შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგივიწყებდი, მაგრამ ვერ ვასწრებ...(2)


21-03-2015, 20:49
ავტორი nukiiiiii
ნანახია 1 960

როცა ჩნდება ადამიანი ვინც რაღაცას შეცვლის შენში ყოველთვის გიტოვებს კვალს თუმცა როგორი იქნება ეს კვალი ცხოვრება გვაჩვენებს...ჩემს ცხოვრებაში საბას გაცნობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ის ჩემი მეგობარი იყო დიახ მეგობარი და სხვა არაფერი... მე ასე მეგონა...მასში ვხედავდი იმას რაც მაინტრესებდა ვუყვებოდი ძალიან ბევრ რამეს და მისი სილაღით და ასევე ბევრის მთქმელი სიჩუმით ჩემი ცხოვრების რუტინას ვავსებდი და აღარ ვგრძნობდი უწინდელ სიმარტოვეს და სტრესს დაძაბული დღის შემდეგ...დრო გადიოდა და გავიდა ერთი თვე საბას გაცნობიდან არ მინდოდა ასაე მალე მენახა ვეძებდი მიზეზს რომ მასთან ურთიერთობა გამეწყვიტა რადგან მასზე ბევრი ცუდი მესმოდა ძალიან ცუდი მაგალითად ვიგებდი რომ მას ნარკომანს ნაციხარს და საშინელ ადამიანს ეძახდნენ თუმცა მას ვერავინ ხედავდა ჩემი თვალით ის ჩემთან ყოველთვის თავისუფალი იყო არასდროს არასდროს არ დაუმალია ის რაც საჭირო იყო რომ მცოდნოდა... იდგა დრო როდესაც ჩვენი სიჩუმე უფრო ბევრს ნიშნავდა ვიდრე მრავლისმთქმელი სიტყვების რახარუხი .. გათენებულ ღამეს როცა მას უყურებ და მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ ორ სიტყვას ეტყვი ის უფრო ძვირფასია ვიდრე მთელი ღამე ლაპარაკში რომ გაათენო...ძვირფასია ღამე როცა მას უყურებ და არაფერს ამბობ როცა შენი თვალები უფრო მეტია ვიდრე შენი სხეულის ფორმები...არმინდა გეგონოთ რომ ზედმეტი წონა მაწუხებს,არც გამხდარი ვარ და არც მსუქანი ის ვარ რაც მინდა რომ ვიყო...ღმერთმა ასეთად გამაჩინა და ასე მოვკვდები...ცხოვრება უფრო მშვიდი გახდა და ლამაზი,ვერ ვხვდებოდი რატომვგრძნობდდი ბედნიერებას მაგრამ ეს რეალური და სასურველი შეგრძნებები ყოველდღე მემატებოდა...მალე გავიდა დრო და უკვე მეორე თვეც მიიწურა ჩემს თავში ჯერ არ ვყავი გარკვეულიროცა საბამ შემომთავაზა მინდა დავილაპარაკოთ და შემხვდიო...მე არ ველოდი,დიახ არ ველოდი ეს საბამაც შენიშნა და ბევრიც იცინა ეტყობა ძალიან გაშინებენ ჩემითო...მეც ვერ მოვძებნე ჩემს თავში სწორი პასუხები და გადავწყვიტე შევხვედროდი...მათემატიკიდან მოვდიოდით გოგონები და შევნიშნე რომ ერთ-ერთ მაღაზიასთან საბა მელოდებოდა...მას პირველად ვხვდებოდი და გული მეკუმშებოდა ..ჩემსგან ზურგშექცევით იდგა და ვერ მხედავდა მე გული გასკდომას მქონდა ცოტაც და ჩავიკეცებოდი.გოგოებს სწრაფად დავემშვიდობე და საბასკენ წავედი ის რათქმაუნდა ვერ მხედავდა იქვე ახლოს დიდი და ლამაზი ხე იდგა მე მას მივეყრდენი რადგან არ მინდოდა ძალა გამომცლოდა,რადგან საკმაოდ საპასუხისმგებლო საუბარი მელოდა...გავიდა 2...3...5...8...10 წუთი და ისიც შემოტრიალდა ვიგრძენი რომ შემომხედა რადგან თავი ჩახრილი მქონდა...შემამცივნა როცა ვიგრძენი როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე და ჩაეღიმა...მე მის კეტებს ვხედავდი და მეღიმებოდა...ჰაჰ...წარმოიდგინეთ და მრცხვენოდა მისი საბოლოოდ მაინც საბამ დაიწყო საუბარი...
__ჰმმ...იქნებ შემომხედო...გამარჯობა-ისეთი საყვარელი ხმით თქვა შემეპარა ეჭვი ეს ის ხმა იყო რომელიც ცივი და ბოხი მეგონა თქო... მე გამიჭირდა მაგრამ თვალებში ჩავხედე და გამეღიმა იმდენად თბილი იყო მისი მზერა...
__გა...გამარ..გამარჯობა -- ენა დამება და უარესად შევრცხვი არ მეგონა ამდენად თუ გამიჭირდებოდა მასთან შეხვედრა...
__ნუკიი ხომ კარგად ხარ?-მკითხა როდესაც ჩემს ფერდაკარგულ სახეს შეხედა და სახეზე ხელი ჩამომისვა...იმ წამს ვიგრძენი რომ სახის დამწვრობა მივიღე მთელს სხეულში დამაჟრიალა და გავთბი...მინდოდა მასთან თავისუფლად მელაპარაკაა ამიტომ ინიციატივა მე ავიღე...
_კარგად ვარ საბა კარგად შენ როგორ ხხარ?-ვკითხე ღიმილით ისე სწრაფად რომ მისი შინაარსი შემდგომ გავიაზრე და მასაც ჩაეღიმა
__მე ახლა ნამდვილად კარგად ვარ,წამოდი გავისეირნოთ...-მითხრა და ოდნავ წინ მიბიძგა ხელი იმდენად ახლოს ქონდა ჩემს ხელთან რომ ვგრძნობდი ძალიან მალე შემეხებოდა ჩემს გულს კი ეს ნამდვილად არ უნდოდა.ხელი უეხრად წავიღე ჯიბისკენ და ამგავარად თავი გადავირჩინე საკმაოდ ციოდა რადგან მარტი იყო გაზაფხული და არც ისე თბილი ამიტომ გასასამართლებელი მიზეზი ნამდვილად მქონდა...10-15 წუთი ხმა არცერთს ამოგვიღია უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით და გზას ვაგრძელებდით არ ვიცოდი რა იქნებოდა შემდეგ და ფიქრებში წასული საბას ხმა გამომაფხიზლა...
__ნუკი საკმაოდ ბევრი ვიარეთ მგონი ჯობია პარკში დავჯდეთ -კითხვისნიშნიანი თვალებით შემომხედა და მეც თავი დავუქნიე...ჩემი კაბა არ იყო მოკლე ლურჯი ოდნავ თხელი ნაჭრის მუხლამდე კაბა იყო რომელიც ოდნავ ტანზე მოტკეცილად შეიძლება ჩაითვალოს..მე კი მაინც მას დაბლა ვქაჩავდი და საბას ღიმილზე ვწითლდებოდი..ისე იღიმოდა რომ მადებილებდა და მეც მაბედნიერებდა სკვერში ჩამოვჯექით და ისევ საბამ დაიწყო საუბარი...
__ნუკი მე შენ......................



№1  offline წევრი Latfe

რა მომენტში გააჩერე კაი რა :D ძაან მაგარია იმედი მალე დადებ შემდეგ თავს ^_^ *_*

 


№2  offline წევრი nukiiiiii

ეს ის არარის რასაც შენ ფიქრობ:Dდდდდდ
Latfe
რა მომენტში გააჩერე კაი რა :D ძაან მაგარია იმედი მალე დადებ შემდეგ თავს ^_^ *_*

 


№3 სტუმარი Saniya

That in'hgitss perfect for what I need. Thanks!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent