შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ხდება რაღაცისთვის 2


19-03-2015, 16:35
ავტორი BT136MI
ნანახია 1 684

რაც უფრო ადრე ადგები მით მეტს მოასწრებ,ხოდა.. დილით როგორც ყოველთვის ყველაზე ადრე წამოვვარდი საწოლიდან. იმ დღეს ალბათ გული მიგრძნობდა რაღაც ახლის დასაწყისს..
არა გული კიარა მთელი სხეული მიგრძნობდა.
სადილის შემდეგ მამას ხელი გავუწოდე და კნუტის თვალებით შევხედე
-არც იფიქრო ნინა, დაგავიწყდა როგორ დაასრულე ბოლო გასეირნება?!
-ჩემი ბრალი არ იყო - ვთქვი და გამახსენდა მოტეხილი მარცხენა ფეხი,გახეთქილი წარბი და 3 ნეკნი-გთხოვ რა,ძალიან მომენატრა
გარაჟში თეთრი დიდი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული ჩემს მოტოციკლეტს, შავი იყო, SUZUKIს მარკის, 18 წლის რომ გავხდი მაშინ მაჩუქა მამამ,იცოდა ჩემი ბავშვობის ოცნება რომ იყო მაგრამ რას წარმოიდგენდა რბოლაში თუ მივიღებდი მონაწილეობას. იმ საღამოს რბოლაზე მომიცურდა და დავამტვრიე მოტოციკლეტიც და ნეკნებიც.. გასაღები ხელშ ჩამიგდო და ნელა იარეო დამიბარა. მთელი დღე ვიბოდიალე,როგორ მომნატრებია ეს ძრავის ხმა,ჩაფხუტი რომ მახურავს ყველას ბიჭი ვგონივარ,თმა შეკეცილია და ტანზეც სპორტულად მაცვია
საოცარია საღამო ისეთ ქალაქში სადაც დღების უმეტესობა წვიმიანია, დღეს ნათელი და მზიანი დღე იყო,ანბანის კოშკის წინ სანაპიროზე ჩამოვჯექი და მზის ჩასვლას ვუყურე,ისეთი მშვიდი იყო,მთებს ვარდისფერი დაჰკრავდა,ზღვას მუქი წითელი და ლურჯი,ეს იყო ახალი ფერი - მზისჩასვლისფერი
უკვე კარგად შებინდებულიყო სახლში რომ ვბრუნდებოდი, რანდთან მისვლამდე შუქნიშანია..
ვერ გადავასწარი...
აინთო წითელი და დაიწყო დგომის 40 წამი.
გამყოფ ზოლზე როგორც ყოველთვის ციგნის ბავშვები თამშობდნენ,იწვნენ,ფეხშიშველი დარბოდნენ
რამდენი გავიდა ალბათ
25
27
28
ძრავა ხმაურობდა.. მეც ხელს ვუწყობდი
უცებ მარჯვენა კუთხიდან ციგნის ბავშვი გამოვარდა, ჩვეულებრივი არა..არაჩვეულებრივად შავი და დაკონკილი ტანსაცმლით..თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და მისი პატარა გონება მუშაბდა გაქცევის გზის აღმოსაჩენად,უკან რამდენიმე შარვალ-კოსტუმში გამოჯგიმული ახმახი მოყვებოდა გაჩერდი-ს ძახილით, ბევრი არ უფიქრია როგორც კი დამინახა ჩემსკენ გამოექანა და უკან მომისკუპდა
-გთხოვ აქ არ დამტოვო, ისინი მომკლავენ
ამ დროს ჩემი სახე წარმოიდგინეთ,ყველაფერი სულ რაღაც წამებში მოხდა და ფილმის კადრივით გამიარა თვალწინ
აზროვნება სად ჯანდაბაში წავიდა არვიცი..
გონება გამეთიშა.
მწვანეც აინთო.
არვიცი მისმა ხმამ თუ ცრემლიანმა თვალებმა იმოქმედა ადგილს ისეთი სისწრაფით მოვწყდი შემეშნდა არ გადავარდნილიყო და ცალი ხელი ზურგიდან მოვიხუტე,ცალით კი ვმართავდი
გავიგონე ერთ-ერთმა გორილამ როგორ ჩაჰყვირა სახელოში დადევნების ბრძანება მაგრამ მანქანა რას დამეწეოდა, გზიდან გადავედი და წყნარ ადგილას გავაჩერე
ბავშვი განძრევას არ აპირებდა
-გთხოვ,გთხოვ არ გააჩერო
-დამშვიდდი ჩამოვიტოვეთ,ვეღარ გვიპოვიან.. აქ დაგტოვებ და მეორე მხრიდან გზაზე გახვალ
-მან ისევ მომანათა ბალოტისფერი სველი თვალები და მიწაზე ჩამოჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო და თავი ჩარგო..
რამდენიმე მეტრი გამოვიარე...
''არ არის კარგი აზრი, შარია გაუშვი'' მეუბნებოდა ქვეცნობიერი მაგრამ.. მივბრუნდი
-დედამ გემრიელი ნამცხვარი გამოაცხო,ალბათ გიყვარს ნამცხვარი
ბავშვმა თავი სწრაფად ასწია,არ ელოდებოდა ჩემს მიბრუნებას, მიხვდა რომ არ დავტოვებდი და გახარებულმა ისევ ჩემს უკან დაიკავა ადგილი
-ცოდე მხოლოდ დღეს - თვალი ჩავუკარი,იქაურობა დავზვერე და გზაზე გავედი.
რეზო და ნელი კარებში გაშეშებული გვიყურებდნენ მე და ჩემს გვერდით მდგომ 7-8 წლის შავ ბიჭუნას,ვარჩიე ისევ მე დამეწყო..
- დღეს ჩვენთან რომ დარჩეს შეიძლება?- ხმის ამოღება არ ვაცალე არცერთს და ოთახში შევიყვანე ბავშვი. არვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა,მაგრამ ვიცოდი რომ სწორად მოვიქეცი.ანანოს დავურეკე,დაინტერესებული რამდენიმე წუთში ჩემთან გაჩნდა..
-ნინა სულ გაგიფრენია, მითხრა ისე რომ ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია
-ვერ დავტოვებდი,არვიცი რატომ მაგრამ ვერ დავტოვებდი
-რა ვუყოთ?
-ჯერ უნდა იბანაოს
-მშვენიერი აზრია
სააბაზანოდან გამოსული უფრო სხვანაირი მეჩვენა,დედამ მეზობელს გამოართვა მისი შვილის დაპატარავებული ტანსაცმელი და ის ჩავაცვით,თმა აღარ ჰქონდა ზღარბივით და რაც მთავარია გათეთრებულიყო. მერე საჭმელიც ვაჭამეთ,სწრაფად ამოძრავებდა ყბებს და ნახევარი ქვაბი სოუზი შთანთქა ჩემი 1 ნაჭერი ხაჭაპურის დაქუცმაცებაში
ჭამას მოვრჩით.. ხმაის ამოღებას ისევ არ აპირებს
ანანომ შემპარავად დაიწყო
-რა გქვია?
პასუხი არ არის..
-ის კაცები რატომ მოგსდევდნენ?
პასუხი ისევ არ არის
-სად ცხოვრობ სახლში რომ წაგიყვანოთ?
პასუხის გაცემას ისევ არ აპირებს
-ნინააა მგონი ამას ქართული არ ესმის-დაასკვნა შეწუხებულმა
-მისმინე პატარა- დავიწყე მე,თან მის წინ ჩავიმუხლე-თუ არ გვეტყვი სიმართლეს ვერ დაგეხმარებით,ხომ გინდა დედიკოსთან და მამიკოსთან დაბრუნდე,გვითხარი რა რატომ გამოიქეცი
უცებ საიდანღაც პატარა ნივთი გამოაძვრინა და ხელში ჩამიდო,ჩიპი იყო,ჩვეულებრივი ჩიპი
-ეს ვიპოვე და ისინი ცდილობენ წამართვან, მე ვიპოვე და ჩემია ხომ?-ბავშვმა გულუბრყვილო თვალები მოგვავლო- დედა მეუბნება არავის არაფერი მისცე რასაც იპოვი შენიაო,მაგრამ შენ მოგცემ იმიტომ რომ დამეხმარე
უცებ ძალიან მომინდა ის ჩემი შვილი ყოფილიყო,მიმეცა მისთვის ყველაფერი რაც დასჭირდებოდა,პირველ რიგში სითბო და მზრუნველობა,ნორმალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.. ალბათ მთელ წელს იმ ტანსაცმლით ატარებს რომლითაც ვიპოვე,ფეხზეც რეზინის ლასტები ეცვა. ვუყურებდი მის ალალ თვალებს და მძულდა ყველა ჯიბესქელი და ღიპიანი ადამიანი რომელიც მხოლოდ საკუთარ თავსა და კუჭზე ფიქრობდა..რამდენჯერ აუვლიან-ჩაუვლიან და თითქოს ვერც ამჩნევენ,ზიზღით უყურებენ,მომენტშ კი მათ ხურდა კიარა თბილი ღიმილი და ადამიანური გამოხედვაც ეყოფათ
უსამართლობაა!
ანანო ბავშვთან დავტოვე და ოთახში შევედი,ჩიპი ნოუთბუქში მოვათავსე და ნანახმა გამაშეშა...



№1  offline წევრი anna777

ძალიან კარგია გააგრძელე love
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent