შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პატარა ბიჭის ისტორია"...


24-03-2015, 20:56
ავტორი chachi
ნანახია 1 802

ოხ! აი, აიღე შენ ორმოცდაათი თეთრი და დამეკარგე აქედან. - მადლობა დეიდა, დიდი მადლობა. ჩემ გზას გავუყევი და დედიკოს სიტყვები გამახსენდა დღეს დილით რაც მითხრა სიმართლე ყოფილა, არავის ეცოდები და არავინ გეხმარება, მაგრამ მე ხომ ბავშვი ვარ და ჩემი რატომ არ ჯერათ? აი იმ ბავშვისგან ძალიან განსხვავებული ვარ, აი ის, ეხლა მანქანიდან რომ გადმოვიდა დედასთან და მამასთან ერთად, ვაიმე რა ლამაზად აცვიათ, ნეტა რა მანქანაა, ალბად ძვირი ღირს, ძალიან ძვირი,... (პაუზა) მოდი იმათთან მივალ, კი, კი ისინი დამეხმარებიან, ავუხსნი რომ ჩემი დედიკო ცუდად არის. გავიქცე, იქნებ მივუსწრო. -გამარჯობათ, ბატონო. ღიმილიანი სახით ავხედე. იქნებ დამეხმაროთ, სულ ორიოდე კაპიკით მოწყალებას გთოვთ, -გაიწიე იქით. -გემუდარებით, თქვენ კეთილი ადანიანი იქნებით, დამეხმარეთ გთხოვთ, დედიკო ცუდად მყავს, ძალიან ცუდად, სულ ორიოდე კაპიკი რომ წამალი ვუყიდო გემუდარებით ბატონო. -დაიკარგე მეთქი აქედან.
ძალიან მდიდარმა ბატომნა ორი თეთრიც არ გაიმეტა ჩემთვის, გამოვტრიალდო და დანაღვლიანებული, ცრემლებით სავსე თვალებით ეკლესიის გზას გავუდექი, შიმშილისაგან თვალ დაბნელებულს, უკვე სიარულის თავიც კი აღარ მქონდა, ჯიბეში კი სულ რაგაც ორიოდე ლარი მეგდო, იმასაც კი ვერ ვბედავდი ერთი ბულკი მეყიდა, რომ ღამემდე როგორმე გამეძლო, ვაი და მერე მოწყალე ხელი სხვას აღარ გაემართა. ეკლესიის ეზოში შევედი და ჩემოვჯექი. ეს წმინდა ადგილია და ბევრი ადამიანი მოწყალებას გაიღებს მჯერა, მე ხომ პატარა ბუჭუნა ვარ უცებ შემამჩნევენ და რომ ავუხსნი აქ რატომ ვარ დამეხმარებიან. უცებ ბებო მომიახლოვდა, შავებში ჩაცმული ბებო. - შენ ახალი ხარ? - იცით მე, დედიკო ავად გამიხდა და არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს დედას კი კვება და წამალი ჭირდება, დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ, გემუდარებით. თვალები ისევ, ისევ ცრემლებით ამევსო. - ხა, ხა, დაგეხმარო? მე? კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენ კუტოკში. - სად? გამათხოვრებას გილოცავ პატარა ტილიანო. - დეიდა დამეხმარებით? - იჯექი მანდ, სადაც ძიხარ, ხმა არ ამოიღო თუ ვინმე ორ კაპიკს მოგცემს მადლობა მოუხადე, აქ დედაშენი არავის აინტერესებს. - ეს ხომ ეკლესიაა და აქ ხომ კეთილი ხალხი დადის, მე კი დედა მყავს ცუდად და დახმარება ჭირდება, თავი ვერ შევიკავე და ტირილი კი არა უკვე ქვითინი ამიტყდა, თუმცა ვინ იყო ჩემი პატრონი, გარშემო თითქმის ვერავინ მამჩნევდა, თითქოს არც ვარსებობდი, ჩემი თავი მოჩვენება მეგონა, მოჩვენება რომელიც ცოცხალი იყო და რომელსაც ტკიოდა. - ე, ე, მე გითხარი და აჯობებს დამიჯერო. შენ ახალგაზრდა ხარ კიდე არა უშავს აიტან, აი ჩემი ბებერი ძვლები კიდე სულ ტკაც-ტკუცუნს გაიძახიან, ალბად დედაშენისაც. იცინის. - დედაზე ასე ნუ საუბრობთ, თქვენ ამის უფლება არ გაქვთ, ის კეთილი და სათნო ადამიანია და ცუდად არის ძალიან ცუდად, აი ნახავთ დამეხმარებიან აუცილებლად. ბებო ადგა, დამცინავი სახით შემომხედა და მითხრა: შენ მათხოვარი ხარ, მეტი არაფერი. ბებოს სიტყვები გულთან არ მიმიტანია ჩემი სადარდელი ისედაც ბევრი მქონდა, უცებ მამაო დავინახე აქეთ მომავალი და სახე გამინათდა, ჩემთან მოდის ნამდვილად, უნდა მკითხოს აქ რატომ ვარ და რატომ ვმათხოვრობ, მე ხო იმ ბავშვებს არ ვგავარ ეკლესიის ეზოში რომ თამაშობენ, ნახეთ ის ბატონიც აქ არის თავის შვილთან და ცოლთან ერთად, ამბად უკვე დამინახეს და რამე უთხრეს მამაოს?.... მამაომ ჩამიარა ისე ვერც კი შემამჩნია. უკვე ღამდება, მე კი სახში იმ პატარა სოროში ვარ წასასვლელი სადაც დედა მელოდება, ჯიბეში კი ტანჯვა წამებით მოგროვილი ხუთი ლარი მაქ, დედა კი მშიერია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent