მდიდარი მოსამსახურე [1]
-შვილო დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? -დედა ძალიან გთხოვ, აღარ დაიწყო რა. ჯობია ჰოლის დაუძახე დამეხმაროს ბარგის ჩალაგებაში. -რატომ აკეთებ ამ ყველაფრს? რისთვის იტანჯავ თავს? შენ მშვენივრად იცი, რომ მე ხალხის აზრი არ მაინტერესებს, რაც უნდათ ის ილაპარაკონ ძალიან გთხოვ არ წახვიდე. -დედა მადლობა, რომ ჩემზე ზრუნავ. ვიცი, რომ შენ არ გადარდებს ხახლის აზრი,დიდად არც მე მადარდებს დამიჯერე, მაგრამ არ დავუშვებ მამაჩემის ხსოვნას შეურაწყოფა მიაყენონ, ხომ წარმოგინდგენია რას დაწერენ. ძალიან გთხოვ რაა, ნუ მაჩერებ. დედაჩემმა გაბრაზებულმა შემომხედა და ოთახიდან გავიდა. ნეტავ იცოდეს რა რთულია ჩემთვის ყოველივე ეს, ისედაც ძლივს გადავიტანე ის, რაც მოხდა. ჯერ კიდევ მესიზმრება ის საშინელი დღე, ყველაფრის გახსენებაზე ჟრუანტელმა დამიარა. ახლა მხოლოდ ჩემი ძმის იმედი მაქვს, დამპირდა რომ სამუშაოს მიშოვის. აი ისიც მოვიდა სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები და ჩემს ოთახში შემოვარდნილ ძმას მაგრად ჩავეხუტე, ის ერთადერთი მამაკაცია ვისი შეხებაც მსიამოვნებს და კარგ ხასიათზე მაყენებს. -აბა რა ქენი მიშოვე სამსახური?იმედიანად ვკითხე. მან კიდევ თავისი მწვანე თვალები მომანათა და სიხარულით დამიქნია თავი. -ვაიმე რა კარგია, როგორ გამახარე აბა სად ვიმუშავებ? ვისთან? რა უდნა გავაკეთო? -ვაიმე ალისია ჩაისუნთქე .ესეიგი რადგანაც შენსას არ იშლი და თბილისიდან გინდა გასვლა უშგულში მიდიხარ -რაააა?ახლა ვიკივლებ მე ხომ ვგიჟდები უშგულზე იქ სხლიც კი მაქვს. -ხო ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, შენ ხომ გიჟდები სვანეთზე? მოკლედ შენ იმუშავებ ჩემი პარტნიორის ბებიის და ბაბუის სახლში, როგორც ვიცი სახლის ამბები გევალება შენ დანარჩენზე შენ გაესაუბრე . -უთხარი ჩემი პირობები? -კი ვუთხარი და თანახმა.ა ისე კი დააინტერესა ამდენი ფულის მეპატრონეს მუშაობა რად უნდაო, მაგრამ ვუთხარი თავისი მუშაობით ნაშვნი ფული უნდა მეთქი. -იმაზე ხომ არ გითქვამს რამე? -არა არ მითქვამს. მალეე შევამჩნიე ჩემი ძმის დასევდიანებული თვალები, ღმერთო ოღონდ ახლა არ მკითხოს არაფერი, ღმერთო.... -ალისია გთხოვ მითხარი რატომ აკეთებ ამას? ან ლევანის რატომ დაშორდი ? რამე გაწყენინა? იცოდე თუ რამე ისე გააკეთა ხომ იცი.... -ვიცი. ნუ ნევრიულობ არაფერია, უბრალოდ არ მიყვრს, ის... ის სულ სხვანაირი ადამიანი აღმოჩნდა (ღმერთო როგორ ვსაუბრობ, იმ არაკაცზე ასე თავისუფლად?) ძალიან გთხოვ მარტო დამტოვე -კი მაგრამ... -ენდი გთხოვ -კარგი მიყვარხარ. შუბლზე მაკოცა და ჩემი ოთახი დატოვა, კარები დაიხურა თუ არა ჩემი დაწყნარებული ნერვებიც მას გაყვნენ და ცრემლები წამომივიდა, ლოგინთან ჩავიკეცე ბალიში სახეზე მივიდე და რაც ძალა და ღონე მქონდა დავიღრიალე, ღმერთო რატომ?რატომ მე? განა რა დავაშავე ასეთი? რა შევცოდე? რატომ გამოგზავნე ჩემს ცხოვრებაში ის არაკაცი?ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა, ერთი ცრემლი მუცელზე დამეცა, დავიხედე თუ არა უმალვე გამახსენდა ჩემი მდგომარეობა,შევეცადე თავი დამეწყნარებინა. მადლობელი ვარ იმის, რომ დედაჩემი ფსიქოლოგია, ძალიან დამეხმარა, მართალია ჩემმა მონაყოლმა ისიც დაამძიმა, მაგრამ ის ხომ დედაჩემია?მან მასწავლა სიარული, საუბარი მან მატარა 9 თვე მუცლით და ეს ტკივილიც გადამატანინა, მხოლოდ ღამე მეწვევა ხოლმე ის საშინელი სიზმარი, ძილის წამალსაც ვერ ვსვამ, ჩემთვის არ შეიძლება.ჩემს ძმას ვერაფერს ვეტყვი ნამდვილად მოკლავს ლევანს, მე კიდევ ვერ გავწირავ მას. მართალია ბოლო დროს შეცვლილს ძლივს მიძლებს, მაგრამ ვაჟკაცურად უმკლავდება ჩემს ცვლილებებს. „ღმერთო დამეხმარე“ მეთქი ჩავილაპარაკე და ავდექი. ჰოლის დავუძახე და ბარგი ჩავალაგეთ, ხვალ გავდივარ ამიტომ ადრე დავწექი, მაგრამ არ მეძინება. ხვალ უშგულში მივდივარ, უშგულში ჩემს საყვარელ ადგილას, იქ სახლიც კი მაქვს, ჰაჰ სად არ მაქვს მე სახლი, იმედია ის ადამიანები კარგები იქნებიან. ღმერთო მათი სახელებიც კი არ ვიცი. მთავარია ჩემს საიდუმლოს ვერ მიხვდნენ, ჯერ მუცელი არ მეტყობა, მაგრამ რას ვიზამ რომ დამეტყობა? რამეს მოვახერხებ. მუცელს ღიმილით დავხედე, ხელი მოვისვი და ჩუმად ჩავილაპარკე. -აბა დედიკოს ბიჭო ან გოგო, დავიძინოთ ხვალ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. დიდი ხანია ,მაწუხებს ამ ისტორიიის იდეა. ხოდა აჰა დავიწყე როცა მოვახერხბე მაშინ დავდებ იმედი მაქვს რამოდენიმე მაინც წაიკიტხავთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.