შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს თქვა არასოდეს (თავი 1)


27-03-2015, 15:58
ავტორი anna777
ნანახია 3 149

უღიმღამოდ მივაბიჯებ ქუჩაში...ძალიან დიდი ხანი ვიყავი დეპრესიაში კმარა...მეტი არ შეიძლება..ეხლაც ვითომც გასართობად მივყავარ მეგობრებს მაგრამ აბა მითხარით რომელი ადამიანი გაერთობა მაშინ როდესაც ქმარმა გიღალატა და მიგატოვა შვილს კი გვარსაც არ აძლევს..ალბათ ლუკა ღმერთის საჩუქარია ჩემი სუნთქვა და აზრია ის რომ არა არვიცი...ლუკა
1 წლისარის 3 წელი ცოლ ქმარნი ვიყავით შვილი არ გვიჩდებოდა ბოლოს..კი ლუკა გამიჩდა დედამთილი მიყვიროდა შენი ბრალიაო..მაგრამ
ჩემი ბრალი არ იყო...დაჩის ბრალი იყო ყველაფერი ,დაჩი გერმანიაშია თავის საყვარელთან ერთად ,წავიდა ისე მოხდა რომ ის გოგოც ორსულად არის.. ბავშვს არც კითხულობს..არც მჭირდება მისი კითხვა დავიფიცე რომ მამაკაცს აღარასდროს აღარ შევიყვარებ და ასეც იქნება..!

-მოძრაობის წესები არიცით?.. ვფიზხლდები მანქანის დატორმუზების ხმაზე..
-უკაცრავად მე თუ თქვენ?
-შუქნიშნის ცნობა არიცით...
არა იქნებ მიხვდეს და ამაყენოს..კარები იღება და იქიდან მაღალი ახოვანი მამაკაცი გადმოდის..
ნაცრისფერი თვალები,მუქი წაბლისფერი თმები,წითელი ღვინისფერი ტუჩები...ხელს მიწვდის და ვდგები...
-მაპატიეთ..ვეუბნები ჩუმად ის კი ისევ ისე მიყურებს
-ამიერიდან ისწავლით მწვანეზე რომ უნდა გადახვიდეთ...
ადგა და წავიდა...
არადა არასდროს არ ვარღვევ მოძრაობის წესებს..შემთხვევით გადავედი..
კაფის კარები გავაღე თუ არა გოგობეი მოცვიდნენ,გადამკოცნეს,მომიკითხეს და მაგიდასთან დავსხედით...
-ლუკა როგორ არის?
-კარგად არის ხოიცი რა წყნარია...
-ევა,მინდა რომ აგარაკზე ავიდეთ ცოტა ხანი...
-არმინდა კაი რა...
-გთხოვ როდემდე უნდა იყო ასე?
-ვის აგარაკზე...
-ჩვენი,ჩემი ქმრის...
-ჩემთან წავიდეთ...
-არაარგვინდა გთხოვ...
-არვიცი ვნახოთ...
-ესეიგი მოდიხარ ხვალ მივდივართ!
-რაა რა ხვალ? ლუკა?
-წამოიყვანე
-არარსებობს
-კარგი რა 4 გოგო ვიქნებით რამენაირად ერთ ბავშვს მოვუვლით...
-კარგი ხოო...
-ჩვენ გამოგივლით..
-ვაიმე ერთი თქვენ გიჟები არიყოთ...
გოგონებთან დიდი ხანი არ გავჩერებულვარ მალევე წამოვედი...სახლში ძიძა იყო ლუკას ეთამაშებოდა ბავშვმა რომ დამინახა თვალები გაუბრწყინდა...
-შეგიძლიათ წახვიდეთ მე მივხედავ..
-მადლობა,ნახვამდის...
-ნახვამდის...
-რა სასაცილო ხარ დეე... ლუკასთან მივედი და თმები გავუსწორე...
ბავშვს ვაჭამე და დავაძინე,მეც წამოვწექი ცოტახნით და ჩამეძინა...სიზმარი დამესიზმრა,ის კაცი იყო რომელსაც დავეჯახე,სადღაც ვიყავით ალბათ უფრო ტყე იყო,ბედნიერებისგან იღიმოდა...
არც სახელი ვიცი არც გვარი,მაგრამ რომ შემხვდეს აუცილებლად ვიცნობ..მართალია ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა მაგრამ მაინც...
მოიცა ევა შენ არ თქვი კაცებზე არ ვიფიქრებო?! მართალი ხარ ალტერაგო არავიზე არ უნდა ვიფიქრო ყველა კაცი ერთნაირია...,ვის ატყუებ ჩემო თავო ყველა კაცი ერთნაირი როგორ არის?
არარის,რათქმაუნდა იდეალური კაციც არარსებობს მაგრამ ყველა კაცი ერთნაირი არარის..ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეეები...
^^^
დილას ტელეფონის ხმამ გამაღვიძა..ნიტა იყო..
-რა იყო?
-ნახევარ საათში გამოგივლი და მზად იყავი
-ვაიმე ნიტა ნერვებს მიშლი..!
-კარგი რა ევა ხოიცი რომ შენთვის კარგი მინდა და იმიტომ ვაკეთებ ამყველაფერს როდემდე უნდა მისტირო იმ ნაძირალა კაცს?
-არ მივტირივარ..ვუთხარი კიდევ ნახევრად მძინარემ და ლუკას გადავხედე...ისე საყვარლად ფშვინავდა,ნებისმიერს მოუნდებოდა მისი შეჭმა...
-კარგი ხოო მოდით...
-მიყვარხარ..
ვაიმე რა გიჟი დაქალები მყავს...იქნებ მართლაც სჯობს აღარ ვიდარდო დაჩიზე მას უკვე თავისი ცხოვრება აქვს...მე ჩემი ჩემთვის არავინ არარის,მაგრამ ალბათ დროთა განმავლობაში მივეჩვევი
დრო ხომ ყველაფრის მკურნალია.

ლუკა გავაღვიძე და სპორტულები ჩავაცვი,მეთვითონ ჯინსის შარვალი,მაისური და ნაიკის ბოტასები ჩავიცვი...ძალიან მიყვარს კარგად ჩაცმა და ვცდილობ ლუკიტოსაც კარგად ჩავაცვა...
დიდ სპორტულ ჩანთაში რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი და ბავშვის ნივთები ჩავდე...
ბავშვს ვაჭამე,მე თვითონ მხოლოდ ყავა დავლიე არ მიყვარს დილით ჭამა.

-დე..და... მესმის მისი ხმა ეს მისი პირველი სიტყვები იყო თვალებიდან ცრემლები გადმომცვინდა,მისი პირველი სიტყვა გავიგონე,კარებზე ზარი დაირეკა კარებისკენ წავედი და იქ ნიტა იდგა...
-ნიტა იცი ლუკიტომ პირველი სიტყვა თქვა...
-რა თქვა იდიოტი მამა მყავსო?
-ვაიმე ესეიგი შენს იუმორს საზღვარი არ აქვს დედა თქვა...
-ვაიმე რასაყვარელი ხარ შეგჭამ ნიტა ლუკასთან მივიდა და ხელში აიყვანა
-წავედით? მე მზად ვარ..
-წავედით...
^^^
-ბიჭები სად არიან? იკითხა ქეთიმ...
-იქ არიან უკვე,გუშინ ავიდნენ...
-ააა
-შენი ქმრის ძმაკაცის არის აგარაკი ხო?
-აუუ კარგი რა ნიტა ხომ მითხარი ჩემი ქმრისარისო...
-დაიკიდე რაა
-სირცხვილია
-არაფერი არარის სირცხვილი...
^^^
სახლი მართლაც უზარმაზარი იყო,გემოვნებით მოწყობილი ეზო,აუზი,ბაღი,...
ლუკამ ეგრევე ბაჯბაჯი დაიწყო გაშლილი ეზოს დანახვისას..
-დეე მოდი ჩემთან ჩავიკუზე და ხელების გაშლით ვანიშნე ჩემთან მოსულიყო ისიც სიცილით გამოიქცა ჩემსკენ...

ყველაფერი რომ გადმოვალაგეთ სამზარეულოში შევედით რადგან,ყველას გვშიოდა
-სად არიან ბიჭები? იქითხა ქეთიმ
-ზევით იქნებიან...
-საჭმლის მაგვარი არაფერი არ აქვთ?
-2 დღე აქიყვნენ და ეტყობა მოკვდნენ სიცილით თქვა ქეთიმ...
-შიმშილით დაიხოცნენ დაუმატა ლიზიმაც და ერთად ავხარხარდით
ბიჭების ხმა მოგვესმა
-ეს საიდან გაიჩითა აქ...
ალბათ ლუკაზე ამბობდნენ მანეჟში დამაშობდა..
-აუ ნახე რა ლამაზი ცისფერი თვალები აქ...
-ევას შვილია..
-ვაა გოგოებო მოხვედით...
-მოვედით...
-აუ რა გაყვირებთ რა...კიბეებიდან გვესმის ხმა...
-ვაა ძმა გაიღვიძე?..
მეც სამზარეულოდან გამოვდივარ და ნაცნობ ადამიანს ვეჯახები...
-გამარჯობა...ვეუბნები ჩუმად ის კი გაგიმარჯოთი მპასუხობს..
-გაიცანი რატი ეს ევაა,ჩვენი მეგობარი...
-ჩვენ უკვე ერთმანეთს ვიცნობთ...
-ვა,მართლა საიდან?
-გრძელი ამბავია მოკლედ მოუჭრა მეგობარს და ლუკას შეხედა რომელიც მისწინ იდგა და გაშტერებული უყურებდა...
-ბავშვი დააფეთე რა... გამოვიდა სიტყვით ნიკა და სავარძელში ჩაჯდა
- კი არ დავაფეთე პირიქით მოვეწონე თქვა გმაყოფილმა და ლუკა ხელში აიყვანა...
-ცოტა ხანი მომიყვანე რაღაც წამალი უნდა დავალევინო...
-შენი შვილია?.. ბავშვი მომიყვანა მეც სამზარეულოში წავიყვანე...
-ხო ევას შვილია უპასუხა ნიტამ
-მე მეგონა... დაბნეული ლაპარაკობდა და სულელივით იყურებოდა აქეთ იქით..
რატი:
-მიყვარს ბავშვები თქვა ნიტამ და ნიკას გადახედა
-მაგაზე შეგვიძლია ღამე ვიმუშავოთ თქვა ნიკამ და ნიტას გადახედა..რაზეც ქალმა თვალები დაუბრიალა (ნიტა და ნიკა ცოლ -ქმარნი არიან)
-ერთი წუთით ნიტა, ევა გათხოვილია?
-არა,არარის...
-ვერგავიგე ვერაფერი..
-რა ვერ გაიგე,ქმარმა უღალატა და მარტო ზრდის ბავშვს..
-არვიცოდი საწყალი....
-საწყალი ის არის ესეთი ცოლ-შვილი რომ მიატოვა...მითხრა ნიტამ გაღიზიანებულად და სამზარებულოში შევიდა...
ევა:
-საჭმელი მზად არის გასძახა ნიტამ ბიჭებს... ცოტახანში ოთახში 3 აყლაყი შემოვიდა ცოტნე,ნიკა,რატი
-ძალიან გემრიელია ლაპარაკობდა გამოტენილი პირით ცოტნე რაზეც ყველას სიცილი აგვიტყდა...
-არ დაიხრჩო ცოტნე...რატიმ უთხრა და მსუბუქად მიჰკრა ხელი ზურგზე...
^^^
საღამოს ყველანი ბუხართან ვიჯექით და პატარა ბავშვებივით ვთამაშობდით სიმართლე თუ მოქმედებას...
ბოთლი დავატრიალე თუ არა რატი ამომივიდა....დიდ ხანს არ მიფიქრია რა მეკითხა პირდაპირ ვკითხე
-ეხლა,ყველაზე მეტად რა გინდა?
-ცოლი..სიცილით მიპასუხა მან...
-ცოლი...ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა
ყველაზე სასაცილო ის იყო რომ ნიკამ მოქმედება აირჩია ხოლო,ცოტნემ უთხრა გინდა თუარა
თოკით იხტუნავეო ალბათ,მთელი სახლი ზანზარებდა მისი ხტუნაობის დროს ჩვენ კიდე სიცილს ვერ ვიკავებდით ბოლოს იმდენი ვიცინეთ რომ ლუკაც გავაღვიძეთ და მყუდროება დავურღვიეთ ბავშვი მანეჟიდან ამოვიყვანე და გვერდით დავისვი...
სამზარეულოში გავედი რომ ლუკასთვის საჭმელი მომეტანა და როცა დავბრუნდი ჩემდა გასაკვირად ლუკა რატის ეჯდა კალთაში და თვალებში მიშტერებოდა...
-ეს ბავშვი შემომეჭმევა...თქვა რატიმ და ლუკას მოუღიტინა რაზეც ბავშვი ახარხარდა და მოუწოდა კიდევ მომიღუტუნეო..
-მომე მე ვაჭმევ ,საჭმელი გამომართვა და ლუკას თვითონ აჭამა მე კიდე ამ ყველაფერს გაკვირვებული ვუყურებდი ნუთუ ასე უყვარს ბავშვები?!
^^^
მეორე დღეს ყველაზე ადრე გამეღვიძა უფრო სწორად მე მეგონა ასე...ეზოში გამოვოედი და ვხედავ როგორ ზის ჰამაკში რატი და სიგარეტს ეწევა,ჩემს დანახვაზე სიგარეტს აგდებს და მესალმება
-დილა მშვიდობისა...
-დილა მშვიდობისა...
-როგორ გეძინა მკითხა და ჰამაკიდან ადგა...
-ნორმალურად უბრალოდ ლუკამ გამაწვალა სხვა სახლში დაძინებას არარის მიჩვეული...
-ძალიან საყვარელი შვილი გყავს...
-ლუკა ჩემი ცხოვრების აზრია...
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-მკითხე...
-ქმარი რატომ არ გყავს...
-გერმანიაშია,მიღალატა...
-ლუკა?
-არ აინტერესებს...
-ჩემი ნება რომ იყოს თავ-ყბას გავუერთიანებდი მაგ ნაბი*ვარს
-აზრი არ აქ,მასთან ბედნიერი მაინც არ ვიყავი...
-რატომ?
-სულ სვამდა,დედამთილი და რავიცი,არმინდა მაგ თემაზე ლაპარაკი...
-მაპატიე...
-არაუშავს...
-ისე იმ დღეს ცუდად მომივიდა...
-არა,ჩემი ბრალი იყო შემთხვევით წითელზე გადავედი...
-გინდა წამოდი ეზოს დაგათვალიერებინებ...
-შენი სახლია? გაკვირვება ვერ დავმალე
-ხოო,ჩემი სახლია...
-არვიცოდი,ლამაზი სახლია
-მადლობა,წინა წელს ავიშენე...-ევა რამდენი წლის ხარ
-23 შენ...
-28
პ.ს თავი არის საცდელი :) თუ არადა სრულად დავდებ ჯერ ბოლომდე დაწერილი არ მაქვს ვისაც მოგეწონებათ :D გელოდებით კომენტარებით!!



№1 სტუმარი likuna

რათქმაუნდა გააგრძელე,ძაააააალიან მომწონს♥ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თა ვს.12ის მერე დადე რაა გთხოოვ♥♥♥

 


№2  offline წევრი tamooo

მაგარიაა მალე დადეე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent