შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმიანი სიყვარული


27-03-2015, 23:15
ავტორი ანიტა
ნანახია 2 110

-მშვენიერია საღამოა წიგნის დასაწერად.. ჩაეცინა შოთას... მართლაც მშვენიერი საღამო იყო გაზაფხულის მიწურულს მშვიდი სიო ქროდა.. შოტა ჩვენი ჟურნალ "სელფის" რეპორტიორია და ვინ ვარ მე?? ხო მართლა მე ვარ ნინო სოსელია 25 წლის ასევე ამ ჟურნალის რეპორტიორი ვარ ვწერ საკმაოდ საინტერესო და რეზონანსულ სტატიებს უჩვეულო ხალხის უჩვეულო ცხოვრებისეულ თავგადასავლებზე... წერა ყოველთვის მიტაცებდა ვარ რამდენიმე წიგნის ავტორი და უნდა გამოგიტყდეთ რომ საოცრაად მეამაყება ის ფაქტი რომ თითოეულ წიგნზე საკამოდ დიდი მოთხოვნაა. მუდამ საინტერესოს და ახლის ძიებაში ვარ მრავალი ადამიანი გვიცანი და ძირითადად მათ მონაყოლს ვუდებ ხოლმე საფუძვლად ჩემს წიგნებს...
-ოფისში გვიანობამდე შემოვრჩი და თან ერთი გოგონას მონათხრობზე ვფიქრობდი.. ფიქრებმა საკმაოდ გამიტაცა სანამ არ ვიგრძენი რომ თავზე ჩვენი დირექტორი წამომადგა:
_ნინო თუ შეიძლება ჩემს კაბინეტში შემოდით... სათვალეებიდან წარბაწეულმა გადმომხედა და კარი ხმაურიანად გაიხურა.. გულში ვინატრე შემოსვლითაც ასე ხმაურიანად შემოსულიყო და ასე უსაქმოდ მჯდომს თავზე არ წამომდგომოდა..
მის კაბინეტში ათასი ფიქრით დამძიმებული შევედი. ლევანი ფანჯარასთან იდგა შემობრუნდა ხელით მანიშნა დაჯექიო, თვითონ კიდევ ერთხელ გადაიხედა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა..
-ნინო.. დაიწყო მან დაბალი ხმით რამაც კიდევ უფრო დამძაბა. -რამდენი ხანია რეაც აქ მუშაობთ?
-მეორე წელია ვთქვი და გავფითრდი ნუთუ ჩემ გაშვებას აპირებს?? ღმერთო რა მეშველება ?!
-ძალიან კარგი! მოკლედ გეტყვი დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით სწორედ თქვენ უნდა გამეგზავროთ ბათუმში "სამერ სეტზე" სადაც ასევე იქნებიან მოწვეული სტუმრები თქვენ გევალებათ გააკეთოთ მთლიანი ღონისძიების რევიუ და აგრეთვე რამდენიმე ინტერვიუ. ამისთვის საკმარისი დრო გექნებათ რადგან საკითხი საკმაოდ რთულია მე გადავწყვიტე ერთი ჩემი ახლობელი ადამიანი დაგახმარო.. ხოლო თუ ვინ ამას რამდენიმე დღეში გაიგებ..
მისი სიტყვის დამთავრების შემდეგ ეიფორიამ შემიპყრო თუმცა ნამდვილი გამოცდა ჩავაბარე რადგან ერთი ნაკვთიც კიარ გამტოკებია ისე მივიღე თითქოს ზუსტად მე ვიმსახურებდი ამას.. და არა სხვა რომელიმე წარმატებული რეპორტიორი.. უხერხული სიჩუმე ისევ ლევანიმ დაარრვია;
-როგორც ვხედავ შეკითხვები არ გაქვს ასე რომ დღეისთვის სულ ეს იყო დანარჩენს შენი დამხმარე გეტყვის.. რამდენიმე დღე კვლავ გაგრძელდა ჩემი ეიფორია ბედნიერი ვიყავი ძალიან ბედნიერი.. რადგან კარიერ ჩემთვის ზედმეტად ბევრს ნიშნავდა.. აი რაც შეეხება ჩემს "დამხმარეს" არ ჩანდა. ერთ არაჩვეულებრივ საღამოს გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა,როგორც კი ოფისის ეზოში გამოვედი ჩემს ფეხებთან მანქანამ ხმაურით დაამუხრუჭა ხოლო იქიდან გადმოვიდა .....



№1  offline წევრი tamooo

იქუდან გადმოვიდა.... ჰაჰაჰააა ძაან საინტერესოაა მალენდადე

 


№2  offline წევრი ანიტა

Madlobaaa aicileblad davdeeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent