შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ახალი სულაც არ არის კარგად დავიწყებული ძველი


23-03-2015, 20:07
ავტორი Ukiduresoba
ნანახია 2 048

ელენე და სანდრო აივანზე ზიან.
-აუუ სანდროო, დღეს ვუყურებდი ტელევიზორს, გადაცემა იყო და ყვარლის ტბა ანახეს. იციი რა ლამაზიაა, ულამაზესი ტბაა, უმაგრესი სასტუმრო, სუფთა ჰაერი, ძაან მაგარი გარემოო, მაგარი ღამის კლუბებია თან თურმე! - უთხრა ელენემ წუწუნით.
სანდრო მიხვდა რაც უნდოდა, გაეღიმა და უთხრა:
-დღეს ჩავლაგდეთ და ხვალ დილით წავიდეთ!
-ვაიიმეეე როგოორ მიყვარხაარრ! - უთხრა და მაგრად აკოცა.
-მეც მეც ძალიან ჩემო პრინცესა!
ჩალაგდა იმ დღეს ელენე. ინტერნეტით დაჯავშნეს ნომერი 2 კვირით. დილით აბარგდნენ და წავიდნენ, არავისთვის უთქვამთ. ჩავიდნენ თუ არა, აიტანეს ბარგი და ელენემ ვეღარ მოითმინე, ბარგიც არ ამოალაგებინა, ეგრევე ტბაზე გავიდნენ. ნავით იცურავეს, ისეირნეს, მერე ელენეს დაჟინებული თხოვნით კლუბში იყვნენ. ელენემ იმდენი იცეკვა სანდროს შეეშინდა ბავშვს არაფერი მოუვიდესო. უიუი თქმა დამავიწყდა, ელენე და სანდრო პატარას ელოდებოდნენ. ნომერში გვიან ავიდნენ. ელენე დაღლილი იყო და ტანსაცმლიანად დაეძინა, სანდრომ საბანი დააფარა და ტელევიზორი ჩართო, ოღონდ ხმა გამოურთო, არ გაეღვიძოსო. პერიოდულად გადახედავდა და ეღიმებოდა, როგორი ლამაზი იყო, საყვარელი და ბედნიერი ყველაფრით ერთად, თან ესეთ მდგომარეობაში.
მეორე დღეს დილით ჯერ სანდროს გაეღვიძა და როგორც კი ადგა, ელენემაც გაახილა თვალი და სანდროს ჰკითხა:
-სად მიდიხარ?
-არსად, საუზმე უნდა მოვუტანო ჩემ პრინცესას!
-შენ პრინცესას არ უნდა ლოგინში საუზმე.
-აბა რა უნდა? - ჰკითხა და გვერდზე მიუწვა.
-რადა ვერანდაზე წვენის დალევა.
-კაი, დავლიოთ წვენი ვერანდაზე!
ცოტა ხანში ელენე ადგა და გავიდნენ ვერანდაზე. სვამენ წვენს და თან ლაპარაკობენ ყველაფერზე, ბეევრს ლაპარაკობენ. მერე ცოტა ხანი ქვემოთ ჩავიდნენ, ელენემ ვიღაცეები გაიცნო და იმათ ელაპარაკა, ამ დროს სანდრო ბართან ლუდს სვამდა. მერე ელენე ატყდა სათევზაოდ წავიდეთო, სანდროც რას იზამდა, წავიდნენ სათევზაოდ. სანდრო თევზაობს, ელენე გვერდზე უზის და მხარზე უდევს თავი. სადღაც შუადღის 3 საათია.
-აუ სანდრო რაღაც ვერ ვარ და ავალ რა მე ნომერში.
სანდრომ ანკესი დადო.
-რა იყო პატარა ცუდად ხო არ ხარ?
-არა დავიღალე, წავალ წამოვწვები.
-კაი წამო! - თქვა სანდრომ და ადგა.
-არა არა შენ დარჩი და ითევზავე და მერე ამოდი თევზით!
-მოიცა მარტო...
-იყავი რაა.
-კაი კაი. - უთხრა და ისევ დაჯდა.
ელენე წავიდა. გახედა სანდრომ როგორ მიდიოდა და ბედნიერი იყო. გულში გაიფიქრა, ეს ჩემი ცოლიაო. სანამ ელენე ავიდოდა თევზაობდა სანდრო, თუ შეიძლება ვუწოდოთ თევზაობა და რო ავიდა მერე იქვე, პირველ სართულზე სასტუმროს კაფეში, ღია ცის ქვეშ დაჯდა, ფიქრობდა და თან სადილობდა. ვიღაცეებმა გაიარეს, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. უცებ ერთი გოგო მობრუნდა, სანდროს შეხედა.
-ვაა სანდროო! - თქვა და გადაკოცნა.
-მარიი როგორი სიურპრიზია შენი აქ ყოფნაა! - თქვა ვითომ ძალიან გახარებულმა, არადა საერთოდ არ ესიამოვნა მარის ნახვა, რომელსაც ადრე მოსწონდა სანდრო, აქ სადაც ელენეცაა და ისედაც.
გვერდზე მიუჯდა სანდროს და ლაპარაკი დაუწყო. ამაზე ხო საერთოდ გაგიჟდა. კი რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ მაინც მოუსვენრად იჯდა. ცოტა ხანი ძალით, ზრდილობის გულისთვის უღიმოდა.
-აუ ბოდიში რა მარი რაღაც საქმე მაქ, მეჩქარება ძალიან! - უთხრა და ადგა.
-ააა კაი მიდი! - უთხრა უსიამოვნოდ - მე აქ ვარ კიდე 1 კვირა და გნახავ კიდე!
სანდროს არაფერი უპასუხია ისე გაბრუნდა და ელენესთან ავიდა. ელენეს ისევ ეძინა. სანდრომ კარი მიხურა, ამოისუნთქა და ისიც ელენეს მიუწვა.
საღამოს გაეღვიძა ელენეს.
-გამოიძინა ჩემმა პრიმცესამ?
-კიიი! - უთხრა და გაუღიმა.
-ეხა ხო კარგად ხარ?
-კიკი! უი სანდრო თევზი?
-აუ თევზი! - თქვა სანდრომ თავისთვის.
-რაა?
-არა არაფერი, დაბლა დავტოვე, ჩვენ გველოდებიან, უნდა გაასუფთაონ და შეწვან.
-კაი მაშინ წამო ჩავიდეთ!
-წამო, წამო!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent