შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი I)


22-03-2015, 19:27
ავტორი Skellington
ნანახია 2 293

სემი ფრედსა და ჯორჯს წინასწარ მოელაპარაკა, რომ მრუდე ქუჩაზე ერთად წასულიყვნენ და ახალი სასწავლო წლისთვის, წიგნები ერთად ეყიდათ. მაგრამ როგორც კი, პროფესორმა მაკგონაგელმა (რომელსაც გოგონას აღზრდის პასუხისმგებლობა თავის თავზე ჰქონდა აღებული), "დილის მისნის" ახალი ნომერი მიიღო, გრიფინდორელებს გეგმები ჩაეშალათ. პროფესორმა სემს მბრძანებლური ტონით უთხრა, რომ დღესვე უნდა დაბრუნებულიყო ჰოგვორტსში. გოგონა კი, აღარ შეეწინააღმდეგა, რადგან პროფესორის ტონით თუ ვიმსჯელებდით, მას ვერანაირი ძალა ვერ გადააფიქრებინებდა და არ შეაცვლევინებდა მტკიცედ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუმცა სამანტას ვერ გაეგო, რა მოხდა.

ხოლო მოხდა ის, რომ აზკაბანიდან უს ბლექი გაიქცა და მაგიური სამყარო შიშმა მოიცვა.

***

ახლა სემი "დილის მისანს" ყოველდღე კითხულობდა. მომდევნო ნომრიდან და წერილიდან, რომლის მოტანაც ბუმ დააგვიანა, სემმა შეიტყო, რომ უისლების ოჯახმა ეგვიპტის საგზური მოიგო. სემმა პასუხი მისწერა და კვლავ ფიქრებმა გაიტაცეს.
უკვე მესამე წელია სემი ამ, ახალ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ბევრი ხალხი გაიცნო და ალბათ, თვითონაც შეიცვალა. სემი ჰოგვორტსში დირექტორის, პროფესორი დამბლდორის დახმარებით მოხვდა. მან ის ბავშვთა თავშესაფრიდან გაიყვანა და რადგანაც, არდადეგების დროს, სემს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავშესაფარში არ დაბრუნებულიყო, პროფესორ მაკგონაგელმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და მზად იყო, მის ჩადენილ დანაშაულებზე (რომელსაც სემი არ სჩადიოდა), პასუხი ეგო.
სემი, გაცნობილი ხალხიდან მაინც ტყუპ უისლებს გამოარჩევდა, განსაკუთრებით კი - ჯორჯს, რომლის მიმართ გარკვეული გრძნობები აკავშირებდა. ის ხშირად ფიქრობდა მასზე და ხვდებოდა, რომ მასთან ერთად, რაც შეიძლება, უფრო მეტი დროის გატარება სურდა.
სემი ისეთ ასაკში იყო, რომ სურდა ჯორჯისგან საპასუხო გრძნობები მიეღო - სითბო, სიხარული, ბედნიერება. ამ ყველაფრის მიცემა, ჯორჯს სემისთვის შეეძლო, მაგრამ როგორც გოგოს - ისე, თუ როგორც უბრალოდ მეგობარს?..
როცა სემი მეორე კურსზე იყო, დიდი კამათი მოუვიდა ტყუპ უისლებთან, რისი მიზეზიც ტყუპების ერთადერთი, უმცროსი და, ჯინი იყო.
იმ დროს, ჯინი სემს გაურბოდა და ერთხელ, როცა ჟღალთმიანი გოგონა მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა, გადაწყვიტა, მისულიყო და ყველაფერი გაერკვია.
"- ჯინი? - სემი მიუახლოვდა და ინტერესით ჩააშტერდა. ჯინის თვალები გაუფართოვდა და სურდა, როგორმე თავი დაეღწია, მაგრამ სემმა, როგორც კი ეს შეატყო, გააგრძელა. - მოიცა, თავს ნუღარ იძვრენ, არაფერს არ გიზავ, მხოლოდ რაღაცას გკითხავ. - ჯინიმ ყელში, ნერვიულობისგან მომდგარი ნერწყვი გადაყლაპა და შესამჩნევად ანერვიულდა. - რა გჭირს? - რბილად დაიწყო სემმა. - რატომ გახდი ასეთი, რისი გეშინია? სულ გამირბიხარ. ვინ შეგაშინა? - ფრთხილად ჰკითხა სემმა.
- მე არაფერი, არავინ... არაფერი, - მხოლოდ ეს წაიბუტბუტა ჯინიმ.
- აბა, სად დადიოდი, სად იყავი თავდასხმის ყოველ წინა ღამეს? - უნებურად აუწია ტონს სემმა, რაც ფრედმა და ჯორჯმა, რა თქმა უნდა, გაიგეს და გოგონებს მიუახლოვდნენ. - რატომ ბრუნდები ღამით, რატომ გაქვს ხელებზე ქათმის ბუმბულები, შემდეგ კი ვიგებთ, რომ ქათმები ადგილზე აღარ არიან? სად დაძრწი? - ცდილობდა რაიმე გაეგო სემს.
- რას ამბობ? - ჰკითხა სემს ფრედმა. - დაგვტოვე, - მიმართა ჯინის და გოგოც, ლამის სირბილით ავარდა საძინებელში.
- არ თვლით, რომ ეს უცნაურია? ჯინი ძალიან შეიცვალა. რაღაცამ მასზე იმოქმედა, სულ შეშინებული დადის...
- ის პატარაა, სემ, - სწრაფად შეაწყვეტინა ჯორჯმა.
- ეს სულ სხვაა. ბავშვები შეშინებულები არ გარბიან, როცა ვინმე ელაპარაკებათ. ძალიან ბევრი დამთხვევაა. არ გეუბნებოდით, რადგან თვითონაც არ მინდოდა, ეს მერწმუნა, მაგრამ ახლა... ჯინი სულ ღამ-ღამობით ბრუნდება საერთო ოთახში. თითქოს ჰიპნოზის ქვეშ იმყოფება. ცარელა თვალებით იყურება, არ მპასუხობს, ხელები კი დასვრილი აქვს. ზუსტად თავდასხმების პერიოდში. სად იყო ჯინი, როცა სისხლის წარწერა კედელზე გაჩნდა?
- ამით რისი თქმა გინდა? - აენთო ფრედი.
- იმის, რომ იქნებ რაიმე კავშირშია...
- სემ! გაჩუმდი! - უღრიალა ჯორჯმა. - ფიქრობ, რომ ეს ჯინი ესხმის თავს მაგლთა ოჯახში დაბადებულებს? სულ შეიშალე? - მიახალა ჯორჯმა.
- არავის არაფერში არ ვადანაშალებ, მაგრამ ჯორჯ! მომისმინეთ. არ მინდა ამის აღიარება, ეს საშინელებაა! მაგრამ ცალსახია, რომ ჯინი რაღაცას მალავს. იქნებ უბრალოდ გარეულია ამ საქმეში, ის კი არ არის დამნაშავე, არამედ აიძულეს. მაგრამ ეს უნდა შევიტყოთ. შეიძლება, არ უნდოდა, მაგრამ...
- რატომ ლაპარაკობ ასე?
- თერთმეტი წლისაა, სემ! ის ჩვენი დაა, ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცნობთ, რომც სდომოდა, ვერ გააკეთებდა, რადგან სულიერად სუსტია! - თქვა ფრედმა. გრიფინდორელები უკვე უსმენდნენ მათ ლაპარაკს.
- შენ მასზე ზეწოლას ახდენ!
- ისედაც ეშინია!
- მე მისი ქცევა მაშინებს, - დაამატა სემმა. სურდა, ტყუპებს რაიმე მაინც გაეგოთ, მაგრამ გოგონა ხვდებოდა, რომ ძმებს თავიანთი უმცროსი დაიკო ძალიან უყვართ და არავის მისცემენ უფლებას, ასე ილაპარაკონ მასზე.
- მე კი, შენი მაშინებს! - ხმამაღლა წარმოთქვა ჯორჯმა.
- მორჩი, სემ, ნუ ლაპარაკობ ასე ჩვენს ოჯახზე.
- არ მინდოდა თქვენი წყენინება, ისედაც დიდ ხანს ვდუმდი, არ მინდოდა თქმა, - უპასუხა სემმა.
- რატომ არ გესმის, რომ არ გვსიამოვნებს ამგვარი რაღაცების მოსმენა?
- ისე ლაპარაკობ, თითქოს შენ არ გყავდეს ოჯახი! - თქვა ჯორჯმა, რითაც სემის ყველაზე სუსტ წერტილს შეეხო. პირდაპირ მიზანს მოარტყა. მათ არ იცოდნენ, სემის წარსულის შესახებ და არც ის იცოდნენ, რომ სემი ობოლია.
- ცუდი არ მინდოდა, - გაიმეორა გოგონამ.
- იქნებ შენ ხარ ამ საქმეში ჩარეული? - აპილპილდა ფრედი, ჯორჯმაც ხელად აიტაცა მისი მოსაზრება.
- შენც არ გეძინა მაშინ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საიდან გეცოდინებოდა, რომ ჯინი ღამ-ღამობით ბრუნდებოდა ოთახში? იქნებ შენ შეაშინე ჯინი და სპეციალურად მოიგონე ეს ყველაფერი, შენზე რომ არ აიღონ ეჭვი? - ყვიროდა ჯორჯი.
სიჩუმემ დაისადგურა. ყველა სამეულს უყურებდა, რომელსაც მაგ დრომდე, განუყრელად თვლიდნენ. ანჯელინამ და ალისიამ ერთმანეთს დამფრთხალებმა გადახედეს, შემდეგ ხან ტყუპებს უყურებდნენ, ხან - სემს. უკანასკნელს, ტუჩები უთრთოდა. არასდროს არ ენახა გაბრაზებული ჯორჯი, არც ეგონა, რომ მას გაბრაზება საერთოდ შეეძლო. მისი სიტყვები, როგორც წვეტიანი დანები, ისე ხვებოდა სემს, პირდაპირ გულში. როგორ ამბობენ ასეთ რამეებს, ისინი ხომ მეგობრები არიან, ისინი ხომ დაპირდნენ სემს, რომ ყოველთვის დაიცავდნენ... მაგრამ არ დაპირებულან, რომ თავიანთი თავებისგანაც დაიცავდნენ.
- მე ბინძურსისხლიანი ვარ, ჯორჯ, თუ დაგავიწყდა. ასეთ საზარელ დანაშაულებს ჩემს თავზე ვერ ავიღებდი."
სინამდვილეში, სემმა არაფერი არ იცოდა თავისი წარმომავლობის შესახებ. დარწმუნებული იყო, რომ დამბლდორმა ეს იცოდა, რადგან ყოველთვის გაურბოდა სემის ოჯახის შესახებ საუბარს. თუმცა, რადგანაც სემი ობოლი იყო, მან ჩათვალა, რომ მისი მშობლები, მაგლები იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაინც შეიტყობდა მათზე რაიმეს.
სემი ნაჩხუბარი იყო ტყუპებთან, მაგრამ იცოდა, რომ ტყუპებს ყველაფერი კარგად ჰქონდათ. ახლა მეგობრობდნენ, მაგრამ ერთად არ იყვნენ, ვერ ხედავდა და არ იცოდა, რა უჭირდა და რა - არა.
გოგოების უმეტეს ნაწილს, რატომღაც ფრედი უფრო მოსწონდა. ალბათ, იმიტომ, რომ ცელქია, მოუსვენარი. მაგრამ სემს ჯორჯი ურჩევნოდა, რომელსაც სხვები, ყოველთვის ფრედზე დაბლა აყენებდნენ. სემითვის ფრედი და ჯორჯი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ. ორივე სხვანაირი იყო და, სემი, ორივეს სხვანაირად იღებდა.

***

ჰოგვორტსში მალე დემენტორები დანიშნეს, რომელთაც ციხე-კოშკის დაცვა ევალებოდათ. მიზეზი, აზკაბანიდან გაქცეული დამნაშავე იყო. მათი იქ ყოფნა, მართლა მოქმედებდა სკოლაზე, რადგან ძალიან აცივდა, მოიღრუბლა, რაც გუნება-განწყობაზე მოქმედებდა.
სემს ყველასთან ერთად სურდა სკოლაში მისვლა, მაგრამ პროფესორმა მაკგონაგელმა არ გაუშვა და შენობაში დატოვა. საღამოს სკოლის ფორმა ჩაიცვა და სკოლაში ახლადმისულ სტუდენტებს შორის, თვალებით მეგობრებს დაუწყო ძებნა, თუმცა არც ტყუპები, არც ანჯელინა და არც ალისია არ ჩანდნენ. მათ თვითონ შეამჩნიეს სემი და დაუძახეს.
- სემ, სად იყავი?
- ვერ გიპოვეთ მატარებელში, - თქვეს ფრედმა და ჯორჯმა.
გოგონას გაეღიმა. ეს ის იყო, რასაც ასე დიდ ხანს ელოდა. ხმა, ცეცხლისფერი თმები, "ნათელი" თვალები. ჯორჯის...
- დავაგვიანე, სხვა ვაგონში მოვხვდი, - გონს მოეგო სემი.
სანამ მშიერი ბავშვები ჭამას შეუდგებოდნენ, დამბლდორი სიტყვით გამოვიდა და ბავშვებს დემენტორების შესახებაც მოახსენა. სემმა ტყუპებს გახედა, რომლებიც რაღაცაზე დაობდნენ, და ეს "რაღაც" დემენტორების გაცრუებასა და სკოლის საზღვრებს გაცდენას ეხებოდა.
სემმა გვერდით მჯდომ ჰერმიონს შეხედა, რომელიც პერგამენტს, ნერვიულად ჩაჰკირკიტებდა.
- რას აკეთებ? - ჰკითხა სემმა.
- ყველა გაკვეთილი ერთ დროს მაქვს, არ ვიცი, რა გავაკეთო, - ღრმად ამოისუნთქა ჰერმიონმა.
- პროფესორ მაკგონაგელს ჰკითხე, იქნებ ის დაგეხმაროს დროის ამბავში, - ბოლო ორი სიტყვა, სემმა განსაკუთრებით გარკვევით და მკაფიოდ წარმოთქვა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ საქმე დროის მდევარს ეხებოდა, რომლის საშუალებით, სემს ბევრჯერ გადაუჭრია პრობლემა.
- მადლობა, აუცილებლად, - თბილად მიუგო დაინტერესებულმა ჰერმიონმა.
მალე ბავშვები საერთო ოთახებში გაუშვეს. დაგვიანდა და უკვე ძილის დრო იყო, მაგრამ გოგოების ოთახისკენ გამართული სემი, ტყუპებმა შეაჩერეს.
- ისე, რომ გიყურებ, თითქოს ჩვენი ნაკვთები გაქვს. აი, თმაც რომ ჟღალი, ცეცხლისფერი გქონდეს, გარეგნულადაც ჩვენი და გახდებოდი.
რა თქვა ჯორჯმა? ესეიგი, გარეგნობას თუ არ ჩავთვლით, ისინი მას დად მიიჩნევენ? დად... და მხოლოდ. აბა, რისი იმედი უნდა ჰქონოდა სემს? მას არასდროს გამოუხატავს თავისი გრძნობები, ჯორჯის მიმართ და არ შეეძლო, არ სურდა, შეიძლება, სულაც ეშინოდა, ჯორჯს მის გრძნობებზე რომ არ ეპასუხა. თუმცა, ცხოვრებაში, იმითაც უნდა დაკმაყოფილდე, რაც უკვე, გაგაჩნია.
სემს გაეღიმა.
- მადლობა! ეს მართლა ბევრს ნიშნავს ჩემთვის! - ფრედმა და ჯორჯმა ერთმანეთს კმაყოფილებით გადახედეს. - ჰო, მართლა. მოგზაურობამ როგორ ჩაიარა?
- საერთო ჯამში, არც ისე ცუდად...
- ძალიან არც ისე ცუდად! მართალია, დედამ არ მოგვცა უფლება, პერსი პირამიდაში გამოგვეკეტა, - თქვა ფრედმა და იქვე, ახლოს მდგომ ძმას გახედა, რომელიც პირველკურსელს შენიშნავას აძლევდა.
- დასანანია, ბევრი გვეტყოდა მადლობას, - მხრები აიჩეჩა ჯორჯმა.
- ამ საკითხში, ვერასდროს ვერ გაგიგებთ, - ჩაიფრუტუნა სემმა, - ის ხომ თქვენი ძმაა.
- უნდა დაიმსახურო უისლის გვარის ტარება. ამ წოდებამდე კი...
- ჯერ არ გაზრდილა საკმარისად! - მტკიცედ უპასუხეს ტყუპებმა.

P.S. ახალი ფანფიკი შემოგთავაზეთ "ჰარი პოტერის" ფანდომზე. მეორეს ვერაფერი მოვუხერხე ჯერჯერობით (!). ამიტომ, ამის კითხვით დაგაკავებთ, აბა, უსაქმოდ ხომ არ დაგტოვებდით. :დ
მთავარი გმირის ურთიერთობა განვითარდება ჯორჯთან, ალბათ ამას მიხვდით, სედრიკ დიგორისთან და... დრაკო მალფოისთან, რაღა თქმა უნდა! :დ სპოილერია, მაგრამ, წინასწარ გეუბნებით, აქედანვე რომ გადაწყვიტოთ - გააგრძელოთ თუ არა ამ ისტორიის კითხვა.
მოსაზრებებს ველი კომენტარებში.



№1  offline წევრი Mkitxveli

ვგიჟდები ჰარი პოტერზე. და მომწონს, ჯორჯი რომ გადაწყვიტე. რაღაც,ძალიან დამაინტერესა.
აბა შენ იცი,მაგრად გაგვაწამე.
საუკუნეში ერთხელ დადე, ან თუ გინდა,ათასწლეულში.
მაინც დაგელოდები :დ:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent