შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მა შენს გამო შ უ რ ს ვ ი ძ ი ე ბ...


25-03-2015, 19:54
ავტორი ml99
ნანახია 2 460

ბავშვებო ეს ჩემი პირველი მოთხრობაა იმედია მოგეწონებათ ვიცი ბევრი შეცდომებია მაგრამ იმედია ისიამოვნებთ :)
მა შენს გამო შურს ვიძიებ....
სახლის კარს ვაღებ და შიგნით მამას ყვირილით შევრბივარ
-მა მამიტოო.. მააა. ისევ დამემალე ალა 1.2.3 ვინც დამალული ალალი ჩემი ბლალი ალალი ვყვირი და ოთახიდან ოთახში დავტანტალებ მამას მოსაძებნად რამოდენიმე წუთის შემდეგ ვრჩერდები და უკვე თვარცრემლიანი მივდივარ მამას ოფისისკენ მიუხედავად იმისა რომ იქ შესვლა აკრძალული მაქვს. კარის სახელურს წვალებით ვწევ დაბლა და ოთახში ვიჭყიტები რამოდენიმე წამის შემდეგ მამას ფეხსაცმელს ვამჩნევ და გახარებული ოთახში ყვირილით შევდივარ -გიპოვე მაამიტო
მაგრამ ვჩერდები და ჩემი პატარა ტვინის მიუხედავად ვხვდები რომ რაღაც ისე ვერ არის მამა იატაკზე უგონოდ წევს და არ სუნთქავს მის გარშემო კი წითელ სითხეს დაემკვიდრებინა ადგილი
თვალცრემლიანი ვანჯღრევ უსულო სხეულს და მამას მივმართავ
-მა მამიტო გტხოვ გაიგვიძე ლა გაიგვიძე ლა და გპილდები ლო აგალ შენოვალ შენ ოფისში მალტლა მა მამიტო გაიგიძე ლა მაააა............
-------
ჩემივე ყვირილზე მეღვიძება და ლოყებზე სისველეს ვგრძნობ. 17 წელი გავიდა რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი მომიკლეს დედით ობოლს მამასაც დამაშორეს მაშინ 5 წლის ვიყავი მაგრამ 17წლის შემდეგ მაინც ისევე მტკივა როგორც მაშინ იმ დაწყევლილ დღეს 1998წ 30 ივლისს. ცრემლები მუშტებით მოვიწმინდე და საათს დავხედე ისვ 04:33 წუთს გამეღვიძა როგორც ეს უკვე 17 წელია გრძელდება. ალბათ იტყვეთ 17 წელი, 6188 დღე, უამრავი საათი თუ წუთი , გავიდა ეს კი ისევ მამას დასტირისო. ხო ეს მართლაც ასე მე ვერ დავივიწყებ ამას მე ამით ვცხოვრობ...
---
ვიცოდი რომ ვერ დავიძინებდი ამიტომ ტანსაცმელი ჩავიცვი იარაღი ავიღე, ბუდეში ჩავდე და წელზე დავიმაგრე. სამზარეულოში ჩავედი, ყავა მოვამზადე, სწრაფად დავლიე და მანქანის გასაღებს, მობილურს დავავლე ხელი ჯერ კიდევ ბნელი ქალაქის ქუჩაში გავაბიჯე. მიუხედავად იმის, რომ დილის 4სთ იყო სამსახურში წავედი,ჩვენი შენობის დარაჯ თემოს მივესალმე და ცარიელ ოფისში შევაბიჯე. ჩემს კაბინეტში საქმეების ახალი დასტა დამხვდა,
,,ქეთი შემომიტანდა წასვლამდე" გავიფიქრე და სავარძელზე მოწყვეტით დავეშვი. მაგიდაზე თავი ჩამოვდე, ისევ უნებურად გაიკვალა ცრემლებმა გზა.
----
1997წ.15 ივნისი
რა ლამაზი დღეა რა ნათელი დღეა იმიტომ რომ დღეს მამას პრინცესას დაბადების დღეააა...... სიმღერით შემოვიდა მამა ჩემ ოთახში და 4 წლის შესრულება მომილოცა
- მამას პრინცესა გილოცავ მამი :*
- მადლობა მამიტო 4 სანთელი ჩავაქრე და მამას თვალებანთებული მივაშტერდი
- კაი ახლა მამიკო გავიქეცი მე სამსახურში და დღეს ადრე მოვალ მა
-მააა...
-ხო პრინცესა
- მა...... უკვე ნაწყენმა ვუთხარი
-აჰა ჰმ არა და მეგონა იაფად გამოვძვრები მეთქი :) დამ და დამ და და და..... უცებ ლამაზად შეფუთული ყუთი გამომიწოდა ისეთი დიდი იყო....
ტაში შემოვკარი და ბედნიერად დავიწყე ლამაზი შეფუთვის განადგურება.
-ულააააააა ბალბი და ბალბის სახლი ლა მაგალია მამიკო მიკალქალ ძალიან რა ლამაზია.... ლა ლამაზი თმები აქვს... ვაგრძელებდი ტიტინს და მამას ვუღიმოდი.
-მამას პრინცესა წავედი ახლა მა და მოვალ,მალე დღეს მამუკა ძია და ბექა მოდიან ჩვენთან. მისაღებში პარკებია იქ კი, პრინცესას ვარდისფერი კაბა და გვირგვინია, ხო და ნანა დეიდას უთხარი მოგამზადოს, რომ სტუმრებს დავხვდეთ მე და შენ ხო მამი.
-პლინცესას კაბა მომიტანე ?! ლა მაგარია,მისაღებში დავაპირე გაქცევა, მაგრამ კართან შევჩერდი და მამასკენ მოვტლიალდი -მადლობა მამიკო და მე სენ მოსვლამდე მოვემზადები და კიდე მიკვალქალ ვუთხარი მან კი გამიღიმა და ხელები გაშალა მეც გავიქეცი და ჩავეხუტე.....
-----
მე ანაბელ ბაბელაშვილი ვარ 25 წლის, მიუხედავად რთული ცხოვრებისა იურიდიულ ფაკულტეტზე 100% გრანტით ჩავაბარე და ახლა უფროსი გამომძიებელი ანაბელ ბაბელაშვილი ვარ. მამა დავით ბაბელაშვილი სიცოცხლის ბოლომდე,ღირსეული დეტექტივი და სამაგალითო მამა იყო ჩემთვის. ერთხელ მახსოვს მამა პოლიციის ფორმა მაჩუქა,მიუხედავად იმისა რომ 5 წლის ვიყავი და ჟილეტი წარწერით "კრიმინალური პოლიცია"10 ზომით დიდი იყო, ყველა პრინცესას თუ ბარბის კაბას მერჩივნა და ტანიდა არ ვიხდიდი. მახსოვ ერთხელ მამას კალთაში დამეძინა
დილით, რომ გამეღვიძა ჟილეტი არ მეცვა და ტირილი დავიწყე, tმამას გაეღვიძა როდესაც,გაიგო რატომ ვტიროდი ჟილეტი ჩამაცვა და მითხრა:
- კარგი პრინცესა შენ როგორც გინდა, მაგრამ არ ჯობდა პრინცესას კაბა ჩაგეცვა და პარკში ისე წავსულიყავით?
-არ მინდა მე პრინცესას კაბა. ტუჩები სასაცილოდ გამოვბურცე და მომღიმარ მამას ენა გამოვუყავი. იმ დღეს მართლაც ვიყავით პარკში.
-ანი მა ბამბის ნაყინი არ გინდა ?
-კი მა, ვარდისფერი,ბევრი. მამას გაეცინა და დამრიგებლურად მომმართა:
-კაი მა, წავალ გიყიდი,მაგრამ აქედან ფეხი არ მოიცვალო.აწითლებულ ლოყაზე მაგრად მაკოცა და ბამბის ნაყინის საყიდლად წავიდა .
ბამბის ნაყინთან დიდი რიგი იყო, ამიტომ მოცდა მომიწია,ფეხებს ჰაერში ვაბაკუნებდი და თითებზე ვთამაშობდი. თავი მაღლა ავწიე,ჩემნაირი ჟილეტის დანახვისას ტაში შემოვკარი და მაღალ სილუეტისგენ გავიქეცი,ჟილეტზე მოვქაჩე
-ბიძია პოლიციელო !!!
-აბა აქ რას აკეთებ პატარა ქალბატონო ხელში ამიყვანა და დამაკვირდა ?!
-მეც მაქვს თქვენნაილი ჟილეტი ბავშვურად ნიშნის მოგებით მივმართე! მას გაეცინა
-აბა მითხარი საიდან გაქვს?! მე კი ენის ტლიკინით ყველაფერი ვუამბე.
როდესაც მოყოლა დავამთავრე მამიკო დავინახე და პოლიციელის ხელებიდან გავინთავისუფლე თავი,მამაასკენ გავიქეცი
-მამიტოო!!!!
-ოხ ანაბელ როგორ შემაშინე მამა, ასე აღარ მოიქცე, გამიწყრა დავითი და გულში ჩამიკრა.
-თქვენ ალბად ამ პატარა, ცელქი, გოგონას მამა ხართ ლეინტენანტი სამხარაძე ხელი გამოუწოდა მამას
-დეტექტივი დავით ბაბელაშვილი. მადლობა,რომ შეაჩერეთ ეს ცელქი,ალბად რაიმე სასუსნავი დაინახა და ვეღარ მოითმინა ისეთი მსუნაგია,მამიკოს პრინცესა ხო მა ?
-სულაც ალა ნახე მა ამ ბიძიასაც ცემნაილი ჟილეტი აქვს !
-ხო მამიკო
- ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ,ქალბატონო ანაბელ მომესიყვარულა ლეიტენანტი სამხარაძე
-მა ნახე ის რა ცუდი კაცია! როგოლ უბლაზდება იმ ბიწს! იცი ბიძია მივმართე ლეიტენანტს - მე ლომ დიდი გავიზლდები პოლიციელი გამოვალ იმ ბოლოტ კაცს დავიწილ იმ ბიწს ლომ ატილებს! :@ ვთქვი გავბრაზებულმა და მუშტები შევკარი.
სამხარაძემ და მამამ გულიანად გადაიხარხარეს, მაგრამ მიუხედავად ჩემი მცირე ასაკისა მაინც კარგად მახსოვს მამას თვალებში სევდა. ამას ვერასდროს დავივიწყებ,იმიტომ რომ ამით ვცხოვრობ,ყოველ დღე თუ ღამე, ამიტომაცაა რომ ეს ყველაფერი ასე კარგად მახსოვს.
------
წარსულს და ფიქრებს ბექას ხმამ მომწყვიტა. -ანაბელ კარგად ხარ ?
-კი კი ბექა კარგად ვარ
-ისევ ტიროდი ხო, ისევ ის სიზმარი გაწუხებს ?!
-კი ბექა რომელია საათი ?
-ცხრის ნახევარი
- ღმერთო რამდენი დრო გასულა !
-ანაბელ ახალი პატიმარი გვყავს,ნიკა სისხლაძე, ბრალი ედება,ქონების უკანონო მითვისებაში და განძრახ მკვლელობაში.
მასზე ინფორმაცია შავ საქაღალდეშია. კარგი მე ახლა გავალ ბევრი საქმე დამიგროვდა.
-კარგი ბექა მადლობ.
წელში გავსწორსი და მუშაობას შევუდექი.გუშინ დავხურე ,,ჯუღაშვილის" მკვლელობის საქმე მაგრამ დღეს სისხლაძის საქმე გადმომაბარეს, ვერაფერს იტყვი ამ კვირაში მიმართლებს. ჩემი სამსახური ზედმეტადაც კი მიყვარდა, მაგრამ ყველაზე მეტად მამაჩემის საქმის გამოძიება მინდოდა. არ მჯერა და არც არასოდეს დავიჯერებ იმას, რომ მამაჩემმა თავი მოიკლა ეს ასე არაა, მამაჩემი მოკლეს ამაში 100% ვარ დარწუმუნებული, სანამ მე თვითონ არ გამოვიძიებ და შურს არ ვიძიებ მამაჩემის მკვლელებზე არ მოვისვენებ, მაგრამ ჩვენი განყოფილების უფროსი, მერაბი ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო,არ მაძლევს გამოძიების უფლებას ამბობს,რომ ეს ძალიან საშიშია და ჩემნაირი თანამშრომელის დაკარგვა არ სურს, მეც უკვე 3 წელია მოთმინებით ველოდები როდის მოვა ჩემი შურისძიების დღე.
-როგორციქნა მოვრჩი ფორმალობების მოგვარებას და შავი საქაღალდის გადახედვის დრო დადგა.
------
სახელი გვარი.- ნიკოლოზ სისხლაძე
ასაკი- 29 წლის
პროფესია -ბიზმესმენი კომპანია "ADL-ეიდიელის" მფლობელი.
ძალიან დამაინტერესდა ასეთი ავტორიტეტის და ქონების პატრონს, რატომ ედებოდა ბრალად სისხლის სამართლის დანაშაული.
-ანაბელ მერაბი გიხმობს კაბინეტში.
-კარგი მოვდივარ.
----
-ანაბელ როგორ ხარ (ბატონი მერაბი)
-კარგად მერაბ,მაგრამ უკეთესად ვიქნებოდი ჩემთვოს მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიების უფლება რომ მოგეცა,გამწყრალმა გადავხედე უფროს მან კი თავი გააქნია და დაიწყო ისევ თავისი უცვლელი მონოლოგი
-ბაბელაშვილი ხომ იცი, რომ მამაშენის მეგობარი ვიყავი და ყველაზე უკეთ მე ვიცნობდი მას. მან თავი მოიკლა და არა მოკ....
-მომისმინე მერაბ ის მამაჩემი იყო გესმის მას კარგად ვიცნობდი, ის მე არასდეოს დამტოვებდა მარტო, თავისი ნებით, ამას არასდროს გააკეთებდა გასაგებია! გაღიზიანებულმა შევაწყვეტინე სიტყვა
მან თავი გააქნია და მომმართა -კარგი იყოს შენ როგორც გინდა, მაგრამ ერთი პირობით, ჯერ სისხლაძის საქმე დაასრულე ხომ იცი რა ჩახლართული საქმე და კიდევ მამაშენის საქმედან არაფერი გამოვა არ აქვს გამოძიბას აზრი ...
მაგიდის უჯრა გამოწია და საქაღალდე მომაწოდა
-აი ამ საქაღალდეშია მამაშენის თვითმკვლელობის საქმე სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა და საქაღალდე გადმომცა.დაბნეულმა გამოვართვი და კაბინეტიდან გამოვედი. 3 წელია ამ მომენტს ველოდებოდი, მაგრამ ახლა შიშმა მომიცვა. სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე, მამას გარდაცვალების საქმის გადახედვას ახლა ნამდვილად ვერ შევძლებდი.
-ანაბელ
-ხო ბექა
-მსჯავლდებული ნიკა სისხლაძე გადმოიყვანეს და დაკითხვის ოთახში გელოდება.
-გასაგებია მოვდივარ.
საქაღალდეს ხელი დავავლე და დასაკითხი ოთახისკენ წავედი.
-მოგესალმებით უფროსი გამომძიებებლი ანაბელ ბაბელაშვილი
-მოდი ფისო ფორმალობების გარეშე მე არაფრის თქმას და აღიარებას არ ვაპირებ! და თუ ისევ გინდა იცოცხლო ამ საქმეს ჩამოცილდი.
-მომისმინე მე შენი ფისო არ ვარ შენი საქმე არაა გამოვიძიებ თუ არა,ამ საქმეს და რაც შეეხება აღიარებ თუ არა, რამეს ამას ვნახავთ.
ახლა კი რასაც გეტყვი იმას გააკეთებ თუ არ გინდა, რომ ახალი სახლი შენთვის ჯოჯოხეთად გადაიქცეს!
-ოჰო ეშმაკს კლანჭებიც ჰქონია მომისმინე ძუ...ნა ფეხზე წამოდგა და ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა-თუ არ გინდა რომ მამაშენის ბედი გაიზიარო ამ საქმეს ჩამოშორდი!
-შენ შენ საი..დან იცი.. მამაჩ...ემის შეს..ახ.ებ
-მე შენზე ყველაფერი ვიცი ფისო.
ხელი ძლიერად ვკარი და ოთახი გამწარებულმა დავტოვე.
-ანაბელ რა მოხდა !
დამეწია ლიკა
-ყველა ნაგავი როგორ მე უნდა გადამეყაროს!
-და სიმპატიურიც გაიღიმა
-ისეთი ჟიუტი, უჟმური და თავხედია, არც კი შემიმჩნევია მისი გარეგნობა! თავის გვარს ამართლებსბ სისხლს მიწამლავს დავიჭყანე დაქალს გაეცინა მე კი მხარი ვკარი.
-წამოდი ყავა დავლიოთ
-კარგი
----
სამსახურიდან 10 საათზე გამოვედი,სახლში წასვლა ნამდვილად არ მინდოდა ვიცოდი ისევ წარსული გამახსენდებოდა და გული მეტკინებოდა. ამიტომ გზიდან გადავუხვიე და რომელიღაც კლუბში შევედი. სიტუაცია ჩვეულებრივი და აუტანელიც კი, სასმელი შევუკვეთე 1,2,3,4,5... ჭიქას ჭიქაზე ვსვამ და თანდათან ვშორდები რეალობას.გვერძე ვიღაც მიჯდება და ჩემთვის სასმელს უკვეთავს, ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ვცეკვავ მასთან, შეურაწყოფას მაყენებს ვცდილობ მისი მკლავებიდან განვთავისუფლდე, მაგრამ უშეგოდ ვგრძნობ, როგორ მაშორებენ უცნობს და 3 კაცი მას მუშტით იშორებს. მე გული მიმდის და ერთ-ერთის ხელებში ვექცევი.
---
დილით ხმაური მაღვიძებს ვიღაც ზარს რეკავს. თვალების ფშვნეტით ვდგები და კარს ვაღებ უკვე შუადღეა
-ლიკა?!
-ანაბელ როგორ შემაშინე სად ხარ ამდენხანს ?!
-მეძინა ლიკა რა ხდება?
-დილიდან შენთან დაკავშირებას ვცდილობ სამსახურში, რომ არ დამხვდი აქ მოვედი და მთელი ნახევარი საათია ზარს ვრეკავ გუშინ რა მოხდა?
- ღმერთო !
გუშინ კლუბში ვიყავი,ბევრი დავლიე, მერე ვიღაც ამეკიდა და საბოლოოდ არვიცი აქ საიდან მოვხვხვდი არ მახსოვს
-რააა!
-----
მოვწესრიგდი და ლიკასთან ერთად სამსახურში წავედი, ბექამ როგორც ყოველთვის დამტუქსა, საბუთები მომაწოდა და სისხლაძის დასაკით ოთახამდე გამაცილა.
-ბექა თავი საშინლად მტკივა ერთი უხსნადი ყავა მიყიდე გთხოვ!
-კარგი
ოთახში შესვლისას სისხლაძე არ დამხვდა, საბუთები მაგიდაზე დავაწყვე და თავიც ჩავრგე ხელებში.
რამოდენიმე ხანი ასე ვიყავი, ვიღაცის მზერას ვგრძნობდი ბოლოს თავი ავწიე და ჯიქურად შემყურე სისხლაძეს დავაკვირდი.
-ოხ გვიკადრა ქალბატონმა და გვაღირსა ყურადღება ნაგლურად გაიღიმა სისხლაძემ.
-სისხლაძე შენი ნერვები არ მაქვს სასწრაფოდ მოვრჩეთ საქმეს მეჩქარება!
-რაო იმ ნა....რს უნდა შეხვდე ბარიდან
- რაა? შენ საიდან იცი ?
-მე ყველაფერი ვიცი შენზე ლამაზო.და კიდევ მაგ ნაგავს არ შეხვდები თუ არგინდა რომ საბოლოოდ ჩააძაღლოს ჩემმა ხალხმა .
-სულ ფეხებზე შენი აზრი და არც შენი დაცვა მჭირდება, ვინ ხარ საერთოდ, რომ რამე ამიკრძალო? ერთი ნაგავი მკვლელი და მანიაკი.
დავინახე როგორ დაებერა ძარღვები ჩემს სიტყვებზე, მუშტი ძლიერად დაარტყა კედელს და ჩუმად მაგრამ გასაგონად შეიგინა.
-შენ საერთოდ არაფერი იცი ჩემზე და გირჩევნია სიტყვებს დაუკვირდე.
-ჰმ მართლა სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობ, მაგრამ ამის საშვალებას ვინ მაძლევს? არც არავინ, მაგრამ ამ საქმეს მაინც გამოვიძიებ მკვლელო! შენ გარეშეც.
რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლაძეს არ შევხვედრივარ მთლიან დროს მის საქმის გამოძიებას ვუთმობდი.
როგორც შევიტყვე სისხლაძეს ვინმე გიორგი მაჩაბელის მკვლელობის ედებოდა ბრალდებად . თვითმხილველი კი გოჩა თავაძე იყო. გოჩა თავაძე ამტკიცებს, რომ 18 მაისს 9სთ-ზე სამსახურიდან ბრუნდებოდა, როდესაც შენიშნა როგორ დაჭრა ცივი იარაღით, ნიკა სისხლაძემ გიორგი მაჩაბელი, შემდეგ კი მკვლელობის ადგილიდან მიიმალა.
-------
სისხლაძის დასაკითხად მივდიოდი დაცვას მივესალმე და ვთხოვე კარი გაეღო, მაგრამ მითხრა რომ მასთან მნახველი იყო და მოცდა მომიწევდა. რამოდენიმე წუთში კარი გაიღო და ქერათმიანი გოგონა გამოვიდა საშინლად გავღიზიანდი. მომესალმა
-გამარჯობა თქვენ ალბად ანაბელი ხართ
-დიახ
-მე კატო სისხლაძე ვარ ნიკას და, მინდა გითხრათ, რომ მკვლელობის დღეს ნიკა შვედეთში იყო თავის ბიზნესპარტნიორებთან პრესკომფერეციაზე.
-კარგით გასაგებია.
-ძალიან გთხოვთ დაეხმარეთ ჩემ ძმას
-ვეცდები ვნახოთ რა გამოვა!
----
მესიამოვნა, რომ კატო ნიკას და იყო და არა საყვარელი, შეყვარებული,ან თუნდაც საცოლე. ანაბელ რა სისულეელეებზე ფიქრობ. გავუბრაზდი ჩემ თავს და ოთახში შევედი .
-გამარჯობა ნიკა
-.....
-არც დღეს აპირრბ ჩემთან ლაპარაკს?
-გოჩა თავაძეს რატომ შეხვდი ?! მითხრა გაღიზიანებულმა
-შენ საქმეს ვიძიებ არ გახსოვს?
-მეორედ აღარ შეხვდები გასაგებია
-მომისმინე შენი საქმე არაა, ვის შევხვდები და ვის არა და საერთოდ ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა და როცა მინდა მაშინ შევხვდები.
ეს სიტყვები ვთქვი თუ არა ფეხზე წამოდგა, გაცეცხლებული ჩემსკენ იწევდა, მე კი უკან, ვიხევდი ბოლოს კედელთან ამაყუდა. ( ასეთი სუსტი მხოლოდ მასთან ვხდებოდი)
-მომშორდი ხელი ვკარი, მაგრამ ოდნავადაც არ შეტოკებულა.
-ხენ ჩემი ხარ და ვერავის ვერ შეხვდები გასაგებია დაიყვიტა და უფრო მომიახლოვდა. შეწინააღმდეგებას ვაპირებდი,მაგრამ ტუჩებზე დამაცხრა და გამაბრუა. ხელი ძლიერად ვკარი და გვერდით გავწიე, მაგრამ უშედეგოდ ისევ ჩემსკენ წამოვიდა, ბუდიდან იარაღი ამოვიღე და შუბლზე მივადე.
-სწრაფად მიდი დაჯექი.
მას გაეღიმა და სკამისკეს ხელაწეული წავიდა.
----
ოხ სისხლაძე როგორი სიმპატიური, მაგრამ ნაგლი ხარ. გავიფიქრე და ჩემი კაბინეტის კარი შევაღე.
-------
-ანაბელ როგორ ხარ ?
-რავიცი ბექ შენ ?
-ვარ რა! რომ მთხოვე გაგირკვიე ის საკითხი, მართალი ხარ ნიკა მკვლელობის დღეს შვედეთში იყო პრესკომფერენციაზე კომპანია LXU-სთან. ნალექის გამო რეისი გადაიდო და რამოდენიმე საათის შემდეგ განხორციელდა. სისხლაძე კი გამოდის რომ დაახლოებით ღამის 1 საათისთვის იქნებოდა საქართველოში. ახალმა ამბავმა ძალიან გამახარა.
-რა ხდება ანაბელ ეს ამბავი რატომღაც ძალიან გაგიხარდა რამეს ხომარ მიმალავ ? ხომ არ შეგიყვარდა ჩვენი პატიმარი? ბექამ გადაიხარხარა მე კი კალამი გავუქანე თავში და მიზანისთვის არც ამიცილებია.
-ეუუუ გოგო მეტკინა
-ეგ მაშინ უნდა გეფიქრა, როცა ენას მიტლიკინებდი. დავეჭყანე და ვანიშნე ოთახი დაეტოვებინა, მაგრამ გასვლამდე სიტყვა დავაწიე
-ბექა ნიკოლოზის ადვოკატს შეატყობინე რომ მასთან შეხვედრა მინდა
-არის სერ ! მითხრა ღიმილით და კაბინეტი დატოვა.
----
მეორე დღეს ნიკას ადვოკატს შევხვდი და საჭირო დოკუმენტი გადავეცი. რამოდენიმე დღეში სისხლაძე თავისუფალი იქნებოდა. გირაოს გადახდა მაინც მოუწევდა, მაგრამ მისი ქონების პატრონს ეს არ გაუჭირდებოდა.
---
როგორც იქნა მამას საქმის მასალებს გადავხედე მკვლელობა 1998წ 30ივლისს 18:56 სთ მოხდა როგორც მეზობლები ამბობენ გასროლის ხმა, რომ გაიგეს ნახევარი საათის შემდეგ შევიდნენ სახლში. მაგრამ აქ რაღაც შეცდომაა, კარგად მახსოვს რომ მკვლელობა დილის საათებში მოხდა. მიუხედავად ჩემი პატარაობისა ამის დავიწყება ხომ შეუძლებელი იყო ჩემთვის. ყოველ ღამე მამასთან შეხვედრის ბოლო დღე მესიზმრებოდა. გადავწყვიტე არქივში ჩავსულიყავი და ვიდეო კამერის რაიმე ჩანაწერი თუ მაინც არსებობდა მეპოვნა. მაშინ პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობდით მე და მამა. ჩვენი სახლის გვერდით კი ს
ბანკის ფილიალი იყო და რათქმაუნდა კამერებიც.
-იოანე როგორ ხარ ? მივესალმე ჩემს თანამშრომელს რომელსაც არქივის საბუთები ებარა
-კარგად ანაბელ შენ?
- რავიცი ვარ რა
-ახალი საქმე გაქვს ხო ამჯერად რას იძიებ?
-მამაჩემის მკვლელობის საქმეს!
-რითი შემიძლია დაგეხმარო?
-1998წ 30 ივლის ჭავჭავაძეზე საქართველოს ბანკის ფილიალის ვიდეოკამერით გადაღებული მასალა მჭირდება შეგიძლია მიპოვო ?
-შევეცდები მაგრამ ძნელი იქნება! ხვალ მოგიწევს მოსვლა დღეს ნამდვილად ვერ ვიპოვი.
-კარგი იო მადლობა წინასწარ! ხვალამდე.
-კარგად
იმ ღამეს ცუდად მეძინა 2სთ ზე მოვახერხე დაძინება, მაგრამ დილის 04:33 წუთზე ისევ წარსულის კოშმარმა გამაღვიძა. ისევ წავედი სამსახურში, ცარიელი ქალაქი, ცარიელი ქუჩები, ცარიელი ოფისი და ცარიელი გულიც კი, დიახ მე შემიყვარდა, პირველად და ეს ნიკა სისხლაძე იყო, უმისობა აუტანელ ტკივილს მგვრიდა, ორი კვირა გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვივიწყებ. მასთან შეხვედრას, რომ ვიხსენებ სახეზე უნებურად ღიმილი მეფინება, მაგრამ ეს მხოლოდ ღამით რადგან დღისით საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევ მასზე ფიქრმა გამოძიებაში ხელი შემიშალოს.მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი გული მხოლოდ მას ეკუთვნის მხოლოდ მას .
-----
-ბელ დილამშვიდობისა როგორ ხარ?
-დილამშვიდობისა ბექა რა გჭირს დღეს რაღაც მხიარული ხარ.
-აბა რა მოსალოცად გაქვს საქმე ბელსსს.
-ვუჰუუუ მართლა აბა რა ხდება!
-სამსახურში ყველაზე მაგარ გამომძიებელს, ყველაზე სიმპატიურს,შენ ერთგულ მეგობარს ცოლი მოჰყავს ჰალსტუხი შეისწორა და გამიღიმა.
-ვაუუუ გილოცავ გადავეხვიე - ვინა არის ის ბედნიერი? ამას ახლა უნდა ვგებულობდე შე საზიზღარო ? მუჯლუგუნი ვკარი და გავუღიმე.
-აუ რა ვიცი გაგაცნობ ქორწილი 2 თვეშია
-ასე მალე
-აბა რა გოგო, შენნაირად დამწნილებას კი არ ვაპირებ.
-შენ ნუ გეშინია მე საკუთარი თავი შინაბერა გამომძიებელის სტატუსითაც მომწონს (სინამდვილეში კი ეს გულსაც კი მტკენდა)
-ხო მართლა შენი ბიჭი გაანთავისუფლეს წარბები აათამაშა და გაიღიმა
-ვინ ჩემი ბიჭი ? შევიცხადე! გულში კი მის ხსენებაზე სითბო ჩამეღვარა.
-კარგი გოგო რა იყო ნიკა სისხლაძეზე გელაპარაკები რა არ არის თუ ?! სწრაფად მოემზადა თავის დასაცავად.
-ბექა გიორგაძე გამასწარი აქედან! კალამი მოვიმარჯვე სასროლად, თუმცა მის საქციელზე სიცილი ამიტყდა და კალამი თავის ადგილას დავაბრუნე.
-ჯერ ჯერობით თავს შევიკავებ არამგონია დალურჯებული საქმრო ვინმეს მოეწონოს.
კარგი, ,,ყველაფერი კარგია რაც კარგია" წავიფილოსოფოსე ჩემი ჭკუით და ბექას ვთხოვე არქივში გამომყოლოდა.
-ვა იო-იოს გაუმარჯოს როგორ ხარ ბრატ მიესალმა ბექა იოანეს
-პრივეტ იო
-გაგიმარჯოთ
- აბა რა ქენი იოანე მიპოვე რამე? იმედიანი თვალებით შევხედე.
-კი ბელს მაგრამ ძალიან ცუდი ხარისხის ვიდეოა.
იოანემ ვიდეო გვანახა არაფერი უჩვეულო ქუჩაში ბავშვები თამაშობენ, სახლის ახლოს რამოდენიმე მანქანა დგას...
-ხომ გითხარი ბელს, მაშინდელი ვიდეოები ძალიან მწირია ისიც ცუდი ხარისხით.
-კარგი არაუშავს იო ეს ვიდეო სრულად, CD დისკზე ჩაწერე და წავიღებ.
-----
ვიდეოს 20-ჯერ მაინც ვუყურე, მაგრამ ვერაფერი საეჭვე ვერ შევამჩნიე. პლანშეტი დავხურე და წამოვდექი უკვე 22:00 ხდებოდა რამოდენიმე საათი ძილი არ მაწყენდა სახლში წავედი, გაყინულ საწოლში დავწექი და და დაღლილს ჩამეძინა . ისევ 04:33 წუთზე გამეღვიძა მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სამსახურში წავსულიყავი სამზარეულოში ჩავედი და ყავა მოვადუღე, ლეპტოპში ვიდეო ჩავრთე და კიდევ ხელახლა ვუყურე. ღმერთო აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე. ნივის მარკის ავტომობილი ნომრით sav-569 ჯერ ბანკის შენობასთან დგას შემდეგ კადრი ფუჭდება და ჩანს როგორ გადის ავტომობილი უბანიდან. სასწრაფოდ გავთიშე ლეპტოპი და სამსახურში წავედი.ისევ შევამჩნიე შავი BMW X6 ნომრით AGE-189 და ჩამეღიმა რადგან ვიცოდი რომ ეს მანქანა სისხლაძის დაცვას ეკუთვნოდა ჩემი ეჭვიანი და მზრუნველი ბიჭი :)
----
რამოდენიმე საათში ბექაც მოვიდა.
-ბექ სასწრაფოდ გამირკვიე ვის ეკუთვნოდა ნივის მარკის ავტომობილი ნომრით sav-569 1998 წელას
-კარგი ახლავე
-და კიდევ ლუკას სთხოვე ეს ვიდეო შეძლებისდაგვარად გაწმინდოს.
მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი ბექას ველოდი და ვერც ერთ საქმეს ვერ დავუდე გული.
-ანაბელ გავარკვიე ავტომობილი ვინმე ნოდარ შავაძეს ეკუთვნის, ვიდეო კი გაწმენდილია ხარვეზებისგან და შეგიძლია ნახო
-მადლობა ბექ
კომპიუტერიდან ნოდარ შავაძის მისამართი ამოვიწერე და სასწრაფოდ მის სანახავდ წავედი.
მანქანა საშვალოდ მოწყობილი სახლის კართან შევაჩერე და გადმოვედი ზარი დავრეკე კარი კი შუახნის სანდომიანმა ქალმა გამიღო.
-გამარჯობათ გამომძიებელი ანაბელ ბაბელაშვილი საშვი ვანახე
- რით შემიძლია დაგეხმაროთ ?
-მე ვეძებ ნოდარ შავაძეს როგორც ვიცი აქ უნდა ცხოვრობდეს.
-დიახ მობრძანდით
-ნოდარ გამოდი გეძახიან
-მობრძანდით აქ დაჯექით ნოდარი ახლავე მოვა მისაღებში მდივანზე ჩამოვჯექი.
ოთახში შუახნის მამაკაცი შემოვიდა ხელი ჩამომართვა
-რით შემიძლია დაგეხმაროთ მომმართა თავაზიანად
- მე ვიძიებ 17წლის წინ გარდაცვლილ დავით ბაბელაშვილის საქმეს მაინტერესებს გეცნობათ თუ არა ეს მანქანა?
დავით ბაბელაშვილის სახელი გვარის გაგონებისას კაცს სახე შეეცვალა, აფორიაქდა მაგრამ არ შეიმჩნია.
-დიახ ეს ჩემი ავტომობილია რომელიც 1997 წელს შევიძინე რატომ დაინტერესდით?
-თუ გახსოვთ 1998 წლის 30 ივლისს სად იყავით? ვიცი დიდი დროა გასული მაგრამ თუ გაიხსენებთ ძალიან დამეხმარებით
კაცი აფორიაქდა ახლა ნამდვილად დავრწმუნდი რომ მას ნათლად ახსოვდა რა მოხდა იმ დღეს
-შვილო როგორც თქვი 17წელი გავიდა მე კი თანდათან ვბერდები და ყველაფერი მავიწყდება.
მზერა სულ რამოდენიმე წამით პატარა მაგიდაზე შევაჩერე რომელზეც უსწორმასწოროდ ეყარა ძველი სურათები.
-ეს თქვენი საოჯახო ალბომია თანხმობის ნიშნად კაცმა თავი დამიქნია -შეიძლება ვნახო ?
-კი რათქმაუნდა
-შვილო ყავას არ დალევ ?
-დიახ დიდი სიამოვნებით
-ნელი! ნელი ... ნელი ოხ სად დაიკარგება ხოლმე ეს ქალი, მე გავალ და მოვალ მალე ნელის ყავის მომზდებას ვთხოვ.
სურათებს ვათვალიერებდი ერთ-ერთი სურათი ძირს დავარდა დავიხარე და ავიღე სურათი ძველი იყო მასზე 4 მამაკაცი(დაახლოებით 30-35წლის) იყო გამოსახული რომლებიც ავტომობილს მიყრდნობილნი იდგნენ. სურათი ამოვაბრუნე უკან კი წარწერა დამხვდა 15/03/1998 მე, სისხლაძე, ბერდო და გიგი. სურათს ტელეფონით სწრაფად გადავუღე სურათი და სხვა სურათებთან ერთად დავაბრუნე ალბომში.
-მოდი შვილო ყავა გავამზადე ოთახში ნელი შემოვიდა უკან კი ნოდარი მოჰყვა. ოჯახს ეტყობოდა რომ მატერიალურად უჭირდათ, მაგრამ ამ დგომარეობას ღირსეულად იტანდნენ.
-ბატონო ნოდარ ალბად გაინტერესებთ აქ რატომ მოვედი მე ვიპოვე ვიდეო სადაც ნათლად ჩანს თავენი ავტომობილი სახლთან სადაც დავით ბაბელაშვილის მკვლელობა მოხდა. შეეცადეთ გაიხსენოთ რაიმე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ ან რა მიზნით იყავით იმ დღეს მკვლელობის ადგილას.
ნოდარი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ტელეფონმა დარეკა ნელიმ უპასუხა და მისაღებში ატირებული და აღელვებული დაბრუნდა
-რა მოხდა ნელი ?
აფორიაქდა ნოდარიც
- ჩვენი ბიჭი, ჩვენი ჯაბა დაუჭერიათ ნოდარ,ძარცვას აბრალებენ, ქალმა ეს თქვა და ცხარე ცრემლით ატირდა. ნოდარი ცდილობდა ატირებული ცოლის დამშვიდებას, მაგრამ უშედეგოდ
-რამდენჯერ ვუთხარი ნოდარ, რამდენჯერ არ გაკარებოდა იმ უსაქმურებს ვიცოდი, რომ კიდევ რაიმე შარში გაეხვეოდა ახლა საბოლოოდ დააპატიმრებენ ნოდარ, განაგრძობდა ქალი ტირილს.
-ბატონო ნოდარ ვიცი ახლა როგორ გიჭირთ და როგორ არ გინდათ ერთადერთი შვილის დაკარგვა. 17 წლის წინ მეც თქვენ მდგომარეობაში აღვმოჩნდი ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი მომიკლეს, მამა დიახ დავით ბაბელაშვილი მამაჩემი იყო. მე თქვენი მესმის, როგორც მე გამიჭირდა მამის გარეშე ცხოვრება ასევე თქვენთვის იქნება რთული ერთადერთი შვილის გაუბედურება, ამიტომ თქვენთან ერთი პირობა მაქვს მე ახლა გელაპარაკებით როგორც ობოლი ადამიანი და არა როგორც გამომძიებელი თუ დამეხმარებით, რომ გავიგო რა მოხდა 17 წლის წინ გპირდებით, რომ ჯაბას სასჯელს შევუმსუბუქებ პირადად მოვკიდავ მის საქმეს ხელს.
ნოდარი ერთხანს დუმდა,შემდეგ ნაღვლიანად მითხრა.
-შენ ნამდვილად კარგი ადამიანი ხარ ანაბელ და იმედია ამას ოდესმე მაპატიებ.
-------
ჯაბას საქმე მართლაც რთულად იყო თანამძრახველებთან ერთად ბანკში აიყვანეს სადაც ერთერთი ტყვე მკვდარი იყო.ჯაბა დაიჭირეს მაგრამ მისმა მეგობრებმა გაქცევა მოახერხეს. თავიდან უარზე იყო არ უნდოდა პოლიციასთან თანამშრომლობა. მართალია ამ საქმის გამოძიება მე ვერ გადმოვიბარე, მაგრამ ჯაბა დავარწმუნე, რომ პოლიციასთან თანამშრომლობის შემთხვევაში ნაკლებს მიუსჯიდნენ მითუმეტეს რომ მძევალი მისი მოკლული არ იყო. რამოდენიმე დღეში მძარცველები დააკავეს. 1 კვირის შემდეგ გაიმართა სასამართლო ჯაბას 5 წელი მიუსაჯეს მის თანამძრახველებს კი 15-20 წელი. სასამართლოს შემდეგ 2 კვირის მერე მივედი შავაძეებთან.
----
-ანაბელ მოდი შვილო კართან შემომეგება ნელი
-ნელი დეიდა როგორ ხართ?
-რავიცი ჯერჯერობით ვცოცხლობ.ნოდარ გამოდი ანაბელია მოსული
-ბატონო ნოდარ როგორ ხართ? ხელი ჩამოვართვი
-ნორმალურად ანაბელ შენ როგორ ხარ
-რავიცი მეც ვარ რა ალბად ხვდებით აქ რა მიზნით მოვედი მზად ხართ
-კი მზად ვარ.
ჩანთიდან ხმის ჩამწერი ამოვიღე და მაგიდაზე მოვათავსე -ეს მხოლოდ ფორმალობისთვის ნაღვლიანად გავუღიმე და საკუთარი თავი სიმართლის გასაგებად მოვამზადე.
-მე ლაშა სისხლაძე, გიგი დოლიძე და ბერდო მაზმიშვილი პატარაობიდან ერთად მოვდივართ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ყოველთვის მხარში ვედექით ერთმანეთს. 1991წ ლაშამ გაიცნო ნინია ლონდარიძე(ბაბელაშვილი)დედას სახელის გაგონებისას გული საშინლად მეტკინა ალბად გაინტერესებთ, რატომ არ ვახსენე დედა ამდენხანსიმიტომ, რომ ეს მე ორმაგ ტკივილს მგვრიდა, რადგან დედა ჩემ გამო მოკვდა, ჩემზე მშობიარობას გადაყვა. -ლაშას იგი შეუყვარდა, ერთა 1 წელი გაატარეს, ლაშამ მიქარა და უღალატა.განადგურებუ-ლმა დედაშენმა კი ეს არ აპატია. 2 წლის შემდეგ ნინია გათხოვდა დავით ბაბელაშვილზე და 6 თვეში დაორსულადა. ეს, რომ ლაშამ გაიგო სულ მთლად გაგიჟდა რამოდენიმეჯერ დავითთან ჩხუბი მოუვიდა მაგრამ ჩვენ ხელს ვუშლიდით, დავითი დეტექტივი იყო და მას არ გაუჭირდებოდა ლაშაა ციხეში ჩაესვა. 9 თვის შემდეგ შენც დაიბადე მაგრამ ნინია გარდაიცვალა ლაშა სულ მთლად გაგიჟდა 5 წლის განმავლობაში დასდევდა დავითს მოსაკლავად, ჩვენ გვეგონა მუშტით გაუსწორდებოდა და შეეშვებოდა მაგრამ მწარედ შევცდით 1998წ 30 ივლისს სახლთან ჩავუსაფრდით.ლაშა მანქანიდან გადავიდა და დაგვიბარა, რომ საქმეს მოაგვარებდა და მალე დაბრუნდევოდა. სახლიდან კმაყოფილი ნაბიჯით დინჯად გამოვიდა და მითხრა მშვიდად დამეძრა ავტომობილი და ქუჩას გავცლოდი. როდესაც ყველაფერი გავიგეთ ლაშას ვეჩხუბეთ იმის მერე კი იგი მე აღარ მინახავს. როგორც ვიცი 1წელი ცდილობდა მოეკალი, შენ მაშინ ბებიასთან იზრდებოდი, რამოდენიმე წელიწადში მან ცოლი მოიყვანა და ოჯახი შექმნა როდესაც პირველი შვილი, ხელში აიყვანა მიხვდა რომ პატარები უდანაშაულოები და უსუსურები იყვნენ, მამობრივმა გრძნობამ გაიღვიძა მასში და შენი მოკვლა გადაიფიქრა. ნოდარმა თხრობა დაასრულა მე კი რამოდენიმე წამი გათიშული ვიჯექი, სახეზე სისველეს ვგრძნობდი, ცრემლები კი ხელის გულებზე მეცემოდა. მტკიოდა ახლა 100-მაგად უფრო მტკიოდა ჩემი უბედობა და მშობლების სიკვდილი.
----
რამოდენიმე დღე სახლში გავატარე ყველაფერს ვიხსენებდი და ვცდილობდი ყველაფერი გამენალიზებინა, ახლა ძალიან მაკლდა სისხლაძე. ჩემზე არავინ ზრუნავდა, სრულიად მარტო ვიყავი. არავისთვის არ მიამბია ჩემი გაჭირვება ბექა ქორწილის საქმეებს აგვარებდა, ბედნიერი იყო და თავს იმის უფლებას არ მივცემდი რომ შემეწუხებინა სამსახურში კი იცოდნენ რომ 1 კვირიანი შვებულება ავიღე. საღამოს წამოვდექი, ყველაზე მეტად ახლა მამა მჭირდებოდა, ამიტომ მის საფლავზე წავედი.
შორიდანვე შევამჩნიე მამას თბილი ღიმილი რომელიც ასე უსიცოცხლოდ იყო გამოსახული ცივ ქვაზე. მუხლებზე დავეცი მიწა მუჭში მოვიქციე- მამა არ ვიცი როგორ მოვიქცე თუ ლაშა სისხლაძეს მოვკლავ მასავით მკვლელი გავხდები მაგრამ თუ არ მოვკლავ შენს გამო შურს ვერ ვიძიებ მაპატიე ასეთი სუსტი რომ ავღმოვჩნდი.მინდა ისევე ეტკინოთ მის შვილებს როგორც მე მეტკინა.
---
არ ვიცი რას გავაკეთებ ახლა მაგრამ ის ვიცი რომ ყველანაირად შევეცდები შურივიძიო ხელში დაკავების ორდერი მიჭირავს. მანქანა პრესტიჟულ უბანში დიდ სახლთან გავაჩერე, კარს ვუახლოვდები სახლიდან ხმაური გამოდის
-შენ არ გქონდა ბავშვი დაგეობლებინა მან ხომ არაფერი დააშავა ყვიროდა გამწარებული ვიღაც და იგინებოდა
კარზე ზარი დავრეკე ძალღონე მოვიკრიბე ამ დღეს ხომ წლებია ველოდი ახლა კი საბოლოდ გავიგებ ვინ მოკლა მამაჩემი. მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის კარები იღება და...
-ნიკა?!
-ანაბელ აქ რას აკეთებ ?
გავოგნდი ნუთუ მთელ ქალაქში ამდენი სისხლაძეა და ნიკა მაინცდამაინც ლაშას შვილია ღმერთო. ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა, როგორ სწრაფად იწყებს გული ფეთქვას მისი დანახვისას .
- ლაშა სისხლაძესთან ვარ
ოთახიდან ხარხარია ხმა ისმის მისაღებში შევდივარ, ვხედავ საშინელი შეასხედაობის კაცს სახეზე შრამებით მისადმი სიძულვილით ვივსები და მინდება იქვე მოვკლა.
-ჰაჰაჰა აი ჩვენი ამბავის მთავარი გმირიც რაო ანაბელ ყველაფერი შეიტყვე და გამოიქეცი რომ სიცოცხლეს გამომასალმო?!
-დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას ახლავე მაგრამ შენნაირი მკვლელი ნაბ.......რი არ ვარ მთელი არსებით სიძულვილით ვივსები მის მიმართ
- ჰაჰაჰაჰა შენც ისეთივე სუსტი, ნაბ....რი, ძაღლი ხარ როგორც ახვარი მამაშენი იყო. რაო რაო რის გაკეთებას აპირებ დამაკავებ და ციხეში ჩამაყუდებ ჰაჰაჰაჰაჰა მამაშენმა ბ..ი დედაშენი ამახია და ეგონა მასთან ერთად ბედნიერი იცხოვრებდა მაგრამ სულაც არა! ხო მართლა ანაბელ ის თუ იცი როგორ მოვკალი ბ..ი დედაშენი?! ჰაჰაჰა შენ გეგონა შენ გამო მოკვდა არა ცდები, მე ის ვაწამე და ისე მოვკალი. როცა ისეთი ხარ როგორც მე არ გაგიჭირდება საქმე საავადმყოფოშიც მოაგვარო ჰა ჰა ჰა ყველას ეგონა რომ შენზე მშობიარობას გადაყვა თვით ახვარ შავაძესაც რომელმაც ყველაფერი ჩაგიჭიკჭიკა. ჰაჰაჰა ხო მართლა არ გაინტერესებს როგორ მოვკალი მაამაშენი ჰმ ახლავე მოგიყვები
-კმარა საკმარისია მანიაკო იარაღი ამოვიღე უკვე სროლას ვაპირებდი როდესაც ძირს დავეცი ზემოდან კი მძიმე სხეული დამეცა ბუნდოვნად დავინახე როგორ დამჭრა ლაშა სისხლაძემ ამ დროს ჩემი ბიჭები შემოვიდნენ და ყველაფერი გაშავდა.
---
გონს მოვდივარ, თეთრ კედლებს ვხედავ როგორც ვხვდები საავადმყოფოში ვარ გვერდი საშინლად მტკივა, ოთახში ბექა და ბატონი მერაბი შემოდიან
-ბელს როგორ ხარ საწოლთან აღელვებული ბექა მოდის
- კარგად ბექა რა მოხდა?
-არაფერი გახსოვს ? შენ მარტო წახვედი ლაშა სისხლაძის დასაკავებლად მან შენი მოკვლა სცადა მაგრამ ნიკა გადაგეფარა, სიკვდილამდე ლაშამ შენი დაჭრა მაინც მოახერხა
- ნიკა როგორაა ?ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა ლოყაზე ობოლი ცრემლი
-ჭრილობა გულთან ახლოს აქვს ექიმები ყველაფერს შეეცადნენ
-მითხარი რომ არ მომკვდარა გთხოვ ისტერიკული ტირილი ამიტყდა არ მინდოდა კიდევ ერთი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი მანიაკი ლაშას გამო დამეკარგა
-ანაბელ დაწყნარდი ნიკა გადარჩა მაგრამ კომაშია უკვე 3 დღე
შედარებით დავწყნარდი.
-ანაბელ რატომ ხარ ასეთი ჯიუტი მარტო რომ არ წასულიყავი ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა მეხუტებოდა ბექა ჩემ დაწყნარებას ცდილობდა და მტუქსავდა.
2დღეში უკვე შევძელი ფეხზე დადგომა. მაშინვე ნიკას პალატაში ვითხოვე შესვლა მაგრამ რამოდენიმე დღე არ მიშვებდნენ. მის კარებთან ვიყავი ჩაკეცილი ჩუმად ვტიროდი და უფალს ნიკას გადარჩენას ვთხოვდი ბოლოს ექიმმა მასთან შესვლის უფლება მომცა.
ვუყურებდი ნიკას უსიცოცხლო სხეულს და ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-ნიკა გთხოვ გაიღვიძე რა, ნუ დამტოვებ გთხოვ, ძალიან მიყვარხარ. გთხოვ იცოცხლე...
პალატიდან გამოსულს დერეფანში კატო დამხვდა. დამინახა თუ არა სწრაფად მოვიდა და ჩამეხუტა ანაბელ მიხარია რომ კარგად ხარ მამაჩემის გამო ბოდიშს გიხდი. გთხოვ აპატიო, ის გარდაიცვალა. ნიკა როგორაა ხომ გადარჩება?! სასოწარკვეთილმა წარმოთქვა და ატირდა.
------
კატო
კიდევ ერთი კვირა გავიდა რაც ნიკა კომაშია ამ დროის განმავლობაში კი ანაბელი არც კი განძრეულა.ძალიან ცოტას ჭამს ისიც ჩემი ხათრით.პალატის კართან ჩაკეცილი ზის და ცრემლები ღაწვებს უსველებს. ვგრძნობ როგორ სტკივა გული და მიხარია რადგან მას ჩემი ძმა მართლაც ძალიან უყვარს და მიხარია რომ ეს გრძნობა ცალმხრივი არაა. ნიკასაც გაუსაძლისად ენატრებოდა, მის გარეშე ისეთი აღარ იყო როგორც ადრე. საღამოს ბევრი თხოვნის შემდეგ ანაბელი ისევ შევიდა ნიკას პალატაში.
- ნიკას საწოლთან ჩამოვჯექი ყველა სიტყვა ჩემთვის გაუფასურდა ამიტომ ვდუმდი და მის ლამაზ სახეს ვათვალიერებდი ყველა ნაკვთს ვიმახსოვრებდი რადგან მისი დაკარგვა არ მინდოდა. ტუჩებზე ვეამბორე ჩემი ცრემლი ლოყაზე დაეცა გასვლას ვაპირებდი მაგრამ ხელზე შეხება ვიგრძენი.
-ღმერთო ნიკა შენ გესმის ჩემი ექიმოოო!
-----
ნიკა გამოფხიზლდა მასთან კატო შევიდა გადიოდა საათი წუთები და წამები მე ველოდი დამიძახებდა თუ არა ნიკა მაგრამ უშედეგოდ. ძალა მოვიკრიბე კატოს დავემშვიდობე და საავადმყოფოს შენობა დავტოვე. მეორე დღეს გერმანიაში მივფრინავდი 3 თვის წინ გამოძიების ბიუროდან მოწვევა მივიღე მაღალ თანამდებობაზე. წასვლას არ ვაპირებდი მაგრამ ახლა საქართველოში აღარაფერი დამრჩენია მიუხედავად ამისა აქ ვტოვებ ჩემ წარსულს, ჩემს ფიქრებს, ჩემს გულს და სიყვარულს....
----
2015 წელი 30 ივლისი 04:33 რეისი თბილისი-ბერლინის თვითმფრინავი აფეთქდა არავინ გადარჩენილა.
- ანაბელლლ.....!!!
05:33სთ აეროპორტი მამაკაცის სისხლის გამყინავმა ყვირილმა მოიცვა
ნიკა სისხლაძე მუხლებზედაცემული დასტიროდა თავის ერთადერთ სიყვარულს....
და როდესაც გგონია რომ ბედმა საბოლოოდ შეგაქცია ზურგი, ღმერთმა ტანჯვისთვის გაგწირა, შენ სიცოცხლეს აზრი დაეკარგა. მაშინ ჩნდება სინათლე შენს უფერულ ცხოვრებაში მაშინ გჯერა სასწაულის და მაშინ იგებ ნამდვილ სიყვარულის ძალას როდესაც იგრძნობ მის ცივ თითებს რომელიც სავსეა შენი სითბოთი, ცრემლებს იწმენდ მისკენ ტრიალდები და ხედავ მის ჩაწითლებულ და ცრემლიან თვალებს რომელიც სავსეა შენი სიყვარულით. ხდები ყველაზე ბედნიერი ადამიანი მთელ დედამიწაზე რადგან შენს სიცოცხლეს აზრი მიეცა ისევ დაინახავ მის ნათელ თვალებს და ლამაზ ღიმილს რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს მასში..... გულში იკრავ და მთელი ძალით ხვევ ხელებს სულ არ გახსოვს რომ შეიძლება ატკინო აღარ გინდა გაუშვა რადგან მის გარეშე ვეღარ იცოცხლებ რადგან ის არის შენი სიცოცხლე....
------
04:33 ამ დილით ბაბელაშვილი კოშმარს არ გაუღვიძები... ამ დილით ანაბელი პატარა დემეტრეს ტირილმა, და სისხლაძის ცხელმა ტუჩებმა გააღვიძა...

ეძღვნება ნ. ნიკოლეიშვილს



№1  offline წევრი bikunia123

Chemi nichieri gogo:*?'<3ox es ra gogo myavxar nu rA:D....dzaan momwons dzaan kaia...vot aseti dasasruli momewona iseti araa :))

 


№2  offline წევრი კოტი

მომეწონა იმედია კიდევ შემოგვთავაზებ
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№3  offline წევრი ml99

bikunia123
Chemi nichieri gogo:*?'<3ox es ra gogo myavxar nu rA:D....dzaan momwons dzaan kaia...vot aseti dasasruli momewona iseti araa :))
,
BIK<3

 


№4  offline წევრი bikunia123

ml99
bikunia123
Chemi nichieri gogo:*?'<3ox es ra gogo myavxar nu rA:D....dzaan momwons dzaan kaia...vot aseti dasasruli momewona iseti araa :))
,
BIK<3

Gakoceee'<3

 


№5  offline წევრი pozitivi

Shesanishnavi xar ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent