შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილამშვიდობის მწვანეთვალებავ! (სრულად)


27-03-2015, 19:28
ავტორი tak.
ნანახია 5 832

სწრაფად ამოიცვა ბათინკები და კიბეებზე ჩაირბინა. გადაკოცნა ანი-ქეთი და სკოლას მიაშურეს, შუაში ჩაუდგა გოგოებს, ხელი გადახვია და სკოლის ეზოში შეაბიჯა. ეს იყო გოგო ბედნიერების განსახიერება, სულ მოცინარი, მომღიმარი, რაც მთავარია უკარება, არასდროს ყოლია შეყვარებული, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სკოლა მასზე გიჟდება. 16წლის გოგო, რომელსაც სიყვარული არ განუცდია, რომელსაც ბიჭისთვის არასდროს უთქვამს მიყვარხარ, მიაბიჯებდა სკოლაში და აქეთ-იქეთ აცეცებდა მის მწვანე თვალებს, უყურებდა ჩახუტებულ წყვილს და გულში ფიქრობდა,,ბოლოს მაინც დაშორდებით". კლასში შეაბიჯა, ყველა ცალყბად უყურებდა, რამ გააოცა ეს ხალხი? რამე აქვს სახეზე? სწორედაც იმან გააოცა, რომ არაფერი აქვს სახეზე, ტ ო ნ ა ლურს არ ატარებს, ყველას აქვს გადატყეპილი მის გარდა, ამაზე ყველას დაცინოდა ,,გაშპაკლული როჟები" -ფიქრობდა ყოველთვის. გაკვეთილი ძალიან გაიწელა, როგორც იქნა დააღწია თავი სკოლას და სახლისკენ გაუდგა გზას. გოგოებს დაემშვიდობა და სახლში ავიდა. ჩანთა იატაკზე დააგდო, ბათინკებით სამზარეულოში შევარდა ბატიბუტით აავსო მთელი ჯამი, კომპიუტერს მიუჯდა და კინოს ყურება დაიწყო. როცა კინოს ყურებას მორჩა ფეისზეც შევიდა
-ოჰო, ვიღაცას მეგობრობა გამოუგზავნია, ვინაა ეს?-შეიცხადა მწვანეთვალებამ-ოჰო, ვიღაც დემეტრე, არ ვიცნობ, ჰოდა გუდბაი ძმა. ფიქრობდა ,,რამდენი იდიოტია ამ ქვეყანაზე". კარზე კაკუნი გაისმა, გავარდა , ბატიბუტით სავსე ჯამი მაგიდაზე დადო და კარები გააღო
-ოჰ მოვიდა ეს-მიაძახა ძმას
-რას შვები შენ?-დაუძახა სამზარეულოში გასულ დას გუგამ
-ბატი-ბუტს ვჭამ
-უკვე აღარ-თქვა და მთელი მუჭა ჩაიტენა პირში
-აუ გუგა რა გინდა,თუ გინდოდა გეყიდა შენ
-კაი ტასუნა ჰო იცი როგორ მიყვარხარ
-მეც გუგა-მიაძახა ტასომ

ოთახში შევარდა, იმეცადინა, საღამოს ანისთან და ქეთისთან გავიდა. იმხიარულეს, ბევრი იცინეს, დაგეგმეს X ფაქტორზე ორშაბათს წასულიყვნენ. მომდევნო დღეს, სკოლაში ნიკა შეეჩეხა ტასოს, უკვე დიდი ხანია, რაც უყვარს ტასო
-გამარჯობა ტას, იცი რა?? მოდი X ფაქტორზე ერთად წავიდეთ, აი 2ბილეთი მაქვს-აუფრიალა ცხვირწინ
-მე უკვე მივდივარ სხვებთან ერთად-უთხრა და გაეცალა. საღამოს face-ზე ისევ შევიდა
-ო ღმერთო ამან კიდევ გამომიგზავნა მეგობრობა? კარგი ჰო დაგიმატებ, აღარ გაგაწვალებ, თუ რამე დაგჭირდება კი მომწერ


დადგა ნანატრი ორშაბათი დღე, ერთი სული ქონდა როდის წავიდოდა X ფაქტორზე. ჩაიცვა შავი ტყავის კურტკა, Dავი ტყავის ელასტიკი, შავი მაიკა და შავი მაღალყელიანი კედები. 9საათზე სახლიდან გავიდა და გოგოებთან წავიდა. უამრავი ადამიანი იყო, გოგოები რიგში იდგნენ, ოჰო, ტასომ ვიღაცის ნაცნობი მზერა დაიჭირა. როგორ ეცნობა ეს ბიჭი, მაგრამ საიდან? უჭირდა გახსენება
-აუ ტასო ნახე როგორ გიყურებს?-თქვა გაბადრულმა ქეთამ
-ჰო ვხედავ, მაგრად მეცნობა, მაგრამ საიდან არ ვიცი
-აუ გჭამს რასაც ქვია-არ ჩერდებოდა ქეთა
-კაი ახლა ნუ გაილექსე-დაწყნარება ცადა ანამ
-ჰო ეს რომ ჩაირთვება რა გამორთავს-დაეთანხმა ტასო
-კაი წამო შევედით-გაბუსულმა ქეთამ მიმართა გოგოებს
მიიწევდნენ კარებისკენ, ერთმანეთის პირდაპირ იდგა ტასო და ,,უხნობი ბიჭი", მაგრამ ტასოსთვის კარგად ნაცნობი, რომელიც ვერ გაეხსენებინა. უცებ ერთმანეთს შეხვდა ამ ორის თვალები, ერთმანეთს უყურებდა მწვანეთვალება და თაფლისფერთვალება. ორივე დაიბნა, რაღაცის თქმა სურდა ბიჭს_ რომ ტასომ შესვლა შეასწრო.
-დემეტრე-თქვა, როცა ადგილი დაიკავა
-რა თქვი?-გამოეხმაურა ქეთა
-დემეტრე არის ის ბიჭი
-რომელი, რამოდენიმე სკამის მოშორებით, რომ ზის და გიყურებს?-ჩაება ანაც გოგოების საუბარს.
-რა?-შეიცხადა ტასომ
-ჰო გოგო მართლა-ქეთამაც დაუდასტურა ანას ნათქვამი
ტასოს სახე გაუფითრდა, მაგრამ გულში გაიფიქრა,,ეს უბრალო დამთხვევაა".
მეორე დღეს ნიკა ტასოსთან მივიდა, მაგრამ მან უბრალოდ თავი დაიძვრინა და მას გაეცალა, ფიქრობდა, რომ ეს ბიჭი ოდესღაც დაანებებდა თავს. საღამოს გოგოები მთაწმინდაზე წავიდნენ. ტასომ ჩაიცვა მაღალი კედები, ორი ზომით დიდი ჟაკეტი, მუქი ლურჯი ვიწრო შარვალი.გოგოებმა პარკში ნაყინები იყიდეს, ბევრი ისეირნეს. სახლში მისულ ტასოს გუგა თავისი სასტავით დახვდა
-აქ რა ხდება ჩემი ძმა?
-ვქეიფობთ სესტრა
-უჩემოდ?
-ბოდეშე-გასძახა იკამ
-ჰო კაი კაი, აბა რას ვშვებით?
-ვსვამთ ბოლომდე-გამოეხმაურა თეო
-რას?
-პივას

ღამის 3საათამდე მაგრად იქეიფეს. მეორე დილით თავი ვეღარ აწია ტასომ და სახლში დარჩენა გადაწყვიტა. 2 საათამდე ნებივრობდა საწოლში,მაგრამ გუგას ბრახა-ბრუხმა გააღვიძა
-რა ხდება რა ამბავია?-გაჰყვირა ძმას
-მტერი შემოგვესია დედოფალო
-მაშ, შევიპყროთ-თქვა და ბალიშებით გაიქცა ძმის ოთახისკენ. ბევრი ითამაშეს, მიუხედავად იმისა, რომ გუგა 22-ის არის უნდა ვთქვათ, რომ მაგარი და-ძმობა ჰქონდა ამ ორს. სუადღეს გუგას ძმაკაცმა დაურეკა და გასვლა დააპირა, რომ ტასომ შეაჩერა
-საით?
-ბილიარდი
-ე რა წესია? მე?
-სადმე წადით შენ, ანი, ქეთი, მაგრამ 6-ზე სახლში იცოდე
-სად წავიდეთ მერე?
-ბოულინგ ცენტრში
-აუ რა მაგარია, აუ გუგა? ჰო იცი როგორ მიყვარხარ?
-50გეყოფა-უთხრა და ფული ხელში მიაჩეჩა
-მიყვარხარ
-აფირისტო

-აბა ჩემი გოგოები რას შვრბიან?
-რა გინდა აბა პირდაპირ დაიწყე
-ჩვენ მივდივართ ბოულინგ ცენტრში, ახლავე ჩაიცვით 15წუთში მანდ ვარ-არ დააცადა პასუხი ისე გაუთიშა ტელეფონი. ტასომ ჩაიცვა თეთრი კედი, ვიწრო ჯინსის შარვალი, მოკლე მკლავიანი თეთრი მაიკა წარწერით: we are different და მოიცვა ჯინსის კოსტუმი. გოგოებს გაუარა და წავიდნენ. შეაბიჯეს ბოულინფ ცენტრში და ჰოი, საოცრებავ! ვინ დაინახა! ესეც თქვენი მეორე შეხვედრა!
-ვინ არის აქ ხედავთ?-გაოცებულმა თქვა ქეთამ
-თან ძმაკაცებთან ერთად-არ ჩამორჩა ანა-დაწყნარდით გოგჩოებო. დაავლო ბურთს ხელი, დაიკავა თავისუფალი ადგილი და ბურთი გააგორა, ყველა კეგლი წაიქცა, ეს რათქმაუნდა არ გამოპარვია დემეტრეს ძმაკაცებს
-აუ იმენა ყველა წააქცია, თან რა გოგოა, ქერა მწვანეთვალება-როგორც კი მწვანეთვალება ახსენეს მაშინვე მისკენ გაიხედა დემეტრემ და ძმაკაცებს უთხრა
-არ დაგინახოთ და არ გაეკაროთ არცერთი
-რა პონტში?-დაიწყო ლაყბობა იგივემ
-ჩემი გოგოა!
-რა?? არ არსებობს გოგო X ფაქტორიდან, აი რა ხდება 20 წლის კაცი ბავშვს გადაეკიდე?-თქვა მეორემ სიცილით
-სართანია გაჩუმდი
-კაი სანდრო დავანებოთ თავი დემეტრეს შეყვარებულია
-სტურუა შენ გასაგონადაც ვთქვი-მიუბრუნდა მეორეს
-არა ძმაო მაგრად თამაშობს-არ ჩერდებოდა ლუკა სტურუა
-მაგასაც ვნახავთ-თქვა დემემ

გააგორა და მანაც ყველა წააქცია. ,,ბრძოლა გინდა? იყოს ბრძოლა"-გაიფიქრა ტასომ და გააგორა ბურთი. საბოლოოდ ტასომ მოიგო, დემე მისკენ წავიდა და უთხრა
-კარგად თამაშობ ,,X ფაქტორის გოგო"
-შენც ბიჭი face-დან-უთხრა და გაშორდა. ყოველშემთხვევაში ტასომ ამ ბიჭში რაღაც გამოიწვია. გოგოები ფეხით მიუყვრბოდნენ გზას, მათ პირდაპირ კაბრიოლეტი გაჩერდა
-წავედით სახლში გოგოები-თქვა სართანიამ
-კაი ნუ დააფეთე-მიმართა ლუკამ
-ორივემ ენები ეხა-ორივე გააჩუმა დემემ და გოგოებს უთხრა-წამოდით სახლში წაგიყვანთ
-მხოლოდ იმ ცხოვრებაში-მოუჭრა ანამ
-არც იმ ცხოვრებაში-მტკიცედ განაცხადა ტასომ
-რა მკაცრი ხარ რა იყო?-ჩაეკითხა დემეტრე
-ვისთვის როგორ-თქვა და გზა გააგრძელა. ამ დროს გუგა საძმაკაცოთი მოვიდა, როცა შეხედა დემე რა თვალებით იყურებოდა, ტასო ძალით მიუახლოვდა ძმას და მაგრად ჩაეხუტა. გუგამაც მოხვია ხელი და წაიყვანა. ანა შოთიკოსთან მივიდა, დულ დამავიწყდა მეთქვა ეს ორი ერთადაა უკვე 1წელია, ქეთი იკას ამოუდგა და წავიდნენ. ტასო გრძნობდა ვიღაცის მწველ მზერას და კსრგად იცოდა, თუ ვის ეკუთვნოდა ის. მეორე დიკით სკოლაში სულ სხვა ვითარება დახვდა, ბიჭები, რომლებიც ტასოზე გიჟდებოდნენ მისგან გარბიან, ნიკაც კი გაურბის მას.
-ღმერთო რა დაემართა ამ ხალხს?-გაოგნებული უყურებდა თითოეულს
-უცნაურია-ეჭვის ნატამაკი იგრძნობოდა ქეთას ხმაში.
კლასელებიც კი არიდებდნენ თავს ტასოს, უკვირდა ეს ყოველივე, სახლში მივიდა, განსაკუთრებული არაფერი წიგნი წაიკითხა და დაიძინა. მეორე დილით, როცა გაიღვიძა სასოლთან 1ვარდი დახვდა წერილთან ერთად
,,-დილამშვიდობის მწვანეთვალებავ!"
-ეს რა ხუმრობა? გუგა ეს რა არის? რას მეღადავები?-დაუყვირა ძმას ოთახიდან
-რა გინდა?
-ვარდი და წერილი რამ დაგადებია აქ?
-მე არ გამიკეთებია-გამოსძახა ოთახიდან
-ჰო დავიჯერე სულებმა გააკეთეს
-მოვიკლავ ახლა თავს შენ გიყიდო ვარდი და გიწერო წერილი-მშვიდად მიუგო ოთახში შემოსულმა. ვარდი და წერილი კომოდში ჩადო და სკოლას მიაშურა. ყველაფერი უცნაურად ეჩვენებოდა, სკოლაში ყველა თავს არიდებს ეხლა ეს ვარდი და წერილი. ეს ყოველივე 2კვირა გრძელდებოდა, ყოველდღე ხვდებოდა 2კვირის განმავლობაში ვარდი წერილით
,,-დილამშვიდობის მწვანეთვალებავ!"
-ეს უკვე ზედმეტია, გუგა ამას არ იზამს, აივანიც ჩაკეტილია, ან მერვეზე ვინ უნდა ამოვიდეს, ოჰ რა თავსატეხია-ფიქრობდა ტასო. თუმცა მალე ეს ყველაფერი დასრულდა, ვარდი და წერილი აღარ ხვდებოდა. მეორე დღეს ტასოსთან სახლში ანა, ქეთი შოთიკო და გიორგი იყვნენ
-აუ მაგარი მოვიფიქრე, მოდი დღეს საღამოს წავიდეთ მამაჩემის კლუბში-ბედნიერმა წარმოთქვა შოთიკომ
ყველას მოეწონა ეს აზრი, ტასო უსმენდა მეგობრებს და ბოლოს თქვა
-საქმე მოცლილები ხართ სამივე, კაი თქვენი თავი წამოვალ მეც გავემზადები მე-თქვა და ოთახში შევიდა. ჩაიცვა მაღალყელიანი თეთრი კედები, მოკლე ტყავის კაბა, ტოპიკი მაიკა, ტყავის კურტკა, თმები გაიშალა და ოთახიდან გავიდა.
-ეს რა სიმპო გოგო გვყავს სასტავ-აღმოხდა გიორგის
-არ ვიმჩნევთ-თვალი ჩაუკრა გიორგის ტასომ
კლუბში უპრობლემოდ შევიდნენ, ტასო მაგარ დროს ატარებდა, სანამ დემეტრე არ დაინახა, რომელიც გახევებული იდგა და ტასოს დაბღვერილი უყურებდა, ამ დროს ტასო საცეკვაოდ გაიწვიეს და ისიც გაყვა
-ხელი გაუშვი-მოესმა ზურგსუკან ნაცნობი ხმა
-რამე პრობლემაა ძმა?-ეჭვისთვალით ახედა ჩემს უკან მდგომს
-კი, ხელი გაუშვი ტასოს-ისევ გაიმეორა
-მგონი ვცეკვავ-მამისმკვლელი სახით გახედა დემეტრეს
-არ მაინტერესებს- მკლავში ჩაავლო ხელი და გამოიყვანა
-შენ სულ გაუბერე ხო?-გაბრაზებული უყურებდა ტასო დემეს
-უცხოს რატო ეცეკვები?
-შენი საქმე არაა-მშვიდად მიუგო დემეს
-აბა ვისი საქმეა გოგო ჩემი თუ არაა?-გამწარებული ყვიროდა დემეტრე
-დაწყნარდი ოკ?-მოშორდა და კლუბში დაბრუნდა. დალია ჯერ 1..2..3...4..5 ჭიქა სასმელი, ერთი ახსოვდა, როგორ ეჩხუბებოდა დემეტრე, მერე გონება დაეკარგა.
დილით თვალები, რომ გაახილა საწოლში იწვა, წამოდგა და შეკივლა, ოთახში დემეტრე დაფეთებული შევარდა
-რა გჭირს? კარგად ხარ? რამე გტკივა? ცუდად ჰო არ ხარ?
-სად ვარ?-შეშინებულმა ცრემლნარევი ხმით მიუგო დემეს
-ჩემ სახლში-კმაყოფილი სახით გახედა ტასოს
ამის გაგონებაზე ტასო მთელი ძალით ატირდა, თავზე საბანი გადაიფარა და 20წუთი შეუჩერებლივ ტიროდა, მერე წამოდგა და დემეტრეს დაუყვირა
-გადი ოთახიდან, ჩქარა, გადი დემეტრე
ისიც ადგა და ოთახი დატოვა, როცა წამოჯდა და თავი საცვლების ამარა დაინახა ცრემლები წასკდა, ის ჰომ დემეტრემ მოიყვანა აქამდე და მანვე დააწვინა საწოლში, ახლა რა ქნას? რა პასუხი გასცეს გუგას? სწრაფად ჩაიცვა და სამზარეულოში შევიდა სადაც დემე ყავას მიირთმევდა
-მე არ ვიცი რა იყო გუშინ, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, სახლში მინდა
-კარგი-წყნარად მიუგო, გავიდა კურტკა მოიცვა და დაუძახა
-წავედით
ტასოც ადგა და გაყვა, სახლში მისულს გუგა არ დახვდა, იქვე წერილი იდო ,,ტას დღეს ვერ მოვალ იკასთან ვართ!" -გადავრჩი უხაროდა ტასოს. კარებზე ზარი იყო, გააღო და ხიდი ყუთი იდო, წერილით
-ჩემს მწვანეთვალებას!
გახსნა და შოკოლადები ეწყო
-აუ ეს ხალხი ვერაა, მაგრამ შოკოლადზე უარს არ ვიტყვი-გაიფიქრა ტასომ და შოკოლადების დიდ შეკვრას ხელი სტაცა.

* * *
-ჩემი ძმა რას შვება?
-ჩილიმ ბარში მივდივართ ჩვენი სასტავი 9-ვე
სასწრაფოდ გაემზადა და წავიდნენ. შევიდნენ და ისევ დემეს შეეჩეხა, მასაც მეტი რა უნდოდა მივიდა ტასოსთან და უთხრა
-შენ რა მე დამსდევ?
-ჰო შენ გამო დავყვები ბავშვებს
-ჰო ვხედავ..გამარჯობა გუგა
-რა?-გაოგნდა ტასო
-ზდ ძმა, როგორ ხარ დემე?
-შენ საიდან იცნობ? -მიუბრუნდა ძმას
-გრძელი ამბავია, მერე მოგიყვები
სახლში მისულს არ ასვენებდა იმაზე ფიქრი თუ დემე გუგას საიდან იცნობდა, მივიდა ძმასთან და უთხრა
-საიდან იცნობ დემეტრეს?
-ერთად გვაქ ბიზნესი, ერთად ვმუშაობთ და შეიძლება საზღვარგარეთ გავქაჩოთ
-რაღა გიჭირთ

მეორე დილით წავიდნენ ფეხბურთის სტადიონზე თამაშის საყურებლად, მთელი სასტავი ერთად იჯდა და ფულშემატკივრობდნენ, შესვენებაზე ტასო ფეხზე წამოდგა, რომ დემეტრე დაინახა, მიუახლოვდა და უთხრა დემეტრეს
-რას გადამეკიდე?
-მე თუ შენ?
-რატო დამსდევ?
-მომეწონე და დაგზდევ მერე?
-შენნაირები არ მიზიდავს, ყველა ერთფეროვანია-უთხრა და გაეცალა. გუფამ დემეტრე ლუკა და სანდრო შენიშნა, მერე სახლში დაპატიჟა სამივე, მთელი საღამო მათთან იყვნენ. დილით ტასო სკოლაში წავიდს, როცა სკოლას თავი დააღწია იქვე დემეტრე შენიშნა და მიუახლოვდა
-აქ რა გინდა?
-შენ უნდა წაგიყვანო
-მე გუგა წამიყვანს
-გუგამ გამომიშვა
-რა?-გაოგნდა ტასო
-სამსახურში დაიბარეს და შენი თავი მე ჩამაბარეს, სახლში მოგყვები და მერე სუყველა იქ მოვა
-მე ფეხით მოვდივარ
-ან ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა ჩაჯდები მანქანში
-რა? რას ბოდიალობ?
-ძალითა ჩემითა-თქვა და ზურგზე მოიკიდა და მანქანაში ჩატენა. სახლში მივიდნენ
-მშია მაჭამე-უთხრა ტასოს
-შენ კი არა ჩემ ძმას არ ვუკეთებ საჭმელს
-ცოტაც და მოგარჯულებ
-რა თქვი?
-არაფერი
საღამოს მთელი სასტავი მათთან
გუგამ, ლუკამ და სანდრომ ბავშვებს მიმართა
-ტასო, თეო, ლიკა, შოთა, გიო, იკა, ქეთა, ანი დაჯექით! შენც დემე!
-რა ხდება?-ჰკითხა ძმას ტასომ
-საზღვარგარეთ მივდივართ სამსახურიდან 1კვირით შენ დემესთან რჩები, თუ მალე მოვილევ საქმეს ადრე ჩამოვალთ
-რა?-შეჰკივლა ტასომ-აღუ ვარ დემეტრესთან რომ მტოვებთ? რა მინდა ამასთან ერთად?
-ტასო შეწყვიტე-ხმა გაუმკაცრდა გუგას-ვთქვი და ვსო!

მეორე დილით გააცილეს ბავშვები,სახლში მისული ტასო ოთახში შევარდა და კარები გადაკეტა
-გააღე-ყვიროდა დემე
-არა
-გააღეთქო
-არა მარტო მინდა
მთელი 15წუთი აკაკუნა, მერე შეეშვა, ტასომ გაიგონა ხმა კარების თუ როგორ გავიდნრნ სახლიდან, ჩაიცვა პიჟამა და საწოლში დაწვა, ახალი ჩაძინებული იყო, რომ აივნიდან ხმა მოესმა, გაიხედა და დაინახა თუ როგორ მობობღავდა დემე აივანზე
-ეს სულ გაგიჟდა? მე-8ზე როგორ ამოვიდა, კარები რომ ჩვაკეტე ალბათ მიტო გააკეთა, რა სულელია-ფიქრობდა ტასო, თვალები დახუჭა თავი მოიმძინარა, იგრძნო როგორ მიუახლოვდა დემე, მთელი ტანი აუხურდა, გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა, იგრძნო შეხება მის ბაგეებზე, ღმერთო როგორ აუჩქარდა გული, ძლიერ ახურდა, დემეს ცხელი ტუჩები ეხებოდა მის ცივ ტუჩებს, სახეზე ხელი ნაზად დაუსვა ტასოს, ტასოც თავს ძლივს იკავებდა, ეგონა სიზმარში იყო, მას ხომ პირველად აკოცეს,ეს იყო პირველი და ნამდვილი სიყვარულით გაჟღენთილი კოცნა. ფეხზე წამოდგა დემეტრე და ისევ აივნიდან გადავიდა. 10წუთში ტასომ კარების ხმა გაიგონა, გაეღიმა, ეს ხომ პირველი კოცნა იყო. მთელი ღამე ამ კოცნაზე ფიქრობდა. დილით ადგა ყავა მოამზადა, მაგიდა ორზე გააწყო და დემეს დაუძახა, მაგრამ პასუხი არ გასცა, მერე ოთახში შევიდა და იქ არავინ დახვდა იფიქრა ალბათ სადმეა გასული და მალე აბრუნდებაო. გავისა 15წთ-არ ჩანს, გავიდა 30წთ..1სთ..2სთ..4სთ..6სთ..და როგორც იქნა გაისმა კარების ხმა, ტასო კი ისევ იჯდა და ორ ცივ ყავას დაჰყურებდა, დემე მთვრალი შებარბაცდა სახლში, როცა ეს სიტუაცია დახვდა დანაშაულს მიხვდა და მუხლებზე დადგა ფეხზე ხელი დაადო და უთხრა
-მაპატიე ესე, რომ გამოვიდა, ბოდიში, არ მინდოდა მოდი ხლა დავლიოთ ყავა
-არა-მკაცრად უპასუხა ტასომ
-ახალი გავაკეთოთ და დავლიოთ
-არა!-დაიყვირა ტასომ და ფეხზე წამოდგა-არა! მე არ მინდა მე მინდოდა კარგი ურთიერთობა გვქონოდა, შენ კი ყველაფერი გააფუჭე-ბოლო სიტყვები ცრემლნარევი ხმით წარმოთქვა და ოთახში შეიკეტა
-ტასო გააღე-მთელი ძაით აბრახუნებდა კარებზე, არ ჩერდებოდა ბოლოს გაჩერდა 5წუთში დაბრუნდა და თქვა
-თუ არ გააღებ შემოვამტვრევ-პასუხი არ გასცა კატომ ამიტომ ნათქვამის ასრულებას შეუდგა, ცოტაც და მართლა შემოამტვრევდა კარები, რომ რ გაეღო, როგორც კი შევიდა ოთახში ტასოს ჩაეხუტა მთელი ძალით
-ტასო მაპტიე ტასუნა, ჩემო ტასო მაპატიე
-არა გაეთრიე აქედან
-არა არ გავეთრევი, მე შენ მჭირდები ტას-უთხრა და ხელში აიყვანა, საწოლზე დააწვინა და გვერდით მიუწვა. ტასოს კისერში თავი ჩარგო_ ხელი წელზე მოხვია. კისრში ცხელ სუნთქვას აფრქვევდა. დაიბნა! ტასო დაიბნა! პირველად მის ცხოვრებაში ხდება ესე, დემემ იგრძნო როგორ აუჩქარდა გული ტასოს და კისერში სველი კოცნა დაუტოვა. დააჟრჟოლა, ეკლებმა დააყარა მთელ ტანზე, მისკენ გადაბრუნდა და დემემ გულზე მიიკრა. დილით, როცა ტასომ გაიღვიძა დემე საწოლში რ დახვდა, ორ წუთში ოთახში შემოვიდა ყავითა და შოკოლადით
-ეს შენ ტასუნა
-მადლობ
-ხვალ გუგა, სანდრო და ლუკა ჩამოდის საქმეები გააფორმეს და მოდიან
-აუ რა მაგარია-უხაროდა ტასოს
-მერე სვანეთში მივდივართ
-ვაბშე მაგარიაა-მივიდა და დემეს ჩაეხუტა. ამ ორს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ არ ამბობდნენ, რადგან არ უნდოდათ სიტყვა ,,მიყვარხარ"-ს ფასი დაკარგვოდა მათთვის. ეს ორო უბედნიერესი იყო, ერთმანეთზე ზრუნავდნენ
-საჭმელს აკეთებ?
-ჰო
დემეს რაღაც გაახსენდა და გაეცინა
-რა იყო?-გაკვირვებულმა გახედა დემეს
-გახსოვს მაშინ, რომ მითხარი საჭმელს შენ კი არა ჩემს ძმას არ ვუკეთებო, მაშინ ვიფიქრე ცოტაც და მოგარჯულებთქო და აი!
-სულელო-სიცილით მიუგო დემეს ტასომ
კარზე ზარი გაისმა გავარდა და სიხარულით მიეგება ძმას
-ჩაალაგე 4დღით სვანეთში
-ეხლა?
-ჰო სუყველა მიდი ჩქარა
-აუ რა მაგარია-თქვა და სიხარულით გაიქცა ოთახში ბარგის ჩასალაგებლად, 15წუთში ორი ჩემოდანი ჩაალაგა და სამზარეულოში გაარიხინა
-რა იყო გოგო მთელი ცხოვრება კი არ გადადიხარ-სიცილით უთხრა გუგამ
-ერთში ზამთარია მეორეში ზაფხული, ახლა კი გაზაფხულია
-და შენს გულში შემოდგომა?-სიცილით უთხრა ძმამ
-ვითომ იხუმრე?-წყნარად მიუგო ტასომ
-აბა ჩქარა გველოდებიან ქვევით-გასძახა და-ძმას დემემ
მთელი 6საათიანი მგზავრობით გადაღლილებმა ძლივს ჩააღწიეს სვანეთში
-ღმერთო რა ლამაზია-აღმოხდა ტასოს
-გასაოცარია-არ მალავდა ოვაციებს ანი
ყველანი სასტუმროში შევიდნენ და ოთახები დაინაწილეს. საღამოს გარეთ გავიდა 12-ვე და კოცონი დაანთეს , ირგვლივ შემოუსხდნენ, იკას გიტარა ქონდა და უკრავდა, ყველა მღეროდა და ბედნიერი იყო ამ დღით. მეორე დღეს ოთახში გუგა შეუვარდა გოგოებს
-ახტა დროზე ჩქარა-ლოგინზე ხტუნაობდა პატარასავით
-ჩადი ბიჭო-დაუყვირა დამ
-ადექით სუყველა გვშია
-აუუ-აღმოხდა თეოს
-ცოტახანში-არ ჩამორჩა ლიკაც
-კარგი მაშინ სხვა ხერხს მივმართავ
გავიდა და 10 წუთში ბიჭებთან ერთად წყლის თოფებით დაადგა
-ადგებით თუ..?
სუყველამ თვალრბი ჭყიტა
-ვდგებით-ერთხმად წარმოთქვეს გოგოებმა, ზლაზნით ადგნენ ლოგინიდან
-როგორც ვხედავ გმოფხზლბა გჭრდებათ, ბიჭებო შევუტიოთ-წარმოთქვა გუგამ და ოთახი სულ დასველდა, მრე პიჟამოებით გარეთ გავარდნენ და დიდი ბოთლებიY გააგრძელეს წუწავი. შუადღეს მდინარეზე წავიდნენ, ბიჭებმა გოგოები წყალში ჩაყარეს, დემემ წელზე ტასოს ხელი მოხვია და თქვა
-1..2 და
გადაეშვა ორივე მდინარეში, ტასომ ხელი მოხვია კისერზე დემეს, მან-წელზე. მაგრად გაერთო სუყველა, საღამოს ტასო აივანზე იყო
-რას შვები?-მიუახლოვდა დემე ტასოს
-ვფიქრობ
-მაინც რაზე?
-ყველაფერზე, ცხოვრებაზე, წუთისოფელზე, ან თუნდაც ამ დღეზე, როგორი კარგი იყო ეს ყოველივე, რა ბედნიერები ვართ ადამიანები, მაგრამ პატარა რაღაცას, როგორ შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება. ტკივილს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს ტკივილი ყველაფერს ანადგურებს.. არავის და არაფერს ინდობს.. არც დრო კურნავს, უბრალოდ ხალხს ჯერა იმის, რომ რაღაც შეცვლება.. 
ერთხელ თუ იგრძენი, შენი მეგზური ხდება, არასდროს არ მოგიწევს მარტო ყოფნა..
გულდასმით უსმენდა დემეტრე ტასოს, უხაროდა, რომ გვერდით ესეთი ადამიანი ყავდა და ბედნიერი უყურებდა მას, მივიდა და ჩაეხუტა.უნდოდა ამ წუთით დამტკბარიყო, რადგან არ იცი ცხოვრებაში რა გელის, უნდა იცხოვრო ისე, თითქოს ბოლოჯერ უყურებ სამყაროს და ამ სამყაროში მყოფ ადამიანებს.
ეს ბედნიერი წუთები ტელეფონის ხმამ დაარღვია
-ალო!
-....
-რაა??-შეიცხადა დემემ
-...
-ეხლავე მოვდივარ-თქვა და კიბეებზე ჩაირბჯნა, ვერც მოასწრო ტასომ რამის კითხვა ისე გაიქცა დაფეთებული დემეტრე, როგორც აღმოჩნდა მისი დედა ცუდად გამხდარა, მეორე დღეს ეს ბავშვებიხ მიდიოდნენ და ბარგის ჩალაგებას შეუდგნენ..დატოვეს სვანეთი და ის წუთები, ის ბედნიერი დღეები, რომელიც მათ აკავშირებდათ ერთად.. თბილისში ჩასვლისას გუგამ ესეთი აზრი შესთავაზა მეგობრებს
-მოდით წავიდეთ რესტორანში და რესტორანში
ყველას მოეწონა ეს იდეა, ყველა მიდიოდა იქ გარდა დემესა, ტასომ არაფერი იცოდაზ ვერც უკავშირდებოდა მას, ნერვიულობდა, არადა მეგობრებთანაც ვერ ამბობდა, მათ ხომ არ იცოდნენ ტასოზე და დემეზე არაფერი. ტასომ 6საათისთვის ჩაიცვა შავ-თეთრი ზურგ ამოღებული მოკლე კაბა, ჩაიცვა ჩავი ქუსლიანები და დაიკავა შავი ჩანთა, პირველად ცხოვრებში წაისვა მსუბუქი მაკიაჟი და დაიძრნენ რესტორნისკენ. ყველა იქ იყო გარდა დემესა, ტასო მთელი საღამო ცუდად იყო, ყველა ცეკვავდა წყნარ სიმღერაზე, მხოლოდ ტასო იჯდა
-შეიძლება?-მოესმა ნაცნობი ხმა, ის ხმა, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, გაბრუნდა და მთელი ძალით ჩაეხუტა, საცეკვაოდ გავიდნენ, ტასო იყო უბედნიერესი ამ დღეს, როცა სიმღერა დასრულდა, დემემ დაიჩოქა და ტასოს უთხრა
-თანახმა ხარ იყო ჩემი მეგზური?-ტასოს ცრემლები მოადგა მივიდს და ჩაეხუტა, ეს ყველაფერი კი-ს ნიშნავდა, ფეხზე ააყენა დემეტრე და მაგრად ჩაეხუტა, დემე მიუახლოვდა ყურთან აკოცა და უთხრა
-მიყვარხარ
ეს სიტყვა, ბევრს ნიშნავდა ამ ორისთვის, ტასო მიხვდა ნამდვილი სიყვარულის არსს, მიხვდა რა არის სიყვარული, რა არის სიყვარული?? ”სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...” ეს გალაქტიონის სიტყვებია... როცა ეს გრძნობა იბადება გულში, მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება... მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს... ნამდვილი სიყვარული მარადიულია... ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში... დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგვიყვარდეს…

* * *
ეკლესიაში იდგა უბედნიერესი წყვილი და ჯვარს იწერდა, ეს დღე მათთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა, ისინი იქნებიან მუდამ ერთად, მათ კი მხოლოდ სიკვდილი დააშორებთ, ჯვარდაწერილები რესტორანში მივიდნენ, აი იქ, სადაც დემემ ტასოს ხელი თხოვა, იდგნენ ისევ იმ ადგილს, შუა ცენტრში და ცეკვავდნენ.. უხაროდათ, რომ დადგებოდა ის ბედნიერი დღე, რომ ეყოლებოდათ პატარა ლამაზი ოჯახი..
დილით გაახილა თვალები ტასომ და ბედნიერი იყო, უხაროდა, რომ ახლა დემეს ცოლი ერქვა, წამოჯდა და მაგიდაზე ვარდი დაინახა იქვე წერილი,
,,-დილამშვიდობის მწვანეთვალებავ!"-გაეღიმა და ახლად შემოსულ დემეს მაგრად ჩაეხუტა..


იმედია ჩემი მოთხრობა მოგეწონათ...დიდი მადლობა, რომ კითხულობთ, თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს..



№1  offline წევრი ml99

მომეწონა საყვარლობა იყო:D

 


№2  offline წევრი tak.

ml99
მომეწონა საყვარლობა იყო:D

მადლობააა დიდიი love

 


№3  offline წევრი Anuuc^.^

თბილი ისტორია იყოო...საყვარლობა
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№4  offline წევრი tak.

ani❤
თბილი ისტორია იყოო...საყვარლობა

მაადლოობა love

 


№5 სტუმარი ele

Dzalian kargi istoria iyo ♥♥

 


№6  offline წევრი tak.

ele
Dzalian kargi istoria iyo ♥♥

მადლობაა გაიხარეე

 


№7  offline წევრი ROLIKA

ძალიან მომეწონაა.. :** კარგიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent