შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგოისტი ..18..


25-03-2015, 15:55
ავტორი terooo
ნანახია 2 920

როგორც იქნა დადგა დღე რომელსაც ასე ელოდნენ ყველანი. ხვალ ნინის და დიტოს ქორწილია, ნინიმ მშობლებიც გადარია, ერთ საათში დიტოს მშობლები ჩამოფრინდებიან და ნინის ოჯახი უნდა გაიცნონ, ამდენი ხნის მანძილზე ვერ მოახარხეს, ახლა მოდიან რძალი უნდა გაიცნონ, მშობლებმა დიტოს უთხრეს, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ნინის ცოლობა თხოვა. გახარებულები არიან ერთადერთი ვაჟი სანუკვარ და საოცნებო გოგოზე ქორწინდება.
–ერთადერთი რძალი გვეყოლება და როგორც მას სურს ისე უნდა იყოს ყველაფერიო.
–თქვენი თქმის გარეშეც ეგრეა, მთელი დღეები აქეთ–იქეთ დავრბივართ, ბიჭები გარბიან უკვე რომ ხედავენ, და ნინის სახეზე მაცდური ღიმილი რომ გადაუვლის უკვე ხვდებიან რომ მან რაღაც ახალი მოიფიქრა.
–ხოდა როგორც მას უნდა ისე იყოს ყველაფერი–ყურმილში ქალმა ხმა გაიმკაცრა.
–მანჩო კარგი რა, უკვე ვეღარ ვხვდები თქვენი შვილი მე ვარ თუ ნინი–მოჩვენებითი სიბრაზით კითხა დიტომ, სინამდვილეში, კი მასზე ბედნიერი არავინ იყო, რომ მისი მშობლები მის საყვარელ ქალს როგორც საკუთარ შვილს ისე ექცეოდნენ.
–მე მანჩო არ ვარ, დედაშენი ვარ, და როგორც ნინის უნდა ისე იქნება ყველაფერი, –შენდეგ კი თბილად დაამატა, შენ მშიდ ცხოვრებას ვეღირსე და ნინის რამეს დავამადლიო.
–კარგი მანჩო, დედა. შენი რძალი უნდა წავიყვანო სალონში ჩაწერაზე, მერე დაგირეკავთ კიდე.
–დიტო, როგორც მას უნდა ისე გაუკეთე ყველაფერი, მისი ლამაზი თვალები ამ დღეს უნდა ბრწყინავდეს. ეს მისი დღეა, თქვენი დღე.
–დეე, მიყვარარ..–დიტოს თავადაც გაუკვირდა , მაგრამ მანჩო სანამ რამეს ეტყოდა, მანამ გაუთიშა ტელეფონი.
ნინი ისე ნერვიულობდა, ჯერ გაწითლდა მერე გალურჯდა, დიტომ დაურეკა აეროპორტიდან გამოვედითო. ამაზე სულ მთლად გადაირია, ვეღარ სუნთქავდა, ჰაერი არ მყოფნისო გაიძახოდა, ლიზი სულ გადარია, იმდენჯერ გაიხადა და ჩაიცვა, ეს არ მომწონს არ არ მიხდებაო. ჩაცმა გახდა მანამ გააგრძელა სანამ გიომ არ დაუძახა:
– მოვიდნენ ლიფტით ამოდიანო, –ამაზე სულ გადაირია, ვერაფერს ვერ მოვასწერ არ მოვეწონებიო, კარზე ზარი რომ იყო მაშინ მოეგო გონს, ლიზიმ მისი სახე ხელბში მოიქცია თვალებში ჩახედა.
–ნინ, შენ ყველაზე ლამაზი და საყვარელი არსება ხარ, შენ დიტოს არჩევანი ხარ, მათ თავიანთი შვილი უყვართ და ისევე შეიყვარებენ შენ, არა აქვს მნიშვნელობა რა ფერის კაბა გეცმება, ან რა ფერისაა შენი ლაქი ფრჩხილზე რომ გისვია, დამშვიდდი და ახლა გადი–შუბლზე აკოცა ლიზიმ, შემდეგ კი კარისკენ უბიძგა, ახლა გაიღიმე და მიესალმე.
კარი გააღო თუ არა, დიტო აესვეტა წინ, ნინის ჩაწითლებული თვალებძე ოდნავ სევდანარევად გაეღიმა.
–შენ რა იტირე?–ჩეხუტა დიტო ნინის.
–ნერვიულობს–უთხრა ლიზიმ–მე დაგტოვებთ და შენ კიდევ ცოტა დაამშვიდე, ესე არ გამოიყვანო სადაცაა კანკალი აუვარდება.
–ეკა და გიო მოვიდნენ, არ დახოცონ ერთმანეთი ისევ–ღიმილით უთხრა დიტომ.
–კიჭა გააშველებთ.–სიცილით უთხრა ლიზიმ და წყვილს გაეცალა, სამზარეულოს მიაშურა, სტუმრები უკვე ზალაში იხსდნენ, ნინის გამოსვლამდე იქ იჯდა. ეკა და გიო თვალებს უქაჩავდნენ, კიჭ კი სიცილით იხეოდა მათი შემყურე.
–აბა, მომავალო რძალო და ბავშვის ნათლიავ როგორ ხარ? ჯერ საოცნებო სიყვარულები წამართვით ორივე დაქალებმა, ახლა ღამეს მარტო ვატარებ და კიდე ბავშვში მეცილები.–,,ცრემლებს“ იწმენდდა კიჭა.
–როგორ ვიქნები, თქვენი შემყურე? ძალიან კარგად–შემდეგ კი ნიშნის მოგებით უთხრა– სხვათაშორის ძალით მაზლო, უკვე ეჭვი მეპარება მული ხომ არ უნდა დაგიძახოთქო, ის შენამდე ჩემი ნათლული იყო.
–ვაიმე, ძედკა, მულოჩკას რომ დამიძახებ–გაინაზა კიჭა– რა საყვარლად ჟღერს, საყვარელო, არა ჩემი ნათლული იყო მაინც.
–მოიცა რომელ ნათლულზე, ბჭობთ, გაგვარკვიეთ ჩვენც და დაგეხმარებით გარკვევაში.–მათ საუბარში ჩერთო ეკა.
–ნინის და დიტოს შვილი ჩვენი ნათლული იქნება–უთხრა ლიზიმ.
გიოს და ეკას ისტერიკული სიცილი აუტყდათ, ეკა მორიდებით იცინოდა გიო კი ლამის გადაბჟირდა, იმხელა ხმაზე ხარხარებდა, სული ძლივს მოითქვა. ლიზიმ სამზარეულოს კარები მიხურა,–სტუმრება ამათი გიჟობა არ გაიგონო.
– მოიცა ბავშვი ჯერ არ დაბადებულა, და როგორც ვიცით ნინი ორსულადაც კი არ არის–თავშეკავებით გაეცინა ეკას.
–მეც მაგას ვეუბნები მაგრამ დავაჯერე?– მადლობელი ღიმილით გადახედა ლიზიმ ეკას.
–მე მააინც პირველი ნათლია ვარ.–ჯიუტობდა კიჭა.
–მე და ნინი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, და მაშინ გადავწყვიტეთ, შენ კიდე ახალი ნათლია ხარ.
–ბავშვებო გამოდით–კარი შემოაღო დიტომ–წამოდით სუფრას მიუსხედით.
–ნინი სადაა?–შიშით იკითხა ლიზიმ.
–დედამთილმა მიისვა გვერდით და არ იშორებს, მგონი ჩემი ადგილი აღარაა იქ– დამწუხრებულმა გასცა პასუხი.
ლიზიმ დაინახა მის თვალებში მოკიაფე ლამაზი სხივი, რომელის სინათლის სიჩქარით ვრცელდებოდა, ჯერ მის თვალებში მერე სხეულში. მთლიანად აჟიტირებლი იყო დიტო.
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა, მშობლები მალე წავიდნენ, დარჩნენ მხოლოდ ახალგაზრდები. ნინი ისეთი გახარებული იყო ბედნიერი, დიტო უფრო მეტად, მისმა ორმა სამყაროს ცენტრმა დედამ და ცოლმა, უკვე ცოლმა, მისთვის ფურცელს არავითარი მნიშვნებო ქონდა, ნინის ამის დამამტკიცებელი საბუთი თითზე უკვე ეკეთა, დიტო ბედნიერი იყო. დედამ წასვლისას რომელიც მანქანამდე ჩააცილა, ყურში უჩურჩულა.
–ბედნიერი ვარ შენი არჩევანით, მიხარია რომ ნინი აირჩიე შენი ცხოვრების მეგზურად, ახლა უკვე ორი შვილი მყავხართ, ბედნიერები მინდა იყოთ, და ამისთვის ყველაფერი უნდა გაააკეთო, იცი როგორი თვალებით გიყურებს, სიყვარულით და სიხარულით აღსავსე, სანამ რამეს ეტყვი უვე ხვდება რა უნდა უთხრა, არასოდეს ჩაკლა ეს მასში შენი დაუდევრობით.
–კარგი რა მანჩო ბოლო სიტყვებით ყველაფერი გააფუჭე.–მკაცრად უთხრა დიტომ.
–არაფერი არ გამიფუჭებია, აბა ჭკვიანად და ნინის მიხედე.
–ხო ახლა ნინის მიხედე გახდა უკვე?–სიცილით უთხრა დიტომ.
–ხო ეგრე გახდა, იმიტომ რომ ვიცი ის შენ მოგხედავს.
–აპა დედა–შვილი რას ჩურჩულებთ–იოანე და ნინი მიუახლოვდათ მათ, იოანე დიტოს მამა.
–როგორც ყოველთვ ის ჭკუას მარიგებს–დამწუხრებულმა გახედა მამას დიტომ.
–კარგი ჩვენ წავალთ და დანარჩენს სახლში გავაგრძელებთ–უთხრა დედამ და ორივე გულში ჩაიკრა, შემდეგ მეუღლეს მიუბრუნდა ხელმკლვი გაუკეთა და მანქანისკენ წაიყვანა.
დიტომ ხელი გადახვია ნინის და სადარბაზოში შევიდნენ.
–ნინ, კიდევ ნერვიულობ? აბა როგორ მოგეწონა სადედამთილო?
–არა, სულ აღარ, ძალიან კარგი დედა გყავს, მშვენიერი, ლამაზი დარწმუნებული ვარ უზომოდ გვეყვარება ერთმანეთი მე და მანჩოს.
–თქვენ რა უკვე დაქალები გახდით/ მე მიკრძალავს მანჩოს დაძახებას და შენ ნება მოგცააა?–ტუჩის კუთხე ჩატეხა დიტომ.
–ხო ესე მითხრა, არავითარი რძალ–დედამთილური დამოკიდებულება არ მინდა, ვიმეგობროთო.
–ძალიან კარგი... იცი როგორ მოეწონეე? რამე რომ გაწყენინო, მომკვეთავს შვილობიდან–გაადაიხარხარა დიტომ.
–წამო სწრაფად აცივდა...–ხელი ჩასჭიდა და კიბეები სირბილით აირბინეს.
ბოლო საფეხურზე სულს ძლივს ითქვამდე. ისეთი სასაცილო შესახედი იყო. ტუჩები გალურჯებოდა, ლოყები აწითლებოდა, სუნთქვას არეგულირებდა.
–ჩემი სიფრიფანა გოგო, როგორ გამეყინე.–მაგრად ჩაეხუტანინის დიტო და შუბლზე აკოცა.
–წამო შევიდეთ, ბავშვები გველოდებიან.
შიგნით შევიდნენ, ბავშვენი სუფრას მისხდომოდნენ, ყველა რაღაცაზე იცინოდა, მხოლოდ ლიზი იჯდა სუფრის გვერდით და ჯიუტად მიჩერებოდა საათს, ხან ხელზე ხან კედელზე, ხან კიდე ტელეფონს გაანათებდა, მაგრამ დრო ჯიუტად არ გადიოდა, ტელეფონი კი დუმდა და დუმდა. ნინი მაშინვე მეგობრის მოწყენის მიზეზს მიხვდა,
–ლიზ, ნუ მოიწყენ რა, ხომ იცი არ ცალია თორე აუცილებლად დაგირეკავდა და მოგწერდა.
–ნინ, მთელი დღე არ გამოჩენილა. სულ მეხმიანებოდა, დღეს კი ტელეფონიც გამორთული აქვს.
–ლიზუ გამჩნდება. ნუ გავიწყდება რომ მას სტატუსი აქვს და ვერ მოიცლის, როცა ცოლი გახდები მასთან ერთად წახვალ.
–კარგი არ მაქვს ნერვიულობის მიზეზი მაგრამ რომ მენატრებააა?
–რომ გენატრება უკვე კარგია, ანუ უმისოდ ვეღარ გაძლებ, წამო ავღნიშნოთ დღევანდელი დღე.–ნინიმ ლიზი გიორგისა და კიჭას შორის ჩასვა არ მოაწყინოთო.
–ანუ ვსვამთ–თქვა კიჭამ–ძეტკებო, დღეს რომელი რჩებით ჩემთან რომელმა უნდა გამითბოთ საწოლი?–კიჭამ ბიჭბს გადახედა, დიტომ კიტრი აიღო და ესროლა, მან კი სწრფად დაიჭრა და პირისკენ გააქანა.
ლიზი უყურებდა დიტოსა და ნინის მომცინარ თვალებს, ისინი იმ თვალებში იკარგებოდნენ, ერთმანეთის ანარეკლს უყურებდნენ და უზომოდ უხაროდათ, ლიზის კი უზომოდ ბედნიერი სახე მეგობრის ბედნიერებით. მერე გიოს მიერ გავსებული ჭიქა აიღო.
–ბიჭებო მაპატიეტ რომ სადღეგრძელო მე უნდა წარმოვთქვა პირველი. –მობოდიშებით გადახედა ბიჭებს.
–ხომ იცი მე არ ვსმავ ქორწილამდე–ღიმილით უთხრა დიტომ და ნინის საფეთქელზე აკოცა.
–მე საჭესთან ვზივარ, ჩვენ რძალუკას რა გიჟური იდეა მოუვა ხომ უნდა დავაკმაყოფილო, ხოდა ამ უსქესოს კითხე თუმცა არა მგონია წინააღმდეგი იყოს.–უთხრა გიომ.
–ვინაა ბიჭო უსქესო გინდა დაგიმტკიცოო?–აენთო კიჭა. მაგრამ მერე მალევე ჩაცხრა–გეჟოო, წამო მიგტყიპოვო.
–კარგი, მაშინ მე ვიტყვი გეწყინებათ?–როცა მეგობრებისგან უარყოფა მიიღო დაიწყო.
–ბავშვებო, ნინის ბავშვობიდან ვიცნობთ, ბაღიდან სკოლიდან ერთად მოვდივართ, მშობლები მეგობრები არიან, ამანაც განაპირობა ჩვენი ურთიერთობა. მგრამ ნინი იმდენად სუფთა და სათუთია ძნელია არ გიყვარდეს და არ გინდოდეს მუდამ მასთან ყოფნა. ის მუდამ ჩემ გვერდით იყო როცა მჭირდებოდა, არ მჭირდებოდა, ჩემი ცხოვრებიდან გავგდე, მაგრამ ის ისევ ჯიუტად და ურყევად იდგა ჩემს გვერდით, საკუთარი თავი მეზიზღება, მაგრამ ეგოისტურად მშურს იმის რომ ნინიმ იმ დღეებში მართლა არ მიმატოვა და არ წავიდა, მშურს საკუთარი თავისიც კი ნინი რომ მყავს, მიყვარს იმ ადამიანივით რომელსაც ჩემი დედმამიშვილი ქვია. ჩვენ ერთმანეთს დობა გავუწიეთ, მაგრამ მე ისეთი და არ ვიყავი რომელიც მას ეკუთნოდა. მე ისეთი და და მეგობარი არ ვიყავი რომელელსაც იმსახურებდა.
მერე მერე იყო დიდი ტკივილი რომელიც ერთად გადავიტანეთ, მერე ჩემთან ლუკა გამოჩნდა, ყველა ისეთი ბედნიერები ვიყავით, მერე მე ჩემმ ეგოიზმა და სიჯიუტემ მძლია და ლუკაც დავკარგე, მერე იყო შავი–ბნელი სამყარო, რომელშც ნინი ანათებდა მუდამ, ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, მაგრამ მონასტრიდან დაბრუნებულმა, მალე სანდროს სიკვდილი გავიგე ისევ ცუდად გავხდი, ნინი ისევ ჩემს გვერდი იყო. ბოლოს რომ მივხვდი საშინლად ვიქცეოდი, ნინის დავურეკე სასწრაფოდ მოდი ჩემთანთქო და ყველაზე მეტად საკუთარი თავის შემრცხვა. ლიზი ხომ კარგად ხარ სად ხარ ახლავე მოვდივარო. ყველაზე მეტად მაშინ მეტკინა გული, როცა მისი შეშინებული თვალები დავინახე. ნინი ვიცი ვერასდროს ვერ გადავიხდი შენი მეგობრობის საფასურს მადლობა ღმერთს რომ შენ მყავხარ, მადლობა ყველა იმ წუთისთვის რომელიც ერთად გავატარეთ და მადლობა იმდენი გამძლეობისთვის და ბოდიში იმ ტკივილისთვის მე რომ მოგაყენე. –ლიზიმ ჩაისუნთქა, ცოტა ხანი შეისვენა რამდენიმე წამით, ბავშვებს, იქ მჯდომ მეგობრებს გადახედა, რომლების სულ განაბულები უსმენდნენ ლიზის, ნინი! ნინი კი ამღვრეული თვალებით დიტოს მხარს მიყრდნობილი ხმას ვერ იღებდა, ლიზიმ კი განაგრძო– ნინიმ დიტოს შესახებ რომ მითხრა, სიხარულისგან გავგიჟდი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, რა გამეკეთებინა, ად დავმჯდარიყავი, რას ვფიქრობდი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, უსაზღვროდ და უზომოდ მიხაროდა მისი ბედნიერების. დიტო შენი გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში შოკი იყო. როგორც ტორნადო ისე შემოიჭერი ჩვენს ცხოვრებაში და სამუდამოდ დარჩი. ვუყურებ ნინის და ვხვდები რომ შენ ის ხარ ვისაც ნინის ჩავაბარებ, რომელიც მთელი ცხოვრება გაუფრთხილდება, თქვენს თვალებში აკიაფებულ ვარსკვლავებს ვხედავ და მიხარია, მიხარია რომ თქვენ ის შემთხვევა ხართ რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს და ანგელოზებმა უკვე გადაწყვიტეს თქვენი ამბავი ზეცაში. ყველაზე დიდ ბედნიერებას გისურვებთ ვისაც სადმე ვინმესთვის უსურვებიათ. ამას სხვა დროს ვერ გეტყოდით, ან ახლა ან არასოდეს, მაგრამ მინდოდა რომ გცოდნოდათ.
–რძალო მიყვარხარ მე შენ... შენ ჩემი და ხარ... – მივიდა და დიტომ ჯერ შუბლზე აკოცა შემდეგ კი გულში ჩაიკრა.
ნინი?! ნინი უბრალოდ ჯდა და ცრემლებით იფუჭებდა მის უნაკლო მაკიაჟს, ამის შემხედვარე ლიზი მასთან მივიდა და გაუღიმა.
–ამ მაკიაჟის გამო დილით სტილისტი ლამის მაცემინე და ახლა უბრალო ცრემლებით აფუჭებ?–ღიმილით უთხრა ლიზიმ.
–უკვე მნახა დედამთილმა და დანარჩენმა უკვე იცით ჩემი უმაკიაჟო სახე–ცრემლიანი თვალებით გაიღიმა ნინიმაც.
–ახლა დამშვიდდი კარგი რა? რა გატირებს?–მის გამხნევებას ცდილობდა ლიზი.
–ლიზი შენ იცი რა მონოლოგი წაიკითხეე? შენთვის უბრალოდ ბოდიშის მოხდა იყო ალბატ, მაგრამ ჩემთვის ჩემთვის ყველაფერი.
–მიყვარხარ ჩემო ლამაზო გოგო.
–მეც მიყვარხარ...– და ორივე ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ცოტა ხანი იყვნენ ასე, სანამ ბოხმა და სასიამოვნო ბარიტონმა დაურღვიათ სიმყუდროვე.
–მე არ ჩამეხუტებით?
ნინიმ იგრძნო როგორ გააკანკალა ლიზის და მერე როგორ გაუთბა სხეული, მისი სამმაგად აძგერებული გულის ცემაც იგრძნო, და უსიტყვოდ მოიცილა ლიზი და უსიტყვოდ დაუთმო მისი ადგილი ლუკას. ლიზის არაფერი უთქვამს მანამ სანამ ლუკა არ ჩაეხუტა და ყურთან არ უჩურჩულა.
–უსასრულოდ მომენატრე.
–შეგეძლო დაგერეკა და მოგეკითხე– უჩირჩულა ლიზიმაც და ყურზე შეუმჩნევლად უკბინა, და სანამ ადგებოდა, გვერდშიც გემრიელად უჩქმიტა.
–ჩვენც აქ ვართ სხავათა შორის–გაიცინა დიტომ. ბავშვები ვაკეთოთ სახლში.
–დიტო–მკაცრად უთხრა ლიზიმ და სახეზე აწითლდა.
–მოდი შემოვუსხდეთ მაგიდას, ზეგ უკვე გათხოვილი ვიქნები და თქვენთვის არ მეცლება.–უთხრა ნინიმ მეგობრებს და დიტოს თვალი ჩაუკრა.
ლუკამ ლიზი მოისვა გვერდით, მისი ხელი ჩაბღუჯა და თითებით ეფერებოდა. დიტომ ნინი. გიო და ეკა ისევ გვერდი გვერდ ისხდნენ ოღონდ ცდილობდნენ ძალით დისტანცია დაეცვათ რაც გიორგის არ გამოდიოდა და უნებლიე მოძრაობებს აკეთებდა რასაც ეკას თვალების ბრიალი და მსუბუქი მუჯლუგუნი მოყვებოდა.
მერე გვიანობამდე შემორჩენ მაგიდასთან, ორი ჭიქის შემდეგ ლიზიმ ლუკას ჩაცმულობას მიაქცია ყურადგება, ისევ სმოკინგში იყო და ისე სიმპატიურად გამოიყურებოდა, თვალები აენთო და ეგოისტურად უხაროდა ,,ესჩემი ბიჭიაო“გაიფიქრა. მერე იყო სიმღერები და ლუკას ნათქვამი.
–ხუთი დღე თქვენთან ვარ და არსად მივდივარ რძალის განკაგულებაში ვარო–ამ ამბავს დიდი ყიჟინა მოყვა, რის შედეგადაც ნინის დედა შემოვარდა.
–ხომ კარგად ხართ ბავშვებოვო?–რომ გაიგო რას მოყვა მათი ასეთი ხმაური, ხელი ჩაიქნია.
–გაიზარდეთ, პატარები აღარ ხართ, თხოვდებით, ცოლი მოგყავთ, სერიოზული სამსახურები გაქვთ, მაგრამ ისევ ისეთი ბავშვური გამოხტომები გაქვთ, ვერ გაიზარდეთ აქამდე და ისევ ესეთები დარჩებითო.– სიყვარულით სავსე თვალებით მიანათა იქ მყოფებს ეკამ და ისევ მარტომ დატოვა ახალგაზრდები.
–აუ ხვალინდელი საღამო უკვე დაგეგმილი გვაქვს ხოომ?–მაცდური ღიმილით გადახედა კიჭამ დიტოს.
–მოიცა რა საღამო?–თვალების ბრიალით გადახედა ნინიმ.
–არაფერი უბრალოდ ცოტა უნდა ავღვნიშნოთ, მარტოხელობას ემშვიდობება–გაეცინა გიოს.
–მოიცა მე მარტო უნდა ვიყო ხვალ საღამოს?–ცრემლებს ძლივს იკავებდა ნინი.
–რატომარტო? ჩვენ უკეთესი იდეა გვაქვს–ეშმაკურად გაეცინა ლიზის–მშვენივრად გავერთობით მამაკაცების გარეშე, ესენი მხოლოდ ხელს შეგვიშლიან, იქ სადაც წავალ ამათ იქ არაფრი არ ესაქმებათ.
–სად მიდიხართ–ერთდ იკითხა კისერზე ძარღვებ დაბერილმა ლუკამ და დიტომ.
–ეგ თუ გითხარით ხომ ჩაგვეშალა ხვალინდელი დღე.
–ან იტყვით სად მიდიხართ, ან არადა დაისჯებით და პირდაპირ ჯვარს დავიწერთ ხვალვე– სულ სხვა სტიქიაში იყო დიტო.
–ჩვენ არც ერთმა არ ვიცით–ამდენ ხანს ჩუმად მყოფმა ეკამ გსცა დიტოს კითხვას პასუხი.
–აბა, თუ არ იცით სად მიდიხართ, როგორ მიდიხართ ან სად?–ახლა ძალით სიმშვიდე შენარჩუნებულმა ლუკამ იკითხა.
–ანასტასია და მარი აგვარებენ მაგ ამბებს.–სრულიად მშვიდად პასუხობდა ეკა.
–ანასტასია?– გაოცებულ–გაბრაზებულ–გაცეცხლებულმა იკითხა დიტომ.
–ხო რა მოხდა?–სრულიად მშვიდად იკითხა ნინიმ რომელც ღიმილს ვერ იკავებდა.
–არა უბრალოდ ვიკითხე– ძალით მშვიდი სახის ნიღბით უთხრა დიტომ.
რატომ ანასტასია და მარი? იმიტომ რომ ეს ორნი ერთად საშიშნი იყვნენ, საუკეთესო მეგობრებს დაუვიწყარ საღომოს მოუწყობდნენ, ეს ამ მაგიდასთან მჯდომმა ყველა იცოდნენ, მაგრამ ერთი იყო, მათმა ზღვარი არ იცოდნენ, გრანდიოზული წვეულება, ღია ცის ქვეშ, მშიდი გარემო, მაგრამ შეიძლებოდა რაემ უნებური სიურპრიზი აღმოჩენილიყო, ნახევარი თბილისის უცოლო ბიჭები, ან თუნდაც დაუფარავად დახურული წვეულება სტრიპტიზ კლუბში, მხოლოდ ერთი მოცეკვავით. ანასტასიას ფანტაზიებს საზღვრები არ ქონდათ, არ იცოდა რა იყო ზღვარი. ახლა კიდე მარიც დაემატა, ორი გადარეული ერთად, ბიჭებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ბიჭების წვეულება აღარ გაიმართებოდა
ყველანი მშვიდად იყვნენ, ნინიმ წინასწარ გააცვნო ბიჭებს მეორე დღის გარნიგი, სამ საათამდე ყველაფერი მზად უნდა ყოფილიყო, მერე გოგონებს საქმეები გვაქვსო განაცხადა. ნინის ყოველ სიტყვაზე და ლიზის ჩუმ ჩაცინებაზე დიტოს და ლუკას ყელზე ძარღვები ეჭიმებოდათ. ეკას ძლივს იკავებდა თავს ხმამაღლა რომ არ დაეწყო სიცილი როცა გიოს დამუშტულ ხელებს უყურებდა მაგიდის ქვეშ, ეკას ჩუმ სიცილზე კი უარესად ბრაზდებოდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა, სათქმელი ბოლოდე არ ეთქვა და არავითარი უფლება ქონდა რამე დაეშალა მისთვის, ეკა კი ყველაფერს მისი ჯინით აკეთებდა ოხ ესს გოგონები...
–მოკლედ–დაიწყო ნინიმ
–ხომ ვთქვი ჩემი დალევა არ შეიძლებათქო–თქვა გიომ და ნინის გაუღიმა.
–ჯერ შენამდე არ მოვსულვარ–ნინიმაც საპასუხო ღიმილი ესროლა, შემდეგ ლუკას მიუბრუნდა–შენ ხვალ ათზე ლიზის მიაკითხავ, წაიყვან კაბის გამოსატანად, მოხალთ ჩემთან მაჩვენებთ და დატოვებთ კაბას, ხვალ აქ ვიცმევთ, მერე წაიყვან საქმეები აქვს, სადაც გეტყვის გააჩერებ და მანქანაში დაელოდები, არავითარ შემთხვევაში არ გადახვალ მანქანიდან.
–ესენი მგონი რაღაცას აპირებენ – გიოს და ლუკას გადაულაპა დიტომ და ტელეფონი აიღო ნაცნობი ნომერი აკრიბა და ოთახი დატოვა.

............................................
ბავშვებო მაპატიეთ, ამდენ ხანს რომ გალოდინეთ, ვერ ავტვირთე, მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე კომპთან მიწევს ჯდომა, მაინც ვერ ვიცლი დასაწერად, იმედია მომდევნოს მალე დავდებ... მადლობა რომ კითხულობთ და მამხნევებთ... მიყვარხართ მე თქვენ... ძალით მოდიალიანოო, ვიცი რომ ცნობისმოყვარეობა არ მოგასვენებს და წაიკითხავ...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ბავშვებო ეს ის თავი არააა რაც მინდოდა, ვეღარ ვწერ... მაგრამ მაინც დავამთავრებ... wink მაქსიმუმ ორ თავში....

 


№2  offline წევრი Annee

თავიდან გადავწყვიტე კარგად გამელანძღე ამდენი ხანი რო არ გაგახსენდა მკითხველები, :დ მარა მერე რომ წავიკითხე ეს თავი სულ გადამავიწყდა წყენა. ძალიან ძალიან მომეწონა. ასეთ ადგილას რამ გაგაწყვეტინა შენ ინტრიგანო! :დდ

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მაგრად გამახარე და გამაბედნიერეე... ნეტა იცოდე შენმა თითოეულმა სიტყვამ რა გამოიწვია ჩემში... ♥♥♥ დიდი მადლობა საყვარელო. ..
Annee
თავიდან გადავწყვიტე კარგად გამელანძღე ამდენი ხანი რო არ გაგახსენდა მკითხველები, :დ მარა მერე რომ წავიკითხე ეს თავი სულ გადამავიწყდა წყენა. ძალიან ძალიან მომეწონა. ასეთ ადგილას რამ გაგაწყვეტინა შენ ინტრიგანო! :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent