შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არარსებული შავი წერტილი (სრულად)


21-03-2015, 17:38
ავტორი tasusuna
ნანახია 9 103

-ვინსტონი,ლურჯი 2.
-5 ლარი-ცისფერი თვალებით ამომხედა გოგონამ.
ფული გავუწოდე და ნელი ნაბიჯებით მარკეტი უკან მოვიტოვე.
ბინის კარები ღია,ოთახები ცარიელი.
დამამშვიდებლები,1,2,3,4,5 აბი....
წყვდიადი..
სიმშვიდე...
სიგარეტის ნამწვავები იატაკზე..
თეთრ კედელს მიშტერებული 2 თვალი,თეთრ კედელზე პატარა,შეუმჩნეველი წერტილი.
პირველი,მეორე,მესამე ღრმა ნაპასი...
ჯერ ერთ ნესტოში მწვავე ტკივილი,შემდეგ მეორეში და ბოლოს პირწმინდად შესუნთქული ჰეროინის დოზა..
ნელნელა დიდდება შეუმჩნეველი შავი წერტილი,ჩემკენ შეუჩერებლად მოდის,ჩემი შთანთქმა უნდა. გაააფთრებული მგელივით ხახადაფჩენილი მოიმართება.მიახლოვდება და მყლაპავს...
____________________________________________________________________________________
დილით ტკივილი მაფხიზლებს,თავზე ხელებს ვიჭერ,მაგრამ უშედეგოდ,უკვე მერამდენედ მეორდება ეს..დოზა უნდა შევამცირო.. განაჩენი გამოვუტანე საკუთარ თავს.
მშია..
მაცივარი ცარიელია
-როგორც ყოველთვის-გაბრაზებით ვაჯახუნებ დენიკინის დროინდელ მაცივარს და იქვე მიგდებულ ქურთუკს ვიღებ..
-სიგარეტიც გამოგლევია რატი,2 პაჩკა 1 დღეში?? მალადეც,მალე რეკორდს მოხსნი-ხმადაბლა ვესაუბრები საკუთარ თავს და როგორც ყოველთვის,სადარბაზოს წინ მდებარე მაღაზიაში შევდივარ,სადაც ლამაზ თვალება მია ყოველთვის მეკითხება რა მინდა,მაგრამ იქამდე მაძლეს სიგარეტს,სანამ ვეტყვი.
მაგრამ დღეს არა.წითელ კალათას,რომელიც ყოველთვის მაღიზიანებდა,ვიღებ და რიგებისაკენ მივდივარ,პური,ანდა პური არ მინდა-უკან ვაბრუნებ შეკვრას-ბანანი,იყოს ბანანი-ისევ ჩემ თავს დავეთანხმე-ასე,ახლა რამე გამზადებული,თუნდააც ქათამი,აი ქათამი კარგია.-გამყიდველი ნაზად მაწვდის ზედმეტად გემრიელად შემწვარ ქათამს და მიღიმის.-ახლა ცოტა გაყინული საჭმელებიც-ხინკალი წავა,პელმენიც იყოს..ესეც ასე,ეხლა 1 კილო სასისკიც და ვსო,მთელი კვირა თავისუფალი ხარ რატი...
კასასთან მივედი,ნაცნობ რიგთან,ნაცნობი სახე,ნაცობ ხელებში მოქცეული 2 პაჩკა ვინსტონი.
გაკვირებული უყურებს საჭმელს,შესამჩნევად ეღიმება..
დახლიდან დამატებით საღეჭ რეზინსა და სნიკერსს ვიღებ,რომელსაც ეგრევე ვხსნი და ვჭამ..
ნელნელა ალაგებს პროდუქტს.
-30,50-ნაცნობი ხმით მეუბნება ლამაზთვალება მია,ცელოფნებს მაწვდის და სიგარრეტს მიწოდებს.
-მადლობა-ვეუბნები,სიგარეტს ქურთუკში ვიდებ და ცელოფნებით ხელში ვაგრძელებ გზას.
რა მომაბეზრებელია ამ ხალხის ყურება,აი ვითომ ერთმანეთი უყვართ,ვითომ მათთვის ყველაფერს გააკეთებენ,ვითომ ცხოვრებით კმაყოფილნი არიან..
თქვენი მჟავე სახეეების ყურებას მუსიკას მირჩევნია მოვუსმინო-გამლელs მივაძახე და ჩემთვის ნაცნობი,უკვეე გაზეპურებული მუსიკა ჩავრთე..
we just two lost soul swimming in the fish boul,year after year.
პროდუქტს მაცივარში ვაწყობ,ბანანს და ქათამს მაგიდაზე ვტოვებ და ვნანობ,პური რო არ ვიყიდე.
ისე გემრიელად ვაყოლებ 4 დღის წინ ნაყიდ პურს ქათამს,რომ შემხედოთ აუცილებლად მოშივდებათ..-კარგია რაატი,ახლა ადექი და გიგის დაურეკე,მერე მასთან გადი და შვილის შეძენა მიულოცეე..
-რატიი-გახარებული ძმაკაცის ხმა შემოესმა რატის ტელეფონიდან.
-გიგიშ,ძმაო,გილოცავ პატარას,ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს.-ესაუბრებოდა და თან ზედით ცხიმიან ტუჩებს იწმენდდა,ამ ჩვევას ვერ გადაეჩვია ბავშვობის მერე უკვე დიდი რატი.
-მადლობა ძმაო,მადლობა,ეხლა უნდა დამერეკა,გადმოდი ჩემთან ძმობას გაფიცებ,ბიჭებს დავურეკავ და ავღნიშნოდ ხო?
-იასნა ტო,ჩავიცმევ და მოვდივარ.
მისულს უკვე ბიჭები იქ დახვდა,ყველა სიხარლით შეხვდა მის მისვლას.უყვართ რატი,მათი ბავშვობის მეგობარი.
-რას გავხარ ბიჭო,ახალი წლის შემდეგ არ დაგიბანია??-ცხვირაბუზულმა უთხრა გიგიმ.
-მაგას ჯობია წყალი დამალევინო,მწყურია.-გაუცინა ძმაკაცს და სამზარეულოში გაყვა.
-როდის უნდა გადაეჩვიო??ხო შემპირდი,შევეშვებიოო??-კითხვით აღსავსე თვალები მიაბყროო გიგიმ რატის.
-შენ თავს ვფიცავარ გიგიშ,დღეიდან ვსო,ასე უცებ ვერ შევეშვები.-თავდახრილმა უპასუხა.
-არმინდა ნარკომანი ნათლია ყავდეს გიოს.
თვალები გაუბრწყინდა ბერიძეს,ძმაკაცის შვილს მონათლავს.
-ძმა ხარ გიგიშ,ძმა-ჩაეხუტა და ისე,როგორც ბიჭებს შეეფერებათ,ერთმანეთს გვერდებში უტყაპუნეს ხელები ( აქ გაიცინეთ )
კარგად ჩაიარა დღემ,უკვე ღამე იყო,რატი რო მის პადიეზს მიუახლოვდა..
-სიგარეტიი,აუუუჰ სიგარეტი აღარ მაქვს-იმედგაცრუებულმა მოიჩხრიკა ჯიბეები ბერიძემ და მაღაზიისკენ გაიხედა,სადაც ჯერკიდევ ენთო შუქი..მაგრამ დაინახა,რა,რომ კარებს კეტავდნენ,მოიღუშა.
-არ დაკეტოთ რაა-ყვირილით უახლოვდებოდა კარებთან მდგარ პიროვნებას-იქნებ გააღოთ ორი წუთი,სიგარეტი მინდა.-მიახლოებულმა ხელი მოკიდა მკლავზე და შემობლუნებულს ხელში მია შერჩა.
-იქნებ გააღო რაა,დღეს რო არ მოვწიო ჭკუიდან ავიწევი-თვალებში ჩახედა მას და მზედა მის ხელებზე გადაიტანა.
-დაგინახე,წეხან სიგარეტს რომ ეძებდი,სხვა თუ არაფერი გინდა-ნაზი ხმით უპასუხა და ჯიბიდან 2 პაჩკა ვინსტონი ამოიღო..
-საოცრება ხარ მიააა,საოცრებაა-გახარებულმა დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.შეკრთა,მეც დამაფრთხო უეცარმა სითბომ.
ლოყებშეფაკლულმა თვალები დახარა,ზურგი მაქცია და გზას გაუყვა.
-დამელოდე,გაგაცილებ.-ცოტახანში მივაძახე.
-არ შეწუხდემმადლობა-ისევ ნაზი ხმით მომიბრუნა.მაგრამ მაინც გაჩერდა.
ნერვიულად მოვუკიდე სიგარეტს და გვერდით ამოვუდექი.
-საღამოობით არ გეშინია მარტო სიარულის მია??-არ შემიხედავს,ისე ვკითხე.გვერდიდან ისეთ სიმხურვალეს ვგრძნობდი,რომ შემეხედაა....
-ჩემი სახელი საიდან იცით??-ინტერესით მკითხა.
-მმ.ფორმაზე გაწერია,მია ბერძენიძე.
-აჰ,ხოო-წამოწითლდა.-აქ ვცხოვრობ,მადლობა,რომ მომაცილე-დამიღიმა და სადარბაზოსკენ წავიდა.
-პირიქით,დილით ჩამოგიტან ფულს.
-უკვე მეხუთე ღერია-სიბნელეში მიმალუულმა გამომძახა-10 წუთში.
-გპირდები გადავეჩვევი-სიბნელეს გავუცინე,ნამწვავი ძირს მოვისროლე და ჩემი ბინისაკენ შევბრუნდი.
ოთახში შესულს ისევ სიმარტოვე შემომეგება,არ მივაქციე მას ყურადღება,აბანოში შევედი და ის სითბო ჩამოვირეცხე,რაც მიამ დამიტოვა.
პირსახოცშემოხვეულმა მაცივრისკენ ავიღე გეზი და ბანანი გამოვიღე,წყალი დავადგი გაზზე და დაველოდე,სანამ სასისკი მოიხარშებოდა.
ღამის 1 საათზე მოვრჩი ჭამას,ოთახში შევედი და დასაწოლად გავემზადე,კედელს დავუწყე ყურება,მახსოვდა,რომ შუაში,სადღაც აუცილებლად შავი წერტილი უნდა ყოფილიყო,მაგრამ ვეღარ შევხედე..
საინტერესოაა..
-ადექი,ადექიი ბიჭო,აშენდა ქვეყანა-ყვირილი ჩაესმა დილით მძინარე რატის.
-რა გინდა ა რაა,მიყურებ,მძინავს-თავაუწევლად მიაყვირა ოთახში შემოსულ ბექას.
-ოო აწიე ერთი ადგილი და ადექი,საქმე გვაქ,სახლში გამოყავთ დღეს ბავშვი და დავტრიალდეთ რაღაცა-საბანი გადახაადა და იქვე მიაგდო.
-გავიყინე ბიჭოო
-ადექი აბა,უუუჰ.-ბიჭო,საჭმელი გაქ რამე??-კუხნიდან გამოძახა ბექამ.
-კი არი რაღაცები, წყალი დააადგი მიდი ძმურად და წინკალი მოხარშე და ჩავცეცხლოდ-ოთახიდან გამოსულმა სააბაზანოსაკენ აიღო გეზი,მოწესრიგდა და ძმაკაცთან გავიდა.
სულ უხაროდა მისი დანახვა,ბექა და გიგიშა სულ ყველას ერჩია,სულ ბავშვობიდან ერთად იყვნენ..მას შემდეგ უკვე 24 წელი გავიდა და ისევ ერთად არიან.ისევ ისე,შარიანი რატი,გამზავებელი გიგი და ბექა,რომელთაც ყველაზე მეტი ხვდებოდათ..ყოველი ჩხუბის მერე იფიცებდნენ,რომ არასდროს დაეხმარებოდნენ რატის,მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდებოდა,დაწყებუული არ იყო ჩხუბი,რომ ისინი უკვე მის გვერდით იყვნენ,და ალბათ,სწორედ ეს არის ძმაკაცობა..გვერდში დგომა..
-რაშვები სიხარულო,საჭმელს მიმზადებ??-გაზქურასთან მდგომ ბექას მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
-ფუუ გულს მირევ-უცებ მოიშობა მისი ხელები და ზედა დაიფერთხა.
-კაი რა იყო,გაჩვევ ნელნელა ყველაფერს-გაუცინა მას და მაცივარი გააღო,ბანანი გამოიღო და ჭამა დაიწყო.
-როგორ მოხდა,რომ არ ეწევი?-უკნიდან გაძახა ბერიძეს ბექამ
-გუშინ ერთ ლამაზ გოოგოს დავპირდი,რომ გადავეჩვევოდი-გაღიმებულმა უპასუხა.
-კაი თუ ძმა ხარ,ბოლოს გოგო 22 წლის წინ ახსენე მგონი,ბაღში რო გევასებოდა,მარიტა თუ რაღაცა რო ერქვა,დიდი ცხვირი რომ ქონდა.-დამცინავად გაუცინა და წინ თეფში დაუდგა-ჩახეთქე.
-არა,მართლა,შენ ძმობას ვფიცავარ,მაღაზიაში მუშაობს ქვევით.
-კასირშა დაგევასა ??დიდ ძუუძებიანი,მუწუკებიანი ბებიაა??-სიცილს ვეღაც იკავებდაა.
-ფუ შენი,შენთალ ლაპარაკიც არ ღირს-ხელი აუქნია და ჭამა განაგრძო.-რა ვუყიდოთ ეხლა მითხარი ბავშვს-დასასრულს ახედაა ბექას.
-მე რა ვიცი ,ქალებში წავიყვანოთ,ან რავიცი მე.
-აუ სულ გამი*ირებულხარ ძმაო შენ,აჰა ბანანი ჭამე,იქნება ტვინი გაგეხსნას-მაცივრიდან ბანანი გამოუღო და გაუწოდა.
-აბა მე რავიცი-გაბრაზებულმა შეუღრინა,ბანანი ჩამოართვა და ჭამა დაიწყო.
-აუჰ,ისე ჭამ სიგარეტი მომინდა
-შენ არ იძახდი უნდა გადავეჩვიოო?? მის დიდ მკერდს ვენაცვალეო და ეგეთები???-სიცილით გახედა და გასაქცევად მოემზადა.
-პროსტა სირბილის თავი არ მაქ თორე ხო იცი,გაგასიებდი ნარტყამი.-უკვე კარებთანმდგარ ძმაკაცს გაძახა რატიმ.
კურტკას მოკიდა ხელი და კიბეებს ჩაუყვა,ბანანიანი ბექა კარებთან დატოვა..
მაღაზიაში შესულმა ჯერ მას გახედა,მერე ხილის განყოფილებას მიუახლოვდა,ბანანი აიღო და მისენ წავიდა.გაღიმებული დახვდა,მასაც გაეღიმა.ხელში კვლავინდებულად ვინსტონი ეჭირა.
-2 აღარ მინდა,1 მომეცი-გაღიმებულა ვუთხარი.დაბნეულმა 1 დააბრუნა დახლზე.-გუშინ ერთ ლამაზ გოგოს შევპირდი,რომ გადავეჩვეოდი,ვცდიდი ყოველ შემთხვევაში.-ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე,თავიდან ლოყები შეეფაკლა და თავი დახარა,შემდეგ კი გაეღიმა.
აღარ შემოუხედავს,ავიღე ცელოფანი და წამოვედი.გაღიმებული შევედი სასადილო ოთახში,სადაც ისევ ბექა დამხვდა,ყავით ხელში,ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა.
ბანანი მაცივარში შევდე და სიგარეტს მოვუკიდე,ღრმად შევისუნთქე და გავირინდე,ეს მომენტი ყველა გრძნობას მერჩივდა,აი ღრმად რომ ჩაუშვებ ფილტვებში,თავიდან ტკივილს რომ იგრძნობ და მერე რო სიამოვნებისგან ჟრუანტელი დაგივლის,ერთ ამოსუნთქვას რომ ამოაყოლებ კვამლს და ტკივილსაც ამოუშვებ.ეს მომენტი ვინმეს რომ გაეფუჭებინა დაუფიქრებლად მოვკლავდი.
-თეკოს ველაპარაკე,დამპირდა დაგეხმარებით რამეს ყიდვაშიო-თბილად წარმოთქვა ბექამ.
-მაგას ბოლობოლო აღარაფერს ეუბნები??ორივე რო იწით ერთმანეთის სიახლოვით??-გაღიმებულმა გახედა ბედნიერ ძმაკაცს რატიმ.
-პატარაა ჯერ,პატარა.-უპასუხა მან.
-აბა ბიჭო,ძუძუმწოვარააა 21 წლის გოგო,აცალე ხო,აცალე და უყურე მერე როგორ დაისაკუთრებს სხვა.-გაღიზიანებულმა შეუბღვირა.
-არაფერიც-გაბუტულმა შეხედა.
-არა ხო,ბექა ჯინჭარაძის შეეშინდებათ.-სარკასტულად მიუგო.
-ჩემი თუარა რატი ბერიძესი ნამდვილად შეეშინდებათ-გვერდულად გახედა ბექამ და გაუცინა-წამო,წამო,წავიდეთ,2 საათია უკვე.
შუაღამე იყო უკვე,ბიჭებმა ქეიფი რომ დაასრულეს,ნელა მიუყვებოდა ბნელ ქუჩებს რატი,ნელა,აუჩქარებლად ეწეოდა.ყოველ ნაფასზე ლამაზ თვალებაგოგონა ახსენდებოდა,წარმოუდგებოდა მისი სახე,მერე გაქრებოდა,წარმოუდგებოდა,გაქრებოდა...ასე გაგრძელდა მანამ,სანამ მარკეტს არ მიუახლოვდა.ამჯერად უკვე ჩაკეტილი დაუხვდა.ქუჩაში სიმშვიდე იყო,სიბნელეში მხოლოდ ლანდი მოჩანდა,რომელიც მობუზული მიუყვებოდა ქუჩას.
-მია-ჩუმად წარმოთქვა თავისთვის მთვრალმა რატიმ,მალე დაფარა მათ შორის მანძილი და ჩუმად მიუახლოვდა.გოგოს გახშირებული სუნთქვა იგრძნო-ალბათ შემამჩნია და ეშინიაა-თავისთვის გაიფიქრა რატიმ,ნელა მიუახლოვდა და შეაჩერა.
-ნუ გეშინია მიაკო,მე ვარ-თბილი ხმით უთხრა-უცებ მოეშვა გოგონა,ღრმად ამოისუნთქა და ცრემლიანი ცისფერი თვალები შეანათა.
-ასე შეგაშინეე?-მოიღუშა ბიჭი-გეფიცები,ესე აღარ მოვიქცევი-გაუღიმა და ხელი უშვა,იგრძნო,თუ როგორ აღელვებდა გოგონას მისი ხელი.
-არაუშავს-ნაზად გაუღიმა და სიკეკლუცეც წამში დაუბრუნდა.რატისაც გაეღიმა.
-აბა,როგორ ჩაიარა დღემ??-გვერდიდან შეხედა.
-როგორც ყოველთვის-არ შეიმჩნია გოგონამ მისი მწველი მზერა.
-კარგიაა-უჩვეულო სიმშვიდით მოცულმა რატიმ კიდევ ერთ ღერს მოუკიდა,შეჩერდა,აი ის წამი კარგად შეიგრძნო და სიარული განაგრძო,ამასობაში მიას სადარბაზოსაც მიუახლოვდნენ.
უთქმელად დაემშვიდობა და უკან წამოვიდა.
მისით მოცულმა მოუკიდა უკვე ბოლო ღერს და ინანა,მეორე პაჩკაც რომ არ იყიდა.
-ოხ მია,მია,შენი ბრალია ყველაფერი-სიბნელეს უსაყვედურა ბიჭმა,შუქი აანთო და სიცარიალეს მოავლო თვალი,ისევ არ შეიმჩნია მარტოობა და პირდაპირ ოთახში შევიდა,გაუხდელად შეწვა ლოგინში და კედელს გაუსწორა თვალი.
-სად ხარ??-არარსებულ წერტილს დაუწყო ძებნა-შენც მიმატოვე??-მწარედ ჩაეცინა რატის,კიდევ იმედით სავსემ მოავლო თვალი კედელს,იფიქრა,ალბათ სხვაგან წავიდაო,მაგრამ არა,ის არსად ჩანდა.
სადღაც გამქრალიყო პატარა არარსებული შავი წერტილი.
დილით კანკალმა გააღვიძა,უცებ მიხვდა რა ჭირდა,პატარა კომოდისკენ გაიხედა,ხელი გაიწვდინა,პატარა შეკვრა ამოიღო ყურება დაუწყო.ჯერ ლურჯი მოეჩვენა,მერე წითელი..
-მოდი,მალე მოდი,მიშველეე-ტელეფონში ჩასძახა გიგის და პაკეტი კუთხეში მოისროლა.კანკალი არ წყდებოდა,ფეხებზე მწარედ შემოიჭირა ხელები და აქეთ-იქით დაიწყო რწევაა,თან თვალს არ წყვეტდა პატარა ცელოფანს,ხან წითელი იყო,ხან ყვითელი.
-გაუუძელი რატი,გაუძელი,სანამ გიგი მოვა რატი,გიგის დაელოდეე-მთელი ხმით ყვიროდა ბიჭი..თეთრ კედელზე გადაიტანა მზერა-შენ მაინც გამოჩნდი,ახლა მაინც დამენახე,სად ხააარრ?-მთელი ხმით დაიყვირა რატიმ.
-აქ ვარ ბერო,აქ-კარებიდან აღელვებული გიგის ხმა შემოესმა,ვერ ხედავდაა,თვალწინ მხოლოდ თეთრი ფხვნილი ედო.-შემომხედეე-მკლავებში ძლიერი ბიძგი იგრძნო-ბერო მე ვარ,გიგი,შემომხედე-სახე რომ აეწვა მაშინ მოეგო გონს ბიჭი.გაცეცხლებული მზერა მიაბყრო მაგრამ მალევე დამშვიდდა,როცა ძმაკაცი ამოიცნო მის წინ.
-ასეთი ძლიერი ლომკა არასდროს გქონია-ნაღვლიანი მზერა მიაბყრო მეგობარს-რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
-სიგარეტი მომე,გამითავდა-ძლივს ამოთქვა ყბების კანკალით ბერიძემ.
ღრმად შეისუნთქა ნიკოტინი,ლოგინზე გადაწვა და საბანში გაეხვია.ესიამოვნა სითბო.კანკალიც ოდნავ მიწყნარდა,მაგრამ მაინც გრძნობდა კუნთების დაძაბულობას,სუნთქვის გახშირებას.ამასობაში ბექას ხმაც მიწვდა მის სმენას.
-რაღაც უნდა მოვიფიქროთ,ეს საქმე კარგად არ დასრულდება.
-სამკურნალოდ ხომ იცი რომ არ დაწვება,რაღაც ალტერნატივა უნდა,ბიძგი,აზრი უნდა მიეცეს მის ცხოვრებას-ჩუმად მიუგო გიგიმ მის წინ მდგარ ბექას.
-არვიცი,არვიცი რა ვქნათ,მაგრამ ამის ნარკომნობას ბოლო უნდა მოეღოს-ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს ბექამ.
-ბერო-ფრთხილად მიუახლოვდა გიგი რატის.
-ბეროოს ნუ მეძახი-დაუყვირა საბანში გახვეულმა მეგობარმა-გთხოვ-ოდნავ ტონი შეარბილა.
წყენის ფერმა გადაურბინა გიგას ღაწვებზე,მაგრამ არ შეიმჩნია,მიხვდა ამ სახელზე რა მოგონებებიც აეშალა.
ასე გავიდა 3 საათი,თვალგახელილი რატი ღერი-ღერზე ეწეოდა სიგარეტს,ბოლოს ლოგინიდან ადგა,ჩაიცვა და კარებისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?-მკლავში წვდა გიგი.
-მაღაზიაში-მოღლილი ხმით უპასუხა.
-დამელოდე,გამოგყვები,ან მე ჩავალ რა გინდა მითხარი.-ბექა გამოეპასუხა სამზარეულოდან.
-არაა,მე ჩავალ..არ მინდა თქვენი გაყოლა,სიარული შემიძლია ჯერ-გაღიზიანებულმა მიაყვირა ძმაკაცებს და კიბეებს ნელა ჩაუყვა.მოაჯირს ეჭიდებოდა,რომ არ წაქცეულიყო.
ხალხმრავლობა შეინიშნებოდა მარკეტში,დიდი რიგი იდგა სალაროსთანაც,სადაც დაღლილი მია უხალისოდ ატარებდა პროდუქტს.
უეცარი სიმშვიდე იგრძნო რატიმ,კანკალიც კი სადღაც მიიყუჩა.მშვიდად მიუახლოვდა,დარიგში ჩადგა,მის წინ 5 კაცი იდგა..
თავიდან მშვიდად უცდიდა მის რიგს,მაგრამ მერე...ნელნელა ტკივილი დაუბრუნდა,
ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა,ხელებს აწვალებდა...
-ძალიან გთხოვთ-მის წინ მდგარ გოგონას მიუბრუნდა-მეჩქარება,გეხვეწებით რიგი დამითმეთ.
გოგონამ ეჭვის თვალით შეხედა,მაგრამ მაინც გაატარა.
5 წუთიც და მიას წინ აღმოჩნდა.
ორივეს ცამდე გაეღიმა,თვალები გაუბრწყინდათ.
-ერთი?? -გამომცდელი მზერით ახედა მიამ.
-სამი,სამი პაჩკა ვინსტონი-ფრთხილად შეაპარა რატიმ,მიხვდა,გოგოს სახეზე იმედგაცრუება რომ ამოესახა-4 პაჩკა დიდი მარილიანი მზესუმზირაც.
გოგომ უცებ გააატარა ყველაფერი,ხურდა დაუბრუნდა და ლამაზი,ცისფერი თვალებით ახედა.
-მაპატიე,დღეს დანაპირებს ვერ შევასრულებ-დამნაშავის მზერა მიაბყრო და უკანმოუხედავად,სწრაფად ავიდა ბინაში.
-მზესუმზირა?-წარბაწეულმა გახედა ბექამ.
-ამ ეტაპზე კი,არვიცი რამდენად მიშველის,მაგრამ ვცდი.სიტყვის კაცი ვარ,დაგპირდით,რომ გადავაგდებ საბოლოოდ,ხოდა შევასრულებ.
1 თვე საშინლად გაიწელა,თითქოს 1 წელი გაგრძელდა,1 ასწლეული,1 საუკუნე..
რომელი მზესუმზირა დაამარცხებდა ორგანიზმის მწარე მოთხოვნილებას??-არცერთი,მაგრამ ის ყურადღების გადატანაში ეხმარებოდა.გიგი,ბექა,ყველა,ყველა მის გვერდით იყო,ვინც კი იცნობდა.ყველას უნდოდა მათი ძმის საბოლოოდ განკურნება.
-როგორ გრძნობ თავს??-1 თვის შემდეგ ბექა დაადგა დილით ძმაკაცს,ცელოფნებით ხელში.
-შედარებით უკეთ,სხვათაშორის დღეს მეძინა-ღიმილით აცნობა ძმაკაცს სასიხარულო ამბავი.
-ოჰ,ეს კაია-გულწრფელად გაუხარდა მასაც.
-სიგარეტი გააქ? გუშინ გამითავდა.
-არა,მაგრამ თუ გინდა ჩავალ-კარებისაკენ გაიხედა ბექამ.-თუ რა თქმა უნდა შენი დიდძუძუებიანი მოხუცის ნახვა არ გინდა-სიცილით შემოუბრუნდა.
-მოხუცითავი გაბია-ენა გამოუყო კარებიდან-იცოდე მაინც,როგორია.
-როგორია??-გამომცდელად მიაძახა კიბეზე დაშვებულ რატის.
-პატარა ფერიააა,ფერია-დაგუდულად მიწვდა ბექას მისი ხმა.
მაღაზიაში შესულ ბერიძეს ამჯერად რიგი აღარ დახვედრია,პირდაპირ მივიდა მასთან და აუღიმა.
-გამარჯობა მია-თბილად მიესალმა
-როგორც ყოველთვის??-ცივად ახედა მან.
-არა,ამჯერად მხოლოდ 1 -ნაღვლიანად უპასუხა.
-მართლა??-თვალები გაუბრწყინდა მას.
-აჰამ,2 თვის წინ ერთ ლამაზ გოგოს დავპირდი,რომ გადავეჩვეოდი,ეს თვე მძიმე იყო ჩემთვის და ეს გოგოც ყოველ ჯერზე გაბრაზებულიმაწვდიდა 3 შეკვრას,მაგრამ ახლა ისევ დაუბრუნდა მხნეობა ერთ ბიჭს და გადაწყვიტა ასიამოვნოს პატარა გოგონა-ერთიანად მიაყარა რატიმ-ოღონდ ერთი თხოვნით,ესეთი გაბრაზებული მეორედ არ დახვდეს-თბილად დაასრულა და სანამ რამეს იტყოდა მია,მარკეტი დატოვა.
ბინაში ასულს გიგი დახვდა იქ.გადაეხვია და სიგარეტს მოუკიდა.
-გიოს ნათლობაა ამ კვირაში.
-გიუშკისი ტოო?-ნაპასი „გადაცდა“ ბერიძეს
-არა ბაბუაჩემი ლავრენტისი,აცხონოს ღმერთმა-სამზარეულოდან სიცილით გამოძახა ბექამ.
-ჩაი*ვი რაა-მანაც სიცილით გაძახა და გიგის მიურუნდა-ვახ რა მაგარია..
1 კვირაც მალე გავიდა.დილით ადრე გაეღვიძა ბატონ რატის,უცებ ჩაიცვა და გიგისთან გავარდა.
-ეკუუშკიიი-სიხარულით გასძახა ძმააცის ცოლს-რა კარგად გამოიყურებიი.
-ოჰ,ეს რა მესმის შენი პირიდან-ეკასაც გაეხარდა მისი დანახვა
-აიი როდის არმითქვამს რაა-იწყინა ბერიძემ-რაც გიცნობ მის მერე მაგას გეუბნები.
-აბა მორჩი,ნუ ეფლირტავები ჩემ ცოლს-ოთახიდან გამოვიდა გიგი და მის ცოლს მიუახლოვდა,წელზე ხელი შემოხვია და მხარზე აკოცა.
-უმადურო,მე რო არ ვყოფილიყავი რას მოიყვანდი ძააან მაინტერესებ-მწყრალად გახედა და გაუცინა.
-კარგი ხო,ვჩუმდები.-ხელები თეატრალურად აწია და გადაეხვია-ჩემი ძმა ხარ.
იმ დღეს კარგად გაერთნენ,კიდევ ერთი ქრისტიანი შემატეს საქართველოს..9 ჯერ ადღეგრძელეს საქართველო,20 ჯერ მათი ძმაკაცოდა და კიდევ უფრო მეტჯერ ოჯახი.
როგორც ყოველთვის,მარტო მიუყვებოდა რატი ქუჩას,მთვრალი ბექა მის სადარბაზოსთან დატოვა და ანერვიულებულ დედას ჩააბარა,თვითონ კი თავჩახრილი გამოუყვა აღმართს და მის სადარბაზოს მიუახლოვდა.
ინსტიქტურად გახედა მაღაზიას,მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო..მის მიას ალბათ უკვე ეძინა...
იმდღეს ყველაზე მეტად შეაშია ბიჭს მარტოობამ,მაგრამ ვერ უღალატა ძმაკაცებს,ფანჯარასთან იჯდა და ეწეოდა.ისე შემოათენდა ვერ მიხვდა,მზის პირველ სხივებს გაღიმებული შეხვდა და კიბეები ანცი ბიჭივით ჩაირბინა.
სწორედ მაშინ მივიდა მარკეტთან,როცა მას აღებდნენ.
-გამარჯობა მია-უკნიდან მიესალმა მას.
-გამარჯობა-თბილად უპასუხა უკანმოუხედავად ნაცნობ ხმას.
-აბა,თუ გამოიცნობ რა მინდა-სიცილნარევი ხმით შეყვა მაღაზიაში.
-როგორც ყოველთვის,ვინსტონი.
-არაააააა,შეცდი.მიდი,მიდი მართლა დაფიქრდი და მითხარი.-აცანცარდა უცებ ბიჭი.
-ქათამი და პური???-სიცილში აყვა ბენძენიძე.
-ოხ კაი რა,ბანანი მინდა,ბანანი.
-აიღე მერე -სიცილით გასძახა უკვე წასულ რატის.
-და რა თქმა უნდა ვინსტონიც და კიდევ-ღიმილით შეხედა ქალის ცისფერ თვალებს-დღეს არ შეგიძლია რომ განთავისუფლდე?
-რატომ?-შეცბა გოგონა.
-მმ,ისე,უბრალოდ,მეთქი ყავას დავლევთთქო სადმე.-სასხვათაშორისოდ წარმოთქვა.
-არვიცი,რატი,-დდაიბნა
-კარგი ნუ იბნევი რაა,თუმცა ეგეც გიხდება
-დღეს რაღაც ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ-უფრო დაიბნა მია.
-აიი თუ განთავისუფლდები,დამიჯერე,უფრო კარგხასიათზე დამაყენებ.
-არვიცი,შევეცდები.
-კარგი,ასე 3 საათისთვის მოგწერ,კაი???-გასასვლელიდან გასძახა.
-ჩემი ნომერი რომ არ იცი??-ალმაცერად გაუღიმა.
-ჰაჰ,მაგის გაგებას 5 წამიც არ სჭირდება-გაუღიმადა 2 წუთში უკვე სახლში იყო და ბანანს ილუკმებოდა.
-ტაკ,ტაკ,ტააკ,მია ბერძენიძე.-უცებ გადაწვდა იქვე მიგდებულ ტელეფონს და ნომერი აკრიბა-თაკუნაა,როგორ ხარ??რაღაც უნდა გთხოვო რა,შენ ბინაში მია ბერძენიძე ხოომ იიცი???ხოდა აი მაგის ნომერი მომწერე რაა.
3 საათამდე მთელი პაჩკა ჩაათავა,ზუსტად 59 წუთზე მიას შეტყობინება მიუვიდა.
-„აბა რა გადაწყვიტე?“
-„5 წუთში გამომიარე“
უცებ ჩაიცვა და მაღაზიასთან მივიდა,შესასვლელთან მია დახვდა,ყველაზე უბრალოდ,და ყველაზე შესაფერისად.გაუღიმეს ერთმანეთს.
-წავიდეთ??-ღიმილით ჩახედა მის ლამაზ თვალებს რატიმ.
-წავედით
ერთი მყუდრო კაფე შეარჩიეს,ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს და დასხდნენ.
-აბა,მია ბერძენიძე,მომიყევი რამე შენზე.
-რა მოგიყვე??-მორცხვად დახარა თავი მიამ.
-ყველაფერი მაინტერესებს.
-არვიცი,რა ვთქვა-გაეღიმა მას.
-კარგი აბა მითხარი,თაყვანისმცემელი,შეყვარებული თუ გყავს.-ყველაზე ბანალური შეკითხვა დაუსვა რატიმ.
-არა,შეყვარებული არ მყავს-წამოწითლდა.
საღამომდე ერთად იყვნენ.იცით როგორიდღე იყო?ორ სხეულს რომ ერთმანეთისკენ იზიდავდა,მაგრამ იმ ზღვარს,რომელიც გონებაში გაავლეს,არ სცილდებოდნენ.
-სიგარეტი გამითავდა-ნერვიულობა შეეპარა ხმაში რატის.
-მოიცა-ჩანთიდან ვინსტონი ამოიღო და მიაწოდა-აჰა,აიღე.
-ეწევი??-თვალები გაუფართოვდა ბიჭს.
-არა,უბრალოდ ვიცოდი,რომ გამოგელეოდა და თან წამოვიღე.-გაუღიმა
-ყოველდღე მარწმუნებ,რომ საოცრება ხარ....
10 საათი იყო,როცა მიას ბინას მიუახლოვდნენ.იმაზე მეტად უჭირდათ ერთმანეთის დატოვება,ვიდრე თითოეულ თქვენგანს საყვარელ ადამიანთან განშორება.
მისგან ცოტა მოშორებით,პირისპირ იდგა და სიგარეტს ეწეოდა,რაღაცას ელიან,რაღაც უნდათ,არცერთი არ იძვრის ადგილიდან.
ბოლო ნაპასი მოქაჩა და ნამწვავი ძირს მიაგდო.
აუჩქარებლლად დაფარა მათ შორის ნაბიჯი და მის წინ,ძალიან ახლოს გაჩერდა,უთქმელად ამოიღო სიგარეტი და მასთან ერთად განიხანგძლივაა ნეტარების წამები.
-„მგლები“ წაკითხული გაქვს??-კითხა,თან თვალებს არ აცილებდა მზერას.
უთქმელად დააქნია თავი მიამ.
-სულ შეეძლო ლუკას თავი დაენებებინა თავისი ცხოვრების წესისთვის,მაგრამ არ აკეთებდა ამას,შეეძლო ამდგარიყო,წასულიყო ეკასთან,მოხვეოდა მას და ცხოვრების ბოლომდე ასე ეცხოვრა,მაგრამ სხვა გზა აირჩია,არ ყოლია ეკა,ყავდა დოდო,ნაინა,იულია,ყავდა სხვა ქალებიც,მაგრამ სულ უყვარდა ეკა.სიცოცხლის ბოლო დღემდე მან იცხოვრა ისე,როგორც მისი წოდების კაცს შეეფერებოდა,ბოლოს დაიღალა,დაიღალა და ეკასთან წავიდა.
ჩემი და ლუკას ცხოვრების წესი რაღაც შტრიხებით განსხვავდება ერთმანეთისგან,მაგრამ მაინც ერთია. მის მსგავსად,მეც ადრეულ ასაკში დამატყდა თავზე უბედურება,ადრეულ ასაკში ავცდი გზას,წლების განმავლობაში არ გადამიხვევია ამ ცუდი გზისგან.მყავს ძმაკაცები,ისეთი,როგორიც ლუკას დადა,ვოლინა,ჯაბა ყავდა,იმის მიუხედავად,რომ ამ ხნის განმავლობაში,სულ ცდილობდნენ ჩემს სასიკეთოსაკენ შემობრუნებას,მაინც ვერ ახერხებდნენ,იმიტომ მე არ მინდოდა ასე. ახლა დავიღალე,უკვე დავიღალე ჭიდილითა და ბრძოლით.26 ვარ უკვე,შენ ჯერ პატარა ხარ,შეიძლება ვერც კი გამიგო,მაგრამ დამიჯერე,არ ვაპირებ ლუკასავით წლების შემდეგ დავუბრუნდე ნამდვილ სიყვარულს.შენ გამოჩნდი ეხლა,ადამიანი,რომელმაც დამაფიქრა ჩემს ყოფიერებაზე,გოგოხარ,რომელმაც ცხოვრება მომანდომა,რომელმაც მისდაუნებურად ჩემში შემოვიდა და გეფიცები,არავითან შემთხვევაში,გადარჩენის ამ ერთადერთ გზას ხელიდან არ გავუშვებ.მე არ ვაპირებ იძულებას,არავითარ შემთხვევაში.გთხოვ უბრალოდ გადამარჩინო,დამეხმარო,დახმარების ხელი გამომიწოდო როგორც მეგობარმა.თუ ესეც არ გინდა,არც ამას დაგაძალებ.-დააასრულა თუ არა რატიმ,მესამე ღერს მოუკიდდა და მის სახეს დააკვირდა.
ლამაზ ცისფერ თვალებში ემოციების მოზღვავება ამოიკითხა,პატარა,თეთრი რგოლები იღვრებოდა უკიდეგანო ზღვისგან.
სულ რამდენიმე,თუნდაც 5 წამში,ლუკამ სხეულზე უდიდესი სითბო იგრძნო,იმ გრძნობას შეადარა,პირველად რომ შეიყნოსა და წამებში უდიდესი შვება რომ იგრძნო. ახლაც იგივე განმეორდა,სხეული ჯერ ჟრუანტელმა დაფარა,შემდეგ კვლავინდებურად სითბომ,ბოლოს კი სრულ ნეტარებას მიეცა..
მათი ჩახუტება სულ რაღაც 10 წამი გაგრძელდა,მაგრამ ეს 10 წელს უდრიდა,10 უბედური მოგონება მოაკლდა რატის გულიდან.მერე ხელი უშვა და დაელოდა,სანამ გაუჩინარდებოდა.
უკან მობრუნდა და სახლის გზას გაუყვა.
ბინაში შესულს უკვე აღარ შეეგება მარტოობის მყრალი სუნი.
პირიქით,მიას თბილ სუნს დაეფარა იქაურობა.
გაეღიმა...
ოთახში შესულმა კედლებს მოავლო ირგვლივ მზერა,იმ არარსებულს ეძებდა,რომელიც უკვე კარგა ხანია გამქრალიყო...
____________________________________________
თუ როგორ წარიმართა მათი ურთიერთობა,ამას თქვენ წარმოსახვას მივანდობ,ცოტა გაგიადვილებთ საქმეს და გეტყვით,რომ ეს თვე ნახევარი,რატისათვის იმ სამოთხეს უდრიდა,რის ყიდვასაც მთელი ცხოვრება უმღეროდა რობერტ პლანტი (LED ZEPPELIN-STAIRWAY TO HEAVEN). ყოველ დილით ჩვევად ექცა მაღაზიაში ჩასვლა,თუნდაც უმიზეზოდ, მისთვის ცქერა,სიგარეტის მოწევა და საღამომდე მოცდა.საღამოს მივიდოდა,ჩაეხუტებოდა,მოწევდა,სახლამდე მიაცილებდა,კიდევ მოწევდა,ჩაეხუტებოდა,ისევ მოწევდა და გაუშვებდა.
შაბათ-კვირას წავიდოდნეს სადმე მყუდრო ადგილას,ისაუბრებდნენ,გაიცინებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.
მათი ურთიერთობა კი ისევ არ ცილდებოდა ზღვარს.
მათი საუბარი ისევ არ ეხებოდა ოჯახს....
ეს რუტინა,მარტში დაირღვა,ზამთრის ცივი დღეები ჩაათავეს და მარტის შემოსვლას ზეიმობდა მთელი ქალაქი.
უკვე საღამო ხანი იყო,სულ რაღაც 10 წუთი დააგვიანდა რატის,მიზეზიც ჰქონდა,მისი ნათლული ცუდათ გამხდარა და უცებ წაიყვანეს საავადმყოფოში,ანსაკუთრებული არაფერი,ვირუსი აღმოუჩნდა,მაგრამ მაინც შეშინდნენ.
მაღაზია უკვე დაკეტილიყო.. ირგვილ არავინ ჩანდა.
გულში აი ის სიმი ჩაწყდა,რომელზედაც მიას ბედნიერება იყო.
ალბათ მიბრაზდება-ჩუმად წარმოთქვა.
მისი სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა,ბოდიშის მოხდა უნდოდა,თან სიგარეტს ეწეოდა.
მისი ბინიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ყვირილმა შეაჩერა.
მის სახელს იძახდნენ,ნაცნობი ხმა იკლებდა ქუჩას მისი სახელის ძახილით.
ინსტიქტურად ბნელი შესახვევისაკენ გაიქცა და ოცნებობდა,ის არ ყოფილიყო,რაც გონებაში უტრიალებდა.
მის სმენას მხოლოდ მიას ბოლო სიტყვები მისწვდა.
-რატი მაინც გაიგებს თქვენს ვინაობას და მერე გაგაქრობთ აქქედან.
შემდეგ გააფთრებული მივარდა 2 პიროვნებას..
ენერგიისა და ადრენალინის საშინელ მოზღვავებას გრძნობდა.
სწრაფად იგერიებდა მათ,თან იქვე გულწასულ მიას უყურებდა.
-ნაბიჭვრებოო,არაკაცებო,მაინც დავლევ თქვენ სისხლს-გაქცეულ ბიჭებს დაადევნდა და მიას მიუბრუნდა.
საშინლად გამოიყურებოდა..ხელში აიყვანა და მის ბინამდე ატარა,ძარღვებში უმწარეს ტკივილს გრძნობდა,მაგრამ ყველა ტკივილს ფარავდა გულის ტკივილი.
ბინის კარები ძლივს გააღო,შესულს საშინელი სუნი ეცა,ტკივილის სუნი,უფრო სინდისის მწარე სუნი ტრიალებდა..
მდივანზე დააწვინა და სამზარეულოსაკენ გაიქცა.ცივი წყლით დასვრილი სახე მობანა..ერთადერი,რაც სახლში აღმოაჩნდა,ნიშადური იყო,რომელსაც ხელისკანკალით ასუნთქებდა მიას.
ბოლოს თვალები გაახილა.
მოეშვა.
სახე ხელებში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა.
-რატი-მისუსტებული ხმით წარმოსთქვა მიამ.
დუმდა..
-რატი გამეცი ხმა.რატი,შემომხედე.-სწრაფად მიუახლოვდა გახევებულ რატის და სახე ააწევინა.-რატი ხომ კარგად ხარ??
-კარგად როგორ უნდა ვიყო მია,ჩემი ბრალია ყველაფერი,ჩემ გამო მოხდა.
-კი მაგრამ რატი,არაფერი მომხდარა..შენ..-ხმა დაკარგა გოგომ.-მალე მოხვედი.
-მალე მოვედი??რას მელაპარაკები მია-ირონიულად გაეცინა ბერიძეს-დროზე რომ მოვსულიყავი,ეხლა გეძინებოდა.შეხედე შენ სახესს-მკლავში წვდა და სარკესთან მიიიყვანა-ნახე რას გიგავს სახე-ჩალურჯებული ადგილებისაკენ მიუთითებდა რატი-მე რომ დროზე მოვსულიყავი,ეს ასე მოხდებოდა???-სიმწრისაგან მთელი ძალით უჭერდა ხელებს მკლავზე-მიპასუუუხეეე,გექნებოდა ასე თუ არაა-მთელი ხმით უყვირა.
-მეტკინა რატი-მთელი ეს წუთები მისგან განთავისუფლებას ცდილობდა მია-ხელი გამიშვი გთხოვ.
ცივად გაუშვა ხელები..
უთქმელად დატოვე ემოციებისაგან სავსე ოთახი და საძინებელში შევიდა.
-აქ უნდა იყოს.სადღაც აქ მივაგდეე-რაღაცას გამალებით დაუწყო ძებნა,არც მია შეუმჩნევია,რომელიც ძირს დაჩოქილ რატის გაოცებით უყურებდა.
-რას ეძებ რატი,მითხარი-მისკენ წავიდა.
-აქ უნდა იყოსსს,სად წავიდა?? აქქ იყოოო,აქ დავტოოოვეეე-კუთხისაკენ ყვირილით იწვდიდა ხელს-აქ იყო მიაა,სად გაქრა??
-რაა ადამიანოო რაა ამიხსენი,სიგარეტს ეძებ???
-რა სიგარეტი მია,რა სიგარეტი.
-აბა რას ეძებ??-დაბნეული მიუახლოვდა.
-აი თურმე სად ყოფილა-სიხარულით წამოიყვირა ბიჭმა-შენ გეგონა დამემალებოდი??შენც გიპოვე და იმ 2 ნაბიჭვარდაც ვიპოვი და ისე გავაქრობ,როგორც ეხლა შეეენ-სიხარულით ატრიალებდა ხელში პატარა პაკეტს,გახსნა,ხელის გულზე დაიყარა და შეისუნთქა.
-როგორი მონატრება გცოდნია-ბოლოჯერ ამოთქვა და გადაეშვა.
ღრმად შეცურა ექსტაზის მორევში,ბოლოს მის მზერად მონატრებული შავი წერტილი მიწვდა,იგრძნო თბილი ხელის შეხებაც,ნერვიულო მოთქმაც გაიგონა,მაგრამ არაფრის თავი არ ქონდა,გაყუჩებულმა გულმა სუსტად განაგრძნო ფეთქვა.იქვე დაწვა და თვალები დახუჭა.
დილით ხმაურმა გააღვიძა,თვალების ახელა ეზარებოდა,მაგრამ მისი ბიჭების ხმა გაარჩია.ჯერ მათი ფეხები დაინახა,შემდეგ მათ მზერას გაუსწორა თვალი..რაღაც ისეთი დაინახა,ჯერ რომ არასდროს შეემჩნია მათ მზერაში.
იმედგაცრუება..
ტკივილი..
რაღაც ამის მსგავსი.
მერე მისი ქმედება გაახსენდა გუშინდელი და თავი ჩახარა.
თვალები დახუჭა,ინანა,სინდისმა შეაწუხა.
უნდა მოგეთმინდა-მისი მეორე მეს ხმა გაიგონა
ვერ მოვითმინე-ტკივილით სავსე ხმით ჩასძახა.
ლაჩარი ხარ-ისევ მისი ხმა მოესმა
ვიცი-უღონოდ ჩაილაპარაკა..
-ადექი,ძირს წევხარ,გაცივდები-გიგის ხმამ მოიყვანა გონს.
ადგა..
ისე გავიდა საააბაზანოში,მათთვის შეხედვა ვერ გაბედა.
სარკეში ჩაიხედა.საკუთარ თავსაც კი ვერ შეხედა.
მოწესრიგდა და გავიდა.
თითქოს მსჯავლდებული მიყავთო განაჩენის გასაგებად..ისე ავდახრიილი შევიდა სამზარეულოში.სადაც ბექა და გიგი დახვდნენ.
სკაამზე ჩამოჯდა,მიას უკმარისობა იგრძნო.
-გუშინ დაგვირეკა ღამე-საუბარი ბექამ დაიწყო-შეშინებული ხმა ქონდა,მკვდარი ეგონე,გული სუსტად გიცემდა,მთელი ღამე ბოდავდი,საშინლად იყო შეშინებული,არ იცოდა რა ექნა,გამოეძახა თუ არა სასწრაფ,ბოლოს ჩვენ დაგვირეკა.ხვდები მაინც რა ჩაიდინე? გგონია,რომ აწი თავს დააახწევ??
-როდის წავიდა?
-ნახევარი სააათის წინ.-გაღიზიანებული ხმით უპასუხა გიგიმ,რომელიც ამხნის განმავლობაში ჩუმად იყი და სიგარეტს ეწეოდა-მინდა გაგამართლო,ვეძებ ათას მიზეზს,რომ თავი დავირწმუნო არაფერში ხარ დამნაშავე,მაგრამ ვერ ვნახულობ მიზეზს.ვფიქრობ,არაა,გიგი,რატი ამას არ იზამდა,ის შენ არ გადაგახტებოდა,არ დაივიწყბდა ამდენხნიას ძმაკაცობას,კაცობასარ დაკარგავდათქო,აქ მოსვლამდე,ვფიქრობდი,იქნებ ისე გახდა ცუდათ,იქნებ არა,მე ვცდები და არ მიუღია წამალი,ვლოცულობდი აქ მოსვლამდე,ვლოცულობდი ოთახში შმოსვლამდე,რომ აგონიაში მყოფი არ დამხვედროდი,მაგრამ ყველაფერი გაქრა,დაიმსხვა. რწმენა დამიკარგე,ნდობა..
-გაჩერრდიი-რატის ყვირილმა შეაწყვეტინა გიგის საუბარი-გთხოვ გაჩუმდიი,აღარ შემიძლლია,ვერ გავუძელი,ვერ დავამარცხე სურვილი,გეფიცები,ყველაფერს გეფიცები,რო შემეძლოს უკან დაბრუნება,აღარ გავაკეთებდი ესე,მაგრამ ვერ გავუძელი.
-არა რატი,ძალიან სუსტი ხარ,ძალიან სუსტი ხარ რომ გადაეჩვიო და საბოლოოდ გადააგდო,უკვე აღარ ვიცი რა მოვმოქმედო,რა გზას დავადე,ყოველჯერზე იგივეს აკეთებ,უკვეეე ხვდები?? მეორედ გამიცრუე მიზეზი.
-ნუ მახსენეებ-თავჩახრილმა ამოძახა ძმაკახს.
-არაა,უნდა გაგახსენო,ზედმიწევნით უნდა გაგახსენოო ყველაფერი,მაგრამ მეც მტკივა,მეც განვიცდი,მეც შემტკივა გული... რამდენი ხანი გავიდა მას შედეგ რატი???-მის წინსკამზე ჩამოჯდა გიგი და რატის შეხედა-8??9???
-10,10 წელი გავიდა-ყველაზე მტკივნეულად ამოიღო გულიდან სიტყვები.|
-10 წლის წინ მომხარს ეწირები რაატი,ის რაც უკვე წარსულს ჩაბარდა.ასე გაგრძელების უფლებას აღარ მოგცემ,ვსო,ამოიგდე ის დღე გონებიდან,დაივიწყე ყველაფერი,საკმარისი იტანჯე უკვე აღარ გეყო?? თუ გსიამოვნებს ტკივილი??
გასაგებია,რომ გენატრებიან,მაგრამ გახედე,ყველას აკლია ვიღაც,მაგრამ მიწაში არავის ჩაჰყოლიან,მორჩი გლოვას. არ მინდა,გესმის???დავიღალე,მეც დავიღალე შენი ასეთი ყურებით.ყოველთვის გვერდში გედექით,სულ,ყველგან,ნებისმიერ სიტუაციაში,მაგრამ უკვე მომბეზრდა,მოსიარულე გვამი ხარ,გესმის??? დადიხარ,მაგრამ უმიზნოდ.
ეს თვენახევარი იცი როგორ მიხაროდა??? მიას ყოველწუთას მადლობას ვუხდიდი,როგორც კი მისი ნახვის შესაძლებლობა მომეცემოდა,რადგან ვხედავდი,თუ როგორ გამოკეთდი ნელნელა,ნაკლებს ეწეოდი,გიხაროდაა,დილით ადრე დგებოდი,მიდიოდი,ყველას ხალისიანად ეგებებოდი,ჩემთან მოდიოდი,ბექასთან,საძმაკაცოს დაუბრუნდი როგორც ადრე იყო ისე.
მაგრამ,ბრახ და ბექა მირეკავს,რატია ცუდათ მიამ დამირეკაო.
ის კედელი,რომელიც თვენახევარი ავაშენე,წამში დაიმსხვრაა,ბოლო წამამდე მეჭირ ერთადერთი აგური,შეგხედე თუარა ძირს მძინარეს,ეგრევე ეგეც გაქრა.
მითხარიი,ხმა ამოიღე,მქონდეს თუარაა შენი იმედი,მჯეროდეს თუ არა,რომ ისევ გამოიღვიძებ,ისევ დაუბრუნდები წესიერ ცხოვრებას..
გვქონდეს ამის იმედი,თუ არაა??-იოგის ჩახლეჩვამდე გაიღრიალა გიგიმ,მასაც ტკიოდაა,მაგრამ ბოლო უნდა მოეღო ამ ყველაფრისათვის.
დუმდა.
გამაყრუებლად დუმდაა რატი.
რა ეპასუხა,როცა თვითონაც არ იცოდა??რა ეთქვა მისთვის,როცა იცოდა,რომ ვეღარ ამოვიდოდაა წამლიდან?? გაანებებდა,მაგრამ სინსისს ვერაფერს მოუხერხებდა,რა ექნაა მისთვის????
-გასაგებია-ხმაჩამწყდარმა ჩახარა გიგიმ თავი-ყვლაფერი გასაგებიაა.
ადგა და წავიდა..
უკანგაყვა ბექაც,ბოლოერ შეავლო ნაღვლიანი მზერა და ოთახი დატოვა.
უცებ გამოფხიზლა რატი,ადგა,მთელი შეძლებით ჩაირბინა კიბეები და მარკეტში შევიდა.
მის მზერად შეეჩეხაა,ჩამქრალს,უნდობელს,ტკივილით სავსე მზერას.
გული ეტკინა,გიგის სიტყვების შემდეგ ესუფრო მწარედ ეტკინა.
არ შეუხედავს,ისე აქცია მხარი,3ბოთლი არაყი აიღო,სხვაგან გადაიხადა და ავიდა.
ავიდა იქ,სადაც ყველაფერი დაიწყო,და ბოლოს წერტილი დაესვა.
ავიდა იქ,სადაც 10 წლის წინ ყველაზე უბედური დღე გათენდა..
სადაც უპატრონოდ დატოვეს 16 წლის ბიჭი.
სადაც არავის შეცოდებია.
არავის უნუგეშებია.
სადაც არავის უთქვამს,რომ ცხოვრება გრძელდება.
რომ მის გვერდში იქნებოდნენ.
თქეს მხოლოდ გიგიმ და ბექამ..
ახლა მათაც დატოვეს.
დატოვა მიამაც და ზურგი აქცია ყველამ.
1,2,3, მესამე ჭიქაც მთელი ბოთლის დაცლა მოყვა.
მას 1 გრამი ჰეროინი.
შემდეგ სადღაციდან გამოჩენილი შავი წერტილი მოვიდა და გული ამოუღი,ამოაცალა ძარღვები,სული შეუბერა ადამიანურ გრძნობებს და დატოვა.
დატოვა ეულად ნარკომანი.
ლოთი.
რომელმაც იმაზე მეტი ტკივილი განიცადა,ვიდრე ნემისმიემა მოკვდავმა დედამიწაზე.
დატოვა მუსიკასთან,რომელიც იმაზე მეტად ანადგურებდა,ვიდრე ნარკოტიიკი ან სასმელი.
comfortably numb-ის უნიკალურ მელოდიას აჟღერებდა გამუდმებით ბოლო ხმაზე.
დატოვა პოეტთან,რომელიც ყველაზე ახლოს იყო მის სულიერებასთან..
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდენ,როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი-ვით მეფე ლირი,
ლირი,ყველასგან მიტოვებული..
_________
სიმარტოვე 3 თვის შემდეგ დაირღვა,ივლისის მწველი სხივები შემოიჭრა მის ოთახში და ძილი მოპარა.
გაღიზიანებულმა ჩაიცვა და მაღაზიაში ჩავიდა,მოუწესრიგებელი,გაურეცხავი ტანსაცმელით,სახით,რომლის დანახვისას უცილობად შეშინდებოდით.ზიზღით სავსე მზერით შეაღო კარები,იყიდა 3 პაჩკა ვინსტონი და ისე,რომ არ გაუხედავას ნაცნობი ადგილისაკენ,მაგაღია დატოვა.
შევიდა და ისევ გადაკეტა კარები.
ჩამოასხა.
მოუკიდა.
ღრმად მოქაჩა.
ჰორიზონტალურად დაყარა თეთრი ფხვნილი ოქროსფერ დაფაზე და დაიხარა.
სწორედ მაშინ,როცა უნდა შეესუნთქვა,ზარის ხმა გაისმა.
თავიი ასწია.
-ვინ არის ამის დედაც-გინებით მივიდა კარებთან და პირდაპირ გააღო.
ზღურბლზე მია დახვდა.
უემოციოდ შეხედა და კარები მიხურა.
სამზარეულოსაკენ დაბრუნდა და სკამზე ჩამოჯდა.
ჩამოასხა.
მოწია.
-რა გინდა???-გოგონას მიუბრუნდა.
-დღეს იცი რა დღეა??-ხმისკანკალით კითხა.
-ივლისი-კვლავინდებურად მოსვა.
-რაა დღე თქო?
ტეელეფონზე დახედა ბერიძემ.-20.
-მერე????
-რა მერე?? -გაოცებით შეხედა.
-დღეს გიგის დაბადების დღეა.
-მერე??-უაზროდ შეხედა რატიმ.
-მერე ის,რომ უკვე მოომბეეზრდაა-უცებ აიტანა ისტერიკამ მია-როდემდე გიყურო ესეთს?
-ესეთს,როგორს???-ისევ ირონიით შეხედა,ბოლო მოქაჩა და ახალი მოუკიდა.
-ესეთს,გაუბედურებულს,როდემდე შევხვდე იმ ფაქტს მშვიდად,რომ ყოველდღე 3 პაჩკა ვინსტონს ყიდულობ,სვამ.როდემდე უნდა გადაყვე იმ ღამეს???
-ეგ ღამე არაფერ შუაშია,ის უბრალოდ ბოლო წვეთი იყო,მოთმინების.-აგდებით მიუგო.
-ვერ აგიტან ესეთს,აღარ შემიძლია,გესმის?? აღარ მინდა უკვეე.
-რას აკეთებ?-უცებ გამოცოცხლაა რატი,როდესაც მისკენ წამოსული მია დაინახა.
-ის,რაც 3 თვის წინ უნდა გამეკეთებინა..
მიუახლოვდაა და სასმელი გამოგლიჯა ხელიდან-არ მოგცემ ნებას,აბას შეწიროო შენი თავიი-კედელზე მიამსხვიაა ბოთლი და ჭიქა-გესმის რატი ბერიძე?? არ მოგცემ ამის უფლებას,არც იმას დავუშვებ,რომ შენი ჯანმრთელობა ჰეროინს გადაააყოლო-ხელი ოქროსფერ დაფას მოკიდა და სამზარეულოს ნიჟარაში ჩაყარა,წყალს მიუშვირა...
ასეთ რეაქციას არ ელოდა..
გააფთრებული მივარდაა რატი.
წყალი გადაკეტა,მაგრამ უკვე გვიანი იყო,ბოლომდე გაიხსნაა წყალში.
-სულ გააფრინეე?-ახლა მიას მივარდა-ეს რა გაააკეთე??
-რა გავაკეთე დაა ადამიანობას დაგაბრუნე.
-რომელ ადამიანობასს მიაა,როომეეელ ადამიანოოობას-ხრიალი აღმოხდა ხმის მაგივრად.
-რომელშიც მე,გიგი,ბექა და შენი ყველაა მეგობრები ვართ,შენი ოჯახი.-ოღონდ ეხლაარ ატირდეე,მიაა,მს თავს აგულიანებდა,ეხლა უნდა გაუძლო და ბოლომდე შეუტიო.
-ოჯახი??-ისტერიული სიცილი მოწყდა უცებ მის ბაგებს-ოჯახიოო,გეესმით ხალნო,ოჯახიოოო-ხელგაშლილი მოავლო ოთახს მზერა,თითქოს ხალხი ყოფილიყო იქ-რომელ ოჯახზე მეუბნებიი მიააა-ტონი შეეცვალააა-10 წლის წინ რომ დავკარგეეე??
-არა,ეგ წარსულს ჩაბარდა,მე ოჯახზე გეუბნები,ომელიც ეხლა გყავს.
-ახლა ჩემი თავის გარდა არავინ მაბადიაა-სივრცეს გახედაა და თავი ჩახარა.
-მეე???მე ვინ ვარრ რატი???-თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა-მე არაფერს ვნიშნავ შენთვის?
-არა,მია,შენ ბევრს ნიშნავ,შენ შეგეძლო გამოგესწორებინე და ეს გააკეთე კიდეც,მაგრამ ახლა უკვე გვიანია,ძალიან გვიანი-ჩურჩულით უთხრა და იქვეე,კედელთან ჩაიკეცა,სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა,იქვე დაფერფლა.
სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.
ისეთი,საშინლად რომ ხმაურობს დაა გულს რომ გიწუხებს.
-მიყვარხარ-საშინლად მძიმედ მოწყდა მიას ტუჩებს საუკუნის გრძნობები.
-გაჩუმდი-თავზარდაცემულმა შეაჩერა რატიმ.
-არა,არ გავჩუმდები,ამჯერად არა.მიყვარხარ-მიუახლოვდა და ისიც ჩაიმუხლა-მიყვარხარ ყველაზე ღრმა გრძნობით და ამას აღარ დავმალავ.
ყველაზე მტკივნეულად მიყვარხარ და ამის ატანა აღარ შემიძლია.
რომ შემეძლოს,გულს ამოვიგლეჯდი,შენ სიყვარულს სანაგვეში მოვისვრიდი,მაგრამ არ ძალმიძს,არ მაქვს იმდენი ძალა,რომ უარი ვთქვა შენზე.უარი ვთქვა გრძნობაზე,რომელიც შინაგანად მანადგურებ.შემიყვარდდიი იმ დღიდან,როცა პირველად მითხარი,2 პაჩკა ვინსტონი მინდაო,იმ წამიდან გაგიზეპირეე ყველა სასვენი ნიშნით,ყველა გამოხედვის დროს რვეულში ვინიშნავდი,რადგან მინდოდა,უკვდავმეყო ყველა შენთან დაკავშირებული წამები.
ახლა ის რვეული ცარიელიაა,3 თვის წინ დავწრრე ბოლოს შიგნით რიცხვები,მის შემდეგ კი აღარ შემოგიხედავ,შემოდიოდი დაა ისე გადიოდი,თითქოს იქ არ ვიყავი.
სუულს მიხუთავს,გესმის?? მიჭირს უშენოდა,იმას რომ წარმოვიდგენ,რომ აქ ხარ,სვამ და ცხოვრებას ინადგურებ,ვგიჟდები.
არმინდა უშენოდა,არ მინდააა გვერდში მყავდე და თან ასე შორს.
მიყვარხარ და ვიბრძოლებ,ვიბრძოლებ სისცლის ბოლო წვეთანმე რომ გამოკეთდე,რომ დაგავიწყო ყველა ტკივილი,რომ სიყვარულსა და სითბოს მიგაჩვიო..ამისთვის ვიბრძოლებ,არ დავყრი ფარხმალს იმ შემთხვევაშიც კი,თუ შენ წინააღმდეგი წახვალ..
არ მაინტერესებს,მორჩაა.მომბეზრდა უშენობა.
მიყვარხარ და შენ დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ.-ბოლო სიტყვები განსაკუთრებული გრძნობით წარმოთქვა მიამ,ყველა დაგროვილი ემოცია ცრმლებს გადმოაყოლა,ადგა და წასასვლელად მოემზადაა.
-მია-ჩურჩულით გაისმა რატის სუსტი ხმაა ოთახში.
არ შემოტრიალებულა.
-მიყვარხარ-წამოდგა,მიუახლოვდა და მოწიწებით,ყველაზე თბილი გრძნობით,ყველაზე მონატრებული ემოციით ჩაეხუტა.
ბოლო წვეთი იყო,საბოოლოოდ გაიკვალეს ცრემლებმა გზა მიას სახეზე.
-მიყვარხარ ყველაზე ზეციური გრძნობით,ყველაზე გამოუთქმელი ვნებით-ჩურჩულებდა რატი და იხანგლივებდა წუთებს-დამეხმარე,უკვე მეორედ გთხოვ,დამეხმარე რო თავი დავახწიო ამ ლაფს,ამოვიდე აქედან და გაგაბედნიერო..
-გპირდები-ტირილით უპასუხა მიამ.
-წამო გიგისთან წავიდეთ-გამოცოცხლდა უცებ რატი და ხელიუშვა.
-ჯერ მოწესრიგდი ხო??
-ოღონდ შენ არ წახვიდე,ოღონდ აქ დამხვდი.
10 წუთში გადაილო წყალი,ისე ეშინოდა,რომ წავიდოდაა,რაც შეილება მალეე იბანავა,ჩაიცვა და ოთახში გავიდა.
იქ დახვდა.
მისი მია არსად წასულიყო.
ხელი ჩაკიდა,ჟრუანტელი გზაში შეაჩერა და გიგის სახლისაკენ წავიდნენ.
მიისი იქ მისვლა ყველასათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.ყველას გაოგნებული უყურებდა ერთმანეთზე გადაჭდობილ 2 ხელს.
პპირდაღებული გიგი მალე გამოერკა,რატის მიუახლოვდა და გადაეხვია.
-მომენატრე ძმაო-თბილი ხმით უთხრა.
-მეც,ძალიან..გილოცავ,გამძლეობადა ბედნიერება-ნაღვლიანი ხმით უპასუხა.
ნამდვილად ბედნიერი დღე იყო გიგისათვის ეს,ძმაკაცი დაურუნდა,მისი ბავშვობის მეგობარი.
-შენს დაბრუნებას გაუმაჯოს რატი,ბოლო იყოს ეს განშორება ჩვენთვის.-სადღეგრძელო წარმოთქვა გიგიმ და ძმაკაცს ხელი გადახვია-მადლობა მიას.-იქვე მჯდარ მიას გაუცინა-უბედნიერესი დღეა დღეს ჩემთვის.-რისი მთავარი გმირებიც ეს 2 ადამიანია.მადლობა თქვენ ამ დღისთვის,ამ ბედნიერებისათვის.
_____________
-მოიცა,გასაღები მომე გავაღო კარები-ხელით იჭერდა მთვრალ რატის მია
-ღიაა მია,ღიაა-ძლივს ამოილუღლუღა რატიმ.
სახლში შევიდნენ.
ამჯერად თბილი ჰაერი შეეგება მთვრალ რატის.
მდინანზე დასვა მიამ,ზედა გაისწორა და გასასვლელისაკენ წავიდა.
-მოიცაა-მდივნიდან წამოიწია რატი-დარჩი,ცოტა ხანი იყავი რა აქ.-შეევედრა ის.
-კარგი,გშია??-სამზარეულოსაკენ წავიდა მია.
-კი მიაკო,მშიაა-უკან აედევნა ბანცალით.
-ეს ქათამი როდინდელია??გინდა შეგიწვა?-სიცილით გახედა ბარზე დაყრდნობილ რატის.
-არ მინდა ქათამი მიაკო,შენ მინდიხარ-ამღვრეული მზერით მიუახლოვდა,გრძელი,მხრებზე ჩამოყრილი თმები ერთ მხარეს გადაუწია და კისერში აკოცა.
ორივესთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა ჟრუანტელის შეჩერება.
-ჩემი ზედმეტად მიმზიდველი საჭმელი ხარ,მიუწვდომელი-დაღლილი ხმით ლაპარაკობდა რატი-ჩემი შეხება გაფრთხობს-გაოცებულმა წამოიძახა-ეს უკვე მომწონსს-კმაყოფილმა ჩაიცინა-ეხლა მთვრალი რომ არ ვიყო,ალბათ თავს შევიკავებდი,მაგრამ „დალეული“ ვარ და შესაბამისად,ვერ მოვითმენ შენს ზედმეტად სექსუალურ ტანს,ვნებიან ტუჩებს,ჟინით სავსე მზერაას-ვნებისგან დაჟღენთილი ხმით ლაპრაკობდა.
მისი ტანის თითოეულ ადგილს იკვლევდა,თითოეულ ნაკვთს უკოცნიდა სახეზე.ნელა შემოაძარცვა ტანსაცმელი,ვნებით სავსე გრძნობით დაეუფლა მის სხეულს.ღმერთამდე ააფრინდა ჰაერში სიამოვნების ყვირილით მოცული მია,ყოველ შეხებაზე სიამოვნების უდიდესი ტალღა უვლიდა თითოეულს,ღრმად ჩაიძირნენ ვნებების ზღვაში.
_________________
-დილამშვიდობისა პატარავ-კოცნით შეეგებაა თვალგახელილ მიას ბედნიერი რატი.-აი გთხოვ რა,ეხლა ა მითხრა გაიხედე უნდა ჩავიცვაო თორე ეხლავე გაგგუდავ კოცნით-სიცილით მოექცა მის ზევით და წითელ ტუჩებს მოეალერსა-არც ის მითხრა,რომ ნანობ,გცხვენიადა ასე შემდეგ სისულელეები.
-ჩემი სიყვარული ხარ-დაბინდული მზერით ახედა მიამ.-ამის თქმა შეიძლება ბატონო რატი??
-აი ეგ თუ გინდა სულ მითხარი-გაუცინა და წამოდგა.
-ადექი-ზედმეტად სეიოზულად შესძახა ფეხზე ამდგარმა რატიმ.
გაოცებული მზერა მიაბყრო გოგომ რატის.ზეწარი ტანზე შემოიხვია და ადგა.
-მომიახლოვდიი-ცივი ხმით დაამატა.
უკვე შეეშინდა მიას.
-ეხლა მაგ გასაფარებელს ხელი უშვი
-რააა??
-დროოზეე-გამყინავად დაიყვირა.
მის წინ მდგარი შიშველ სხეულს დიდხანს უყურა რატიმ.ბოლოს კი ჩუმად,მისთვის საყვარელი ლექსი წარმოთქვა:

როდესაც ნახატს ხატავდა პიკასო
შენზე ამბობდა ჩუმად-მიყვარსო,
თვალზე სდის ცრემლი ბებერ რენუარს,
მან ვერ გაუძლო თურმე შენს უარს,
სიბრაზით ამტვრევს როიალს ბახი,
მის ნაცვლად ტაშს რომ შენ გიკრავს ხალხი,
თავზე დაატყდა ტერენტის რისხვა
როდესაც შენში იპოვა „ის სხვა“.
გიყურებს სოკრატე,ფიქრებმა სცოდეს
მაინც წარმოთქვა მან „არასოდეს“!!.
მაკედონელი შიშმა შეიბყრო,როცა მან შენი გული ვერ იბყრო.
ვერსად ვერ ნახა მან შენნაირი და შეიშალა აინშტაინი..
ადამმა შენში გაცვალა ევა,სხვაგვარად ის ხომ ვერ მოიქცევა
სამოთხეში კი,მუდამ გელიან
ანგელოზები შენზე მღერიან.
შენი სხივები ყველას აშუქებს,
შენს გამო ეშმაკი ჯოჯოხეთს აუქმებს.
-მოდილიანი რო ვიყო,არა,ანდა პირასო,ან კარავაჯო,ან ვან გოგი,რომ შემეძლს ფუნჯი ხელში ავიღო და ვხატო,გეფიცები,შენს სიყვარულს გეფიცცები,შენზე კარგი ნატურა არ მეყოლებოდა.-ბედნიერი მზერა მიაბყრო მის შიშველ სხეულს,მიუახლოვდა,იმაზე მეტი ჟინი იგრძნო,ვიდრე გუშინ ღამით.ნაზად ჩამოუსვა ხელი ტანზე.
-საშინლად აღმაგზნებ-გარინდულ მიას ყურში ჩაჩურჩულა ბიჭმა,ნაზად გაადაუსვა ვნებიან ტუჩებს თითები და მიუახლოვდა,სახე ხელებში მოიქცია და კოცნის ყოველი წამი მაქსიმალურად გაიხანგძლივა.-ამაზე ბედნიერება ჩემთვის არაფერია,ვეხებოდე და ვკოცნიდე ქალს,რომელიც მიყვარს...
სრულიად მოიცვა მისმა არსებობამ ბერიძის სული.
გამუდმებით,ყოველ წამს,ტოველ წუთს,უნდოდა მის გვერდით ყპფილიყო.მოხვეოდა,ეკოცნა,მისი სხეული შეეგრძნ,მისით დამკბარიყო..
უყვაარდა,ყველაზე ციური გრძნობით,ყველაზე კოსმოსური მიზიდულობით.
გესმით?? ემოციებს რომ ვერ იკავებ და გნდა იყვიროო,ადგილს მოწყდე და შეუჩერებლივ ირბინოო,ასე ემართებოდა როცა უმისობა შემოაბიჯებდა სახლში.....
-მიაკო,მოდი ზღვაზე წავიდეთ რა-აგვიტოს ერთ ცხელ დღეს უთხრა რატიმ მას.
-კარგი რაა,რა გვინდა ზღვაზე??
-რა გვინდა დაა,მმ-ფიქრს მიეცა რატი-აი ის,ღამე ხელი რო მოგკიდო და პლიაჟზე წაგიყვანო,ქვიშაზე მივეცეთ სიყვარულს და დილით მზის ამოსვლას შევეგებოთ,მერე ხელი ჩაგკიდო და სალხს გავუყვეთ ასე.ერთ-ორ გამვლელს დავცინოთ და ბევრს გავუღიმოთ-ხელზე აკოცა და ვედრებით შეხედა.
-არვიცი რატი,მარტო წავიდეთ მერე??
-მარტო რატო?? მე,შენ,ბექა,გიგიშა,ეკუნა,რავიცი კიდე ბიჭები.
-მასე ხო,ოღონდ რამდენიმე დღით,დიდხანს არ გამათავისუფლებს დირექტორი.
-მაგაზე შენ ნუ ჯავრობ,გიას მოვუვლი მე-ალმაცერად გახედა და ტელეფონს დაწვდა,ბექას გადაურეკა.
____
უცებ მოაგვარეს ზღვის ამბები,სასტუმროში ნომრები დაჯავშნეს და ბათუმისაკენ მიმავალ გზად დაადგნენ.
-ტუსოოვკაა ნაჩინააეტსააა-მანქანიდანნ გაყვირაა ბათუმის მზიან სანაპიროს ბექამ.
-ოოჰ შენნ ძააან „მეტუსოვკე“ ხარ რასამბოობ-როხროხით აყვაა ამხანაგს გიგიშა,რომელიც მანქანას დიდი სიჩქარით მართავდა.
-მეც მიყვარხარ სიხარულოო-უკნიდა შემოხვია ხელები ბექამ ძმაკაცს და ეკას გახედა,რომელსაც ბავშვი ხელებში დაეძინებინა-არ იეჭვიანო რძალო,ყველაფერი რიგზეა-სიცილით გადაულაპარაკა და გაჩუმდა,როცა ეკუნას ბოლო დონეზე დაპრაწულ თვალებს წააწყდა,რომელიც სიჩუმეს მოითხოვდა.
დაბინავებას,მოწესრიგებასა და ოთახებში განაწილებას მთელი დღე მოანდომეს.ბოლოს კი შემდეგნაირად განაწილდნენ:იმისდა გათვალისწინებით,რომ მია ერთადერთი გოგო იყო ეკუნას გარდა,გადაწყდა,რომ გოგონები,ბავშვთან ერთად ერთ ოთახში მოთავსდებოდნენ,ასე უფრო გაუადვილდებოდათ ბავშვის მოვლა და ბიჭები კი ერთ ოთახში.
-ისე თეკოს რატო არ უთხარი რო წამოსულიყო??-სასხვათაშორისოდ კითხაა რატიმ,თან მიას გადახედა და გაუღიმა.
-რავი შე*ემა-თავი ჩახარა ბექამ და მრავლისთქმელი მზერა მიაბყრო მას,რაც საუბრის დასასრულს მიანიშნებდა.
-ჰე ეხლა,ზღვაზე გავიდეთ თუ სადმე კაფეში დავჯდეთ?-მოწყენილობა უცებ განმუხტა გიგიმ.
-ჯერ ზღვაზე-კრესლოდან თავი წამოყო ეკამ.
-ოო ცივი იქნება-შეეწინააღმდეგა რატი-ვერ ვიტან ცივ ზღვას.
-ჩემთვის სულერთია(ბექა)
-მდაჰ,კარგით,მოდით ჯერ ბუნგალოში წავიდეთ და ხვალიდან ზღვაზე გავალთ.თან ჩემ კაცსაც გაღვიძებიაა უკვეე-ბაშვისაკენ წავიდა და ხელებში მოიქცია-მამას ბიჭი.მამიკო ხო იქნები ჭკვიანად???-ბავშვმა ვითომ რამე გაიგოო თავი დაუქნია და გაიცინა.მისი ხასიათი ყველას გადაედო. დადებითად დამუხტულები სახლთან ახლოს მდებარე მშვიდ კაფეში შევიდნენ.
მშვენივრად გაერთნენ,შეთვრნენ კიდეც,ბავშვსაც კი მოეწონა გარემო,მართალია უმეტესად ეძინა,მაგრამ მაინც მშვიდაად იტანდა გამვლელების კომპლიმენტებსა და კოცნებს.
-პატარავ,წამო რა სანაპიროზე გავიდეთ-მიასაკენ შებრუნდა რატი.
-პატარააა ბიჭო ამხელა ქალი??-სიცილით გადმოსძახა რატიმ.
-აუუ ახლა არ გამახსენებინო შენი ძველი გრეხები,მოიცა რას ეძახდი ეკუნას?? გოჭუნას თუ ფისუნიას?? ეხლა ეგ მითხარი ან გოჭის ან ფისოსი რა ეტყობოდა შველივით ქალს??-არც რაატიმ დაააკლო.
-შველის ხო რას ამბობ,შველისავით ნაზი,მშიშარა და ფარფატაა რო იყოს რა მიჭირს თუ ძმა ხარ-გვერდით მდგომ ეკას გახედა თან და გაჩმდა-ეს ბიჭო ჩემი ნაგაზია,ბრაზიანი,ურჩი.-გაუცინა და პატარა ბავშვივით ენა გამოუყო საყვარელ ცოლს.
-იტყუებაა,მაგის გამო ნახავ აწი სამსახურიდან მოსულს თვითონ რომ მოგიწევს საჭმლის კეთება-მართლაც ნაგაზივით შეუღრინა ქმარს და ბავშვი უფრო მიიკრო გულზე.
-კაი გოჭუ რატო იბუსხები-მოწყენილი სახით მიუახლოვდა და ორივეს ერთად მოეხვიაა-ჩემი სიცოცხლეები ხართ თქვენ ორივე ხო იცით?
-კაი გოჭუ,რა რომანტიულიაა,პირდაპირ ცეცხლი წამეკიდაა-უკნიდან შეძახა ბექამ.
-აუ შენ ვაბშე რა გალაპარაკებს რომანტიულობაზე,გაგახსენო 11 კლასში იმ საწყალ გოგოს რა მიუტანე ვალენტინობას???-არ შეეპუა გიგი.
-ოქეი,ვჩუმდები-თეატრალურად გადაისვა ტუჩებზე ხელი.
-ეეე რატი სად გაქრა??-ირგვლივ მიმოიხედა გაოცებულმა გიგიმ.
-სანამ შენ გოჭს ესიყვარულებოდი,მანამ წავიდნენ.(ბექა)
____
-ძალიან მიყვარს ზღვა-სიჩუმე მიამ დაარღვია,თან რატის ეფერებოდა,რომელსაც თავი მის კალთაზე დაედო და ქვვიდან უყურებდა.
-მე შენ მიყვარხარ ძალიან,კიდევ დედიკო და კარაქიანი პური-გაუცინა ბერიძემ.
-დედიკო??-ცოტა ეუცხოვა მიას მისგან წარმოთქმული ეს სიტყვა.
-ხო მიაკო,ხო,მიყვარდა-ნღვლიანად ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.
-რა მოხდა 10 წლის წინ??
-რა მოხდა და ბახ,ბომბი გასკდა და ყველაფერი გაშავდა
-მართლა მაინტერესებს..
-არ მინდა მიაკო მაგ დღის გახსენება,მერე ვერ მოვითმენ და შეიძლება კონტროლი დავკარგო საკუთარ თავზე..
სიჩუმე რამდენიმე წუთს გაგრძელდა...შემდეგ..
-16 წლის ვიყავი მაშინ,სკოლიდან მოვდიოდი,დამამთავრებელ კლასში ვიყავი და მიხაროდა,ბოლო ზარი მქონდა 1 კვირაში,ძალიან არეულობა იყო მაშინ,უდენოდა,უგაზობა,უპურობა,მაგრამ ჩვენ არადროს გვიჭირდა,რადგან დედ-მამა თავდაუზოგავად მუშაობდნენ ჩემი და ჩემი დის ბედნიერებისთვის-ადვილად იგრძნო მიას მიმიკის ცვლა რატიმ,და არასდროს ყავდა ნახსენები მასთნ.-ანგელოზს გავდა,ულამაზესი იყო,სანამ მშობლები სამსახურიდან დაბრუნდებოდნენ,მე ვუვლიდი,მე ვაჭმევდი,მე მიმყავდა ბაღში და საღამოს გამომყავდა.
საშინლად მიყვარდა,უზომოდ და უსაზღვროდ.მეერე მშობლები მოვიდოდნენ,დედა უცებ ვახშამს გააკეთებდა და ყველა ერთად ვჭამდით,დედა ძალიან მორწმუნე ქალი იყო,მაშინ წირვა-ლოცვა აკრძალული იყო და ჩუმად მაინც დადიოდა ეკლესიაში,ჩვვენც დავყავდით.ერთ დღეს ჩემი დის კონცერტი იყო ბაღში,მე სამწუხაროდ ვერ წავედი,ბოლო ზარი მქონდა,მაგრამ როგორც კი დამთავრდა,ეგრევე მისკენ წავედი,რომ ბოლო ნაწილისკენ მაინც მიმესწრო.
გადასასვლელზე ვიყავი უკვე მისული,როცა ჩემი მშობლები და თინათიინი დავინახე,დედამ დარჩი მანდო დამიძახა,დაველოდე,საამ გადმოვიდოდნენ და იქვე ბაარდიულზე ჩამოვჯექი.მახსოვს მხოლოდ მუხრუჭის წუილი და გულის საშინელი ტკივილი.თვალების გახელამდე ვლოცულობდი,რომ ჩემები ისევ იქ მდგარიყვნენ.. მაგრამ ავახილე თუარა თვალი,სხვა რეალობას შევეჩეხე.
ეგრევე ჩემ დას მივვარდი,მძიმედ სუნთქავდაა,ხელში მეჭირა და გულში მწარედ ვიკრავდი,დედმამასკენ ვერ გავიხედე,მათ სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ ეტყობოდათ.ხალხი უცებ მოგროვდა,სასწრაფოც მოვიდაა,დედა და მამა საკაცეებზე გადაიყვანეს და თავი გაიქნიეს,ისედაც ვიცოდი უკვე მკვდრები რომ იყვნენ,მაგრამ იმედი მქონდა...ბოლოს მე მომიახლოვდნენ,მთლიანად სისხლიანი მქონდ თეთრი საროჩკა.. არ ვანებებდი ჩემს დას,უფრო მაგრად ვიკრავდი გულში,მერე უცეებ სიჩუმე ვიგრძენი მისი გულიდან.იმ წამს გაჩერდა ზუსტად ჩემი ცხოვრებაც,გულიც,ძარღვებში სისხლის მოქცევაც.ხელები მომიდუნდა,დაც უცებ აიყვანეს ხელებიდან და იგრძენი,თუ როგორ შემიყვანეს მეც სასწრაფო დახმარების მანქანაში.
სააავადმყოფოდან მალევე გამომიშვეს.
არავინ,შენ თავს გეფიცები,არავინ ჩემთან არ მოსულა და არ უთქვამს,რომ მოზიარეა ჩემი მწუხარების.
არავინ გვეერდში არ დამდგომია გარდა გიგისა და ბექას ოჯახებისა.
ისე დავასაფლავე,უახლოესი ნათესავებიც კიარ გამკარებიან და მერე დავიწყე,გადავდგი პირველი ნაბიჯები უფსკრულისაკენ,და იქვე ჩავიკარგე.
დავიწყე მოწევა,წამლის გაკეთებაა,ათასგვარი საშინელებები და დღემდე ესე გრძელდება.
მე დავკარგე 10 წლის წინ ოჯახი,ხელში ჩამაკვდა და,რომელიც მთელ სიცოცხლეს მერჩივნა.
მის მერე გული გამიჩერდა და ასეა ეხლაც.
თუმცა მისი ჩუმი ძგერის მიზეზი მხოლოდ შენხარ..-საუბარი დააასრულა რატიმ და თვალებთან თბილი ხელი შეიგრძნო,რომელიც მომდგარ ცრემლებს წმენდდა.მას ახედა,ტიროდა,ლამაზი თვალებიდან პატარა ბურთულები ცვიოდა და ღაწვებზე იკარგებოდა.
უხმოდ ადგა.
ხელი ჩაკიდა.
ჩაეხუტა.
აკოცა.
და ერთად,ტკივილით დახუნძლულები გაუყვნენ ბილიკს.
_______
უჭირდა რატის,მართლა უჭირდა ასე გაძლება.
რთულია როცა დამოკიდებული ხარ წამალზე და მერე უცებ მოგიწევს გადაგდება.
მთელი ორგანიზმი რომ გეწინააღმდეგებაა,გთხოვს,მაგრამ ვეღარ ახტები უკვეე მეგობრებს.
საკუთარ თავს ეჩხუბები,ეომები..
ხელჩართული ბრძოლა გაქ გამართული ფიქრებთან..
აი ახლაც აივანზეა..ვერ იძინებს.
მოუსვენრადაა..
უნდაა,საშინლად უნდა ეხლა,1 გრამი,ნახევარიც,მეასედით გრამისა.
რომ შეხედოს ისიც დააკმაყოფილებს...
ღერი-ღერზე ეწევა...
-რა იყო,რა გჭირს??-უცებ ხმა მოემსა უკნიდან.
-არაფერი,არ მეძინება-კისერზე მოხვეული გოგოს ხელები აიღო და თბილად აკოცა.
-ნუ გეშინია,შენ გვერდით ვარ-გვერდით მიუჯდა.
-რისი??-მოჩვენებითი გაკვირებით უპასუხა.
-შენც კარგად იცი-თავჩახრილმა უპასუხა და მიეხუტა.
-არ მეშიინია,სიკვდილისგან ძმები მიცავენ,ციხის გალავანს დაანგრევენ-ჩვენ ვერ დაგვშლიან..-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და სიგარეტს მოუკიდა.
-არ მიყვარს ეგრე რომ ლაპარაკობ,მეშინია..
-არა,ჩემო პატარა,ჩემი ნუ შეგეშინდება.ნურც უჩემობის შეგეშინდება,არ ვარ იმდენად ძლიერი,რომ შენ მიგატოვო..-მიიხუტა ცისთვალება გოგონა და სიჩუმეს გახედა.
ირგვლივ ყველაფერი შავი იყო,მაგრამ იმ წერტილს ვერაფერი ჯობდა.. პატარა,შავ,არარსებულ წერტილს..
-დილამშვიდობისათ გვრიტებო-დილით ბექას ხმამ გააღვიძა ოორივე,აივანზე ჩასძინებოდათ ერთმანეთზე მიხუტებულებს.მია უცებ გასწორდა და თავი ჩახარა.-ამ გოგოს მორცხვობამ ხო შემიკლა რა ხელში-განაგრძობდა ბექა და თან ყავას სვამდა.
-კოფეა ეეგ??-ნამძინარევი ხმით გახედა ძმაკაცს რატიმ.
_კოფე არა ქაჯო-არ შეეპუა ბექაც-ყავა და არც იოცნებო რომ დაგიტოვო.
-არ მინდა შენი დამადლებული არაფერი ვახ-გაბრაზდა ბერიძე.
-ოო,კარგი ხო რას იბღვირები,აჰაა-უკმაყოფილო სახით გაუწოდა ჭიქა
-ხოდა ეგრე რაა-გამარჯვებული იერით დატოვე აივანი ბერიძებ და სამზარეულოსაკენ წავიდა,სადაც ეკა და მია საქმიანობდნენ.
-რას აკეთებთ გოგოებო??
-კვერცხს ვწვავთ და გაფრთხილებთ,უახლოესი 1 კვირა მეტის იმედი არ გქონდეთ.
-თქვენგან მეტს რას უნდა ველოდეთკიდევ კარგი კვერცხსაც რო წვავთ-არ შეეპუა რატიც.-თან იმასაც თუ გავითვალიწინებთრომ სასტუმროც ქვევით შესანიშნავი კაფეა,საწუწუნოც არაფერი გვაქვს-ნიშნის მოგებით შეეპასუხა რატი და მის გოგოსთან მივიდა,ხელზე შემოხვია ხელები და კისერში აკოცა.
იგრძნო მისი თრთოლვაა..
გაეღიმა..
-ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია შენი აჩქარებული გულის ცემა-ჩუმად ჩაჩურჩულა წამოწითლებულ გოგონას.
-გთხოვ,არ გინდა-უშედეგოდ ცდილობდა სუსტი ბიძგით მის მოცილებას.
-ეკუნაა,უთხარი რამე თორე არვიცი რასვუზამ,შევჭაამ-სიცილით გახედა მოღიმარ მეგობარს რატიმ.შემდეგ თვითონაც უშვა ხელი,რადგან ერთიანად შემოლადა 3 კაცი სამზარეულოში,გიგიშა,ბექა და პატარა გიო.
-გაიღვიძა და მგონი ჩაისვარა კიდეც-ცხვირაბზუებულმა გახედა ცოლს გიგიმ.
-მერე პამპერსი არ იცოდი სად იყო???-მწყრალად გახედა ეკამ.
-ოჰ კარგი რა,ეხლა არ მითხრა რომ ბავშვს მე უნდა ვუცვალო პამპერსიი.
-სხვვათაშორის,მამამ დედაზე მეტად უნდა მიიღოს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა,რადგან სტატისტიკის თანახმად,60% ბავშვებისა,რომლებსაც მხოლოდ დედები ზრდიან,უყალიბდებათ არატრადიციული ორიენტაცია.-კამათში მია ჩაერია და არ დაასრულა მაშინაც,კი როცა გიგის შეშფოთებულ სახეს წააწყდა.
-მართლაა??-შეშფოთებულმა გახედა გიგიმ და ბავშვი მიიხუტა.
-ჰო.-უკვე ოთახისაკენ წასულ გიგის დააწია მიამ და ეკას თვალი ჩჩაუკრა.
-ეხლა ვჭამოთ და ზღვაზე გავიდეთ,ხოო??-პირდამოტენილმაა ბექამ მეგობრებს გახედა.
-რა თქმა უნდა,ოღონდ გიორგის თქვენ მიხედავთ,თორემ ხომ ხედავთ??სტატისტიკა არასდროს ტყუის-ეხლა უკვე ეკამ სათანადოდ გამოიყენა მიას სხარტად ოფიქრებული ტყუილი და ბიჭებს გახედა.
-ჩემი ნათლული ესეთი არ გაიზრდება-წელში გაიმართა რატი.
-ნუ ტრიპაჩობ რაა(მია)
-გამოვუცვალე პამპერსი-სამზარეულოში თავი შემოყო გიგიმ-სად წავიღო ეხლა ეს??-ხელში დასვრილი პამპერსი ეკავა.
-გადი ბიჭო ნაგავში ჩააგდე სად უნდა წაიღო ეხლა-ცხვირრზე ხელისმოჭერით უყვირაა ბექამ.
-ბავშვი გამომართვით მერე რამდენი საქმე გავაკეთო ერთად-შეუღრინა მანაც.
-ხო,ხო 2 საქმეს ვერ აუდიხარ ერთად მე კიდე თან ბავშვი მიკავია,თან სათამაშოებს ვალაგებ,თან საჭმელს ვუმზადებ შენს შვილს და თან შენ გივლი(ეკა)
-მერე რა გინდა,ხო გეუბნები გმირი ხართქო-თავი მოისაწყლა გიგამ და ბავშვი რატის გაუწოდა,რომელმაც სიხარულით გამოართვა და მკერდზე მიიხუტა-ჩემი ნათლული ნამდვილი კაცი გაიზრდება.
როგორც კი ისაუზმეს გაემზადნენ და ზღვაზე გავიდნენ.
სავსე იყო პლიაჟი როგორც ყოველთვის.
-ზღვა ღელავდა...თრთოდა...ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირვე და ღელვაც გაიტანე-ყურში ჩაჩურჩულა ნიშნიანიძია სიტყვები რატიმ გოგოს,რომელსაც ვერავინ წყვეტდა თვალს...
-ხომ არ ეჭვიანობ ბერიძევ??-წარბი აწია მიამ და გაუცინა.
-არა,რა თქმა უნდა,მაშინ უნდა მოვიკლა თავი როცა შენში ეჭვი შემეპარება პატარავ-შიშვენ ტანზე ხელები შემოხვია და მისკენ მიიზიდა.
-ახლა არ მაკოცო თორე მოგკლავ-მისგან გათავისუფლება ცადა მიამ.
-ჩემ გოგოს რომ მოვეალერსო რა არ მაქ ამის უფლებაა??-წარბებშეკრულმა გახედა და მოიღუშა.
-ოოო,კარგი რა,სირცხვილია..-წამოწითლდა ვნებამორეული მია.
-კარგი.-ხელი უშვა ცივად და უცებ აიტაცა ხელში.
მოულოდნელმა საქციელმა მიაა შეაშინა.
-ვაიმე რატი ბერიძე დამსვი თორე მოგკლავ-მთელი ძალით უტყაპუნებდა ზურგზე ხელებს მია.მაგრამ ამაოდ,რატი ტალღებისაკენ მიიწევდა.
-ვაიმე,რატი,თუ გიყვარვარ დამსვი-ხვეწნაზე გადავიდა უკვე მია.
-შენ თავს ვფიცავარ მეშინიაა-ხმა გაუტყდაა მიას.-ცურვა არ ვიცი რატიი-ბოლოს წამოიყვირა და თან ცისი წყლის უსირცხვილო შეხება იგრძნო მის სხეულზე.
სუნთქვა შეეკრა მიას.პანიკური შიში ჰქონდა ბავშვობიდან,წყალშიც არასოდეს ჩადიოდა თითქმის,მხოლოდ ნაპირზე იჯდა პატარა ბავშვივით და ტალღებს ელოდებოდა.
შეშინებულმა მიამ მალევე იგრძნო მზრუნველი ხელის შეხება,როგორც კი ამოყვინთა ღრმად ჩაისუნთქაა და მის წინ მოღიმარ რატის გაარტყა.
-ვერ ხარ ბიჭო შეენ??-გაღიზიანებულმა შეხედა.
წამში წამოენთო რატი,ისეთი სისხლის მოწოლაა იგრძნოოთითქოს ძარღვებიდან გამოსვლას ლამობსო.ცივად მოკიდა ხელი მიას,ნაპირამდე გაიყვანა,ხელი უშვა და მეგობრებისაკენ წავიდა,რომლებიც სიცილით ადევნებდნენ თვალს.
სიგარეტი ამოიღო,მოუკიდა და ქოლგის ქვეშ დაჯდა.
სიბრაზე როგორმე უნდა დაეოკებინა,მაგრამ ვერ ახერხებდაა.
მიას მოახლოება იგრძნოო,მაგრამ არ შეიმჩნია.
რომ გაეხედა თავს ვერ შეიკავებდა.
-მაპატიე გთხოვ,არ მინდოდა-მიას შეხება იგრძნო მკლავზე,ცივად აუკრა ხელი და ღრმად მოქაჩა ნაპასი.-არ მინდოდაა,უბრალოდ ძალიან გავბრაზდი,შემეშინდა,გემის??
-თავი დაანებე-ბექას ხმა მოესმა-დამშვიდდება და თვითონ დაგელაპარაკება.
მისი ხელის ნაკვალებზე მწვავე ტკივილი იგრძნო რატიმ.
ვნების მწარე მოზღვავება.
თავის შეკავებას ვერ ახეერხებდა.
მეგობრებს გახედა,საშინელი უხერხულება სუფევდა.
ყველა რატის აბეთქებას ელოდებოდა.
ყველა მის დაბერილ ძარღვებს უყურებდა და შიში იბრყრობდათ.
-წავიდეთ რატი-გიგიშა მიუახხლოვდა.
უხმოდ ადგა და მეგობრებს გაყვა.
-რამე დამალევინეთ თორე გავგიჟდები-დაქაბული ხმით წარმოთქვა რატიმ.
კაფეში შევიდნენ.. ბიჭებმა ლუდი შეუკვეთეს.რატიმ არაყი.
-4 ჭიქა უთქმელად დალია...
-რატი,უნდა მიეჩვიო კონტროლს,ესე აარ შეიძლება.
-ვიცი ბექა,ვიცი,მაგრამ ძალიან გავბრაზდიი-თვალჩახრილმა ქვევიდან ახედაა დაღონებულ ძმაკაცს.
-მიაც ჯავრობს(გიგი)
-ვიცი-ღიმილი მოერია ბერიძეს.კიდევ ერთი შეავსო-ჩვენ გაგვიმარჯოს,უთქვენოდ აზრი არ აქ არაფერს-მტკივნეულად გაუღიმა და გამოცალა.
-გაგვიმარჯოს.
_____
საღამოს დაბრუნდნენ ბიჭები სახლში..
მთვრალები.
სიყვარულით მთვრალები.
გრძნობებით მთვრალები.
-მიიიააკოოო-აივნის ქვეშ დადგნენ ბიჭები და გოგოებს დაუწყეს ძახილი.
-ეკუნაა
-გიორგიი-ბექამ ვეღარაფერი მოიფიქრა და ბავშვის სახელი დაიძახაა.
გოგოებმაც არ დაააყოვნეს და აივნიდან გადახედეს ბიჭებს.
-მიყვარხარ გოგოო-მიას მისამართით იყვირა რატიმ და ყვავილი აივნის მიმართულებით ისროლა.
-მიყვარხარ ეკააკოოო-არც გიგიშა ჩამორჩა და მეოღლეს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
-გიოოო,ნათლიას კაცი ხარ,მიყვარხარ ბიჭოო-სიცილით აძახა ბექამ ეკას ხელებში მოქცეულ მოცინარ გიოს.
-ამოდით,ამოდით,არ გაცივდეთ,სირცხვილია მთვრალები ხართ-სიცილით ჩაძახა ბიჭებს ეკამ და ოთახში შევიდა.
ცოტა ხანში მიამ მისი შეხება იგრძნო.
-შენი ყელი...ამბობენ რომ შენი სწორი ყელი
ლერწამია შარბათისა ძველი,მაშრიყელი.
არა!უფრო ამგავსებენ..რას??არვიცი, თუ რას:
მარმარილოს ცისარტყელას თუ სადაფის სურას?!
მე კი..მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს:
შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.
საოცრად თბილად,ზედმეტად პოეტურად ჩაჩურჩულაა რატიმ მისი სიტყვებით გამთბარ გოგოს და მთვრალი გრძნობებით ნაზად ეამბორა თლილ ყელზე......
-მაპატიე ხო??-გრძნობა მორეულმა თავი დახარა (მია)
-შენ არაფერი გჭირს მიაკო საბოდიშო,მე მოვიქეცი ცუდათ-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბერიძებ და მოშიშვლებულ ზურგზე ნაზად აკოცა.-საოცარი სუნი ასდის შენს სხეულს მიაკო.
-კარგი რაა-ხმამაღლა გაიცინა გოგონამ და ვნება სიცილს გაატანა-გაჩე,შევიდეთ-უცებ მოიშორა მისი ხელები,მაგრამ აქაც ბიჭმა იმარჯვა და დაიჭირა,მისკენ მიიზიდა და სახეში ჩაააცქერდა.
-კარგი რა გოგოო-სიცილით უთხრა-თვალდახუჭულს გიცნობ უკვეე,აი ახლაა იწვი,ისე გინდივარ,მაგრამ მერიდები,რატო ვერ ვხვდები,მიმტკიცებ რომ ჩემზე მეტი მოთმინება გააქ/???კი ბატონო არ გეწინააღმდეგები,უფრო კარგად იკავებ თავს,მაგრამ ახლა ძალიან გიჭირს-ვნბას ძლივ იკავებდა ბერიძის ბიჭი,ნაზად ეფერებოდა ნატიფ ნაკვთებს-ახლა რო გაკოცო,შეიძლება ჩაიკეცოო-სიცილით შენიშნა და გოგოს ამღვრეულ თვალებში ჩახედა-ეგ მზერა ჭკუიდან მჭრის,ბევრის მთქმელი,ვნებიანი,სიყვარულით გაჟღენთილი მზერაა..
-არაფერიც-კვლავინდებურად შეეცადა სიტუაციის განმუხტვას მია.
-კარგი,როგორც გინდა,მაგრამ ხო იცი? ჩემი ხარ-ღიმილით გახედა წამოწითლებულ გოგოს,მისენ მიიზიდა და წამიერად ეამბორა.
-რო კითხოო არ მინდიხარო-სწრაფად მოწყდა მის ტუჩებს და დამცინავად გახედა-არადა ჩემი მოახლოებაც კი გიჩქარებს გულს..
-ნუ დამცინი ცხოველო-მწყრალად გახედაა მიამ.
-არა ჩემო პატარა,უბრალოდ მინდა შეეჩვიო ჩემს სიახლოვებს დაა ხშირად არ აენთო-სიცილით დააადევნაა მიას და ოთახში შევიდა.
გაუხდელად შეწვა ლოგინში და მისით დამთბარმა ღრმად ჩაიძინაა..
ულამაზესი დღეები გაატარეს ერთად ბავშვებმაა..თუმცა რაღა ბავშვები,უკვეე კაცებმა.
ცოტა უკმაყოფილების გრძნობაც კი მიჩნდება მათ მიმართ..
ესე უდარდელად ატარებენ დროს.
მაგრამ დამერწმუნეთ,ყველა,თითოეული მათგანი ყურადღებით ადევნებდნენ თვალ რატის.
პატარა ბავშვივით ევლებოდნენ თავს.
ეშინოდათმისი მარტო დატოვების..
ფიქრის დროსაც არ უტოვებდნენ.
10 დღე ასე ჩაათავეს.
წამოსვლის დროც დადგა.
მართლაც მხიარული არდადეგები გამოუვიდათ ჯამში.
ემოციებით დაცლილებმა დატოვეს ბათუმი და ცხელ ქალაქს დაუბრუნდნენ.
სექტემბერს ჰქონდა ფეხი შემოდგმული და თქმაც არ უნდა,თქვენც კარგად მოგეხსენებათ ეს თვე რა დატვირთულია.
სამუშაოსაც ვერ აუდიოდა მიაც,რატის ნახვის დროც კი არ რჩებოდა,რაც ძალიან აწუხებდა.
მხოლოდ საღაამოოობით თუ ქონდა ამის დრო. ისიც რამდენიმე წუთით..
იმის მიუხედავად,რომ დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ შემოდიოდა რატი მაღაზიაში,მაინც არ ყოფნიდა..
-ჰეროინივით შეგეჩვიეე-ერთ თბის საღამოს უთხრა გოგომ ბიჭს.
-ეგ ცუდიაა-გაუღიმა-ხედავ?? მეც კი დავთმეე წამალი.
-მაგით რისი თქმა გინდა??-დაიბნა მია
-არაფერი,უბრალოდ რატომღაც მგონია,რომ მარადიული არაფერია..-სივრცეს გახედა და სიგარეტს მოუკიდა.-ბარათაშვილი გიყვარს??-გვედულად გახედა..ერთერთ ლექსში ამბობს:
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და,ვით ყვავილი,თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების:
აგრეთვე გულიც,მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია,წარმავალი და უმტკიცები...
-რაზე მიმანიშნებ ვერ ვხვდები(მია)
-არაფერზე ჩემო პატარა-ტონი შეარბილა ბერიძემ..
-არა,ესე ადვილად ვერ მომიშორებ,მითხარი რას გულსხმობდი,როცა ამბობდი,მარადიულიარაფერი არარისო??ან ამ ბარათაშვილს რას ჩააჯინდი?არასდროს მომწონდა-არ მოეშვა.
-ოოჰ,კარგი რა მიაკო,არ გვინდა მაგაზე,უაზროდ წამოვროშე პროსტაა
-მითხარიი-ხმა გაუმკაცრდა ბერძენიძეს.
-არაფერი,უბრალოდ არ მწამს მარადიული გრძნობების.
-აჰა,აღარ გიყვარვარ ხოო??-კენტად ჩამოგორებული ცრემლი უცებ შეიმშრალა.
-ეგ რა შუაშიაა??? მე რო მიყვარხარ მაგაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროს-ანევიულდააა რატი.
-აბაა რა იყოო,რისი არ გწამს??
-არსებობის,სამოთხისა და ჯოჯოხეთის,იმქვეყნიურიი ცხოვრების,გრძნობების მარადიულობის,ასე მგონია ბაახ და ერთ დღეს ყველაფერი გაქრებაა.
რაღაცას ველი მიაკო,ესეე ერთიანად ამდენ ბედნიერებას ვერ ვიჯერებ,არ მწამს უფაალს ასე უანგაროდ მოეცა ჩემთვის ყველაფერი..
-ოოჰკარგი რაა,რატიი???რატომ ფიქრობ ეგრე??
აბა ის ჯობდა,დღედაღამ წამალსა და მოწევაზე რო იყავი გადასული?ყველაფერი ბარათაშვილის ბრალია..
-არა,ეგ სხვა რამეა მიაკო,ეგ სიტუაციამ მოიტანა,სხვანაირად ვერ გავუძლებდიი,ვერ შევეჩვეოდიი მარტოობას.
იცი როგორ მიჭირს??
არ იცი.
არ მაქ იმ ცხელი საუზმისა თუ ვახშმის მონატრება.
უბრალოდ ადამიანობა მენატრება.
ვიცი,ვიცი რომ მოგაბეზრეე ამ ლაპააკით თავი.
ჩემი გრძნობების მოსმენით,მაგრამ დამერწმუნეე,ძალიან ძალიან მიყვარხარ-სულის ტკივილს ამოაყოლა ბიჭმაა თბილი გრძნობები.
-რა გჭირს რატი??-თბილად მიუგო გოგომ-როგორ დაღლილხარ ბიჭოო-ცრემლიანი თვალებით ჩახედა მისი ბიჭის ტკივილით სავსე თვალებს-რითი გიშველო??რა გავაკეთო,რომ ყველაფერი დაივიწყო??
-არფერი ჩემო პატარა,მე არაფერი მიშველის უკვეე,ოღონდ შენიყავი კარგად,ოღონდ შენ მყავდე გვერდით...
ამ ლაპარაკის შემდეგ დიდი დრო გავიდა.
დიდი გრძნობებით დატვირთულები დადიოდნენ ორივენი.
სულს რომ გიხუთავსს..
ხომ გიგრძვნიათ??|იმაზე მეტს გრძნობდნენ ერთმანეთიმ მიმართ..
არ იყო ეს გაცვეთილი სიყვარული,გაცვეთილი,გათებლილი ფრაზები.
არაა..
ეს ღვთიურზე მეტიი იყო..
ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე..
იმათზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი,ვიდრე აკაკის მერი.
ვიდრე ბარათაშვილს ჭავჭავაძის ასული,ეკატერინე.
ვიდრე ილიას უშვილო ოლღა...
ვიდრე ყოველ შეშლის პოეტს,მსგავსად რატისა,თავისი მუზა..
მშვიდი საღამო იყო..
მშვიდი გარეგნულად,თუმცა ზედმეტად გიჟი მოსეირნე წყვილისთვის.
ტაიფუნი ტრიალებდა ბიჭის გონებაში.
თბილად ეფერებოდა მის უხეშ ხელებში მოქცეულ რბილ თითებს.
შეაჩერა და ყველაზე გრძნობით წარმოთქვა ყველაზე გიჟი პოეტის სიტყვები
ჰოდა,შენც მეეტლევ,უფრო გააჭენე
ცარგვალს გადაგვავლე მე და ზეცის ქალი
მერე სამოთხესთან წამით გააჩერე
ღმერთმა რომ დაგვლოცოს მე და პატარძალი.
ქალი გაშეშდა,სულ უყვარდა მისი პოეტური აღტკინებები,მაგრამ ეს ეუცხოვა.
„ღმერთმა რომ დაგვლოცოს მე და პატარძალი“
უხეშად არა,უფრო ტკბილად მოხვდა განააზრები ფრაზები..
-ნუ დაიბენი-თბილად ჩახედა ამღვრეულ თვალებში მოღიმარ გოგოს.-ახლა რომ გითხრა ცოლად გამომყევითქო და ერთად ვიყოთქო,არაბუნებრივი იქნება??თუ არ დამეთანხმები დროს უკან დავაბრუნებ და გეტყვი,რომ ეს სტროფები მხოლოდ ლიტონი სიტყვები იყო და შენგელიას ვუსაყვედურებ საერთოდ რომ დაწერაა..
-არადა ძალიან მომწონს ეს ლექსი-ნაღვლიანად ჩაილააპარაკა მიამ.
-არადა პოეზია არასდროს მოგწონდა-წარბაწევით გახედა.
-მე არ მომწონდა ბარათაშვილი,იმიტომ რომ ზედმეტად პესიმისტი იყო,ანდაც ტიციანი.
-კარგი რაა,შეუძლებელიაა ბარათაშვილზე არ გიჟდებოდე-გაბრაზდა რატი.
-და საერთოდაც,არ მანტერესებს ლექსები,მათი ავტორები,ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს..-უდარდელად გახედაა.
-მაგალითად ადამიანი,რომელიც შენ წინ დგას,თან მის მომავალ წოდებასაც თუ გავითვალისწინეებთ?? -ისე,მრავლისმეტყველად წამოიძახა რატიმ.
-რა წოდება??-სულ დაიბნა გოგო.
-კარგი რა მიაკოო,სულ ცოტა ხნის წინ ხელი გთხოვე,მართალია არა რომანტიულად,თუმცა გულით.-ნაწყენი ხმით შეხედა.
-რა მთხოვე??-მთლად აიმღვრა მია.
-ჯანდააბა მიაა,ჯანდაბა-სიცილი წასკდა ბერიძეს.
-ვერ გავიგეე
-მია ბერძენიძევ.დედამიწაზე ყველაზე ლამაზო ქალბატონო,თანახმა ხარ თუ არაა,ბედი დაუკავშირო ადამიანს,რომელსა სულით ხორცამდე უყვარხარ??რომელიც გაღმერთებს და ყველა დედამიწაზე არსებულ სიამოვნებას ურჩევნიხარ???
დათანხმდაა..
ალბათ გაგიკვირდათ,თუმცა არ უნდა გაგკვირვებოდათ.
უყვარდა და აბა რა ექნა??
განა მის ადგილზე თქვენც ეგრე არ მოიქცეოდით??
ჰოდა ეგრეც მოხდა.
საუკუნეს გასტანა მათმა ვნებით გაჟღენთილმა ღამემ..
ყველა შეხებაში სიყვარულის გამანადგურებელ მოზღვავებას გრძნობდნენ...
ვერ აკონტროლებდაა თავს,მთელი ძალით,მთელი ჟინით აღწევდა მასში და სულის გამყინავ ცეცხლს ტოვებდა..
საშინელი წყურვილი კლავდა.
წყურვილი სიცოცხლის.
წყურვილი ხვალინდელი დღის.
ძლივს დამდგარი ბედნიერების.
როგორც იქნდა,ამდენწლიანი ომის შემდეგ,ბრძოლისგან გათანგულმა,ძლივს იხილაა მზის სხივი.
პატარა მბჟუტავი სხივი,რომელიც ბედნიერების ულევ წყაროდ გადაიქცა.
სიხარულს განიცდიდა.
ცამდე,ჰორიზონტს გაცდა მისი სიხარულის სიყვარული.
მადლობელი იყო მხოლოდ იმიტომ,რომ ადამიანობას მოაბრუნაა.ცხოვრებაა თავიდან ასწავლა.
ის არარსებული სიცარიელეე ამოავსებინა,რომელიც ექსტაზიზ მოზღვავებისას ლამის მის შთანთქვას ლამობდა.
სიცარიელე წამში შეივსოო.
წამის მემილიონედში მოიცვაა ფერადმაა ფერებმა არემარე.
სეკუნდის იმ წამში შეიცვალა მისთვის ყველაფერი,როცა ცხადლივ გააცნობიერა,თუ რა ღრმა გრძნობით შეუყვარდა პატარა ცისფერთვალება გოგო.
გონებაში უცებ დააწყვილა მერი და გალაკტიონი...
უცებ გააცოცხლაა სარეცელს მიყინული შექსპირის გმირნი.
წამში დაიჭირა საბედისწერო ვაშლი და შორს,9 მთას იქით მოისროლა..
მალევე შეაჩერა მურტალოს საბედისწერო ტყვია ჰაერში და ბოლო წამამდე მიიყვანა გვირილების გვირგვინით შემკობილი ინგა საკურთხევლამდე,სადაც გაცისკროვნებული კუკარაჩა ელოდა..
და მაშინ,როცა თეთრს კაბაში,ანგელოზისებრი ღიმილით შემოსილი ცისთვალა გოგო მისკენ მიიკვლევდა გზას..
მაშინ როცაა მისი სილამაზე ბოლომდე იწამა..
მაშინ როცა გოგომ თქვა „დიახ“
მაშინ როცაა ვნებისგან შეწითლულ ტუჩებს ტკბილად დააცხრა.
მაშინ როცა მეგობრებმა ტაში დაუკრეს
უცებ ყველაფერი გაქრა..
______
საშინელმა თავის ტკივილმა გამოაფხიზლაა.
ირგვილ მიმოიხედა.
თავის ოთახში იყო.
ძირს იწვა და სახის კედლისაკენ,რაღაცას გაშტერებით უყურებდა.
ფორთხვით მიუახლოვდა თეთრ კედელს.
ნელა აზიდა საშინლად დამძიმებული სხეული და იმ წერტილს დააჩერდა..
მზერით ბურღავდა იდეალურად თეთრ კედელს..
პანიკამ აიტანაა,კანკალმა უმატა..
კედლებს აწყდებოდა და თან მომხდარს იხსენებდა.
რა მოხდა??
სად წავიდა მია? სად წავიდა თეთრი კაბა?? სად წავიდნენ მისი მეგობრები??
სად წავიდაა წერტილი?? პატარა შავი წერტილი??
გულმა უცებ შეუტია..იგრძნო რომ საცააა გასკდებოდა.
საცაა ვენას დატოვებდა მოწამლული სისხლი..
-ეს რა იყო?აგონია??-კედლებს დაუწყო ყვირილი,სისხლის კვალად რჩებოდა მისი ყოველი მუჭი..
-შეუძლებელიაა,არარსებულიაა..
ჩაიცვა და ჩაუყვა კიბეებს.
ყველაზე დიდმა ტკივილმა აიტანა.
შეეშინდა რეალობის.
შეეშინდა რომ ის იქ არ დახვდებოდაა..
შევიდა არა,უფრო გააფთრებული შევარდა სუპერმარკეტში.
თვალი მოავლოო ხალხს და თითქოს წამი შეჩერდა.
ყველაფერმა მოძრაობა შეწყვიტა,მხოლოდ მისი სხეული მოქმედებდა.
მიხვდა..
მიუახლოვდა.
საოცრად ღიმილიანი სახით შეეგება ცისფერთვალება გოგო,რომელსაც ვერცხლისფერ ფირფიტაზე ლამაზად ეწერა „მია ბერძენიძე“
-როგორც ყოველთვის??-ნაზად ახეა გოგონამ და 2 პაჩკა ლურჯი ვინსტონი გაუწოდა.
-არა,ამჯერად 1 პაჩკა და თქვენი პირობა,რომ შუადღით,3 სათისათვის,აუცილებლად დამთანხმდებით აქვე კაფეში ვიზიტზე..
-არვიცი რამდენად შევძლებ..-ნაღვლიანად ჩახარა თავი მიამ.
-ზუსტად ვიცი რომ შეძლებთ-სიცილით უპასუხა.
მარკეტი უკანმოუხედავად მიატოვა..
და მომავლის შესახვედრად გაღიმებული წავიდა.
რადგან სადღაც,უკვალოდ გამქრალიყო არარსებული შავი წერტილი..
და რადგან დრო იყო პაემანისა..
________________________________________________________________________
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,დამნაცროს ელვამ შენი ტანისა:
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა.

––––––––––––––––––
ჰეი,მოგესალმებით
ახალი ისტორიით და ახალი გრძნობებით
ახალი სიტყვებითა და ახალი იმედებით
მოგეწონებათ?? არივიცი..ალბათ კი და ალბათ არა
თქვენ ხართ ჩემი მოტივაცია,რომ ავიღო ნოუთბუქი
დავაჭირო შრიფტს და ალტს,გადავიყვანო კლავიატურა ქართულზე და დავიწყოო
შეცდომები ვიცი ბევრი იქნება
ამიტომ ბოდიშით
ხო კიდევ..კომენტტარებიიი
კომენტარებს ველი
თქვენს შენიშნებსაც
ანასტასიაა



№1 სტუმარი elee

Raa kaia ro srulad dade :* dzlaian momwona ♥♥bolos gulic amomijda da gemrielad vitire ))))♥♥♥ dzan momwwona sixarulo kaia dzzaan ♥♥♥♥♥

 


№2  offline მოდერი 13.

ვინ ხარ? სად ხარ? რომელ კუთხეში იმალები? რა გნდოდა? რას მერჩოდი? ხომ ვიყავი ჩემთვის წყნარად, რატომ ამშალე? ასე ძალიან რატომ მიმიყვანე ტირილის პირას? რატომ არ მატირე ბოლომდე, რომ დავცლილიყავი? რატომ?
უნდა ჩაგეხუტო და მაგრად გაკოცო !
საოცრება ხარ!
ტკივილი, ღიმილი, სიხარული, სიყვარული, ცხოვრება, კიდევ არ ვიცი.. კიდევ ბევრი რაღაც ამ 7300 სიტყვაში ისე ჩაატიე, რომ არაფერი ზედმეტი არ დაჰკლებია ნაწერს...
ტირილამდე მივედი, მერე გამეცინა..
მერე გამეღიმა და მათ სიყვარული მეამა.
მერე სიევ...
შეკრულ ტრაექტორიაზე...
ჯერ ტირილამდე მივედი. ის იყო მეგონა ცრემლებად გადავიქცეოდი, რომ გამეღიმა...
არასდრს მომწონებია მოთხრობა, ციტირებებით. ლექსის, ხომ საერთოდ..
არ ვიცი, მაგრამ მაინც ვიცი..
საშინლად უხდებოდა.
კიდევ?
კიდევ ძალიან ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ ერთმანეთში მერევა..
აქამდე რატომ არ გიცნობდი, როგორც ავტორს?
არაუშავრს.. გამოვასწორებ დაწინებსაც ვნახავ..
არ გაბედო წერის შეწყვეტა !
ველი მომდევნოს <3
შენი, უკვე ერთგული მკითხვლი, ნინი <3
--------------------
ნინი.

 


№3  offline წევრი კოტი

არასდროს მიგრძვნია მსგავსი რამ იმდდენად ემოციური იყო რომ ტირილ სიცილი მჭირდა ძალიან კარგად წერ ველი აახლააას
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№4 ახალბედა მწერალი tasusuna

უუდიდესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისათვის <3
უდიდესზე უდიდესი და უდიდესი კიდევ ხარისხად მილიონი :*
ოჰ ეხლა იმაზე მეტი მოტივაცია მომეცით,ვიდრე ამას ველოდიი
მთელი ღამეე შიშით არ მეძინა,მეთქი არ მოეწონებათ
თუმცა ეხლა იმხელა პოზიტივი მივიღე რომ ალბათ ახალი მოთხრობის ბოლო წერტილამდე მეყოფა
მადლობა კიდევ ერთხებ თქვენ <3

 


№5  offline წევრი salomee

ემოციური იყო და რაღაცნაირი - ძალიან მაგარი!!!

 


№6  offline წევრი zoi

რა თქმა უნდა ეს არ იყო ის იდეალურს რომ უწოდებენ მაგრამ ეს ძალიან ახლოს იყო მასთან...ყველაზე მეტად ჩანართი ლექსები მესიამოვნა...და მართლაც შეუძლებელია არ გიჟდებოდე ბარათაშვილზე

 


№7  offline წევრი idm.4

პირველი ისტორიაა რომელის ნიუ იორკერის სიტორიების მერე მომეწონა :O <3 მაგარი იყო მალადეც <3

 


№8  offline წევრი khatia khatia

ჰეპი ენდები და რამე საღოლ მართლა კარგია მარა ბოლო წუთას მეგონა რომ საერთოდ არ არსებობდა მია და ლამის ვიტირე ისე შემეცოდა რატი ❤❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№9 სტუმარი ნა ნა

ძალიან მომეწონაააა,❤

 


№10  offline წევრი penguin

აქამდე რატო არ წამიკითხავს ეს ისტორია????მომეწონა თან ძალიან????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent