შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და წვიმა..(3)


27-03-2015, 20:12
ავტორი American angel
ნანახია 2 731

ამ მანქანაში ჯდომა სულს მითბობდა და გულს მიხარებდა..
-ნინა,გცივა?
-მცივა.
უკნიდან ჟაკეტი გადმომაწოდა..
გავშრი..
სიტყვები ზედმეტი იყო,უბრალოდ გამოვართვი..
საოცარი სუნი ქონდა მის ჟაკეტს,აუცილებლად გავარკვევდი ამ სუნამოს სახელს..ეს უნდა მცოდნოდა.ნიკუშას სუნი..
ნიკუშამ სიგარეტს მოუკიდა,მეც მომინდა..
-სად მივდივართ?
-სადმე.
სიგარეტს არ მთავაზობდა.
-მეც მინდა.
-რა გინდა?
-სიგარეტი.
-არ შეიძლება.
წინათ თვითონ შემომთავაზა და ახლა არ შეიძლებაო?უცნაურია..
თავისი სიგარეტი-პარლამენტი,ფანჯრიდან მოისროლა.
გადავწყვიტე მისთვის ნერვები მომეშალა,ჩანთიდან კენტი ამოვიტანე და მოვუკიდე..
ფერი შეეცვალა,არ გამკვირვებია,ძალიან მეცინებოდა მაგრამ ბოლომდე ვიკავებდი.
არ ვიცი როგორ და რანაირად, ჩემი სიგარეტი მის ხელში აღმოჩნდა,1 ნაპასი დაარტყა და მის პარლამენტს მიაყოლა.
ცოტა ხნის მერე რესტორანთან გავჩერდი,შიგნით შევედით,ნიკუშამ შეუკვეთა.
ჩემ წინ იჯდა და ხმას არ იღებდა.
სიჩუმე მე დავარღვიე.
-ბოლოს და ბოლოს ამიხსნი ყველაფერს?
-რას?
-აქ რატომ ვარ?საერთოდ რა არის ჩვენი ურთიერთობა ნიკუშა,რა ქვია ამას?წვიმის გამო რომ შენი მანქანით მგზავრობა მომიწია,ახლა აქ რა მინდა?
-თუ არ გინდა,წადი.
ამაყი იყო თან ძალიან,მეც წასვლა დავაპირე უბრალოდ იმიტომ რომ მის რეაქციას დავკირვებოდი,რეაქცია ნოლი!ისევ დავჯექი.
საჭმელი ვჭამე და ღვინო დავაყოლე.
არ უნდა დამელია, 2 ჭიქაზე ვთვრები.
2 კი არა 3 დავლიე და ვსო..
ეგრევე ვიგრძენი როგორ მიხურდა სახე,როგორ მეხვეოდა თავბრუ..გარშემო ყველაფერი მოძრაობდა და ტრიალებდა.
-ძაან ლამაზი ხარ.
-შენც.
ნიკუშამ გაიცინა.
-მეც ლამაზი ვარ?
-არა ,სიმპატიური.
თავი მაგიდაზე დავდე და ვეცადე ემოციები დამემალა,მაგრამ უშედეგოდ,ლოყაზე ცრემლი ვიგრძენი...
რისი იყო ეს ცრემლი?
მონატრების,სიყვარულის თუ სიხარულის?არვიცი და ეს თქვენ გადაწყვიტეთ..
გარეთ გასვლა შემომთავაზა,მეც ავდექი მაგრამ საოცრება,ისე დავმთვრალვარ სიარულიც არ შემეძო,ვბარბაცებდი და მაგიდას დავეყრდენი..
ხელი გადამხვია და თვითონ გამიყვანა..
რესტორნის წინ გრძელ სკამზე დავჯექით, არაფრის თქმა არ მინდოდა და ვიცოდი არც თვითონ უნდოდა რამე ეთქვა მაგრამ სიტუაცია აუცილებლად მოითხოვდა რამის თქმას,ისევ მან გაბედა რაღაც მნიშნველოვანის გაკეთება ჩვენი ურთიერთობისთვის..
-ნინა,თითქოს პირველ დღეს შემთხვევით შევხვდით მაგრამ შემთხვევით არავინ არავის ხვდება..ბედისწერაა მე და შენ რომ შევხვდით,ისიც ბედისწერაა ახლა აქ რომ ხარ და ახლა მალე ტირილს დაიწყებ.
მართლა,მართლა ტირილი დავიწყე,გამიცინა და ისევ გააგრძელა.
-იმ დღეს რაღაც მოხდა,რომ არ მომხდარიყო შენ არ ჩაჯდებოდი ჩემ მანქანაში,რაღაც რომ არ გეგრძნო ახლა აქ არ იქნებოდი..მაგრამ მოხდა,იმიტომ რომ აქ ხარ,ჩემ წინ ზიხარ და ტირიხარ,ვინ იცის რატომ?ის რასაც მე და შენ ვხვდებით რა საჭიროა იცოდეს სხვებმა.
გული კინაღამ ამომივარდა,ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე და არც იყო რამის თქმა საჭირო, ნიკუშამ ყველაფერი თქვა..
ძლიერი მხრები ვიგრძენი,თავი მის მკერდზე მედო და ვტიროდი..
ახლა კი თამამად შემიძლია გითხრათ...
ეს იყო სიხარულის და სიყვარულის ცრემლები!



№1  offline წევრი nineli

love გაზარდე თავებიიი,,,,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent