სიმპატიური ბიზნესმენი 4
დილას მასზე ჩახუტებულს გამეღვიძა, თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძენი რასაც თან ახლდა მომავლის შიში. ლექსოს ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და არ მინდოდა მისი დაკარგვა. -ჩემო პატარა მე რატომ არ გამაღვიძე ჩემს ტუჩებს ეძგერა და როცა მიხვდა ჰაერი აღარ მყოფნიდა, თავი მაღლა აწია. -ისე გეძინა რომ ვერ გაგაღვიძე -დღეს მინდა რომ მე და შენ ქალაქიდან გავიდეთ. -თუ ჩემი უფროსი არ გამომიშვებს რა თქმა უნდა წამოვალ -ჩათვალე უკვე ერთი კვირით დაგითხოვა. -კარგი მაშინ მოვემზადოთ და საღამოს წავიდეთ. -კარგი ოღონდ ჯერ მოგეფერები. *** საღამოს უკვე წყნეთში იყვნენ. საოცრად მყუდრო სახლი იყო და რაც მთავარია მისაღებ ოთხაში დიდი ბუხარი იყო. -რა მყუდრო და ლამაზია აქაურობა, თანაც ღამე როცა მთელი თბილისი ჩანს. -ხო მეც ამიტომ მიყვარს ეს ადგილი. -ლექსო მოდი პროდუქტების ამოლაგებაში დამეხმარე. -მოვდივარ ჩემო ანგელოზო პროდუქტებს თავისი ადგილი მიუჩინეს და კერძის მომზადებაც ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს. საღამოს დაღლილები მდივანზე მოკალათდნენ და ფილმის ყურება დაიწყეს. -ლექსო მიყვარხარ ლექსო ამ სიტყვებმა უბედნიერესი გახადა, მიხვდა რა აკლდა აქამდე და რისთვის ღირდა სიცოცხლე. -ჩემი ქალი ხარ ჩემი, მხოლოდ ჩემი. ლექსომ ანასტასია ხელში აიტაცა და საძინებელში შეიყვანა. ლოგინზე ფრთხილად დააწვინა, კოცნა არ შეუწყვიტავს ისე გააშიშვლა გოგონა. ხელები მის შიშველ ფეხებზე აასრიალა და საჯდომზე მოუჭირა,ანასტასიამ თავი უკან გადაწია, რომ ლექსოს უფრო კარგად შესძლებოდა კოცნა. ლექსო ანასტასიას სხეულზე დააცოცებდა ხელებს, კოცნიდა მთელი სინაზით და ვნებით, აგიჟებს ეს ქალი და რა ექნა, მის სავსე მკერდს ჭკუიდან გადაყავს. მკერდს უკოცნიდა და უკბენდა ხოლმე რასაც ანასტასიას კვნესა მოჰყვებოდა. ორივე სიამოვნების ზენიტში იყო, ლექსო გვერძე გადაბრუნდა და სუნთქვის დალეგულირებას შეეცადა. -ყველაზე მაგარი ქალი ხარ. ბავშვებო ბოდიში დაგვიანებისთვის, ვეცდები ხშირად დავდო, გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.