შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანჯელიკა- ქორწილი ტულუზაში (ან დასერჟ გოლონები) თავი 1


21-03-2015, 10:12
ავტორი SweetDemon
ნანახია 2 877

1656-1660 წლები

ბარონი დე სანსე თავის ქალიშვილს აშკარა კმაყოფილებით ათვარიელებდა.
-მონაზვნებს მართლაცსამაგალითო ქალიშვილად გადაუქცევიხარ , ჩემო ველურო გოგო!
-სამაგალითო ? ეს ჯერ კიდევ საკითხავია!-უპასუხა ანჯელიკამ და ჩვეული მოძრაობით ოქროსფერი კულულები შეარხია .
მონტელუს ჭაობების მოტკბო სურნელით შეზავებულმა ჯაერმა ანჯელიკას კვლავ გაუღვიძა თავისუფალი ცხოვრების სიყვარული. ის გამოცოცხლდა როგორცდამჭკნარი ყვავილი კოკისპირული წვიმის შემდეგ.
მაგრამ მამობრივი თავმომწონების გამო ბარონი არმანი მაინც არ ცხრებოდა:
-ყოველ შემთხვევაში, შენმა სილამაზემ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მართალია , კანი, ჩემი აზრით , ოდნავ მუქი გაქვს თვალებსა და თმასთან შედარებით , მაგრამ ამაშიც თავისებური ეშხია. თუმცა, შევამჩნიე , რომ ჩემი ბავშვები შავგრემანები არიან. ვფიქრობ , რომ ეს მავრების სახსოვარია, რომლებიც ოდესღაცჩვენს მიწაზე იყვნენ. პუატუს მცხოვრებთა უმრავლესობის ძარღვებში ხომ მავრული სისხლი ჩქეფს . ხომ ნახე შენი პატარა ძმა ჟქნ-მარი ? პირწავარდნილი მავრეა.
ბარონმა მოულოდნელად დაუმატა:
-გრაფი ჟოლფეიდე პეირაკ დე მორანი შენს ხელს მთხოვს.
-ჩემს ხელს ? - გაოცდა ანჟელიკა - მაგრამ მე რომ არ ვიცნობ !
-რა მნიშვნელობა აქვს ! მას იცნობს მოლინი, ეს კი მთავარია . მოლინმა დამარწმუნა , რომ ამაზი უფრო სახარბიელო ქორწინებას ვერც ერთი ჩემი ქალიშვილისათვის მერ ვინატრებდი.
ბარონ არმეს სახე სიხარულით უბრწყინავდა. აპრილის ამ თბილ დილას ხევზე გამავალ გზაზე სეირნობდა ქალიშვილთან ერთად და თავისი ჯოხის ბოლოთი გზის ნაპირზე ამოსულ ფურისულებს თხრიდა.
ანჟელიკა მოხუც გიიომთან და დენისთან ერთადწინა საღამოს ჩამოვიდა. ძალიან გაუკვირდა , დენი რომ დაინახა , მაგრამ ძმამ უთხრა , კოლეჯში სახლში წასვლის ნება დამრთეს, რათა შენს ქორწილს დავესწო.
"რა ქორწილი"-გაიფიქრა მაშინ ანჟელიკამ.
თავდაპირველად ეს ლაპარაკი ანჟელიკას სერიოზული არ ეგონა , მაგრამ ახლა მამის ურყევმა კილომ , ცოტა არ იყოს, შეაშფოთა.
იმ წლების განმავლობაში , რაც ანჯელიკამ მონასტერში გაატარა, მამა თითქოს არ შეცვლილიყო. მხოლოდ რამდენიმე ჭაღარა გამორეოდა ულვაშებში და პატარა , ვიწრო წვერში , რომელსაც ლუდოვიკო XIII დროის მოდაზე იყენებდა. ანჟელიკას ეგონა , ცოლის სიკვდილის გამო მამა დაბნეული და მწუხარებით გულმოკლული დახვდებოდა და გაუკვირდა კიდეც , საკმაოდ მხნედ და მხიარულად რომ ნახა.
მდელოზე რომ გავიდნენ, რომელიც დამრეცად ეშვებოდა ამომშრალი ჭაობისკენ , ანჟელიკამ სცადა შეეცვალა საუბრის თემა იმის შიშით , რომ არ წაჩხუბებულიყვნენ შეხვედრის პირველსავე დღეს.
მამა, თქვენ მწერდით , რომ ამ საშინელი ფრონდის წლებში არმიამ ჩამოგართვად, თუ უბრალოდ დაგარბიათ და წაგართვათ , ბევრი ჯორი და დიდი ზარალი მოგაყენათ ?
-დიახ . მე და მოლინმა მთელი ჯორების თითქმის ნახევარი დავკარგეთ , და ის რომ არა, ვალების გამო დიდი ხანია ციხეში ვიქნებოდით , მთელი ჩვენი მიწებიც რომ გამეყიდა.
-კიდევ ბევრი გმართებთ მისი?-შეშფოთებით ჰკითხა ანჟელიკამ.
-სამწუხაროდ! ორმოცი ათასი ლივრიდან ,მ რომელიც ოდესღაც მესესხა , ხუთი წლის დაურალავი შრომის შემდეგ მისთვის მხოლოდ ხუთი ათასის დაბრუნება შევძელი . სხვათა შორის , მოლინს არ უნდოდა აღება , ამბობდა , ეს მოგების შენი ნაწილიაო , როდესაცძალიან გავბრაზდი , მხოლოდ მაშინღა აიღო ფული.
ანჟელიკამ მემამიტად შენიშნა , თუ თვითონ თუ თვითონ მოლინი თვლის , რომ მისი ხარჯები ანაზღაურებულია , მაშინ საჭირო არ იყო ფულის დაბრუნება და მამა ტყილად ჯუტობდა . კეთილშობილებას რომ იჩენდაო .
-თუ თვითონ მოლინმა შემოგთავაზათამ საქმის წამოწყება , მაშასადამე არ იზარალებდა . ისეთი კაცი არ არის , რომ საჩუქრები დაარიგოს . მაგრამ , როგორც ჩანს , სინდისი მაინც აქვს და უარს ამბობს იმ ორმოცი ათას ლიერზე , რადგან მიაჩნია , რომ თქვენი შრომა და ის სამსახური , რომელიც მას გაუწიეთ, სავსებით ღირს ამ ფასად.
-თუმცა , მცირე ვაჭრობა , რომელსაცესპანეთიდან ვეწევით ჯორებითა და ტყვიით , დიდ შემოსავალს არ გვაძლევს , მაგრამ მაინც ვაჭრობთ , მით უმეტეს, რომ თვით ოკეანემდე ჩვენს საქონელს მაჟი არეწერება . იმ წლებში კი , როდესაცარ გვარგებდნენ და შეგვიძლია გავყიდოთ ჯორებისა და ტყვიის გარკვეული ნაწილი , ჩვენ ვფარავთ ხარჯებს ... ყველაფერი ეს ასეა ...
ბარონმა არმანმა შეფიქრებული სახით შეხედა ანჟელიკას.
-რა საღად მსჯელობთ , ჩემო გოგო ! არ ვიცი , შეშვენის თუ არაასე ახალგაზრდა გოგონას , რომელმა ეს-ესაა დატოვა მონასტერის კედლები , ასეთი პრაქტიკული და , მე ვიტყოდი , მდაიო ლაპარაკი ?
ანჟელიკამ გაიცინა .
ამბობენ , პარიზში არიან ქალები , რომლებიც თვითნებურად მართავენ პოლიტიკას , რელიგიას , ლიტელატურას და მეცნიერებასაც კი. მათ უწოდებენ "მანჭიებს". ყოველ დღე ერთ-ერთი მათგანის სალონში იკრიბებიან ენამოსწრებულნი , განათლებული ადამიანები. დიასახლისი წამოწოლილია საწოლზე , წალოში სტუმრების ტევა არარის. ისინი სხვადასხვა თემაზე საუბრობენ . იქნებ მეც , თუ პარიზში ვიცხოვრებ , შევქმნა ჩემი სალონი , სადაც ისაუბრებენ ვაჭრობასა და საქმეებზე ?
-რა საშინელებაა ! - წამოიძახა ბარონმა აშკარა შეშფოთებით . - მე მგონი ,ანჟელიკა , ასეთი აზრებვითქვენთვის ურსულებს არ ჩაუნერგავთ პუტიეში ?
- მათ მიაჩნდათ , რომ მე ჩინებულად ვანგარიშობ და ვსჯელობ . მეტისმეტად კარგადაც კი ... მაგრამ სამაგიეროთ წუხდნენ , რომ ჩემგან ვერ მიირეს სანიმუშო ღვთისმოსავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent