შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალო გოგოს პატარა ისტორია. (თავი 9)


27-03-2015, 01:45
ავტორი ninaa --
ნანახია 2 834

ანა გაბრიელს ძლივს მოვაშორეთ...ათას კითხვას უსვამდა,ის კინპასუხის გაცემასაც ვერ ასწრებდა ისე სწრაფად ელაპარაკებოდა...ჩვენ კი სიცილით უკვე მუცელი გვტკიოდა.ანა ისეთი აჟიტირებული და გახარებული იყო რამდენიმე დღე გაგრძელდა მისი დაწყნარების მცდელობა...ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა,ყველა ძალიან ბედნიერები ვიყავით...ადამიანს ბედნიერებისთვის სულ ცოტა რამ ჭირდება-მეგობრები,რომლებიც მუდამ გაამხიარულებენ როცა მოწყენილია,ოჯახი რომელიც მუდამ გვერდში დაგიდგება რაც არ უნდა მოხდეს და საყვარელი ადამიანი რომელთან ერთადაც გაუმკლავდები უამრავ დაბრკოლებას...იმ დროს მეც მეგონა ჩემი თავი ბედნიერი...ვიყავი კიდეც...უბრალოდ დროთა განმავლობაში მივხვდი რომ ყველაფერმა შეიძლება დაკარგოს აზრი...

----------------------------------------------------------------------------------------------

ერთ დღეს კონცერტის შემდეგ ჩემმა "სიყვარულმა" დამირეკა და გამომიცხადა რომ იტალიაში უშვებდნენ სასწავლებლად...სამი წლით...გავოგნდი...არ ვიცოდი რა მეთქვა,ის კი ძალიან მშვიდად მეუბნებოდა რომ მანძილის მიუხედავად ურთიერთობას შევინარჩუნებდით და როდესაც ჩამოვიდოდა დავქორწინდებოდით,მეც დავუჯერე და მოუთმენლად ველოდებოდი როდის გავიდოდა სამი წელი...რაც დრო გადიოდა უფრო ვრწმუნდებოდი რომ ამ ყველაფრით მეც და თოკაც თავს ვიტყუებდით...მიუხედავად იმისა რომ ყოველ საღამოს ვლაპარაკობდით ხან ტელეფონით ხან სოციალური ქსელის დახმარებით ჩვენი სიყვარული განელდა და აღარ იყო ისევ ისეთი,ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ერთმანეთს დავშორებოდით....ეს ამბავი ადვილად გადავიტანე და საბოლოოდ დავრწმუნდი რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ...რაც შეეხება ანის და ნოდოს...ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ იკამათეს თუმცა მალევე რიგდებოდნენ ხოლმე და საბოლოოდ დაადგათ საშველი და "ხმამაღლა" განაცხადეს ერთად ყოფნის ამბავი...მერე იყო ნიშნობა...და უკვე ერთ თვეში ჩვენს ანოს ნოდოს ოფიციალური ცოლი ერქმეოდა...მთელი ეს დრო გიჟებივით დავრბოდით,ხან კაბებს ვარჩევდით ხან დეკორაციებს...მოკლედ უამრავი საქმე გვქონდა გასაკეთებელი და დროც სწრაფად გადიოდა....ანის მეჯვარე სოფიო იყო...წინასაქორწინოდ ისიც ძალიან ღელავდა მე და ანა კი ყველანაირად ვცდილობდით საპატარძლოს დამისი მეჯვარის დამშვიდებას...ნოდოს მეჯვარე კი გიორგი იყო...ამ ამბების გადამკიდე ზურასაც საკმაოდ დავუახლოვდი და დაქალ-ძმაკაცები გავხდით...ყველაფერში გვეხმარებოდა და მასაც დიდი წვლილი მიუძღვის ქორწილის დეტალების მოგვარებაში ....ეს ერთი თვე ძალიან სწრაფად მიილია და დადგა სანატრელი დღეც !! ანი დილიდან აქეთ-იქით დარბოდა,ძალიან ნერვიულობდა...მაკიაჟი და თმა სალონში გაიკეთა,იქიდან დაბრუნებულმა კი სანატრელი,წლში გამოყვანილი,გრძელი შლეიფითა და დეკოლტით დამშვენებული კაბა ჩაიცვა...ნოდომ რომ დაინახა "პირი ღია დარჩა" ...წასვლის დრო რომ დადგა მანქანებში გადავნაწილდით...მეჯვარე და ნეფე-პატარძალი ერთ მანქანაში მოთავსდნენ და ერთად წავიდნენ გელათის ტაძრისკენ,მე და ანა კი ზურამ წაგვიყვანა....
ჯვრისწერამ ძალიან კარჰად ჩაიარა...უამრავი ფოტო გადავიღეთ...შემდეგ კი რესტორანში წავედით და მალევე გაჩაღდა ნამდვილი მამა-პაპური ქეიფი...საბოლოოდ ყველაფერმა ძალიან მაგრად ჩაიარა....წყვილმა თაფლობის თვის გატარება პარიზში გადაწყვიტეს...ქორწილში ჩვენს მეჯვარესაც გამოუჩნდა თაყვანისმცემელი სიძის მხრიდან...რაც უყურადღებოდ არავის დარჩენია...საერთო ენა მალე გამონახეს...ჯერ ცეკვავდნენ,შემდეგ კი დაღლილები სხდებოდნენ და ლაპარაკობდნენ...მათი ურთიერთობა ქორწილის შემდეგაც გაგრძელდა ...მალე ჩვენც წარგვიდგინა როგორც მეგობარი,თუმცა ყველამ ვიცოდით რომ მათი მეგობრობა სხვა ეტაპზე გადავიდოდა და არც შევმცდარვართ...საბა და სოფიო მალე გახდნენ ჯერ შეყვარებულები,შემდეგ კი დანიშნულები...თავიდან სოფიომ ცოტა აწუწუნა,მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდა...ისეთივე გრანდიოზული იყო როგორიც ანისი...სოფიოს მეჯვარე მე ვიყავი...მისი კაბაც ძალიან ლამაზი იყო... კორსეტი მთლიანად თვლებით იყო გაწყობილი,თუმცა მაინც ძალიან სადა და ელეგანტური კაბა იყო...დაბლა კი მაქმანებით იყო მორთული...

სოფიოს ქორწილში ზურა გამომიტყდა რომ მოვწონდი....სიმართლე რომ ვთქვა ,ეც გამაჩნდა მის მიმართ გრძნობები და არც დამიმალავს....

---------------------------------------------------------------------------------------------

მოკლედ...გადაწყვეტილი მქონდა რომ ეს ისტორია აღარ გამეგრძელებინა,თუმცა რამდენიმე ადამიანმა გადამაფიქრებინა და ისევ დავიწყე წერა....ამ ოსტორიას შემდეგ თავში უკვე დავამთავრებ...შეიძლება ისეთი არ იყოს როგორსაც ელოდებით,მაგრამ ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ....
და კიდევ ძალიან დიდი ბოდიში იმათ ვინც კითხულობდით ამ ისტორიას და ელოდებოდით ამდენი ხანიი :///



№1 სტუმარი Ана

Tu vimsjelebt rom 10 tvea ar dagidia motxroba anu ar gaagrdzeleb

 


№2  offline წევრი ninaa --

Ана
Tu vimsjelebt rom 10 tvea ar dagidia motxroba anu ar gaagrdzeleb

Uaxloes momavslshi davdeb bolo taavs ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent