შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი (ნაწილი XI)


19-03-2015, 21:02
ავტორი Skellington
ნანახია 1 922

- უ-უ-უ-უ-უ... - კვლავ ეს ღმუილი.
- უ-უ-უ-უ-უ-უ... - კიდევ ერთი შეუერთდა. როგორც ჩანს, რამდენიმეა.
დათვების ალიანსი გვიტევს? ჯგუფი, ფარა, გუნდი? დათვების "ბანდა"?
სებასტიანმა ტოტი აიღო და ფეხზე წამოდგა.
- ოჰ, ჰო... ახლა მაგ ტოტით ერთ თვალს ამოთხრი, მეორეს კი დააშინებ, ნახე, შენს მეგობარს რა ვუქენიო? იდიოტი ხარ? ო, რიტორიკული კითხვაა...
- შენ რას მთავაზობ? - აენთო ბიჭი.
- გაქცევას, ხეზე ასვლას, რაიმე გაცილებით ჭკვიანურს! - სანამ ერთმანეთს ვუყვიროდით, თვითონაც ვერ შევამჩნიეთ, რომ ნაბიჯები ახლოვდებოდა.
- ცეცხლი! - გენიოსი ვარ, რომ დავბრუნდებით (თუ დავბრუნდებით საერთოდ) შოკოლადის მონეტას ვიყიდი და ჩემს თავს ვუბოძებ.
- თავი გაბია! - მიპასუხა ამ სულელმა, რომელსაც გეგმაზე უნდა მოვლაპარაკებოდი.
- გენეტიკური შეცდომა ხარ! ყველა ცხოველს ეშინია ცეცხლის! - ტოტს ხელი ვტაცე, ცეცხლი წავუკიდე და ტოტიც მომენტალურად განათდა. სებასტიანმა არ დააყოვნა, თვითონაც იგივე გააკეთა.
- ა-ა-ა-ა-ა-ა-ა-ა-ა-ა! - ბუჩქებიდან მამა და მარგარეტი გამოხტნენ.
ვერ გავიგე, ჩვენი შეშინება უნდოდათ?
მამამ და მარგარეტმა, ბოდიშით და, უკანასკნელი ცხენებივით დაიჭიხვინეს.
- თქვენ... თქვენ... - ჩემმა ბოროტმა მხარემ მითითება მომცა: "მოკალი", კეთილმა - : "ჰო, მოკალი!"
- შეგეშინდათ, არა? - თუმცა ისედაც იცოდნენ პასუხი.
- კი... - ამოვილუღლუღე, თუმცა ძალები მაშინვე მოვიკრიბე და როცა მამა წყლისკენ წავიდა, გავექანე. ის იყო ხელი უნდა მეკრა, მაგრამ დროული რეაგირება მოახდინა, გაიწია და მის მაგივრად მე ჩავეფლე წყალში.
- აუფ! - მოურიდებლად გაიცინა სებასტიანმა. ჯობია "როგორ გავუმკლავდეთ დათვებს" იკითხოს, ვიდრე იცინოს, ელემენტარულიც რომ არ იცის. აიღო ტოტი და დაიწყო ყველა მიმართულებით ქნევა!
- რას იცინი? - წამოვდექი, ხელის გულებით წყალი ავიღე და გავწუწე. მეგონა გაბრაზდებოდა და წავიდოდა, მაგრამ ის ხომ ყველაზე უცნაური ბიჭია!
ისევ გაეცინა, ჩემს გვერდით, წყალში დაეშვა და ცივი სითხე თავზე დამასხა. შიშის გრძნობა დაკარგა? ეს ომია?
კისერზე ვწვდი და ხრჩობა დავუწყე. ბუშტუკებს უშვებდა წყლის ზედაპირზე.
ამოყვინთა და ზემოდან დამაწვა, მაგრამ დავუსხლტი, წამოვხტი და გაქცევა როცა დავაპირე, ფეხში მწვდა.
- ეს ჩემი ილეთია!
- აბა, გეყოფათ ახლა, უკვე საღამოა და გაცივდებით, ამოდით! - გამომივიდა დედა. არა, კი გულის ამაჩუყებელია, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და წყლიდან გასვლაც არ მინდა.
- არ მინდა! - განვაცხადე, რაზეც მამამ უკმაყოფილოდ შემომხედა. - კარგით, რადგანაც ასე გინდათ, - არ დავაღონებ მამას, თუმცა კი არ დაუმსახურებია ჩემგან ასეთი სიკეთე!
ავდექი და სებასტიანს ხელი გავუწოდე. უნდოდა ხელი ჩაეკიდა, მაგრამ გაწითლდა, ხელი დაუშვა და გაბრუნდა.
- რა? გინდა თქვა, რომ არ ვიმსახურებ შენს შეხებას? - დიდებული ლიზა დახმარების ხელს უწოდებს, ის კი ზურგს აქცევს მას? - იცი, ეს დღე საერთოდ კალენდარში უნდა მონიშნო და ყოველ წელს აღნიშნავდე, მე რომ ახლა აქ ვდგავარ...
მამამ დემონსტრირებულად ჩაახველა:
- ბიჭს ნუ აწითლებ. რამე მოიხურე, ლიზა.
- ანუ? - ქვევით დავიხედე. ზედა დასველდა, სისველემ ქსოვილში შეაღწია, შემდეგ ქსოვილის იქითაც და ჩემი ორი სიამაყე მოჩანდა. - ვაიმე! - ხელები მკერდზე ავიფარე, რაზეც მარგარეტს გაეცინა. - რას იცინი, პირსახოცი მოიტანე! - დედინაცვალმა მომენტალური რეაგირება მოახდინა, ჩანთიდან დიდი, ლურჯი პირსახოცი ამოიღო და გამომიწოდა.
- შეიძლება მოვბრუნდე? - დელიკატურად დაინტერესდა მეზობელი.
- წადი, თავი მოიკალი! - აღმომხდა მე.
- რატომ? - გაუკვირდა და მომიბრუნდა.
- გაიხედე! - მეზობელი უწინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. არ მინდა, საერთოდ რომ მიყურებდეს, თორემ თვალებს ამოვთხრი... - შენ დაინახე! ყველაფერი დაინახე! არა, აუცილებლად უნდა შეგილოცო! ამ წამიდან, ცხოვრების ბოლომდე! დაე თვალები დაგიშრეს! - წყლიდან გამოვდიოდი და ხმით მივხვდი, რომ ისიც მომყვებოდა. - ეი, მანდ დარჩი, გაიყინე და მოკვდი!
- მოიცა, რა...
ფეხები თვითონ წავიდა კარვისკენ.
არაუშვავს, კიდევ მოვასწრებ შურის ძიებას. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ხელები მოუთმენლობისგან მომექავა. დღეს ამას ასე არ დავტოვებ. პირიდან ხმამაღალი, ბოროტი სიცილი აღმომხდა. მგონი გაიგეს, რადგან ლაპარაკი მომენტალურად შეწყვიტეს და თავს ვდებ, ზუსტად მაგ მომენტში, ჩემი კარვისკენ იყურებოდნენ.
უდარდელი, მომღიმარი სახით კარვიდან გავედი. მეგონა, არ შეიმჩნევდნენ, მაგრამ აღელვებულებმა დამიწყეს თვალიერება. როცა სებასტიანის გვერდით სავახშმოდ დავჯექი, ფრთხილად შემომხედა და ყოველი შემთხვევისთვის, ჩაიწია, ჩემგან შორს რომ ყოფილიყო. გრძნობს ეს არამზადა... ჭამას მაშინ მოვრჩით, როცა კაშკაშა ვარსკვლავები ნიადაგს უკვე თავისი "სხივებით" კვებავდა. მდინარე სასწაულად და ზღაპრულად გამოიყურებოდა. ჯობდა დავმჯდარიყავი და თვალი მედევნებინა ამ სილამაზისთვის, მაგრამ თავში სულ სხვა რამ მქონდა...
აი, დადგა მომენტიც, რომელსაც ასე ველოდი - შურისძიების მომენტი! სებასტიანი ადგა, უნდოდა ხელები დაებანა და ზუსტად ამ დროს, მთელი ძალით ჩამოვეკიდე ქვედა ტანზე. თან ვეცადე მისთვის შარვალი ჩამეხადა. ჰო, კარგით, საცვლებიც... ის იყო, ჭიხვინი უნდა დამეწყო სიხარულისგან, რომ შევამჩნიე - დავალება ჩავაფლავე. ეს არამზადა ზემოდან მიყურებდა და ქამარი მაგრად ეჭირა. წინასწარ მიმიხვდა ჩანაფიქრს. ხომ ვიძახი, აზრებს კითხულობს-თქო.
ნეტავ გასკდე, გასიებულო ინდაურო!
ნეტავ ადამიანების ხორცით მკვებავმა მატლებმა შეგჭამონ...
ნეტავ სანაგვე მანქანამ გადაგიაროს...
ნეტავ იქ, საცვლებში, ყველაფერი გაგიხმეს... როგორც ფორთოხალი, მზეზე, შაქარში!!!
- არ გამოგივიდა, არა? - ეშმაკური ღიმილით მითხრა და ბოროტმოქმედული ხითხითით გზა გააგრძელა.
მამამ და დედინაცვალმა თავი ისე დაიჭირეს, თითქოს ჩემი გაოგნებული სახე ვერ შეემჩნიათ. სიცილს ძლივს იკავებდნენ.
- აბა, მეგობრებო, ძილის დროა! - ჩემთვის ჩამოწოლილი უხერხული სიჩუმე მამამ დაარღვია.
- ჰო, წავიდეთ, მარგარეტ! - მთლიან მსოფლიოზე განაწყენებულმა, კარვისკენ წავედი.
- მარგარეტი ჩემთან ერთად იძინებს, - მამამ ხელი საცოლეს მოხვია.
- კარგი, მარტო ვიძინებ... - ჩემთვის გადავწყვიტე. ხელსაც ვერავინ შემიშლის.
- მგონი, ვერ გამიგე. მხოლოდ ორი კარავი გვაქვს, შენ სებასტიანთან დაიძინებ. - მმმ... რა? ვისთან?
- არა! - ერთხმად შევყვირეთ მე და სებასტიანმა. მოიცა... ვითომ რატომ არ უნდა ჩემთან ერთად ძილი?!
- მანიაკია, არ მინდა მასთან ძილი! - განაცხადა არამზადამ.
- რა? მე ვარ, არა, მანიაკი? ჰოდა არც მე მინდა მასთან ერთად ძილი, გარყვნილია!
- მანიაკი და გარყვნილი, - ფიქრს მიეცა მამა, - მშვენიერი წყვილი ხართ. არ მოიწყენთ.
- არ დავიძინებ მასთან ერთად!
- მაშინ დათვებთან ერთად დაიძინე შუა ტყეში, - უდარდელად დამაყენა არჩევანის წინაშე მამამ.
- ტფუი! - ვთქვი ბოლოს და კარავში შევვარდი. სანამ სებასტიანი გარეთ იყო, მომენტით ვისარგებლე და ერთადერთი ადიალა ავიღე, რომელშიც თავიდან ბოლომდე გავეხვიე.
რაც უფრო ახლოს ვარ მასთან, მით უფრო ღრმად ვრწმუნდები, რომ ჩემზე დიდ გავლენას ახდენს. თითქოს ნელ-ნელა ვეჩვევი მის სიტყვებს, ქცევებს, და ყოველ წვრილმანზე აღარ ვვარდები, როგორც ადრე. რაღაც არ მომწონს ეს ამბავი.
აი, თუნდაც ახლა. ვიცი, რომ ჩემთან ერთად ძილი მოუწევს, მაგრამ ეს აზრი სულ არ მოქმედებს ჩემზე ცუდად. არ ვბრაზდები... უფრო შიში მიპყრობს. როცა მაბრაზებს, ჩემი გონება მას შემდეგი კომპლიმენტით ამკობს: "ის იდეალურია", როცა იღიმის, ელექტრონული ძაბვა გადის ჩემში. ამის ახსნა, მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია - "შემიყვარდა". მაგრამ ეს "შემიყვარდა" არ ჰგავს მაშინდელ, ერიკისადმი განცდილ გრძნობას. რაღაც მეუბნებოდა, რომ თუკი მასთან ურთიერთობას განვაგრძნობ, ბოლოს ძალიან გულნატკენი დავრჩები. ახლავე უნდა შევჩერდე. ცალსახად გასაგებია, რომ სებასტიანისთვის მხოლოდდამხოლოდ კოლეგა ვარ... ან უბრალოდ მეგობარი, მეტი არავინ! ეს ხვევნა-კოცნები უბრალოდ სხვის დასანახად არის ან სულაც დამცინის. ყველაზე ძნელი ის არის, რომ არ შემიძლია მისი დაიგნორება, სხეული თვითონ რეაგირებს, ტვინი კი - ითიშება.
უბრალოდ ურთიერთობის გაწყვეტაა საჭირო.
კარვის ზონარი შეიხსნა და სებასტიანი შემოვიდა.
- არადა როგორი იმედი მქონდა, რომ დათვებთან დაიძინებდი... - ისევ დამცინის! ადიალაში უფრო მჭიდროდ ჩავიფუთნე და თავი დავმალე.
- ჯობია მთელი ღამე ვხვრინავდე...
- ხვრინავ? რატომ ადრე ვერ შევამჩნიე? მაინც პირველად ხომ არ ვიძინებთ ერთად. - სურვილი გამიჩნდა, რამე მძიმე ჩამერტყა მისთვის!
- მადლობა ღმერთს, უკანასკნელად! ლოგინში რაღაც საშინელება ხარ! - მივახალე და ვერც კი მივხვდი, რომ ამ ფრაზის გაგება და მიღება ორნაირად შეიძლება.
- ჯერ არ შეგიმოწმებია. გაქვს სურვილი? - ვიგრძენი, რომ გვერდით დაწვა.
- არა, მადლობა, როგორმე გადავიტან...
- რატომ გაეხვიე ამ ნაჭერში ასე მჭიდროდ? შენგან არაფერი არ მინდა...
- მკერდზე მიყურებდი! გარყვნილო...
- რისთვის უნდა მეყურებინა, ერთი ვიცოდე. არაფერი არ გაქვს მაინც... - მორჩა!
ადიალა მოვიშორე და სებასტიანს ყელში ვწვდი. მხოლოდ მისი შეშინებული თვალები შევამჩნიე. სუნთქვა გაუჭირდა, სახეზე მწვანე ფერი დაედო , თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ ადამიანები ასე მალე არ იხრჩობიან. რამდენიმე წამში ჩაახველა, თვალები დახუჭა, სხეული კი - მოადუნა.
კიდევ რამდენიმე წამი ვხარშავდი მომხდარს, შემდეგ კი... შემდეგ კი შევშინდი!
- სე... სე... სებასტიან? - ხელები ლოყებზე მოვუთათუნე, რეაქცია არ ყოფილა. ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინე... მისი პულსი მოვსინჯე, მაგრამ ჩემი გულის ფეთქვის მეტი, არაფერი მესმოდა. არა, რანაირად უნდა დამეხრჩო? ეს უბრალოდ შეუძლებელია! მოკლედ... სარკე უნდა მივუტანო პირთან, თუ დაორთქლდა, ესეიგი სუნთქავს.
მმმ, სარკე არა მაქვს! რა გავაკეთო? რა გავაკეთო?!
მისკენ დავეხარე, მისი სუნთქვისთვის რომ მომესმინა, მაგრამ...
- ბ-უ-უ-უ-უ-უ-უ-უ!!! - იყვირა ამ ურჩხულმა, როცა ყური მის ტუჩებთან მივიტანე. მეგონა, დავყრუვდი, როდესაც მეზობელმა მომენტით ისარგებლა, ხელები წელზე მომხვია, დამაწვინა და ზემოდან მომექცა. მინდოდა მისთვის სილა გამეწნა, მაგრამ ხელი დამიჭირა და თავზემოთ ამიწია.
- გეგონა, ბიჭის დახრჩობას შეძლებდი? რა სასაცილო ხარ! - მე კი მეგონა, რომ მოვკალი...
- რას იცინი, იცი, როგორ შემეშინდა?! - ხმაში ქვითინის ნოტები შემერია.
- იცი, შენზე შური უნდა ვიძიო, - თქვა და მისმა ტუჩებმა, ჩემი ტუჩები დაფარა.
შეეწინააღმდეგე... ჩემი ხელების მის კისერზეა, მისი - ჩემს წელზე.
შეეწინააღმდეგე... მისი ტუჩები უკვე ჩემს კისერზეა.
შეეწინააღმდეგე! მისი ხელები ჩემი ზედის ქვეშ არის, უკვე თვითონ ვკოცნი.
შეეწინააღმდეგე!!!
- სდექ! - მთელი ძალით ვიყვირე.
- რა იყო? - მძიმე სუნთქვით მკითხა სებასტიანმა, რითაც კისერი დამიწვა. ტუჩებით ისევ კისერზე შემეხო, მე კი, როგორც უკანასკნელი სულელი, ზევით, კარავს ვუყურებდი. ტვინი თუ გრძნობები? ისე დიდხანს ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი და ნება მივეცი გრძნობებს, გარეთ გამოეღწია...
- არა, არაფერი... - ზუსტად ამ მომენტში შევწყვიტე ფიქრი. მხოლოდ მისი ხელები და ტუჩები... მხოლოდ!
ჩვენი ზედა სამოსი იქით მოისროლა. მისი ხელები უკვე ჩემს სხეულზე დასეირნობდა. თავში ფეიერვერკები მიფეთქდებოდა. როცა შარვალმაც დამტოვა, გონება ისევ ამიმუშავდა, მაგრამ როგორც ამუშავდა, ისევე მალე გაითიშა. მისი შარვლის ზონარის შეხსნა დავიწყე და თვითონაც გამიკვირდა, როგორ გამომივიდა ეს ასე ადვილად. ალბათ, რომანების კითხვის დამსახურებაა. და ახლა, თითქოს სულ არ მაშინებდა ის აზრი, რომ ქალწულობასთან დამშვიდობება მომიწევდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ უკეთეს მომენტს ვეღარც გამოვნახავდი და ვერც ასეთ ძლიერ შეგრძნებებს გამოვცდიდი. სებასტიანი... ახლა ის ჩემთვის ყველაფერი იყო. ყველაზე საუკეთესო, იდეალური. ახლა ეს მოხდება... შემდეგ კი - ვინანებ. ვინანებ? კარგი, ჯანდაბას! მერე - მერეა...
- ლიზა... - ყურში მჩურჩულებდა. მე კი არ შემეძლო პასუხის გაცემა, რადგან სხეულის არცერთი ნაწილი არ მემორჩილებოდა, ენაზე - ლაპარაკიც ზედმეტია. ისევ ტუჩებში მაკოცა. ნაზად და ვნებიანად... ნელ-ნელა ქვევით ჩავიდა, მკერდს მიუახლოვდა. ბიუსტჰალტერი შემიხსნა და მისი ხელის გულის სითბო ვიგრძენი...
ჯერ ბუსუსებმა დამაყარა, შემდეგ თითქოს რეალობას გამოვეთიშე და... სიბნელე. მეტი არაფერი... უბრალოდ სიბნელე...
ყველაზე საინტერესო მომენტში გავითიშე.

***

თვალებს ნელა ვახელდი, თავიდან ბოლომდე გასაოცარი გრძნობები მავსებდა. ძალიან თბილოდა და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, გარეთ ჩიტები სასიამოვნოდ ჟღურტულებდნენ, მდინარე ასევე სასიამოვნოდ ხმაურობდა. კეფაზე მშვიდ სუნთქვას ვგრძნობდი... სუნთქვას?
და ამ დროს გამახსენდა ყველაფერი. ლამის ყვირილით წამოვხტი. მოგონებები კი, კვლავ, ჩაქუჩებივით მირტყავდნენ თავში და გონებაში შემოღწევას ლამობდნენ.
აი, ერთი მიპასუხეთ, ადამიანს პიროვნებასთან ურთიერთობის გაწყვეტა სურს, ათი წუთის შემდეგ კი, მზად არის მასთან დაწვეს?!
დარტყმული, გიჟი და უსირცხვილო გოგო ვარ!
მეზობელი კარვის ზონარის ხმა გაისმა. როგორც ჩანს, მამა და მარგარეტი ადგნენ.
რა გავაკეთო? სებასტიანის ხელი ფრთხილად მოვიცილე, რაზეც რაღაც წაიბუტბუტა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. ჩავიცვი და კარვიდან უხმაუროდ გავედი. კიდევ ერთი დღე სებასტიანთან? არა, ამას ვერ გადავიტან. დღეს ხმას არ გავცემ, ხვალ სკოლაში კი, სამუდამოდ გავწყვეტ ურთიერთობას. გუშინ ჩემი საწოლში გაგორება უნდოდა არა?! არ გამოუვა!
მდინარესთან ჩაცუცქული მამისკენ ხველებით მივედი.
- მამა, რაღაც ვერ ვარ კარგად... - დავიწუწუნე და დავაცემინე.
მარგარეტმა იმავე წამს მოირბინა და შუბლზე ხელი დამადო.
- სიცხე არა გაქვს.
- ძალიან ცუდად ვარ, სახლში მინდა, - არადა მართლა ცუდად ვიყავი. არა ფიზიკურად, არამედ მორალურად. დავნებდი, როცა უნდა მებრძოლა. უდიდესი შეცდომა დავუშვი. მგონი, მამამ ეს შეამჩნია და უსიტყვოდ დაიწყო ნივთების ჩალაგება.
სებასტიანიც გამოძვრა კარვიდან.
- დილა მშვიდობისა! - ხალისით თქვა მან. იღიმი, არა? წყეულიმც იყავ!
- დილა მშვიდობისა, შვილო!
- დილა მშვიდობისა, საყვარელო, - მიესალმნენ მშობლები. შვილი? ეს შენი შვილი, მამა, ერთი დიდი ცურცლია! ან რომელი შენი შვილი ეგაა რო... საყვარელი? არა, უბრალოდ მსახიობია და თავის როლს ასრულებს!
- არ მომესალმები? - მომმართა ბიჭმა.
- მამა, მანქანაში ვიქნები, - დავაიგნორე და მანქანისკენ წავედი. არ შემიძლია ასე უბრალოდ ვუყურო, თითქოს არაფერი მომხდარა. ჯერ ერთი, მრცხვენია. მეორეც ერთი, გაბრაზებული ვარ.
გზაზე ხმა არ ამომიღია. მთელი ჩემი ყურადღება ფანჯარის მიღმა პეიზაჟებზე გადავიტანე, თან მილიონამდე ვითვლიდი. ეს გარყვნილი ეს... სდექ. ჯობია ვაღიარო, რომ მეც კარგი გარყვნილი ვარ.
სახლის ავტოფარეხთან მარტონი დავრჩით და მეც დრო ვიხელთე რაღაც საკითხების მოსაგვარებლად.
- მოკლედ, - დავიწყე მე, ის კი ჩემი სიტყვის გაწყვეტას შეეცადა, მაგრამ მისი ტკბილი ხმის მოსმენას და მისი ლამაზი სახის ნაკვთების დათვალიერებას არ ვაპირებდი. - ხვალ ჩვენი დაშორების შესახებ ვაცხადებთ, შური, ფაქტიურად, უკვე ვიძიეთ, რაღა დარჩა, ჰოდა ჩვენც არასდროს. გესმის, არასდროს! აღარ ვნახავთ ერთმანეთს. - ერთი წამით თვალებში შევხედე, რომელშიც დანაღვლიანების ნაპერწკლებმა იფეთქეს, შემდეგ კი, უბრალოდ გაბრუნდა და წავიდა. თითქოს მას დაესვას წერტილი, და არა მე! თვალები ცრემლებით ამევსო. რატომღაც... მაგრამ მალევე ჩავაბრუნე და სახლში შევედი. კითხვა... მხოლოდ კითხვა! მთელი დღე არაფერი მეჭამა, ოთახში ვიყავი გამოკეტილი და აღარ შემეძლო, კარს მიღმა მარგარეტის ლექციების მოსმენა. ყველა წიგნზე ეგ სულელი ბიჭი მახსენდებოდა, ჰოდა მეც მთელი დღე, ფანჯარაში ყურებას და გამვლელთა თვლას დავუთმე.
ღამე ცუდი სიზმარი მესიზმრა. უფროსწორედ, ალბათ გქონიათ მომენტი, როცა რაღაც გესიზმრებათ, შიში გიტანთ, აღშფოთებულებს გეღვიძებათ, მაგრამ არ გახსოვთ, რამ შეგაშინათ ასე.
სკოლაში მარტო წავედი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თავს დემენტორი დამესხა და ყველა კარგი მოგონება გამომწოვა. აი, დავუბრუნდი ჩემს შავ რეალობას.
ეს ხომ ის იყო, რაც მე მინდოდა? კი...
კლასში შევედი. გოგოების უმეტესი ნაწილი სკამზე იდგნენ, ბიჭები იცინოდნენ, და მხოლოდ ჯესიკა დარბოდა კლასში გიჟივით. უფროსწორედ, მგონი რაღაცას დასდევდა და იმ "რაღაცის" გაჭ....ტვის სურვილი ამოძრავებდა.
- ეს გორილას პირველი ღამის ცეკვაა? - უნებურად მივახალე. მადლობა სებასტიანს - სოციოპათიისგან გამკურნა. მხოლოდ ახლა მიხვდი, რომ ეს ხალხი სულ არ მაშინებს. ისინი ხომ ისეთი არარაობები არიან. თანაც ძალიან სასაცილოები. პრინციპში, შურის ძიებასაც არ იმსახურებენ. ეს ზედმეტად დიდი პატივია მათთვის.
ჯესიკას არაფერი უპასუხია და მეც ავედი სკამზე, იატაკის უფრო კარგად მოსათვალიერებლად. აი, თურმე რას დასდევდა ჯესიკას, უფროსწორედ კი, ვის. დიდ, შავ და მსუქან ობობას.
- საცოდავო, ეს ბოროტი და ულამაზო ერთუჯრედიანი არსება შენს მოკვლას ცდილობდა? - ეს საოცრება ხელში ავიყვანე. სადაც თაგვის მკვდარი გვამი ავიყვანე და მისი სისხლის წვეთებით მოვითხვარე, ობობის აყვანას რაღა უნდოდა? კლასისგან მეგობრული "ფუ" მოვისმინე. ფანჯარა გავაღე და ობობას გარეთ გადავუძახე. თავისუფლება... ზუსტად ეს უნდოდა მას. - იმედია, პარაშუტის გახსნა მოასწრო, - გოგოები ამრეზით მიყურებდნენ, ბიჭები - პატივისცემით.
გოგოები ძირს დაეშვნენ და მერხებს მიუჯდნენ.
- ეი, ურჩხულთა გადამრჩენელო, - მომმართა ჯესიკამ.
- რაზე ამბობ, შენ არ გადამირჩენიხარ...
- როგორი ჭკუამახვილი ხარ, - ანერვიულდა. - სად არის შენი მეორე ნახევარი?
- რაღაც არ მახსოვს, შუაზე რომ გავეყავი ვინმეს...
- სებასტიანზე ვამბობ, - ეგონა, ვერ გავიგე?
- ჰო, არა? - ახლა ვიტყვი ამას, - დავშორდით.
- რატომ? - აი, სებასტიანზე შურისძიების დროც დადგა.
- მმმ, - დემონსტრირებულად ჩავფიქრდი, - არ მაკმაყოფილებს, როგორც ბიჭი.
ჰო, აი, პატარა ტყუილი. მგონი ყველა მიხვდა, რაც ვიგულისხმე, რადგან კლასმა სიცილი ატეხა. ზარი დაირეკა და ბიოლოგიის გაკვეთილი დაიწყო.
სებასტიანი არ მოსულა.
მთელი მეორე გაკვეთილი, ერიკი მე მიყურებდა და თვალს მიკრავდა.
ალგებრის მასწავლებელს ყურს ვუგდებდი, მაგრამ ერიკსაც თბილად ვუღიმოდი. სანამ პირანია მსხვერპლს უკბენს, ჯერ კბილებს უჩვენებს. კბილები პატარა აქვს, მაგრამ ძალიან წვეტიანი. ზარის დარეკვისას, ერიკს კვლავ გავუღიმე და ქვევით ჩავედი, კიბეების ქვეშ დავდექი. ვიცოდი, რომ გამომყვებოდა. ისიც ვიცოდი, რაზეც დაიწყებდა ლაპარაკს, ამიტომ დიქტაფონი ჩავრთე, სკამდე დავჯექი და წიგნი გადავშალე. დაე იფიქროს, რომ სულ არ ველოდი მას.
- ლიზა, აქ ხარ? - არა, მარსზე ვარ.
- კი, - ვუპასუხე და თბილად გავუღიმე.
- შენთან დალაპარაკება მინდა, - მართლა? მე კი მეგონა, უბრალოდ მოხვედი.
- გისმენ.
- ბოდიში, რაც მაშინ ჩავიდინე. მე არ ვყოფილვარ დამნაშავე. ძალიან მომწონხარ, - სწრაფად მომახალა და მუხლებზე დაეშვა. როგორი ვნებაა, როგორი ემოციებია, წამით შემეცოდა კიდეც, მაგრამ მალევე ჩავახშე ეგ გრძნობა.
- აბა, ვინ არის დამნაშავე, თუ არა - შენ? - აი, აქ კი გავბრაზდი.
- ეს ყველაფერი... - და მოყვა კლუბის შესახებ. რომ ისინი ერთად იმუშავებდნენ გეგმას, ერთად იგდებდნენ მასხრად ახალგადმოსულებს, რომ ყველაფერში მაინც ჯესიკა იყო მთავარი. ერთი კი მიკვირს, როგორ მიხვდა სებასტიანი, რომ ერიკს შევუყვარებოდი? რაღაც ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი. - მაგრამ მე ყურებამდე შემიყვარდი. უკვე მაშინ მიყვარდი, როცა დავალებულ საქმეს ვასრულებდი...
- და ჯესიკა?
- საშინელია! - ბრაზნარევი გულწრფელობით აღიარა მან, - არარაობა, ნამდვილი მონსტრი! ასეთი სულით ჩამპალი ადამიანი ძალიან იშვიათია! ლოგინშიც სუფთა ხის კუნძია! უგრძნობი, უემოციო, მთავარია შეაყოფინოს ვინმეს... აი, შენ... შენ სულ სხვა ხარ! საყვარელი ხარ, შენს გვერდით ძალიან ვხალისობ.
- ხალისობ? - დროა დავამთავრო. - ალბათ ძალიან ხალისობდი, ახალგადმოსულებს აბუჩად რომ გვიგდებდი, არადა შენ გქონდა არჩევანის უფლება. შეგეძლო მიგეტოვებინა ეგ საქმე, მაგრამ არა, აბა, როგორ გაბედავდი და როგორ შეწყვეტდი ჯესიკას ფეხების კოცნას, ფინია ძაღლივით? ახლა ჩვენი ჯერია ვიხალისოთ! - გავეცალე, კიბეები ავირბინე და კლასისკენ წავედი. ამ ჩანაწერს სებასტიანს გადავცემ და ვეტყვი, სკოლის რადიოში გაუშვას რამენაირად.
ნამდვილი მოსიარულე ბოროტება ვარ!
ისტორია. ნამდვილი დასვენებაა ეს ჩემთვის. გაკვეთილი დაიწყო, მაგრამ მასწავლებელი არ ჩანდა. ნერვიულობაც კი დავიწყე, მაგრამ ზუსტად ამ დროს, კლასში შემოვიდა. შიში გამიქრა, მაგრამ სახე კი ჰქონდა მოწყენილი. აშკარად რაღაცაზე დარდობდა.
- ბავშვებო, ვფიქრობ, უნდა იცოდეთ ეს, - ხმა აღელვებული, ხელები უკანკალებს. - დღეს, როცა თქვენი კლასელი სკოლაში მოდიოდა, მანქანა დაეჯახა. ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ შესაძლოა ვერ გასტანოს და... - და მეტს აღარ ვუსმენდი.
გული ამიჩქარდა, ვეღარ ვსუნთქვდი, რადგან ჟანგბადი ვეღარ მიეწოდებოდა ფილტვებს. თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. რა აღმომხდა პირიდან, არ ვიცი: ყვირილი თუ მუნჯი გმინვა? თვითონაც ვერ გავიგე. სხეულის თითოეული უჯრედით ვგრძნობდი, როგორ მტკიოდა სული.
მე მას ვკარგავ.
მას...
ჩემი მეორე ნახევარი? ალბათ. რადგან ახლა ზუსტად ასეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაცას შუაზე გავეხლიჩე და ნაწილებად დავექუცმაცებინე.
ახლა მივხვდი, რომ "შემიყვარდა" სულ არ უხდებოდა ამჟამინდელ სიტუაციას. "მიყვარს", ცხოვრებაზე მეტად მიყვარს! და ზუსტად ეს ცხოვრება მეცლება ახლა გულიდან. როგორ ვერ ვხვდებოდი, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო?
- წყალი, წყალი მოიტანეთ! - ბუნდოვნად გავიგე.
წყალი? არა, საწამლავი! თითქოს ფილმის კადრებივით გადამიშალა გონებამ, ყველაზე მხიარული და ბედნიერი მომენტები, რომლებიც ერთად გადაგხვდა. მიყვარს... და ძალიან მინდა ეს, პირადად მას ვუთხრა.
- შეიძლება დაიღუპოს? - წავიჩურჩულე. - ვერ გაბედავს, რადგან მისი მოკვლის უფლება, მხოლოდ მე მაქვს! - ჩანთას ხელი ვტაცე და კლასიდან გავვარდი. დამელოდე, შე არამზადავ, და გზაზე გადასვლის ყველა წესს დაგაზუთხინებ, თავისი სასვენი ნიშნებითურთ!



№1  offline წევრი Mkitxveli

მინდა გითხრა,როგორ გავბრაზდი ამდენი ხანი რომ დაიკარგე,რომ ვერც გწერდი ჩემი ბრაზის შესახებ.... მაგრამ :დ
ჯერ, ვერ დავიჯერე,რომ შემოვედი და ეს დამხვდა,მერე გავხსენი,კითხვა დავიწყე და გამიკვირდა,რატომ არ სრულდებათქო
, მივხვდი, რამხელა თავიც დაგიწერია. გამიხარდა. :დ
ძალიან ბევრი ვიცინე,მომწონს შენი ხუმრობები,საოცრად ენამახვილი ხარ.
რომ იცოდე როგორ ძალიან მიყვარს ეს ისტორია, არამგონია, ამდენი ხანი დააგვიანო ხოლმე. ანუ თუ აგვიანებ, უნდა იფიქრო მაინც იმაზე,მე როგორ მენატრება :დ

პ.ს. იმედია,ობობამ პარაშუტი გახსნა.

 


№2  offline წევრი Skellington

Mkitxveli
მინდა გითხრა,როგორ გავბრაზდი ამდენი ხანი რომ დაიკარგე,რომ ვერც გწერდი ჩემი ბრაზის შესახებ.... მაგრამ :დ
ჯერ, ვერ დავიჯერე,რომ შემოვედი და ეს დამხვდა,მერე გავხსენი,კითხვა დავიწყე და გამიკვირდა,რატომ არ სრულდებათქო
, მივხვდი, რამხელა თავიც დაგიწერია. გამიხარდა. :დ
ძალიან ბევრი ვიცინე,მომწონს შენი ხუმრობები,საოცრად ენამახვილი ხარ.
რომ იცოდე როგორ ძალიან მიყვარს ეს ისტორია, არამგონია, ამდენი ხანი დააგვიანო ხოლმე. ანუ თუ აგვიანებ, უნდა იფიქრო მაინც იმაზე,მე როგორ მენატრება :დ

პ.ს. იმედია,ობობამ პარაშუტი გახსნა.

რომ მოგეწერა და აზრზე მოგეყვანე, ამ დროისთვის უკვე დამთავრებული მექნებოდა ეს ნაწარმოები. :დდდ
თბილი სიტყვებისთვის მადლობა. :33 <3
პ.ს. კი, და ის, მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე.

 


№3  offline წევრი Khaleesi

ოჰჰჰ იკადრე და გვაღირსე?!

 


№4  offline წევრი Skellington

Khaleesi
ოჰჰჰ იკადრე და გვაღირსე?!

კი, როგორც იქნა ჩემმა აღმატებულებამ დაგდოთ პატივი. :დდდდ

 


№5  offline წევრი Mkitxveli

ჰმმმმ,ეგ უნდა გავითვალისწინო. :დ შემდეგ თავს ველით ამ კვირაში :დ

 


№6  offline წევრი Owl

კარგია, რომ იმ ორი ისტორიიდან რომელსაც წერ რომელიღაც მაინც გაგახსენდა. ძალიან გამახარებ პირადად მე და არამარტო მე თუ "როდესაც შავი მერცხალი ეცემას" ახალ თავს დადებ.

 


№7  offline წევრი Skellington

Owl
კარგია, რომ იმ ორი ისტორიიდან რომელსაც წერ რომელიღაც მაინც გაგახსენდა. ძალიან გამახარებ პირადად მე და არამარტო მე თუ "როდესაც შავი მერცხალი ეცემას" ახალ თავს დადებ.

ამ ისტორიის მხოლოდ ერთი თავიღა დამრჩა დასაწერი, რომელსაც დღეს დავდებ (თუ მოვასწარი) და ვამთავრებ.
შემდეგ უკვე ჰპ-ს ისტორიის გაგრძელებაზე დავიწყებ მუშაობას.) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent