შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს შემთხვევითობა არაა ... ეს ჩვენი ბედისწერაა.....


26-03-2015, 19:07
ავტორი ml99
ნანახია 2 859

ეს შემთხვევითობა არაა ... ეს ჩვენი ბედისწერაა.....

ზამთრის ისეთი საღამო იყო როგორიც, მე მიყვარს ქალაქი ნისლში გახვეულიყო, პირქუშ ღრუბლებს პირი შეეკრათ და ცასაც მოეღუშა. საღამო იყო, მაგრამ ხალხი მაინც მოძრაობდა, მიუხედავად ხალხის სიმცირისა ქუჩას ახალგაზრდა ონავარი ბიჭების გამაყრუებელი სიცილი აცოცხლებდა. გზის მეორე მხარეს თავჩაღუნულული ჩაფიქრებული გოგონა მიუყვებოდა (ანიტა ბაბლუანი 15 წლის, მაღალი, გრძელი, მუქი,წაბლისფერი თმით და ყავისფერი თვალებით. სერიოზული მაგრამ მეგობრების წყალობით ხშირად მხიარულიც კი)
ანიტა
საკუთარ თავზე ვფიქრობდი, არ ვარ ლამაზი, მაგრამ ყოველთვის მტკივა გული, როცა ამ თემასთან დაკავშირებით მიმითითებენ, ხშირად ვწუწუნებ, მაგრამ მიუხედავად ამისა მეორე მე ყოველთვის გამოყოფს თავს და დამტკიცებით გადაჭრის:
-ღმერთმა ასეთი მოგავლინა დედამიწას ნუ იქნები უმადური-ო
მართალია,ჩემი მეორე მე, მაგრამ მაინც სამწუხაროა, როცა სარკეში ჩაიხედავ და უკმაყოფილო დარჩები. თუმცა უნდა ვაღიარო მქონია ისეთი შემთხვევები, როცა კარგად გამოვიყურები.უბრალოდ არ მიყვას ეს გაშპაკლული გოგონები რომლებსაც თავი ლამაზი გონიათ მე ბუნებრივობა მირჩევნია მიუხედავად იმისა რომ საამაყო გარეგნობა არ გამაჩნია.
-გეყო ანიტა სისულელეები! -თავი გამოყო მეორე მემ მაგრამ… უცებ ხელზე შეხება ვიგრძენი სწრაფად შემოვტრიალდი,წინ კი სიმპატიური, მწვანეთვალება, ბიჭი მედგა. ვერ ვიტან გოგოები სიმპატიური ბიჭის დანახვისას, რომ შტერდებიან სწრაფად გამოვფხიზლდი და უნდა მეკითხა რა გინდა თქო, მაგრამ თვითონ დაიწყო
-ბოდიში სხვა მეგონე... დემეტრე წასვლას აპირებდა, როდესაც ანიტამ თავისთვის ჩაიჩურჩულა
-ვწუხვარ რომ ის არ ავღმოჩნდი ვისაც ეძებდი, მაგრამ ეს სიტყვები დემეტრეს ყურაასმენას მიწვდა თუ არა, ბიჭი მაშინვე შემოტრიალდა და გოგონას სევდიან თვალებს წააწყდა, იგრძნო, გულში თითქოს რაღაც ჩაწყდა მიუხედავად ამისა სწრაფად შეტრიალდა და გზა განაგრძო. ანიტამაც განაგრძო გზა ძალიან ეტკინა გული,როცა უცნობი ბიჭის თვალებში, იმედგაცრუება და უსიამოვნო გრძნობა ამოიკითხა...
დემეტრე
ქუჩაში მივდიოდი და თამთაზე ვფიქრობდი, თამთა ის გოგოა რომელიც უკვე ერთი წელია მომწონს, მაგრამ რატომღაც კონტაქტს თავს ვარიდებ, ალბათ იმიტომ რომ უამრავი შეყვარებული და თაყვანისცემელი ჰყოლია, ამიტომ არ მსურს იმ იდიოტთა რიცხვს შევემატო რომლებიც მუდამ თამთას დაკერვას ცდილობენ... ფიქრებიდან ბექას სმს გამომაფხიზლა, პასუხი დავუბრუნე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. თავი მაღლა ავწიე და ჩემ პირდაპირ მიმავალ სილუეტს დავაკვირდი და ჩამეღიმა წინ თავჩახრილი თამთა მიაბიჯებდა თავისი წითელი ქურთუკით. სწრაფად დავეწიე მკლავზე ხელი მოვკიდე, შემოვაბრუნე და იმედგაცრუებული დავრჩი. ხელში უცნობი გოგო შემომრჩა, ბოდიში მოვუხადე და შემოვტრიალდი გზის გასაგრძელებლად მაგრამ მისი სევდიანი ხმა ჩემ ყურთა სმენას მიწვდა თუ არა, თვალებში ჩავხედე და გავოცდი მისი ყავისფერი, უბრალო თვალები რამდენ სევდას იტევდა...
ამ შემთხვევის შემდეგ ერთი თვე გავიდა... ბექა თამთას ძალიან დაუახლოვდა, თამთა ძალიან ლამაზი გოგო იყო, თან მხიარულიც, მაგრამ ბექა ხშირად ფიქრობდა იმ გოგოზე შემთხვით რომ წააწყდა ქუჩაში.
--ანიტა--
ბიბლიოთეკიდან კმაყოფილი გამოვედი. ჩემი საყვარელი მწერლის "კახა ჯამბურიას" ახალი ნაწარმოები "ღმერთი არსებობს იცი?" როგორც იქნა გამოვიდა. სკოლის ეზოში მომღიმარმა გავაბიჯე და საფეხურებს ჩავუყევი. ზურგი ვიღაცის მწველმა მზერამ ამიწვა, გარშემო მიმოვიხედე მაგრამ ვერავინ შევამჩნიე, რა უცნაურია ეს ჩვენი ქვეცნობიერი გავიფიქრე ჩემთვის და ჩამეღიმა .
--დემეტრე--
ბექასთან ერთად სკოლის ფანჯრიდან ვიყურებოდი და მის მონაყოლზე გულიანად მეცინებოდა. სკოლის ეზოში ნაცნობი სილუეტი დავლანდე, თავიდან ვერ გავიხსენე საიდან მეცნობოდა ეს გოგო, მაგრამ მერე გამახსენდა ეს ხომ ის გოგო იყო, რომელიც თამთაში ამერია. დიდი ხანი ვუყურებდი, მომღიმარ გოგონას, რომელსაც ხელში წიგნი ეჭირა და ყურადღებით ათვალიერებდა. როდესაც თვალს მოეფარა ბექასკენ შევტრიალდი და მის გაკვირვებულ სახეს წავაწყდი, რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ მე დავასწარი - ბექა მაგ გოგოს იცნობ? ვინ არის ?
ბექას ჩაეღიმა და და დაიწყო.
-არც ისე კარგად ძმაო, მაგრამ ვიცი რომ ანიტა ბაბლუანია და მე-10 კლასშია, თავისებური გოგოა და იშვიათად გამოდის გარეთ. და რა იყო ? დაგევასა შე ჩემა (გემრიელად გადაიხარხარა )
-არა ბიჭო ღადაობ ?! პროსტა...
-უჰჰ მეტქი გაგიჟდა სად თამთა და სად ეგ ტო

ბექას ნათქვამზე საშინლად მომეშალა ნერვები მაგრამ მეც არ ვიცი, რატომ გავატარე და ბექას გავყევი უკან...
--
--დემეტრე--
თამთას ძალიან დავუახლოვდი უკვე მეგობრებზე მეტი ვართ დღეს ვაპირებ სიყვარული ავუხსნა. ახლა პარკში ვარ და მას ველოდები აქ ვაპირებდით შეხვედრას, მაგრამ რატომღაც აგვიანებს
უკვე საათ ნახევარზე მეტია რაც აქ ველოდები მაგრამ არ ჩანს. ჩემ ყურთასმენას შორიდან მომავალი თამთას სიცილი მოსწვდა და გამეღიმა. თავი მაღლა ავწიე და დავინახე თამთა, ვიღაც ბიჭთან ერთად მომავალი. ბიჭს მისთვის ხელი გადაეხვია და რაღაცას ყვებოდა, თამთაც მის მონათხრობზე გულიანად იცინოდა. საშინლად გავბრაზდი, ძარღვები დამეჭიმა და საშინლად მომინდა, იმ ნაგავისთვის სიფათი ამეხია. მაგრამ ამის ნაცვლად ტელეფონი ამოვიღე და თამთას ნომერი ავკრიფე.
-თამთა სად ხარ? (ჩავძახე ყურმილში ჩვეული ხმით და პასუხს დაველოდე )
-უი დემეტრე მაპატიე (წაინაზა ხმა თამთამ) ქიმიის მასწავლებელმა, საშინელი პროექტის გაკეთება დამავალა და ვერ შევძელი მოსვლა ახლაც იმდენი მაქვს სამუშაო, ბოდიში რა მართლა, ხომ იცი, რომ უპრობლემოდ მოვიდოდი მაგრამ... (ვითომ დანანებით ჩაილაპარაკა თამთამ და ბიჭს უფრო აეკრო )
-აჰამ მართლა ... (დემემ ისეთი ძალით მოუჭირა ტელეფონს ხელი რომ კინაღამ ხელში ჩაეფხშვნა -უხეშად გათიშა ტელეფონი და ძირს მოისროლა.
-ტელეფონს რაღას ვერჩოდი წაიბუტბუტა (რამოდენიმე წუთის შემდეგ)და მობილურს დასწვდა.
ამ შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ დემემ ანიტა ეზოში შეამჩნია მასთან მივიდა გაეცნო.
--ანიტა--
რამოდენიმე დღის განმავლობაში ვიღაცის მზერას ვგრძნობდი მაგრამ ვერავის ვამჩნევდი
-შენ ვინ შემოგხედავს ანიტა როცა გარშემო ამდენი ლამაზი გოგოა (გავიფიქრე გულში და მწარედ გამეღიმა.)რამოდენიმე დღე უკვე თვედ გადამექცა საშინლად ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე რატომ მქონდა ასეთი შეგრძნება ახლა სკოლის ეზოში ვზივარ ნატას (მეგობარს
და მეზობელს ველოდები) რამოდენიმე თვის წინანდელ შეხვედრას ვიხსენებ უცნობ მწვანეთვალებასთან თან პარალელურად lit.ge-ზე ახალ წიგნებს ვათვალიერებ. აუ რა მაგარია ჩემი საყვარელი წიგნის "ღმერთი არსებობს იცი?"-მეორე ნაწილი გამოვიდა (ბავშვივით გამიხარდა და კინაღამ ხტუნვა დავიწყე.გადავწყვიტე სანამ დრო მქონდა ბიბლიოთეკაში შევსულიყავი და წიგნი გამომეტანა.
-გამარჯობა ნანა მას ახალი წიგნები ხომ არ მიგიღიათ ? გავუღიმე ბიბლიოთეკარს და ჩემს ქართულის მასწს
- არ ანიტა სამწუხაროდ რაღაც პრობლემა შეიქმნა გადმოგზავნასთან დაკავშირებით და ამ თვეში ახალი წიგნები არ გვექნება.
-კარგი ჩავილაპარაკე დანანებით და ეზოში სკამისკენ გავეშურე.
-სულელო წადი წიგნების მაღაზიაში შეიძინე -ჩამყვირა გონებაში ჩემ მეორე მემ და ჩემს სისულელეზე თავადვე გამეღიმა.
-გამარჯობა! გავიგონე საშინლად თბილი ხმა და გაოგნებულმა თავი მაღლა ავწიე და მწვანე თვალების დანახვისას უფრო დავიბენი ოოო ეს ის იყო ღმერთო მართლაც რა სიმპათიურია -გამოფხიზლდი ანიტა რას გაჩუმებულხარ - შემომძახა ჩემ მეორე მემ
-გამარჯობა სწრაფად მოვეგე გონს და მეც ვუპასუხე
-დემეტრე ჯაჭვლიანი,მეგობრებივს დემე გამიღიმა და ხელი გამომიწოდა დემეტრემ
-ანიტა ბაბლუანი მეც გავუწოდე ხელი და ნაზად ჩამოვართვი გამოწვდილ ხელზე
-ვიცი გაეღიმა დემეს
-საიდან ? ვითომ გავიოცე
- ჩვენ უკვე შევხვდით ერთმანეთს
-მართლა?! -ისევ გავიოცე (მეც კარგი მსახიობი ვარ გამეღიმა გულში ჩემთვის )
-კი ქუჩაში შეგხვდი და სხვაში ამერიე
-ააა ხო ჩავილაპარაკე ჩემთვის და მას გავხედე (იგი მოშორებით გვერდით მომიჯდა)
-რაზე ფიქრობ? (რამოდენიმე წუთიანი დუმილი დაარღვია დემემ)
თავი სწრაფად ავწიე და მის თვალებს წავაწყდა რამაც საშინლად დამაბნია და ძლივს ამოვღერღე გონებაში მოგონილი ტყუილი (აბა იმას ხომ ვერ ვეტყოდი შენზე თქო
- ჩემი საყვარელი მწერლის, ახალი რომანის, მეორე ნაწილი გამოვიდა და მისი შეძენა მინდა გავუღიმე დაბნეულმა
-ხოო მრავლმნიშვნელოვნად წაიბუტბუტა და ისევ მკითხა - გეტყობა წიგნების კითხვა ძალიან გიყვარს ხომ ?
-კი ძალიან, მხატრული ლიტერატურა ძალიან მომწონს ვთქვი და საათს დავხედე მისი ახლოს ყოფნა თან საშინლად მსიამოვნებდა, თან სულს მიხუთავდა.
-ხო (ისევ წაიჩურჩულა)-ასწორებს განათლებული შეყვარებული ჩუმად ჩაილაპარაკა და გაეღიმა
-რამე მითხარი ? სიტყვები კარგად ვერ გავარჩიე და კითხვისნიშნის მზერით შევხედე მას
-არა არაფერი ისვ გაეღიმა და თავისი მწვანე თვალები შემომანათა
-შენ ? შენც გიყვარს კითხვა? დაბნეულმა დაუსვი შეკითხვა და შევხედე ( მეც არ ვიცი საიდან ამდენი გამბედაობა მე ხომ ბიჭს ნორმალურად არც არასდროს დავლაპარაკებივარ )
-არა მე თავისუფალი დროს გაფლანგვა, მეგობრებთან ერთად მიყვარს გამიცინა და კარისკენ გაიხედა. ზარი დაირეკა და ბავშვებმა გარეთ იწყეს გამოსვლა. დემე ფეხზე წამოდგა, შემომხედა - აბა კარგად სასიამოვნო იყო ანიტა შენი გაცნობა გამიღიმა და წავიდა.
წავიდა და დამტოვა ასეთი გაბრუებული რამოდენიმე წუთი ასე ვიჯექი სანამ თავი ისევ მეორე მემ არ გამოყო და არ შემომიძახა გამოფხიზლდიო ფეხზე წამოვდქი და ნატას ძებნა დავიწყე. მალევე ვიპოვე და სახლის გზას გავუყევით. ძალიან მინდოდა ეს ამბავი ვინმესთვის მომეყოლა მაგრამ თავი შევიკავე იმიტომ რომ ვიცოდი ოცნების კოშკების აგებას აზრი არ ჰქონდა იმიტომ რომ მე არ ვიყავი მზეთუნახავი რომელიც დემეს მოეწონებოდა "ალბათ მარტო რომ იყო იმიტომ დამელაპარაკა მოწყინდა მასაც ჩემნაირად ლოდინი (დემე ბექას ელოდა ისინი პარალელური კლასელები იყვნენ და გაკვეთილების რაოდენობა სამშაბათს განსხვავებული ჰქონდათ )" სახლში მისული ჩემ პატარა ძმაიკო საბას ჩავეხუტე და ყველანაირი დარდი გადამავიწყდა.

ამ შეხვედრის შემდეგ დემე ხშირად ცდილობდა ანიტასთან შეხვედრას და ახერხებდა კიდეც. ანიტა ძალიან ბედნიერი იყო რადგან იპოვა ის ადამიანი რომელმაც ისეთი მიიღო როგორიც სინამდვილეშია. დროის დიდ ნაწილს საუბარში ატარებდნენ. გამოხატავდნენ თავის აზრს რაც არუნდა სისულელე ყოფილიყო. შემდეგ კი ბევრს მხიარულობდნენ.
ეს სასიამოვნო დღეები 2თვე გაგრძელდა, შემდეგ ორივე მიხვდა რომ მათში რაღაც შეიცვალა, მიხვდნენ რომ ერთმანეთი შეუყვარდათ მაგრამ იმის მაგივრად რომ ეს ერთმანეთისთვის გაემხილათ, დაშორდნენ ერთმანეთს თავს არიდებდნენ. მათი ურთიერთობა გამარჯობათი შემოიფარგლებოდა.მხოლოდ ერთადერთხელ მოვიდა ჩემთან ამ დროის განმავლობაში დემე და საჩუქარი გადმომცა რათქმაუნდა ჩემი საყვარელი წიგნი. ძალიან გამაოცა მან ხომ არ იცოდა რომელი იყო ჩემი საყვარელი რომანი მე მისთვის არასდროს არ მითქვამს.თან ქალაქში ყველა მაღაზიაში ვიყავი და ვერსად ვერ შევიძინე.
--დემე--
-რა იყო რა გჭირს( უკვე გაბრაზებულმა დაუსვა შეკითხვა ბექამ ძმაკაცს)
-რა უნდა მჭირდეს? კითხვა შეუბრუნა დემემ
-რა ვიცი აბა ეგ შენ უნდა მითხრა სულ დაგრუზული, ჩაფიქრებული დადიხარ და ხმას არ იღებ რა იყო ბიჭო შეყვარებული ხომ არ ხარ ?
-ხო რა მრავლისმეტყველად ჩაილაპარაკა დემემ და ბექას გახედა რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა
-მოიცა რა თუ ძმა ხარ შენ და სიყვარული ტო ?! და მაინც ვინ გიყვარს ჰა ?!
-ანიტა
-ვინ ?! თვალებგაფართოებულმა შეხედა ბექამ ? -ღადაობ ახლა ?!
-არა ბიჭო რას ვღადაობ ტო...
--ანიტა--
საშინელება როცა ხვდები რომ გიყვარს მაგრამ იცი რომ ეს გრძნობა ცალმხრივია.
უკვე 2თვეა დემესთან არ მისაუბრია გული მტკივა როცა ჩვენ საუბრებს ვიხსენებ ყოველი დღე მასზე ფიქრით იწყება და მისით მთავრდება. მიყვარს მაგრამ ვიცი რომ ესე არ უნდა ხდებოდეს.
დერეფანში მივაბიჯებ და ჩემ უბედურ ბედს ვუჩივი?



№1 სტუმარი likuna

მმმმმ რა კაიაა♥ძალიან მომეწონა.ისე ანიტაზე და მის ოჯახზეც მოგვიყევი.ველოდები შემდეგს♡♡♡

 


№2  offline წევრი bikunia123

ჩემი ნიჭიერი გოგოო:*

 


№3  offline წევრი ml99

likuna
მმმმმ რა კაიაა♥ძალიან მომეწონა.ისე ანიტაზე და მის ოჯახზეც მოგვიყევი.ველოდები შემდეგს♡♡♡

ეს ისტორია მთლიანად ავტვირთე მაგრამ ნახევარი დაიდო :D რაც შეეხება ანიტას მშობლებს მათ შესახებ მეორე თავში შეიტყობთ:)

 


№4  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№5 სტუმარი ..........

ძალიან კარგია გააგრძელე და კარგი გამოვაა wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent