შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვარსკვლავ ბიჭუნა" {1}


22-03-2015, 21:40
ავტორი nefertiti
ნანახია 4 291

დილაა,საზაფხულო ამინდია,მზე ანათებს და საოცრად თბილა. ახლახანს მოვრჩი ლექციებს და ალბათ მეგობრებთან ერთად სადმე წავალ. აგერ ჩიტების ჟღურტულიც მესმის,მაგრამ მოიცა... რა უნდა აქ სამსუნგის ზარს? აჰ,სიზმარია რა თქმა უნდა
მოგესალმებით რეალობაში! სადაც არც ზაფხულია არც თბილა და მეც ჯერ მხოლოდ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვარ. საათს ვუყურებ შაბათია თანაც დილის ექვსი .ვინ ჯანდაბაა ამ დილაუთენია?
ლუკა,რასაკვირველია. ტელეფონს ზმუილით ვიღებ და იქიდან ჩემი მეგობრის მყვირალა ხმა მესმის რომელიც მამცნობს რომ უკვე ნახევარი საათია პარკში მელოდება,კარგი რა ლუკა,ნუ აზვიადებ! დილაობით სირბილი ჩემი და ლუკას ტრადიციაა რომელიც მერვე კლასში დავნერგეთ და მას მერე ყოველ დილით ასეა. ყოველ დილით არა მაგრამ უმეტესს შემთხევაში მე მაღვიძარას დაყენება მავიწყდება და ლუკას ღრიალი მაღვიძებს.
ლუკა ვინაა? ჰო. ლუკა ჩემი კლასელია,რომელმაც მეშვიდე კლასში სიყვარული ამიხსნა და მე,როგორც მეშვიდე კლასელ ლედის შეეფერებოდა მუშტი ვთხლიშე პირდაპირ სახეშე,მას მერე ლუკას გადავუყვარდი და „მეგობრებად დავრჩით“ ასეა თუ ისე მას მერე მეგობრები ვართ.
სირბილის დროს ლუკას ლაპარაკი უყვარს,მე მუსიკის მოსმენა რასაც კატეგორიულად არ ეგუება. სირბილის დროს მუსიკას ის უსმენს ვისაც საკუთარი ფიქრების ეშინია-ო განაცხადა ერთხელ ამაყად და ჩემი ყურსასმენები პირდაპირ პარკის შუაგულში მდებარე ტბაში მოისროლა,დიდსულოვანი საქციელია მისგან ნამდვილად
-იცი ჩვენს კლასში ვინ გადმოდის? ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობს აკოშინებული ლუკა და მუხლებს ხელებით ეყრდნობა.
-რომელმა ჭკვიანმა გადაწყვიტა ჩვენს კლასში გადმოსვლა? ვამბობ ფრუტუნით. ჯერ ერთი-ნოემბერია მერე მეორეც ჩემი კლასი ნამდვილად იდიოტების კლასია თუ რამდენიმე ნორმალურ ადამიანს ანუ ჩემს მეგობრებს არ ჩავთვლით.
-დადა უნდა გადმოვიდეს პარალელური კლასიდან. გასაგებია დადა ახვლედიანი,რომლის ნამდვილი სახელი ვერა და ვერ დავადგინე. მასწავლებლებიც კი დადას ეძახიან მაგრამ სინამდვილეში ხომ რაღაც სხვა უნდა ერქვას წესით?
-რატომ??
-თავისი კლასელი „ჩაძუყნა“ გველესიანი. იღრიჭება ლუკა.-ისე მაგარი საცემი კია ეგ ტიპი
-მერე? ვამბობ წარბაწეული. რაში მაინტერესებს ეს ძველბიჭური „რაზბორკები“
-მერე ის რომ დამრიგებელმა მოითხოვა ან ერთმა დატოვეთ კლასი ან მეორემო
-გასაგებია.
-ისე,კარგი ბიჭია
-გადასარევი.ხელის აქნევით ვამბობ მე და სახლისკენ მივდივარ რომ შუა გზაში სიცილით მეწევა ლუკას სიტყვები
-ვის დაემსგავსე ეგეთი უჟმური ქეთუშ? მეც მეცინება,ამ ბიჭს ნიჭი აქვს,ჩემნაირი მუდოს გაცინებაც კი შეუძლია.
ორშაბათს კლასში შესულს ერთ ერთ მერხთან ჯგუფურად შეკრებილა ხალხი-რაც ნიშნავს რომ ახვლედიანი სწორედ იმ მერხთან ზის და მომხდარი ჩხუბის ამბებს სპეცეფექტების დამატებით ყვება.
თუმცა შევცდი,იმ მერხთან მართლა ზის ახვლედიანი ოღონდ თავისთვის თამაშობს ტელეფონზე,სხვები კი ისე მიშტერებიან გეგონება სამუზეუმო ექსპონატი იყოს. მერე ყურადღება ჩემსკენ გადმოაქვთ-არა იმიტომ რომ მე პოპულარული ვარ კლასში,არა პოპულარული ვარ ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ ვინმეს დავალება აქვს გადასაწერი,დაფასთან კარნაზი ჭირდება ან წერისთვის მომზადება უნდა. ჰო,კიდევ პროექტების დროს მეტენებიან ხოლმე აქტიურად.
-ქეთუ ორ წამს გამოხვალ?კლასის კარებში თავს ყოფს გეგა და სახეს სასაცილოდ მანჭავს. გეგაც ჩემი მეგობარია პარალელური კლასიდან,ახლა ვუკვირდები და რა,გოგო მეგობარი არ მყავს? საშინელებაა!
-საიმონის ამბავი ჩაიფუშა. ამბობს მოწყენილი და ისეთ სახე აქვს სადაცაა ტირილს დაიწყებს. გეგა გეია,ეს ისე მაინც,რამე რომ არ იეჭვოთ. თუმცა ეს სამი ადამიანს გარდა არც არავინ იცის-ესეც გასაგები მიზეზების გამო.
-ანუ გეი არ არის? ვაბობ ჩურჩულით რაზეც საპასუხოდ გეგა უარყოფის ნიშნად ანევს თავს
-რა მაგარია,დამენანებოდა ეგეთი სიმპატიური ბიჭი ბიჭებისთვის
-ქეთა! მეუბნება აღშფოთებული ხმით,მე მეცინება მგონი უფრო ბედნიერებისგან რომ გაცვლითი პროგრამით ჩამოსული საიმონი გეი არ აღმოჩნდა. ამასობაში ზარიც ირეკება და კლასში ვბრუნდები მაგრამ რატომღაც ჩემს მერხთან ადგილი რომელიც ძირითადად ცარიელია ხოლმე,შევსებულია და ზედ ახვლედიანი ზის. მშვენიერია,ესღა მაკლდა. ბიოლოგია გვაქვს-ბიოლოგია ჩემი საყვარელი საგანია. ამიტომაც ვფიქრობ რომ მომავალში ქირურგი გავხდები-კარდიო ქირურგი.
მასწავლებელი რაღაც პროექტების შესახებ გვესაუბრება,სოლაში თურმე ბიოლოგიის კვირეული იწყება,ამიტომ ორ-ორად დაგვაწყვილებენ და ორ კვირაში პროექტს წარვადგენთ. როგორც წესი ნაზი მასწავლებელი ადვილად,სიის მიხედვით დაწყვილბას ირჩევს. სიაში პირველი მე ვარ,მეორე კი ბერიძე იყო თუმცა ახლა ახვლედიანის გადმოსვლის შემდეგ... ღმერთო ოღონდ სიით არ დაგვაწყვილოს,ოღონდ სიით არ
„ამირეჯიბი და ახვლედიანი“ უინტერესო ხმით ამბობს ნაზი. მე თავს მერხზე ვდებ და სახე მემანჭება.მშვენიერია,ეს ტონი მონტანაღა მაკლდა ორი კვირა.
-ამირეჯიბი ვინ არის? გაკვირვებული კითხულობს დადა. ხელს მერხის თავიდან აუღებლად ვწევ
-მშვენიერია. ბურტყუნებს აშკარად ამ ამბით გადაღებული და თავს მერხზე ჩემს გვერდით დებს.
-კარგი სუნი გაქვს. მეუბნება ცოტა ხნის პაუზის შემდეგ. გაოცებული ვახელ თვაებს და მერხზე თავდადებულ დადას თვალებმოჭუტული ვუყურებ.
-თმაზე,რომელიღაც ყვავილის სუნი აგდის. მიზუზსტებს ინფორმაციას
-ლავანდის. ვამბობ სრულიად გაუაზრებლად. ახლა ყველაზე კარგი საქციელი თავის მერხიდან აწევა და წელში გასწორებაა მაგრამ თვალს ვერაფრით ვაშრებ მის სახეს,იმდენად ლამაზი თვალები აქვს.ლურჯი,ძალიან გულწრფელი. ერთი შეხედვით ვერც მიხვდები რომ „ძველი ბიჭია“ არადა არის,სკოლაში პოპულარული ვარსკვლავბიჭუნა,რომელიცსწავლობს ცუდად,ცემს „ჩმორებს“ და არ იღებს შენიშვნებს შესაბამისად,პატარა შტერი გოგოები დიდი სიხარულით ასკდებიან. თუმცა არასდროს მინახავს რომელიმე გოგოსთან ერთად სკოლაში. ეტყობა არ უნდა მასზე შეყვარებულ პატარა ბარბებს ოცნებები დაუმსხვრიოს
-როდის დავიწყოთ პროექტის გაკეთება?
-დღესვე. რაც მალე დავამთავრებთ მით უკეთესი. ვამბობ სწრაფად და ძლივს ვახერხებ მაგიდიდან თავის აწევას
-კიბატონო სკოლის მერე წავდიეთ შენთან. მხრებს იჩეჩს დადა და მასწავლებლისკენ იხედება
-რატომ ჩემთან? ვამბობ გაბრაზებული ტონით.
-იმიტომ რომ ჩემთან რემონტია.
-კარგი. ვამბობ იმედგაცრუებული და ვფიქრობ-როგორ უნდა დავაჯერო სახლის დაცვას რომ ეს ბიჭი ჩემი კლასელია? მაშინ როცა ყველა ჩემი კლასელის დოსიე აქვთ შესწავლილი. ჯანდაბა,ერთი დღეა რაც ვიცნობ და უკვე პრობლემები შემიქმნა.
სახლამდე ბევრს ლაპარაკობს დადა,რატომღაც გონია რომ ხელმოკლე ოჯახიდან ვარ და ყველანაირად ცდილობს გამამხნევოს და დამაჯეროს რომ სიღარიბე სირცხვილი სულაც არ არის. ტანსაცმელზე ვიხედები-ვითომ ასე ძველმოდურად მაცვია? სახლთან მისულები აშკარად ვხედავ მის სახეზე გაოცებას. ალბათ ქოხს ელოდა,დედაჩემის „სასახლესს“ კი ქოხს ნამდვილად ვერ უწოდებ. კარლს ლაშა აღებს და დადას დაბღვერილი უმზერს,ლაშა ჩვენი სახლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს,ლაშა და კიდევ რამდენიმე მისნაირი ამს შემდეგ რაც დედაჩემის მოკვლა ორჯერ სცადეს,ჰო ეს კიდევ ცალკე ისტორიაა სხვა დროს მოგიყვებით. ახლა როგორმე ბიჭები უნდა დავაჯერო რომ დადა არც ჩემი შეყვარებულია არც სერიული მკვლელი და არც წამლის „ბარიგა“



№1  offline წევრი Khaleesi

მაგარია გააგრძელე

 


№2  offline წევრი Colaa

კაია მომწონს!ჯერ-ჯერობით ნაკლი ვერ მოვუძებნე ისე კაია ^_^ თანაც დიდია (ძაან დიდი არაა მარა საკმარისია)ასე გააგრელე,ველი შემდეგ თავს :)

 


№3 სტუმარი

Dzalian kaia veli momdevnos

 


№4  offline წევრი anni-gio2001

Momwons gaagrdzele

 


№5  offline წევრი tamooo

dzaan sainteresoa male dadee kargiaa

 


№6 სტუმარი Dudoski

Dzan magari motxrobaa

 


№7 სტუმარი Nini

tamooo
dzaan sainteresoa male dadee kargiaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent