არარაობიდან სიყვარულის ძალით დავბრუნდი
სახლიდან, ანერვიულებული გამოვედი და გადავწყვიტე, ჩემ საიდუმლო ადგილას წავსულიყავი. თუმცა ეს ადგილი ყველამ იცის, ხალით სავსე ბაღის მაგვარი ტერიტორიაა, მაგრამ მე განსაკუთრებული ადგილი აღმოვაჩინე, რასაც ჩემი ვუწოდე, რადგან იქ არასოდეს არავინ შემინიშნავს. ძალიან მყუდრო ადგილია, იქვე ახლოს ტბა და ხეებია. მართალია იდეალური სიმშვიდე არ არის რადგან, ზოგჯერ ყვავები გადაიფრენენ ხოლმე, მაგრამ განსატყვირთად მშვენიერია. ჰოდა მეც სწორედ ამისთვის მოვედი დღეს აქ. განერვიულებულმა, ჩქარი ნაბიჯებით დავიწყე ბოლთის ცემა. უცებ დავინახე, რაღაც ჩემს წინ აგდია და სუნთქავს, ძირს რომ დავიხედე დავინახე ადამიანის მაგვარი რაღაც. შემეშინდა და უკან მოუხედავად გავიქეცი. როდესაც სული მოვითქვი და დავწყნარდი, მომინდა გამეგო ვინ იყო ის საცოდავი... მასთან მივედი და დავინახე მოკუნტული სხეული. ჩემდა გასაკვირად შევნიშნე კალამი რაღაც ნაგლეჯებთან ერთად. ძალიან დავინტერესდი და კითხავს შევუდექი დღიური: "ზოგჯერ, ისე მხიარულად ვსაუბრობთ იმაზე, რაც გვტკივა, თავდაც გვჯერა ხოლმე, რომ ეს ხუმრობაა. ასეთია ცხოვრება, როდის მოგიკაკუნებს კარზე და გეტყვის, დღეს შენი წამების დღეაო ეგ არავინ იცის. ჰოდა ერთხელაც მომიკაკუნა ასე კარზე და მითხრა დედაშენი წავიყვანეო. ხო სწორედ ასეთია ტკივილი რომელსაც ხუმრობად აღვიქვამთ. ალბათ შევიშალე მოვწყდი გალაქტიკას. სასმელში და ნარკოტიკში ადვილია იპოვნო ხსნა, მაგრამ ვიცი დიდხანს არ გასტანს ასე ცხოვრება, ვიცი ერთ დღესაც ეს რაოდენობა აღარ დამაკმაყოფილებს, დოზას მოვუმატებ და გავქრები... ჰოო ასე უბრალოდ გავქრები და მორჩა, კაცმა არ იცის სად წავალ. იქნებ დედამ შემიფაროს, არვიცი შეიძლება... თითქოს, ეს ცხოვრება, სველ კლდეზე მამაგრებს და ვგრძნობ როგორ მისრიალებს ხელები, როგორ ვეშვები ნელ-ნელა ძირს უსასრულობაში. თანდათან იშლება წარსული და მხოლოდ წარმოსახვით ვვარსებობ. ხო ვვარსებობ და ცოცხლობს მხლოდოდ გარკვეული მოგონები, სხვა არაფერი. უბრალოდ ვგრძნობ, რომ ფიტული ვარ, რაღაცის ანარეკლი. მე დავამთავრე არსეობაბა იქ, სადაც დედამ შეწყვიტა სუნთქვა. ძლიერმა სენმა მომტაცა ის და მის სურნლეს დანატრებული დამტოვა სიბნელეში. მეც ყველაფრისაგან არაქათ გამოცლილი ვწერ. ვწერ ძალაუნებურად, ვწერ იმიტომ რომ ჩემი აქედან წასვლის შემდეგ ვინმემ მაინც გაიგოს, რომ ვვარსებობდი. ვწერ იმიტომ, რომ ბოლომდე არ დაკარგო საკუთარი თავი. ყველასათვის მერყევი, უნდობი არსება შემოვრჩი დედამიწას და ვამძმებ მას ჩემი ცოდვილი სულით. ალბათ ბევრი იფიქრებს, თუ ამდენს ხვდება რატომ არაფერს აკეთებსო?!. მე აღარაფრის შეცვლა აღარ შემიძლია. უკვე ნარკოტიკითა და სასმელით გაჟღენთილი ნივთიერება ვარ, ნარჩენი მიწისა. სხვა რა შეიძლება მეწოდოს?. ასეთი ცხოვრება ჩემი არჩევანია და ამიტომ ჩემი მძიმე სულით სხვაც, რომ არ დავამძიმო , ამიტომაც ვწყვეტ გარე სამყაროსთან კავშრს...!!! დედა რომ დაიღუპა 16 წლის ვიყავი, ახლა კიდე 18წლისა ვარ და მესამე წელია უმისობით ვიტანჯები. ძალიან რთულია დედის ალერსს დანატრებულმა განაგრძო სიცოცხლე. მამამ ვერაფრით მიშველა, რა არ ცადა, სარდაფშიც კი ჩამკეტა, მაგრამ უშედეგოდ. რამდენჯერ დამელაფარაკა, მთხოვა კიდეც, რომ მას გვერდით დავდგომოდი რადგან მასაც ძალიან უჭირდა, მაგრამ მე ხომ არარაობა ვარ ამიტომ, არაკაცურად დახმარების მაგიერ სახლიდან წამოვედი... დღესაც მცხევნია ჩემი თავის. მე ადამიანი აღარ მქვია ჩემი საქციელების შემდეგ. რავქნა ვერ ვახერხებ საკუთარ თავთან ბრძოლას." -ეტყბოდა წერა ახალი დაწყებული ჰქონდა, მელანი ჯერ კიდევ არ იყო იბოლომდე გამშრალი. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ უცებ ეს "ვიღაც შეირხა", მე კი შიშისაგან ინსტრიქტურად გავიქეცი. როდესაც დავწყნარდი უკან მიბრუნების შემრცხვა თუმცა გადადავწყვტე, აქ ყოველდღე მევლო და გამეგო ამ ბიჭს ისტორია. ამიტომაც მეორე დღეს მივედი თუ არა დღიურს ვწვდი, მაგრამ ჩანაწერები არ ქონდა გაკეთებული და ცოტა არ იყოს გული ჩამწყდა, მგონი იმ ადგილიდან არც კი გარყეულა. ცოტა არ იყოს შემეშინდა და ხელი მოვკიდე. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ვატყობდი, რომ ძალიან ცუდად გამოიყურბოდა. სასწრაფოდ გავიქეცი წყალი და რაღაც ფროდუქტები მოვიტანე. მის გამოფხიზლებას შევუდექი და მანაც თვალი გაახილა. არ დამფრთხალა, ეტყობა ასეთებს ნაჩვევი იყო, მაგრამ აქ არ მოელოდა რადგან ეგონა უკაცრიელი ადგილი ჰქონდა ნაპოვნი, მან რა იცოდა თუ მეც აქ დავიდოდი?... -ჩუმად ვუთხარი ნუ გეშინია უბრალოდ საჭმელი მოგიტანე მეთქი - მე მეშინია? არ გამაცინო. შენს თავს შეხედე შიშისაგან კანკალებ -აჰა ჭამე.. უეცრად სახე შეეცავლა და მითხრა -მე შენი მოწყალება არ მჭირდება, მათხოვარი ხომ არ გგონივარ?! აქედან დაიკარგე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! მკაცრი ტონი აშკარად იგრძნობოდა მის სიტყვებში. -თავიდან ვიფიქრე წავალთქო თუმცა სიჯიუტემ მსძლია და ვუთხარი -მე კატო მქვია შენ? -რამე სხვა ენით უნდა გელაპარაკო? - არა ამ ენაზეც მშვენივრად მესმის. ჩემდა უნდებურად ჩემცინა. -მგონი სიცოცხლე მოგბეზრდა აქედან წადითქო ვთქვი მგონი!. - ეს ჩემი ტერიტორიაა და აქედან წასვლას არ ვაპირებ! -ნაქირავებია თუ ნაყიდი? - გავბრაზდი ამ დაცნინვაზე, მაგრამ არ შევიმჩნიე და უცებ ვუთხარი -კარგი უცნბო საჭმელს თუ არ გინდა ნუ შეჭამ, არც არავინ გაძალებს. უცებ მომინდა გამეგრძელებინა და რარაც საშინელებები მეთქვა, კინაღამ დედაც ვუხსენე, მაგრამ უცებ თავი შევიკვე და იქედან სწრაფი ნაბიჯებით წამოვედი. მთელი ღამე ვერ დავიძინე ვიქრობდი, იმ ბიჭის საწერებზე და ძალიან მეცოდებოდა, რადგან ვიცოდი რაოდენ დიდ ტკივილს და სიმარტოეს გრძნობდა. როგორ ძულდა სამყარო და როგორ უნდოდა მალე გამქრალიყო აქედან. მე ვიცოდი რა რთული იყო ეს რადგან არც მე მყავდა დედა. მე მისი მესმოდა ალბათ ისე როგორც არავის არასდროს. ამიტომაც გადავწყვიტე სხვაგვარად მოვპყრობოდი მას. როგორც კი გათენდა სკოლაში წასვლის მაგიერ იმ ადგილისაკენ გავეშურე სადაც უცნობი მეგულებოდა. გამიხარდა ახალი ჩანაწერები ჰქონა გაკეთებული.... "ვერ ვიტან ხალხთან ურთიერთობას, დღეს კი სწორედ ამ აუტანელი მომენტის წინაშე დავდექი. ერთმა ზედმეტად ცნობისმოყვარე გოგომ მიპოვა. მგონი მათხოვარი ვეგონე და საჭმელი მომიტანა. ღმერთო ნეტა ის მაინც თუ არ შეიძლება, რომ არ შემაწუხონ და დამაცადონ მალე მოვშორდე ეს მძიმე ტვირთი დედამიწას. ამ გოგონას რომ შევხედე უეცრად ძალიან მომინდა მეც მისნაირი ვყოფილიყავი, ლაღი, მშობლების ყურადღების ქვეშ, კარგად ჩაცმული და მოწესრგებული. ადამიანობა მომენატრა, გრძნობები მომენატრა. ამ გოგოსთან საუბრისას დავრწმუნდი რომ საუბარი არ დამვიწყებია...ალბათ ყველაფრის გარეშე მომიწევს ამ ქვეყნიდან წასვლა... " -დავამთავრე კითხვა და ვფიქრობდი: ტანისამოსი თვალის ასახვევი კარგი საშუალებაა რომ არ დაინახოს ვინმემ რა ხდება იმის იქეთ, ზოგჯერ თვალებიც იტყებიან თუმცა მათ ღრმად სჭირდებათ ჩახედვა სულამდე რომ მიაღწიონ უმეტყველო ორგანოებმა. შენ მაინც როგორ ვერ ხვდები ამას? კარგი ახლა სხვა საზრუნავი მაქვს, როგორ დავეხმარო მას? რა ხერხს მივმართო? როგორ დავუბრუნო ადამიანობა და როგორ მოვახსნევინო ნიღააბი?. ამ კითხვებს ვუსვამდი საკუთარ თავს როდესაც ეს უცნობი შეირყა... მადლობს გიხდით თუ ვინმე კითხულობთ და მოგეწონათ თქვენი აზრი დააფიქსრეთ კომენტარებში გავაგრძელო თუ არა? :))) მადლობა წინასწარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.