ჩემი გვირილა,ანუ სულიერი ევოლუცია (1)
ჩვენ ყველა, ღვთის შვილები, ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ!.. არ იფიქროთ, რომ ვინმე რამით მეტია რომელიმეზე.. ყველა თანასწორნი ვართ უფლის წინაშე.. ყველას ერთნაირად გვტკივა, გვიყვარს.. გვძულს.. ყველას ერთნაირად გვძალუძს ავისრულოთ საკუთარი სურვილები და ფრთები შევისხათ.. ულამაზესი იყო მარიტა.. ნამდვილი ყვავილი.. გვირილა.. თეთრი, ბამბის ქულასავით კანი ჰქონდა.. მწვანე თვალები, ხასხასა.. ბალახზე უფრო მწვანე... მის თვალებში ბუნების წიაღს მოეყარა თავი.. მარწყვივით ტკბილი ტუჩები..წითელი.. კვასკვასა.. რა უცნაურია ზოგჯერ ბუნება, უხვად იცის დასაჩუქრება.. მარიტას ღვთიურ სილამაზეს თან ერთვოდა მისი სულიერი ჰუმანიზმი.. მისი თვალები, ნებისმიერს აგრძნობინებდა თავს სრულყოფილად.. თავს ადამიანად აგრძნობინებდა.. მაგრამ ბედმა არც მას მისცა სრულყოფილი ცხოვრება.. დედა როდის გარდაეცვალა არ ახსოვს, მამა კი სიმთვრალისგან..სულ რამდენიმე დღის წინ.. არაფერია ფული!.. უბრალო მწვანე ქაღალდებია, რომელიც ერთ დღეს, იმ გზას გაუყვება, რასაც გაუფასურებული თაბახის, თეთრი, ცარიელი ქაღალდი.. შავ ტანისსამოსში გამოწყობილი, ზის პატარა ოთახში..ობლად დარჩენილი და ღმერთმა იცის, რამდენს იტევს მისი ციცქნა გული.. აღარავინ ყავს, ერთადერთი ბებიის გარდა, რომელიც ახლა ჩამოვიდა ქალაქში, რომ მოუაროს მარიტას.. მარტო ვერ მიატოვებს შვილიშვილს.. მიუხედავად იმისა,რომ მამამისი ლოთი იყო, შვილს ცუდად არასოდეს ექცეოდა.. ამან აატკივილა სწორედ მარიტას უჭკნობი გული.. _როდემდე უნდა იყო ბები ასე? ჩამოდი ჭამე.. ფიტული დარჩი,-აცრემლებული თვალები მიანათა მალენამ შვილიშვილს და დაკოჟრილი ხელი ფითქინა ლოყაზე დაუსვა. _შენღა დამრჩი,-ამოიქვითინა გოგონამ.. მის შემხედვარე გული დაგეწვებოდათ... ისე გულიანად ტიროდა, ლამის ჩაეხუტებოდით.. გული ყელში მოგებჯინებოდათ.. ბებიამის ვეღარ გაუტეხა ხათრი და ჩავიდა სამზარეულოში.. ორი ლუკმა პატარა ჩიორასავით მოკირკნა.. არაფრად მიაჩნდა სახლი უკვე.. სიცარიელეს დაესადგურებინა მასში... _ბე.. სახლი უნდა გავყიდოთ,-თქვა ჩუმად. _რას ამბობ ბებია?!-შეიცხადა ქალმა. _არ მინდა ამ კედლებს ვუყურო.. ყველაფერი მამას მახსენებს.. ისე მტკივა უმისობა.. შენ ხომ ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ ის..ის სულ სხვაა ბებო.. მის გარეშე ცარიელი ქვევრივით ვგრძნობ თავს.. _გავყიდოთ ბებია აგი აბდალი სახლი..-მხარი აუბა შვილიშვილს,-სადმე, წყნარ ადგილას ვიყიდოთ.. _მიყვარხარ ბე.. სულ მიგებ.. სულ.. 888 სახლი მალევე გაყიდეს.. რამდენიმე დღეში ახალ ბინაშიც გადასახლდნენ საბურთალოზე.. ახალ სკოლას საერთოდ არ ნაღვლობდა მარიტა.. არაფერზე ნაღვლობდა.. 16 წლისამ ამდენი გადაიტანა... მაგრამ მაინც ყველაფერი წინ აქვს.. უღიმღამოდ ჩაიცვა სკოლის ფორმა, რომელიც ახალი სასწავლებელი დაწესებულებიდან გამოატანეს და, ქერა კულულა თმა მხრებზე დაიყარა.. მაღლა აწევის თავიც კი არ ქონდა, ისეთ უაზრო ხასიათზე იყო.. არც უსაუზმია ისე დატოვა სახლი.. ფეხით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მალევე წინ აღუდგა დიდი შენობა.. სკოლა.. გაკვეთილები ჯერ არ დაწყებულიყო, რადგან უამრავი მოსწავლე ირეოდა ეზოში.. ყველას ყურადღება მარიტამ მიიპყრო.. მაშინვე მიხვდა, ამ სკოლაში ყველა ყველას რომ იცოდა და გაუჭირდებოდა ასეთ გარემოში ყოფნა.. თუმცა ამას არ დარდობდა.. ბიჭების ყურადღება განსაკუთრებით მისკენ იყო მოპყრობილი.. ვის არ მოეწონებოდა კულულა, ღვთიური სილამაზის მქონე გოგონა? სახეზე ხომ ულამაზესი იყო მარიტა.. მაგრამ მისი სავსე ტანი საოცრად ეშხიანს ხდიდა.. არ იყო ძვალზე ტყავგადაკრული, თუმცა არც მსუქანი იყო.. ყველას ყურადღება დიდად არ ესიამოვნა ამიტომ თვალის მორიდება გადაწყვიტა.. კიბეები მოწყვეტიტ აირბინა და დირექტორის კაბინეტს მიაკაკუნა. _მობრძანდით,-გაისმა კატეგორიული ტონი. შიშისგან ოდნავ შეაკანკალა.. შეძრწუნებული შეიკლაკნა კაბინეტში, სადაც მის გარდა კიდევ ორი ახალგაზრდა იყო.. _მერამდენედ?? მერამდენედ უნდა გადაიყვანოთ ქიმიის მასწავლებელი ჭკუიდან? ასეთი სიამის ტყუპები მე არ მინახიხართ!! გაგრიცხავთ!! გაფრთხილებთ, გაგრიცხავთ,-ავისმომასწავლებლად ქაქანებდა დირექტორი.-ეს თქვენი ახალი თანაკლასელია და იმედია არ გადარევთ ამ ბავშვს... თქვენი სახელი გოგონა. _მარიტა.. მარიტა ქარსელაძე..-ჩაიბლუყუნა ჩუმად.. _წადით ახლა, გამეცალეთ სამივე! ელდანაცემივით გამოცვივდნენ ოთახიდან.. ჯერ ერთმანეთს მიაშტერდნენ, მერე კი სიცილი აუტყდათ.. მარიტაც იცინოდა.. იცინოდა კი არა მღეროდა.. საოცარ მელოდიას კისკისით ასრულებდაა.. რაც ბიჭებს მხედველობიდან არ გამოპარვიათ და ნასიამოვნები უყურებდნენ გოგონას, რომელიც ცრემლებს იწმენდდა. _რა მაცინებს ვერ ვხვდები..-ჩაიფრუტუნა მარიტამ. _მარიტ.. მე ვატო ვარ, აი ეგ მეორე მახინჯი კიდევ ვახო..-ჩაიხითხითა ტყუპისცალმა,-შეიძლება გადაგრიოთ.. _რისთვის გიყვიროდათ დირექტორი?-ინტერესით იკითხა გოგონამ და ბიჭებს უკან გაყვა, რომლებიც სავარაუდოდ კლასისკენ მიდიოდნენ.. _მაგას რა მნიშვნელობა აქ ახლა ქარსო..-ღიმილით ჩაილაპარაკა ვახომ. _ქარსო?-თვალებგაფართოვებულმა იკითხა ამ სიტყვის მნიშვნელობა.. _ეგ შენი ზედმეტსახელია! ქარსელაძე_ქარსო! გიხდება ძალიან..-გაუღიმა ვატომ. _აჰამ...მომწონს,-მხრები აიჩეჩა. _ე.ი ჩვენს კლასში გელოდება მხოლოდ სამი საშინელება..პირველი, ლანკა კაჭარავა,რომელიც მხოლოდ იმიტომ გადაგეკიდება რომ მასზე ლამაზი ხარ.. მეორე ქიმიის მასწავლებელი, რომელსაც მჟავების ფორმულა თუ არ ჩამოურაკრაკე ჩაგცხრილავს და მეს.. ის-ის იყო მესამე ვარიანტი უნდა გაეცნო ვახოს გოგონასთვის, ვიღაც მთელი ძალით რომ შეასკდა და ლამის ბეტონის იატაკზე აშოლტა...კიდევ კარგი წონასწორობა შეინარჩუნა, თორემ ყველას სასაცილოდ გაიგდებდა თავს.. _წინ იყურე გოგო!-უხეშად დაუყვირა იმან, ვინც დაეჯახა და გაეცალა. _ეს მესამე უბედურებაა.. მისტერ ლუციფერი.. სანდრინიო ჯღარკავა!!-დრამატიზმით ჩაილაპარაკა ვატომ.. „ქარსოს“ არაფერი გაუგონია, გარდა იმ ბიჭის სახელისა, რომელიც ასე ეუხეშა.. ეს რით დაიმსახურა?!.. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.. ყველანაირად ეცადა ტირილისგან თავი შეეკავებინა.. ის არ გავდა იმ სპეციფიკურ გოგონებს, რომლებიც სხვებზე დამოკიდებულნი არიან.. მას აქვს თავისი პრინციპები, რომლებზეც გადაბიჯება ხშირად უწევს, მაგრამ ამას არ ნანობს.. „სანდრო ჯღარკავა-მისტერ სიუხეშე“ მხოლოდ ეს უტივტივებდა თავში.. ბოლოს კი ეს უკანასკნელი აზრიც გაუქრა, ლუციფერი მის წინ რომ დაეხეთქა მოცელილივით ხის სკამზე.. უინტერესოდ ჩააშტერდა წაბლისფერ თმას და დაიწყო ფიქრი არაფერზე. 888 გავაგრძელო?!.. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვი აზრი.. ცოტა ბანალურია.. ყველაფერი დაჯახებით რომ იწყება, ვიცი.. მაგრამ აი მართლა ისეთი გეგმები მაქვს, არც ერთი კომენტარი რომ არ დამიწეროთ მაინც გავაგრძელებ.. უბრალოდ აზრი დაწერეთ, სულ ორი სიტყვით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.