შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მაგარი სიყვარული გცოდნია. 2


19-03-2015, 20:37
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 3 273

ლოგინზე გადავწექი და დაველოდე ვინმეს მოსვლას, თუმცა ვინმე არ არა , ესემესი მომივიდა მეთქი ეს მაინც იქნებოდა საინტერესო ან უბრალოდ მოკითხვა თუმცა, მხოლოდ ბილაინს ვახსოვარ როგორც ჩანს, საათს გავხედე და 8 ხდებოდა, ბოლოს ამომივიდა მატოობა ყელში და გიორგის დავურეკე
-გიო არ მნახავ?
-რა ხმა გაქვს რა მოხდა?
-აუ დებილივით ვარ გავიდეთ რა სადმე
-ჩემმა გოგომ მოიწყინა, კაი გამოვალ და გნახავ
-აუ მიყვარხარ
-მეც.- გავუთიშე და ტანსაცმელი გამოვიცვალე, კარი დავკეტე და დაბლა ეზოში დავჯექი სკამზე გიორგის მოლოდინში, ისიც მალე მოვიდა და ჩამეხუტა, უსიტყვოდ გავიარეთ რემოდენიმე მეტრი და ჩვენს საყვარელ ადგილას მივედით, სკოლის ეზოში, ხეებში ყველაზე მყურდო ადგილი იყო თან პატარაზეც იყო შემოღობილი ძირს ჯდებოდა ყოველთვის გიო და მე კალთაში ვუსკუპდებოდი, კისერზე მოვხვევდი ხელებს და მხარზე ჩამოვადებდი თავს
-მიკვირს დარაჯი რო არ შემოდის და გვლანძღავს?
-ჰო, თუმცა უკვე რამდენი ხანია ასე ვართ და
-ჰო ეგეცა.- კიდე სიჩუმე იყო რამოდენიმე წუთი და ისევ მე დავარღვიე
-მგონი უკვე იმდენი ვილაპარაკეთ სალაპარაკო აღარ გვაქ.- თან ძალავნებურად გავიღიმე
-როგორც ჩანს
-მე კი მეგონა რამე დამაიმედებელს მეტყოდი
-მაგალითად?
-იმას რო, იმდენად გვიყვარს ერთმანეთი რო, სიტყვებიც ზედმეტია ან რამე მსგავსს
-ჰო მაგრამ ეგ თავში არ მომსვილია რო მეთქვა, უი ხო ხვალ მუშაობას ვიწყებ
-მართლა? სად?
-პროგრამისტად, ჩემი ოცნების პროფესია
-ჰოდა გამოგიძახებ და ვინდოუსს გადაგაყენებინებ
-კარგი.- ტუჩები გამოწია და ხმაურიანად მაკოცა ყელში
-მეღიტინება მასე.- თავი გავწიე და გავიცინე
-მე კიდე მიყვარს ასე კოცნა.- ასე ვიჯექით კიდე ერთი საათი თუმცა არაფრით განსხვავდებოდა იმ საათებიდან რაც მთელი დღე გავატარე უაზროდ, ხმას არ ვიღედით და მომბეზრდა, მერე ავდექი შარვალი გავისწორე და ვთხოვე გავეცილებინე, იიც წამოდგა, მანაც შარვალი დაიფერთხა და ხელი გადამხვია
-დღეს ლაპარაკი არ გამოგვივიდა კარგად
-მაინც რას გულისხმობ?
-რავი, თუთქოს უცხოს ველაპარაკებოდი
-არაუშავს, ხვალე კარგად ვცადოთ.- თვალები ავუფახუნე და მერე სასაცილოდ დავუელმე
-გამოცდებამდე რამდენი დარჩა?
-1 თვე, და მზარავს მაგის გახსენება
-მეც მასე ვიყავი, მარა მერე ყველაფერი დამავიწყდა და მარტო სწორ პასუხებზე ვფიქრობდი
-იმედი მაქვს მეც მასე ვიქნები.
***

მეორე დღეს, ჩვეულებრივი ცხოვრებით გავაგრძელე დღე თითქოს არც მძინებოდაო, უჟმურ ხასიათზე გამეღვიძა, ყველაფერი მეზარებოდა, სკოლასი წასვლა გადავიფიქრე და ისევ ძილის გაგრძელება ვცადე,მაგრამ დედაჩემი შემოვიდა
-შენ არ მიდიხარ?
-აუ არ მინდა რარაც ვერ ვარ
-მანახე აბა შუბლი სიცხე გაქვს.- მოვიდა და ხელი მომადო, შუბლზე მერე ლოყაზე ჩამოაყოლა
-არ გაქვს სიცხე, თავი გტკივა?
-არა დედა უბრალოდ ძილი მინდა
-რამე მოხდა?
-აუ დე... იცი... გიორგისთან თითქოს ისეთი ურთიერთობა აღარ მაქვს
-როგორ ისეთი
-ადრე უფრო კარგად ვიყავით, ახლა კიდე უცხოებიივით ვართ, თითქოს ძალით ვართ ერთად და მორჩა
-კარგი, ნუ ხარ სულელი არაუშავს რაღაც პერიოდია ასე რო ვტქვათ კრიზისი და გადაგივლით მერე, უბრალოდ ცოტა მონატება გინდათ ერთმანეთის ესაა და ეს
-ვითომ?
-ჰო
-კაი მაშინ დავიძინებ ეხლა და მერე ვიფიქრებ მაგაზე.- დედაჩემმა იმედი ჩამისახა გიორგისგან განსხახევით და ლოგინში კარგად მოვკალათი, მერე ისევ ჩამეძინა. 12 საათი იყო რო გავიღვიძე და ტელეფონს დავხედე გიორგის ესემესი იყო
-მეგონა პირველი მომილოცავდ სამსახურს
-აუ ბოდიში დამავიწყდა.- მეთი არაფერი უპასუხია, მეც ტელლეფონი მოვისროლე და საწოლიდან წამოვდექი, კარადა გამოვხსენი, სარაფანა გამოვიღე გარედან თხელი ჯაკეტი და სამზარეულოში გავედი, გიგა იქ იყო და "იღმურძლებოდა" (ნუ მე ამ სიტყვას ჭამას ვუწოდებ) ხმა არ გამიცია ჩაიდან გაზზე დავდგი და სააბაზანოში გავედი, მერე უკან დავბრუნდი და ყავაც მივირთვი, უაზროდ ვიყავი, ბოლოს მოვიფიქრე, რო გიორგის კარგა ხანს არ ვნახავდი და თან მერე კარგ სურპრიზსაც მოვუწყობდი, ნუ სხვას ვერაფერს ვიზავდი კარგს...

-იმედია მოგწონთ :*



№1  offline წევრი S.likuna

ai ra pataara taviaaa raaa nu ise mtlianibadhi kaia magram gazardee raa gtxoovv

 


№2 სტუმარი tikacho

რატო არ მოგვეწონება ?როდის იყო რო შენ ცუდ ისტორიიებს წერდიი ?მოგვეწონა აბა მა კაია თიკ მალეე დადეე და თავები გაზარდეე ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent