ჩემს მინდას მიგაჩვევ! (1-4,5 გაგრძელება)
_დედა, არ მინდა მაგ წყეულ ბანაკში წასვლა, მარტო გაუშვი ეგ რეგვენი, მე რაღას მერჩი!-დაიწუწუნა და გაბრაზებულმა ჩატენა შავ ჩემოდანში, თეთრი სარაფანი. -თამუნა, ის იქაც რამეს დააშავებს, შენ უნდა მიხედო, რას მაწუწუნებ ამხელა ქალს ეხლა?! ორი თვე მოგკლავს, ბანაკში რომ გაჩერდე?!-გაუწყრა ნანა შვილს და დაკეცილი საცვლები გაუწოდა. -ამ ზაფხულის სხვანაირად გატარება მინდოდა!სვანეთში ხომ უნდა წავსულოყავი ნინასთან!-დაიბუზღუნა კიდევ ერთხელ და სავსე ჩემოდანი ხმაურით შეკრა, თვითონ კი საწოლზე დაებერტყა და ჭერს მიაჩერდა. -ლალის ბავშვებიც იქ იქნებიან და გაერთობი, ამ ერთხელ წადი რა იქნება, შვილო!-თავზე ხელი მოუთათუნა. -ოჰ.. ლალის შვილები!.. ნათიას ვიცნობ, იმ ივერის კი არა! ნამდვილი მექალთანე და მეტიჩარაა!-პარალელური კლასელის გახსენებაზე ბრაზი მოერია კაკაბაძეს. -რას ერჩი ივერის?! მშვენიერი ახალგაზრდაა, სიმპათიური და ზრდილობიანი! მეთორმეტე კლასში გადადი და მაგ ბავშვურ წიკებს, ვერაფრით მოეშვი!-ღიმილით წააქეზა შვილი ნანამ და ფეხზე წამოდგა. -უი, ხომ!..-საწოლიდან უეცრად წამოჰყო თავი თამუნამ,-ჩემი დათუნებიანი პიჟამა არ ჩამიდევი?! როგორც მახსოვს, ბორჯომში ღამ-ღამობით ცივა!-კბილები დაკრიჭა კაკაბაძემ. -კი, კი ჩავდე! დაისვენე ახლა,ხვალ შვიდ საათზე უნდა ადგე!-მოაძახა და კარები გაიხურა. -დიდად მოხარული ვარ, თუ ბატონ ივერისთან ერთად მომიწევს ზაფხულის გატარება..-ჩაიქირქილა გაბრაზებულმა ,- ის არ ეყო, დღეს ლიმონათი რომ გადამასხა სკოლაში, ახლა ზაფხულსაც ჩამიმწარებს, სკოლის ბოლო დღის არ იყოს! არა, მაინც განზრახ რომ გააკეთა ეგ მამწარებს, შემთხვევით რომ მოსვლოდა მესმის.. ბოდიში მაინც მოეხადა! უზრდელი! სად იზრდება ნეტა, მისი და ისეთი კარგი გოგონაა, ეს კიდევ ჯიქია! ველური!ამ ჩემს ძმასაც ახლა მოუნდა მაინც და მაინც მასწავლებლისთვის პლასტელინის სროლა!-ძმის საქციელის გახსენებაზე ღიმილი გამოესახა სახეზე, თუმცა რომ გაახსენდა რითაც სჯიდნენ მოიღუშა. ბატონმა გაგამ, ქიმიის მასწავლებელს, პლასტელინი ესროლა და დათვალეზე მოარტყა. ამ ქალს დიდაფ ვერავინ იტანს, დირექტორის კაბინეტში ატუზულ გაგას, ბატონი ლევანი ვერაფერს ეუბნებოდა, თვალებით 'კარგი ბიჭი ხარო" ეუბნებოდა და ძალაუნებურად უსმენდა ლიას უაზრო ქოთქოთს, რომელიც, უმცროსი კაკაბაძის სკოლიდან გაგდებას ითვალისწინებდა. საერთოდ, ასეთი გახსნილი არ არის თამუნა, ეს დედასთან და თავის თავთან არის ასე მოტიტინე და გახსნილი, თორემ უცხოსთან ხმას ვერ იღებს. ადამიანების ნდობაც დაკარგული აქვს, არავის ემეგობრება განსაკუთრებულად, რაც მისი ყოფილი დაქალების დამსახურებაა, ასეთი კარგები რომ იყვნენ (გადატანითი მნიშვნელობით). მეგობრებისო ხსენება შეაძულეს თამუნას. მერვე კლასის მერე განსაკითრებულად არავისთან უმეგობრია და არც აპირებს,ნდობა დაკარგული აქვს უკვე! რაც შეეხება ივერი ჯიქურს, საშინლად აღიზიანებს ეს პიროვნება. ფიზიკურად ვერც კი შეედრება რომელიმე ბიჭს, გადასარევია, ხასიათები აქვს ისეთი, მოკვლა მოგინდება. ნუ, კაკაბაძის მიმართ მხოლოდ ცინიზმს და ირონიას იჩენს. ესეც დებილივით *უცხო* ბიჭს ვერაფერს ეუბნება და თავისთვის იბუტება. -ოხ გაგა, გაგა! არ გესროლა ეს პლასტელინი რა მოხდებოდა?! ახლა ბორჯომში წასვლა იქნებოდა?!-ჩაიქირქილა კიდევ ერთხელ და თავი ძილს მისცა. • -თამუნა, თამუნა!-სასიამოვნო ბურანიდან დედის თბილმა ხმამ გამოიყვანა. -მმმმმ..-ამოიზმუვლა და ცალი თვალი ზანტად გაახილა. -ადექი დე, არ დაგაგვიანდეს!-საბანი გადახადა შვილს და ოთახი დატოვა. -ეს ხალხი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩემი ძმისთვის ეს ბანაკი სასჯელი კი არა, სამოთხეა! სამოთხე!-დაიბუზღუნა და ფეხზე წამოდგა. სააბაზანოში გაბანცალდა და მოწესრიგდა. გუშინ გამზადებული ტანსაცმელი ჩაიცვა, თეთრი სარაფანი და ჯინსის ჟილეტი, შავი კედებითურთ და ნაჭრის ჩანთაში ოთხი საყვარელი წიგნი ჩადო, რომლის კითხვაც დაგეგმა ზაფხულისთვის. "ტრიუმფალური თაღი", "სამი მეგობარი", "უთავო მხედარი" და "დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა". ჩემოდანი ძლივს ჩაათრია მისაღებში და ახალგაღვიძებულ ძმას შეუბღვირა. -რას მიბღვერ გოგო! ღირსი იყო ის ქალი, აბა რა ჩემი ბრალია მჟავებში, ვალენტობა თუ არ ვიცოდი?-თავი იმართლა გაგამ და ყიყლიყო მოკბიჩა. -მენდელევის სისტემაზე არ გსმენია რამე?! თუ გამრავლების ტაბულა არ იცი?!-უთხრა გაბრაზებულმა და ტუჩი აუბზუა, დედამისის მიერ გამოწოდებულ ყიყლიყოებს. თვალებით უთხრა "დილით ხომ ვერ ვჭამო". -მენდელევის სისტემა შემოგვეხია, შემთხვევით..და ზეპირად ხომ არ.. ვიცოდი!-თქვა პირგამოტენილმა. -ეგ ჭამე არ გადაგცდეს!-უთხრა გაბრაზებულმა და ფაბჯარაში გადაიხედა.-ისედაც შენს გამო ბორჯომის გამოსასწორებელ ბანაკში მოვდივარ! -კაი დაიკო, აბა მერამდენედ უნდა დაისვენო სვანეთში ნინასთან?!-მოთაფლა სცადა უმცროსმა კაკაბაძემ. -როდემდეც მომინდება, და წამოეთრიე, მოვიდა ტაქსი!-ჩაილაპარაკა სწრაფად, ტაქსი კორპუსთან რომ დაინახა. -ჰე! ჭკუით იცოდე! არაფერი გააფუჭო გაგა, თორემ სულს ამოგხდი!-დაეკონა შვილს ნანა. -კარგი რა დედა, როდის იყო მე რამეს ვაფუჭებდი?!-თქვა ეშმაკურად და ტაქსში ჩაჯდა. -აბა თამუნა, შენ იცი დედი!.ჭკუით, ფულს თვის ბოლოს გამოგიგზავნიით!- უთხრა და უფროსი ქალიშვილი გადაკოცნა. *** რამდენიმე საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა მივიდნენ ბანაკში, თორემ შეიძლება გაეფრინა კაკაბაძეს, მთელი გზა გაგას უკბილო ხუმრობებს და ტლიკინს რომ ისმენდა. გამწარებულ მძღოლს დაემშვიდობა, ისიც უმცროსი კაკაბაძის ტიტინით რომ იყო მობეზრებული და თანხაც გადაუხადა. -გაგა, ხმა არ გავიგო შენი თორემ ენას მიგაჭრი!ახლა მოკიდე მაგ ჩემოდნებს ხელი და სადმე დააწყე, მე მანამდე ჩვენს კოტეჯებს მოვძებნი..-თითის ქნევით გააფრთხილა ძმა და პატარა, ხის შენობისკენ გაემართა, "მიმღები"დიდი ასოებით რომ ეწერა. ხის კიბეები სწრაფად აირბინა და კარები შეაღო,მყუდრო ოთახში მხოლიდ ერთი მაგიდა და რამდენიმე სკამი იყო. კუთხეში მინებიანი კარადაც იდგა, ბევრი თაროებით, ერთ-ერთში გასაღებებიც ეკიდა. თამუნა სწრაფად მიუახლოვდა სასიამოვნო შესახედაობის, სათვალიან ქალს, ღიმილით რომ უყურებდა და ხელები მაგიდაზე დააწყო. -გამარჯობა! აქ დედაჩემმა ნანა გურგენიძემ დარეკა გუშინ, კოტეჯი.. -აჰ.. კაკაბაძე თამუნა და კაკაბაძე გეგა ხომ?!-გააწყვეტინა ქალმა და რაღაც ქაღალდებში დაიწყო ქექვა.-აჰ! აქ ჩამიწერიხარ!-ცხრილში კაკაბაძის გვარი იპოვა და თითი გააყოლა.-კაკაბაძე თამუნა იქნებააა.. ჯიქურ..- სიტყვა გაწელა ქალმა და გოგონასაც ლამის გული საგულიდან ამოუვარდა, ივერის გვარი რომ გაიგო. "ოღონდ ის არა" იმეორებდა გულში და ფეხებს იატაკზე აკაკუნებდა.-აჰ, ჯიქური ნათია!-თქვა ქალმა და კაკაბაძემაც შვებით ღრმად ამოისუნთქა, ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ქალს რბილად გაუღიმა. -ჩემი ძმა?!-კითხა ინტერესით. -შენი ძმა გაგნიძესთან იქნება ოც ნომერში! შენ ოცდახუთში! ადვილად მიაგნებ! წარნატებები! ნასიამოვნებმა დატოვა კოტეჯი და მისი ძმისკენ წავიდა ხის ძირში რომ იჯდა. -იმედი მაქვს, შენთან ერთად არ ვიცხოვრებ! სახლშიც მყოფნი!-მიახალა მისვლისთანავე დას და გაეკრიჭა. -ნუ ღელავ, შენ ოც ნომერში წაათრიე შენი ბარგი, მე ოცდახუთში ვარ! ღამით ზღაპრების წაკითხვა თუ მოგინდება დამირეკე!-წაგესლა ძმა და ჩემოდანს ხელი ჩაავლო. მწკრივში ჩალაგებულიყო პატარ-პატარა ხის, ლამაზი კოტეჯები, აი ისეთი, ფილმებში რომ უნახავს კაკაბაძეს, თუმცა აქ მოხვედრაზე თინეიჯერი რომ იყო მაშინ ოცნებობდა. როგორც იქნა, დაინახა "25" კოტეჯი და სირბილით აიარა სამი კიბე, ჩემოდანი იქვე დადო იატაკზე და ღია, წაბლისფერ კარზე დააკაკუნა. კართან რამდენიმე წამში ჩხაკუნი გაისმა და ნათიამაც გაკვირვებულმა მოავლო თვალი, უხერხულად მომღიმარ თამუნას. -აბა, მიმიღებ?! -თამუნაა! ყველას ვიფიქრებდი შენს გარდა! აუ, რა მაგარია!-მოეხვია უმცროსი ჯიქური კაკაბაძეს. * * * ხის პატარა სახლში, ორი საწოლი იდგა, ორი კარადითა და ერთი სარკით. თაღით სამზარეულო და საძინებელი გამოყოფილი იყო ერთმანეთისგან. სამზარეულოს გვერდით კი პატარა სააბაზანო და ტუალეტი იყო. დაღლილ-დაქანცული ჩამოჯდა საწოლზე და ჟაკეტი გაიძრო. -როგორ გამიხარდა შენი ნახვა! აქ საიდან მოხვდი?!-ჰკითხა ნათიამ და გვერდით მიუჯდა. -ჩემმა ძმამ ესროლა ლიას პლასტელინი და დასაჯეს!-ჩაიბუზღუნა და ბარგი გახსნა, კარადა გამოაღო და ტანსაცმელების შელაგება დაიწყო. -მართლაც მოსარჯულებელი ადგილია, მე და ჩემი ძმაც გამოგვიშვეს! დილით ცხრა საათზე ტბასთან უნდა იყო, სარბენლად! მერე ტყეში დავდივართ პიკნიკებზე! მერე კლუბში დაგვიბარებენ და რამე იდიოტურ პროექტს დაგვავალებენ!-ჩაიბურდღუნა მოწყენილმა, კაკაბაძე თან ტანსაცმელებს ალაგებდა, თან გოგონას საუბარს უსმენდა. ბოლოს წიგნები და პასტა კომოდზე დადო და თვითონაც ჩამოჯდა. -რემარკი, კარგი არჩევანია! წაკითხული მაქვს, ორივე სულში ჩამწვდომია!-აღნიშნა ნათიამ. -მე ვერ ვახერხებდი, საატესტატოები ხომ მქონდა წელს და..-თავი იმართლა თამუნამ, არა და კითხვა მართლა უყვარს. -ეჰ, მომავალ წელს მეც მეთერთმეტეში ვიქნები!-ამოიოხრა და ფანჯარაში გაიხედა.-საღამოს კოცონთან იკრიბებიან, წავიდეთ კარგი?! –რა პრობლემაა!-გაუღიმა და საწოლზე წამოწვა. -შეყვარებული არ გყავს თამუ?!-შეპარვითი ხმით ჰკითხა ჯიქურმა. -არა.. კლასელებთან კონფლიქტი რომ მქონდა, მის მერე არ მყოლია! სინამდვილეში მანამდეც არ მყოლია მაგრამ.. -ჰჰჰ! სად გეყოლებოდა?! წიგნს იქით ვერაფერს ხედავ!-გაისმა ირონიით გაჟღენთილი ხმა ოთახში და კაკაბაძესაც ხმა ჩაუწყდა. არასასიამოვნოდ შეაჟრჟოლა ივერის ხმის გაგონებისას, მთლიანად წამოხურდა სახეზე. -გაწითლება რა საჭიროა?! ასე თუ მოგწონვარ, ჩემს დანახვაზე რომ წითლდები, ხშირად გესტუმრები ხოლმე!-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და დას გვერდით მიუჯდა. -ივერი რანაირად იქცევი?!- შეუღრინა ძმას და მხარზე უჩმიტა. -რა ვიტყუები?! ნახე, მოვწონვარ! მაგ საქმეში გამოცდილი ვარ და გოგოს თუ მოვწონვარ ვამჩნევ!-ირონიულად ჩაიქირქილა. თამუნას ნერვებსაც ვეღარ გაუძლო ამდენს და ფეხზე სხარტად წამოდგა . -კაი თამუ, არ უსმინო, დებილია!-დაეწია გზაში ნათიას ხმა, თუმცა არაფერი გაუგონია, ისე შევარდა ტყეში და სიარული დაიწყო. თან, ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა თვალებიდან. -უზრდელი, რეგვენი! საძაგელი!-ბურდღუნებდა ხმაჩამწყდარი და ცრემლებს იწმენდდა.-მოგწონვარო, ეგ არასოდეს მომეწონება! მაგას გონია იმ გოგონებს ვგავარ, ფიზიკურად რომ აფასებენ ხალხს! მაგ პრიმიტს რა შემაყვარებს!-თქვა ამღვრეულმა და ხის ძირში ჩამოჯდა. ტირილით გული რომ იოხა, ფეხზე წამოდგა და იმ ადგილისკენ წავიდა, საიდანაც მოდიოდა, თუმცა უკვე ბნელდებოდა, ამდენ ხეებში გზაც ვეღარ გაიგნო და ხმამაღლა აღნავლდა. -მგელ…მა უნდა შემ…ჭამოს? თუ ყორ…ნებმა? ლომებ…მა?!-სრუტუნებდა დაპროგრამებულივით და ერთ ადგილას დაბაკუნებდა. ამხელა შიში არასოდეს განუცდია, ფეხები ეკვეთებოდა უკვე, ყბაც აუკანკალდა და თვალდაბინდული მიჯდა ხის ქვეშ. -ღმერ…თო, ახლა არ მომკ…ლა რა იქნება?!-ასრუტუნდა უფრო ხმამაღლა და ოთხად მოიკუნტა. ამ წამში გულის ძგერას მთელ სხეულში გრძნობდა, აორტაში გადასროლილი სისხლი იმდენად დიდი წნევით მიდიოდა კაპილარებში, და შემდეგ ნერვულ დაბოლოვებებში, მთელი სხეული უცემდა გულთან ერთად. ღამის განსაკუთრებულად ეშინია, ტყეში კიდევ შეიძლება ნერვული შეტევა დაემართოს და საშინლად მოკვდეს! სიკვდილის საშინლად ეშინია, ამაზე ფიქრიც კი აუკრძალა თავის თავს, მაგრამ ახლა ერთიანად მოეძალა საიქიოზე ფიქრი და უარესად აკანკალდა. შიშმა პიკს მიაღწია, მხარზე ხელი რომ იგრძნო და მთელ ხმაზე დაიკივლა. -ჩუ, გოგო!-გაისმა ივერის ხმა,-ნუ წივიხარ რა იქნება! აქ ვარ, ნუ გეშინია!-ანჯღრევდა პანიკურად აკანკალებულ სხეულს. -მოვკვდი მგონი! ურჩხულები მელანდება!-ჩურჩულებდა კანკალს აყოლილი. -ვგავარ ახლა ურჩხულს ასე სიმპათიური პიროვნება?!-დაუბღვირა გოგონას და უფრო მძლავრად შეანჯღრია. -მეჩვენება! ის საზიზღარი მეჩვენება!-ჩურჩულებდა ლიბრგადაკრული და ათრთოლებულ ტუჩებს სატირლად ბურცავდა. -გამოფხიზლდე შენ და მოჩვენებებს განახებ მერე! საზიზღარსაც მოგიმატებ კიდევ! შე ჩერჩეტო გოგო!-შეუღრინა გაბრაზებულმა და სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა გულში ჩაიკრა აკანკალებული არსება და სასიამოვნო იმპულსები, რომლებმაც სხეულში დაუარა დააიგნორა. -სად მორბოდი ერთი?! გზა იცოდუ თუ კვალი?! ბურანიდან გრილმა, სუფთა ნიავმა გამოარკვია; სიო საამოდ უბერავდა მარჯვენა ფანჯრიდან და საბანში გახვეულს, ოფლი რომ მოსდიოდა, მალამოდ ეფრქვეოდა ჰაერი. ზანტად გაახილა მოლურჯო-მომწვანო თვალები და ხის კოტეჯში მიმოიხედა. ნათიას როგორც ჩანს ფანჯრები გაეღო და თვითონ გარეთ გასულიყო. დილის ცხრა საათს უჩვენებდა ლურჯი ციფერბლატი და კიდევ ერთხელ მიდიოდა, მრავალგზის განვლილ გზაზე. ფეხები საწოლიდან გადმოჰყო და ზაფხულის ფლოტებში ფრთხილად შეაცურა; თვალებიც მოისრისა და გაიზმორა; ბუნებაც და მინდიც კარგი იყო, შესაბამისად კაკაბაძეც კარგ გუნებას უქადდა თავის თავს. იატაკზე ჭრაჭუნით გაიარა და მომცრო აივანზე, ხის სკამში, წიგნით ხელში ჩამჯდარ უმცროს ჯიქურს მიაჩერდა, გოგონამაც მალევე მიაქცია ყურადღება და წიგნი დახურა. -იმედია, არ გაბრაზდები, შენი წიგნი რომ ავიღე!-უთხრა თბილად და გაუღიმა. კაკაბაძესაც გულს მოეშვა, კიდევ კარგი გუშინდელ ღამის კოშმარზე რომ არ უთხრა რამე, თორემ სირცხვილისგან სად წასულიყო, შენმა ძმამ აკანკალებულს მომაგნოო. -არა, რა სისულელეა! რატომ უნდა გავბრაზდე..-მხრები აიჩეჩა და კოტეჯში შებრუნება გადაწყვიტა. -გუშინდელზე მერე ვიაუბრებთ!-მოაძახა კარში შესულს. გოგონაც მძიმე ნაბიჯებით გაუყვა გზას აბაზანისკენ. გუშინ, რომ ჩამოვიდა არ უბანავია, პირდაპირ ტყეში გააქანა იმ ვრლურმა, დროა მოასწროს მოწესრიგება, თორემ მერე ბანაკის ცხოვრებას უნდა შეუერთდეს და საკუთარი თავისთვის აღარ ეცლება. ტასაცმელი იქვრ მიმოყარა და წყლის ჭავლს თავი შეუშვირა. განტვირთვა არ აწყრენდა ნამდვილად! რამდენიმე წუთში დატოვა აბაზანა და გამოიცვალა. საყვარელი სარაფანი და კედები ჩაიცვა, საწოლიც გადაასწორა და ტბის პირას სადაც უამრავი ახალგაზრდა იყრიდა თავს, ნაცნობ სილუეტს მიუახლოვდა. -გაგა რა გააფუჭე ეხლა?!-ირონიულად ჩაუკრა თვალი ძმას. -სხვათაშორის ჩემს კაბინაში ერთი გოგო ცხოვრობს..-დის შეკითხვა უკუაგდო უმცროსმა კაკაბაძემ და ირონოული მწერა უთავაზა. -გაგა, ჭკუით, იცოდე!-გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი. -მეგობრულად კარგი გოგოა-თქო! ეს ვიგულისხმე..-გამოსცრა კბილებს შორის და დას გაშორდა. -ყველას ნერვებზე როგორ უნდა მოქმედებდე არ მესმის, კიდევ კარგი დროზე წამოგიყვანე იქედან, თორემ ლომები შეგჭამდნენ!-როხროხით გაიმეორა გოგონას სიტყვები და კიდევ უფრო ახარხარდა. მოჟამული სახით, უემოციო გამომეტყველებით მიბრუნდა ჯიქურისკენ და მის მიმზიდველ სახის ნაკვთებს ამრეზით შეავლო თვალი. -შენ რა განაღვლებს, პირადად შენს ნერვებზე ჯერ არ მიმოქმედია!-ნიშნისმოგებით უპასუხა და გამბედაობით დარცხვენილს, ლოყები შეეფარკლა. -არ გშვენის ეს ვითომ სწერვა სახე, ვის ატყუებ ძალიან მინტერესებს! მე?! გუშინ კარგად კანკალებდ.. -მისმინე ჯიქურო!-გამოსცრა კბილებს შორის და თვალები დააწვრილა, ნამდვილი გაფრთხილებისთვის, მის ნაზ ხმას მხოლოდ სიმტკიცის ნოტა აკლდა,-თუ აპირებ, გუშინ მომხდარი ინციდენტი, ყოველ შეხვედრაზე მიმეორო, არ დამენახო იცოდე! -ისეთი ნაზი ხმა გაქვს, ბაყაყსაც ვერ შეაშინებ, მაგ მუქარით!-ირიბად ჩატეხა მარჯვენა ტუჩის კუთხე და წარბი ასეწია. -ცუდია, შენს თავს ბაყაყს რომ უყადრებ!-ატიტინდა თამუნაც,-ამის შემდეგ, მოდი და მე დამარიგე ჭკუა! -გოგო ნუ წაიგრძელე შენ ეგ, ისედაც გრძელი ენა, თორემ ამოგწიწკნი გასაგებია?!-მასთან ახლოს მივიდა და ტუჩზე ცერა თითი მიაჭირა. გაბრაზებულმა მოიცილა ბიჭის ხელები და წარბშეკრული მზერა სტყორცნა. -თავხედი და უტაქტო ხარ! გოგოსთან მოქცევის ელემენტარული წესები არ იცი, შენ რა უნდა გელაპარაკო!-დაიჩურჩულა და თვალში ჩამდგარი ცრემლი, მუქთად გადაყლაპა. გოგონას ემოციურობაზე ცოტა არ იყოს შეკრთა ჯიქური და უმალ შეუშვა ხელი, თამუნაც მაშინვე გაეცალა იქაურობას და სცენას მიუახლოვდა, სადაც ბანაკის დირექტორი საუბარს იწყებდა; ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა და გულისყურით მოუსმინა, ცნობით, ბატონი რეზოს სიტყვებს. -მოგესალმებით ახალგაზრდებო! იმედი მაქვს, წელსაც, ისევე კარგად გაატარებთ დროს, როგორც შარშან და მანამდე, რაშიც ადმინისტრაცია დაგეხმარებათ! გადავწყვიტეთ, ჩავატაროთ ახალი სახის პროექტები, დავგეგმოთ მეტი ლაშქრობა ბორჯომის მიდამოებში და რაც მთავარია! მინდა, თითოეულ თქვენგანში ურთიერთსიყვარული და პატივისცემა მოძრაობდეს, ამიტომ, იმათთა საყურადღებოდ, ვისაც პრობლემა გაქვთ ერთმანეთში, გირჩევნიათ, მორიგდეთ და სერიოზულში არ გადაგეზარდოთ, თორემ სათანადოდ დაისჯებით!-გამოსვლა დაამთავრა თუ არა ყველა წამოიშალა და ერთი ადგილისკენ დაიძრა. თამუნამაც, ნათია მოძებნა და ერთად გაუყვნენ გზას. -სად მიდიან?!-ჰკითხა სიარულისგან რომ დაიღალა. -მდინარეზე!-მოკლედ მოუჭრა და ქოშინით გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი. -დიდი ხნის სავალია?! -თხუთმეტ წუთში მივალთ, დაახლოებით!-უთხრა გოგონამ და გაუღიმა. *** თხუთმეტწუთიანი სავალი გზის შემდეგ, ულამაზეს ჩანჩქერს მიადგნენ, რევაზი უკან მოდიოდა და ბავშვებს აკვირდებოდა. თვალწარმტაცი იყო იქაურობა, პირდაპირ გასაგიჟებელი. თეთრი, ცქრიალა ჩანჩქერი და ქვემოთ, ტბად დაგროვილი ლურჯი წყლის მასა, საოცარ კონტრასტს ქმნიდა, მწვანე ხის ტოტებიც, ქვეებთან ჩრდილს ქმნიდა და მშვენიერი მოსასვენებელი ადგილი იყო, ამ სიცხეში. ბერეტი ქუდი შეისწორა კაკაბაძემ და მშვიდ ადგილას, ჩრდილში ჩამოჯდა; ღიმილით აკვირდებოდა წყალში მოტუმპავე ძმას, რომელიც ხარხარით აყვინთავებდა მის თანაკოტეჯელ გოგონას. თვალი, უნებლიედ, ჯიქურისკენ გაექცა, რომელიც წელს ზემოთ შიშველი იყო და მისი სხეულის დახვეწილი ფორმები, თვალის არიდებას გაუსაძლისს ხდიდა. სახეზე საგრძნობლად ახურდა თამუნა და ივერის თვალი მოაცილა. ამჯერად ნათიაზე და ერთ გოგონაზე გადაიტანა მზერა, მათკენ რომ მოდიოდნენ. -გაიცანი თამუნა, ეს ელენეა, ჩემი ბიძაშვილი! ეს კი ჩემი დაქალია, თამუნა კაკაბაძე!-დაქალის ხსენებისა სასიამოვნო ჟრუანტელმა და გულში სითბო ჩაეღვარა, ამდენი ხნის მანძილზე პირველად იგრძნო სავსედ თავი. -სასიამოვნოა!!-გაუღიმა გოგონამ და კაკაბაძემაც თავი დაუკრა. ნახევარ საათში უკან, ბაკანში დაბრუნდნენ, საუზმის დრო იყო და როგორც ჩანს საერთო სამზარეულოში მიირთმევენ საკვებს. -აქ საუზმე, სადილი და ვახშამი როგორ ხდება?!-იკითხა გზაში. -თერთმეტზე, სამზე და შვიდზე ვჭამთ, ლოლა მორიგეობას დაგვიწესებს, რომელ დღეს ვინ უნდა იმორიგეოს და სად, ძირითადად წყვილებში ვართ!-მოკლედ აუხსნა სიტუაცია და სასადილოში შეუძღვა. ასეთი სისუფთავე საერთო სასადილოში პირველად ნახა და თვალებს ვერ დაუჯერა, საქართველოში თუ იყო, თავი ამერიკულ კინოფილმში ეგონა. "კარგი დისციპლინა აქვთ, როგორც ჩანს!" გაიფიქრა გულში და ბრბოს შეუერთდა. -ვინც არ მიცნობთ, მე ლოლა ვარ და სამზარეულოში თუ რამე პრობლემა იქნება, მე მომმართეთ! ახლა რაც შეეხება მორიგეობას..-მათემატიკის დაჭმუჭნული ფურცელი ხელში დაიჭირა და სათვალე გაიკეთა,ჰარი პოტერს რომ ჰქონდა, ზუსტად ისეთი,-ორშაბათს, ანუ დღეს ჭურჭელს მიხედავენ, კაკაბაძე თამუნა და ჯიქური ივერი..-გული ლამის გაუსკდა ამ მონსტრთან ერთად რომ წარმოიდგინა თავი, ამრეზით აბრიცა ქვედა ტუჩი და ჯიქურს დაუწყო ძებნა, რომელიც თურმე მის გვერდით მდგარა. -კიდევ კარგი, ჭურჭლის დარეცხვა მოგვიწია.. ჩვენ!-ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვას და ლოყაზე ოდნავ შეახო ტუჩები. პირველად დაამყარა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან მსგავსი სიახლოვე, ეს მხურვალე ტუჩების შეხებაც რა მისდა ჭირად ახლა მოუნდა ივერის, კაკაბაძეს ჰგონია მთელი ბანაკი მას უყურებს და აირცხვილისგან ყურებიც აეწვა, ლოყები ბროწეულოვით აუწითლდა და კისერში ძარღვი გაბრაზების ნიშნად შეუთამაშდა. -საზიზღარი ხარ!-უთხრა გაბუსხულმა. -აჰაჰა! ძალიან სასაცილო ბავშვი ხარ, "შუქნიშანა"!-თვალი ახალი ასპექტით კმაყოფილმა ჩაუკრა და ტუჩები მობურცა. -ეს შუქნიშანა რაღა ჯანდაბაა!-კითხა გულუბრყვილოდ და წარბები შეკრა. -აი, შუქნიშანს რომ ფერები ეცვლება ეგრე ხარ შენც, შესაბამისად, ეს შენი ზედმეტსახელია!-მომხიბვლელად გაუღიმა და ლურჯ, სიბრაზისგან ჩამუქებულ თვალებში ჩააშტერდა კაკაბაძეს, სადაც მის ანარეკლს ხედავდა და ეგოისტურად უხაროდა. -უხ!...-გაბრაზებისგან, მხოლოდ ესღა აღმოხდა და მუშტები შეკრა. -პატარა ბავშვი ხარ-თქო!-კიდევ ერთხელ გადაიროხროხა გოგონას მართლაცდა ბავშვურ საქციელზე და და ლოყაზე თითებით უჩმიტა. -მე თუ ბავშვი ვარ, შენც ეგ გამოდიხარ!-უთხრა გაბრაზებულმა და ხის შენობა დატოვა.-მე ვარ კიდევ პატარა ბავშვი, შენ კიდევ საზიზღარი ხარ!-ბუზღუნებდა გზაში და ტბისკენ მიდიოდა, სადაც სრული სიჩუმე სუფევდა. წყნარი ადგილები ბავშვობიდან უყვარდა, აქ თავის თავთან მარტო შეეძლო დარჩენა და ხმამაღლა ფიქრი. მას შემდეგ, რაც მეგობარმა, იმ ბიჭთან დაიჭირა საქმე, თანაც საკმაოდ ბინძური, რომელიც კაკაბაძეს მოსწონდა, ყველაფერზე გული აუცრუვდა, წლებია გულახდილად არავისთან უსაუბრია.. ხშირად წერდა ჩაბახატებს და აზრებს დღიურში, უცნობთან წერილებსაც აგზავნიდა და წვავდა, ეგონა გულზე მოეშვებოდდა და თავს ამ აზრის სისწორეში არწმუნებდა. -უჰჰჰ…-ღრმად ამოისუნთქა და უკან გამობრუნება სცადა, ვიღაცის დიდ სხეულს რომ დაეჯახა. წონასწორობადარღვეული, ინერციით ტბაში ჩავარდებოდა ჯიქურის მკლავს რომ არ შეეჩერებინა. -როგორ შემაშინე!-უთხრა შეწუხებულმა და გულზე ხელი მიიჭდო. -წამოდი, ისაუზმე, გუშინსმერე არაფერი გიჭამია!-უთხრა მშვიდად და კოტეჯისკენ უბიძგა. გზაში, სანამ კოტეჯამდე მივიდოდნენ, ათასჯერ გააღო პირი რაღაცის სათქმელად მაგრამ, მალევე მოკუმა. -ივერი, მადლობა და ბოდიში მაქვს მოსახდელი!-ამოღერღა ბოლოს და ქვედა ყუჩი კბილებს შორის მოიქცია. -რომელი რისთვის?!-ისევ წყნარად ჩაილაპარაკა; კაკაბაძე მისი სიწყნარით გაკვირვებული იყო, თუმცა ამისთვის არ ცხელოდა ნამდვილად, ახლა ერთობ საჭირბოროტო საქმეს არჩევს. -მადლობა, იმისთვის რომ მონძებნე გუშინ.. -უბრალოდ ტყეში გამოვედი, შენს საძებნელად არ წამოვსულვარ, გადაგეყარე და წამოგიყვანე, ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა!-გააწყვეტინა მობეზრებული ხმით და სამზარეულოში შეატარა. -მართალი ხარ, არც მადლობის და არც ბოდიშის ღირსი არ ხარ! საზიზღარი ადამიანი ხარ! მიუხვედრელი!-უთხრა გაბრაზებულმა და სასუსრველ ადგილას დაჯდა. ჯიქურიც, მალევე გაშორდა იქაურობას და სხვაგან მოძებნა ადგილი. *** როცა ისაუზმეს, ექვსი ბავშვის გარდა ყველამ დატოვა სასადილო, მხოლოდ კაკაბაძე, ჯიქური და ოთხი ბავშვი დარჩნენ რომელთაც ალაგებ და ნაგვის ასუფთავება ევალათ. -შენ დარეცხილ ჭურჭელს გაამშრალებ და მანდ ჩააწყობ!-უთხრა მაშინვე, როგორც კი სამზარეულოში მარტო დარჩნენ კაკაბაძემ ჩვეულებრივად ივერის. -არ მეგონა, წყენა ასე მალე თუ გვარდებოდა გულიდან!-უთხრა იგივე ტონით ჯიქურმა. -უბრალოდ წყენის ღირსადარ გთვლი!-უთხრა და თეთრი თეფში მიაწოდა, წეღან რომ ამორეცხა. -ნუ ატლიკინებ გოგო შენ ენას!-დაუყვირა და გამშრალებული თეფში ძირს დაახეთქა. შეშინებული შეხტა კაკაბაძე, თვალებგაფართოვებულმა შეხედა გაცეცხლებულს და ენაზე იკბინა ასეთი უაზრობა რომ წამოროშა. -რა ხდება ბავშვებო?-წამში შემოვარდა რეზო ოთახში. -არაფერი, ამან ჭკუა უნდა ისწავლოს უბრალოდ!-გამოსცრა ჯიქურმა და ბრაზით გადახედა გოგონას. -მე ვიცი მაგ პრობლემას როგორც მოვაგვარებ!-თქვა წარბშეკრულმა.-ვატყობ, თქვენ ორს პრობლემები გაქვთ, ამიტომ ერთი კვირით საცხოვრებლად გადახვალთ მეორმოცე კოტეჯში ორივე ერთად!-გამოსცრა კბილებს შორის.-ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა ისწავლოთ, გამიმართეს აქ კონცერტები!-დაიყვირა და ოთახის კარს ხელი ჩაავლო.-დღესვე გადახვალთ იქ! -ოღონდ ამასთან არ მაცხოვროთ და სულ არ ამოვიღებ ხმას!-თქვა ჯიქურმა და წარბები შეკრა. ტანში უსიამოდ გააჟრჟოლა ივერის სიტყვებზე გოგონას, აბა რომელ გოგოს ესიამოვნება, ბიჭი უდიერად რომ მოიხსენიებს?! ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და თვალები დაპრაწა კარში მობრუნებულ რეზოს რომ შეეჩეხა. -გადაწყვეტილია, კაკაბაძე და ჯიქური! თქვენ იცხოვრებთ ერთად!-დაიყვირა და კარი ისე მაგრად მიაჯახუნა, ლამის კედლები ჩამოანგრია. გარკვივებისგან ვერც ერთი იღებდა ხმას, ფაქტია, მომავალი ერთი კვირა ერთმანეთის გაძლება მოუწევათ, მაგრამ მათ ხომ არ იცოდნენ როგორი წესები ჰქონდა კიდევ რეზის დასჯილებისთვის. -აქ ერთი საწოლი დგას?!-კოტეჯში შესვლისთანავე თვალში მოხვდა, ერთი ოდნავ ფართე საწოლი, რომელიც კედელთამ მიდგმულიყო და თავზე პატარა ფანჯარა ედგა. -რომ იცოდე, იატაკზე წოლას არანაირად არ ვაპირებ, ამიტომ აქედანვე შეეგუე, რომ ჩემთან ერთად მოგიწევს ძილი, მომავალი შვიდი დღის განმავლობაში!-ომახიანად დასძინა ჯიქურმა და გაშტერებულ კაკაბაძეს, კარებში რომ იდგა და ობოლი კულული, ნელ სიოზე უთრთოდა ღიმილით ჩაუკრა თვალი. -აი მესმის სასჯელი! როგორც ამ პუნქტებში წერია, საჭმელი ჩვენით უნდა გავიმზადოთ, თუმცა სამზარეულოში მორიგეობა მაინც მოგვიწევს!-თვალწინ აუფრიალა ორი, ერთმანეთზე გადასკრეპებული ფურცელი და დაღონებულმა ჩამოყარა ხელები,-საკვები პროდუქტი სად უნდა ვიყიდოთ?! -ხვალ ქალაქში წავიდეთ და ვიყიდოთ! მეც მომბეზრდა ფაფები!-ამრეზით ჩაილაპარაკა ივერიმ და ტუჩი აიბზუა,-თავი ჯარში მგონია! იმედია, კარგ საჭმელებს აკეთებ. -გააჩნია შენ რა გიყვარს!-მხრები აიჩეჩა და საწოლზე წამოკოტრიალებულ ჯიქურს გვერდით უხერხულად მიუჯდა. -კარგი, მოდი ჩავწეროთ, ხვალ რა უნდა ვიყიდოთ!-თქვა და ფეხზე წამოიზლაზნა, ჯიბიდან ფურცლის ნაგლეჯი და კალამი ამოიღო და იქვე კომოდზე დაუდო კაკაბაძეს. გოგონამაც სწრაფად მოახდინა რეაგირება და ჩანთიდან წესიერი ფურცელო ამოიღო, ერთ-ერთ წიგნზე დადო და ყურები ცქვიტა,-ე.ი ჩაიწერე! კვერცხი, კარტოფილი, ხახვი, ძეხვი, კეტჩუპი, მაკარონი, ყველი და კონსერვი, მწვანილები და წვრილმანები შენით მიამატე!-ოდნავი შესვენებით ჩამოთვალა თითოეული პროდუქტი და ფანჯარაში გაიხედა, -იმედია, ამ საღამოს წვეულებაზე გაგვიშვებს რეზო, თუ თაზო! აღარ მახსოვს სახელი.. -რომელ წვეულებაზე?!-ჰკითხა გაკვირვებულმა და ფურცელი წიგნში ჩადო. -ამ საღამოს რომ იმართება იმაზე, მე უნდა წავიდე და შენი არ ვიცი! -მე არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები, თან აქ რაღაც-რაღაცეები მისალაგებელია, ამიტომ მარტო მოგიწევს წასვლა!-თქვა კაკაბაძემ და ჩემოდნის ელვა ხმაურით გახსნა. -როგორც გინდა, შუქნიშანა!-ირონია შეურია ხმაში და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. -შენ რა ეწევი?!-წეღანდელ ზედმეტსახელზე ყურადღება არ გაუმახვილებია, ისე წამოიძახა გაკვირვებულმა. -გინდა მთელს ბანაკს შეატყობინო, ივერი ჯიქური რომ ეწევა თუ როგორაა საქმე?!-გამოსცრა კბილებს შორის. -მე უბრალოდ გამიკვირდა..-აბლუყუნდა ძლივს და ტანსაცმელი კარადაში შეალაგა -რა არის გასაკვირი იმაში, თუ თვრამეტი წლის ბიჭი ეწევა?! -თვრამეტის ხარ?!-კიდევ უფრო გაიკვირვა კაკაბაძემ და თვალები ისე გაუფართოვდა, ლამის ხელში დაიჭირა. -ხო, გვიან შევედი სკოლაში!-თქვა და კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი დაარტყა. -კარგი, შენს ტანსაცმელებს იმედია შენით შეალაგებ!-უთხრა ოდნავ დარცხვენით და მზერა აარიდა. -ჩემით შევალაგებ, მადლობა შემოთავაზებისთვის!-ოდნავი ირონია არც ახლა დააკლო ბიჭმა და ტუჩის კუთხე სასიამოვნოდ ჩატეხა. -მე არაფერი შემომითავაზებია!-თქვა მთლიანად აწითლებულმა და სამზარეულოში გავიდა, სადაც ყველგან მტვერი მიმოფენილიყო და თითოეულ უჯრას, გაცრეცილ, ღია ფერს სძენდა, -ამაღამ ძილი არ მიწერია, როგორც ჩანს!-თქვა და საჩვენებელი თითით, მუქი ფერის ღარი დააჩინა სამზარეულოს უჯრას. -შენც რას იკლავ თავს. ხვალ დაალაგე!-უეცრად უკნიდან მოესმა ჯიქურის კატეგორიული ხმა და ადგილზე შეხტა. -სულ როგორ უნდა მაშინებდე!-დაიბუზღუნა პატარა ბავშვივით და ტუჩები მობუსხა. -კარგი, მე წავალ და მალე მოვალ!-თქვა გველნაკბენივით ჯიქურმა. -წვეულებაზე მიდიხარ?!-ჰკითხა შეპარვით და თვალები ოდნავ დახარა. -ჰო, რა მოხდა?!-ჰკითხა გოგონას შეწუხებულმა, როგორც კი მისი ათრთოლებული ხმა გაიგონა. -არ დალიო რა..-უთხრა და ცალი ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან, რომელმაც სწრაფად გასჭრა წითელი ლოყა და ვერტიკალურად ქვევით, იატაკზე დაეცა, ვინ იცის რად უღირდა კაკაბაძეს ახლა ეს სიტყვები. ჯერ იმიტომ, რომ ამას ივერის სთხოვდა და მერე იმიტომ, რომ წარსული გაახსენდა და მთვრალი მამა, რომელიც საშინელ მდგარეობაში აგდებდა ოჯახს. -შენ რა, ტირი?!-ჰკითხა გაკვირვებულმა და საჩვენებელი თითით თავი მაღლა ააწევინა -რა.. რა გატირებს თამუნა?!-ამ ხნის განმავლობაში პირველად დაუძახა გოგონას სახელი ჯიქურმა. -უბრალოდ არ დალიო რა..-უთხრა და ამჯერად ხმამაღლა აქვითინდა. სუნთქვაშეკრული, იქვე სკამზე დაესვენა და ხელები სახეზე აიფარა. ჯიქური გაკვირვებული ადევნებდა თვალს გოგონას საქციელს და თავის თავს უსვამდა კითხვას, რამე ხომ არ ვაწყენინეო . -რატომ ტირი გოგო,ნუ შემშალე!-გამოსცრა კბილებს შორის და გვერდით მიუჯდა,-მე გაწყენინე რამე?!-ჰკითხა ოდნავ დამთბარმა და სლუკუნისგან აკანკალებულ ზურგზე ხელი დაადო.ოდნავ შეკრთა კაკაბაძე, თუმცა ახლა ივერისა და მისი სასიამოვნო შეხებისათვის ნამდვილად არ სცხელოდა. -შენ არაფერ შუაში ხარ!-ძლივს ამოილაპარაკა და აწითლებული თვალები მიანათა პირდაღებულ ჯიქურს. შეკრთა ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა გოგონას თვალები, არ ეგონა სიწითლე მის თვალებზე და საერთოდ ივერზე ასეთ გავლენას თუ მოახდენდა. გაბრაზებულმა გაღრჭიალა ყბები, ახლა ტირილის მიზეზი რომ არ გაეგო, ალბათ ბოღმისაგან მოკვდებოდა. -მითხარი ეს დედააფეთქებული რატომ ტირიხარ! ჩემი დალევა თუ არ გინდა, საერთოდ არ წავალ… -არა, საერთოდ როგორ არ წახვალ, შენ ხომ გინდოდა იქ წასვლა.. -თუ არ მეტყვი რა მოხდა, არსადაც არ წავალ, ზუსტად!-ვირივით გაჯიუტდა ჯიქური და ხელები გადააჯვარედინა. -კარგი, მოგიყვები..-ღრმად ამოისუნთქა და ცრემლები შეიმშრალა. მიხვდა, ჯიქური მართლა არ წავიდოდა, ტირილის მიზეზს თუ არ ეტყოდა, ისიც იცოდა, წასვლა რომ უნდოდა, ამიტომ უყვებოდა ამყველაფერს, რაც მისთვის დიდ ტკივილთან ასოცირდებოდა,-ბავშვობიდან ალერგიული ვარ მთვრალებზე და პანიკური შიში მეწყება, მათ ჩემს სიახლოვეს ერთი მეტრის რადიუსზე თუ ვხედავ. ეს ყველაფერი მამაჩემის ბრალია, პატარა რომ ვიყავი, თვრებოდა და სახლში კონცერტებს დგამდა, ყვიროდა, იგინებოდა, ლეწავდა ყველაფერს რაც ხელში მოყვებოდა, მე არაფერს მიშავებდა, თუმცა, მაინც ძალიან მეშინოდა, ყველაფერი ახლოს მიმქონდა გულთან. თავიდან თავს ვიმორჩილებდი, შემდეგ წლების განმავლობაში, მამაჩემის სიმთვრალე რუტინად რომ გვექცა ოჯახს და მისგან ცემა-ტყეპაც ჩვეულებრივი ამბავი იყო, პანიკაში ვვარდებოდი, ერთხელ ძალიან რომ დათვრა და დედაჩემისკენ ხელით წაიწია, წინ გადავუდექი, დედაჩემისთვის განკუთვნილი ხელი მე მომხვდა და გონება დავკარგე, დაახლოებით ხუთი დღე მეძინა და ტვინის შერყევაც კი დამემართა.. მას უკვე აღარ ანაღვლებდა არც ერთი ჩვენგანი, ჩვეულებრივად გვცემდა და არ გვინდობდა, ჩემი ძმა რომ წამოიზარდა, მასზეც გადაწყვიტა ხელის აღება, თუმცა მე და დედამ ამის უფლება აღარ მივეცით. ერთხელ შიშისგან შევწუხდი კიდეც, როდესაც ჩვილი გაგასკენ წაიწია. ეს იყო ბოლო და უკანასკნელი დღე, რომელიც მამაჩემთან ერთად გავატარეთ, მას შემდეგ ცალკე ვცხოვრობთ. ისიც მხოლოდ ერთხელ მოვიდა პატიების სათხოვნად, უფრო სწორად მოვალეობა მოიხადა და წავიდა. მას შემდეგ არც გამოჩენილა. კიდევ კარგი დროზე მოვცილდით, თორემ ჩემს ფსიქიკას კარგი ბედი არ ეწერა. გაგა ვერაფერა ხვდებოდა, მე კი იმაზე მეტად ვღელავდი, ვიდრე საჭირო იყო, ჩემი ქმარი მამაჩემისნაირი რომ იყოს შეიძლება თავი მოვიკლა. იმდენ დამცირებას ვერ გადავიტან, რაც დედაჩემმა გადაიტანა, მხოლოდ ოჯახის გამო..-დროდადრო შეისვენებდა კაკაბაძე და დაცრემლილ თვალებს შეიმშრალებდა. ჯიქურს, რომელსაც, თვალებში ბრაზი და სიბრალული ჩადგომოდა, თვალს არიდებდა. არ იცოდა, ამას რატომ უყვებოდა ივერის, უბრალოდ საჭიროდ და თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ეს ყველაფერი ჯიქურს სცოდნოდა.რატომ ვერ ხვდება,თუმცა რაც ამ ადამიანს უთხრა არავისთვის მოუყოლია. -მაგაზე არ იღელვო, რა!-უთხრა მზრუნველი ხმით ამ ამბით შეძრწუნებულმა ჯიქურმა და გოგონას სკამი მისკენ მიაჩოჩა,-გეფიცები არ დავლევ, შენს და ნათიას თავს ვფიცავვარ თუ დავლიო!-უთხრა მზრუნველად და შუბლზე ეამბორა.გაშტერებული ტკბებოდა ივერის ტუჩებიდან წამოსული სითბოთი და თვალებს ძლივს ახამხამებდა. ბიჭის საქციელით გაკვირვებული, კარგა ხანს ვერ გამოფხიზლდებოდა, ისევ ბიჭს რომ არ ეთქვა რამე. -კაი, ახლა! ასეც თუ გაშტერებდა ჩემი კოცნა არ მეგონა!-დამცინავი ტონით ჩაიქირქილა და ლამაზი ფორმის ცხვირი, გოგონას აწითლებულ და ცივ ცხვირს გაუხახუნა. -საზიზღარი ხარ!-თქვა აწითლებულმა კაკაბაძემ და ხელის კვრით მოიშორა ბიჭი. -კარგი, წავედი და იმაზე დარდიც არ გაბედო რომ დავლევ და გავაფრენ მითუმეტეს! -კარგი.-თქვა ოდნავ წყნარი ხმით და კარებამდე მიჰყვა ჯიქურს, რომელიც კარში გასვლამდე უკან მობრუნდა და კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე. ბიჭის სითბოთი დაჰიპნოზებული, რობოტივით აკეთებდა საქმეს და მომენტალურად ჩაიცინებდა. რამ შეცვალა ასე ჯიქური, დილით გაბრაზებულიც კი იყო, სადამსჯელო კოტეჯში რომ უწევდა კაკაბაძესთან ერთად ერთი კვირის გატარება. საღამოს კი ისე უცებ დათბა, ისე მზრუნველი გახდა, მართალია, ირონიული წიკებო არ დაუვიწყებია, თუმცა, რაღაც სხვაც ხომ გამოამჟღავნა?! მაგალითად თამუნას და ნათიას თავი დაიფიცა, შუბლზეც აკოცა და მოუსმინა კიდეც. არ იცოდა ეს ყველაფერი როგორ აღექვა კაკაბაძეს, ამიტომ ამაზე ფიქრი თავს აუკრძალა.ყველაფრის დალაგებას რომ მორჩა, გასავათებული შევიდა სააბაზანოში და მთელი დღის დანაგროვები ჭუჭყი ჩამოიბანა. საყვარელი, დათუნებიანი პიჟამა ჩაიცვა და საწოლში უნდა შეწოლილიყო, კარებზე ზარის ხმა რომ გაისმა, ფეხები ჩუსტებში შეაცურა და ფრუტუნით წავიდა კარისკენ, სადაც იმედი ჰქონდა, ფხიზელი ჯიქური დახვდებოდა. კარი რომ გააღო და ალკოჰოლის სურნელი მოხვდა ცხვირში, გული შეუტოკდა და თვალები ცრემლით აევსო. ნაწყენმა ახედა ლიბრგადაკრულ თვალებში სერიოზულ ივერის და უსიტყვოდ შემოატარა შიგნით. -ვიცი გგონია სიტყვას გადავაბ…იჯე, მაგრამ შეგნე…ბულად დავლიე, არ მინდა მთელი ცხოვრ…ება ჩემი სიმთვ…რალის შიში გქონდეს! ეს შენთვის გავაკეთე. სულ არ ვსვამ, თუმცა ახლა მხოლოდ იმიტომ დავლიე, რომ შენ დამერწმუნებინე, იმაში, რომ ცუდი სიმთვრალე არ მაქვს. არ მინდა გეშინოდეს ჩემი სიმთვრალის,ხვდები?!-დაძაბული უხსნიდა ყველაფერს, შიშისგან ათრთოლებულს,-ახლა ვიბანავებ და მოვალ,შენ დაიძინე მანამდე. დაწექი!-უთხრა და მთვრალი ღიმილით დააჯილდოვა. გული ერთ ამბავში იყო, სანამ სააბაზანოდან გამოვიდოდა ჯიქური. შიშისგან, ლამის გაეპარა, თუმცა ამ შიშის უსაფუძვლობაში მაშინვე დარწმუნდა, გრილი სხეული რომ შეუგორდა საწოლში -შეიძლება ახლა არ უნდა დამელია, მაგრამ ჩემი შიში არ უნდა გქონდეს მთელი ცხოვრება,,,-თქვა კიდევ ერთხელ და წელზე ხელები მოხვია ათრთოლებულ სხეულს. -ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ..ჩშშ!-აბურტყუნდა ხმადაბლა და წვივებზე ფეხი გაუხახუნა. გოგონაც ნელ-ნელა დარწმუნდა, რომ მთვრალი ივერი სულაც არ იყო საშიში, პირიქით, ძალიან მოსიყვარულლეც კი იყო. უბრალოდ, ერთ რამეს ვერ მიხვდა კაკაბაძე რატომ ახსენებდა მთვრალი ჯიქური მთელ ცხოვრებას? ის ხომ არ აპირებდა მთელი ცხოვრების მასთან გატარებას. -მაგ პიჟამაში არ დაგცხება?!-კითხა უეცრად და პიჟამას ხელი გაუსვა. -მცივანა ვარ!-უთხრა და ხმადაბლა ჩაიცინა კაკაბაძემ. -თამუნა,სამაგიეროდ მე ვარ მხურვალე და შენც დაგცხება დამიჯერე!-უთხრა და ხელების ფათური წელზე არ შეუწყვეტია, შიშველ სხეულზე შესასრიალებელ ღარს ეძებდა, უნდოდა კიდევ ერთხელ შეხებოდა კაკაბაძის კანს. როგორც იქნა, შეაძვრინა მუცელთან გავარვარებული ხელი და სიამოვნებისგან ოდნავ ამოიგმინა, თბილი კანი მის შეხებაზე ოდნავ რომ შეკრთა. საუბრის უნარი დაეკარგა თამუნას, სიტყვის ამოღებას ვერ ახერხებდა, უბრალოდ მილულული თვალებით ამტკიცებდა იმას, რომ ისეთი ვნება რაც ჯიქურისგან მოდიოდა, არასოდეს უგრძვნია. მთელი სხეული დაეწვა და შიგნეულობა ამოეხრუკა, გულიც სასიამოვნოდ, თუმცა მტკივნეულად შეეკრუნჩხა, ოდნავ რომ მოუჭირა თითები და შიშველ სხეულზე ააკრა ივერიმ. უეცრად მისკენ გადმოატრიალა შემკრთალი სხეული და ზემოდან მოექცა. ლიბრგადაკრულმა ჩახედა გაფართოებულ თვალებში, გაკვირვებასა და საკუთარ თავს რომ ხედავდა და ჩურჩულით ამოთქვა -არ დავიწყებ ბანალური სიტყვების გამოყენებას.. უბრალოდ, ძალიან მინდა მაგ ლამაზ ტუჩებს შევეხო!-თქვა ხრიწიანი ხმით, ვნებაც რომ გარეულიყო მასში და ნელი მოძრაობით დაიხარა გამობურცული ტუჩებისკენ, რომელიც თითქოს და მის გასამწარებლად გაისველა გოგონამ წამის წინ -ნუ მაგიჟებ, კაკაბაძე!-გამოსცრა ჭკუადაკარგულმა და სიტყვის თქმაც კი არ დააცადა თამუნას ისე ნაზად შეეხო ტუჩებზე. განა არ უნდოდა ვირივით სცემოდა და ლამის მოეგლიჯა ტუჩები, ისეთი ვნება და ქარცეცხლი ენთო მასში. თუმცა გოგონამ არ მიუშვა მაქამდე, ვერ შეძლო ვირულად ემოქმედა, ახლა ნელი და ნაზი კოცნით უფრო სწავლობს ქალის ბაგეს, ასეთ სითბოს რომ ასხივებს, მაშინაც კი ჩუმად რომ არის. ტუჩიდან ტუჩზე ნელა გადადიოდა, თითქოს უჭირდა ერთზე მოწყვეტა ისე ზანტად მოქმედებდა. ამ სინელით, უფრო უკარგავდა გონს კაკაბაძეს, რომელსაც კოცნაში აყოლა უნდოდა, თუმცა თვითონ ისე ეამბორებოდა, სულაც არ იყო საჭირო თამუნასაც ემოქმედა. ივერის კოცნიდან, ძალიან კარგად ჩანდა, თუ როგორი თბილი და წყნარი იყო იგი, როგორ ზრუნავდა კაკაბაძის ტუჩებზეც კი. თამუნამ სული, ლამის იქვე განუტევა, ბიჭის თბილ და ვნებიან კოცნას რომ გრძნობდა. უბრალოდ თავი ვეღარ შეიკავა და გასაგონად წამოიზმუვლა, სიამოვნებისგან ორივეს გააკანკალა, კბილები რომ მოსდო გოგონამ ქვედა ტუჩზე ჯიქურს და ოდნავ ჩაიღიმა, ისევ ისე ნაზად რომ განაგრძო მკვლელი ამბორი. * * * -ეს.. ეს რა იყო?-ამოიბლუყუნა როგორც კი თუჩებს მოშორდა კაკაბაძემ. -გემრიელი ტუჩები გაქვს,-ეშმაკურად დასძინა და მთვრალი ღიმილი ესროლა ჯერ კიდევ ემოციებში მყოფ, მიბნედილ კაკაბაძეს. -ჩვენ რა გავაკეთეთ, გესმის მაინც?!-განაგრძო, აღსფოთებული ლუღლუღი და ხელები უაზროდ გადააქნია. -ზრდასრული ადამიანები ვართ და კოცნა, ჩვენი უფლებაა!-ღიმილს სახიდან ვერ იშორებდა ივერი და წამითაც არ ნანობდა ჩადენილს,-ერთი კოცნის გულისთვის არ შემჭამო! -ღმერთო ჩემო, შენ ამას, ერთ კოცნას ეძახი, ეს კიდევ..ჩემთვის.. ეს.. -ვიცი, რომ პირველი იყო, ამიტომ ვეცადე დაუვიწყარი ყოფილიყო!-შეაწყვეტინა და საწოლზე უდარდელად გადაწვა. -საზიზღარი ხარ!-მხოლოდ ეს უთხრა და ცხელი პიჟამა, რომელშიც, ლამისაა ამოიხარშა,ერთი ხელის მოსმით მოიცალა ფარატინა სხეულიდან. ბრეტელებიანი მაისურითა და შორტით შეუგორდა საწოლში თვალებგაბრწყინებულ ჯიქურს და ზურგი აქცია. -მოიცა, შენ რა გაბრაზდი?!-თავი წამოყო და წაბრბები შეკრა. -ნწ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პირველ კოცნას ასე საგულდაგულოდ ვინახავდი, მაინც არ მწყენია, უბრალოდ, ასეთ სიტუაციებს არ ვარ მიჩვეული,-აუხსნა სიტუაცია კაკაბაძემ და გაიღიმა, თითქოს, ჯიქური ამას დაინახავდა. -არ მიყვარს სწერვა გოგონები, რომლებიც ერთ ამბავს აგიტეხავენ, იმისთვის რომ აკოცე,-პირდაპირ, მტკივნეულ ადგილას დაერჭო ივერის სიტყვები და გველნაკბენივით წამოიჭრა ფეხზე. -ეს.. შენ ნამდვილი ხეპრე ხარ! ასეც ვიცოდი, შენთვის, რიგითი, გასართობი რომ ვიყავი, თუმცა სიმართლე გითხრა, არ ვაპირებ თამაშში, რომელიც უაზრობად მიმაჩნია აგყვე, და იცი რატომ?! საოცნებოდ გაგიხდი საქმეს,-უთხრა სრული სიმშვიდით საკუთარ თავში დაჯერებულმა და ირიბად გაუღიმა,-სწერვობას არც ვაპირებდი, რომ იცოდე!-დაამატა ბოლოს და ამჯერადაც ზურგშექცევით დაწვა გახევებული ივერისკენ. -ანუ.. ეს კოცნა,-უაზროდ აბლუყუნდა ჯიქური და გაკვირვებული თვალები კიდევ ერთხელ დააკვესა. -ხომ გითხარი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი იყო, ჩემთვისაც იგივეა, რაც შენთვის, ანუ, არაფერი!-ვითომც არაფერი, ისე დაიჩურჩულა კაკაბაძემ, არა და ვინ იცის, რად უჯდებოდა ამ სიტყვების ისე თქმა ვითომც არაფერი! რა თქმა უნდა, მისთვის პირველი კოცნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არა იმდენად, რომ ჯიქურისთვის მისი ცრემლები დაენახვებინა. ერთი შეხედვით, არც ისე ამაყია ეს გოგო, მაგრამ ნამდვილად, არის სიამაყის ნაპერწკალი მასში, თუმცა, ეს თავმოყვარეობის გამომჟღავნებას უფრო ნიშნავს. თავმოყვარეობა კაკაბაძისთვის, ერთადერთია, რაზე გადაბიჯებასაც ვერ შესძლებს. -შენ.. შენ რას მეუბნები, გოგო?!-წამოხტა საწოლიდან ჯიქური და კიდეზე მწოლს თავზე გადააფრინდა, გაავებულმა წამოაგდო ფეხზე, ისევ მშვიდად მწოლიარე კაკაბაძე და თვალებში ჩააშტერდა,-თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი, რომ ეს კოცნა არაფერს ნიშნავს შენთვის! მითხარი! -არ გეტყვი. -ჭკუიდან არ გადამიყვანო! მორჩი მაგ უდარდელას როლის თამაშს! შენ გგონია ვერ ვხვდები, მაგაზე როგორ დარდობ?! -რატომ გგონია რომ ვდარდობ?! -ე.ი არ დარდობ?!-ჰკითხა ეჭვშეპარვით და წარბებიდან ამოხედა. -არა, არ ვდარდობ!-იუარა გოგონამ და თავი გადააქნია. -კარგი, მაშინ არც ამაზე იდარდო,-გაურკვეველი სიტყვები უჩურჩულა და ისე დაეწაფა ტუჩებზე, წინა კოცნა მონაგონი იყო. ცხოველივით უკოცნიდა გამომწვევ ბაგეს, გოგონას და ტუჩებს, კბილებითაც ჩაანაცვკებდა. ღრმა სუნთქვა, ცხვირით ძლივს რომ გამოყოფდნენ, სასიამოვნოდ ეფრქვეოდა სახეზე კაკაბაძეს. ერთი წამითაც არ უფიქრია ბიჭის მოშორება, თუმცა არც კოცნაში აყოლა მიაჩნდა სწორად. უბრალოდ, იდგა და სიამოვნებით იტანდა მკვლელ ამბორს,-ნარკოტიკად ნუ გამიხდი მაგ ტუჩებს. -ეგ შენი პრობლემაა!-ეშმაკურად დაიჩურჩულა და საწოლში შეგორდა. -აღიარე, რომ არაჩვეულებრივად გკოცნი! -არის რა,-თქვა აწითლებულმა და კიდევ კარგი, სიბნელე იყო,თორემ ჯიქური კიდევ ერთხელ დასცინებდა შეფერადებულ ღაწვებს, ასე რომ შვენოდა თამუნას. -ვიცი, რომ ახლა გაწითლდი!-უთხრა და ზურგი აქცია. -სად მიდიხარ?-ჰკითხა ისე, თითქოს, წამის წინ ნათქვამი სიტყვები არ გაეგონოს. -მოვწევ და მოვალ!-მოკლედ მოუჭრა და უკვე მოკიდებულ სიგარეტს, ლამაზი ფორმის ტუჩები შეახო. -მეც მინდა მოწევა,-დააინტერესა, რა რეაქცია ექნებოდა ჯიქურს, ამ სიტყვებს რომ გაიგონებდა. -რა-ა?-ხველებით წარმოთქვა და აშკარაა, კვამლი, რომელიც ჩაისრუტა, ფილტვებში უსიამოდ გაეჩხირა. -ხო, მოწევა მინდა,-თქვა კიდევ ერთხელ და წარბშეკრულს, რომლის თვალებიდანაც, საშინელი ბრაზი მოდიოდა, ღიმილით გახედა. -შენ გოგო, გააფრინე ხომ?! რა მოწევა გინდა?! იცი, რომ ვერ ვიტან ქალი რომ ეწევა და ჯინაზე მითხარი ხომ?-წამოიყვირა და ფილტრამდე დასული სიგარეტი საფერფლეს დააჭმუჭნა, "ასე უცებ რა მოწია ამან?!" გაკვირვებულმა გაიფიქრა და თვალები ჭყიტა,-მეორედ მაგას იტყვი და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ..-ჩაიქირქილა კიდევ ერთხელ. -ოხ, ვიხუმრე უბრალოდ!-უაზრო გამმომეტყველებით ჩაილაპარაკა და თვალები დააწვრილა. -შენ მერე იცი, მაგ ხუმრობისთვის როგორ დაგსჯი?!-ეშმაკური გამომეტყველებით დაიძრა მისკენ, კარგი აღნაგობის სხეული და საწოლზე დაახეთქა. ა ხ ა ლ ი თ ა ვ ი! მკლავები თავისი ხელით გაუკავა და მთლიანად ზემოდან მოექცა. ყელში თბილი კოცნა დაუტოვა, რომელმაც საგანგაშო „ინფორმაციები“ სხეულის ყოველ ნაწილში სასიამოვნოდ გადაგზავნეს. თითის ბალიშები ისე უფეთქავდა კაკაბაძეს, ახლა მასზე დახედვის საშუალება რომ ქონოდა, დაინახავდა როგორ მოძრაობდნენ ისინი მონოტონურად. -ივერი, არასწორად ვიქცევით..-დაიწუწუნა ჩუმად და ბიჭის მოცილება სცადა. -კარგი.. როგორც გინდა..-ღრმა სუნთქვას ამოაყოლა ეს სამი სიტყვა და გოგონას გვერდით მიუწვა. -მე.. მე.. არასოდეს მომწონდა როცა გოგო ისე იქცეოდა, როგორც მე ვიქცევი ახლა..-ცრემლი შერეოდა ხმაში. აშკარად ეტყობოდა კაკაბაძეს, დარდობდა იმ საქციელს, რასაც ორი დღეა ჯიქურთან ერთად ეწევა. მართალია, კოცნას არ გამცდარან, მაგრამ მაინც არ მიაჩნია სწორად მათი საქციელი. ჯერ მხოლოდ მეთორმეტე კლასელები არიან. -ჩემი ბრალია ყველაფერი.. შენ არაფერ შუაში ხარ.. თავს ნუ იდანაშაულებ.. ჩემი ბრალია გესმის?! -ორივეს ბრალია.. ჩვენ ორივე ვიქცეოდით არასწორად, რაც არ უნდა იყოს, სიმართლე-სიმართლეა.. -მაგაზე აღარ იდარდო,-დაიჩურჩულა ჩუმად და ფეხზე წამოდგა. გაკვირვებულმა გააყოლა თვალი მის მზერას თამუნამ. ივერიმ, ძლიერი მკლავები საწოლის კიდეს შემოხვია და თავის ადგილას დააბრუნა. დარჩენილი დისკომფორტის გრძნობა არც ერთმა შეიმჩნია. სული ჩაეწვა კაკაბაძეს, რომ წარმოიდგინა, მარტო წოლა რა საშინელება იქნებოდა, მითუმეტეს, მაშინ როცა ჯიქურიც იგივე ოთახშია. ღამით ხმა არც ერთს გაუღია.. თუმცა, არც ერთს დაუძინია.. დაჭყეტილ თვალებს ჩუმად აპარებდნენ ერთმანეთისკენ, მერე მოუსვენრად აწრიალდებოდნენ და ზურგს აქცევდნენ ერთმანეთს. ვინ იცის, როგორ ებრძოდნენ თავს ახლა?! არც არავინ.. განსაკუთრებით ივერი ნერვიულობდა.. იცოდა რომ თამუნა ძალიან ნერვიული და გულჩვილი იყო. არ უნდა გადაედგა ის ტკბილი ნაბიჯი, რასაც კაკაბაძის ტუჩების გემო ქვია.. იცოდა, გოგონა რომ ნანობდა მათ მსგავს საქციელს.. თავიდან, ორივე ვნების ბურუსში გახვეული იყო, მაგრამ მერე მიეგნისათ სველი გონება. ნამდვილად ნაჩქარევი იყო მისი გადაწყვეტილება. გვიან მიხვდა, თამუნასთვის ეს დიდი ტკივილი რომ იქნებოდა რამდენიმე კვირის,თვის ან დღის შემდეგ. უფრო ღრმად შეტოპვის უფლებას თავის თავს არ მისცემდა. თამუნას გულისტკივილს ვერ გაუძლებდა. მითუმეტეს, მაშინ როდესაც ამის მიზეზი თვითონ იყო.. ამის შემდეგ ვერაფრით ვერ იტყვის, რომ ამ გოგოსთან, მხოლოდ ვნება აკავშირებს.. არის რაღაც, რაც ხმადაბლა ეჩურჩულება გაურკვეველ სიტყვებს. გუმანით ხვდება, რა შეიძლება იყოს, მაგრამ აღიარება არანაირად არ უნდა. 888 მეორე დილას თვალების სრესით წამოიწია საწოლიდან. თვალში ჯიქურის გადასწორებული საწოლი მოხვდა და ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა. ადრე თვითონ ასწორებდა ხოლმე. წარბშეკრულმა გახსნა იქვე დადებული წერილი და ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა. „თამუნა, დირექტორს გავესაუბრე და მორჩა ჩვენი თანაცხოვრების პერიოდი, დაბრუნდი შენს კოტეჯში.ივერი“ კი მაგრამ, ჯერ მხოლოდ სამი დღე გავიდა, ან უფრო ნაკლები და უკაან ბრუნდებოდა?! გული დაწყდა, თუმცა მიხვდა,რომ ეს კარგიც იყო მისთვის. აღარ მოუწევდა ჯიქურისთვის თავის არიდება აწითლებულს. უფრო თავისუფლად შეძლებდა სუნთქვას, თუ გაიგებდა, რომ იმ ჰაერით არ სუნთქავდა, რომლითაც ივერი. ეს ეგოისტური უფროა, ვიდრე ნორმალური, თუმცა ამაზე აღარ უფიქრია. სწრაფად ჩაალაგა ბარგი და თავის კოტეჯში დაბრუნდა. მომავალი ერთი კვირა, ჩვეულებრივად აკეთებდა საქმეებს, ისე როგორც ყოველი კოტეჯელი. ნათიას კითხვას კი უპასუხოდ ტოვებდა. -თამუნა მეტყვი თუ არა რა მოხდა?!_მოთმინებადაკარგულმა იკითხა ერთ საღამოს ნნათიამ. -არაფერი! არაფერი ნათია!-იგივე ტონით უპასუხა თამუნამ და წიგნის შემდეგი ფურცელი გადაშალა. -როგორ თუ არაფერი? აბა ერთი კვირის სასჯელი სამი დღე როგორ გაგირძელდათ ადამიანო?! როგორ?! -არ ვიცი! არც მე ვიცი.. შენმა ძმამ დამახვედრა დილას წერილი, რომ დავბრუნებულიყავი ჩემს კოტეჯში და ამოწურული იყო ჩვენი სასჯელი.. ხოდა მეც დავბრუნდი.. -ღმერთო, შენ მიშველე!-თავზე ხელი შემოიწყო უმცროსმა ჯიქურმა. ამ საქმეს ასე არ დატოვებდა. 888 -ივერი! ივერი!-კარზე მოუთმენლად აკაკუნებდა ნათია და თან ძმის სახელს ბოლო ხმაზე გაიძახოდა. -მოვდივარ!-მოესმა კარს მიღმა ნამძინარევი ხმა. კარი გაიღო თუ არა, ჯიქური შიგნით შევარდა და ძმას მომაკვდინებელი მზერით ჩააჩერდა თვალებში. -რა მოხდა?!-გამომცდელად გაისმა მისი ხმა ხის კოტეჯში. -რა მოხდა?-კითხვითვე უპასუხა ჯიქურმაც. -შენ ბიჭო ნორმალური თუ ხარ?! თამაზის თუ რევაზის ამბავი რომ ვიცი, არ გამოგიშვებდათ სასჯელიდან ასე მალე! თქვი ახლა რა მოხდა!-დაუყვირა ძმას, რომელსაც ბრაზისგან სახეზე ალმური ასდიოდა. -აუ, ნათია, გამანებე თავი,-მომაბეზრებლად ჩაილაპარაკა და დას ხელი აუქნია. -ღჯუ ხარ, ღჯუ! თქვი თორემ არ მოგეშვები!-ხელები გადააჯვარედინა და ცალი ფეხი იატაკზე ააბაკუნა. -ოხ.. კარგი, ხო-მომაბეზრებლად ჩაილაპარაკა და ტუჩები გააწკლაპუნა, მის დას არ გამოპარვია, როგორ შეეპარა ნერვიულობის კვალი მის თვალებს,-ფული გადავუხადე უფროსს, რომ გამოვეშვით იქედან! -რაა?!-დაიყვირა ბოლო ხმაზე ნათიამ და ძმას ლამის ხელით შეეხო.-ეს..ეს როგორ გააკეთე? ხომ იცი, თამუნამ რომ გაიგოს, ეწყინება.. შენ კი.. -რა ვქნა?! მასთან ერთად ერთ კოტეჯში ისე ვერ გავძლებ, თითქოს არასოდეს მიკოცნია, არც იმაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ შეიძლება კიდევ ერთხელ შემომეკოცნოს! ამიტომ არ მინდა.. ვიცი რომ თავს ვერ შევიკავებ.. -გეშინია, ხო.. შენ თამუნასი გეშინია.. გრძნობების გაღვიძების გეშინია..-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ნათიამ და კოტეჯი დატოვა. ------------------- მიუხედავად იმისა,რომ ვთქვი, ვერ გავაგრძელებ ამ ისტორიასთქო, ახლა ვაგრძელებ. იმედია, მოგეწონებათ და ისევ წაიკითხავთ! სიყვარულით, ლუცი’ფერი. პ.ს ახალ თავს, ყოველ ერთ კვირაში დავდებ რა თქმა უნდა უფრო დიდს ვიდრე ესაა.. 5,570 სიტყვაა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.