ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მეთოთხმეტე)
უდიდესი ბოდიში თქვენ ჩემგან . ჩემი ბრალი არაა . ჩემ მოუსვენარ პატარას და ქმარს დააბრალეთ . მიყვარხართ და იმედია მოგეწონებათ <3 *** რა ლამაზი დღეაო მესმოდა. მერე გაბრიელის გახარებული სახე დავინახე. ჩემი მიმართულებით გადმოდგმული რამდენიმე ნაბიჯი და ჩემ წინ აღმოჩენილი „უფროსი“. -გილოცავ-ჩავიჩურჩულე ჩემთვის. მეც ძლივს გავიგე ჩემი სიტყვები. -მიხარია ,რომ მოხვედი -არ ვიცოდი შენი დაბადების დღე ,რომ იყო . არ მოვიდოდი ,რომ მცოდნოდა-წამოვაყრანტალე საშინელი რამ -მაშინ შეგიძლია წახვიდე -არც მან დამაკლო სიგველე და შეცვლილი გამომეტყველებით მომაჩერდა. -შენი თქმა არ მჭირდება , მე ისედაც მივდიოდი .-დავუბღვირე და ძირს დადებული ჩანთა მხარზე გადავიკიდე. ალბათ წავიდოდი კიდევაც ნათია ,რომ არ მოსულიყო და ჩემი შეფუთული საჩუქარი. აი ის დათოსთვის ,რომ იყო განკუთვნილი... ადგა და ხელებში მიაჩეჩა გაბრიელს . „ეს შენ ტასოსგანო“დასძინა თან -საათებს არ ვხმარობ -ღმერთო ჩემო -აღვშფოთდი მე და მის ხელზე დაკვესებულ საათს დავაშტერდი.-ჯერ ერთი შენთვის არ მიყიდია , ეგ დათოსია.გოგოებს ,რომ არ მოეტყუებინათ მე აქ არც მოვიდოდი.დათოს დაბადების დღე მეგონა და მას ვუყიდე და არა შენ. -უგემოვნოდ შეგირჩევია-აი ეს სიტყვები იყო ბოლო წვეთი. ისე მომინდა ეხლა მაგრად მებერტყა ვერც კი ავღწერ. თვალები ალბათ კაკლისოდენა გამიხდა და სახეზეც ცუდი შესახედავი ვიყავი. რა მიკვირს , როცა ვბრაზდები ვუიიიი. -გარეთ ვილაპარაკოთ-ვუთხარი და თითი მკერდზე მივუკაკუნე -ჩვენ მოვალთ მალე -უთხრა იქვე მყოფებს .მერე ხელი ხელზე მომიჭირა და სახლიდან „გამაქცუნა“ ერთი ამოსუნთქვით ჩავირბინეთ კიბეები. ნუ ჩავირბინეთ რა . გაბრიელმა ჩაირბინა და მეც უნებურად ჩამერბინა. -ასე რატომ იქცევი ?-ვეღარ მოვითმინე მე და როგორც კი ეზოში აღმოვჩნდით მაშინვე დავიწყე -ასე როგორ -როგორ და რა იყო ეს საათებს არ ვხმარობო. ეს მე მიკეთია? -ხელი დავადე მის მაჯაზე მოთავსებულ საათს -ჩემთვის არ გიყიდია -ისევ აგრძელებდა თავისას -შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს -დავასკვენი უცებ.-შენ ისე იქცევი გეგონება რამეში მე ვიყო დამნაშავე. -ტასო -დაიწყო საგრძნობლად ხმამაღალი ტემბრით .-ახლა რაღაცას გეტყვი და თუ გამაწყვეტინებ , გეფიცები ავისრულებ ოცნებას და მაგ პატარა მწარე ენას ამოგაგლეჯ -გისმენ -მე შენ ურთიერთობა შემოგთავაზე , ურთიერთობა გესმის ? შენ კიდე ადექი და კარები მომიხურე.ეხლა ? რომ მცოდნოდა შენი დაბადების დღე იყო არ მოვიდოდიო.სწორად იქცევი ანასტასია ? მე არ გპირდები არაფერს. მე გთავაზობ საწყის ეტაპს.რა და როგორ იქნება მერე შენზე და ჩემზეა დამოკიდებლი გესმის ?მაგრამ არა .შენ ყველაფერს რთულად უყურებ. სულ ყველაფერზე მეწინააღმდეგები , ყველა სიტყვაზე მწარ-მწარე კომენტარებს არ იშურებ. -მე არაფერს ვუყურებ რთულად. მე არ ვიცი საწყისი ეტაპი შენთან რას მომიტანს .მეშინია ,რომ საწყისი ეტაპი ჩემთვის უფრო დიდ რაღაცაში გადაიქცევა ,შენთვის კი უძრავად დარჩება. და აი ასე მერე ყველაფერი „ბრახ“ -ბავშვობ , ძალაინ ბავშვობ -ბავშვი ვარ გაბრიელ ბავშვი . ანასტასია ბავშვი . გაიგე ახლა ? ბავშვზე ბავშვი.-განვუმარტე დაბღვერილმა და მანქანას გვერდით მივეყუდე -ავიდეთ ? -არა -რატო ? -გაიკვირვა გაბრიელმა -მე წავალ, შენ ადი -აი ეხლაც -მითხრა და თავზე ხელი გადაისვა.ალბათ „წიკი“ აქვს ასეთი . გავიფიქრე ჩემთვის. -მე არ მინდა ვატყუებდე ვინმეს . -არავის არ ატყუებ -როგორ ? მათ გონიათ ,რომ მე და შენ . მოკლედ შეყვარებულები , ნაჩხუბრები და ამბები-ავირიე საშინლად -არ გონიათ .იციან-ღიმილით მომახალა გაბრიელმა -რაააა ? -წამოვიყვირე და უფროსის წინ გავჩნდი-ამდენხანს ასე გამოდის მე მადებილებდით ? -აუ გეხვეწები ეხლა მაგაზე არ გაიბუტო რა გავიბუტო კი არა ღირსი ხარ აქვე კარგად დაგალურჯოთქო გავიფიქრე გულში. მერე უცბათ ლიფტში აღმოვჩნდი.შემათრია ისევ გაბრიელმა. -გაბრიელ -ამოვიჩურჩულე ჩუმად და მაჯაზე ხელი მაგრად ჩავჭიდე -ჯანდაბა -დაიყვირა გაბრიელმა და მუშტი ლიფტის კარებს მიარტყა.მერე გულზე მიმუხუტა და „დაწყდარდიო“ მიჩურჩლა. ხელები ძლიერად მქონდა გაბრიელის ქურთუკზე ჩაბღაუჭებული. მერე ლიფტის კარები გაიღო და მეც ანერვიულებული როგორღაც გამოვედი გარეთ. კედელზე ფრთხილად მივეყუდე და თვალები მაგრად დავხუჭე დასამშვიდებლად. -ტასო..-დაიწყო ხმადახშულმა -კარგად ვარ-ვუთხარი ღიმილით -წამოდი შევიდეთ -თავიდანვე ყველაფერი იცოდნენ ? -ვიკითხე ჩუმად -არა მერე გაიგეს -მე შენთვის თანხმობა არ მითქვამს -მაგრამ მეტყვი-მითხრა ღიმილით და თვალი ჩამიკრა -ნუ მკითხაობ -არ მინდა დაბადედებისდღე დათოს კარის წინ გავატარო -მითხრა სიცილით მე მხოლოდ თავი დავუქნიე და გვერდზე მივუდექი. კარზე უნდა „დაგვეზარუნებინა“ სახელური რო ჩამოიწია და დათო დავინახეთ „უნდა გამომეხედა ხო ცოცხლები იყავითო“ გვითხრა სიცილით და სახლში შეგვიყვანა. *** ვერ გეტყვით სულ გვერდიგვერდთ ვიჯექით ასე ისეთქო. არაფერი ეგეთი. გოგოები ცალკე ვისხედით და ერთმანეთს „ვიცნობდით“. უფრო სწორად ერთმანეთზე ფართო ინფორმაციას ვცვლიდით. მე ვფიქრობდი კიდეც . რა უნდა მეთქვა. ან რომ ვეტყოდი რა იქნებოდა. როგორ და საერთოდ . ყველაფერი ამერია . ამერია და დამერია . დავიბედი ტასო სამხარაძე. დამაბნია გაბრიელ არღვლიანმა. *** გვიანობამდე დავრჩი . მინდოდა წამოსვლა მარა ჰა , არადა არ გამომიშვეს. მეც ვიჯექი და ვფიქრობდი . რაზე უკვე იცით .ბოლოს ნერვები ამეშალა ჩემ თავზე. მეორე მემაც დამიმატა და ამშალა საბოლოოდ. პირველი ,რომ სრულდებოდა გაბრიელს გადავუჩურჩულე მე წავალთქო. „ერთი წუთიო“ ჩუმად მითხრა და მეც გავიყურსე. ერთი წუთი რაღაათქო გავიფიქრე ჩემთვის. გაბრიელმა ბიჭებს უთხრა მე ტასოს გავიყვან და დავბრუნდებიო. არამეთქი გავკაპასდი მე. თავი გავიგიჟე რას ამბობ დარჩი ტაქსით წავალთქო. გაბრიელმაც დამიბღვირა ტაქსით გაგიშვებ ეხლაო ? ბოლოს დავნებდი და მხრებიც ჩამოვყარე . გოგოები სათითაოდ დავკოცნე და გაბრიელს უკან ავედევნე. -გაბრიელ ნასვამი ხარ და ჯობს ტაქსით წავიდეთ-ვუთხარი ჩუმად -არ მენდობი ? -შენ გენდობი ,მაგრამ სიმთვრალეს არა . -მაშინ ჩაჯექი -გაბრიელ რა გჭირს . ტაქსით წავიდეთ -ესეიგი არ მენდობი -მე ტაქსით წავალ და შენ თუ გინდა წადი მანქანი -გავბრაზდი მე და ზურგი ვაქციე -კარგი როგორც გინდა-მითხრა რაღაცნაირი სახით და მანქანის კარები გამოაღო. ვერ ვიჯერებდი ,რომ არ დარჩა . არადა მე იმაზე ვნერვიულობდი რულზე ,რომ არ დამჯდარიყო თორემ ჩემთან ერთად იქნებოდა თუ მარტო აზრი ? დაქოქვას აპირებდა წენა კარები ,რომ გამოვარე და გვერდზე მივუჯექი. -გადაიფიქრე ? -მკითხა ღიმილით -კარგი რა ნუ ბავშვობ.წავიდეთ ტაქსით -რაზე ნერვიულობ ? -შენზე! -წამომცდა გაუცნობიერებლად და რომ მივხვდი რა ვთქვი. ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა. რა ჩერჩეტი ვინმე ვარ . ან რატომ ვუთხარი შენზეთქო. „ნუ ხო ვნერვიულობ , ყველ სხვაზეც ვინერვიულებდი .“ გავამართლე ჩემი ქმედება და თითები ერთმანეთში ნერვიულად გადავხლართე. „ხო როგორ არა ყველა გამვლელზე ესე არ ხარ ტასო ?“ დამცინა მეორე მემ -ჩემზე ანუ -ჩაილაპარაკა ღიმილით -ეგ არ მინდოდა მეთქვა-გავიმართლე თავი -აბა რა უნდა გეთქვა ? -ანუ ... -დავიბენი მე .-უბრალოდ მე მინდოდა მეთქვა ,რომ არ შეიძლება ნასვამზე მანქანის ტარება.ანუ სხვებზეც ვინერვიულებდი -წამოვშორე ისეთი სისულელე რამის ხმამაღლა წამოვიძახე „საიდან იგონებ ასეთებს ტასოთქო“ -რა საყვარლად წითლდები -შემობრუნდა გაბრიელი ჩემკენ -ვწითლდები? მე ვწითლედები ? როდის ან რაზე ? -ტასო მეცინება -რაზე გეცინება -გავოცდი მე -შენ ბავშურობაზე -რა ვქნათ ყველა ნატალიასავით ქალური ვერ იქნება-წავკბინე უცბად მე და წამში შევატყვე გაბრიელს დასერიოზულება -რა დროს ნატალიაა -ხო რავიცი გამახსენდა -ესე უნდა „გაგახსენდეს“ სულ ? -წავიდეთ რა -ავარიდე პასუხს თავი -წავიდეთ -მითხრა სხვანაირად და მანქანაც დაქოქა. *** -მადლობა ,რომ მომიყვანე-ვუთხარი მაშინვე როცა ჩემს კორპუს მივუახლოვდით -მადლობა შენ -რისთვის -რომ დამთანხმდი -რაზე -თვალები გამიფართოვდა მე -კარგი რა -ხვალ გეტყვი -რას -ხვალ გეტყვი როდის გეტყვი პასუხს -ვუთხარი სიცილით და სადარბაზოსკენ გავიქეცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.