახსენა.ტასომ თავის ოთახში შეირბინა სინი საწოლზე დადო და ტელეფონით ხელში კაბინეტისკენ გავარდა და თავისდა გასაკვირად კარი ამაყად შეაღო.ტელეფონში კამერა ჰქონდა ჩართული და ცდილობდა ისე სჭეროდა რომ ზაზას არაფერი არ შეემჩნია.ტასოს დანახვაზე ზაზა შეკრთა და მალევე დაამთავრა საუბარი,თუმცა ის რომ მაგ საბუთებით ვერავინ ვერაფერს ვერ დააკლებდათ,რადგან საიმედო ადგიალს იყო შენახული კარგად ისმოდა ჩანაწერში. -შენ აქ რა გინდა?? -დავინახე აქ რომ იყავი და შემოგიარე ცოტა ხნით. -როდიდან აკითხავ მამიკოს კაბინეტში???-სიცილით ჰკითხა. -დღეიდან. -კარგია.ათასში ერთხელ მაინც მოიქეცი ისე როგორც კარგ შვილს შეეფერება. -რა იყო შენი ბინძური საქმეების გამო ხოარ იძირები??? არ მითხრა რომ მეღირსება იმის ბედნიერება რომ ციხეში გნახო.-გაბრწყინებულმა იკითხა ანასტასიამ. -არა არა ჩემო კარგო.მკვლელობისთვის ვერ ჩამსვეს და რაღაც საბუთების გამო ჩამსვამენ???მასე მიცნობ??- ამის გაგონებაზე ანასტასიამ კინაღამ ხტუნაობა დაიწყო.ფაქტიურად აღიარა ზაზამ თავისი დანაშაული.დანაშაული,რომლის გამოც პასუხი თავის დროზე უნდა ეგო. -ხო პრინციპში მეც რა სისულელეებს ვიფიქრებ ხოლმე რაა. -რადგან აქ ხარ მინდა რომ სერიოზულად გელაპრაკო. -ეხლა ისევ ქორწინება და მამა-შვილური საუბრები არ მომინდომო რაა გეხვეწებიი -1თვეში თხოვდები. -და სიძე???- ისეთი სახით იკითხა თითქოს მარტო სიძე იყო საჭირო და ნებისმიერს გაყვებოდა ცოლად. -ლუკასი.-ამას კი ნამდვილად არ ელოდა.ისტერიული სიცილი აუტყდა და ვეღარ ჩერდებოდა.მხოლოდ ზაზას სიტყვებმა მოიყვანა გონს. -ხვალ გამოვაცხადებთ თქვენი ნიშნობის შესახებ და ცოტა ჭკვიანად იყავი.ძალიან განცვიფრებული სახე არ გქონდეს და რააც მთავარია საქმროსთან ახლოს იტრიალე. -კაი ზაზა ღადაობ ხოო??? -არა ეს უბრალოდ ბიზნეს გარიგება იქნება.ყველა ნახავს რაღაც მოგებას.შენ მილიონერ ბიჭს გაყვები,ისინი ლამაზ გოგოს აირტყავენ,მე რამოდენიმე მილიონს და ეგ არი.ჰეფი ენდით დამთავრდება ყველაფერი. -კაი ხვალ ყურადღებას მივაქცევ ჩემ ქმარუკას.-სიცილით თქვა ტასომ და ისევ გზაში დააწია ზაზამ სიტყვა. -შენი ტანსაცმელი საღამოს უკვე ჩაბარგებული იქნება.აქედან გადადიხარ ახალ სახლში.შენ და ლუკასი ერთად იცხოვრებთ.ვიცი რო ძალიან გიხარია ჩემო სიცოცხლე.ეხლა გაიქეცი შენს ოთახში. ძილის წამლების დახმარებით ძლივს დაიძინა ანასტსიამ დილით კი თავის ტკივილმა გამოაღვიძა.წყალი გადაივლო და დაბლა ჩავიდა საჭმელად,მერე წამალი დალია და თავის ოთახში აბრუნდა.მოსამსახურე ბარგს ულაგებდა ამიტომ ლეპტოპი აიღო და სხვა ოთახში გავიდა.სკაიპში შევიდა და ნიკა დახვდა შემოსული.ემოციებისგან დაცლა სჭირდებოდა,გულის გადაყოლება ამიტომ დარეკვა სცადა,მაგრამ არ გააგონეს. 2 წუთში თვითინ დაურეკა ნიკამ.სახლში ერთი ღრიანცელი იყო.მთელი საძმაკაცო იქ ყავდა ნიაკს და თამაშობდნენ.რომ გაიგეს ტასოს ელაპრაკებოდა ყველა ჩაჩუმდა.შეშლილი სახე ჰქონდა სავარძელში მისვენებულ ბიჭს,მისაყუდებელზე თავი ჩამოედო და შუბლი შეეკრა.ანასტასიას ხმის გაგონებაზე თვალები დააჭყიტა ოდნავ წამოიწია,მაგრამ მერე ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. -ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი როგორ არი???? -მთელიი სიყვარულით წარმოთქმულ სიტყვებზე ტასოს ჩაეღიმა,მაგრამ არა ისე როგორც ნიკა ელოდა. -რაო ბევრი დალიე?? -არაა ხო იცი მე ბევრს არ ვსავ.რა გჭირს ეხლა რითი გაგაბრაზა ზაზამ ?? -გეხვეწები ეხლა იმაზე ნუ ვილაპარაკებთ ზაზამ რა მითხრა და როგორ ვიჩხუბეთ კაი???-ხმა ისე უკანკალებდა ალბათ წამებში ტირილს დაიწყებდა. -კაი გოგო რა გჭირს თქვი ეხლა მალე.იმდენი არ ქნა რომ უცებ ჩამოვიდე და ყველაფერი ჩემით გავარკვიო. -არ გაბედო.ცოტა ხანს მაცადე და შეიძლება მე ჩამოვიდე.-ამის გაგონებაზე ირაკლის გული აუჩქარდა. -სერიოზულად ამბობ?? -ხოო რავი გუშინ რაღაცეები ვიჩალიჩე და თუ ციხეში ვერ ჩავსვავ მანდ მაინც ჩამოვალ მგონი. -რა იჩალიჩეე?? -რაღაც ვიდეო გადავიღე.ეხლა რაღაც საბუთებიც თუ ვიპოვე სუ თავისუფალი ვიქნები. -მართლა ამბობ?? -ხოო.დედაზე ამბობს რაღაცას ვიდეოში.თითქმის აღიარებს რომ მაგან მოკლა და რავი მგონი გამოდგება დასაშანტაჟებლად.-ამ სიტყვების თქმა და ცრემლების წამოსვლა ერთი იყო.შორიდან გაიგეს ბიჭებმა მაღალ ხმაზე ყვირილი -ტასოო სად ხარ?? გახდა შვიდი და არაფერი მზად არ არის სტუმრებს რა დავახვედროო?? -მე რო ვხვდები მაგაზეც მადლობა თქვან სხვა რა უნდა დაახვედრო. -შენ ამ შემთხვევში ლუკასს ხვდები ძვირფასო სხვებისკენ ნუ მიგიწევს გული. -მომაშორე შენი ამაზრზენი ლუკასი.მეზიზღება. -და ვინ გიყვარს ირაკლიი??? -კიი თუნდაც.-ამ სიტყვების თქმა და ნიკას გაფართოებული თვალები იყო.ირაკლის მონაყოლი გოგოზე,რომელიც აღწერილობით ზუსტად შეესაბამებოდა ტასოს,ის მინიშნებები ირაკლის მხირადან,ეხლა ტასოს ეს ნათქვამი ცხადს ხიდად ყველაფერს.ირაკლი ცოტაც და სიხარულისგან ფრენას დაიწყებდა. -მისმინე უნდა წავიდე საქმეები მაქვს.-როგორც კი დაკეცა ლეპტოპო ნიკამ ირაკლის მიუტრიალდა. -შეგეძლო პირდაპირ გეთქვა ვინ გიყვარდა!!! -ზედმეტად მიყვარს ჩემი თავი საიმისოდ რომ საავადმყოფოში დასაწვენად გამემეტებინა. -არ ვარ ხუმრობის ხასიეეთზეე!! -გატყობ და ახსნას არ დაგიწყებ არაფრისას ხო იცი. -რას ქვია არ დაიწყებ ბიჭო ჩემი დეიდაშვილი გიყვარს !!! -შენ თვითონ თქვი რო მიყვარს და რას ყვირიხარ.მიყვარს თან სიგიჟემდე და კარგი იქნებოდა რო მოგელოცა -რაა უნდა მომელოცა შენ შ** ხო არ გაქ?? -ტასომ პირველად თქვა რომ ვუყვარვარ -აუ ბიჭო შეხედე რა სახე აქ ამას როგორ ეჩხუბები-ბიჭებმა სცადეს სიტუაცია განემუხტათ და ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც.ამის მეტი სიტყვა არ დასცდენიათ ტასოზე და ირაკლიზე,თუმცა მამისმკვლელ მზერას მაინც ვერ იშორებდა სახიდან ნიკა. მოკლე,შავ კაბაში გამოწყობილი ანასტასია ნელა მოაბიჯებდა კიბეებზე და ქვემოთ შეკრებილი საზოგადოების ყურადღებას იქცევდა თავისი ელეგანტური მიხვრა-მოხვრით.სახეზე ყალბი ღიმილი აეკრა და ვისაც იცნობდა ყველას კითხულობდა.ესეც ზაზას დავალება იყო.ლუკასი და მისი ოჯახი რომ დაინახა სხვა მხარეს წავიდა,უნდოდა თავი აერიდებინა,მაგრამ არ გამოუვიდა.თივთონ ლუკასმა მიაკითხა დიდხნიანი დაზვერვის შემდეგ.ცოტა ხანს თავის წარმატებებზე ელაპარაკებოდა,სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე,ძვირადღირებულ მანქანებზე,რომლებსაც ყოველდღიურად იცვლიდა და კიდევ ათას სისულელეზე.ისე ელაპარაკებოდა თვალს არ აშორებდა,თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა.სითავხედე ეყო და იკითხა რატო დეკოლტე არ ეცვა და ის-ის იყო სილა უნდა გეწნა რომ ზაზამ იქ შეკრებილი საზოგადოების ყურადღება ითხოვა რათა მნიშვნელოვანი განცხადება გაეკეთებინა.წამის მეასედში გაიაზრა ანასტასიამ რომ ზაზა სერიოზულად ლაპარაკობდა ქორწილზე,ტვინში სისხლმა აასხა,კანკალმა აიტანა,უნდოდა მიწა გასკდომოდა,მაგრამ არა! იქ იდგა,შეძლებისდაგვარად მყარად და ყრუდ ესმოდა ზაზას სიტყვები ლუკასის და თავისი ქალიშვილის ფრული სიყვარულის შესახებ,რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოაშკარავდა და 1 თვეში დიდი ქორწილით უნდა დაგვიგვინებულიყო.მქუხარე აპლოდისმენტები მოყვა მის ორატორულ გამოსვლას.ლუკასი ამაყად იდგა კმაყოფილი სახით და ხელი წელზე შემოეხვია ანასტასიასთვის.ტასომ ერთი ყალბი ღიმილი ესროლა ხალხს და კაბინეტში გავიდა.ეს იყო ადგილი,სადაც ვერავინ ვერ შეაწუხებდა თვით ზაზაც კი რადგან ახლა მილოცვებს იღებდა და ქალიშვილისთვის არ ეცალა. მთელი კაბინეტი სიჩუმეს მოეცვა,ყრუდ ისმოდა სტუმრების ხმაური და თამამად მხოლოდ საათის ისრები წიკწიკებდნენ.ეს ხმაც ნერვებს უშლიდა და ძვირფას,ანტიკვარუოლ საათს ვისკის ბოთლი ესროლა.მისდა გასაკვირად საათი არ ჩამოვარდნილა,არც წიკწიკი შეუწყვეტია.მხოლოდ ბოთლის მტვრევის ხმა გაისმა და საათის უკნიდან ქაღალდების დასტის პატარა ნაწილი გამოჩნდა.სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა საათს და უკნიდან მთელი დასტა გამოიღო.რადაგან ასე საგულდაგულოდ იყო შენახული ჩათვალა რომ ის საბუთები იყო,რომელიც ზაზას დიდ საფრთხეს უქმინდა.ფეხის ხმის გაგონებაზე შეკრთა,უარესად აკანკალდა და იმდენად დაიბნა რომ ვერ მიხვდა საბუთებისთვის რა ექნა.მაგიდის ქვეშ შეაცურა იმ იმედით რომ არავინ ოთახის თვალიერებას არ დაიწყებდა და სასწრაფოდ სავარძელში ჩაესვენა.ოთახში გამწარებული ზაზა თითქმის ყვირილით შემოვარდა -თავში ტვინი სულ არ გაქ ხო?? გამოეთრიე დროზე აქედან და მიდი სტუმრებთან!! -დავიღალე ამ აფერისტობით!!არვარ მე შენნაირი მსახიობი არაა!!! -ფეხებზე მიდია შენი მსახიობობა!!!ყველა შენ გელოდება მილოცვებს მარტო მე და ლუკასის ოჯახი ვიღებთ მაშინ,როცა შენც იქ უნდა იყო!! -არ გრცხვენია მაინც???ოდნავ მაინც არ გაწუხებს ნამუსიი???შვილს ყიდიი!!! როგორც საქონელს ისე ყიდიი შვილს!!! ხვდებიი მაინც რას აკეთებ??? -რამეშ ხო უნდა გამომადგეე??? თან კარგ ოჯახში შედიხარ რა გინდა.არაფერი არ მოგაკლდება.დედობრივ მზრუნველობას ლილიანა აიღებს თავის თავზე. -არავისი მზრუნველობა არ მჭირდება!!! -სიმართლე გითხრა სულ არ მაინტერესებს შენ რა გჭირდება!! მთავარია მე მჭირდება რომ გათხოვდე და გათხოვდები. -არა!!! -შენ ძვირფას დეიდაშვილებზე იფიქრე ანუკიი!! -შეეშვი ჩემ ძვირფას დეიდაშვილებს!! -ბარგი ჩალაგებულია თუ რამე დარჩა ადი და ჩაალაგე ოღონდ ჯერ მილოცვები მიიღე და სამახსოვრო ფოტო გადაიღე ლუკასსთან ერთად. -არაა -კიიი. -არა მეთქი. -ეხლა მე გავალ 5 წუთში შენც უნდა გამოხვიდე!! ოღონდ ესეთი შეშლილი სახით არაა!! -ჩემ ოთახში უნდა ავიდე და დამამშვიდებელი დავლიო მაშინ! -მოსამსახურეებს უთხარი და ისინი ჩამოგიტანენ. -ვერ ვიტან ჩემ ნივთებშ ვინმე რომ იქექება ამიტომ მე თვითნ ავალ. -უკანა კიბიდან ადი ისე რომ არავინ არ დაგინახოს და სალაპარაკო არ გახდე. -ვინ დამინახავს და ვინ არა ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული!შეეცადე ხალხის ყურადღება მიიქციო. -მალე ქენი თორე ამოგაკითხავ. -10 წუთში ჩამოვალ. -უფრო მალე -10 წუთში. -არ გადააცილო 10წუთს! -კაი. შვებით ამოისუნთქა ტასომ ზაზას გასვლის შემდეგ.საბუთებს ხელი სტაცა და უხმაუროდ გავიდა დერეფანში.საბუთები ჩემოდნის ძირში ჩადო.ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიიჩნია.დამამშვიდებლის დალევაზე არც უფიქრია.ძილი მოერეოდა და სახიფათო იყო ლუკასის ხელში.ყველა წვრილმანი,რაც დარჩენილი იყო ჩაყარა ჩემოდანში და დაბლა ჩავიდა.სახე მართლაც უფრო დამშვიდებული ჰქონდა,მაგრამ შინაგანად ზედმეტად აფორიაქებული იყო.იმ საღამომ მშვიდად ჩაიარა.საკმაოდ გვიან წავიდნენ ლუკასი და ანასტასია თავიანთ ახალ სახლში.როგორღაც მოახერხა და ერთ ოთახში დაძინებაზე უარი თქვა.იმ ღამეს ასე თუ ისე მშვიდად ეძინა.დილით რომ გაიღვიძა ლუკასი წასული დახვა.სამზარეულოში ჩავიდა ყავა დალია და ფეისბუქზე შევიდა.არაფერი არ ხდებოდა საინტერესო გარდა ერთი დეტალისა.ნიკას ირაკლისთან ერთად ედო სურათი.თვალები გაუფაართოვდა,დიდ ხანს უყურებდა სურათს და რაღაცნაირად ტკბებოდა.12 ხდებოდა ლუკასი რომ დაბრუნდა.როგორც ყოველთვსი ნასვამი იყო,მაგრამ არა მთვრალი.პირდაპირ ანასტასიას ოთახში ააჭრა და დაუკაკუნებლად შეალაჯუნა.ანასტასია შეხტა მის დანახვაზე.გაშტერებული უყურებდა და ეშინოდა ის არ ექნა,რასაც ფიქრობდა.ლუკასი გაშმაგებით დაშტერებოდა ანასტასიას ნატიფ სხეეულს და მის მზერაში მხოლოდ ერთი რამ ამოიკითხებოდა.ნაბიჯებს ნელა ადგავდა მხოლოდ ერთი მიმართულებით.შეშინებული ტასო საწოლიდან წამოხტა და მეორე მხარეს დადგა.თავისი ამაზრზენი საუბრით ცუდად ხდიდა ლუკასი.მისი სხეულის ყველა დეტალს განიხილავდა.თავიდან ფეხებამდე ათავლიერებდა.ტასოს უნდოდა გაქცეულიყო,მაგრამ სად??ისე იდგა ლუკასი აუცილებლად დაიჭერდა.კანკალით აიტუზა კარადასთან და ღმერთს მიენდო.სჯეროდა რომ არ გაწირავდა.ლუკასი გასაოცარი სისწრაფით მივარდა და კოცნა დაუწყო.საწოლზე ისე დაანარცა ძვლები ეტკინა.ვერ გაიაზრა ტასომ როგორ სცემა ეს აყლაყუდა.მუშტებს მთელი ძალით ურტყავდა,სახე ჩამოუკაწრა,მუცელში წიხლი იმდენად მწარედ ამოარტყა რამოდენიმეჯერ თვითონ ეტკინა.დიდი წვალების შემდეგ უგონოდ მიესვენა ლუკასი საწოლზე.ანასტასიამ ტანსაცმელი ჩაიცვა,ბარგი აიღო და პირველივე რეისით გამოფრინდა საქართველოში.დილის ცხრაზე იყო პირველი ფრენა ამიტომ აეროპორტში მოუწია გათენება. პირველი საათი ხდებოდა საქართველოში რომ ჩამოფრინდა.ჩაბნელებულ ქუჩებში იშვიათს თუ დაინახავდით.ღამე გათენებულს,ნამტირალევს თვალები სულ დასიებული და ჩაწითლებული ჰქონდა.ვერ გაიგო როგორ მიაღწია სახლამდე.უზომოდ იყო დაღლილი და ეძინებოდა,მაგრამ იმის გაფიქრებაზე რომ ნიკას ნახავდა სახე უმშვიდდებოდა და გულწრფელად ეღიმებოდა.ზარი დარეკა და თითქმის მაშინვე გააღო კარი ზურამ,ნიკას ერთ-ერთმა ძმაკაცმა და შესაბამისად ანატასიას ახლო მეგობარმა.სახე გაუბრწყინდა ტასოს დანახვაზე და ბიჭებს გასძახა -ეე ბიჭო გამოდით ტასოო ჩამოვიდა.-თან სიხარულისგან ხტუნაობდა და ეხუტებოდა კარებთან აყუდებულ გოგონას. -შენ არ იცვლები სულ ისეთი მხიარული და ცანცარა ხარ.-გიორგიც,კოტეც და სანდროც უზომოდ თბილად შეხვდნენ ,მაგრამ ნიკა?? არ ჩანდა რატომღაც.ოთახიდან გამოლაგებულ ბიჭებში ნიკა რომ ვერ დაინახა აცრემლიანებული თვალებით იკითხა -ნიკა სად არის? -აივანზე არიან ეგ და ირაკლი.ეტყობა ვერ გაიგეს რო მოხვედი შემოვიყვან მოიცა. -არ გინდა კოტე მე გავალ. კარი რომ გაიღო ოროვე შეწუხებული სახეებით დატრიალდნენ -კაი გითხარით გვაცადეთო რააა!! რა გჭირთ -ბოდიში ხელის შეშლა არ მინდოდა.-ანასტასიას ხმის გაგონებაზე ირაკლის მუცელში პეპლები ამოძრავდნენ,გული აუჩქარდა და მთლიანად აუწითლდა სახე. -ტასოოოო?????? -გაღიმებული ნიკა ერთ ადგილზე გაშეშდა. -ვეღარ გავჩერდი და ცოტა ადრე წამოვედი. -ჩემი ცხოვრების აზრიი მოდი ჩემთან!!! -ეს თქვა და მთელი ძალით მიიხუტა ტასო-ჩემიი ტასო,ჩემი პატარა ტასუნიაა. -როგორ მომენატრე იციი??-უკვე ტიროდა ანასტასია. -ვიციიი მეც სიგიჟემდე მომენატრე!!-უკვე მოსცილებოდა ნიკა და თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა.ცრემლებს სწმენდდა თვალებიდან და მთელ სახეს უკოცნიდა. -რატო ჩამოხვედი??? -საქმროს ვერ შევეწყვე. -რააააა???-როგორც იქნა ამოიღო ხმა ირაკლიმ. -რა საქმრო გოგო რეებს ლაპარაკობ-ნიკამ თავი ვეღარ შეიკავა და ბოლო ხმაზე ყვიროდა. -ცოტა წყნარად ნიკა!! -რა საქმრო მეთქი გკითხე!! -რა და ზაზა მყიდის!!! ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენს გაურიგდა და იმის შვილზე მათხოვებს!! ეხლა გაიგეთ რა საქმრო?? -თავის შეკავებას აღარც ცდილობდა ნიკა ურცხვად იგინებოდა ტასოსთან.ირაკლი კი გაკვირვებული მისჩერებოდა მის წინ მდგარ უმშვენიერეს არსებას,რომელთან სიახლოვეც სიცოცხლეზე მეტად უნდოდა.პირველი ნაბიჯი ისევ ტასომ გადადგა და თავი მის კისერში ჩარგო.როგორ უხაროდა ირაკლის,როგორ აუჩქარდა გული,როგორ დაუნარა ისევ იმ სასიამოვნო შეგრძნებამ.ისე მაგრად მოხვია ხელები თითქმის გაჭყლიტა საბრალო ანასტასია,რომელიც ერთიანად მოიცვა სითბომ და სიყვარულმა.ნიკა კი გაოცებული უყურებდა ამ სანახაობას და სიბრაზის მიუხედავად თავისთვის ჩუმად მაინც ეღიმებოდა. ნიკას მოთმინების ფიალა ევსებოდა.ერთადერთი ადამიანი,ვისთანაც ანასტასია მივიდოდა და პირველი ჩაეხუტებოდა თავისი დეიდააშვილი იყო,ახლა კი ნიკა ატყობდა რომ შემცილებელი გამოუჩნდა და ეჭვიანობა აგიჟებდა.პატარა,განებივრებული ბავშვივით გამწარებული მისჩერებოდა და როგორც მის დაუკითხავად აღებული სათამაშო ისე უნდოდა გამოეგლიჯა ტასო ირაკლის მკლავებიდან.თან გასაკვირი ის იყო რომ ამას არ შვრებოდა.ალბათ იმიტომ რომ ის,ვინც მისი საყვარელი „სათამაშო“ დაისაკუთრა სანდო ადამიანი იყო.მისი გრძნობების შესახებ ყველაფერი დეტალებში იცოდა.ჯერ კიდევ 1 წლის წინ მოუყვა ირაკლიმ როგორ მოეწონა ერთი გოგო.მერე ყოველი შეხვედრის,დარეკვის ან მიწერის შესახებ უყვებოდა და კარგადაც ხალისობდა თურმე მისი დეიდაშვილის თავის ფასებასა და სიჯიუტეზე.ირაკლი კი სულ ეჩხუბებოდა,გამუდმებით სერიოზულად ელაპარაკებოდა ტასოზე და რჩევებს სთხოვდა.როგორც კი პირველად გაუჩნდა სერიოზული გრძნობა მაშინვე ნიკას უამბო ირაკლიმ და ამ სიყვარულის გამძაფრების თითოეული საფეხურის თანაზიარი იყო ისიც ირაკლისთან ერთად.დაზუსტებით იცოდა რომ „გასართობ“ გოგოებზე ირაკლი სხვანაირად ფირქრობდა.რომ დაინახა როგორი თბილად ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ბოლოს როგორ აკოცა თავზე ირაკლიმ ანასტასიას,მაშინღა გაახსენდა მათი ბოლო საუბარი ერთ ჯერ კიდევ „უცნობ გოგონაზე“: „მართლა მიყვარს ..იმასაც ვუყვარვარ უეჭველი ვიცი და მაგიტომ უფრო ვარ ესეთ დღეში.მე რო გოგოსთან დავიბნევი ხო აზრზე ხარ როგორ უნდა მიყვარდეს??? თან იცი რა საყვარელია?! აიიი რო შევხედავ მაგითაც კი ვივსები.ჩახუტება მაკმაყოფილებს მთავარია ვიგრძნო რო ჩემთან არი..ჩემია და ვსო მანდ რჩება ჩემთვის ყველაფერი..მაგით ვკმაყოფილდები მარტო.ერთადერთი გოგოა,რომელთან ერთადაც შემიძლია დავიძინო ისე რო სე*** არ მქონდეს და არც გამიჩნდეს არაფერი ზედმეტის სურვილი...“ სინათლის სისწრაფით გაუელვეს ამ სიტყვებმა თავში და თითქოს შვება იგრძნო.იმ მომენტიდან,როცა გაიგო რომ იკას ამ უდიდესი სიყვარულის ადრესატი ანასტასია იყო,.არ უნდოდა ძმაკაცთან ურთიერთობა გაფუჭებოდა და თან ტასოსთან თამაშსაც ვერავის შეარჩენდა.ყოველ წუთას,როცა ირაკლის ხედავდა მისი სიტყვები ახსენდებოდა,მისი თვალით დანახული ანასტასია და გარკვეულწილად გულზე ეშვებოდა,მაგრამ მაინც ბრაზს გრძნობდა ყოველ წამს,აუხსნელი მიზეზით გამოწვეულ ბრაზს. ჩაახველა რომ გახსენებოდათ ვისთან ერთად იყვნენ.ტასო ისე გაწითლდა და ისე შერცხვა აღარ იცოდა სად დამალულიყო.უნდოდა ირაკლის ამოფარებოდა,მაგრამ ამისი უფრო შერცხვა და თავდახრილი უბრალოდ მოაჯირს მიეყრდნო.ნიკას თვალს ვერ უსწორებდა.ცოტა ხანს ასე იყვნენ,ყველა თავისთვის.ირაკლიც კი დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით და უხერხულობას გრძნობდა.როგორც არ უნდა ყვარებოდა ტასო თვალს მაინც ვერ ხუჭავდა იმ ფაქტზე რომ ის მისი ძმაკაცის დეიდაშვილი იყო.2 წუთის წინ ნიკა უხსნიდა ანასტასია ვინ იყო მისთვის და ისე არ უნდა მოქცეოდა მას როგორც ნებისმიერ სხვას მოექცეოდა.სრული სიმკაცრით ელაპარაკებოდა და ბრაზს ვერ მალავდა,მან კი მის თვალწინ ჩაიხუტა ანასტასია..ვერ მოთოკა გრძნობები,ვერ შეჩერდა შინაგან წამოძახილზე,რომელმაც წამის მეასედში მილიონჯერ გაურბინა თავში „ის შენი ძმაკაცის დეიდაშვილია!!“.მიუხედავად იმისა,რომ სასირცხვილოს არაფერს აკეთებდა ძმაკაცის მაინც უზომოდ სცხვენოდა.საუბარი ისევ ნიკამ დაიწყო,რადგან არც ტასო და არც ირაკლი ხმას არ იღებდნენ. -ანასტასია ეს რა საქციელია?? -რა რა საქციელია?-თავაუწევლად გაიმეორა კითხვა -ის,რასაც შენ აკეთებ!! -ნიკააა.. -რა ნიკაა??ჰაა ტასო რა ნიკაა?? არაფერი არ უნდა გეთქვა??ერთი გადაკრული სიტყვა მაინც არუნდა გამეგოშენგარ ირაკლიზე?? მართლა არ გრცხვენია??ვინ ვარ ბოლო-ბოლო შენთვის??-ყოველი სიტყვის შემდეგ უფრო და უფრო უწყლიანდებოდა ანასტასიას თვალები,ხმაც უკანკალებდა.ძლივს გაბედა შეწინააღმდეგება და ხმის ამოღება -გითხარი მე ირაკლიზე ადრე,უბრალოდ სახელი არმიხსენებია.ძალიან კარგად იცოდი ჩემი დამოკიდებულება.ხო გიყვებოდი??ხო იცოდიი??-თავი ვეღარ შეიკავა და თავისთვის ჩუმად დაიწყო ტირილი. როგორც კი პირველი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე,მაშინვე მივიდა ირაკლი და მკერდზე ძლიერად მიიხუტა.ტასო განძრევასაც კი ვეღარ ბედავდა. -ააა ეს იყო შენი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი???-მთელი ირონია ჩააქსოვა ნიკამ ამ სიტყვებში არადა როგორ უჭირდა ასე ლაპარაკი.ეგონა თავს ვეღარ შეიკავებდა და სიცილი აუტყდებოდა. -ხოოოო-სლუკუნით ძლივს უპასუხა. -კარგიი რა ტასო კარგიი რაა!!ეს როგორ გააკეთე ჰაა??როგორ ჩაეხუტეე გოგოო როგორრ?? -ირაკლი უკვე ამჩნევდა ნიკას სახეზე ათამაშებულ ღიმილს. -ნიკაააა კარ... -მორჩიიი!!-სიტყვა აღარ დაამთავრებინა.ერთ კითხვას დაგისვამ და სიმართლე მითხარი იცოდე არ დამიმალო არაფერი!!!-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.ირაკლი ცალი ხელითღა იხუტებდა მას. -რადგან ეს გაბედე...რადგან აქამდე შეტოპეე აუცილებლად მინდა გავიგო..ძალიან მიჭირს ამის კითხვა..-თავი დახარა და შეტრიალდა 1-2 წამით რომ სიცილი შეეკავებინა და ისევ შემობრუნდა,შემდეგ კი სერიოზულად გაეგრძელა საუბარი.-შენ ალბათ..ეჭვი მაქვს რომ...მოკლედ არ გამაგიჟო ეხლა და არ მითხრა რომ შიშველიც ბანაობ ამ სიტყვების მოსმენისას 1 წუთი საუკუნედ მოეჩვენა ტასოს.ნახევარი სიცოცხლე წამებში დალია.ნიკამ საუბარი როგორც კი დაამთავრა ბოლო ხმაზე გაიცინა.ირაკლიც ვეღარ იკავებდა თავს ტასოს მოშორდა,ზრგით დადგა და სიცილი ატეხა.ბიჭები ვეღარ ჩერდებოდნენ ისე იცინოდნენ,ტასო კი ისევ ტიროდა.ოღონდ ახლა სირცხვილისა და შიშის ცრემლებს ემატებოდა წყენისა და სიხარულისაც.“ნიკა არ ბრაზობს“ ამ ფრაზას მეათასედ იმეორებდა.როგორც იქნა სული მოითქვეს და გახედეს ტასოს,რომელიც ისევ ისე იდგა თავჩაღუნული და მტირალი.წამითაც რომ არ გაუცინია,მხოლოდ იღიმოდა თავისთვის..ჩუმად..გულში...ნიკა მივიდა და გულზე მიიხუტა -როდემდე უნდა მყავდე ესეთი გულუბრყვილო?? უფრო სწორად უკვე უნდა ჰყავდე მომიტევეთ -...... -გოგოო ხმა ამოიღე რა იყოო აღარ იცი ლაპარაკი??-ბიჭებს თავიდან უტყდებოდათ სიცილი. -აუუ კარგით რააა-სლუკუნით თქვა,მოშორდა ნიკას და ოთახში შევიდა.საძინებლისკენ აიღო გეზი და შიგნით შესული პირდაპირ დაემხო საწოლზე.15 წუთი მაინც იწვა ასე და გაუკვირდა კიდეც არავინ რომ არ შემოაკითხა.წყლის გადავლება უნდოდა მხოლოდ ეს თუ უშველიდა ახლა.მანამდე წყლის დასალევად გავიდა აინტერესებდა რა ხდებოდა გვერდით ოთახში.დაინახა სასტუმრო ოთახში ბიჭები როგორ ერთობოდნენ და ეგონა რომ არც კი ახსოვდათ მისი არსებობა.სწრაფად შემობრუნდა,შევიდა სააბაზანოში და სრული 1 საათი დაჰყო იქ.ცხელმა წყალმა თავისი ქნა,ყველა წყენა,გაბრაზება,შიში დაავიწყა და მხოლოდ იმ კადრს ატრიალებდა თავის პატარა კინოთეატრში გონებაში რომ ქონდა მოწყობილი ირაკლის რომ ეხუტებოდა.სულელურად ეღიმებოდა,უმიზეზოდ..ისე როგორც შეყვარებულ ხალხს სჩვევია. სააბაზანოდან პიჟამას და თავისი ძაღლუკა ჩუსტების ამარა გამოვიდა,გრძელი თმა დაეწნა და უკან გადაეგდო,ლურჯი თვალები თითქოს ანათებდნენ მთელ ოთახს და აი ახლა უფრო გაანათეს. მის ოთახში ირაკლი შემოვიდა.მიუხედავად იმისა რომ ირაკლის უკვე ბევრჯერ ყავდა ტრუსების სიგრძე მაიკაში ნანახი მაინც შერცხვა ტასოს მისი და მაშინვე საბანში გაეხვია და თავი ბალიშში ჩარგო.ნაბიჯების ხმა რომ გაიგო რაღააც მომენტში იფიქრა უკვე გასვლას აპირებდა ირაკლი,თუმცა მალევე მიხვდა რომ გასვლის ნაცვლად უახლოვდებოდა.საწოლზე წამოწვა,ხელები კეფაზე შემოიწყო და გვერდულად უყურებდა ტასოს როდის იკადრებდა თავის აწევას. -დიდ ხანს უნდა იყო ასე?? -როგორ??-ხმა ძლივს ისმოდა. -აი ასე.ბალიშში თავჩარგულმა,საბან გადაფარებული და რავიცი.თუ გინდა მითხარი და მოგაწვდი კიდე რამეს რო დაიფარო იქნებ როგორმე დამემალო. -ეგ რა შუაშია??-უცებ წამოყო თავი გაკაპასებულმა.ყველაფერს გააკეთებდა ოღონდ ეხლა დაემტკიცებინა რომ მისი არ სცხვენოდა. -თავშია ტასუნა თავშიაა.-გვერდულად ჩაეღიმა ირაკლის და უკვე კარგად გასწორებულ ტასოს ცხვირზე წაეთამაშა. -ხო კარგად ხარ?? -ხოო-დაუფიქრებლად უპასუხა ანასტასიამ -მართლა არაფერი არ დაუშავებია??-ხმა თითქოს ნელ-ნელა უტყდებოდა. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ხმისკანკალით ძლივსგასაგონად თქვა:-ხოო-და თავი დაუქნია. -ნეტა არ გამეშვი.-გეგონებოდათ წუთი-წუთზე ცხარე ცრემლით ატირდებაო. -ეხლა აღარ წავალ.-იმდენად ბავშვურად და საყვარლად თქვა ირაკლის მოუნდა უძალიანმაგრესად ჩახუტებოდა და აღარსად გაეშვა.გიჟდებოდა მის სიწრფელეზე,სისადავეზე,ბავშვურობაზე,გულუბრყვილობაზე და საერთოდ მის აბსოლიტურად ყველა თვისებაზე,ყველა დეტალზე.მისი თითოეული ნაკვთი აგიჟებდა,დიდი ლურჯი თვალების დანახვაზე აკანკალებდა.ყველაზე მეტად მაშინ უყვარდა ეს თვალები ანასტასიას სათქმელს რომ ამბობდნენ -გამყიდველი თვალებიი....-უკვე სახეგაბრწყინებული მისჩერებოდა მათ.ტასო დაიბნა,ლუყები აუწითლდა და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო -რაა?? -ყოველთვის წამებში გყიდიან ეგ ლამაზი თვალები-მზერა ისევ მათ მიაპყრო -რაზე?? -რაზე და აი ეხლა მაგალითად პირდაპირ იკითხება „რა იქნება ჩამეხუტოს,ნეტა ჩამეხუტოს“-დუმილმა ყველაფერი ცხადი გახადა.ეხლა ამბობენ „რა სირცხვილია,ეხლა რა ვქნა“ და მარტო იმაზეღა ფიქრობ სად გამექცე.-სიცილი აუტყდა ირაკლის. -სულაც არაა-თავჩაღუნულმა თქვა ტასომ.-შეიძლება ჩახუტება მინდოდა,მაგრამ ამისი სულ არ მცხვენია. -გცხვენია და გეშინია.გგონია რომ რამე არასწორად მოხდება,იმედები გაგიცრუვდება,რაღაც გაფუჭდება..გეშინია რომ სამომავლოდ ყველაფერი ისე არ იქნება,როგორც გონებაში გაქ დალაგებული და შენს ყველა წარმოდგენას თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე,რომელიც ამჟამად მე ვარ,ხაზი გადაესმევა.-ხმის ამოღებას ვერ ბედავდა ტასო.გულში უზომოდ ბრაზობდა ირაკლიზე,მან ხომ ყველა მისი ფიქრი გააშიშვლა და თან სასწაულად სცხვენოდა.-არ გჯერა ხო ჩემი?? -რაზე?? -რომ მიყვარხარ -კაი რა ირაკლი გეხვეწებიი-ისევ ეს ბავშვური გამოხედვა და ლაპარაკი. -სერიოზულად გეკითხები ტასო არ გჯერა რომ მიყვარხარ?-ირაკლის სახის დანახვაზე ეგონა წამებიც კი გადამწყვეტი იქნებოდა და თუ „არას“ ეტყოდა დაუფიქრებლად გავიდოდა ოთახიდან.ფრთხილად წამოიწია,მკერდზე თავი დაადო და თითქმის ჩურჩულით უთხრა -მჯერაა.. ირაკლის ეგონა ფრთები შეასხეს იმდენად ბედნიერი იყო,თუმცა უცებ დაეშვა მიწაზე,თავი ააწევინა მის მკერდზე ტკიპასავით მიკრულ გოგონას და თვალებში ჩახედა.ანასტასია მაშინვე მიხვდა რომ კარგს ვერაფერს ვერ ამოიკითხავდა ირაკლი მის თვალებში და ასეც მოხდა.მისმა სახემ და თავის ქნევამ მიახვედრა რომ დაიწვა,იქვე დაიფერფლა.წამოდგომას აპირებდა,თუმცა მთელი ძალით მიეკრო უკვე წამომჯდარ ირაკლის ტასო-მჯერა,უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ ბოლომდე.მართლა მჯერა,მაგრამ თან მეშინია რომ შეიძლება მატყუებდე და მაგაზე მეტად იმისი მეშინია რომ ჩემმა ნათქვამმა „არამ“ შეიძლება საბოლოოდ დამაკარგვინოს შენი თავი და ეგ ყველაზე ნაკლებად მინდა.გეფიცები მჯერა შენი.რო არ მჯეროდეს ეხლა აქ ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდი..2წამით გაჩუმდა და გააგრძელა-და არც შენ სახლში.-ამის თქმის თანავე მოადუნა ხელები და ნელა მოშორდა ირაკლის ზურგს.თავის მხარეს გადავიდა და ისევ ბალიშში ჩარგო თავი. ირაკლის ამ გოგოს სიტყვები აბნევდა და ზოგადად ეს გოგო აბნევდა.რაღაც მომენტში უფრო სწორად ნებისმიერ მომენტში შაეტყობოდით რომ შეყვარებული იყო,თუმცა აი ეს უნდობლობა რაღაცას შვრებოდა.რაღაც არც თუ ისე კარგს.სიჩუმე ტელეფონის ხმამ დაარღვია,რომელიც ტასოს ჩანთაში ეგდო.ზლაზვნით ადგა ანასტასია და ამოიღო.მამამისის ნომრის დანახვამ თითქოს შეაკრთო. -რა ხდება?? -ლუკასი გაგიჟებული მოვიდა ჩემთან და კიდე მე მეკითხები რახდება?? -ლუკასს ნუ მიხსნებ საერთოდ. -შენი საქმროა და როგორ არ გიხსენო-ეს ამაზრზენი სიცილი როგორ უშლიდა ნერვებს -არ არის. -როგორ არა.ის რომ საქართველოში ხარ იმას არ ნიშნავს რომ ცოლად აღარ მოგიყვანს.მანდ ჩამოვალთ და მანდ დაიწერთ ბარემ ჯვარსაც. -მოვკვდები და მაგ პირუტყვს ცოლად არ გავყვები -გაყვები -იცი მაინც რა გამიკეთა?-იმდენად ნატანჯი ხმით აღმოხდა ეს სიტყვები ანასტასიას ირაკლი გაშეშდა ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დენმა დაარტყა. -დიდი ამბავი ქორწილამდე საწოლში ჩაგორება თუ გთხოვა.მე შენ გამო ამხელა ბიზნეს გარიგებას ვერ ჩავშლი.!! -შენც მაგისნაირი ხარ!! არა უარესი!! -არ მაინტერესებს!! ბოლო სიტყვა ტასომ უკვე ვეღარ გაიგო,ტელეფონი ხელში ეკავა და იმდენად მაგრად უჭერდა ლამის შემოემტვრა.მთელი ბიჭები მის ოთახში იყვნენ უკვე.ნიკა გიჟს გავდა.მივიდა და მთელი ძალით ჩაეხუტა დეიდაშვილს თან ამშვიდებდა -ვსო მორჩა ტასო დაწყნარდი.ყველაფერი კარგად იქნება.ჩემი იმედი გქონდეს.გაჩერდი აღარ იტირო.-თან ნაზად ეფერებოდა და თავზე კოცნიდა.დანარჩენები ხმის ამოუღებლად უთანაგრძნობდნენ ტასოს.ირაკლის კი კლავდა მისი ჩახუტების სურვილი. -დაწექი და დაიძინე გვიანია უკვე.მაგის გამო აღარ იტირო იცოდე თორე მე დაშენ ვიჩხუბებთ! -მაინც გათხოვდებიოო..-სლუკუნებდა თავისთვის. -ცხადია გათხოვდები აბა ღმერთმა დამიფაროს მთელი ცხოვრებ შენი ატანა მომიხდეს.-ეცადა ცოტა გაემხიარულებინა.-თან ეს ახალგაზრდა აქ რისთვის მყავს აბა??-ირაკლიზე მიუთითა და ძმაკაცს თვალი ჩაუკრა.თავჩაღუნული ირაკლი კი ოთახიდან გავიდა. -კაი გოგო ესე როგორ გამიბრაზე ბიჭი??-მოჩვენებითი წყრომით იკითხა ნიკამ,ანასტასია საწოლში ჩააწვინა,შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა. -იკუნაა ბიჭო რა გჭირს???-ბიჭები ღადაობით ცდილობდნენ მისი ხასიათის გამოსწორებას. -არ ჯერა -რისი??-ნიკა დასერიოზულდა -რო მიყვარს -რო არ ჯეროდეს წეღან ისე თბილად არ ჩაგეხუტებოდა.შემშურდა ამდენი ხნის უნახავ დეიდაშვილს არ ჩაეხუტა ისე თბილად,როგორც შენ.-ეს თქვადა ისევ სიცილი ატეხეს ბიჭებმა. -რო სჯეროდეს თვალებში შემომხედავდა და ისე მეტყოდა „კი ირაკლი მე მჯერა შენი“,მაგრამ ამის ნაცვლად თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. -აჰაამ..თუ არ იცი მაშინ გეტყვი რო ტასოს ეგ საქციელი პირდაპირ ნიშნავს იმას რომ უყვარხარ და ზედმეტად ამაყია საიმისოდ რო ესე უცებ ეგ გითხრას. -შენ წარმოიდგინე და ვიცი ეგ უკვე -ხოდა მაშინ რაღა გინდა ბიჭო??შედი შეეთრიე და ცოტა დაამშვიდე აქ რას მიზიხარ.-ლამის წიხლისკვრით შეააგდეს ირაკლი ანასტასიას ოთახში.იქ შესული სასწაულად დასერიოზულდა,ნელა მიუახლოვდა საწოლს და გვერდზე მიუწვა თავის უმშვენიერეს არსებას.ვერ გაუძლო ცდუნებას ნელა დაიხარა და თავზე აკოცა,მერე ლოყაზე..სუნთქვა შეეკრა იმდენად ნაზი იყო..შემდეგ ნელა მიეხუტა და ისევ ლოყაზე აპირებდა თბილად კოცნას ანასტასიას ტუჩებს რომ შეეხო.გულისცემა აუჩქარდათ,პეპლები გამოჩნდნენ..არაა პეპლები არაა,მთელი ზოოპარკი გამოჩნდა უცებ მათ მუცლებში.ენით აღუწერელმა გრძნობამ შეიპყრა ორივე.ტასო უფალს მადლობას უხდიდა შუქი რომ არ ენთო ოთახში და რა თქმა უნდა იმისთვის რომ ისევ ასე სასწაულად აგრძნობინა თავი.ირაკლი ვეღარ მოთოკა გრძნობები და ნაზად,მაგრამ ვნებიანად დაეწაფა ტასოს ტუჩებს.1 წუთი საუკუნედ ეჩვენებოდათ ორივეს.როგორღაც მოთოკეს გრძნობები და მოაშორეეს ბაგეები ერთმანეთს.ირაკლიმ იცოდა რომ თავი უნდა შეეკავებინა აქ მის სახლში,მისსავე საწწოლში,მაშინ,როცა მისი დეიდაშვილი და ძმაკაცები გვერდზე ოთახში იყვნენ და რაც მთავარია ტასოს უნებართვოდ ამას ვერ შეძლებდა.უნდოდა მარტო ერთხელღა ეკოცნა,თუმცა ვერ გაბედა.უხმოდ ჩარგო თავი ტასოს კისერში და მთლიანად შეისუნთქა მისი გამაბრუებელი სურნელი.რა საოცარი გრძნობა იყო,მართლაც რომ ენით აღუწერელი,ისეთი აუცილებლად რომ უნდა შეიგრძნო რომ გაიგო მისი მნიშვნელობა ასე მშვიდად არ სძინებია ანასტასიას.12 ხდებოდა რომ გაეღვიძა.ეგონა ირაკლი ისევ მის გვერდით იქნებოდა,თუმცა შეცდა.ძლივს აწია თავი და სააბაზანოში შევიდა მოსაწესრიგებლად.გამოიცვალა,ლოგინი აალაგა და ოთახიდან გავიდა.სამზარეულოში აპირებდა შესვლას მის წინ საოცარი სცენა რომ გადაიშალა:მთელი სასტუმრო ოთახი კვამლში სიგარეტის კვამლში გახვეული,მაგიდაზე არეულად მიყრილი კარტები,სიგარეტის კოლოფები,ნამწვავები,ჭიქები,ლუდის ბოთლები და რაც მთავარია ერთმანეთზე დალაგებული ბიჭები.სასწაულად იყვნენ გადახლართულები ერთმანეთში,ვის ვისზე ეძინა ძნელი გასაგები იყო.ჯერ გაიქცა,ტელეფონი მოიტანა და სასწრაფოდ სურათი გადაუღო ანასტასიამ,შემდეგ კი ამ სანახაობის შემხედვარემ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი ატეხა,თან კედელს ეყუდებოდა რომ არ წაქცეულიყო.ნიკამ ნელა გაახილა თვალები და გასწორება დააპირა რის შედეგადაც ყველამ თვალების ფშვნეტა დაიწყო.ამაზე უარესად აუტყდა ტასოს სიცილი.უკვე მუცელი სტკიოდა და ვეღარ ჩერდებოდა. -შენ აქ რა გინდა??(კოვე) -უკაცრავად შეგახსენო რომ ჩემ სახლში ხართ თუ???-ისევ სიცილით უპასუხა ანასტასიამ -ეგ მახსოვს უბრალოდ თავიდან ამომივარდა რომ ჩამობრძანდით ქალბატონო. -იმდენი როგორ დალიეთ რო ჩემი ჩამოსვლაც კი დაგავიწყდათ კარგით რაა! -არ დაგვიწყებია რას ამბობ(სანდრო) -შენ ძმაკაცს აშკარად დაავიწყდა.ისე ერთი სიტყვით მაინც გეთქვათ იქნებ მეც მინდოდა დალევა.-მოჩვენებით გულისწყრომით უთხრა დოინჯშემორტყმულმა. -არ გეცალა(ნიკა) -რითი ვიყავი დაკავებული?? -პრინცთან ერთად ნებივრობდი -ნიკაააააა!!!-ანასტასიას თვალები აენთო -კარგი რა ვთქვი ესეთი-ეხლა უკვე ბიჭები იცინოდნენ და ანასტასიასდა გასაკვირად ირაკლიც მათთან ერთად იცინოდა. -არაფერი-მხოლოდ ესღა თქვა და სამზარეულოში გავიდა.ყავა გაიკეთა და ფიქრი დაიწყო.იხსენებდა როგორ ეხუტებოდა ირაკლი და როგორ უმეორებდა რომ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.ნახევრად ეძინა უკვე მაგ დროს,მაგრამ მაინც ახსოვდა და ისევ ისე სულელურად,უაზროდ ეღიმებოდა.ამის გახსენებაზე ტელეფონს მიუბრუნდა და სურათები ნახე.როგორ მოსწონა მძინარე ირაკლის სურათი.პატარა ბავშვივით გულმა ვერ მოუთმინა და ერთი მარტო მას გადაუღო,ახლა კი გაბრწყინებული სახით შეჰყურებდა. -ოპპპ ოპპ ვიღაცა შეყვარებულიააა(ნიკა) -არ მოგბეზრდა??-უცებ დასერიოზულდა ტასო -რა მომბეზრდა გოგო ჯერ ეხლა ვიწყებ -ნიკაა კარგი რაა -კაი ეხლა ტირილი არ დაიწყო -არ დავიწყებ -ისევ ისეთი ბავშვი ხარ!ჩემი ბავშვი!!-უცებ გაუნათდა სახე ანასტასიას ამ სიტყვებზე. -გახსოვს ადრე ამას რო მეუბნებოდი როგორ ვბრაზდებოდი?? -მაგას რა დამავიწყებს?? ერთხელ ისე გაგაბრაზე სკამიც კი მესროლე. -ხოოო...-შერცხვენილმა თავი დახარა -ოჰოჰოჰ როგორ დაიმორცხვა.-სიცილი აუტყდა ნიკას-კაი გაჩე არ გინდა. ტასოს გულმა ვეღარ მოუთმინა,სამზარეულოს კარებთან აყუდებულ დეიდაშვილთან უცებ მიირბინა და კისერზე ჩამოეკიდა.როგორ უყვარდა მასთან სიახლოვე,მისი ჩახუტება და ნებისმერ თემაზე ლაპარაკი.ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად იღებდნენ.ნებისმერ საკითხთან დაკავშირბით შეეძლოთ ერთმანეთისთვის რჩევა ეკითხათ.ერთი სიტყვით იდეალური და-ძმური ურთიერთობა ჰქონდათ,ისეთი ბევრ ბიოლოგიურ და-ძმასაც რომ ვერ ექნებათ.ხელები შეუშვა ნიკამ და შუბლშეკრულმა იკითხა -ჩემთვის არ უნდა გაგეკეთებინა ყავა?? -არა ნაწყენი ვიყავი-ენა გამოუყო ტასომ და გაუცინა -ჩემიი ტასუნააა მართლა როგორ მომნატრებიხარ-ლოყაზე უჩქმინტა და მაგიდისკენ წავიდა,ანასტასიას ყავა აიღო და კომფორტულად მოკალათდა. -აჰაა ანუ ეგ იმისთვის მითხარი რო არ მჩხუბა არაა?? არ იცვლებიი ნიკუშ -ბარემ ჩემთვის უნდა გავიკეთო ახალი და იმათაც ენდომებათ?? -მოიც გეტყვი ეხლავე.ირაკლიიი მოდიიიი მალეეეეეეეე-ბოლო ხმაზე ყვიროდა -რა ხდებაა??-დაფეთებული შემოვარდა სამზარეულოში -ტასოს შენთან საქმე აქვს -რაო??(ირაკლი)-ანასტასიას მის გამომეტყველებაზე გაეცინა -უბრალოდ მაინტერესებდა ყავას თუ დალევთ -ააა.. მე არა სახლში უნდა გავიდე. -რატო??(ნიკა) -წესიერად ძილი მომენატრა,ცოტას დავისვენებ. -ჩვენც წავალთ.-უკან დანარჩენებიც გამოჩნდნენ -საღამოს ხო გამოხვალთ ისევ??(ნიკა) -კი კაცოო -ეხლა არ მითხრათ რო ყოველ დღე უნდა აგიტანოთ???(ტასო) -კი ცხოვრებაა-უკვე კარებში გამავალმა კოტემ სიცილით მიაძახა 2 საათი მაინც მოანდომა სახლის კარგად დალაგებას.მერე ჭურჭელი გარეცხა,წყალი გადაივლო და როგორც იქნა მოახერხა დაქალებთან დალაპარაკება.ყურმილის აღებისთანავე ისე რომ ხმის ამოღება არ აცადა ტასოს საოცრად გახარებულმა იკითხა ლიკუნამ -ეხლა არ მითხრა რო ჩამოხვედიიიი -რა ვქნა უნდა გითხრა -როდისს?? -გუშინ ღამე -მერე არ უნდა დაგერეკა და გაგეფრთილებინეთ?? ხო დაგხვდებოდით -არ ვაპირებდი უცებ წამოვედი.რო მოხვალთ ჩემთან მოგიყვებით. -ისე მომენატრე ეხლავე წამოვალ -ხო იცი რაც უნდა გითხრა -ხო ვეტყვი ნინისაც-სიცილით უთხრა და გათიშა. მალევე მოვიდნენ გოგოები.ნიკას ტკბილად ეძინა და მათთვის არ ეცალა ასე რომ სამზარეულოში მოკალათდნენ და დაიწყეს ყველაფრის მოყოლა -რას წარმოვიდგენდი თუ ჩემზე ადრე გათხოვდებოდიი??(ლიკუნა) -არ ვთხოვდები ლიკუუ -და აბა ზაზამ უკვე გამოაცხადაო -ხო,მაგრამ მე საქართველოში ვარ და ისინი ამერიკაში. -შენი აზრით ჩჩამოსვლა გაუჭირდებათ??(ნინი) -არა და მეც მაგისი მეშინია.-თავჩაღუნული თავის თითებს მიშტერებოდა მოუსვნერად რომ ხლართავდა ერთმანეთში-ლუკასმა ქორწილამე მოინდომა ჩემთან დაწოლა..თან ძალით დაა..ისა მაგიტო წამოვედი -რააააააა???-ერთხმად იკითხეს -ხოო..როგორ გამოვექეცი მეც არ ვიცი.-ცხოვრებაში პირველად ვიყავი ნიკას მადლიერი ისე რო მაწვალებდა ხოლმე.ეგ რო არა მართლა ვერ გამოვექცეოდი -კაი გოგო როგორ გამოექეცი მართლა(ნინი) -როგორ და ვცემეე..თან მთვრალი იყო დაა...-სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა.ლიკუნა უკვე მთელი ძალით ეხუტებოდა. -რო ჩამოვა რა უნდა ქნა??(ნინი) -ზაზას რაღაც საბუთები მოვპარე.თუ არ ვცდები საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაცეებია.1-2 საბუთი ზუსტად ვიცი მითვისებულ თანხებზე და გაყალბებულ საბუთებზეა ასე რომ შევეცდები ამით შევაჩერო. -ზაზას რო ვერ მოერევი ხო იცი??(ლიკუნა) -ვნახოთ ვნახოთ... -ისე კაი იყო ამერიკაში??-ლიკუნა შეეცადა სიტუაცია განემუხტა -ხო რავიი იმის გათვალისწინებით რომ მთელი მაღაზიები გამოვზიდე კიიი -ჰააა??მერე ჩვენ რა ჩამოგვიტანე?? -ესე პირადად თქვენთვის განკუთვნილი არაფერი არ იყო,მაგრამ ახლებიდან შეგიძლიათ რაც გინდათ ის ამოარჩიოთ და რამდენიც გინდათ თან. -სად არი შენი ბარგი???-უკვე ხელებდაკაპიწებულები ეძებდნენ ჩანთებს -ჰაჰაა..წამო ჩემ ოთახში.რა გულკეთილი ვარ მოკკლედ. -ვავაა ნიკუშ როგორ გეტობა რო კარგ ხასიეთზე ხარ??-სიცილით შეხვდნენ ახლადგაღვიძებულ ნიკას -თქვენ მართლა გეტყობათ და რა ხდება??-თითქოს უცებ გადაედო მათგან ეს პოზიტიური განწყობა -რა და ტასომ საჩუქერბი ჩამოგვიტანა და უნდა ვნახოთ რეებია(ლიკუნა) -ოჰოო მე რა ჩამომიტანე?? -CHANNEL-ის ჩანთაზე რას იტყოდი?? -ჩემიიი ოცნებაააააააა-ნიკამ სიხარულისგან ხტუნაობა დაიწყო თითქოს მართლა ახდენოდეს ოცნება.გოგოები მის ასეთ საქციელზე უკვე ცუდად ხდებოდნენ ისე იცინოდნენ. -წადით ეხლა მომშორდით ნახეთ თქვენი საჩუქრები -მივდივართ-ენა გამოუყო ნინიმ და კარები ცხვირწინ მიუკეტა. რადგან გოგოები არ ჩქარობდნენ ოთახიდან გამოსვლას ნიკამ შეაკითხა დაახლოებით 2 საათის შემდეგ.რაღაც საბუთებს არჩევდნენ გამწარებულები -რა ხდება ხო მშვიდობაა?? -ნწწ-თავი გააქნია ანასტასიამ -ეს საბუთები ზაზას მოვპარე და ეხლა ვარჩევთ რაზე შეიძლება შევიტანოთ საჩივარი და რა მუხლებით წაუყენებენ ბრალს ან რავი რამდნე წელს მმიუსჯიან -იმაზე თუ გიფიქრია რო შეიძლება მარტო ჯარიმა გადაახდევინო ან უმაგისოდაც გამოუშვან??-ანასტასიამ თავი გააქნია და თვალები აუწყლიანდა -მაშინ მომიწევს გათხოვება -ხო გათხოვება მოგიწევს როგორც უკვე გითხარი,მაგრამ არა იმ ვიღაც ამერიკელ სი***. -თუ საბუთებით ვერაფერი ვერ დავაკელი მომიწევს ნიკა.მოვლენ და წამიყვანენ ძალიან მარტივად.დამიჯერე არ გაუჭირდებათ.ნიკა ტასოსთან მივიდა,მისი სახე ხხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა -მანამ მე ცოცხალი ვარ ვერავინ ვერ მოგეკარება გაიგე?? თუ მომკლავენ ჩემი ბიჭები დაგეხმარებიან.ირაკლის მართლა უყვარხარ და თუ გაგიჟდა მტრისას მაგას ვეღარავინ ვეღარ გააჩერებს ასე რომ ურჩევნიათ ტრ***** დააყენონ.ეხლა მაგაზე ფიქრს მორჩით და მაჭამეთ რამე -კარტოფილი შეგიწვაა? -ხოოო -დამეხმარებით თუუ???-სიცილით გახედა გოგოებს -იცი სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა უნდა წავიდეთ.საღმოს გამოგივლით ისევ-მათაც სიცილით უთხრეს აკოცეს ნიკასაც და ანასტასიასაც და წავიდნენ. 9ისკენ ბიჭები ისევ ნიკასთან შეიკრიბნენ.ირაკლი სამზარეულოში მოფუსფუსე ანასტასიასთან შევიდა -ვის ოჯახშიც შენ შეხვალ-თავი ვეღარ შეიკავა მისმა შემხედვარემ.ღუმელიდან უკვე ნამცხვარს იღებდა. -საწყალი ოჯახი-სიცილით ახედა ანასტასიამ -ჩემ ოჯახში შემოვალ??-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ იკითხა ირაკლიმ.გული ამოვარდნაზე ჰქონდა პასუხის მოლოდინში.ანასტასია გაკვირვებული მიშტერებოდა,მერე უცებ ღიმილმა გადაურბინა სახეზე -დიდი სიამოვნებით -ეხლავე??-ამავე უკვე გაეცინა.ეგონა ეხუმრებოდა -ანასტასია მე სერიოზულად გეკითხები ანასტასია ისევ მომღიმარი სახით მისჩერებოდა მას.გულის სიღრმეში უშვებდა იმ აზრს რომ ირაკლი მართლა სთხოვდა ცოლობას,მაგრამ გონება სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ მოსაზრებას. -ხომ გითხარი თანახმა ვარ-მეთქი-სიცილით უთხრა -ტასოო რას შვრები ეხლა ჩემ ნერვებზე თამაშობ?? -არააა-უკვე დასერიოზულებული სახით ჩუმად ჩაიბურტყუნა ანასტსიამ -აბა რა ხდება?? სრული სერიოზულობით გეკითხები მე შენ კიდე ისე იქცევი თითქოს რაღაც ყველაზე უმნიშვნელო მეკითხოს -შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ??-ირაკლი მიუხვდა,რასაც გულისხმობდა და თავი დაუქნია. -მალე ჩაიცვი წყნეთში მივდივართ.-უთხრა და სამზარეულოდან გავიდა. ანასტასიამ ოთახში შეირბინა,ჯინსები,შავი მაიკა,შავი კედები და ტყავი ჩაიცვა და ირაკლისთან გამოვიდა.ბიჭები უკვე გემრიელად შეექცეოდნენ ანასტასიას ნამცხვარს.მათთან ახლოს რომ მივიდა,შეაქეს კარგი კულინარი ყოფილხარო.ამაზე პატრა ბავშვივით დაიმორცხვა და ლოყები აუწითლდა,თან გაბადრული სახით მადლობას უხდიდა. კიბეები უხმოდ ჩაიარეს,მანქანაშიც ასევე ჩუმად ისხდნენ.ირაკლი მთელი სიჩქარით მიდიოდა თითქოს სადმე ეჩქარებოდა.მანქანა ჭიშკართან გააჩერა და წინ წარუძღვა ტასოს. -ჩემ ოთახში ავიდეთ.-დასჯილი ბავშვივით მიყვებოდა ანასტასია უკან და ახლაც კი იმის გააზრებას ცდილობდა რომ ირაკლიმ ხელი სთხოვა.რაღაც მომენტში გაეღიმა კიდეც.ბედნიერების ნაპერწკალი კიაფობდა მის გულში და ცეცხლად გადაქცევას ლამობდა. -შეგვიძლია თამამად ვილაპარაკოთ მარტოები ვართ.გისმენ ტასო თქვი რისი თქმას გინდოდა.-შეწუხებული და ძალიან სერიოზული სახით მისჩერებოდა ანასტასიას.წყენა და ბრაზი ერთდროულად იკითხებოდა მის მზერაში. -ისაა...პირველ რიგში ბოდიში ვიცი გეწყინა წეღან შემოთავაზებისთანავე რომ არ დაგთანხმდი და მართლა გულწრფელად გიხდი ბოდიშს...და კიდე რა მინდოდა მეთქვა..ხო იცი რატოც წავედი??-ამის თქმა და მისი თვალების ცრემლებით ავსება ერთი იყო.ირაკლიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -მერე? -მერე მეშინია რომ ჩემი აქ გამოქცევით ნიკას რამე დაუშავდება.თან იცი როგორ მეშინია?? ჯერ მარტო მეორე დღეა,რაც აქ ვარ და უკვე მეათასედ ვფიქრობ მგონი წასვლაზე,მაგრამ რო მახსენდება იქ რა მელოდება მაშინვე ვივიწყებ ამ შიშს..რო ვფიქრობ იმაზე რო იმ ამაზრზენი ტიპის ცოლი შეიძლება გავხდე სიკვდილი მინდება. -რატო ფიქრობ იმაზე,რაც არ მოხდება??-ყვირილით შეაწყვეტინა ირაკლიმ.ანასტასია კედელთან აიტუზა უცებ. -რა იცი რო არ მოხდება? -ვიციი..რა უნდა დაუშავოს მამაშენმა ნიკას ჰაა??რას გაუკეთებს ვითომ??ციხეში ჩასვავს??კარგი რა ნუ მაცინებ-სარკასტულად გაიცინა ირაკლიმ და მერე ისევ დასერიოზულდა-შენ თუ გათხოვება არ გინდა მოდი ნიკას ნუ დააბრალებ. -ირაკლიი ესეთი ეგოისტი რატო ხარ?? -მე ვარ ეგოისტიი?? -ხოო შენ.-უკვე სიბრაზისგან წინ წამოიჭრა ანასტასია.-რო შემეძლოს დაუფიქრებლად გამოგყვებოდი ცოლად,მაგრამ ჯერ ერთი ნიკას ვერ გავწირავ.ის რომ რაღაც საბუთები მაქ იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად ვაჯობებ ზაზას და თან მეშინია.-ბოლო სიტყვები ჩუმად თქვა-წარმოდგენა არ მაქ როგორი უნდა იყოს ცოლი ან როგორია ოჯახური ცხოვრება ან მე როგორი ცოლი ვიქნები..ან არ ვიცი ირაკლი ათას სისულელეზე მეფიქრება. -კაია შენ თვითონვე რომ აღნიშნე რომ ეგ ყველაფერი,რაზეც ფიქრობ სისულელა -ირაკლიიი-ტასომ ტონს აუწია.ვეღარ უძლებდა ამ ბიჭის ხან სასიამოვნო და ხან გამაღიზიანებელ საქციელებს.ისეთ ადამიანს ელაპარაკებოდა წამებში წყობიდან რომ გამოგიყვანს და ყველაფრის დამტვრევის სურვილს რომ გაგიჩენს.ზუსტად ეს სურვილი ახრჩობდა ახლა მას.-შეგიძლია უბრალოდ გამიგო?-ესღა თქვა და ღონეგამოცლილი ჩაეშვა სავარძელში. -ხვდები მაინც რის გაგებას მთხოვ? -იმის გაგებას გთხოვ რომ არ ვარ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და არ მინდა უცებ შევქმნა რაღაც იდეალური სამყარო,რომელიც წამებში თავზე დამემხობა. -იმის გაგება რომ ჩემთან ერთად ოჯახის შექმნა შენთვის იდეალური სამყაროს ნაწილია სასიამოვნო მოსასმენია.-კმაყოფილებით თქვა ირაკლიმ,მაგრამ ანასტასიას ამღვრეულ თვალებს რომ წააწყდა უცებ მოწყდა ამქვეეყნიერებას.მისი ლურჯი,მრავლისმთქმელი თვალები შეუძლებელს შეაძლებინებდა რომელი სიბრაზის დავიწყებაზე იყო საუბარი.ჩაიმუხლა,მისი სახე ხელებში მოიქცია და წამიერი დუმილის შემდეგ ეცადა ცოტა მშვიდად დაეწყო საუბარი -ზაზამ მართლა რო გაგაყოლოს იმ ვიღაცას რას იზავ??-უცებ მთელი სერიოზულობით დაფიქრდა ტასო.ფერი დაკარგა და თითქოს ენა ჩაუვარდა,ხმას ვეღარ იღებდა.ირაკლი მიხვდა რომ ზედმეტად სუსტ წერტილზე დააბბიჯა ამ ისედაც სუსტ და უსუსურ არსებას. -შენი რეაქციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ კარგს ვერაფერს ვერ იზავ.თავი ჩაქინდრა და აქეთ-იქით გააქნია.ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ ხმას ვერ იღებდა ვერცერთი. -ჩემთან დაწოლა უნდოდა.-დიდი ხნის ფიქრის შემდეგ თქვა ანასტასიამ და ცრემლები ნელა ჩამოუგორდა ლოყებზე.ირაკლის მზერას რომ წააწყდა გაიყინა,თვალების დახამხამებისაც კი შეეშინდა. -მოიცაა რააა??? -მაგიტომ ჩამოვედი. -რატო??-სასწრაფოდ წამოდგა ირაკლი,ყვირილით იკითხა და ზურგი აქცია. -ჩემთან დაწოლა რომ უნდოდა..ძალით..-ბოლო სიტყვა ვითომ ვერგასაგონად თქვა,მაგრამ ყველაზე კარგად ეგ გაიგო ირაკლიმ.-რაც შემეძლო გავაკეთე და გამოვიქეცი...მთვრალი იყო და დიდი გაჭირვების შემდეგ,მაგრამ მაინც მოვერიე..-შესვენებებბით ამბობდა და ყოველ სიტყვას თითო ცრემლი ერთვოდა თან.-მაგის გამო ჩმოვედი ესე საჩქაროდ,მაგან დამავიწყა ის შიშიც კი რომ ნიკას დაიჭერდნენ..მერე ზაზამ დარეკა და მითხრა ჩამოვალთო და ქორწილი მანდ იქნებაო..ხოდა ეხლა უარესად მეშინიაა..-ირაკლი სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და გულზე მიიკრა მტირალი გოგონა,თან შუბლზე კოცნიდა და თმაზე ეფერებოდა.გული რომ მოიოხა ტირილით,თავი გულზე მიადო და ყელთან შემოხვეულ დაკუნთულ ხელზე ნელა ეამბორა. -გახსოვს პირველად რომ გადამარჩინე იმ ბიჭებისგან?ნეტა ეხლაც მასე შეგეძლოს. -მენდობი??-მოულოდნელად კითხა ირაკლიმ.დაბნეულმა გოგონამ თავი დაუქნია -ცოლად გამომყვები?? -მერე ნიკა? -ხო მითხარი გენდობიო?? -ხოო -ხოდა დამიჯერე ამ ამბით ყველაზე მეტად ნიკა იხეირებს.ბოლო-ბოლო ნახე რა სიძე შეუვა ოჯახში.-ფეხზე წამოდგა და ღიმილით მიუთითა ანასტასიას საკუთარი თავისკენ.იმდენად სასაცილო იყო,იმდენად საყვარელი თავი ვეღარ შეიკავა ტასომ და საყვარლად გადაიკისკისა.მერე უცებ ისიც წამოდგა და თითისწვერებზე აწეულმა ყელზე ნაზად აკოცა. -აიი იცი როგორ მიყვარხარ?-გოგოს სახე ხელებში მოიქცია და გრძნობამორეულმა ჰკითხა ირაკლიმ -როგორ??-პატარა ბავშვივით აცქმუტუნდა ანასტასია გიჟდებოდა ირაკლი ამ სიტყვებს რომ ეუბნებოდა. -არვიციი..აი მე თვითონაც არ ვიცი როგორ მიყვარხარ.უფრო სწორად არ ვიცი როგორ აგიხსნა რამდენად ძლიერად მიყვარხარ.-სახეზე ნაზად ჩამოუსვა ხელი -ისე მწყინს?-უცებ გაბრაზებულმა უკან დაიხია. -რა გწყინს??-გაკვირვებული და შეშფოთებული უყურებდა ტასო -მე მერამდენედ გეუბნები მიყვარხარ-მეთქი შენ კიდე არცერთხელ არ გითქვია.-ხელებგადაჯვარედინებული,პატარა გაბუსხული ბავშვივით იდგა.ანასტასიას გაეღიმა მიუახლოვდა და მთელი ძალით მოეხვია.ირაკლის უნდოდა ერთხელ მაინც ეთქმევინებინა ტასოსთვის სიტყვა „მიყვარხარ“,მაგრამ ეს პატარა არსება საოცრად მოქმედებდა მასზე და ნახევარ წუთზე მეტხანს ვერ გაძლო ასე გაუნძრევლად ხელებგადაჯვარედინებულმა და თავის მკლავებში მოიქცია ტასუნა.ისევ თბილი ბაგეების შეხება იგრძნო ყელში და ჟრუანტელმა დაუარა. -ესე კიდე თუ იზავ გრძნობებს ვეღარ მოვთოკავ-ყურში ჩასჩურჩულა.ამაზე ანასტასიას ისევ ისე საყვარლად ჩაეცინა -მართლა,მართლაა..თან გაითვალისწინე ჩემს ოთახში ვართ,მარტოებიი..ეგ კი არა მთელ სახლში მარტოები ვართ და საშიში ვარ-სიცილით ეუბნებოდა,მაგრამ გარკვეულ გაფრთხილებას მართლა შეიცავდნენ ეს სიტყვები -ერთი რაღაც დაიმახსოვრე მე შენი არასდროს არ შემეშინდება.შენთან ერთად რო ვარ საერთოდ არ მეშინია აი საერთოდ.-ეს თქვა და უფრო მაგრად მიეკრა ანასტასია. თვალები რომ გაახილა პირველი სასიამოვნო სურნელი იგრძნო,ის სურნელი მთლიანად რომ აბრუებდა.ზურგზე მოკრული ირაკლი,მჭიდროდ მოხვეული ხელი,შიშველი ანასტასია,ასმაგად და ათასმაგად აჩქარებული გული და გონებაში მილიარდჯერ გამეორებული ფრაზა: „მე ირაკლის ცოლი ვარ..მე ირაკლის ვარ!“ ირაკლის ხელი ისე მაგრად ჰქონდა მოხვეული ანასტასიას წელზე,თითქოს ეშინოდა სადმე არ გაქცეოდა.ტასოს უნდოდა მძინარე ირაკლის მაინც დაკვირვებოდა კარგად და ზუსტად შეესწავლა მისი თითოეული ნაკვთი,მაგრამ გვერდზე ვერ ბრუნდებოდა.იმის გამო რომ ირაკლის გაღვიძება არ უნდოდა წელზე მოხვეულ ირაკლის ხელს ნაზად შეეხო და ფირქრი დაიწყო.ქრონოლოგიურად ალაგებდა ყველა გუშინდელ მოვლენას და ბედნიერებისგან სულელურად ეღიმებოდა.გაიხსენა როგორ წამოვიდნენ სახლიდან,ილაპარაკეს ქორწილზე,ჩხუბიც მოასწრეს,მერე ისევ შერიგდნენ და რა თქმა უნდა ბოლო და ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მათი ქორწილი.ეს ქალების 90%ისთვის მაინც გაიდეალებული მოვლენა,რომელიც აუცილებლად შეიცავს თეთრ საქორწინო კაბას,ფირმალურად ხელის მოწერას და ქორწინების კანონიერად დამოწმებას,რა თქმა უნდა ჯვრის წერას და შემდეგ საზეიმო სუფრას გვერდზე გადადეს ანასტასიამ და ირაკლიმ.ამ წუთასაც კი თვალწინ ედგა ირაკლის გაბადრული სახე „თანახმა ვარის“ მოსმენისას.იმდენად საყვარელი იყო თავისი შავი მბრწყინავ თვალებს რომ ანათებდა მის წინ მდგომ ლოყებაწითლებულ გოგონას,იმდენად უხაროდა ამ სიტყვების მოსმენა ძნელი იყო არყოფილიყავი ბედნიერი მის გვერდით.სულ ცოტა მისი სახის შემხედვარე გაბედნიერდებოდი და ასე იყო ტასოც.უხაროდაა..თავისი ბიჭის ბედნიერება უხაროდა..მისი ცოლობა უხაროდაა...მერე რა რომ არ ყავდათ მოწმეები??ან არ იყო ეს საბუთი ოფიციალური?? ეს იყო უბრალოდ თეთრი ფურცელი ორი ხელმოწერით.ეს ცერემონია რომ დაასრულეს თავიანთ თავზე ეცინებოდათ.ტასოს ძალაუნებურად ახლაც გაეცინა ამ ყველაფრის გახსენებაზე და მიხვდა რომ ირაკლი გააღვიძა. -ეხლა არ მითხრა რომ ყოველ დღე ესე უნდა გამაღვიძო ხოლმე??-შეწუხებული სახით შეხედა უკვე გადმოტრიალებულ ტასოს. -უკაცრავად??? -ხო რა იყო მე ძილზე ვგიჟდებიი!ყველაფერს მირჩევნია და არ გამაღვიძო ხოლმე. -თუ გინდა სუ წავალ-გაბუტულმა უთხრა ანასტასიამ -აიიი....აიიიი რა ბავშვიი ხაარ!!-სიცილით უთხრა ირაკლიმ და გულზე მიიხუტა ტასო გამომეტყველებას მაინც არ იცვლიდა.გულწრფელად ეწყინა ირაკლის სიტყვები. -ისე ბავშვზე გამახსენდა რამდენი შვილი გინდა??-უცებ აწია თავი ანასტასიამ და მბრწყინავი თვალები მიანათა -ბეეეეეეევრიიიიიიიი-სიცილი ვერ შეიკავა ანასტასიას ამ ქცევაზე -რა გაცინებს მე სერიოზულად გეკითხები?? -რამდენსაც უფალი მოგვცემს..-გვერდულად ჩაეღიმა-შენ რამდენი გინდა?? -მე 3 მინდა.2 ბიჭი და 1 გოგო-კმაყოფილი სახით წარმოთქვა ეს სიტყვები -ამ ბოლო დროს ყველა გოგო ბიჭზე რატო ოცნებობთ? -რავიი მე არ ვოცნებობ აი უბრალოდ მინდაა.. -ისე ჯერ ეხლა მოგიყვანე ცოლად და უკვე შვილებზე მელაპარაკები??-ისევ ვერ შეიკავა სიცილი ირაკლიმ -ჯერ ეხლა მომიყვანე ცოლად და უკვე იმაზე მელაპარაკები ყოველ დილით როგორ უნდა მოვიქცე ხოლმე?? -მოიიცაა შენ ეგ კიდე გახსოვსს??? -კიიი -მოდი გამოვიცნობ.და კიდე ნაწყენი ხარ -კი -ხო იცი რო თვით ძილსაც კი მირჩევნიხარ?? -წეღან სხვანაირად თქვი -ეს რა ბავშვი მოვიყვანე ცოლაად -ისე მეძახი ცოლს თითქოს მართლა დავქორწინებულიყავით. -უარი რომ არ გეთქვა დავქორწინდებოდით. -იკა გთხოვ ეხლა არ გვინდა რაა..-თავისი თავის უკვირდა როგორ იკავებდა თავს რომ არ ეჩხუბა.სახეზე მოეფერა და თბილად გაუღიმა საპასუხოდ კი ტუჩებზე თბილი შეხება იგრძნო.რა კარგი მომენტიი იყო..რა უჩვეულო..მერვე საოცრება,რომელსაც ვერ ხედავდა ვერცერთი,მაგრამ მთელი არსებით გრძნობდნენ. -აჰაა ანუ ყელიდან ტუჩებზე გადახვედი ხოო?? -არაა ყელში კოცნა მაინც სხვანაირად მიყვარს-ეს თქვა და დასწვდა მის ყელს.თავი მკერდზე დაადო და გაიტრუნა -რა სწრაფად გიცემს გული -შენ ვის გლისცემაზე ლაპარაკობ?-სიცილით ჰკითხა ირაკლიმ -დიდიი ამბავი მეც თუ მიჩქარდება შენ დანახვაზე რაა -დიდი ამბავიიი-გამოაჯავრა ტასოს და ისევ გაეცინა. კიდევ 15-20 წუთი წუთი მაინც ნებივრობდნენ ასე და ტკბებოდნენ ამ დროით.მერე ნელ-ნელა ადგნენ და თბილისისკენ წამოვიდნენ. -ირაკლი ეხლა რომივალთ ამათაც უნდა უთხრა ვითომ შენი ცოლი ვარ?? -ვითომ მოაშორე -აბა კანონიერად არ ვარ დაა.. -ფეხებზე კანონები.ჩემთვის ცოლი ხარ და მორჩა-ანასტასია ხმას აღარ იღებდა,ჩუმად იყო და ფანჯრიდან დიდი ინტერესით იყურებოდა.-გინდა ოფიციალურად დავინიშნოთ? -შენ როგორც გინდა -რადგან გეკითხები ესე იგი მე შენი აზრი მაინტერესებს -იკაა..ძაან სწრაფად ხოარ გადავწყვიტეთ ყელაფერი?? -რას გულისხმობ?? -აი თუნდაც ეს დანიშვნაზე და ცოლ-ქმრობაზეე ლაპარაკი -გულწრფელად გეტყვი 2 დღის წინ მართლა არც კი ვფიქრობდი შენ ცოლად მოყვანაზე,მაგრამ იმ ვიღაც ამერიკელს ვერ დავუთმობ შენ თავს.-ტასოს გამომეტყველებას რომ შეხედა მიხვდა ზედმეტად გულწრფელად გამოუვიდა -აჰაა..კაია გულწრფელობაა -ტასოო -რა ტასო ირაკლი??-ხმას აუწია ანასტასიამ-რა ტასო ჰა?? ხო გითხარი არ ვარ მზად მაგ ოხერი ცოლ-ქმრული ურთიერთობისთვის თუ რაღაც ჯანდავისთვის მეთქი/??ხო შეგეძლო რო სულ ცოტა მაგის გამო მაინც შეგეკავებინა თავი?? -რაზე შემეკავებინა თავი??-ირაკლიც უკვე ხმას უწევდა. -პირველ რიგში ღამე,რაც მოხდა იმაზე -და მეორე რიგში??-ბრაზისგან უკვე თვალები უელავდა -მეორე რიგში ის ვითომ ქორწილი მაინც არ მოგწყო იქ -თუ არ მოგწონდა არ მინდა გეთქვა -რაზე? -გინდა ჩემთან დაწოლაზე და გინდა მაგ ვითომ ქორწილზე.-ანასტასია გაშრა.ხმა ვეღარ ამოიღო უბრალოდ დაელოდა სახლში როდის მივიდოდნენ.ირაკლი გონებაში თავის ბედს წყევლიდა.მან ხომ ყველაფერი მთელი გულით გააკეთა უბრალოდ ამისკენ ლუკასმა უბიძგა.ამ ყველაფერზე სიღრმისეულად ფიქრობდა,თუმცა ბოდიშის მოხდაზე არც კი უფიქრია.პირიქით გამწარებას მაინც ვერ უშვრებოდა ვერაფერს და არ იცოდა რა ექნა ამ გრძნობისთვის.ვერ იჯერებდა რომ ასეთ ბაბნიკს შეუყვარდა გოგო,რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა,წამებში უშლიდა ნერვებს და ასევე წამებში ამშვიდებდა თავისი ბავშვური და საყვარელი გამოხედვით.სახლთან რომ მივიდნენ ანასტასიას ეგონა ირაკლი წავიდოდა,თუმაც შეცდა.ერთად შევიდნენ სახლში.ბიჭები ღამე იქ დარჩენილიყვნენ.მათ დანახვაზე ყველას ღიმილი აუთამაშდა სახეზე,მაგრამ სულ ტყუილად.ანასტასიამ გვერდით ოთახიდან დაუქნიათ ხელი და პირდაპირ საძინებელში შევიდა.აბაზანაში აპირებდა შესვლას ნიკამ რომ შემოხსნა კარები.ნელა მომღიმარი სახით მიიწევდა ტასოსკენ.ახლოს რომ მივიდა თვალებში ჩახედა,სახეზე მოეფერა და გულში ჩაიკრა. -რა მოხდა? გინდა დაველაპარაკო?? -არაა-იმდენად მაგრად ყავდა ნიკას მიკრული ხმა ძლივს ამოიღო -არ მეტყვი რა მოხდა?? -ვერ გეტყვიი-ლოყები აუწითლდა ანასტასიას.იშვიათად უწევდა დეიდაშვილთან რამის დამალვა და ახლა ეს ერთ-ერთი უიშვიათესი მომენტი იყო.როგორ უნდოდა რომ ყველაფერი ეთქვა,მაგრამ გამორიცხული იყო პირველ ღამეზე,თავის განცდებსა და დარდზე მასთან ელაპარაკა. -გაწყენინა?-ნიკა ნაზად ეფერებოდა თმებზე და მთელი სიყვარულით კოცნიდა თავზე.ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ ძლივს ამოიღო ხმა ანასტასიამ -ნწწ..არ მინდა რა მაგაზე ლაპარაკი -ხო იცი ფეხებზე ვინ იქნება ყველას ერთნაირად მოეთხოვება შენი წყენინება -არ მწყენია ირაკლისგან არაფერი...მართლა. -კაი როგორც გინდა -ნიკაა -ჰოო -მიყვარხარ. -ჩემოოსუელელო მეც-გულწრფელად გაეღიმა ნიკას ტასოზე. -მართლა ძალიან დიდი მადლობა სულ ჩემ გვერდით რომ ხარ და ყველაფერში რომ მეხმარები. -იგივე შემიძლია გითხრა მეც. ასე იყვნენ ჩახუტებულები ცოტა ხანს.შემდეგ ტასომ უთხრა წყალს გადავივლებ და გოგოებს ვნახავო და აბაზანაში შევიდა.ნიკამ იცოდა ანასტასიას ნებივრობის ამბავი ამიტომ ოთახიდან გამოსულმა თავისუფლად დაიწყო ირაკლისთან ლაპარაკი -რამდენჯერ გითხარი არ აწყენინო მეთქი??-ნერვები ისე ჰქონდა მოშლილი შეიძლება ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი-საკუთარი ძმაკაციც კი ეცემა. -აქეთ მაწყენინა -რას ქვია აქეთ გაწყენინა ბიჭო?? დავიჯერო რამე ისეთი გითხრა რო საკუთარ თავსაც კი ვერ პატიობს და მაგიტოა მასეთ დღეში?? -შენ წარმოიდგინე და მითხრა.რა გასაკვირია ცოლობაზე უარის თქმის მერე მასეთ ხასიათზე თუა.-ირაკლიმ უკვე ხმას აუწია -მოიცა შენ რა მართლა სთხოვე ხელი??-ყველა იცინოდა ირაკლის გარდა.მუცელი ეტკინათ იმდენ ხანს იცინოდნენ. -რა არი სასაცილო??ხელი რო ვთხოვე და უარი რო მითხრა?? თვითონ რომ მაწყენინა და აქეთ რომ მებუსხება?? -კაი რა იყო რაზე იშლი ნერვებს..-ნიკა და დანარჩენი ძმაკაცები ისევ ვერ ჩერდებოდნენ -აუ ჩემიი.წავედი მე-მკაცრად თქვა და კარებისკენ წავიდა.სანდრო სწრაფად სწვდა მხარში და ისევ თავის ადგილას დააბრუნა -მოყევი ეხლა რა მოხდა(ნიკა)-ძლივს მიიღეს სერიოზული სახეები -არ მგონია ქალბატონს ესიამოვნოს ამაზე ლაპარაკს თუ დავიწყებ.არც მე მსიამოვნებს და არც შენ გესიამოვნება-ნიკას გახედა.უცებ აიჭრა მის წინ მჯდომი ბიჭი.ყვირილით მივარდა ირაკლის -ეხლა არ მითხრა რო ის მოხდა,რასაც მე ვფიქრობ-ყველამ კარგად იცოდა ნიკა,რასაც ფიქრობდა.ნიკას გასაჩერებლად წამოწეული ბიჭებიც კი გაშრნენ.ირაკლის დუმილმა ყევლაფრი ნათელი გახადა.ირაკლიმ სახეში დარტყმა იგრძნო.ხელის შებრუნება ვერ იკადრა უბრალოდ.სხვა რომ ყოფილიყო ვალში არ დარჩებოდა,მაგრამ ეს იყო ნიკა.დიდი ხნის ძმაკაცი,ტასოს დეიდაშვილი და რაც მთავარია უკვე დიდი ხნის გააზრებული ჰქონდა რომ ნიკასთან ძალიან ტყუოდა.დივანზე იყო მისვენებული და განძრევასაც კი ვერ ბედავდა.ნამუსი ზედმეტად აწუხებდა.ბოდიშს მოიხდიდა,მაგრამ რანაირად??გარკვეულ წილად ხომ არც კი ნანობდა.ეხლა მარტო იმაზე ფიქრობდა როგორ მოეპოვებინა ისევ ნიკას ნდობა.სტკიოდა,მთელი სხეული სტკიოდა,რადგან იცოდა ამ ერთი ნაბიჯით შეიძლება ბიოლოგიურ ძმაზე საყვარელი ადამიანიც კი დაეკარგა.თვალებში ცრემლები ჩაუდგა და თავი ხელებში ჩარგო.ნიკა უკვე დიდი ხნის გაყვანილი ყავდათ მისი სიახლოვიდან.მიუხედავად ყველაფრისა,ნიკას იმდენად უყვარდა იგი და იმდენად დიდ პატივს სცემდა რომ ერთი უწმაწური სიტყვის თქმაც კი ვერ გაბედა მისი მისამართით.უბრალოდ ვერ იღებდა ხმას.გაფთრებული იჯდა მაგიდასთან და თვალს არ აშორებდა თავჩაღუნულ ძმაკაცს. -აბა მიყვარსო?-დიდი ხნის დუმილის შემდეგ გაბზარული ხმით იკითხა -მიყვარს -შენი გუშინდელი საქციელი და ეს სიტყვები არ შეესაბამება ერთმანეთს. -რატო?? -რო არ გიცნობდე კიდე ხო.ტასოსნაირად ექცევი ლამის ქუჩაში გამვლელ ჩვეულებრივ გოგოებსაც კი.-ისევ ბრაზი მოაწვა ნიკას -ლიკას სულს გეფიცები მთელი გულით მმიყვარს.-აცრემლებული თვალებით ახედა ნიკას.ამ სიტყვების მოსმენამ ყველა ადგილზე გაყინა.4 წლის შემდეგ პირველად ახსენა ირაკლიმ თავისი დის სახელი და ისიც დაიფიცა.ისე შეცბა და შეწუხდა ნიკა კინაღამ აქეთ მოუხადა ბოდიში.აღარცერთი აღარ იღებდა ხმას. ანასტასია თბილმა წყალმა ახლა თითქოს უფრო დათრგუნა განტვირთვის მაგიერ.როგორც კი გამოვიდა ტანსაცმელი აარჩია,თმა თევზისებურად დაიწნა და ლოგინზე მიწვა.უნდოდა გოგოებთან ელაპარაკა,მაგრამ გარეთ ფეხის გადგმა არ უნდოდა.ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გადასწვდა და ლიკუნას მიწერა ჩემთან ამოდითო.გოგოებს ცოტა შეაგვიანდათ.კარები სანდრომ გააღო.თბილად შეხვდნენ ერთმანეთს ლიკუნა და თავისი ბიჭი.თითქოს არ ეთმობოდათ ერთმანეთი,თუმცა თან თავიანთ მეგობრებთან უნდოდათ.ნინი თავთან ეჯდა ანასტასიას და თმას უწვალენდა..ხან უშლიდა და ხანაც ხელახლა უწნავდა.ლიკუნაც რომ მივიდა ყველაფეირ მოუყვა და თან 1-2 ცრემლიც გადმოუგორდა ბოლო სიტყვების თქმისას: „არ ვუყვარვარ არა??“ -სისულელეებს ნუ ამბობ(ლიკუნა) -აბა მასე რატო თქვა და რატო მოიქცა -მისმინე ეხლა შენ უბედნიერესი გოგო უნდა იყო.ცოტას თუ დაფიქრდები ყველაფერს მიხვდები.ირაკლიმ სულ სხვა რაღაც იგულისხმა და სულ სხვა რაღაც გამოვიდა.(ნინი) -არ მჯერა -ტასუნაა ესე არ შეიძლება.ეხლა არ გჯერა,მერე დაიჯერებ და უკვე გვიანი იქნება.შენც ხო იცი რო ესე არ გამოვა.-ანასტასიამ მხოლოდ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ხმა აღარ ამოუღია.ტელეფონის ხმამ ყველას ყურადღება მიიქცია.ნინიმ ნახა ანასტასიას ნომერზე მოსული ესემესი და ხმამაღლა წაიკითხვა უბრალოდ ვერ მოახერხა. -ვინ არი??(ლიკუნა) -მგონი შენი მომავალი ქმარია-ტასოს გახედა და ტელეფონი გაუწოდა. „I’m coming dear.see u tomorrow.kisses.-Lucas” გოგოებსაც კი შეეშინდათ,ხმას ვერ იღებდნენ..ნინი ისევ თმებზე ეფერებოდა ტასოს და ასე ცდილობდა მის დამშვიდებას.ლიკუნა უცებ წამოხტა და სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან.ანასტასიაც და ნინიც მიხვდნენ მისი გასვლის მიზეზს,მაგრამ არცერთს არ უცდია შეჩერება ან რატომ უნდა შეეჩერებინათ?? ლიკუნა ოთახში რომ შევიდა მიხვდა არც მათთან იყო სახარბიელო სიტუაცია.ყველამ ერთდროულად გახედა კარებს ფეხის ხმაზე და გაოცებულებმა შეხედეს გოგონას აცრემლებულ თვალებს რომ წააწყდნენ.გააზრება ვერ მოასწრეს ისე აღმოჩნდა სანდრო ლიკუნასთან.მაგრად იხუტებდა და თან ეკითხებოდა რა მოხდა. -მე არაფერი არ მჭირს.ტასოა ცუდად.-ახლა ნიკას და ირაკლის გადაუვიდათ ფერები.ორივე ერთდროულად წამოდგნენ და ოთახიდან გასვლა დააპირეს,მაგრამ ლიკამ შეაჩრათ. -მოიცადეთ ერთი წუთი.პირველ რიგში ეს მამისმკვლელი მზერა მოაშორე ნიკა ირაკლის.ეგ არაფერ შუაშია..-უხერხულობა იგრძნო გოგომ ამ სიტყვების თქმისას და მორცხვად დახარა თავი. -ზაზაა??-ახლა ბევრად უფრო გამწარებულმა იკითხა ნიკამ -ნწწწ..ის ლუკასი თუ ვიღაც ჯანდაბა და პრინციპში ნაწილობრივ ზაზაც...ხვალ ჩამოდიან თვალები შუბლზე აუვიდათ ამ სიტყვების მოსმენისას.ზაზას ჩამოსვლას კიდე ელოდნენ,მაგრამ ლუკასიც??არაა ამის დაჯერება ირაკლის ძალიან უჭირდა.ეხლა რა ექნა.მართლა რომ გაყოლოდა ტასო მას ცოლად მერე რა ექნა? იცოდა ვერ გაძლებდა ანასტასია უსიყვარულოდ.ზედმეტად სათუთი და ნაზი არსება იყო საიმისოდ რომ ვიღაც „ამერიკელ ვირთან“ ერთად ეცხოვრა,როგორც გონებაში მოიხსენიებდა.უნდოდა ახლა შესულიყო და დაემშვიდებინა..ეთქვა რომ ვერავინ ვერაფერს ვერ დაუშავებდა,მაგრამ არ დასცალდა.ფეხის ხმა გაიგეს და ყველამ კარებს მიაპყრო მომლოდინე მზერა.მისი ტირილისგან დასიებული თვალებისა და შიშით აკანკალებული სხეულის დანახვაზე გული შეეკუმშა.თავი ახლა უფრო დამნაშავედ იგრძნო იმ სიტყვების გამო,რაც უთხრა.ზურგი აქცია და კისერზე ხელებშემოწყობილი ჩაესვენა სავარძელში. -თუ შეგიძლია გადახედე რა ამეებს.-ხელისკანკალით გაუწოდა ტასომ ნიკას ამერიკიდან წამოღებული საბუთები. -ის საბუთებია??-თან უცებ დაიწყო გადათვალიერება -ხოო..მე მაინც ბევრი ვერაფერი ვერ გავიგე და შენ უფრო იპოვი რამეს..თუ იქნება რა თქმა უნდა..-ბოლო სიტყვები თითქოს თავისთვის ჩაიბუტბუტა.ნიკა ჩასახუტებლად გადაიწყია,თუმცა ტასომ უკან დაიხია. -რა გჭირს? -არაფერიი..უბრალოდ ვიცი,რაც უნდა მითხრა და არ მინდა.უკვე თითქმის ერთი საათია მაგ სიტყვებს ვისმენ..დავიღალეე..-ზედმეტად გაბზარული ხმით თქვა ანასტასიამ და ირაკლი თავის აუწევლად მიხვდა რომ ტიროდა.ბიჭები წამოდგნენ წავალთო,მაგრამ ტასომ გააჩერა. -არ წახვიდეთ რაა თუ რამე საქმე არ გაქვთ რა თქმა უნდა.. -ტასოოო ჯობია წავიდეთ.ნიკასაც საქმე აქ,შენც დასვენება გჭირდება.-სანდრომ ხელი გადახვია,შუბლზე აკოცა და თბილად გაუღიმა. -აქ რო იქნებით უფრო კარგად დავისვენებ..მართლაა.. -რადგან ტასო გთხოვთ უეჭველი უნდა დარჩეთ სხვანაირად არ გამოვა.-გაიცინა ნიკამ და ეცადა ასე განემუხტა სიტუაცია.ანასტასიამაც ძალდატანებით გაიღიმა რომ დამაჯერებელი გაეხადა თავისი თხოვნა..მართლა გულით უნდოდა რომ დარჩენილიყვნენ.სჯეროდა რომ თუ აქ იქნებოდნენ ტასოსაც მალევე გაამხიარულებდნენ და რაც მთავარია ირაკლის სიახლოვე უნდოდა.მთელი გულით უნდოდა ირაკლის სიახლოვე,ვერაფრით ვერ ელეოდა მის შავ თვალებს და თბილ გამოხედვას,რომელიც ახლა სინანულს ჩაენაცვლებინა.ეშინოდა პირველი ნაბიჯის გადადგმა,მაგრამ იცოდა რომ ასე იყო საჭირო.თუ ახლა არ გააკეთებდა ამას,შეიძლება ვერც ვერასდროს გაეკეთებინა.ვაი და მართლა გაყოლოდა ლუკასს ცოლად მერე რა ექნა.როგორ გაეძლო ამ ერთი შეხედვით ხეპრე და ამ დროს უთბილესი ადამიანის გარეშე.მუხლები ეკეცებოდა,მაგრამ მაინც მიიწევდა წინ.ირაკლის წინ ჩაიმუხლა,მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად ეამბორა ლოყაზე.ენითაღუწერელ ბედნიერებას გრძნობდა ირაკლი და თან საკუთარ თავზე ძალიან ბრაზობდა.ძლივს გამოერკვა რა ხდებოდა და ნელა გადაუსვა თმაზე ხელი,მერე თვითონაც თბილად ეამბორა ლოყაზე და ისევ ისე ჩაქინდრა თავი.ამ საქციელით თითქოს ეუბნებოდა ირაკლი ანასტასიას რომ ყველაფერს ნანაობდა,რომ გუშინდელი ღამე მისთვის ყველაფერი იყო და ხელს მთელი გულით სთოვდა..იმ ქაღალდზეც მთელი გულით მოაწერა ხელი...ამას გრძნობდა ანასტასია.უხერხულობა იგრძნო გოგონა,როდესაც გაიაზრა რომყველა მათ უყურებდათ.ფრთხილად წამოდგა და თავის ოთახში გავიდა.გოგოები არ გაყოლილან. იცოდნენ რომ ირაკლი ძალიან მალე შევიდოდა მის სანახავად და არ უნდოდათ დაბრკოლებასავით ყიფილიყვნენ მათთვის. -ჰა ბიჭო ეხლა დიდხანს უნდა გვეჯდე აქ??-სიცილით კითხა სანდრომ -რაა??? -არ აპირებ შესვლას? -რატო?? -აუუ შენ შ-- ხოარ გაქ ბიჭო რა კითხვებს სვამ??-კოტე უკვე სერიოზულად გაბრაზდა.ერთხელ გახედა გაბრაზებულმა და აივანზე გავიდა.იქ მყოფთა მომლოდინე მზერა რომ შეამჩნია ტასოს ოთახისკენ დაიძრა.დააკაკუნა და მორცხვად შევიდა შიგნით.ტასომ ნამტირალავი სახის დამალვა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა.ირაკლი საწოლთან ჩაიმუხლა და სახეზე ფერება დაუწყო.ისეთი ნაზად ეხებოდა,ისეთი თბილად...ანასტასიას იმდენად უხაროდა მის გვერდში დგომას რომ გრძნობდა,ახლა სიხარულის ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.ეს ცრემლიც ასევე ნაზად შეუმშრალა ირაკლიმ.არც ერთი არ იღებდა ხმას და თითქოს ასე უფრო კარგად გრძნობდნენ თავს.არ ბეზრდებოდა ირაკლის ტასოს ცქერა,მისი შეხება.. -ბოდიში-ანასტასიას ამ სიტყვებმა თითქოს შეაშფოთა -რა ბოდიში ტასო? -ბოდიში რო უარი გითხარი ცოლობაზე და ბოდიში რო სხვას უნდა გავყვე ცოლად. -ნუ ხარ სულელი.რაზე მიხდი ბოდიშებს ხვდები მაინც -კიი ვხვდები -არაა ვერ ხვდებიი.აქეთ უნდა გიხდიდე ბოდიშს იმის გამო,რაც გითხარი.გეფიცები ცოლობა მთელი გულით გთხოვე და საერთოდ ყველაფერი მთელი გულით გავაკეთე.-თითქოს დაიმორცხვაო ისე დახარა თავი ბოლო სიტყვებზე.ანასტასიამ ხელი ჩამოუსვა ლოყაზე,წამოიწია და ფრთხილად შეეხო მის ბაგეებს. საწოლზე წამომჯდარი ანასტასიას კალთაში თავი ჩაერგო ირაკლის და ჭერს თვალს არ აშორებდა.ფიქრობდა ყველაფერზე,რაც ტასოს უკავშირდებოდა.როგორ აინტერესებდა რა ეწერა იმ საბუთებში,რამეში გამოადგებოდათ თუ არა..რა საოცრებაა ყოველისშემძლე ირაკლი უძლური აღმოჩნდა ვიღაცის წინაშე.თითქოს ვიღაცის დამცინავი ხმა ესმოდა,რომელიც თავის უძლურებაზე მიუთითებდა.უკვე სიგიჟის ზღვარზე იყო.როგორც კი ამ აზრების მიმოფანტვას შეეცდებოდა,თითქოს მაშინვე ჩამოსკუპდებოდა ეშმაკი მის მხარზე და ახალ-ახალ იდეებს აწვდიდა,თუმცა ახალ-ახალ იდეებზე რომ არ ეფიქრა,იყო აზრი,რომელიც უკვე დიდი ხნის მოწონებული და გონებაში კარგად გამჯდარი ჰქონდა ბიჭს.მთელი ამ დროის განმავლობაში თავში ერთი კითხვა უტრიალებდა - „ვითომ მართლა მოვიტაცო?“ იმდენს ფიქრობდა უკვე თავი ასტკივდა.ანასტასიაც ფიქრობდა,მაგრამ იმდენად სასიამოვნო რამეზე თავის ტკივილი,დასიებული და ჩაწითლებული თვალები,შიშისგან აკანკალებული სხეული საერთოდ აღარ ახსოვდა.აკვირდებოდა ირაკლის თითოეულ ნაკვთს და ძალაუნებურად ეღიმებოდა.მთელი ზოოპარკი გადაადგილდებოდა მის მუცელში იმის წარმოდგენაზეც კი როგორი ლამაზი და დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა ირაკლის.ახლა კი,ახლა პირდაპირ უყურებდა მათ და ურცხვად აკვირდებოდა,დეტალებში შეისწავლა მთელი სახე.ოდნავ მოშვებული წვერი,სწორი ცხვირი,დიდი წითელი ტუჩები და შავი თვალები..ჰოო წითელი ტუჩები,რომლებიც ღიმილს ვერ იკავებდნენ და თვალები,რომლებიც ასე თბილად და გამომწვევად მიშტერებოდნენ. -რა სიმპათიური ვარ არაა??-იმდენად კმაყოფილმა იკითხა ირაკლიმ ანასტასიას შერცხვა.მიხვდა რომ არ გამოპარვია მის ბიჭს არაფერი.ლოყები აუწითლდა,შემდეგ გულიანად გადაიკისკისა და თავი ასევე კმაყოფილმა დაუქნია. -ყველაზე სიმპათიური ბიჭი ხარ,ვისაც კი ვიცნობ.-სიცილს ისევ ვერ იკავებდა-თან ამას თუ დავუმატებთ იმას,რომ მე გიყვარვარ გამოდიხარ ასევე ძალიან გემოვნებიანი და ჯამში გამოდის რომ ბიჭი ხარ საოცნებო.-ნიშნის მოგებით აწია წარბი და გამარჯვებულის მზერა ესროლა.ახლა ირაკლის აუტყდა სიცილი.ტასოს უცებ სითბო ჩაეღვარა მთელ სხეულში,ჟრუანტელმა დაუარა და გააცნობიერა რომ ირაკლის ტუჩებზე სასიამოვნო არაფერია.იმ დიდ,წითელ ტუჩებზე სასიამოვნო,რომლებიც ასე ვნებიანად და დიდი სიყვარულით ეხებოდნენ მის ყელს.თვალები დახუჭა და გაინაბა.უნდოდა კიდევ განმეორებულიყო,მაგრამ არაა იმედები გაუცრუვდა.თვალები გაახილა,ერთი ამოიოხრა და ისევ ირაკლის თმაში გააგრძელა თითების სრიალი..ირაკლი ნელა წამოჯდა საწოლზე და თავი ხელებში ჩარგო. -რო მოგიტაცო?-ამის თქმით თითქოს ლოდი მოეხსნა გულიდან. -მე შემოგთავაზებდი მომიტაცე მეთქი ნიკასაც როარ ეხებოდეს საქმე. -რო წავიდეს გერმანიაში? -შეიძლება.გამოვა ვითომ რამე? -ნეტა ვიცოდე ტასო და სუ წიხლისკვრით გავაგდებდი იმ თავის გერმანიაში.-ირაკლის შეწუხებულმა სახემ ისევ ანასტასიას გულწრფელი ღიმილი გამოიწვია.თავი ვეღარ შეიკავა და ურცხვად ეამბორა ყელში.ახლა ირაკლის დაუარა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა..რა საოცარი შეგრძნება იყო..ათრთოლებული ხელები მჭიდროდ შემოაჭდო ტასომ ირაკლის დაკუნთულ სხეულს და მისი სუნამოს სურნელით გაბრუებულმა თვალები მილულა.მერე ისევ ცდუნებამ სძლია და თბილად წაეტანა მის ყელს. -ტასო თუ არ გაჩერდები ვეღარ მოვთოკავ გრძნობებს და ცუდად დავამთავრებთ.-იგრძნო როგორ ჩაეღიმა გოგონას მის ზურგს უკან.-შენთან რომ არ ვიყოთ სახლში უფრო სწორად სხვებიც რომ არ იყვნენ აქ დიდი სიამოვნებით,მაგრამ ეხლა ვერა..არგამოვა..-ღიმილით თქვა ბოლო ფრაზე,ზურგზე მიხუტებული ტასო მკლავებში მოიქცია და მის ტკბილ,ათრთოლებულ ბაგეებს წაეტანა. თითქმის ერთ საათიანი ნებივრობის შემდეგ ძლივს შეელია ირაკლი ტასოს და ბიჭებთან გამოვიდა.სახეზე ეწერა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. -ისე ბრწყინავ მეშინია არ დამაბრმავო-ამ სიტყვებზე სანდრომ საპასუხოდ საკმაოდ მწარედ მოქნეული ბალიში მიიღო. -ნიკა სად არი?(ირაკლი) -აივანზეა(კოტე) მოაჯირზე დაყუდებულ ნიკას გვერდით ამოუდგა ირაკლი და ღრმა ნაფაზი დაარტყა. -არი რაღაცეები.უფრო სწორად არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევები.ფაქტიურად მთელი ზაზას განძი ტასოს ხელშია.-იმდენად სასიამოვნოდ ჟღერდა ეს სიტყვები რაღაც მომენტში იფიქრა რომ ეჩვენებოდა.შემდეგ ძმაკაცის ხელი იგრძნო,რომელიც სასაცილოდ წაეთამაშა თმაზე და მიხვდა რომ რეალობა იყო. -ხო ვთქვი ჩემი ცოლი გახდება მეთქი.-მკაცრად ჩაახველა ნიკამ თან გულის სიღრმეში გულიანად იცინოდა.-რა თქმა უნდა მხოლოდ თქვენი ნებართვის თანხლებით ბატონო ნიკოლოზ. -ისე ბრწყინავ უარი რო გითხრა მეშინია არ ჩაქრე და უცებ არ ჩამომიბნელდეს. -უკვე 2.-ესღა თქვა და ძმაკაცთან ერთად საჭირბოროტო საკითხზე დაიწყო მსჯელობა.საკმაოდ გვიანი იყო ოთახსი რომ შევიდნენ.გოგონები სუფრას აწყობდნენ და კაი ოჯახის ქალებივით ფუსფუსებდნენ. -ცოლი მომყავს!!-ყველა ელოდა ამ განცხადებას,მაგრამ არა ასე მალე და ასე პირდაპირ ნათქვამს. მთელი სხეული აუხურდა ანასტასიას,ლოყები აუწითლდა და ღიმილმა გაუპო მთელი სახე..თან თითქოს დაუჯერებლობას ამოიკითხავდით მის მზერაში.მივიდა დაბნეულ გოგონასთან ხელები მოხვია და ყურში რაღაც უთხრა,საპასუხოდ კი თავისი საყვარელი კისკისი გაიგონა და ნაზი,ათრთოლებული ხელები იგრძნო ზურგზე.თითქოს ზღაპარში იყვნენ:ყველაფერი დაიწყო კარგად,მერე ცოტა აირია სიტუაცია,გამოჩნდა ბოროტი ადამიანიც,რის შედეგადაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ახლა კეთილი ადამიანების დახმარებით ყვეაფერი მოგვარდა,ყველა ბედნიერი იყო.ჭირი იქა,ლხინი აქა,ქატო იქა ფქვილი აქა...ფორტუნა აშკარად ტასოსა და ირაკლისკენ იყო.ენით აღუწერელ ბედნიერებას გრძნობდნენ და საღამოს მშვენივრად ატარებდნენ.ტასომ თავისი კულინარიული ნიჭის გამო შექება არაერთხელ დაიმსახურა. -როგორ მომნატრებია შენი საჭმელები ტასუნაა(ცოტნე) -როგორ მიყვარს რომ აღიარებენ ჩემს ნიჭს-მომღიმარი სახით გამოახატავდა ტასო თვითკამყოფილებას. -ვის ოჯახშიც შენ შეხვალ-წარბები აათამაშა ირაკლიმ და ბევრად უფრო კმაყოფილი მზერა მიაპყრო მომავალ მეუღლეს. -ნწ ნწწ..საცოდავი ოჯახი-იმდენად დიდი სინანულით წარმოთქვა ნიკამ ეს სიტყვები რომ არ სცოდნოდათ იქ მყოფებს მისი მსახიობობის ამბავი გულწრფელად შეეცოდებოდათ ირაკლის ოჯახი.ხუმრობა-ხუმრობაში გალიეს მთელი ღამე და თითქმის გამთენიისას დაიშალნენ. 5 ხდებოდა თავზე წყლის დასხმამ რომ გამოაღვიძა.თვალები ძლივს გაახილა და ხელში მომღიმარი დეიდაშვილი შერჩა. -კარგიი რა გავიყინე.ამ შუა ზამთარში მაინც შემიცოდე-კოპებშეკრულმა ესროლა მამისმკვლელი მზერა ნიკუშას -მშია -ჭამე მერე მე რას მაღვიძებდი-პატარა ბავშვივით გაუჩერებლად ბუზღუნებდა. -კაი ტასო სერიოზულად ადექი.ჯერ უნდა მაჭამო,მერე კიდე იმ საბუთებზე უნდა ვილაპარაკოთ. -კაი ხოოო-გაბუსხული წამოჯდა საწოლზე და თვალები მოისრისა. მისი შემხედვარე ნიკა ღიმილს ვერ იკავებდა.საწოლზე ჩამოჯდა თბილად ჩაიხუტა და ცხვირზე წაეთამაშა,როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე ტასოს გასაბრაზებლად.გაახსენდა როგორი გამწარებული დასდევდა ხოლმე ტასო დეიდაშვილს კუდში და მაშინ,როცა სიცილისგან ქანცგამოცლილი ნიკა თავადვე გაჩერდებოდა ანასტასია მის წინ აიტუზებოდა ხოლმე და კოპებშეკრული ელოდა დეიდაშვილისგან ბოდიშს ან უკეთესი-კომპლიმენტს.შემდეგ კი,როდესაც მიზანს მიაღწევდა ხელებგაშლილი ელოდა ნიკუშას ჩახუტებას. -რაზე გეღიმება??(ტასო) -ბავშვობა გამახსენდა -კარგი იყო არაა??-დანანებით იკითხა ანასტასიამ და თავი მკერდზე მიადო -ხოოო..კარგი იყოო-ესღა უთხრა,შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა. არც თუ ისე დიდ ხანს ინებივრა ანასტასიამ აბაზანაში,რადგან იცოდა რომ დეიდაშვილი ელოდა. ერთი საათი არც იყო გასული მათი საუბრიდა,რომ უკვე მაგიდასთან ისხდნენ და „საუზმობდნენ“.თან შეძლებისდაგვარად უხსნიდა ნიკა ყველაფერს საბუთებთან და იქ აღმჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით. ათი ხდებოდა ზაზას საქართველოს ნომრიდან ზარი რომ შემოვიდა.რაღაც მომენტში გაქვავდა ანასტასია,შიშმა აიტანა,მაგრამ მალევე მოიტოვა ეს გრძნობა უკან და თამამად უპასუხა -გამარჯობა ზაზა -როგორ გიკითხო -კარგად მადლობთ -ჩვენც არა გვიშავს რაა. -ანუ ჩემი ძვირფასი საქმროც შენთან ერთადაა?-მთელ ირონიას დებდა ამ სიტყვებში -კიი ერთად ჩამოვფრინდით -ძალიან კარგი -ჩვენ გამოგიაროთ თუ შენ გამოგვივლი. -იცი რაშია საქმე??მე სახლში შეხვედრა არ მაწყობს.ხვალ დილით შევხვდეთ რომელიმე კაფეში? -და შენ თუ იცი რაშია საქმე??მე არ გეკითხები შენ რა გაწყობს-ყურმილის მეორე მხარე ბოროტულმა სიცილმა მოიცვა -მგონი დაგავიწყდა მთავარი კოზირი რო ჩემს ხელშია მამიკოო..-ბოლო სიტყვა ხაზგასმით თქვა და საკუთარი თავით აღფრთოვანებულმა ჩაიღიმა -მართლა გგონია რო რამეს მოახერხებ?? -მაგაზე რო გნახავ მაშინ ვილაპრაკოთ.ხვალამდე მამიკოო..გკოცნიიი-სწრაფად მიაყარა სიტყვები და გაუთიშა.გული ამოვარდნას ლამობდა,მთელი სახე აწითლებული ჰქონდა და აშკარა იყო რომ მოზღვავებულ ემოციებს ვერ აკონტროლებდა. ათი ხდებოდა ზაზას საქართველოს ნომრიდან ზარი რომ შემოვიდა.რაღაც მომენტში გაქვავდა ანასტასია,შიშმა აიტანა,მაგრამ მალევე მოიტოვა ეს გრძნობა უკან და თამამად უპასუხა -გამარჯობა ზაზა -როგორ გიკითხო -კარგად მადლობთ -ჩვენც არა გვიშავს რაა. -ანუ ჩემი ძვირფასი საქმროც შენთან ერთადაა?-მთელ ირონიას დებდა ამ სიტყვებში -კიი ერთად ჩამოვფრინდით -ძალიან კარგი -ჩვენ გამოგიაროთ თუ შენ გამოგვივლი. -იცი რაშია საქმე??მე სახლში შეხვედრა არ მაწყობს.ხვალ დილით შევხვდეთ რომელიმე კაფეში? -და შენ თუ იცი რაშია საქმე??მე არ გეკითხები შენ რა გაწყობს-ყურმილის მეორე მხარე ბოროტულმა სიცილმა მოიცვა -მგონი დაგავიწყდა მთავარი კოზირი რო ჩემს ხელშია მამიკოო..-ბოლო სიტყვა ხაზგასმით თქვა და საკუთარი თავით აღფრთოვანებულმა ჩაიღიმა -მართლა გგონია რო რამეს მოახერხებ?? -მაგაზე რო გნახავ მაშინ ვილაპრაკოთ.ხვალამდე მამიკოო..გკოცნიიი-სწრაფად მიაყარა სიტყვები და გაუთიშა.გული ამოვარდნას ლამობდა,მთელი სახე აწითლებული ჰქონდა და აშკარა იყო რომ მოზღვავებულ ემოციებს ვერ აკონტროლებდა. 1 საათი იყო გასული,რაც ზაზას ელაპარაკა და მაინც აფორიაქებუული იყო.კიდევ უფრო ღრმად ჩაიმალა საბანში და გაიტრუნა.მთელი არსებით გადაერთო ირაკლიზე.ახსენდებოდა თითოეული თბილი სიტყვა,რომელსაც ირაკლი მისი მისამართით ამბობდა და ღიმილი მოეფინა სახეზე.იგრძნო რომ ჭირდებოდა მისი სიახლოვე,თანადგომა,უამრავჯერ გამეორებული მიყვარხარ და რაც მთავარია ის რიტმული გულისცემა ჭირდებოდა,რომელიც ასე უყვარდა და ამშვიდებდა.საბანი ოდნავ გადასწია,ტელეფონს გადასწვდა და ნომერი აკრიფა.ერთი წამითაც არ დაფიქრებულა ისე დარეკა.3ზარის შემდეგაც რომ არ უპასუხა ამოიოხრა და გათიშვა დააპირა,თუმცა ის სანატრელი ხმა გაიგონა თუ არა სითბო ჩაეღვარა გულში -ხო ტასო -ირაკლი რას შვრები??-გოგონას ოდნავ დაბნეულ ხმაზე ირაკლის გაეღიმა და ეს ანასტასიამაც იგრძნნო -არაფერს შენ?? -არაფერსს..ხო არ გაგაღვიძე?? -არაა -ანუ სახლში ხარ?? -ხოო-ახლა უკვე გულწრფელად ეცინებოდა ბიჭს-რაო რა ხდება?? -გცალია? -გინდა გნახო?? -ხოო რა ჩემთან გამოდი. -20 წუთში შენთან ვარ. -კაი გელოდები.-ესღა უთხრა და გაუთიშა.მობილური ისევ თავის ადგილს დაუბრუნა და ახლა უკვე მომღიმარი სახით ჩაიმალა საბანში. კარზე ზარის ხმა გაიგო თუ არა პატარა ბავშვივით აცქმუტუნდა.ნელა გამოაღო კარი და როგორც კი დასჯილი ბავშვის მზერა ესროლა ირაკლიმ გულიანად გაეცინა -მარტო 11 წუთით დამაგვინდა -ეგარაფერია მოდი.-გვერდზე გაიწია და გზა გაუნთავისუფლა ტასომ.კარები ჩაკეტა და დატრიალებულს კედელთან ატუზული ირაკლი შერჩა მომღიმარი სახით.მიუახლოვდა,ჯერ აკოცა შემდეგ კი მაგრად შემოხვია ხელები.დაახლოებით ერთი წუთი ფიქრობდა ამოეღო თუ არა ხმა.კიდევ უფრო ძლიეერად შემოხვია ხელები და მთლიანად აწითლებულმა ამოთქვა -ირაკლიი მიყვარხარ-ისეთი თავისუფლად იგრძნო თავი ეს სიტყვები რომ თქვა,ისეთი ლაღად..თითქოს რაღაც დიდი ლოდი მოიშორა გულიდანო,მაგრამ აშკარად იგრძნო როგრ დამძიმდა წამებში ეს ლოდი. -შანსი არ არის.-ირაკლის მომცინარი სახის დანახვამ და ამ სიტყვების მოსმენამ გაახევა.თვალები ცრემლებით აევსო მომენტალურად -რატო? -ალბათ ძალიან გულქვა მგონიხარ-ისევ ისე იცინოდა ირაკლი.ანასტასიაც სახეზე ჩამოგორებულმა ცრემლმა თვალები დაუბინდა.გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შეეხო მის ბაგეებს. -ეგ სიტყვები მე გითხარი მაშინ,როცა პირველად ამიხსენი სიყვარული. -უბრალოდ მაშინ ძალიან მოვიხიბლე შენი სიტყვებით.აზრადაც არ მომსვლია შენი წყენინება. -ვიცი -ხოდა ნუღა ტირი..-ცრემლები შეუმშრალა და თავისკენ მიიზიდა.-მოდი ჩემთან.მეც მიყვარხარ,თან ესე უბრალოდ კი არა სიგიჟემდე მიყვარხარ.-იმდენად მაგრად იხუტებდა გოგონას გულში,ალბათ მალე გაგუდავდა კიდეც ხმა რომ არ ამოეღო ტასოს -ცოტაც და ცოცხალი აღარ ვიქნები. -მიხვდი რო შეჭმას გიპირებ ხო??-სიცილით კითხა ირაკლიმ,უკვე მოშორებით მდგარმა ანასტასიამ კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -არ გეძინება?-მოულოდნელად იკითხა გოგონამ.გამომცდელი მზერა მიაპყრო ირაკლიმ,შემდეგ ზურგზე მოიკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა -კაიი იკა დამსვიი.ზურგზე მოკიდებულს რო დამათრევ ტომარა კი არ ვარ-არ ჩუმდებოდა ანასტასია.გაიგო როგორ გაეცინა ირაკლის,შემდეგ კი მიხვდა რომ უკვე თავის ლოგინში იწვა და ირაკლი საბანს უსწორებდა,თან მზრუნველად დაჰყურებდა და საბოლოოდ შუბლზე იგრძნო თბილი ტუჩების შეხება.ეწყინასავით კარისკენ მიმავალი ბიჭი რომ დაინახა. -სად მიდიხარ?-ჩაილუღლუღა საბანში საგულდაგულოდ გახვეულმა -შენთვისვე ჯობია რო გავიდე.აქ თუ დავრჩები არ მოგასვენებ შენ კიდე გეძინება.-ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა ქვევიდან ამოხედა და ეშმაკურად ჩაიღიმა. -ეგარაფერია დარჩი.-ისევ პატარა ბავშვივით ცქმუტავდა ტასო. -გესმის ხო,რასაც ამბობ?? -დიახ-ახლაც დამჯერი ბავშვივით დაუქნია თავი -ტასოო.. -მართლა მართლა...-სასაცილოდ ააფახულა თვალები გოგონამ.ცოტაღა ეკლდა ირაკლის ამ ნაბიჯის გადადგმამდე.საწოლზე ჩამოჯდა,თბილად ეამბორა ყელში და ისევ თბილად გაახვია საბანში ანასტასია.გვერდით ოთახში გავიდა და ფიქრი დაიწყო.ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ტასოსთან,მაგრამ ვერ შევიდოდა.ნამდვილად ვერ გადადგამდა ამ ნაბიჯს.ყელში თბილი სუნთქვა იგრძნო და წამებში გამოფხიზლდა.გვერდით მიუჯდა ანასტასია,გულზე მიეკრა და თავი მის ყელში ჩარგო. -უბრალოდ შენთან ახლოს მინდა ყოფნა.-ჩუმად ჩაიბურტყუნა-მზრუნველად ეამბორა თმაზე,მთლიანად შეისრუტა მისი სურნელი,ხელში აიყვანა და ისევ ოთახში შეიყვანა. -ესე თუ ირბენ წინ და უკან გაცივდები.-სიცილით უთხრა და მომღიმარე სახით დაუწყო ფერება გვერდით მწოლიარე ნაზ არსებას. დილით თვალები რომ გაახილა პირველი ირაკლის სურნელი იგრძნო და მთლიანად სიამოვნებამ მოიცვა.მოციმციმე თვალებით შესცქეროდა ბიჭს და ღმერთმა იცის უკვე მერამდენედ შეისწავლიდა მის სახეს დეტალებში.უცებ დაფიქრდა..თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდნენ..ბავშვი წარმოიდგინა..თავისი და ირაკლის შვილიი..სხვა დროსაც ფიქრობდა ხოლმე ამაზე,მაგრამ ახლა უფრო ნათლად წარმოიდგინა როგორი შეიძლება ყოფილიყო..ისევ რეალობას დაუბრუნდა.ამოიოხრა და ნაზად ჩამოუსვა ხელი სახეზე.ოდნავ მიიწია და ლოყაზე ეამბორა.წვერმა უჩხვლიტა და თავისთვის ჩუმად ჩაეცინა.ირაკლიც ნელ-ნელა გამოაფხიზლა ჯერ სახეზე ხელის შეხებამ,შემდეგ კოცნამ და მომენტალურად გაუელვა გულში სიამოვნების ნაპერწკალმა.შეამჩნია ანასტასიამ როგორ აეწია ირაკლის ტუჩის მარჯვენა მხარე და ახლა უკვე ტუჩებზე შეეხო.. -ნუ მიწვევ-თვალები არც კი გაუხელია ისე ჩაილაპარაკა.გაფრთხილებას ანასტასიას გულიანი სიცილი და კიდევ ერთი კოცნა მოყვა.წამებში აღმოჩნდა ტასო ირაკლის ქვემოდან და ამაზე კიდევ უფრო გულიანად გაეცინა.თბილი ტუჩები იგრძნო ჯერ ლოყაზე..შემდეგ ტუჩებზე...შემდეგ ყელში..ბოლოს ყურთან იგრძნო ოდნავ გახშირებული სუნთქვა -მე მარტო შენ გამო ვიკავებ თავს და ნუ მიწვევ-მეთქი გითხარი.-ახლა უკვე მასაც გაეცინა და ტასო მკერდზე მიიკრა. აუჩქარებლად მიაბიჯებდა ანასტასია მაგიდისკენ.ერთი შეხედვით თავდაჯერებული ჩანდა,მაგრამ საკმარისი იყო თვალებში ჩაგეხედა რომ მის შიშს და ნერვიულობას ფარდა აეხდებოდა.მომღიმარი სახით ჩამოჯდა მაგიდასთან და ოფიციანტს ბროწეულის წვენი შეუკვეთა.ნახევარი საათი ელოდა შემდეგ დარეკა,პასუხად კი „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“ მიიღო.ცოტა აფორიაქდა..უფრო სწორად ძალიან აფორიაქდა..იცოდა რომ ზაზა სანდო არ იყო.ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა ხელში და გუნებაში საკუთარი თავის დამშვიდებას ცდილობდა..დაინახა უცნობი ბიჭი როგორ მიიწევდა მისკენ და მაშინვე იფიქრა,რომ ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.ბიჭი ზედმეტად სერიოზული ჩანდა,არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა,თითქოს სათნო და თან მკაცრი სახე.იმდენად მკაცრად თქვა ბიჭმა გამარჯობა ანასტასიამ ხმა ვერ ამოიღო და მხოლოდ თავი დაუქნია. -ზაზა აღარ მოვა ტყუილად ელოდები. -რას ქვია აღარ მოვა? -უკან დაბრუნდა. -რატო? -ასე ჩათვალა საჭიროდ.-თითქოს გოგოს აზრები წაიკითხაო ისე თქვა-ლუკასიც წავიდა.არცერთი არ შეგაწუხებს..საერთოდ..და კიდევ წარმატებები გისურვა..გულწრფელად.-ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე ანასტასიას. -ნახვამდის-ეს სიტყვაღა გაიგო და დაინახა როგორ ტოვებდა ბიჭი კაფეს.გახევებული იდგა ერთხანს,შემდეგ ფული გადაიხადა და გარეთ გამოვიდა.თვალების ცეცება დაიწყო თითქოს ვიღაცას ეძებდა და მაინც ვერ იჯერებდა რომ ზაზამ მართლა დატოვა.გონს ტელეფონის ზარმა მოიყვანა.დაბნეულმა ძლივს უპასუხა -გისმენთ -ვიცი რო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ უკვე იცი.მე რომ მენახე ისევ ვიჩხუბებდით და ამიტომ ზედმეტი ლაპრაკის გარეშე წამოვედი.თავისუფალი ხარ.იცხოვრე ისე როგორც გინდა ფეხებზე რას იზავ.მარტო ერთს გთხოვ საბუთები არ გამოაქვეყნო.შენ გქონდეს,მაგრამ არ გამოაქვეყნო.-ცოტა უფრო მკაცრად გაიმეორა ზაზამ.-ნახვამდის. შოკირებული ანასტასია ერთხანს ასე იდგა ჩუმად,არაფრის მთქმელი გამომეტყველებით.მერე უცნაურად დამძიმებული ეკლესიის გზას გაუყვა.მამაომ რომ დაინახა გაუკვირდა კიდეც იმდენი ხნის უნახავი ყავდა. ყელზე მოხვეული შარფი თავზე მოიხურა და დიდი მოწიწებით მამაოსკენ დაიძრა.მხოლოდ ორმა სიტყვამ „დამლოცეთ მამაო“ კარგად მიახვედრა მამაო თუ რა მდგომარეობაში იყო ანასტასია და ნაზად გადაუსვა თავზე ხელი.ეკლესიის უკანა ეზოში ჩუმად გავიდნენ და მხოლოდ სკამზე ჩამოჯდომის შემდეგ ალაპარაკდა ტასო და ამოიღო გულში დაგროვილი მთელი დარდი. მამაოს არ გასჭირვებია დიდხნიანი საუბრის შემდეგ ტასოს ტკივილის შემსუბუქება და მეტად აფორიაქებული სულისდაშოშმინება.გამოსვლისას მოუწოდა უფრო ხშირად ევლო ტაძარში,დალოცა და მომღიმარი სახით გამოუშვა.მართლაც თითქოს მსუბუქად მიაბიჯებდა უკვე.ტელეფონი ამოიღო და ნიკას დაურეკა.ნამძინარევი ხმა რომ გაიგონა შეეცოდა თითქოს დეიდაშვილი,მაგრამ ისეთ ამბავზე ურეკავდა მაგაზე ფიქრი მარტივად მოიშორა თავიდან.აღფრთოვანებით ნათქვამმა „წავიდამ“ თითქოს ნიკაც გაანთავისუფლა.ანასტასიას ხმაზე ეტყობოდა რომ ყველაფერი კარგად იყო.გუნებაში ღმერთს მადლობა გადაუხადა და ტასოს დაპირდა პირველივე რეისით გამოვფრინდები დილითო.შემდეგი იყო ირაკლი,რომელიც მოუსვენრად დასტრიალებდა ტელეფონს მთელი ამ დროის განმავლობაში.ანასტასიას მიმართვაც კი უკვე კარგის მომასწავებელი იყო მისთვის. გახარებული ტასო ირაკლის შეუთანხმა,რომ მასთან მივიდოდა.მისი მონაყოლის მოსმენის შემდეგ თითქოს ვერ იჯერებდა მაინც ირაკლი ზაზას წასვლას.ზედმეტად იოლად ჩანდა ყველაფერი და ეს არ სიამოვნებდა,თან არც ის უნდოდა გოგონასთვის ხასიათი გაეფუჭებინა.მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა ანასტასიას მაინც შეუმჩნეველი არ დარჩა ირაკლის სერიოზული სახე და ყალბი ღიმილი.სიგარეტის მოსაწევად გასულს უკან მიჰყვა და ზურგიდან ჩაეხუტა.მისმა თბილმა შეხებამ ბიჭი წამით ამ სამყაროს მოწყვიტა. -არ გჯერა ზაზასი არაა??(ტასო) -არააა-ღრმა ნაფაზი დაარტყა ირაკლიმ და ისე უპასუხა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ. -თავიდან არც მე მჯეროდა.მერე მამაოსთან მივედი და მასთან საუბარმა უფრო გამომიკეთა ხასიათი თორე ისე მეც ვიცი რომ ზაზა სანდო არაა..-მის ბავშვურ საუბარზე გულწრფელად გაეღიმა ბიჭს,ნელა დატრიალდა და სახეზე ფერება დაუწყო -ჩემი დიდი ბავშვი ხარ.ისეთი გულუბრყვილო და ნაზი ხარ ზოგჯერ მართლა მეშინია რამე არ დაგიშავო.-ტასომაც ტრადიციული გულწრფელი ღიმილი მიაგება მის ამ სიტყვებს,მკერდზე თავი მიადო და გაიტრუნა.იგრძნო როგორ აუჩქარდა გულისცემა და კიდევ უფრო გაეღიმა.ისევ თავისებურად ნაზად ეამბორა ყელში და უფრო მაგრად მიეხუტა.გიჟდებოდა ამ მომენტზე.ამხელა კაციც პატარა ბავშვივით რომ ინაბებოდა მის შეხებაზე.ცოტა ხანს ასე იდგნენ,მერე ირაკლიმ უთხრა გაიყინებიო და შიგნით შევიდნენ. ბიჭის კალთაში კომფორტულად მოთავსებული ანასტასია თავს ცუდად გრძნობდა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია ალბათ მეჩვენებაო იფიქრა.თვალებამღვრეული და ლოყებაწითლებული უფრო და უფრო მაგრად ეკვროდა ირაკლის,რომელიც ნაზად კოცნიდა თავზე და მისი თმებით თამაშობდა. -შენთან მინდა.-ისეთი ჩუმად და საწყლად თქვა ტასომ ირაკლიმ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გაეცინა -მერე ვინ გაგდებს?? -არავინ.უბრალოდ ნიკა ჩამოდის და უნდა წავიდეე..და ნუ დამცინი იცოდე- ეცადა მკაცრად შეეხედა,მაგრამ იმდენად ცუდად იყო არ გამოუვიდა.თვალებიდან ცრემლებიც კი წამოუვიდა,რაც იმის მანიშნებელი იყო რომ სიცხე ჰქონდა.ირაკლი ამის დანახვაზე გაგიჟდა.ეგონა დაცინვის გამო ტიროდა და მაშინვე ბოდიშების მოხდა დაუწყო თან სახე ააწევინა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.იგრძნო რომ სიცხე ჰქონდა და ამან სულ გადარია -რა ბოდიშებს მიხდი არმწყენია არაფერი. -სიცხე გაქ ხო?? -ხოო -და შენ გგონია სიცხიანს ეხლა გარეთ გაგიშვებ?-გამომცდელად შეხედა. -მოგიწევს.შენი ძმაკაცი ჩამოდის და გემრიელი საჭმელები უნდა დავახვედრო. -მზასაჭმელებს ვუყიდით რა პრობლემაა. -არ უყვარს -ამ ერთხელ შენ გამო შეჭამს. -ცოდოა -შენც ცოდო ხარ ეხლა წასასვლელად,პროდუქტების საყიდლად და მერე გემრიელი საჭმელების მოსამზადებლად-ნაზად ეამბორა შუბლზე -დაბალი სიცხე მექნება კაცო რა ამბავი ატეხე გამიშვი მართლა-უშედეგოდ ცდილობდა ადგომას.ყოველ მცდელობაზე ირაკლი უფრო მაგრად იკრავდა გულში. -კაი რაა იკა. -არ გინდა ჩემთან დარჩენაა???-გამომწვევად შეხედა და ტუჩებზე შეეხო. -ნუუ მკოცნი.-სცადა ტასომ კატეგორიულად ეთქვა,მაგრამ აშკარად არ გამოუვიდა.პასუხად უფრო მხურვალეკოცნა მიიღო. -იქნებ ვირუსი მაქ მერე შენც გადაგედება -არ გადამედება ნუ გეშინია.-ისევ ის ბავშვურობა გამოიჩინა გოგონამ,რომელიც ირაკლის ასე ახალისებდა და გულს სითბოთი უვსებდა. ---- ძლივს გამოაღწია ირაკლის სახლიდან წყვილმა.საბოლოოდ ირაკლის მოუწია დათმობა და შეთანხმდნენ რომ გოგონას სახლში გაიყვანდა და რაც კი დასჭირდებოდა ყველაფერს თვითონ მიუტანდა.სახლში მისულმა ჯერ წყალი გადაივლო,რამაც უფრო დაუმძიმა თვალები და საშინლად მოანდომა ძილი,მაგრამ მაინც გალასლასდა ოთახში და საწოლზე მიწვა.ზუსტად 5 წუთში თერმომეტრს დახედა..38.2...ტასოსთვის ეს უკვე ძალიან მაღალი იყო.ის იყო უნდა ჩასძინებოდა,რომ ზარის ხმა გაიგო.ძლივს მიაღწია კარებამდე,სადაც პარკებით დატვირთული ირაკლი ელოდა.პიდაპირ სამზარეულოსკენ წავიდნენ ორიევ.პარკები მაგიდაზე დაალაგა ირაკლიმ და ანასტასიას შემოუბრუნდა.მზრუნველად მიადო შუბლზე ხელი და ბუტბუტით ნათქვამ „უფრო ცხელი ხარს“ წამლებით გავსებული პარკი მოაყოლა.მალევე დაბრუნდა სახლში და დაუბარა სახლიდან ფეხი არ გამოდგა ნიკას მე დავხვდები და ერთად მოვალთო... ----- სუფრა უკვე გაწყობილი ჰქონდა,ამიტომ გეზი საძინებლისკენ აიღო. -აბა რა ვაკეთო წამოვწვები მაინც-თითქოს თავს იმართლებდა ისე ელაპარაკებოდა თავის თავს. საწოლზე მიწოლილს მაშინვე ჩაეძინა.ნიკამ სიურპრიზს მოვუწყობო ჩუმად შეიპარა სახლში,მაგრამ აქეთ დახვდა სიურპრიზი გახარებული ტასო რომ არ მიეგება.გაბრაზებული წავიდა საძინებლისკენ და ის იყო პირი უნდა გაეღო რომ ირაკლის სიტყვები დაეწია სიცხე აქ და თუ სძინავ არ გააღვიძოვო.კარის ჩარჩოზე მიეყუდა და სიცილი აუტყდა იმდენად საყვარლად ეძინა ბალიშზე ჩახუტებულ ანასტასიას.ამას მოყვა ირაკლის სიცილიც და საბოლოოდ ტასოს გაღვიძება.თვალებს ძლივს ახელდა,მაგრამ მაინც წამოდგა და დეიდაშვილს თბილად ჩაეხუტა.საღამომ მშვენივრად ჩაიარა.ცოტა ჭამეს,ცოტაც დალიეს და სასაუბროდ გვერდით ოთახში გავიდნენ.ისევ ისე კომფორტულად იყო მოკალათებული ანასტასია და ირაკლის ეხუტებოდა..თავიდან აყვათ საუბარში,თუმცა 10 წუთიც არ დასჭირვებია იმისთვის რომ ტკბილ ძილს მისცემოდა.ნიკას ეხლა უკვე დანანებით ეღიმებოდა რატო გავაღვიძეო,თან თავის ძმაკაზე ეცინებოდა,რომელიც ასე მზრუნველად ეფერებოდა გოგონას... ---- 2 კვირა ისე გავიდა არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.ტასოც გამოჯანმრთელდა.ყოველ საღამოს ხან ვისთან იკრიბებოდნენ ხან ვისთან და დროს არაჩვეულებრივად ატარებდნენ.შუაღამისას ანასტასია მობილურის ხმამ გამოაღვიძა.ნომერს დახედა ამერიკიდან რეკავდნენ.შეწუხებულმა უპასუხა ეგონა ზაზა იქნებოდა და რამე საშინელებას მოუგონებდა,თუმცა შეცდა.ტელეფონში ქალის ხმა გაისმა,რომელმაც ზაზაზე დაუწყო საუბარი.უთხრა მამათქვენი საავადმყოფოშია და როგროც ვიცით ერთადერთი ნათესავი თქვენ ყევხართ ამიტომ გაწყხებთო.მოწიწებით სთხოვა იქნებ ჩამობრძანდეთ და ამ მძიმე წუთებში გვერდში დაუდგეთო.დაემშვიდობა თუ არა ქალბატონს,მაშინვე ნიკასთან გავიდა.საბანი გადახადა და ფრთხილად შეუწვა. -რატო არ გძინავს ტასო-შეწუხებულმა იკითხა და მისკენ გადმოტრიალდა. -ვიღაც ექიმმა თუ ექთანმა დამირეკა ზაზა ცუდად არის როგროც ვიცით ერთადერთი ნათესავი თქვენ ყევხართ ამიტომ გაწყხებთო..იქნებ ჩამობრძანდეთ და გვერდში დაუდგეთ ამ მძიმე წუთებშიო და რა ვქნა??- წამებში გამოფხიზლდა ნიკა -ვითომ მართლა ცუდად არის -რო არ ვიცი შენთან მაგითომ მოვედი.. -არ მჯერა რატომღაც.ისევ რამეს არ აჩალიჩებდეს. -ხო არწავალ..-დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ჩუმად წარმოთქვა ეს სიტყვები და დეიდაშვილს ჩაეხუტა... ----- ახალი წლებიც მხიარულად ჩაატარესს..თითქოს გადაავიწყდათ კიდევ ზაზას არსებობა,მაგრამ ერთმა ზარმა ადვილად შეძლო ყველასთვის მისი არსებობის შეხსენება.ისევ ამერიკიდან რეკავდნენ..ისევ ის ნომერი..ერთი განსხვავებით ამჯერად ზაზას გარდაცვალება ამცნეს... იქიდან გამომდინარე,რომ ფესვები ამერიკაში ღრმად ჰქონდა გადგმული იქვე დაასაფლავეს.ზგვა ხალხი მიდიოდა სამძიმარეზე და სულ რიგრიგობით ესაუბრებოდნენ ანასტასიას თავის დიდსულვან და უკეთილშობილეს მამაზე.თავიდან კინაღამ სიცილი აუტყდა ასე რომ მოიხსენიეს,მაგრამ მერე შეეგუა...დაკრძალვის მერე ისე წამოვიდა ადვოკატსაც კი არ გასაუბრებიია,რომელიც ასე დაჟინებით ითხოვდა მასთან შეხვედრას... ---- ანასტასია მოუსვენრად დაეხეტებოდა ოთახიდან ოთახშიი..ნიკასთან ერთად ირაკლის აქ მოყვანა ერიდებოდა.უფრო სწორად არ უნდოდა ისეთი თავისუფლად ვეღარ იქნებოდა.მანქანის გასაღები აიღო დაიძახა დღეს არ მოვალო და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.მიუხედავად ყველაფრისა ბოლომდე მაინც ვერ გაშინაურებული ანასტასია კვლავ მორიდებით რეკავდა ზარს..ასე მალე არ ელოდა ირაკლი მის ჩამოსვლას და „რა ჯანდაბა გინდათ ამდროს“ სახით გააღო კარები.როგორც ყოველთვის ლოყებაწითლებული და მომღიმარი ტასოს დანახვამ გულწრფელად გააღიმა,მისმა შეხებამ კი გული აუჩქარა.ისევ ის თბილი ჩახუტება..ნაზი შეხება ყელში..უფრო მეტად აჩქარებული გულისცემა და მარტივად მოძებნილი საყვარელი ტუჩები... _________ ეს არის ჩემი პირველი ისტორია,რომელიც დიდი წვალების შემდეგ მოვიპოვე და გადავწყვიტე ისევ ამეტვირთა.ვიცი უამრავ შეცდომას აღმოაჩენთ და გთხოვთ მომიტევოთ.იმედია ისიამოვნებთ :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.