შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილების ქალაქი (სრულად)


21-03-2015, 17:41
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 3 498

პროლოგი
კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩრდილების ქალაქში სადაც ოცნებებიც კი კოშმარებად იქცევა!
თავი 1
ქალაქ ცენტრალიაში ნისლივით დაძრწოდა კვამლი,რომელსაც ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული შეევსო. ირგვლივ უცნაური სიჩუმე იდგა,ლამპიონის შუქით ოდნავ განათებულ გზაზე,ვიღაცის ჩრდილი დაეფინა. წითელი მერსედესიდან გადმოსულმა ბიჭმა ქალაქი გაოცებით მოათვალიერა და თვალები მოიფშვნიტა,რომ დარწმუნებულიყო, არაფერი ეჩვენებოდა.
ვერაფერი დაინახა,ნისლივით ჩამოწოლილი კვამლის გარდა. ცენტრალიაში სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო. ჰაერში ფერფლის ფანტელები დაფაფატებდა და ნელ-ნელა ეშვებოდა ასფალტზე.
მთელ ქალაქში ნაცრისფერი ჭარბობდა. ყველაფერს დასდებოდა ფერფლი, მხოლოდ წითელ მერსედესი იდგა, ხელუხლებლად.
ასფალტი ზოგან დახეთქილი იყო ,ზოგან კი ამობურცული. ოდნავ მოჩანდა დამწვარი შენობები და ცეცხლისგან ხელუხლებლად დარჩენილი ეკლესია.
ბიჭმა კვლავ შეათვალიერა კვამლში ჩაძირული ქალაქი,მანქანის კარები ხმაურიანად მიხურა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. სითამამე მალევე გაუქრა როცა ქალაქში სირენების ხმა გაისმა, დაიძაბა მაგრამ სიარული მაინც გააგრძელა.
გრძნობდა სიმხურვალეს რომელიც მიწიდან მოდიოდა.
კვამლი რომ არ შეესუნთქა,პირზე ხელი აიფარა. ნაბიჯებს უაზროდ ადგამდა და ცდილობდა თავშესაფარი ეპოვნა,მაგრამ ქალაქში ყველაფერი ერთგვაროვანი ჩანდა. ყველგან კვამლის სქელი ფარდა იყო ჩამოფარებული.
-ეს უბრალოდ სიზმარია,მხოლოდ სიზმარი!-ბიჭი საკუთარ თავს უმეორებდა ,მაგრამ დამშვიდებას ვერ ახერხებდა,ბოლოს დანგრეული კედელს მიეყუდა და იქვე ჩაიკეცა.
სუნთქვა უჭირდა.კვამლი მის ფილტვებში აღწევდა და იფანტებოდა. თვალები ეწვოდა და გრძნობდა როგორ კარგავდა გონებას. თვალები მიეხუჭა,ყელი ჩაეწვა,სუნთქვა უფრო გაუძნელდა. ბიჭს თმა სახეზე ჩამოჰყროდა,წითელი ტუჩები ერთმანეთისთვის ძლიერად დაეჭირა,არათანაბრად სუნთქავდა,მწვანე თვალები დახუჭვოდა,კულულებზე ფერფლის ფანტელები ეფინებოდა,არ ახსოვდა როგორ მოხვდა ამ "იდუმალ" ქალაქში.
ახსოვდა,რომ ბევრი დალია... შემდეგ აღარაფერი.
"ოღონდ ახლა გადავრჩე და კლუბებს,სასმელს და ნარკოტიკებს აღარასდროს გავეკარები!"-ფიქრობდა ბიჭი.
დაბურულ ქუჩებს ოდნავ ანათებდა ლამპიონები,რომლებიც დღე და ღამ ენთო.
უეცრად ჩურჩული მოესმა და თავი აიძულა, თვალები გაეხილა. შეკრთა როცა ნაცრისფერ კომბინიზონში ჩაცმული ადამიანი მისკენ დაიხარა.მას სახეზე ნაჭერი ჰქონდა აფარებული.ქერა,გრძელი თმა უწესრიგოდ ეყარა მის მხრებზე,ცისფერ თვალებში გაოცება ედგა და ამ გაოცებით ბიჭს მიშტერებოდა.
-დამეხმარე!-ამოიჩურჩულა ბიჭმა როცა გოგო მისკენ დაიხარა,ის კი აკვირდებოდა ბიჭს და როცა დარწმუნდა,რომ ცოცხალი იყო,ხელი ჩასჭიდა და წამოაყენა,ბიჭი მას მიეყრდნო.
-რა გქვია?-ჰკითხა წკრიალა ხმით გოგონამ.
-ჰარი!-ძალაგამოცლილმა ამოიბურტყუნა. გოგომ ამოიოხრა და გზა განაგრძო,ჰარის ფეხები ეკეცებოდა,რამდენჯერმე დაეცა კიდეც,მაგრამ გოგონამ წამოაყენა და სიარული განაგრძო. მალევე კვამლში გახვეული ეკლესიას მიუახლოვდნენ,ეკლესიას ბათქაში ალაგ-ალაგ გადასცლოდა და წითელი აგურები მოჩანდა.მისი გუმბათი კი რძისფერ კვამლში იკარგებოდა. როგორც კი გოგონამ ეკლესიის კარები შეაღო,ჰარიმ საბოლოოდ დაკარგა გონება და სკამებთან ჩაკეცა. გოგონამ ქერა თმა შეისწორა და სახიდან აირწინაღივით აფარებული ნაჭერი მოიხსნა. ჰარის დააშტერდა,მას არასდროს ენახა უცხო ადამიანი ცენტრალიაში. თვალები გადაატრიალა და ბიჭს მხრებში ხელი ჩაავლო,შემდეგ კი მისი წამოწევა და სკამზე დასმა მოახერხა.
ქალქში კვლავაც ისმოდა სირენების ხმა.გოგონამ ეკლესიის კარები მოხურა და კვლავ ჰარის გახედა.
-ჯულიეტ,ეს ვინ არის?-პატარა ძამიკოს ხმა მოესმა ჯულიეტს,ჯულიეტმა გაოცებით აიჩეჩა მხრები,პატარა ძამიკოსთან მივიდა და ჩაიხურტა.
-ჯერემი,ისწავლე ქალაქის რუკა?
-შენ ჩემს კითხვას არ პასუხობ!-ამოიბუზღუნა ჯერემიმ-ვინ არის ის?-ჯულიეტს ჰარისკენ მიანიშნა,ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და გაიბუსხა.
-მას ჰარი ჰქვია!-ურალოდ უპასუხა ჯულიეტმა-მე ის გადავრჩინე!
სირენების ხმა შეწყდა და ორივემ სწრაფად გაიხედეს კარისკენ.
-ისეთი ვერაფერი ვიპოვე!-კარი ბუზღუნით შემოაღო მოხუცმა კაცმა-მხოლოდ თევზის კონსერვები და....-სიტყვა გაუწყდა როცა უცნობი დაინახა და სახიდან პირბადესავით აფარებული ნაჭერი მოიხსნა,ჯულიეტი კი წამოდგა და მოხუცს დამნაშავესავით მიაშტერდა.
-ეს ვინღაა?-გაოცებით იკითხა მოხუცმა,უცნობს დააკვირდა.
-როგორ ჩანს გზა აებნა და ქალაქში შემთხვევით აღმოჩნდა!-უდარდელად უპასუხა ჯულიეტმა და ძალით გაიღიმა.
-და შენც ის გადაარჩინე,არა?-დაიყვირა მოხუცმა-შენ ყველა არ უნდა გადაარჩინო ვისაც დახმარება სჭირდება!
-კარგი რა,მაიკ,რატომ არ გესმის,რომ ის მოკვდებოდა?
-ჯულიეტ!-გაბრაზებულმა- შეხედა მაიკმა-ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით ამ ქალაქში! არ შეგვიძლია კიდევ ერთი უმაქნისი არსება შემოვიმატოთ!
თავი 2
ჯულიეტს აღარაფერი უპასუხია,უბრალოდ თავი ჩახარა,მალევე სიჩუმე დაირღვა და კარები სამმა ადამიანმა შემოაღო, უხმოდ გაიარეს სკამების რიგი,თუმცა არცერთს არ მოუშორებია თვალი უცნობისთვის რომელიც კვლავაც უგონოდ იყო.
ორი ბიჭი და ერთი გოგონა იყო, ეტყობოდათ რომ დედმამიშვილები იყვნენ.
-ვინმე დამეხმარეთ,რომ ის ჩემს ოთახში შევიყვანო!-ამოიჩურჩულა ჯულიეტმა და მათ გამკიცხავ მზერას თვალი აარიდა.
მაიკმა თვალები გადაატრიალა,მხარში ხელი ჩაავლო ჰარის და წამოაყენა,ჯულიეტიც დაეხმარა და ჰარი ჯულიეტის ოთახში შეიყვანეს.
ოთახში მხოლოდ ერთი საწოლი,ორი სავარძელი და კარადა იდგა.იასამნისფერი ფარდები ფანჯრის ნახევარს ფარავდა,გარეთ ნისლივით მოგზაურობდა კვამლი...
-შენ მის აქ დატოვებას აპირებ?-გამკიცხავად ჰკითხა მაიკმა.
-ძალიან გთხოვ არ დამიწყო ჭკუის სწავლება!-თვალები გადაატრიალა ჯულიეტმა-ქალაქი უკვე 50 წელია რაც იწვის! ჩვენ კი მხოლოდ შვიდნი ვართ! არასდროს მოსულან სხვა ქალაქიდან! არასდროს მინახავს ადამიანი,რომელიც ამ ქალაქის გარეთ ცხოვრობს,ის აქ დარჩება!
-კარგი!-ამოიხრა მაიკმა და დანებდა-ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთე 15 წუთით,ფილტვები კვამლისგან იქნება სავსე.
-მადლობა!-ამოიჩურჩულა ჯულიეტმა როდესაც უკმაყოფილოდ დარჩენილმა მაიკმა კარები გაიხურა,ჯულიეტმა კი ჰარის გახედა.საწოლზე დააწვინა და ხელოვნური სუნთქვის აპარატი საწოლთან მიიტანა,აპარატი გაუკეთა და ჰარის სახეს დააშტერდა,ვერც კი შეამჩნია როგორ ჩაიკარგა მისივე ფიქრებში.
ფიქრობდა ყველაფერზე.ჰარიზე,ჯერემიზე,მაიკზე...
ანიტერესებდა ყველაფერი...როგორი იყო ცხოვრება ცენტრალიის საზღვრებს გარეთ. ცენტრალია უკვე ორმოცდაათი წელიწადია რაც იწვის.მიწის სიღრმიდან საშინელი სიმხურვალე ამოდის.მიწის ფენებში დატანილი ნახშირი იწვის. მიწა ოწვის...
როცა ქალაქის ევაკუაცია გამოცხადდა,ხალხი გაიხიზნა. ქალაქში მხოლოდ თერთმეტი მამაცი ადამიანი დარჩა.მათ შორის ჯულიეტის ბაბუაც.ჯულიეტი აქ დაიბადა,აქ სწავლობდა როგორ უნდა ეცხოვრა.
ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის,ბრძოლა ოჯახის შესანარჩუნებლად.
ერთადერთი შენობა რომელიც უვნებლად გადაურჩა ცეცხლს,ეკლესია იყო.მის სქელ კედლებში და ფანჯრებში კვამლი ვერ აღწევდა,ამიტომაც იქცა ის გადარჩენილი ხალხის თავშესაფრად.
მაღაროელთა ქალაქში 50 წლის შემდეგ ცოცხალი მხოლოდ შვიდი ადამიანი იყო.
ჯულიეტს ფიქრები გაუწყდა როცა ჰარიმ მწვანე თვალები გაახილა და ჯულიეტს ახედა.ჯულიეტმა კი აპარატი სახიდან მოაშორა და გამორთო.
-სად ვარ?-მისუსტებული ხმით ამოილუღლუღა ჰარიმ რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი რომ ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდებოდა.
-ქალაქ ცენტრალიაში!-ლაკონურად უპასუხა ჯულიეტმა .არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი თუმცა ამ წუთს ჰარისთვის უამრავი კითხვის დასმა სურდა.
-ქალაქ ცენტრალიაში! ამერიკის ერთერთ ქალაქ-მოჩვენებაში!-აუხსნა ჯულიეტმა,ჰარის მწვანე თვალები ჯულიეტს ათვალიერებდა,მის თითეულ მოძრაობას აკვირდებოდა.
ჯულიეტმა სწრაფად გაიხადა უფორმო კომბინიზონი და ყელიანი სვიტერი,შემდეგ კი კარადიდან კუბოკრული სარაფანი გადმოიღო რომელიც თავად შეიკერა და გადაიცვა. ჰარი გაოცებით მიაშტერდა ჯულიეტის გამოყვანილ სხეულს,ჯერ კიდევ შოკში იყო ჯულიეტის სიტყვების გამო. ჯულიეტმა ჰარის მზერა აარიდა და თმები კოსად შეიკრა.
-აქ როგორ მოხვდი?-სწრაფად მიტრიალდა ჰარისკენ.
-მე..მე არ მახსოვს,ბევრი დავლიე!-განზე გაიხედა ჰარიმ,ჯულიეტმა კი ცალი წარბი ასწია და ეჭვით შეხედა.
-ჩემი მანქანა!-წამოძახა უეცრად და წამოდგომა დაპირა მაგრამ თავბრუ დაეხვა და კვლავ საწოლზე მიწვა,შემდეგ კი თვალები დახუჭა,ამოიხრა და თავი ბალიშს მიადო.
-წითელ მერსედესზე ამბობ?-ჩაიცინა ჯულიეტმა და კარადაში ქექვა დაიწყო,მალევე იპოვა მამაისის ტანსაცმელი,პერანგი და შარვალი გამოღო და ჰარის საწოლზე დაუდო.
-შეგიძლია ესენი ჩაიცვა!-გაუღიმა შემდეგ კი სწრაფად დასერიოზულდა-ხოლო რაც შეეხება შენს მანქანას,მას საბურავები აქვს ჩაჩუტული!
ჰარიმ დაბნეულმა შეხედა,ჯულიეტმა კი ჩაიღიმა და კარისკენ დაიძრა.
-5 წუთში შემოვალ.ჩაიცვი!-მიმართა ჰარის და ოთახი დატოვა.
თავი 3
დარბაზში გასულმა ყურადღება არავის მიაქცია,ჯერემის ხელი ჩაჰკიდა და გვერდზე გამოიყვანა.
-ჯერემი,ქალაქის რუკა ისწავლე? ხომ იცი,მუდამ შენს გვერდით ვერ ვიქნები,გზა ხომ უნდა გაიკვლიო კვამლში!
-ვისწავლე.-ამოიბუზღუნა ჯერემიმ-უკვე რვა წლის ვარ,ჯულიეტ! მარტოც შემიძლია გარეთ გასვლა!
-რვა წლის ბევრი გგონია?-თბილად გაუღიმა და მისი ძმის წინ ჩამუხლა-გინდა ტბაზე წავიდეთ? დაღამებამდე დიდი დრო გვაქვს.
-მინდა!-წამოიყვირა და ტაში შემოკრა ჯერემიმ,წამებში კი მისი პატარა ხელები გაშალა და ჯულიეტს ჩაეხუტა.
-წამოდი!-გაეცინა ,წამოდგა და ჯერემი მის ოთახში შეიყვანა.წამით ორივე გაშეშდა,როცა კლასიკურ,შავ შარვალში და თეთრ პერანგში გამოწყობილი ჰარი დაინახეს,ორივეს მამა მოაგონდათ.
-არ მიხდება,თუმცა რას ვიზამთ,დარწმუნებული ვარ ყველა ასეთი სტილის ტანისამოსი გექნებათ!-ამოიბუზღუნა ჰარიმ და მის წინ მდგარ და-ძმას მიაშტერდა,რასაც ჯულიეტის ჩაცინება მოჰყვა.
- ჩვენ ტბაზე მივდივართ,წამოხვალ?-ჰკითხა ღიმილით ჰარის და მანაც გაოცებით დაუქნია თავი. ჯულიეტმა ჯამში წყალი ჩაასხა და ნაჭრები დაასველა,შემდეგ კი დაბნეულ ჰარის და ჯერემის გაუწოდა.
-სველი ნაჭერს იმისთვის ვიყენებთ,რომ კვამლი ნაჭერში გაიჟღენთოს და ჩვენს ფილტვებში არ ჩააღწიოს!-აუხსნა ჯერემიმ როცა ჰარის გაოცებულ მზერას წააწყდა.
სამივემ უხმოდ გაიარა დარბაზი.
მხოლოდ ჰარი ათვალიერებდა ადანიანებს,რომლებიც მტრულად უყურებდნენ მას.
-არ შეიმჩნიო!-ყურში ჩასჩურჩულა ჯულიეტმა და ეკლესიის კარები გამოაღო,ჰარიმ კი სველი ნაჭერი სწრაფად აიფარა სახეზე.
***
ჯულიეტი სწრაფად მიიწევდა წინ, უკან ჯერემი და ჰარი მიყვებოდნენ,კვამლში გახვეულები.ისინი ერთმანეთს რაღაცას უჩურჩულებდნენ ხოლმე და ჯულიეტს მათ ქცევაზე ეღიმებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ კვამლის სქელი ფენა შესუსტდა და ხილვადობა უკეთესი გახდა,შემდეგ კი საერთოდ გაქრა.
მწვანე მთებს შორის ჩაკარგული ტბა გამოჩნდა, ჰარი კი ამ ყველაფერმა სასიამოვნოდ გააოცა.
შორს,თითქოს ნისლში ჩაფლული ქალაქი მოჩანდა.სანამ ჯულიეტი რამეს გააზრებას მოასწრებდა, ჯერემიმ მას ხელი ჭასჭიდა და ტბაში შევიდა,ჰარი კი იქვე,ქვაზე ჩამოჯდა და და-ძმის წუწაობას ღიმილით შეხედა.
ტბა კამკამა,თითქოს გამჭვირვალე იყო. მის ძირზე ჩანდა პატარა ქვები და ქვიშა.
-წყალი თბილია,ჩამოდი!-ჩაიცინა ჯულიეტმა და ჰარის დაუძახა.წყალი მართლაც სასიამოვნოდ თბილი იყო. ჰარიმ თავი გაქნია,უარყოფის ნიშნად და გაიღიმა,თუმცა ღიმილიანი სახე მალევე მოეღრუბლა.ნეტა ეძებენ?როგორ არის მისი და და დედა?
ფიქრებმა მოსვენება დაუკარგეს.
-რატომ ჩერდებით ქალაქში როცა შეგიძლიათ აქ შეაფაროთ თავი? აქ ხომ კვამლი არ არის?
-ეს ადგილი უფრო სახიფათოა ღამით, ტრიალი მინდორია,ტემპერატურა მაღლა იწევს,ტბა დუღდება ,სუნთქვა ჭირს!
-როგორ ხვდებით დღეა თუ ღამე? ქალაქში ხომ სულ კვამლია და სულ დაბურულია ყველაფერი?
-საათი გავაჩნია,ჰარი!-გაიცინა ჯულიეტმა და ტბიდან ამოვიდა,სულ სველი იყო,კაბა სხეულზე მიჰკვროდა და ტანს უფრო გამოყვანილს ხდიდა.
-რა გქვია?-ჩაეღიმა ჰარის-მე ჯერ კიდევ არ ვიცი შენი სახელი.
-ჯულიეტი!-უბრალოდ უპასუხა და მის გვერდით ჩამოჯდა,კაბა რომელიც სხეულზე მიკვროდა ოდნავ უფარავდა ბარძაყებს.
-რომეო სად დაკარგე?-გაეცინა ჰარის .
-ორი თვის წინ გარდაიცვალა!-სერიოზული სახით უპასუხა ჯულიეტმა და ჰარის გაოცებულ მზერას თვალი გაუსწორა- კვირაში ერთხელ,ქალაქში გავდივართ ორ-ორი და ვიფანტებით,ვეძებთ ყველაფერს,რაც გამოგვადგება,რისი ჭამაც შეიძლება.ჩამონგრეულ შენობაში ვიყავით როცა მას ფეხი დაუცდა და თორმეტი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა! -ამოიხრა-მე მას ვერ დავეხმარე!
-მაპატიე,მე არ ვიცოდი.
-არაუშავს!-ძალით გაიღიმა ჯულიეტმა-მე შევეჩვიე უმისობას.
ჰარის აღარაფერი უთქვამს,თავჩახრილმა გახედა ქალაქს, უფროსწორედ ქალაქისგან დარჩენილ ნანგრევებს.
-რა ჯანდაბა მოხდა ამ ქალაქში?
-ამ ქალაქში იყო კომპანია Locust Mountain Coal and Iron Company, რომელმაც გახსნა ქვანახშირის შახტი. დროთა განმავლობაში ქვანახშირის წარმოება გახდა ამ ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი – თითქმის ყველა მაცხოვრებელი დასაქმებული იყო ამ შახტში.ბაბუაჩემიც.ერთხელ ერთ-ერთ მიტოვებულ შახტს, სადაც მაცხოვრებლები ნაგავს ყრიდნენ, მერიის ბრძანებით ცეცხლი წაუკიდეს… და გაჩნდა ხანძარი, რომელიც დღემდე ანთია. მალევე მიწისქვეშა სისტემა დაიწვა როგორც ასანთის ღერი. რამდენიმე ადგილას ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა, მაგრამ სრულად ლოკალიზაცია ვერა. სიტუაცია რთულდებოდა… ქვანახშირის წვისას გამოყოფილი მავნე ქიმიური ნივთიერებები საფრთხეს უქმნიდა ადამიანებს. ქალაქის მაცხოვრებლებმა ზედაპირი დანამეს , მაგრამ მიწისქვეშა ტემპერატურა მაინც იზრდებოდა…
-ერთხელ, ერთმა ბენზინგასამართი სადგურის მფლობელმა შეამოწმა ბენზინის მიწისქვეშა მარაგის ტემპერატურა და გაოგნებული დარჩა… ბენზინის ტემპერატურა 82 გრადუსს აღწევდა და ნებისმიერ წამს შესაძლებელი იყო აფეთქებულიყო.-ჯერემიმ ჯულიეტს ლაპარაკი გააწვეტინა და გვერდით მიუჯდა მათ,ლაპარაკში გართულმა ჰარიმ და ჯულიეტმა ვერც კი შეამჩნიეს რომ ჯერემი ტბიდან ამოსულიყო.
-შემდე,12 წლის ბავშვი კინაღამ მოკვდა, როცა მის ფეხებქვეშ მიწას დიდი ბზარი გაუჩნდა… ამ ბზარის სიღრმე რამდენიმე მეტრს აღწევდა და იქიდან კვამლი ამოდიოდა. ეს ფაქტი იყო იმის ნიშანი, რომ ცენტრალიაში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლებოდა. ცენტრალიის მაცხოვრებლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისთვის 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მაგრამ რამოდენიმე ოჯახმა მაინც გადაწყვითა ქალაქში დარჩენა.ჩემი ოჯახიც დარჩა.1981 წელს, გადასახლებამდე ცენტრალიაში 1000 ადამიანი ცხოვრობდა… ახლა კი მხოლოდ რვა ადამიანი დავრჩით.
მხრები აიჩეჩა ჯულიეტმა.
-ქალაქიდან რატომ არ მიდიხართ?არ გინდათ ნორმალური ცხოვრება?-იკითხა ჰარიმ თან ჯულიეტისთვის თვალი არ მოუცილებია.
-ეს ადგილია სადაც დავიბადე,სადაც გავიზარდე,სადაც ყველაფერი ვისწავლე... არ მსურს აქედან წასვლა.რაც არ უნდა ადვილი იყოს სხვა ქალაქში ცხოვრება,მე აქ მირჩევნია.
-ამ ქალაქიდან წასვლა შეუძლებელია?-უიმედოდ იკითხა ჰარიმ,ჯულიეტმა თავი გააქნია და მის ძმას გახედა,რომელიც კვლავ ტბაში შესულიყო და ნებიურობდა თბილ წყალში.
-ცენტრალური და შემოვლით გზები გაფუჭებულია,მხოლოდ ფეხით შეიძლება ქალაქიდან გასვლა და ისიც მოვლითი გზებით,ცამეტი დღის სავალია უახლოეს ქალაქამდე.(ფეხით)
ჰარიმ უიმედოდ ამოიოხრა,-ნუთუ ის აქ სამუდამოდ დარჩებოდა?
უეცრად დაბალ ხმაზე გაისმა სირენების ხმა,ჯერემიმ ნებივრობა შეყვიტა და სასწრაფოდ წყლიდან ამოვიდა.
-მივდივართ!-სწრაფად წამოდგა ჯულიეტი.
-რა ხდება?-ჰარიც წამოდგა,და-ძმამ ჰარის გადახედა,შემდეგ კი ერთმანეთს.
-სირენებს მხოლოდ დილის თორმეტ საათზე და ღამის თორმეტზე რთავენ,რომ გავიგოთ დრო! ახლა რატომ ჩართეს?-შეშინებულმა იკითხა ჯერემიმ.
-ვიღაც მოკვდა!-ამოიჩურჩულა ჯულიეტა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ქალაქისკენ.
თავი 4
კვამლი ნელ-ნელა იფანტებოდა,ჯულიეტი კი სწრაფი ნაბიჯებით განაგრძობდა სიარულს. კვამლი გაიფანტა და სრულიად გამოჩნდა გზა, გადამწვარი ველები და დანგრეული შენობები საზარელ სანახაობას ქმნიდნენ.
-კვამლი იფანტება!-გაოცებით ამოილუღლუღა ჯერემიმ.
-ჯობია დაბრუნდეთ ეკლესიაში! რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება!-შეჩერდა ჯულიეტი და ჰარის გახედა,რომელიც შიშისგან დაზაფრული მიჰყვებოდა მათ.
ჰარიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ თუ არა,მის უკან მიწა გაიბზარა და ნაპრალი გაჩნდა.ჰარი შიშისგან შეხტა და უკან გადაქანდა,რომ არა ჯულიეტის სწრაფი მოექმედება ,ის ალბათ მიწის უეცრად გაჩენილ უფსკრულში აღმოჩნდებოდა.ჯულიეტმა სწრაფად ჩასჭიდა ჰარის ხელი და მისკენ მოქაჩა და როცა ჰარიმ ფეხებქვეშ მყარი მიწა იგრძნო,ღრმად ჩაისუნთქა შემდეგ კი სამივე გახევებული მიაშტერდა გახეთქილ მიწას,რომლიდანაც კვამლი ამოდიოდა.
-სწრაფად უნდა დავბრუნდეთ,ეკლესიაში!-ოდნავ აღელვებულმა ჯულიეტმა ძმას ხელი ჩაჰკიდა.
-რა ჯანდაბა ხდება ამ ქალაქში?!-დაიყვირა ჰარიმ და ჯერემის და ჯულიეტს უკან მიჰყვა,თუმცა ჰასუხი არც ერთს არ გაუცია.
კვამლი სრულიად გაფანტულიყო,თუმცა ცა დაეფარა. როგორც კი ეკლესია გამოჩნდა,სირენის ხმა უფრო გაძლიერდა. ჯულიეტმა ეკლესიის კარები შეაღო და წამებში მისი მზერა მაიკის მზერას შეხვდა.
-რა მოხდა? რატომ ჩართეთ 3 საათზე სირენები? მხოლოს თორმეტზე უნდა ჩართოთ!-აღელვებულმა ამოთქვა ჯულიეტმა და კარები მიხურა როდესაც ჯერემი და ჰარი ეკლესიაში შევიდნენ.
-სარა და ელიოტი... ისინი გარდაიცვალნენ!-ამოჩურჩულა დანაღლიანებულმა მაიკმა. თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა,მაგრამ უფლებას არ აძლევდა ემოციებს ის დაემორჩილებინა.ნიკაპი უკანკალებდა.
-მიწა გასკდა,ნაპრალი გაჩნდა! ყველაფერო ძალზე სწრაფად მოხდა... ჩვენ ვერცერთის გადარჩენა ვერ მოვასწარით!
ჯულიეტი გაოცებული იდგა და ვერაფერს ამობდა, ახლა მხოლოდ ხუთნი დაჩნენ. სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, შიშმა შეიპყრო და ჯერემის ხელი მოუჭირა,რომ დარწმუნებულიყო,-ის მის გვერდით იდგა.
ჰარი კი იდგა და ფიქრობდა,-ნეტავ ეს კოშმარი იყოსო.
-ეს კოშმარი არ არის,ეს ცხოვრებაა,ჰარი!-ჩაიბურტყუნა ჯულიეტმა,თითქოს მიხვდა რაზეც ფიქრობდა ბიჭი და დაამატა-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩრდილების ქალაქში სადაც ოცნებებიც კი კოშმარებად იქცევა!
-ნაპრალი ტბისკენ მიმავალ გზაზეც გაჩნდა,ჰარის შველა ჯულიეტმა მოასწრო!-ამოილუღლუღა ჯერემიმ.
-ახლა მხოლოდ ხუთნი დავრჩით,გესმის ეს რას ნიშნავს,ჯულიეტ?-სწრაფად იკითხა მაიკმა.
-ჩემს ძმას მარტო ქალაქში არ გავუშვებ!-კბილებში გამოსცრა ჯულიეტმა-არ მივცემ უფლებას რომ საკვების მოსაპოვებლად მარტო წავიდეს! მას საფრთხეში არ ჩავაგდებ!
-ხუთნი დავრჩით,ჯულიეტ!-დაიყვირა მაიკმა-მე,შენ,ჯერემი,ლიამი და ნატალი! ჩვენ ვერ შევძლებთ საკვების მოპოვებას,თუ არ გავიყოფით!
-მაშინ იქნებ ჯობს ამ დაწყევლილ ქალაქიდან წავიდეთ?-დაიყვირა ჯულიეტმა,სიტყვები მის ბაგეებს გააზრების გარშე მოსწყდა და მის სიტყვებზე თვითონვე გაუფართოვდა თვალები.
ეკლესიაში ვინც კი იყო ყველამ გაოცებით შეხედა,მათ კარგად იცოდნენ,რომ ჯულიეტს ყველაფრისდამიუხედავად ეს ქალაქი ძალიან უყვარდა და რამდენჯერაც ქალაქიდან წასვლა დააპირეს ,ჯულიეტმა გადააფიქრებინა.
-მაინდამაინც შენს ძმას უნდა დაემუქროს საფთხე,რომ ამ ქალაქიდან წასვლა მოგინდეს?-გამკიცხავად იკითხა,მაიკის გვერდით მდგარმა ნატალიმ.
-ჩემი ძმისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ეს კარგად იცი!-დაიღრინა ჯულიეტმა,ჯერემის ხელი მოჰკიდა და მის ოთახში შევიდა.
ჰარი კი დაბნეული იდგა და მის წინ მგარ სამ ადამიანს მიშტერებოდა.
-იქნებ მართლა ,ჯობია ამ ქალაქიდან წახვიდეთ! ეს ხომ ჯოჯოხეთია!-ამოიჩურჩულა ჰარიმ.
-შენ არაფერი იცი ამ ქალაქზე!-შეუტია ლიამმა.
-საკმარისია რაც ვნახე!-ამოიხრა ჰარიმ-დღეს უკვე მეორედ გადავურჩი სიკვდილს!
-ჩვენ კი ყოველდღე ვიბრძვით სიცოცხლის შესანარჩუნებლად,ერთმანეთის გადასარჩენად და შენ ამას ვერასდროს მიხვდები! ვერ ერთერთი ჩვენთაგანი ვერ გახდები,შენ ჩვენთვის უცხო ხარ და არ გენდობით!
-არც მჭირდება,რომ ერთ-ერთი თქვენთაგანი ვიყო და მენდობოდეთ!-უკმაყოფილოდ ამოიოხრა ჰარიმ-ჯულიეტს და მის ძმას ქალაქიდან წავიყვან,მან მე სიცოცხლე გადამირჩინა და ამაგს არ დავუკარგავ!
სათქმელი დაასრულა და ჯულიეტის ოთახისკენ გაემართა,მაგრამ ლიამმა მხარი გაჰკრა და ავისმომასწავლებლად ამოისისინა.
-ვერცერთი ვერ წახვალთ ქალაქიდან!-ჰარიმ დამცინავად შეავლო თვალი.
-ვნახოთ!-ნიშნიმოგებით ჩაიღიმა და ჯულიეტის ოთახში შეაბიჯა.
თავი 5
-ოთახში შესულ ჰარის გაეღიმა,როცა ჩახუტებული და-ძმა დაინახა,რომლებიც ფანჯარაში იხედებოდნენ.
-რაღაც ხდება,კვამლი გაიფანტა... ნაპრალები ჩნდება და მიწა უფრო ცხელი ხდება!-ამოიჩურჩულა ჯულიეტმა და ჯერემის თავზე აკოცა.
-რამდენი ხანია რაც ქალაქი იწვის?-იკითხა ჰარიმ და მათ გვერდზე მიუჯდა,ფანჯრიდან კარგად მოჩანდა ქალაქი. მიწასთან გასწორებული შენობის ნანგრევები,გადამწვარი მინდვრები და ტყეები.
-50 წელია!-უპასუხა ჯერემიმ-ორი დღის წინ მიწის სიღრმის ტემპერატურა გავზომეთ და 102 გრადუსს შეადგენდა!
=ტემპერატურა იზრდება,ადრე მიწის ტემპერატურა 82 გრადუსს შეადგენდა!-ამოიხრა ჯულიეტმა.
-იქნებ ჯობს ამ ჯოჯოხეთიდან წავიდეთ?-ვეღარ მოითმინა ჰარიმ და მისი მოსაზრება გამოხატა,ჯულიეტმა ამოიხრა.
-ეს "ჯოჯოხეთი" ჩემი სახლია,აქ დავიბადე! აქ გავიზარდე! მისი თითოეული ქუჩა და შენობა ზეპირად ვიცი! ამ ქალაქიდან რომ წავიდე რა გავაკეთო ,შემდგომ?არც კი ვიცი როგორია ცხოვრება ცენტრალიის საზღვერებს გარეთ!
-ამაზე უკეთესი არის!-შეაწვეტინა გაბრაზებულმა ჰარიმ
-მე...მე... მეშინია!-ჩურჩულით წარმოსთქვა ჯულიეტმა.
-ჯულს!-ამოიჩურჩულა მისი მოფერებითი სახელი ჰარიმ,გვერდზე მიუჯდა ისე რომ დისტანცია დაარღვია,ხელები მოხვია და ჯულიეტის უსუსური სხეული მის ხელებს შორის მოიქცია.
-ეს შენი ძმისთვის უნდა გააკეთო!
ჯულიეტმა არ იცოდა რა უფრო აოცებდა.ის რომ ჰარი მისგან დისტანციის დაცვას ,არ ცდილობდა თუ ჰარის სიტყვები.ჰარიმ მის ორივე ხელში მოიქცია ჯულიეტის სიფრიფინა ხელი .
-ჯერემი ჰარის მიხედე!-მის ძმას გადახედა,ჰარის ხელები გააშვებინა და წამოდგა.არ სურდა საუბრის გაგრძელება და იმის მოსმენა რომ ქალაქიდან უნდა წასულიყო! მას რაღაც აკავებდა ,რაღაც,რაც წასვლის საშუალებას არ აძლევდა.ჯულიეტის სიტყვებს ჯერემის ხითხითი მოჰყვა.
-შენ გინდა თქვა რომ 12 წლის ბავშვს აბარებ ჩემს თავს?-ჰარიმ აღშფოთება ვერ დამალა თუმცა ბოლოს თავი ვერ შეიკავა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.
-მან შენზე უკეთ იცის ქალაქი,ჰარლორდ!-ჩაიცინა ჯულიეტმა და თვალი ჩაუკრა,ჰარის კი მის ბავშვურ ქცევაზე ღიმილი გაუფართოვდა.
-მე ჰარლორდი არ მქცია!
-კარგი ,ჰენრი!-გაეცინა ჯულიეტს.
-ჰარი მქვია,ჯულს!
-ჰარი!-ჩაიღიმა ჯულიეტმა ,ჰარის სახელი ისე წარმოსთქვა თითქოს გემოს უსინჯავდა-კარგი,ჰარი!-გაიმოერა ისევ და კარისკენ დაიძრა.უსიტყვოდ გამოვიდა ოთახიდან,ყურადღება არ მიაქცია მაიკს და ლიამის დაბღვერილ სახეს,ნატალის ხელი ჩაჰკიდა და სანამ რომელიმე რამის თქმას მოასწრებდა ,ის ეკლესიის ეზოში გაიყვანა.
ნატალი უკვე შეჩვეული იყო მის ასეთ ქცევას,ამოიოხრა და წინ წასულ ჯულიეტს კუდში აედევნა.
-მან მე "ჯულსი" მიწოდა!-წამოსცდა უცებ მისი ფიქრები.
-ვინ?-არაბუნებრივი ,გაოცებით იკითხა ნატალიმ,მან იცოდა რომ ჯულიეტი ჰარიზე საუბრობდა,თუმცა თითქოს ჯულიეტისგან "დამადასტურებელი კოდის" მიღება სურდა.
-ჰარიმ!-აჟიტირებულმა წამოიძახა.
-და შენ ამის უფლება მიეცი?-გაეცინა ნატალის-მან შენ მოგაჯადოვა!
-ეგ რა შუაშია?-ამოიბუზღუნა ჯულიეტმა და შეჩერდა.
-ვინმეს რომ შენთვის "ჯულსი" ეწოდებინა შენთვის, არ აცოცხლებდი! მხოლოდ... რომეოს და ჯერემის აძლევდი უფლებას შენთვის ეს სახელი დაეძახა!
ორივემ ერთმანეთს გადახედა და ერთდროულად გაეღიმათ.
-შენ ის მოგწონს!-წამოძახა უეცრად ნატალიმ-აი რატომ გადაარჩინე და რატომ იცავ მას!
-სისულელეა!-ნაბიჯს აუჩქარა-მას მხოლოდ რამდენიმე საათია რაც ვიცნობ!
-ჩვენს ქალაქში ყველაფერი სწრაფად ხდება!-გაეცინა ნატალის-ჯობია ეკლესიაში დავბრუნდე,მე შენსავით კარგად არ ვიცი ქალაქი.
ჯულიეტმა ნატალის სიტყვებს წაუყრუა და გზა გააგრძელა, ნისლი გაფანტულიყო და კარგად მოჩანდა დანგრეული შენობები,გადამწვარი ხეები და გზაზე ნაპრალები.
უეცრად ნატალის სიტყვებზე დაფიქრდა,ის მართალი იყო,თუმცა ჯულიეტს ამის აღიარება არ სურდა. ქალაქის ცენტრში მდგარ ბიბლიოთეკას მიუახლოვდა,სახელურს ხელი მოჰკიდა და კარი შეაღო. დაძველებულმა კარმა გაიჭრიალა,ჯულიეტი შეკრთა და ამოიხრა,იატაკზე მიმოფანტული წიგნები შეათვალიერა და ერთერთი მათგანი ხელში აიღო.
"რომეო და ჯულიეტა"-ამოიკითხა ხმამაღლა და უიმედოდ დახედა წიგნს,შემდეგ კი თაროზე შემოდო და სევდიანი თვალებით გადახედა ბიბლიოთეკას. ხანძრის გამო, წიგნების უმრავლესობა,ისევე როგორც ბიბლიოთეკა ,დამწვარიყო.
უეცრად სირენის ხმა გაისმა და ჯულიეტმა სწრაფად დახედა მაჯის საათს. ჯერ თორმეტი არ იყო...
თავი 6
გულისცემა აუჩქარდა და სწრაფად გამოვარდა ბიბლიოთეკიდან.გარბოდა და ძირს დაყრილ აგურებს,ნაპრალებს და ნანგრევებისგან დარჩენილ ნაშალ მასალას ახტებოდა.
იცოდა, რომ რაღაც მოხდა და გულში ლოცულობდა,რომ ჯერემის და ჰარის (?!) არაფერი დამართნოდათ,კიბეები შეშლილივით აირბინა და კარი შეგლიჯა.
-ჯულიეტ ის...ის...!-ხმა აუკანკალდა ნატალის.
-ნატალი,ვინ?-დაიყვირა შეშინებულმა და დაფეთებული მიაშტერდა
-მაიკი!-ამოიჩურჩულა ლიამმა,ჯულიეტს თითქოს გულზე მოეშვა,შიში გაუქრა მაგრამ თვალები ჩაუცრემლიანდა.ბოლოსდაბოლოს ის მაიკმა გაზარდა და მამა შეუცვალა.
***
სიბნელეა,ჯულიეტი ჯერემიზე მიხუტებულა და ჭერს მიშტერებია,ზოგჯერ მის პატარა ძმას დახედავს,ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქზე და ეღიმება.
-ჰარი,გძინავს?-ჩურჩულით ნათქვამი,სიჩუმეში ხმამაღლა გაისმა. იატაკზე მწოლიარე ჰარიმ მხარი იცვალა და რაღაც ამოიბუტბუტა.
-ანუ გძინავს!-ამოიოხრა ჯულიეტმა და ჯერემის შუბლზე აკოცა.
-არ მძინავს,გამეღვიძა!-ამოიჩურჩულა ჰარიმ და წამოიწია,რომ ჯულიეტისთვის შეეხედა.
-ჰარი,სხვა ქალაქი როგორია?-გულუბრყვილოდ იკითხა.
-ამ ქალაქს ჯობია,აქ არც მობილური იჭერს და არც ტელევიზია....
-აქედან წასვლას ვერ შევძლებთ,აქედან წასვლა... შეუძლებელია!
-გპირდები,რომ აქედან წაგიყვანთ,შენც და ჯერემისაც! გჯერა ჩემი?
-რატომღაც მჯერა!-ჩაიცინა ჯულიეტმა,ორივე მთვარეს მიაშტერდა,მთვარე კი ნისლში ჩაძირულიყო,ან იქნებ კვამლში?!
***
ჯულიეტმა თვალები რომ გაახილა,შეკრთა და ჯერემის დაუწყო ძებნა. არც ჰარი და არც ჯერემი არ იყვნენ ოთახში,სწრაფად წამოდგა,ტანსაცმელი გამოიცვალა და აირწინაღი აიღო,იფიქრა "რა ვიცი,რაში გამომადგებაო",შემდეგ ფანჯრისკენ შეტრიალდა და გაოცებით წამოიძახა.
-მზე!
... და მართლაც მზე ანათებდა,კვამლი გაფანტულიყო,ჯულიეტმა არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა მზე ან როგორი იყო ის, მხოლოდ წიგნებში წაეკითხა მის შესახებ.... ხანდახან მაიკიც უყვებოდა ხოლმე..
ეკლესიიდან სწრაფად გამოვიდა და კიბეები ჩაირბინა.
-ჯერემი!-დაიყვირა გაბრაზებულმა,როცა დაინახა,მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა,დაბნეულმა ბავშვმაც ხელები მოხვია.
-ასე აღარ შემაშინო!-ამოიოხრა და ბავშვი უფრო ძლიერად ჩაიხუტა.
-მე უბრალოდ ეზოში გამოვედი,კვამლი გაიფანტა,აღარაფერი აღარ არის საშიში.მიწის ტემპერატურა ლიამმა გაზომა,რამდენიმე გრადუსით დაიწია!-დის დამშვიდება სცადა ჯერემიმ,თვალები "აღმოჩენისგან" უბრწყინავდა.
-სანამ ისევ კვამლით გაივსება ქალაქი,მე აქედან უნდა წავიდე!- და-ძმის სიხარული ჰარის სიტყვებმა გააქარწყლა.
-ჯულიეტ,ჩვენც წავიდეთ,გთხოვ!-დას გადახედა ჯერემიმ.
-ეს ჩვენი სახლია...
-არ მინდა აქ ყოფნა! წასვლა მინდა!-გაბრაზებით წამოიძახა ჯერემიმ.
-ყველასთვის ასე აჯობებს!-ამოიჩურჩულა ჰარიმ,ჯულიეტმა ჰარის გადახედა და მიაშტერდა,თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა. ისევ მუხლებზე იდგა და ძმას ეხუტებოდა.
-წადი,ზურგჩანთა აიღე და მხოლოდ საჭირო ნივთები აიღე!-ამოიჩურჩულა,მართლა არ უნდოდა ქალაქიდან წასვლა,მაგრამ ხვდებოდა,რომ მისი ძმისთვის ასე უკეთესი იქნებოდა.
-მიყვარხარ,ჯულიეტ!-ჯერემის სახეზე ღიმილი გამოისახა,ჯერ ჰარის გახედა,მერე კი ჯულიეტს და ეკლესიის კიბეები აირბინა.
-მეშინია!-ამოიჩურჩულა ჯულიეტმა და წამოდგა.
-რისი?-ჰარის დაბნეულობა დაეტყო.
-არ ვიცი ამ ქალაქის იქით რა მელის!
ჯულიეტის სიტყვებზე ჰარის გაეღიმა,თავიდან ყოყმანობდა,შემდეგ კი მასთან ახლოს მიიწია და ჩაიხუტა.
-ნუ გეშინია,მე შენთან ვარ!-მის ყურთან ამოიჩურჩულა და ორივეს გაეღიმა.
-მპირდები?-პატარა ბავშვივით,გულუბრყვილოდ იკითხა ჯულიეტმა.
-გპირდები!-ჩაიღიმა ჰარიმ.
ისინი ერთმანეთს კარგად არც კი იცნობდნენ ,მხოლოდ ერთმანეთის სახელები იცოდნენ,მაგრამ მათ შორის იყო უხილავი ძაფი,რომელიც აკავშირებდა .ერთმნეთის მიმართ რაღაც,ენით აღუწერელს გრძნობდნენ.
-მათ დაემშვიდობები?-იკითხა ჰარიმ და ჯულიეტი მაშინვე მიხვდა,ლიამს და ნატალის გულისხმობდა.
-არ მიყვარს დამშვიდობება!-ამოიჩურჩულა,შემდეგ კი მომღიმარ ჯერემის გადახედა,ზურგზე ჩანთა მოეკიდებინა და უკვე მათ წინ იდგა.
-წავიდეთ?-იკითხა ღიმილით ჯულიეტმა.
-წავიდეთ!-წამოიყვირა ჯერემიმ და ხელი ჩაჰკიდა.
-წავიდეთ!-გაიღიმა ჰარიმაც და ჯერემის მეორე ხელი ჩასჭიდა....
ნელი ნაბიჯებით მიდიოდნენ,არსად ეჩქარებოდათ. მიდიოდნენ და უკან სტოვებდნენ ყველაფერს,რაც ამ ქალაქთან აკავშირებდათ.
ქალქის გასასვლელს მიუახლოვდნენ სადაც დიდი ასოებით,ასფალტზე ეწერა "Warrning : Stay Out"
-ოდესმე დავბრუნდები!-ამოიჩურჩულა სანამ საბოლოოდ დატოვებდა ქალაქის საზღვრებს,შემდეგ კი სამივემ ერთდროულად გახედა ქალაქს...
დანგრეულს! .... განადგურებულს! ... დამწვარს!....
შემდეგ კი სამივეს სხეულში სიცარიელე უამრავმა გრძნობამ შეავსო. ეს ის გრძნობა იყო,რომელიც სამუდამოდ დარჩებებოდა მათ გონებაში. ის გრძნობა,რომელმაც საბოლოოდ შეცვალა მათი ცხოვრება...
მათ ყველაფერი აკავშირებდათ ერთმანეთთან და თან არაფერი....
***
ცენტრალიისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე მანქანა მიდიოდა,უკან კი სატვირთო მანქანები მიჰყვებოდა...
ქალაქი აღადგინეს და მას ყოველდღიურად ემატებოდა ახალი მაცხოვრებლები,რომლებიც თავგადასავლებს ეძებდენ.
გზა ყოველ კვირაში რემონტდებოდა,როგორც კი ჩამოღამდებოდა კომენდანტის საათი იწყებოდა...
მიწის ტემპერატურა არ შეიცვალა,ზოგან კვლავ ჩნდებოდა ნაპრალები და კვამლი ამოიჭრებოდა ხოლმე... მაგრამ ცენტრალიაში ცხოვრება შესაძლებელი გახდა... გაიხსნა საავადმყოფო და სკოლა,ჯერემი და ჯულიეტი უკან დაბრუნდენ ჰარისთან ერთად და ცენტრალიაში ცხოვრებას განაგრძნობდნენ... ახლაც ახსოვდა როგორ ელოდნენ ხოლმე ცნობებს ქალაქის შესახებ,შემდეგ კი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი ცენტრალიაში ჩასვლისა...
მანქანები ნელ-ნელა მიიწევდენ ქალაქისკენ.
ქალაქისკენ,რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,ქალქისკენ რომელიც ყველაზე საშიშად ითვლება მთელს მსოფლიოში,მაგრამ ქალაქში სადაც იმედით ცხოვრობენ..... სადაც ქალაქის შესასვლელთან აღარ ეწერა " Stay Out"
დასასრული



№1  offline წევრი Queen))

dzaan momecona ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent