შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს მინდას მიგაჩვევ! (6 თავი)


23-03-2015, 17:32
ავტორი MyLove
ნანახია 4 843

მთელი კვირის განმავლობაში თავს არიდებდნენ ერთმანეთს. სირცხვილისგან, კაკაბაძე თვალებშიც კი ვერ უყურებდა ბიჭს. ისიც შეძლებისდაგვარაფ ცდილობდა, თავი აერიდებინა მისთვის. ჯიქურისთვის ნათელი იყო, რომ თუ თამუნას დაუმალავდა დირექტორის მოქრთამვის ამბავს, საბოლოოდ დაკარგავდა მას. იცოდა, გოგონას მის მიმართ რგძნობები რომ გააჩნდა. ამის გამო, უფრო მეტად ვერ ატკენდა გულს. მასთან განშორებაც არ უნდოდა. მისი დისთვის ტყუილი არ უთქვამს, ის მართლა ვერ აიტანს თამუნასთან ერთად ცხოვრებას, ერთ ოთახში, ისე რომ მასთან შეხება არ ჰქონდეს, ამას ურჩევნია, საერთოდ ვერ შეხედოს.. თავის მხრივ სხვაგვარი განცდები ჰქონდა კაკაბაძეს. ეგონა, ივერიმ ის გამოიყენა, მისი პირველი, ყველაზე წმინდა ამბორი მოჰპარა და წავიდა. ეგონა, ჯიქური ყოველ კოცნას და თბილ გამოხედვას პარავდა. ვინ იცის, ღამით რამდენჯერ წამოსვლია ცრემლები. ამ ბანალური სიამაყის მოყვარული დიდად არ არის, სწორედ ამიტომ მივა ახლა ჯიქურთან და დაელაპარაკება, როგორც ცივილიზებული ადამიანები აკეთებენ ამას. იმ დილას საგანგებოდ ნამდვილად არ გამოწყობილა, პირიქით, ციოდა და თეთრ კაბაზე თბილი ჟაკეტი შემოიცვა. ფეხისკანკალით გაიარა თითოეული ნაბიჯი, რომელიც უფრო აახლოვებდა ჯიქურის კოტეჯთან. რას ეტყოდა რომ მივიდოდა?! იმას რომ მოენატრა, თუ იმას, რომ მათი საქციელი არასწორი იყო და უნდოდა გაეგო მიზეზი, რატომ არიდებდა თავს ამ ხნის განმავლობაში ივერი გოგონას. კანკალით დააკაკუნა ხის კარზე და დაელოდა, თუ როდის გააღებდნენ კარს.
-გამარჯობა,-დაბალი ხმით ჩაილაპარაკა თამუნამ, ჯიქურის თანაკოტეჯელი რომ დაინახა გაკვირვებული სახით,-ივერი აქ არის?!
-გაგიმარჯოს.. კი, კი, აქ არის!-თავი მორჩილად დაუქნია გოგონას და შიგნით შეიპატიჟა. ჯიქური თავის საწოლზე წამოკოტრიალებულიყო და რაღაცას ჩაჰკირკიტებდა ტელეფონში. თორნიკეს ჩახველების ხმამ და სიტყვებმა, მარტო დაგტოვებთო ფიქრებიდან გამოარკვია ორივე. მოკრძალებით დაუჯდა გვერდით კაკაბაძე ივერს და ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თითებს ათამაშებდა ნერვიულად.
-დალაპარაკება მინდა შენთან,-ორჭოფობით ამოთქვა ეს სიტყვები და ამღვრეული თვალებით გადახედა ჯიქურს. მიუხედავად ბაცი განათებისა, კარგად შეამჩნია, როგორ გაუფართოვდა თვალის გუგები ჯიქურს და თაფლისფერი კანტი წვრილად შემოკვროდა ირგვლივ.
-არ ვიცი აქ რა მინდა, ახლა, ან რატომ მოვედი.. უბრალოდ, შიშის გრძნობა მაწუხებს, მგონია, რომ ჩემთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ აღარ გინდა, უკვე რომ მაკოცე და მოგბეზრდი.. იმედია, შეისწავლე ჩემი ხასიათები უკვე და იმასაც მიხვდებოდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის შენი თითოეული შეხება, თუნდაც იმიტომ, რომ შენ პირველი ხარ, ვინც ასე ახლოს მოვიდა ჩემამდე. ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს ისეთი, რაც მცირე ნუგეშს მაინც მოგვცემდა ორივეს. ამ ნაბიჯს, რასაც გრძნობებში გამოტყდომა ქვია, ასე უცებ ვერ ავხსნით, იმიტომ რომ ვიცი, არც ერთი არ ვართ დარწმუნებული საკუთარ თავში. ძალიან ვნერვიულობდი, არ მინდა შენს ყოფილ გასართობად მოვიხსენიებოდე ხალხში. ეს უბრალოდ გულს კი არ მატკენს, მომიკლავს კიდეც.
-მიხარია კიდეც, მასე რომ ფიქრობ,-ისეთი სახე ჰქონდა ჯიქურს თავიდან, თითქოს არაფერი ესმოდა და ჩაფიქრებული იყოო, ახლაც ისე ალაპარაკდა, ერთი წერტილისთვის რომელსაც მიჩერებოდა თვალი არ მოუშორებია,-მე კიდევ, იმის მეშინოდა რომ ვეღარ მამჩნევდი და შენთვის მორიგი თუ არა, პირველი კაცი ვიქნებოდი, რომელსაც სხვა შეცვლიდა, ეს ეგოისტურად არ მსიამოვნებდა. არ იფიქრო, შენში ეჭვი შემქონდა, არა! პირიქით, მე ჩემს თავში შემქონდა ეჭვი.. ეს კი ყველაზე ცუდიცაა და ყველაზე კარგიც ერთდროულად.. სრულ ქაოსში ვარ ახლა, ალბთ იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა განსხვავებულად დაიწყო.. სიმართლე უნდა გითხრა რა! ასე ვერ მოგატყუებ,-ფეხზე დენდარტყმულივით წამოდგა ჯიქური და თავზე ხელი გადაისვა, ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ჰგავდა, სახე მთლიანად შეშლოდა, ყველა ნაკვთი უთრთოდა ხმაწამხდარს და უკვე ნანობდა ჩადენილს,-ვიცი, ვიცი გაბრაზდები! გეწყინება ვიცი, მაგრამ გამიგე რა, უნდა გამიგო, მე გადავუხადე ბანაკის უფროსს ფული რომ სასჯელი შეეწყვიტა, იმიტომ კი არა შენთან ყოფნა რომ არ მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ ვერ გიყურებდი, როგორ სუნთქავდი იმავე ჰაერით, რომლითაც მე, იმ შემთხვევაში, როცა ჩემს მკლავებში არ იყავი გამომწყვდეული.. ჩემს გარეშე მწოლიარეს ვერ გიყურებ, გამიგე!
-რა-ა?-ხმა წაუხდა კაკაბაძეს, ნამდვილად არ ელოდა ამგვარ აღიარებას ივერისგან. გული, რა თქმა უნდა, დაწყდა, მაგრამ ჯიქურსაც გაუგო,-მესმის.-დაიწუწუნა ხმადაბლა და ფეხზე წამოდგა.-მაგრამ ყველაზე ცუდი იცი რა არის?! შენ ჩემდამი მხოლოდ ვნება გაკავშირებს, მე არ მაქვს უფლება, შენთან გრძნობებზე ვისაუბრო..-გასვლის წინ ისე უთხრა ეს სიტყვები, რომ ივერისთვის თვალები არ მოუშორებია. გული კი არ დაწყდა, ეტკინა. ლამის პირში უთხრა ჯიქურმა შენდამი ვნება მაკავშირებს და მეტი არაფერიო. პირდაპირი რეისით დირექტორის კაბინეტისკენ აიღო გეზი.
-=-=-=-=-=-=-
-რამ გადაგაწყვეტიათ სახლში დაბრუნება მაინც ვერ გავიგე!-კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ბატონმა თაზომ და სათვალიდან მკაცრი თვალი შეავლო კარებთან უხერხულად ატუზულ გოგონას.
-ბატონო თამაზ, გამიგეთ.. აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ თბილისში მე და ჩემი ძმა. დედაჩემს რამდენიმე წუთის წინ დავურეკე და თანახმაა, რომ უკან დავბრუნდეთ!-ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლოყებაწითლებულმა.
-კარგი! როგორც გინდა! მაგრამ ვხვდები, ამის მიზეზი რაღაც უბადლოდ არსებობს!-ეჭვისთვალით შეხედა გოგონას.
-დიდი მადლობა, ბატონო თამაზ! ძალიან კარგი იყო მართლა ბანაკში! დამდეგ ზაფხულსაც გესტუმრებით, ნახვამდის,-გახალისებულმა დატოვა დირექტორის კაბინა.
ერთი შეხედვით კარგად გამოიყურებოდა კაკაბაძე. თუმცა მაინც ძალიან უჭირდა ბანაკის დატოვება. მით უმეტეს მაშინ, როცა გაიგებდა ჯიქური ამას, ძალიან გაუბრაზდებოდა და იცოდა ეწყინებოდა. თუმცა მეტს რას მოელოდა მისგან?! ამ შემთხევაში ერთი წამითაც ვერ გაჩერდებოდა იქ, სადაც ივერი იყო. შეიძლება, ახლა როგორც უკანასკნელად ჩერჩეტი ადამიანი ისე იქცეოდა, მაგრამ მასაც ჰქონდა თავისი სიმართლე და როგორც არ უნდა ნდომოდა ჯიქურისთვის პატიება, ამას ვერ გააკეთებდა. იმიტომ კი არა, რომ მან თაზო მოისყიდა რათა სასჯელი გაეუქმებინათ, არამედ იმიტომ, რომ მას თამუნასდამი მხოლოდ და მხოლოდ ვნება აკავშირებს. მეტს რას უნდა დალოდებოდა კაკაბაძეც, ბიჭისგან, რომელსაც უამრავი გოგო ჰყოლია და მიუხედავად მათი რაოდენობისა, არც ერთთან არ აკავშირებდა წრფელი გრძნობა?! კაკაბაძეს ეგოისტურად არ სიამოვნებდა ის ფაქტი, რომ ივერი მასაც ისე ექცეოდა, როგორც სხვებს.
მისი ძმა მთელი გზა მადლობებს უხდიდა იმის გამო, ამ ჯოჯოხეთს რომ მოაშორა, ტკბილად მაინც დავიძინებ დილითო.. თამუნას არაფრისა და არავის თავი არ ჰქონდა იმ წამს. ფიქრებით ჯიქურთან იყო ბანაკში. იქნებ არასწორად მოიქცა რომ წამოვიდა?! აქ არც პრინციპებზე და არც სიამაყეზე არ არის საუბარი, საშინელება ის არის, საქმე გრძნობებს რომ ეხება.. არ უნდა გასჩენოდა კაკაბაძეს ეს ამოუცნობი გრძნობა, მრავალუცნობიან განტოლებას რომ გავს ერთი შეხედვით, რომლის ამოხსნა არც ერთ უძლიერეს მათემატიკოსს არ შეუძლია.. სუნთქვა გააფთრებით ეცემოდა ყელში, თითქოს სასულე მილში, დიდი რაოდენობით ჰაერი მოზღვავებულად გაჩხეროდა და როგორც ნაპირზე ამოყვანილ თევზს, უფლებას არ აძლევდა ესუნთქა, მაშინ როდესაც ჯიქურის ყოველ სიტყვას ზედმიწევნით იხსენებდა და სარკისებრი თვალებიდან უხვად სდიოდა ცრემლის ღვარი. წვიმის დროს, ხომ გინახავთ დაცვარული ფანჯრის მინა, ცრემლის ღარებს რომ მოგვაგონებს დაორთქლილ ადგილებს შორის, გამჭვირვალე ნაპრალები, სწორედ ასე გამოიყურებოდა კაკაბაძის სახე.. ჯავრში და გულისტკივილში გალია გზა. საშინელი გულისრევის შეგრძნება ვერაფრით ვერ მოიშორა, რომელსაც არანაირი ბიოლოგიური ახსნა არ მოეპოვებოდა. თითქოს, ვიღაცისდამი იყო ბრაზით და ამრეზით განწყობილი. ესეც თქვენი მრავალუცნობიანი განტოლების კიდევ ერთი არაბული ასო.
სახლში დაბრუნებულებს დედა ქოთქოთით შემოეგებათ და ცრემლიანი თვალებით მოეალერსა მონატრებულ შვილებს.
-არა, რა არ მოგეწონათ მაინც იმ ბანაკში ვერ გავიგე!-ჩაიქირქილა დიასახლისმა ვახშმობის დროს და ერთიანად ფერწასული თამუნასკენ გააპარა თვალი.-რა გჭირს დედიკო შენ?!
-არაფერი დედა, უბრალოდ ძალიან დავიღალე, დავიძინებ მე. ღამემშვიდობის.-დაბალი ხრიწიანი ხმით ჩაიალაპარაკა და ძუნძულით შევიდა მის საძინებელში. ტანსაცმლისგან თავი გაინთავისუფლა და წყლის ჭავლის ქვეშ თვალდახუჭული დადგა. ისევ ჯიქურის თვალები და სახე მოაგონდა. ისევ ის გამოუცნობი გრძნობები დაეუფლა, რომლებმაც მთლიანად არია და აბურდა მისი გონება. სააბაზანოდან გამოსულმა ტელეფონი დაიკავა ხელში, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა უკვე რამდენიმე წუთია.
-ალო.-გული ლამის ყელში ამოუჯდა ჯიქურის შეშლილი ხმა რომ გაიგონა ყურმილში. გულში მძლავრად ჩაწყდა რაღაც, ეს კი ივერის ხმამაღალ ტონს დააბრალა.
-შენ გოგო გააფრინე?! მითხარი თავში ჭკუა სულ დაკარგე?! რას გავს შენი საქციელი? სად გაიქეცი გამაგებინე! გისმენ თამუნა!-იმხელა ხმაზე გაყვიროდა ჯიქური, კაკაბაძემ ინსტიქტურად მოიცილა ყურიდან ტელეფონი და თვალები მოჭუტა.
-თბილისში ვარ,-ამოღერღა ძლივს და ხმაში შერეული ცრემლი ჩახველებით მოიშორა, გულს რომ უჭამდა ამდენი ხანი.
-მეღადავები გოგო? რატომ წამოდი?-უცვლელი ტონით ჩაიხავლა ივერიმ.
-არ მინდოდა მანდ გაჩერება,-ისევ მოკლე პასუხებს სცემდა თამუნას. უფრო ბევრის ლაპარაკის თავიც არ ქონდა, შეიძლება პირი გაეღო, მაგრამ ვერ ალაპარაკდებოდა, ყრონტში გაეჩხირებოდა ყოველი სიტყვა, რომელიც ჯიქურისთვის უნდა გაემეტებინა.
-ეგ არ არის მიზეზი! იტყვი თუ არა რა მოხდა?! რა გინდა გოგო ჰა?! გინდა ჭკუიდან შემშალო?!
-შენ რა გინდა?! მიპასუხე, შენ რა გინდა?! ხომ წამოვედი, ხომ აღარ დაგჭირდა ვნებების მოთოკვა? საქმე გაგიადვილე ჯიქურო! შემეშვი ახლა! ჩვენი ურთიერთობა ამაზე შორს ვერ წავა დამიჯერე! მე არ მოგცემ უფლებას ისე მომექცე როგორც დანარჩენებს! იმიტომ რომ მე მათგან განვსხვავდები! იმდენს ვერ გადავიტან რაც სხვებმა გადაიტანა!-ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავდა, უფრო სწორად ყელი არ აძლევდა საშუალებას, რომ ელაპარაკა, ახლა უნდოდა ბოლო ხმაზე დაეყვირა, ეტირა, ებღავლა, იმიტომ რომ ივერის მისი არ ესმოდა.
-შენ იმაზე ხარ გაბრაზებული, თაზო რომ მოვისყიდე ხომ?!-ოდნავ დაწყნარდა ჯიქურიც, თუმცა იმ ხშირ სუნთქვას, რომელიც ტელეფონის აპკს უხეშად ეხებოდა და ყურმილში ჩახლეწილ ხმას გამოსცემდა, ნამდვილად ვერ მივაწერდით სიმშვიდეს.
-კიდევ, კიდევ არ გესმის ჩემი! ნახვამდის ივერი.-გაბრაზებულმა გაუთიშა ყურმილი და ტელეფონს ხმა გამოურთო, შემდეგ ბალიშის ქვეშ შედო და თვითონაც შეგორდა საწოლში. დაახლოებით ორი საათი არ სძინებია. ბოღმისა და ბრაზის მორევში იხრჩობოდა კაკაბაძე. ყბებს ერთმანეთს გამეტებით აჭერდა, უსიამოვნო და ამაზრზენი ხმები რომ არ გამოეცა. თუმცა ბოლო ხმაზე ბღავილიც კი შვება იქნება მისთვის. ცუდად კი არა, საშინლად იყო. ადრე ეგონა, ბიჭის გამო არასოდეს იტირება, ახლაც არ ტირის ჯიქურის გამო, ის მის ვნებას და გულგრილობას, მის გაუგებლობას მისტიროდა, მაგრამ ცრემლით კი არა ტკივილით!
***
შუა ღამე იქნებოდა ტელეფონის ზუილმა რომ გამოიყვანა ბურანიდან. "ვინ უნდა იყოსო" გაიფიქრა და თვალდახუჭულმა უპასუხა ტელეფონს.
-მმმ.. რომელი ხარ..-ამოიზმუვლა დაბალ ხმაზე და მისთვის ასე ხმამაღლა რომ არ დაეყვირათ ყურმილში, ალბათ ისევ ძილს მიეცემოდა.
-რომელი ვარ კი არა, მანდ არ ამომიყვანო! ჩამობრძანდი ქვევით ახლავე!-გაბრაზებული ტონით ჩაილაპარაკა და ღრმად ამოიხვნეშა.
-აუ მეძინება..-ამოიხრიალა ისევ და საწოლში კომფორტულად მოკალათდა.
-ამოვალ იცოდე მანდ!-კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა ჯიქურმა. იცოდა, შემსრულებელი რომ იყო, ახლა ეზოში თუ არ ჩავიდა, აუცილებლად ააკითხავდა ივერი და მის გამელოტებაზეც პირადად იზრუნებდა.
-ხო კარგი, კარგი.. მოვდივარ!-მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი გაუთიშა. სწრაფად შემოიცვა ხალათი და კისრისტეხით ჩავარდა ეზოში, სადაც მანქანასთან მიყუდებული ჯიქური დაინახა. საკუთარი გულისცემა ყურებში ესმოდა კაკაბაძეს, ირგვლივ მიმოიხედა ხომ არავინ გვიყურებსო, მაგრამ ჩაბნელებული ფანჯრების გარდა ვერაფერი დაინახა. წარბშეკრული აესვეტა წინ ივერის და ხელები გადააჯვარედინა. რამდენიმე წუთს ასე უყურეს ერთმანეთს თვალებში, მერე ისევ ჯიქურმა აიღო საკუთარ თავზე ხმის ამოღების ინიციატივა.
-თამუნა,რანაირად იქცევი?!-კუპრივით შავი თვარლები ამ სიბნელეში ისედაც უფრო შავი უჩანდა. ლამპიონებიც კი ვერ ახერხებდნენ მისთვის ბუნებრივი ფერი დაეკარგვინათ და ოდნავ გაეხუნებინათ.
-ისე, როგორც სწორად მიმაჩნია!-ყველაფრისდამიუხედავად მაინც მტკიცე ხმას ინარჩუნებდა გოგონა და მის სახეს შეუვალის იმიჯს არაფრით აშორებდა.
-რას ნიშნავს სწორად?! ქაჯივით ბახმაროდან გამოქცევა სწორი საქციელია?!
-რაც არ უნდა უწოდო ჩემს საქციელს, ის ჩემთვის მაინც სწორია! მაგრამ მრუდს და მართალს ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს!
-და ჩემს გამო წამოხვედი ბანაკიდან?!-ალმაცერად გადახედა გოგონას და ტუჩის კუთხე ჩუმად ჩატეხა.
-არც მიზეზს, არც საბაბს, მნიშვნელობა აღარ აქვს!-პირში თქმას და საკუთარი თავის დაბეზღებას, ისევ ერჩია ზოგადად ელაპარაკა და ისე მიეხვედრებინა ჯიქური სათქმელს.
-უბრალოდ მინდოდა შემემოწმებინა როგორ იყავი,-ირონია გაურია ხმაში ჯიქურმა და ცერზე დახედა გოგონას, რომლის სიწითლე, სიბრაზეს რომ გამოეწვია, ბაც განათებაზეც კი არაჩვეულებრივად ჩანდა.
-დავიჯერო მაგის გამო ჩამოხვედი ამხელა გზაზე?!-გაბრაზების ნაცვლად კაკაბაძეც აყვა თამაშში და ირონია არც მან დააკლო.
-ჩემი და ჩამოვიყვანე და შენც გამოგიარე!
-ხო და კარგად ვარ! შეგიძლია დამშვიდდე.-გაბრაზებულმა გამოსცრა თამუნამ და ბინისკენ მოწყვეტით შებრუნდა. მალევე სადარბაზოში აღმოჩნდებოდა, ჯიქურს მკლავში რომ არ ჩაევლო ხელი და კედელზე არ მიეყუდებინა. მალევე გაიაზრა თამუნამ რაც ხდებოდა და ბიჭს მოშორდა..

-აღარასოდეს.. გესმის?! აღარასოდეს აღარ გაბედო მოახლოვება! შენი მასხრად ასაგდები არ ვარ! წადი სხვასთან გაერთე, ჩემგან იმაზე მეტი მიიღე ვიდრე საჭირო იყო და ვიდრე იმსახურებდი!-მთელ ხმაზე დაუყვირა მწყობრიდან გამოსულმა.
ისე შებრუნდა სახლში ერთი ცრემლიც აღარ გადმოვარდნია. საშინლად იყო ჯიქურზე გაბრაზებული, ამ ადამიანმა იმაზე მეტი გაბედა, ვიდრე საჭირო იყო. ამდენი არასდროს არავის უკადრებია მისთვის. ტირილს აღარ აპირებდა, არანაირად არ შეარჩენდა ჯიქურს ამ საქციელს და იმ დამცირებას, ეზოში რომ გადაატანინა. „ჩემი და ჩამოვიყვანე და შენც გამოგიარე“ ამ სიტყვებს ჭკუიდან გადაყავდა კაკაბაძე. მოვალეობა მოიხადა. უფრო სწორად, ნერვები მოუშალა გოგონას. გულიც ატკინა და წავიდა, წავიდა და სამუდამოდ გაუშვა თამუნამაც. იცოდა ბიჭის სიამაყის ამბავი, იცოდა რომ აღარ მობრუნდებოდა, მაგრამ ერთი წამითაც აღარ იფიქრებს მის მობრუნებაზე. ერთი წამითაც არ იფიქრებს მასზე. გულში ჩაკლავს ყველა იმ ლამაზ და სათუთ გრძნობას რაც მისდამი აკავშირებს. ოდესმე ხომ დაივიწყებს?! ხომ აღარ გაახსენდება არც ერთი კოცნა.. იქნებ, მაშინ მაინც იგრძნოს სრულყოფილება. მიუხედავად იმისა, რასაც ივერისდამი გრძნობდა არასოდეს განუცდია და ხვდებოდა, ეს ყველაფერი მეორედაც რომ არ ეწვეოდა, მაინც არ აპირებდა დანებებას. დაივიწყებდა. აუცილებლად გააკეთებდა იმას, რაც გულით პირველად მოუნდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ადვილი არ იქნებოდა ამ მიზნის ასრულება, ახლა სჭირდებოდა ყველაფრის გააზრება და ისე განშორება ჯერ არ დაწყებულ ურთიერთობასთან.
-=-=-=-=-=-=-=-
გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა. ახლა არაფერზე უნდოდა ფიქრი, თვით თამუნაზეც კი. ბრაზისგან გონება დახშული ჰქონდა, არც ერთი უჯრედი არ უმუშავებდა საღად. მანქანის კარი მძლავრად მიიჯახუნა და მთელი ძალით გააქროლა შავი შევროლეტი.
სისწრაფე და ადრენალინის დიდი რაოდენობა უზღვავ ენერგიას აწვდიდა. წარბშეკრული ჯიქურ წინ უყურებდა და ცარიელ ქუჩაში უდარდელად მიაქროლებდა მანქანას. ვერანაირად იაზრებდა მოახლოვებულ საფრთხეს, მანამ სანამ, ერთ-ერთი მოსახვევიდან დიდი ტრაილერი არ გამოიზლაზნა.
რამაც თავში გაუელვა, ეს იყო თამუნა და მისი ლურჯი თვალები. მეტად, არაფერზე უფიქრია! მისმა გონებამ, აზროვნების ბოლო წამს მხოლოდ კაკაბაძე აღიქვა.
ყველაფერი ბნელმა მოიცვა.

--------------------------
ვიცი ძალიან დავაგვიანე, მაგრამ რა ვქნა, სამეცადინო მაქვს ენ რაოდენობით! ვერაფრით მოვახერხე ამ ოთხი დღის განმავლობაში უფრო დიდი თავის დადებას. მომავალ თავს პარასკევისთვის ელოდეთ!
მადლობა კომენტარებისთვის ყველას.
1,920 სიტყვაა, მაგრამ ბევრი ვიწვალე მართლა.
მთელი გულით მიყვარხართ, თითოეული კომენტარის ავტორი!



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria da kargia

 


№2  offline წევრი Unnamed

Kargi tavi iyo.. Moculobasac araushavs :) velodebi exa shemdegs :*

 


№3  offline წევრი Latfe

ვამე რამაგარ იყოოო :O ადმინ იცოდე ივერის მოკლავ და თან გაყვები :D :D <3 აი ძაა გეხვწები არფერი უქნა აცხოვრე ბენიერად რაა გთხოოვ <3

 


№4  offline წევრი Annee

ძალიან ძალიან მაგარი იყოო ^_^ love

 


№5  offline წევრი lamazmani

ძალიან მაგარი იყო უმაგრესი აუ არ მოკლა რა

 


№6  offline წევრი lika

au armokla ra dzan gtxov ... ramdenixani am istorias velodebi vifiqre dasrula da vegar vipove metqi dzalian momwons da gtxov gtxov gtxov armokla ra

 


№7 სტუმარი niako123

Mikvars eseti momentebi , exa ijavrebs iis debili too da bolobolo mixvdebian ro ukvart ertmanetk <333. Dzaan ardaagvianoo raà ,kochagg ❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მალე დადე რააა

 


№9  offline წევრი natia23

ჩემო ნიჭიეროო <3 რატო გამომრჩა და კომენტარი არ დავწერე არ ვიციი )) სავარაუდოდ ტელეფონით ვიქნებოდი. ხო იცი როგორ ველოდები ხოლმე შენს ისტორიას,თან გამიხარდა რო ისევ გააგრძელე <3 :* love ახალი თავი პარასკევსოო დაა ველიი

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Auf ai ra iyo axla aa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent