შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამპიონების შუქზე (სრულად)


24-03-2015, 00:12
ავტორი il13
ნანახია 3 868

„არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა ან რატომ მაინცდამაინც ახლა, უბრალოდ მინდოდა ყურადღების ქვეშ მოვქცეულიყავი და მაინც სისულელე ჩავიდინე, მაგრამ ეს სისულელე რომ არ ჩამედინა არ იქნებოდა ეს ყველაფერი! სისულელე რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა! ზოგი როცა გაიგებს რა გავაკეთე უბრალოდ იფიქრებს რომ დებილი ვარ, მაგრამ ამ სულელური ნაბიჯით მე ნაბიჯი მომავლისაკენ გადავდგი!
ეს ნაბიჯი სრულებით შესაძლებელია საზიანო ყოფილიყო ჩემი ჯანმრთელობისთვის, აბა რა, რომელი გამოტვინებული ჩაიცვამს უსახელო მაიკასადა თხელ ჟაკეტს სკოლაში? მითუმეტეს დეკემბერში! მართლაც სულელურია არა?! ძალიან თხლად მეცვა, რადგან ბუნების ცვალებადობის გამო თბილისში ჯერ არცკი უწვიმია, თოვლზე ხომ საერთოდ არ მაქვს საუბარი!
დილით მზე იყო ამიტომ კედებით გადავწყვიტე წასვლა. ჩექმებს ისედაც ვერ ვიტან, თან კარგი რა ვის სურს მთელი დღე 7 სანტიმეტრის სიმაღლის დაფარულ ქუსლზე დგომა?! უცბად გავემზადე და სკოლაში გავვარდი. არ დავიწყებ იმაზე მოყოლას თუ რა მოხდა სკოლაში, რადგან ეს უბრალოდ ძალიან მოსაწყებია. აი ზუსტად ისეთი დღე იყო, არაფრით რომ გამოიჩევა სხვებისაგან, არაფერი განსაკუთრებული რომ არ ხდება!
სკოლის მერე ფანდურზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ სახლში მისვლა არ მინდოდა და დაქალთან ავედი, მერე ფანდურზეც ერთად წავედით და ერთადვე მოვედით! მშობლები გავაფრთხილე რომ აუცილებლად დამაგვიანდებოდა. სანამ მასთან ვიყავი ამინდი შეიცვალა უეცრად მოიღრუბლა და გეგონება ეხლა თქეში უნდა დასცხოსო რომ ბარდნა დაიწყო და ირგვლივ ყველაფერი უმალ მოიყინა.
–ანი, უნდა წავიდე.
–კაი რა ბარემ აქ დარჩი!
–დედაჩემის ხო იცი, არ დამტოვებს ასე რომ …
ქურთუკი ჩავიცვი და გამოვემშვიდობე.
აბუზული მოვდიოდი ქუჩაში, ყველაფერი გარინდებულიყო. მე კი ვარღვევდი ამ სიჩუმეს ჩემი ფეხის ხმით. სუსხი ჩემშიც შემოიჭრა და მთლიანად ამაკანკალა, კბილებს უკვე ვეღარ ვაჩერებდი იმდენად მციოდა. ნელნელა მივაბოტებდი, უკვე თხელ ფენად დადებულ თოვლში.
სახლამდე კიდევ ბევრი მაშორებდა, აგე ჩემი „თხლად ჩავიცმევ, არ ცივა ძაან“ ხელები სულმთლათ მომეყინა ფეხები კი თითქოს ავტომატურად აგრძელებდა გზას. უკნიდან ხმა შემომესმა, არა არავის დაუძახია უფრო ჩემს უკან მომავალ ფეხის ხმას გავდა მაგრამ უკან გახედვა არ მინდოდა. მაგრამ ახლა წინსვლა ბოხმა ხმამ შემაწყვეტინა:
–გაყინული ხარ!
–ეგ მეც ვიცი!
–გაგათბობ!
–მოდი ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე გეტყვი: უბრალოდ უფლებას არ მოგცემ!
–მაშინ გაიყინე!
–არ გავიყინები აქვე ვცხოვრობ!–დაჟინებით მივმართე იმ ადამიანს ვინც უკან მომდევდა და სახეც კი არ მინახავს.
–აქვე არ ცხოვრობ აქედან შენ სახლამდე კიდევ 4 კორპუსია!
–შენ საიდან იცი?!–ახლაღა შევხედე გაკვირვებულმა. ვიღაც ბიჭის სილუეტს მოვკარი თვალი მაგრამ ლამპიონების შუქზე ვერაფერი გავარჩიე– ვიცნობთ ერთმანეთს?
–მე გიცნობ!
–საიდან?
–მე შენ სულ თან დაგდევდი! სულ ყველაფერი ვიცი შენზე!
–სულ ყველაფერი არც მე არ ვიცი ჩემზე!
–აი მე კი ვიცი!–ქუდი მოიხადა და კმაყოფილმა გაიღიმა. სიმართლე გითხრათ ქუდი რომ მოიხადა მეგონა ნაცნობი დამხვდებოდა ვინმე, მაგრამ შევცდი ეს ადამიანი აქამდე ნანახიცკი არ მყავდა.
–საიდან იცი შეიძლება გავიგო?
–სიმართლე გითხრა, არა!
–კარგი, მაშინ იმას მაინც ამიხსნი დაახლოებით –5გრადუს სიცივეში ჩემს გათბობას როგორ აპირებდი?
–არ აგიხსნი გაჩვენებ!–ხელები ფართოდ გაშალა და მიმიხუტა. ასეთი რამ პირველად ვნახე ადამიანი ქურთუკიანად ხურდეს. არ ვიცი ეს რა იყო მაგრამ ნამდვილად მსიამოვნებდა. მე სრულიად უცნობი ბიჭი მეკვროდა, რომელიც ერთიანად ხურდა.
–ძაან უხერხული იქნება რო გკითხო რა გქვია?
–უი სულ დამავიწყდა, მე რატი ებრალიძე ვარ!
ნელნელა მივდიოდით მიხუტებული ვყავდი და მართლაც რომ მათბობდა, რაღაცეებზე ვსაურობდით და როგორც აღმოჩნდა მან მართლაც ყველაფერი იცოდა ჩემზე. გასაკვირი იყო საიდან გაიგო, მითუმეტეს ისეთი რაღაცეები რაც არავისთვის მითქვამს.
ბოლოს სახლამდე მიმაცილა და ძალიან მაგრად მომეხვია, იმდენად ახლოს მოვიდა რომ მეგონა სადაცაა მაკოცებდა. ვერ გეტყვით რომ ასეც მოხდა ჩემი ამბავი რომ ვიცი ამაზე ძალიან გავუბრაზდებოდი და თუ კიდევ შემეჩეხებოდა, მხას აღარ გავცემდი.
სახლში გამთბარი ავედი, მაგრამ ცხვირი მაინც მოყინული და ჩაწითლებული მქონდა, თითქოს ჯანბაზი ვიყო, მხოლოდ ფერადი პარიკიღა მაკლდა. იმ ღამეს გადაუღებლად თოვდა. მე კიდე ჩემი პირველი ლექსი მახსენდებოდა. როგორ დავწერე, გასაკვირია მაგრამ აღარ მახსოვს როგორ იყო. მახსოვს ანგელოზები რომ აფრქვევდნენ ფიფქებს და ლამაზად გადათეთრებული, გადაპენტილი ღამე!
არ ვიცი რატომ უბრალოდ მინდოდა იგივე გრძნობა მეორედ განმეცადა. იგივე გზას საღამოოით 3–4–ჯერ გავდიოდი, თან ისევ თხლად ჩაცმული რადგან მეგონა რომ უ გაიგებდა რომარ მციოდა აღარ მოვიდოდა და კვლავინდებურად აღარ ჩამეხუტებოდა.
დღითიდღე ვსუსტდებოდი არაფერს ვჭამდი და მას ველოდი უაზროდ მივუყვებოდი ერთსადაიმავე გზას ათასჯერ! ის კი არსად ჩანდა.
ძლივსძიობდი დავბორიალობდი ქუჩებში იმის იმედით რომ მის მომხიბლავ შავ თვალებს ისევ ვნახავდი, თუმდაც თვალს მოვკრავდი, ანდა კიდევ ერთხელ შევიგრძნობდი მის სიმხურვალეს!
წამით გონება დავკარგე, გონს სითბომ მომიყვანა ვიღაცის მკლავებში თავი მედომეხსიერების ნაწილი თითქოს სიცივეს გაყვა ვიღაც ბიჭს ვეჭირეთავი გაუსაძლისად მტკიოდა. ბიჭი ტიროდა და მევედრებოდა არ მოვმკვდარიყავი, მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და როცა პირისპირ შემხვდა…
–ლამპიონების შუქზე!“
სიტყვა შეაწყვეტინა და ჩემს სამფლობელოში გადმოეშვა. ბიჭი ვეღარაფერს გააწყობდა. აცრემლებული იდგა დაჰყურებდა.

იმედია მოგეწონებათ!



№1 სტუმარი ello1979

srulad nishnavs tavidan bolomde dadebas da ara ori sityvis

 


№2  offline წევრი tamooo

vaime sawyali ...simartle gitxra aar momeewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent