შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყვია ჩემი ვალენტინისთვის


23-03-2015, 15:17
ავტორი Nini KB
ნანახია 1 712

ოლალა ... და აი გათენდა დღე რომელზეც ასე ვნატრობდი .. როგორც იქნა მივიღე დაფინანსება.სკოლის მასშტაბით მხოლოდ ერთი ბავშვი წავიდოდა ლონდონში და ამჯერად მე გამიმართლა და ჩემი ოცნება ამიხდა! ლოონდოონში მიივდივააარრრ!! ბარგი წინა დღით ჩავალაგე,ამიტომ ახლა მხოლოდ უნდა ჩამეცვა და აეროპორტში წავსულიყავი ... ჯინსის მოტკეცილი შარვალი,გრძელსახელოიანი მაიკა და კეტები ჩავიცვი,ინგლისში ყოველთვის ციოდა და ესეც გავითვალისწინე.მობილური და ყურსასმენები ავიღე,ჩემს ოთახს ბოლოჯერ მოვავლე თვალი,კარები ჩავკეტე და გამოვედი. კიბეები კისრისტეხვით ჩავირბინე და ლამის ცხვირ-პირი დავიმტვრიე -დეე,მე მზად ვაარ!
-ჩემო გოგონავ,იქნებ დარჩენილიყავი? მის სიტყვებზე თვალები გადავატრიალე,მაგრამ დედაჩემისიც მესმოდა,ის ხომ დედაა,დედა, რომელმაც შვილი მამის გარეშე გაზარდა და ჩიტის რძეს არ აკლებდა.ეშინოდა 17 წლის ქალიშვილის,მარტო,სხვა ქვეყანაში გაშვება. -დეე,ხომ იცი,რომ არ გადავიფიქრებ!!! ეს ჩემი ოცნება იყო და აუცილებლად უნდა ავისრულო.ამიტომ ძალიან გთხოვ თავიდან არ დაიწყო !!!
-კარგი ლიზა,კარგი ... აღარ ვაპირებ არაფრის თქმას,უბრალოდ თავს გაუფრთხილდი !! მითხრა დედიკომ და ძლიერად ჩამეხუტა. -კარგი დეე,გპირდები,რომ თავს გავუფრთხილდები !!!
სახლიდან გამოვედით მე და დედა,ბარგი გავიტანეთ,საბარგულში ჩავაწყვეთ და მანქანაში დავსხედით. გზაში მუსიკებს ვუსმენდი და ვფიქრობდი იმაზე თუ წინ რა მელოდა.. აეროპორტშიც მალევე მივედით,1 საათში ჩემი რეისიც გამოაცხადეს,დედისკენ გავიხედე.
-დე მიყვარხარ და ძალიან,ძალიან მომენატრები.
-მეც ჩემო ლამაზო,ძალიან მიყვარხარ და უსაზღვროდ მომენატრები. ერთმანეთს მაგრად გადავეხვიეთ და ეკსკალატორისკენ დავიძერი. თვითმფრინავში ჩავჯექი,სავარძელზე მოვკალათდი,სწიუარდესამ გამოაცხადა რომ მალე გავფრინდებოდით .... მე ჩემი საყვარელი წიგნის ,,ბედის ვარსკვლავის ბრალია,,-ს კითხვა დავიწყე.უცბათ ვიგრძენი,რომ გვერძე ვიღაც მომიჯდა,მაგრამ იმდენად ვიყავი წიგნის კითხვით გართული,რომ გვერძე არცკი გამიხედავს. -ბედის ვარსკვლავის ბრალია? კარგი არჩევანია.ამჯერად გავიხედე გვერძე. პირველი რაც დავინახე მისი ცისფერი თვალები იყო,ოკეანის ფერი თვალები. დაახლოებით ჩემხელა იყო.ყავისფერი თმებით. -ხო,ჩემი საყვარელი წიგნია.
-რა დამთხვევაა! ჩემიც. მითხრა და გამიღიმა.-ხო,მართლა,მე მაქსი ვარ. შენი სახელი?
-მე ლიზა.
-ლამაზი სახელია,როგორც ჩანს შენც ლონდონში მიდიხარ!
-ვაუ! კი ასეა, და შენ?
-მე კოლეჯში სასწავლებლად ჩავდივარ.
-მოიცა,მოიცა ... ახლა არ თქვა,რომ შენც ......... დაბნეული ვიყავი ამიტომ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.
-კი, კი,ზუსტად ასეა,მეც კოლეჯში სასწავლებლად ჩავდივარ. ეშმაკური ღიმილით მომიგო მაქსმა. -ჰაჰაჰა.როგორი საოცარია! წამოვიძახე ახტაცებულმა.
-მართლაც.დამეთანხმა ღიმილით.
-სკოლიდან აგირჩიეს შენც?
-ხომ..
-ანუ შეიძლება ერთ კოლეჯშიც ვსწავლობთ!
-არიქნება გამორიცხული. მივუგე სიცილით,ისიც დაიკრიჭა და ჩანთაში ჩაყო თავი. რაღაც ფურცელი გამომიწოდა და ის მისამართი ეწერა,სადაც მე მივდიოდი საერთო საცხოვრებელში ....
-ერთი მისამართით მივდივართ ! წამოვიძახე აღფრთოვანებულმა!
-მაგარია! გაბადრული სახით მომიგო მაქსმა.
-ახლა კითხვას მივუბრუნდები. გავუღიმე.
-ხომ,რათქმაუნდა,ისედაც მოგაცდინე. წიგნი ავიღე და კითხვას შევუდექი,მაგრამ იმდენი ემოცია მქონდა მოზღვავებული,რომ წიგნს უაზროდ ვკითხულობდი,ისე,რომ აზრი ვერ გამომქონდა. ვფიქრობდი იმაზე,თუ იქ ჩასვლისას როგორი სიტუაცია დამხვდებოდა,მინდოდა რომ პრობლემები არ შემქმნოდა,მინდოდა,რომ ყველაფერს მშვიდად ჩაევლო.მინდოდა,რომ იმედები არ გამცრუებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent