შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დააფასე საკუთარი თავი (1)


25-03-2015, 20:03
ავტორი nitanita
ნანახია 3 779

იმდენად საწყლად მივაბიჯებ ქუჩაში,რომ საკუთარი თავი მეცოდება.ვერ ვიტან ასე რომ ვარ.ვიცი,სახეზე მაწერია ყველა ემოცია და ამის გააფიქრებაც კი საშინლად მაღიზიანებს.ბავშვობიდან ვერ ვიტან ამ თვისებას ჩემში,თუმცა თვისებაც არაა.არც ვიცი რა ვუწოდო.თუ კარგად დამაკვირდება ადამიანი თავისუფლად შეძლებს იმის მიხვედრას თუ რა მჭირს.ხოდა ახლა ისე ვარ დაკვირვებაც არ სჭირდებათ გამვლელებს ისე ხვდებიან,რომ რაღაც მოხდა.რაღაც არც თუ ისე კარგი...
ჩემ უბანს რომ მივუახლოვდი,მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი ვინმე ნაცნობი არ შემხვედროდა.სწრაფად შევუხვიე ეზოში და ორ წამში უკვე მესამე სართულზე ვიყავი და კარებს ვეწვალებოდი რომ როგორმე გამეღო.ბოლოს ძლივს მივხვდი,რომ კარი ღია იყო და შესაბამისად მამაც სახლში ბრძანდებოდა.
-მაა,როგორ მოხდა,რომ სახლში ხარ?-ძლივს დავაშორე ბაგეები ერთმანეთს და მთელი მონდომებით გავუღიმე.
-ცოტა ხნით მოვიცალე და ვიფიქრე სახლში დავისვენებ მეთქი,მაგრამ უკვე მივდივარ.შენ სად იყავი?
-რა ვიცი ბავშვები ვნახე.
-რა გჭირს? რა ხმა გაქვს,რამე მოხდა?
-არაა,არაფერი.ცოტა დავიღალე ალბათ-ისევ მთელი მონდომებით გავიღიმე და ჩემი ოთახისკენ დავიძარი გამოსაცვლელად.გამოსულს მამა უკვე კარებში დამხვდა
-მე არ ვიცი როდის მოვალ.ჭამე,ისწავლე და დროით დაიძინე.იცოდე კარების ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს.-გაიმეორა ტრადიციული ფრაზა და დამტოვა ისევ მარტო.

****
მე მარიამი ვარ,მარიამ გიორგანაშვილი.დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა და დავრჩით მხოლოდ მე და მამა. მისი სამსახურის გადამკიდემ 17 წლის მანძილზე მთელი საქართველო მოვიარე.ყველაზე დიდი დრო თელავში მაქვს გატარებული.მამა წარმოშობით თელავიდანაა,ხოდა ნახევარი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული.ახლაც უკვე მესამე წელია აქ ვცხოვრობთ. ვერ ვიტყვი,რომ ვგიჟდები აქაურობაზე,მაგრამ ყველაზე ბევრი ჩემიანი აქ მეგულება. აქაური ერთფეროვნება ცოტა მომაბეზრებელია,თუმცა ისე შემიყვარდა მაინც ეს გარემო,რომ აქედან კიდევ სხვა ქალაქში გადასვლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.
ეს 1-2 სიტყვით ჩემ შესახებ მოგახაენეთ.ვინ ვარ და რა ვარ უკეთ ალბათ დროთა განმავლობაში მიხვდებით.
**
მამის დარიგება გავითვალისწინე და პირნათლად შევასრულე მისი თითოეული დანაბარი:ვჭამე,ცოტა დავისვენე,ვისწავლე და მორფეოსის საუფლოში ამოვყავი თავი.
მთელი დღე დაძაბულობა მაინც ვერ მოვიშირე.ერთი პატარა დეტალიც რომ შემშლოდა თვალები ცრემლებით მევსებოდა,მაგრამ 1 ჭიქა წყალი მარტივად უკუაგდებდა ყელში გაჩხერილ ბურთს და ჩვეულებრივ ვაგრძელებდი სწავლას.ჩემი თავის მე თვითონ გამიკვირდა სახლში მარტო დარჩენილმა ცრემლებირომ არ გადმოვღვარე,ან საწოლში შეყუჟულმა რომ არ დავიწყე ჩუმად ტირილი,როგორც უკვე დიდი ხანია ტრადიციად მაქვს ნაქცევი.რაღაც რომ მეწყინება ვითმენ,ვითმენ,ვითმენ და ბოლოს ვასვალებ ჩემს ძვირფას ბალიშს.

***
დაახლოებით ორი თვის წინ ცოტა გვიან მომიწია მოსამზადებლიდან სახლში დაბრუნება.სიბნელის შიში ჯერ კიდევ ღრმა ბავშვიბიდან მაქვს და ეს ნახევრად განათებული ქუჩები ჩემი სისუსტეა.ვერ გავიაზრე როგორ აღმოჩნდა 5-6 ბიჭი ჩემ წინ.ისეთ ჩხუბში ამოვყავი თავი,რომ იტყვიან დედა შვილს არ აიყვანდა ხელში.ჯერ საერთოდ ჩხუბი როგორ უნდა გიყვარდეს,მაგრამ განსაკუთრებით ვერ ვიტან 10 კაცი ერთს რომ ურტყავს.თითქმის ასეთი სიტუაცია იყო მაშინაც-ხუთი ერთის წინააღმდეგ.ოღონდ,საოცარი ის იყო,რომ სწორად ის ერთი ალაგებდა ამ.ხუთ ბიჭს ერთმანეთზე.ძალაუნებურად გავიწიე გასაშვრლბლად,რომ დავინახე როგორ მოხვდა 1-2 მუშტი მასაც.გააზრება ვერ მოვასწარი ისე გადავეფარე ძირს დაცემულ ბიჭს და მისთვის მოქნეული დანა მე სულელმა შიშველი ხელით მოვიგერიე.არ ვიცი ჩემმა ტკივილისგან დამანჭულმა სახემ თუ იმის გააზრებამ,რომ უცხო გოგო დაჭრეს იმ ბიჭის მაგიერ ბიჭები გააქვავა.რამოდენიმე წამს იდგნენ ასე და ხან ჩემს ხელს უყურებდნენ,ხანაც ძირს დაგდებულ ბიჭს,რომელიც ულვე ფეხზე წამომდგარიყო და მანამ ესენი სიტუაციაში ერკვეოდნენ მეორედ გადავიდა იერიშზე.ისეთი გამწარებული ურტყამდა ძირს დაგდებულ ერთ-ერთ ბიჭს პირი ღია დამრჩა.გაოცებას ვერ ვმალავდი,როდესაც აღმოვაჩინე რომ ერთადერთი ბიჭიღა იყო იქ და მასაც ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ურახუნებდა.
მეორედ ვცადე მისთვის მოქნეული დანის მოგერიება,თუმცა უშედეგოდ.ეს კარგად ნალოლიავები ახალგაზრდა ძლივს აიფხიკა მიწიდან და ბანცალ-ბანცალით გაუყვა იქვე გაჩერებულ მანქანამდე გზას.
ძალიან გამიჭირდა დაჭრილის იმაში დარწმუნება,რომ ჭრილობას დამუშავება სჭირდებოდა.საავადმყოფოში წასვლაზე მტკიცე უარი განმიცხადა,ისევე როგორც ჩემთან წამოსვლაზე.ბოლოს იმ აზრამდე მაინც მივედით,რომ მასთან წავიდოდით და იქ მოვუვლიდი.ძლივს ავიტანე მეორე სართულამდე და უცებ გამომიცხადა ჯერ წყალი უნდა გადავივლო თორემგავგიჟდებიო. ერთი კი შევხედე გაოცებულმა ამ მდგომარეობაში რა დაბანა აუტყდა მეთქი,მაგრამ ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი.
სახლში საჭირო ნივთები ვერ ვიპოვე და აფთიაქში გაქცევა მომიწია.კიდევ კარგი ორ ნაბიჯზე იყო და უკან დაბრუნებულს ისევ აბაზანაში დამიხვდა.
სააბაზანოდან გამოსული რომ შევათვალიერე,მუშტისოდენა ნერწყვი კი გადავყლაპე და გულში ჩემი თავიც კარგად გამოვლანძღე უხამსი ფიქრების გამო,მაგრამ მაინც აუღელვებლად მოვიპატიჟე საწოლთან და რაც შემეძლო ყვრლაფერი გავუკეთე.შუა დამუშავების პროცესში ვიყავი ჩემთან გამოლაპარაკება რომ გადაწყვიტა.ისეთი პირდაპირი იყო ერთი კი ვიფიქრე ეს რა უხეში ვიღაც ყოფილა მეთქი.
-რა გქვია?
-მარიამი,შენ?
-კოტე-ჩემი " სასიამოვნოა"ისე დააიგნორა რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე ეტყობა აღრ მითქვია მეთქი.
-რატომ დამეხმარე?-ცოტა დავიბენი,მეც არ ვიცოდი რატომ დავეხმარე და ჩვენი კოსწიათვის რა უნდა მეთქვა.
-არ ვიცი,ინსტიქტურად ალბათ,რავი..არვიცი-მაშინდელი ბლუყუნი რომ მახსენდება ახლაც კი ნერვები მეშლება საკუთარ თავზე.ისე ჩაეცინა მასაც ჩემ დაბნეულობაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ არაფერი გოგო მე არ ვიყავი.ორ სიტყვას რომ ვერ გადააბამს გოგო ერთმანეთს აბა რაზე უნდა ელაპარაკო.
ჩემი სამუშაო რომ დავამთავრე ტკივილგამაყუჩებელი დავალევინე და საკუთარი თავის გაფრთხილება და უკეთ მოვლა გამოვუწერე.
ცოტა ხანს კიდევ დამტოვა.ჩავუჯექით კარგი ნაცნობებივით და მოვყევით ერთმანეთზე საუბარს.ყველაფერი ვათქმევინე მგონი იმის გარდა,თუ რატომ ჩხუბობდნენ.
ღამის პირველი ხდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და უკვე პაციენტსაც რომ დავემშვიდობე და გავუყევი სახლის გზას.
მოვიხიბლე ამ ბიჭით და თან როგოორ..ისეთი ბიჭი იყო ვერაფერს ვერ დაუწუნებდი სულ რომ გულით გდომებოდა. დაილოცოს სოციალური ქსელები.სახლში მისულმა უკეთ შევძელი მისი შეთვალიერება და დავრწმუნდი რა მის შეუდარებლობაში,მშვიდად მივუკაკუნე მორფეოსის სამფლობელოს.

შემდეგ იყო ძალიან ბედნიერი 1 კვირა.ყოველ დღე ვხვდებოდი და რაღაც დროს ერთად ვატარებდით.არ მახსენდება მასთან ერთად მომეწყინოს. როგორც აღმოჩნდა კოტე თბილისელი იყო და ერთ კვირაში დატოვა თელავი. მოვიწყინე და თან როგორ..
ახლა კი ვნატრობ,რომ სულ არ გამევლო იმ ღამეს იქ,არ დავხმარებოდი,არ გამეცნო და შესაბამისად არც მომეწყინა,მაგრამ როდის იყო დროის უკან დაბრუნება და ჩვენი შეცდომების გამოსწორება შეგვეძლო?!


მუზები მოვიდნენ :დ პირველად ვწერ პირველ პირში და არ ვიცი რა გამოვა.შეცდომები მაპატიეთ :/



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა, თან ახალი ისტორია...ვაიმე, რომ ვიცი წინ რა ტანჯვა მელის ყოველი მომდევნო თავის მოლოდინისას, გული მიწუხდება, მაგრამ მიღირხარ და რა ვქნა?! wink

 


№2  offline წევრი nitanita

ვერ დაგპირდები,რომ ყოველდღე დავდებ და ძალიან კარგი გოგო ვიქნები,მაგრამ არც ისე გალოდინებროგორც ადრე :დ

 


№3  offline წევრი nitanita

ძალიან მიხარია ჩემმა ისტორიამ შენი დაინტერესება თუ შეძლო :$

ნინო-))
საწყენია აქამდე რომ არ ვკითხულობდი შენს ისტორიებს :/ თუმცა ახლა ვიცი ავინაზღაურებ!
მე ამ ისტორიის დაწყება ძალიან მომეწონა და ველი გაგრძელებას. გამომდინარე იქედან რომ კითხვისთვის ხშირად ვერ ვიცლი მე სულ არ შემაწუხებს შენი დაგვიანებები :* მთავარია წერო....
სხვა ისტორიებსაც რომ გადავხედავ მერე შეგაფასებ შენ როგორც ავტორს,ამ ერთი თავით ვერ ვიმსჯელებ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent