შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ხდება რაღაცისთვის 3


26-03-2015, 18:47
ავტორი BT136MI
ნანახია 1 907

ვერასდროს ვიტანდი მამაკაცებს რომლებიც ქალს ხელით ეხებიან.. კაცები კიარა ცხოველები არიან! ჩიპი ჩავრთე თუარა მაშინვე მივხვდი რომ ფილმები ან მულტფილმები არიყო ჩაწერილი..
ოთახი ჩანდა.. შემდეგ ქალის კივილი, ნიღბიანი მამაკაცი მას როგორც კატა თაგვს ისე ეთამაშებოდა, დაიჭერდა..დაარტყამდა, გაუშვებდა
-მოგწონს ძუკნა? - ყოველი დარტყმის შემდეგ უმეორებდა
გოგო გასაქცევ გზას ეძებდა მაგრამ სულ ტყუილად, სახე დასისხლიანებული ქონდა, ოთახში მეორე პიროვნებაც იყო, ვინც იღებდა.. საშინელი სცენა იყო.
გოგო უკვე საწოლზე იწვა,არაფრის თავი აღარ ქონდა,ის კი საშინლად იცინოდა, გულისამრევად..! მეგონა აღარ სუნთქავდა მაგრამ როცა ის ცხოველი ისევ შეეხო უკანასკნელი ძალებით გაიბრძოლა შემდეგ ტანსაცმლის შემოხევა დაუწყო.. სახეზე ნიღაბი მოიხსნა
-ჩემს დავიწყებას ვერასდროს შეძლებ..ისევ ცინიზმით აღსასვე სიცილი
ჯერ ზედა შემოახია, შემდეგ შარვალი გახადა....
მეტის ყურება აღარ შემეძლო,ლეპტოპი დავხურე..ცრემლები თავისით მომდიოდა
ცხოველები!
არაკაცები!
''აი თურმე რატომ მოსდევდნენ ბიჭს, მათ ჩიპი სჭირდებათ რომ დანაშაული დამალონ''. ოთახში წინ და უკან დავდიოდი ტვინი მონოტორულად იმეორებდა ამ წინადადებას
''მოგვაგნებენ''
ანანომ ფრთხილად დააკაკუნა კარზე
-ნინა სად ხარ ამდენ ხანს - ჩემი ნამტირალევი და დაბნეული სახის დანახვაზე თვითონაც დაიბნა
-ანანო..გოგო..მათ.. იმ არაკაცებმა...ღმერთთოოოო - ვსლუკუნებდი და რათქმაუნდა ვერაფერიც ვერ გაიგო
-ვინ გოგო ნინა ნუ მაშინებ
-არ უნდა მოგვაგნონ, ის ნაძირალები ამ ჩიპს ეძებენ, ახლავე პოლიციაში უნდა წავიდეთ.. 10 წუთი დამჭირდა დასაწყნარებლად და მისთვის ყველაფრის ასახსნელად..
ჩემსავით შოკში იყო
-პოლიციაში მე წავალ, ავუხსნი ყველაფერს და მალე დავბრუნდები, გთხოვ ბავშვთან დარჩი - ვთხოვე მას
გარეთ გასვლისთანავე ასი ყური და ასი თვალი გამოვიბი, ძალიან მეშინოდა, ამ შემთხვევაში საფრთხეში მხოლოდ მე არ ვიყავი, ისინი ყველაფფერზე იყვნენ წამსვლელი.. წამდაუწუმ მოტოციკლეტის სარკეში ვიხედებოდი..მთავარ სამმართველომდე მისვლას აღარაფერი მაკლდა ორივე მხრიდან შავი მანქანები რომ ამიმიდგა,ალბათ მთელი გზა მომყვებოდნენ როგორ ვერ შევნიშნე აქამდე..
''ახლა დამიჭერენ და ალბათ მეც ისე მომექცევიან!
იფიქრე, იფიქრე!''
მარცხენა მხარეს გადავედი და საპირისპირო მიმართულებით ე.წ პროტივზე წავედი, მოტოთი მოძრაობა უფრო იოლია ვიდრე მანქანებით .. ამ მიზეზით დავუძვერი..სახლში სწრაფად მივედი,გამიმართლა დილით მშობლები სოფელში წავიდნენ..კარი კიარ გავაღე შევანგრიე, ანანო და ბიჭი გაოცებული მიყურებდნენ..
-სწრაფად სოფელში უნდა წავიდეთ, ჯიპიესით მოგვაგნებენ ბაიკის ნომერი იციან
რამდენიმე წუთში ჩავალაგეთ აუცილებელი ნივთები..სამივემ ზუგზაკები ავიკიდეთ და კარი გავაღე..
ზღურბლზე სათვალეებით ის გორილა იდგა შუქნიშნთან ბიჭს რომ მოსდევდა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent