შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გაგიშვებ! (1)


21-03-2015, 23:52
ავტორი Colaa
ნანახია 2 587

გამარჯობა, მე ანა ვარ.. თავისი საშინელი და უინტერესო ცხოვრებით. ჰო, კარგად გაიგეთ: ვერ ვიტან ჩემს ცხოვრებას! და იცით რატომ? ახლავე აგიხსნით: მყავს ფსიქოფატი დედა მოძალადე ძმა, არ მყავს მეგობრები, (რასაკვირველია არც მეყოლება) ყველა დამცინის, მასწავლებლებს ვძულვარ, ამ ქვეყნად არავინ მეგულება ისეთი ვინც შემიყვარებს და გამიგებს.. ჰო მე ვარ 18 წლის და სულ მალე დავაღწევ თავს ამ საშინელ ადგილს (სკოლას ვგულისხმობ) მაგრამ ამასაც უამრავი ნაკლი აქვს-მთელი დღე მომიწევს სახლში გამოკეტილს ყოფნა და ჩემს საშინელ ოჯახთან ერთად ყოფნა. რაც მამაჩემი გარდაიცვალა დედაჩემიც და ჩემი ძმაც გაგიჟდნენ! ამ ფიქრებით დაღლილმა სააბაზანოდან გამოვედი. ოთახში რომ შევედი სარკესთან შევჩერდი და დავინახე ჩემს ტანზე მორბენალი სილურჯეები. ისევ ჩემი ძმა! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს?! შეკითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს და თავადვე ვპასუხობდი "სამუდამოდ!". ლურჯი შორტები, თეთრი ბენსიმონები და თხელი მაიკა. ამ ყველაფერს პლიუს ჩანთა. ქვემოთ ჩავედი და სახლიდან პირდაპირ ეზოში გავედი რადგან საერთოდ არ მინდოდა მენახა დედაჩემი. ავტობუსის გაჩერებამდე მალე მივედი და იქვე ჩამოვჯექი. დიდხანს ლოდინმა არ მომიწია. ავტობუსში ავედი და თავისუფალი ადგილი დავიკავე. გავყურებდი თბილისის ქუჩებს. სულ მალე ნაცნობი ადგილი დავინახე და დაველოდე როდის გაჩერდებოდა ავტობუსი. ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და გაჩერდა. უხალისოდ ჩავედი და სკოლისკენ გავემართე. ვიგრძენი როგორ მომაჩერდნენ და ჩაცინების ხმაც გავიგე. ამწამს მინდოდა მეტირა,მეყვირა მეჩხუბა საკუთარი ბედისთვის რადგან ასე გამიმეტა. მაგრამ თავი შევიკავე ამ ყველაფრისგან და კლასში შევედი ჩემი ადგილი დავიკავე და გაკვეთილიც დაიწყო. მასწავლებელმა დააგვიანა მაგრამ ზუსტად ამწამს შეიხსნა კარი და მასწავლებელთან ერთად მაღალი სიმპატიური ბიჭი შემოვიდა. ეს.. ეს ისაა! ვინც მე ცხოვრება გამიმწარა! გამაუბედურა! ბოლოს და ბოლოს მან ხომ გამაუპატიურა! ეს ხომ ნიკაა!



№1  offline წევრი Khaleesi

საინტერესოა გააგრძელე უფრო დიდი თავებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent