აი ნამდვილი სიყვარული
ბიჭს სიგიჟემდე უყვარდა გოგო...მან გოგონას გაუკეთა 100 ქაღალდის წერო და აჩუქა სამახსოვროდ.ამ დროს იგი მუშაობდა უბრალო დაწესებულებაში,არ უბრწყინავდა მომავალი მაგრამ ისინი იყვნენ ძალიან ბედნიერები,მანამ სანამ გოგონამ არ გაუმჟღავნა რომ მიდიოდა პარიზში სამუდამოდ. ასევე დაამატა რომ ვერ წარმოიდგენდა მათ მომავალს ერთად და ორივესთვის უკეთესი იყო ცზოვრების გზას ცალ-ცალკე გაჰყოლოდნენ. გულგატეხილი ბიჭი დაეთანხმა თუმცა ამ დღის მერე სრულიად შეცვალა ცხოვრება. თავდაჯერება,სიმამაცე და შრომისუნარიანობა მოიკრიბა და დიდი ძალისხმევის და მეგობრების დახმარების შედეგად საკუთარი კომპანია დააარსა.ერთ წვიმიან დღეს როდესაც იგი ძვირფასი მანქანით სახლში ბრუნდებოდა,შეამჩნია მოხუცი წყვილი რომელიც ქოლგას ეფარებოდა. მამაკაცს არ გაუჭირდა ერთ დროს საყვარელი ქალის მშობლების ამოცნობა. მაშინ იგი შეიპყრო სურვილმა შეეჩერებინა მოხუცები,ეთქვა რომ_შეიცვალა,გამდიდრდა. ეჩვენებინა მდიდრული სახლი,მანქანა, დაემტკიცებინა რომ შეძლო ეს ყველაფერი. წყვილი სასაფლაოს გზას აუყვა ბიჭი კი მანქანიდან გადმოვიდა და მათ უკან მიჰყვა..საბოლოოდ მან მიაღწია საფლავის ქვას რომლიდანაც ახალგაზრდა ქალიშვილი იღიმოდა. გაოგნებული მამაკაცი მოხუცებმა შეამჩნიეს და მის კითხვაზე თუ როგორ მოხდა ეს სიმართლე არ დაუმალეს. აღმოჩნდა რომ გოგონა სულაც არ წასულა პარიზში, იგი ავადმყოფობდა,ამიტომაც არ სურდა საყვარელი ადამიანისთვის ხელი შეეშალა ვინაიდან დარწმუნებული იყო რომ ბიჭი დიდ წარმატებას მიაღწევდა ცხოვრებაში. მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე როგორც გინდა არ ნიშნავს რომ არ უყვარხარ მთელი გულით. საფლავის გვერდზე 100 ქაღალდის წერო იყო რომელიც გოგონას თხოვნით ბიჭს უნდა დაბრუნებოდა რადგან სურდა სამახსოვროდ დარჩენოდა მას. ბიჭი დაემხო და ცრემლები წასკდა.. ყველაზე ძნელი ის მონატრებაა როცა გვერდით გყავს და ვერ ეხები,ვერ გრძნობ..უბრალოდ ვერ ახერხებ მასთან ყოფნას.!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.