შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე


19-03-2015, 20:29
ავტორი tamro
ნანახია 13 319

რა ლამაზი დღეა...რა ნათელი მზეა.. იმიტომ, რომ დღეს ევას დაბადების დღეა.._სიმღერა დაასრულეს, თუმცა მაინც არ ვჩქარობდი სანთლების ჩაქრობას. - ....სამი, ორი...ერთიიი!!!.. ჩქარა ევა ჩააქრე...!
შოკოლადის ტორტზე ანთებული ოცი სანთელი ერთი სულის შებერვით ჩავაქრე. მეგობრები მაშინვე გადამეხვიენ და კიდევ ერთხელ მომილოცეს.
-სურვილი ჩაიფიქრე? _მკითხეს გოგონებმა
-კი, ჩავიფიქრე..
-აუ გვითხარი რა
-არა, არ შეიძლება. ეს ჩემი სურვილია. _ პატარა ბავშვივით გავიკრიჭე.
-ევა საყვარელო, მოდი ჩვენთან _დამიძახა დედამ. მაშინვე მასთან მივირბინე და მშობლებს კისერზე შემოვეხვიე.
-დე იცი რა ჩავიფიქრე?
-რა? _ერთხმად მკითხეს ნელიმ და გიორგიმ
-ის, რომ თქვენ მყავდეთ სულ.. სულ დიდხანს.. _ორივეს მაგრად ჩავეხუტე.
-საყვარელო ჩვენ ისედაც შენთან არ ვართ. _თბილად გამიღიმა მამამ და გადამეხვია.
-ხო ვიცი, რომ ჩემთან ხართ და სწორედ მაგიტო. მინდა რომ უფრო დიდხანს ვიყოთ ერთად სხვა არაფერი არ მინდა.
-ახლა ჩვენი საჩუქრის დროც დადგა_ გამომიცხადა დედამ.
-რა არის? რა უნდა მაჩქოთ? _ინტერესით ვაცეცებდი თვალებს. დავინახე როგორ მოიტანა მამამ დიდი ლენტებით შეფუთული ყუთი. მაშინვე მივედი და ლენტების შეხსნა დავიწყე
-ევა გიღეებ _დამიძახა ჩემმა დაქალმა ანამ და კამერა მოიმარჯვა.
უცნაურად მომეჩვენა, რომ ყუთი შეხებისას ოდნავ შეირხა. თავი მოვხსენი და პატარა ლეკვმა ამოყო თავი. სიხარულისგან თვალებზე ცრემლები მომადგა, მშობლებს მაგრად მოვეხვიე.
-აუ რა საყვარელია, ნახეთ რა პატარაა _გოგონები მაშინვე ირგვლივ შემოეხვიენ. მეც მათთადნ მივედი და ჩემს ახალ მეგობარს ხელი დავავლე.
-ევა რას დაარქმევ? უკვე მოიფიქრე? _ კამერა სახესთან მომიტანა ანამ და მერე ჩემ პატარა ლეკვეს მიუშვირა.
-კი, უკვე მოვიფიქრე. ჩესი._ ისეთი საყვარელი იყო ჩესი, რომ ხელის გაშვება არ მინდოდა.
მთელი საღამო არაჩვეულებრივად ვერთობოდით. მიუხედავად ცუდი ამინდისა, ყველაფერი მაინც ძალიან მაგარი იყო. კარგი მუსიკა, ცეკვა სიმღერა, ბევრი სიცილი. რათქმაუნდა ანა ამ ყველაფერს კამერაზე აფიქსირებდა. საღამოს ბოლოს, ერთი ცეკვა მამაჩემთან ერთდ შევასრულე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო. უკეთესს ნამდვილად ვერ ვინატრებდი.... თუმცა ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს დღე მალე, ჩემს ცხოვრების ყველაზე საშინელ მოგონებად გადაიქცეოდა.

სტუმრებმა ნელ-ნელა დაშლა დაიწყეს. გარეთ საშინლად წვიმდა, მშობლებთან ერთად გამოვედი რესტორნიდან და პირდაპირ მანქანაში ჩავხტი. მამა საჭეს მიუჯდა, დედაც მის გვერდით დაჯდა და სახლში წავედით. უკანა სავარძელზე კომფორტულად გავწექი და ყურსასმენები გავიკეთე.
ამის შემდეგ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. მანქანაში საშინელი სინათლე შემოიჭრა, ცუდი ხილვადობის და სველი გზის გამო მამას საჭის დამორჩილება ძალიან უჭირდა, მოულოდნელად მანქანა მთელ გზაზე მოსრიალდა, საშინელი ხმაური, კივილი...წივილი.. მანქანა გზიდან გადავარდა, რამოდენიმეჯერ გადაბრუნდა... საშინელი ხმები ისმოდა... მძიმედ დაჯახება და ძლიერი ტკივილი მთელ სხეულში....
*********************
წამწამები ერთმანეთს გაჭირვებით დავაშორე, მედიკამენტების სუნი ვიგრძენი, მთელ სხეულში ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი. მივხვდი ახლა რომ გავნძრეულიყავი, ტკივილისაგან ბოლო ხმაზე ავკივლდებოდი. თავში მხოლოდ ერთადერთი აზრი მიტრიალებდა. ჩემი მშობლები.
-ექიმო გონს მოვიდა _ უცხო ხმები ჩამესმოდა
-ნამდვილად სასწაულია. ძალიან იღბლიანი გოგონაა
-ექიმო გამაყუჩებელი უკვე გავუკეთეთ.
-კარგია. მის ახლობლებს შეატყობინეთ, რომ დედა-შვილი გონს მოვიდა. _ექთანიც მაშინვე გატრიალდა და რეანიმაციიდან გავიდა.
-ევა, მე ლაშა სიხარულიძე ვარ, შენი ექიმი. შეგიძლია დამელაპარაკო?
-რ...რა..მო..ხდა _ ძლივს დავაშორე ტუჩები ერთმანეთს, რომ ხმა ამომეღო.
-ავარიაში მოყევით. მძიმედ დაშავდი.
-მ...მშობლებ..ი? _გული გამალებით ამიჩქარდა პასუხის მოლოდინში.
-დამშვიდდი, ნუ ღელავ. ორივე ცოცხალია. დედაშენი ცოტა ხნის წინ მოვიდა გონს, მდგომარეობა სტაბილურია. მამაშენი კი ჯერჯერობით უგონოდაა. ორივე ჩვენი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
-მ..ეე, მინ...
-დამშვიდდი, ნუ ლაპარაკობ. უნდა დაისვენო. _ნამდვილად არ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ექიმს დავემორჩილე და წამწამები კვლავ ერთმანეთს მივაწეპე.
*******************
ორი კვირა გავიდა, მას შემდეგ რაც ავარიში მოვყევით და რაც საავადმყოფოში ვიყავით. თავს გაცილებით კარგად ვგრძნობდი. როგორც ექიმი მეუბნებოდა დედაჩემიც უკეთ გრძნობდა თავს. თუმცა მამაჩემი კვლავ უგონოდ იყო აპარატზე შეერთებული.
-ევა ძალიან გთხოვ ცოტა მაინც შეჭამე რა
-ანა ტყუილად ნუ მეხვეწები არაფერი არ მინდა. არ მშია!
-კარგი რა, გუშინდელი დღის შემდეგ არაფერი გიჭამია, ასე არ შეიძლება. ისევ ცუდად გახდები.
-ანა ძალიან გთხოვ.._პალატის კარი გაიღო და ჩემი ექიმი შემოვიდა.
-ევა როგორ ხარ.
-კარგად, წასვლა მინდა, დედაჩემის ნახვა მინდა, მამაჩემის ნახვა მინდა, გამიშვით აქედან ბოლოსდაბოლოს! _ხმას საგრძნობლად ავუწიე
-ევა დამშვიდდი, თორემ იძულებული გავხდები დამამშვიდებელი გაგიკეთო.
-არავითარი დამამშვიდებლები არ მჭირდება, ორი კვირაა აქ ვარ. თავს მშვენივრად ვგრძნობ, მინდა აქედან წავიდე. ნუთუ ასე ძნელია ჩემი გაგება_ რაც შემეძლო მშვიდი ხმით ვუთხარი.
-დღეს საბოლოო ანალიზებს გაგიკეთებთ და თუ ყველაფერი კარგად იქნება ხვალ გაგწერთ.
-დედაჩემი როგორაა?
-ნუ ღელავ კარგადაა. რაც შეეხება მამაშენს, მდგომარეობა უცვლელია
***********************
მე და დედა საავადმყოფოდან ერთ დღეს გაგვწერეს. მთელ დღეებს იქ ვატარებდი, ვერ მოვისვენებდი სანამ მამა გონს არ მოვიდოდა. ექიმებმა დედას დასვენება და წოლითი რეჟიმი გამოუწერეს. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არაფერზე ენერვიულა.
მედიკამენტების სუნით გაბრუებული სკამზე ვიჯექი. ვიცოდი არანაირი აზრი არ ქონდა ჩემს იქ ყოფნას, თუმცა მაინც არ ვაპირებდი სახლში წასვლას. თავი კედელს მივადე და დროის გასაყვანად დათვლა დავიწყე.
100...99..98...97..96..., მოულოდნელად რეანიმაციისკენ რამოდენიმე ექთანი ერთად წამოვიდა. გული ლამის საგულედან ამოხტა. რამოდენიმე წუთი არავინ გამოსულა. ლოდინმა ლამის ჭკუიდან შემშალა. წინდაუკან დავდიოდი მთელ დერეფანში. როგორც კი ექიმი გამოვიდა, გულგახეთქილი მივვარდი.
-ლაშა რა მოხდა, მამა.. _ხმა გამიწყდა
-ევა .. _ თავი ჩაღუნა.
-ლაშაა! გთხოვ მითხარი, რომ ყველაფერი კარგადაა_ ცრემლებმა დაუკითხავად გაიკვალეს გზა ჩემ სახეზე.
-მწუხვარ _ გულში თითქოს რაღაც მძიმედ ჩამწყდა. უჰაერობა მახრჩობდა. მუხლებით ძირს დავეცი და ბოლო ხმაზე ვტიროდი. ამაოდ ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას. გული საშინლად მტკიოდა.
მე თვითონაც სიკვდილი ვინატრე იმ მომენტში, როცა იძულებული გავხდი დედასთვის მეთქვა ყველაფერი. საწყალმა ქალმა ვერ გაუძლო. გულის შეტევა მოუვიდა და კვლავ საავადმყოფოში დავაწვინეთ. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს გულზე. ძლივს გადაარჩინეს. ღმერთმა ნამდვილად არ გამწირა ბოლომდე. ამის შემდეგ დედა ძალიან ცუდად იყო. მცირეოდენ გადაღლასაც კი ვერ უძლებდა. მთელ დღეებს მის გვერდით ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ გული ძალიან მტკიოდა, მამაზე საუბარს მაინც ვერიდებოდი. მისი დაკრძალვის შემდეგ იშვიათად თუ ვახსენებდი მის სახელს დედასთან.
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუარესდა. დედა დღითიდღე უფრო სუსტდებოდა. იძულებული გავხდით რომ სახლი გაგვეყიდა და შედარებით უფრო მცირე ბინა გვექირავებინა. ერთ საღამოს კვლავ გაუმეორდა შეტევა. კიდევ კარგი ანაც ჩემთან იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში სულ გვერდით მედგა. მაშინვე საავადმყოფოში წავიყვანეთ. ის ღამე თეთრად გავათენე. დედას ექიმი, ლაშა ყველანაირად ცდილობდა ჩვენს დახმარებას. როგორც კი სახლში გამოწერეს, თითქმის სულ თავთან ვეჯექი. ერთი წუთითაც კი არ შემეძლო მისი დატოვება. ვხედავდი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. იძულებული გავხდი მუშაობა დამეწყო. ჩემს სწავლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ანას დახმარებით მუშაობა ერთ მაღაზიაში დავიწყე. მართალია ანაზღაურება მცირე იყო, მაგრამ მთავარი იყო, რომ საჭირო წამლების ყიდვას მაინც შევძლებდი. ჩემი მუშაობის დროს ნელისთან ჩვენი ერთი მეზობელი თინა ბებო რჩებოდა ხოლმე. მშობლების ნაჩუქარ ლეკვს, ჩესისაც თინა ბებო უვლიდა. საუბრობდნენ, ჩემს მისვლამდე დრო გაყვადათ. მე თითონაც ვხვდებოდი, რომ მხოლოდ მაღაზიაში მუშაობით ყველაფერს ვერ გავწვდებოდი. ვცდილობდი, როგორმე მეორე სამუშაოც მეპოვა.
ჩემდა საბედნიეროდ ჩემმა ერთ-ერთმა თნამშრომელმა მითრა, რომ ღამის კლუბში მიმტანი სჭირდებოდათ. მართალია მთლად სახარბიელო სამუშაო არ იყო, მაგრამ იძულებული ვიყავი. მამის დაკარგვის შემდეგ დედას ნამდვილად ვერ დავთმობდი. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მისი მდგომარეობა ცოტათი მაინც გაუმჯობესებულიყო.
***********************
-ევა გაგიჟდი? ღამის კლუბში რა უნდა აკეთო.
-მიმტანად ვიმუშავებ. ანაზრაურებაც ნორმალურია.
-იცი საერთოდ რას ამბობ? _ თვალებგაფართოებული მიყურებდა ანა.
-ანა შენ თუ გგონია, რომ მსგავს ადგილას მუშაობაზე ვოცნებობდი, ძალიან ცდები. მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.
-არ შეგიძლია, სხვაგან, რომ დაიწყო მუშაობა? რაღა მაინც ღამის კლუბში.
-ისე ამბობ თითქოს ასე ადვილი იყოს სამსახურის პოვნა. თანაც უნივერსიტეტიც კი ვერ დავამთავრე და რომელ სამუშაოზე ლაპარაკობ.
-ევა, როგორ მინდა რამით მაინც დაგეხმარო.
-ანა, შენ ისედაც მეხმარები. არასდროს დამავიწყდება რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთვის გააკეთე. _მეგობარს მაგრად გადავეხვიე.

********************
საღამოს ნელის ცოტა ხნით დავემშვიდობე და კვალვ თინა ბებოს დავუტოვე. წასვლამდე ყველა საჭირო წამალი დავალევინე. დედა და თინა ბებო ერთმანეთს საკმაოდ კარგად უგებდნენ.
სახლიდან გამოვედი და ჩემი თანამშრომლის მოცემულ მისამართზე წავედი. ტაქსი კლუბის წინ გავაჩერე. გადმოვედი და ნელი ნაბიჯით შევედი შენობაში. სასმელის და თამბაქოს სუნი მაშინვე მომხვდა და ცხვირი ავიბზუე. მკრთალი განათება, ხმამაღალი მუსიკა, ხალხის სიცილ-კისკისი, იქაურობას თვალი მოვავლე. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ღამის კლუბი იყო. თუმცა აქ მუშაობა დიდად ნამდვილად არ მეპიტნავებოდა. ბარისკენ წავედი და ბარმენს ვანიშნე ახლოს მოსულიყო, რომ ამ ხმაურში ჩემი ხმა გაეგონა.
-გისმენთ _თბილად გამიღიმა ბიჭმა
-მე ბატონ პაატას ვეძებ. ამ კლუბის უფროსს.
-სამსახურის თაობაზე?
-ხო. გავიგე მიმტანი გჭირდებათ.
-წამო, პაატას კაბინეტს გაჩვენებ. _თავის ადგილას შემცვლელი დატოვა და თვითონ მე გამომყვა. კიბეები ავიარეთ და სქელი რიკინის კარი შევაღეთ. პატარა კორიდორი იყო. აქ მუსიკის ხმაც შედარებით მიჩუმდა.
-ხო ისე, მე თემო ვარ.
-მე ევა. სასიამოვნოა
-ჩემთვისაც. პაატას კაბინეტი ეს არის. _კარზე დააკაკუნა და ოთახში შევედით.
-ბატონო პაატა. ეს გოგონა სამსახურის თაობაზეა მოსული.
-მადლობ თემო, შეგიძლია გახვიდე.
-გამარჯობათ. _ მივესალმე.
-გამარჯობა, მე პაატა ბერიძე ვარ ამ კლუბის მფლობელი.
-ევა იმნაძე.
-სასიამოვნოა. _თავით სკამისკენ მიმინიშნა დაჯექიო. -აბა გისმენ ევა.
-გავიგე, რომ მიმტანი გესაჭიროებათ და მუშაობის დაწყება მინდა.
-რამდენი წლის ხარ?
-ოცის.
-სწავლობ?
-არა.
-სწავლა არ გაგირძელებია?
- ოჯახური პირობების გამო სწავლას თავი დავანებე.
-ცუდია. სამუშაო გამოცდილება თუ გაქვს?
-სუპერმარკეტში ვმუშაობ დილის საათებში.
-კარგი. უცხო ენები იცი?
-კი.
-კარგია. ვხედავ სამუშაო მართლა გჭირდება. ძირითადად გამოცდილი კადრები ამყავს ხოლმე სამსახურში, თუმცა მოდი ერთ შანსს მოგცემ და ვნახოთ რა გამოვა. გამოსაცდელი ვადით იმუშავებ ერთი კვირა. თუ ყველაფერი კარგად იქნება მაშინ ჩვეულებრივად გააგრძელებ მუშაობას.
-გასაგებია.
-სამუშაოს ხვალიდან შეუდგები. საღამოს შვიდ საათზე აქ უნდა იყო. მუშაობა გვიანობამდე მოგიწევს.
-კარგით გასაგებია.
-დღეს შეგიძლია თანამშრომლები გაიცნო. ხვალ კი სამუშაოს შეუდგები. _კაბინეტიდან გამოვედი და კიბეები სწარფად ჩავირბინე. კვლავ ბართან მივედი. თემომ მაშინვე გადმოინაცვლა ჩემსკენ
-რა ქენი?
-გამოსაცდელი ვადით დამტოვა.
-კარგია გილოცავ.
-მადლობა.
-შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. _საპასუხოდ თბილად გავუღიმე. ბართან ერთი მიმტანი გოგონა მოვიდა და თემოს მიესალმა.
-ევა გაიცანი ეს რუსოა.
-რუსო ეს ევაა. ახალია. მუშაობას ხვალ იწყებს
-სასიამოვნოა _თბილად გამიღიმა რუსომ. -იმედია დავმეგობრდებით.
-იმედია. _მეც გავუღიმე.
კლუბში დიდხანს არ დავრჩენილვარ. კიდევ რამოდენიმე თანამშრომელი გავიცანი და სახლში წავედი. დედას ჩასძინებოდა და თინა ბებო თავთან ეჯდა. მე, რომ დამინახა თბილად გამიღიმა.
-მოხვედი შვილო. ნელიმ ეხლახანს ივახშმა წამლებიც დავალევინე და ჩაეძინა. მთელი დღე ვსაუბრობდით. ჩემს ამბებს ვუყვებოდი _თბილად ჩაიცინა ქალმა
-დიდი მადლობა თინა ბებო. ვიცი, რომ ძალიან გაწუხებთ, მაგრამ ხომ იცით, რომ სხვაგვარად არ შემიძლია.
-მაგას როგორ ამბობ ევა. არ გრცხვენია? ისე მიყვარხარ როგორც საკუთარი შვილი. ნელისთან ყოფნა და საუბარი ჩემთვისაც დიდი სიამოვნებაა. მარტოხელა ვარ და თქვენი აქ გადმოსვლის შემდეგ თითქოს ოჯახი შევიძინე.
-დიდი მადლობა _ქალს თბილად გავუღიმე და გადავეხიე. თინა ბებო გავაცილე, ჩემს პატარა ჩესის ხელი დავავლე და მეც დასძინებლად წავედი.
************
დავბრუნდი  ესეც ჩემი ახალი ისტორია. იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. მართალია მხოლოდ პირველი თავით ისტორიის შეფასება ცოტათი რთულია, მაგრამ მაინც ველი თქვენს შეფასებას.
ეს ისტორია ჩემი წინა ისტორიისგან განსხვავებულია და ვნახოთ რა გამომივა. შეცდომებისთვის ბოდიში.



№1 სტუმარი nin-nuca

კარაგ დაიცკე და არ გავლოდინო ახალი თავები მალე დადე ოკ

 


№2 სტუმარი Qeta

აიი Yვეკაზეე კარგიი ხარ !!

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

დასაწყისიც კი როგორი დახვეწილი აქვს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent