შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (1)


28-03-2015, 01:23
ავტორი new yorker
ნანახია 12 933

ჩავთვალე რომ იმ დღეს ღირდა ჯანმრთელობის დავიწყება და დილის ვისკით დაწყება.
ფანჯარაში გავიხედე და დავინახე როგორ რეცხავდა წყლის ნაკადი ტროტუარებს.
როგორ მიცურავდნენ ქუჩის კუთხეებში წითელ-ყვითელი ფოთლები.
დედაჩემის სამზითვო კარადიდან ჩემთვის უცხო ბოთლი გადმოვიღე და ყინულებთან ერთად ჩემ ოთახში დავბრუნდი.
ტელეფონი რეკავდა.
ეკრანს რომ დავხედე, ირგვლივ მიმოვიხედე და გაკვირვებულმა ვთქვი ყურმილის აღებამდე
,,იგრძენი დედა?``
ყურმილი ავიღე და ბოთლი ყინულებთან ერთად რაფაზე დავდე.
-საშინელი ამინდიაო, გარეთ ხომ არ გასულხარ?
-არა ნან, სახლში ვარ. როგორ ხარ?
-მე კარგად. შენ?
-მეც, ახლა გავიღვიძე და მართლა არაა ამინდი თავის მატორზე.
-ხო ინტერნეტში ვნახე ფოტოები. არ გახვიდე გარეთ რა.
-ხო არ ვაპირებ, კარგ ამინდში მეზარება და ახლა რა გამიყვანს.
-უიმე ანა, გადამრევ! ასეთი ზარმაცი როგორ ხარ? როგორ არ იზრდები?
-რა ვქნა დედა? -მეცინებოდა მე და ჩემ წინ კორპუსს ვუყურებდი გაშტერებული.
-გამაგიჟებ რა. ფული ჩაგირიცხე და რო გადაიღებს მიდი და აიღე.
-მადლობა დე, გკოცნი, მომიკითხე ჟაკი.
-აუცილებლად. ჭკუით.
ტელეფონი საწოლზე ვისროლე და რაფაზე დადებულ ბოთლს თავი მოვხსენი.
შემცივდა.
საწოლს გადაფარებული პლედი გადავაძვრე და შემოვიხვიე, სასმელი ჭიქაში ჩავასხი და რაფაზე ჩამოვჯექი.
ფანჯარა გავხსენი.
როგორ ცივა-წავიზუზუნე ჩემთვის მაგრამ ფანჯარა არ მომიკეტავს.
რა ხდება?!
ვუყურებდი ისევ წითელ-ყვითელ ფოთლებს და თან ვისკის ვწრუპავდი.
აი მესმის გემოვნება, პარიზი, ხარისხი...
ჟაკ...
და მაინც,
გიყვარს დედა?
ჩემთვის ის უბრალოდ პარიზელი ჟაკია, მეტი არაფერი.
უბრალოდ არაფერი, ან ვერაფერი.
ამაზე ბევრს არ ვფიქრობ.
ვცდილობ შევეგუო.
ვუყურებ ისევ ჩარეცხილ ტროტუარებს და წითელ-ყვითელ ფოთლებს.
წინა კორპუსის ფანჯრებიც უამრავჯერ ავიარ-ჩამოვიარე.
ისევ ვწრუპავდი ვისკის და ნელ-ნელა ძალიან თავისუფალ განწყობაზე ვდგებოდი.
ძალიან შემცივდა.
ჩავთვალე რომ ძალიან ბევრი მომივიდა სტრესისთვის და ფანჯარა დავკეტე.
რაფიდან ჩამოვედი და საწოლზე გავწექი.
მობილური მოვძებნე და ზეპირად ავკრიფე ნიას ნომერი.
-ვაა, პირველო? გაგახსენდი? -გაბრაზებული ჩანდა ნია.
-ჯერ ერთი, სახელი მქვია და მეორეც, რა გჭირს?
-სახელი თორე შენც არ გერქვას ელიზაბედი.
-ვინ გაგამწარა?
-ვინ კი არა რამ, გაიხედე გარეთ. დღეს მთაწმინდაზე უნდა წავსულიყავი, ბუბა უნდა მენახა და ესეთ წარღვნაში მეზობელთან ვერ გავალ.
-ჩაიცვი შენი მწვანე რეზინები და წადი. -ვეხუმრე ნიას და ძალიან ვინანე რომ წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდა ჩემ იდეაზე.
-შენ სულ გააფრინე ხო? აი მაგ მწვანე ბოტებით შენ იარე პაემნებზე რაა, დაუნო.
-კაი რა გჭირს, ნუ წახვალ მაშინ.
ყურმილის დაკიდვას ვაპირებდი ნია რომ დატკბა.
-კაი მართლა, რას აკეთებ რას შვრები?
-რავიცი, ეხლა გავიღვიძე, ალბათ ფილმებს ვნახავ, გამოხვალ?
-გაგიჟდი?
-ჩაიცვი შენი მწვანე რეზინები რა მოხდა -ვიცინოდი მე.
-თუ ლიმუზინს გამომიგზავნი... -გაიწელა ნია.
-ლიმუზინი არ ვიცი, აი ჩემ ეზოში რო ტაქსისტი ნუკრია, თუ გინდა ვეტყვი. მაგარი ოპელი ყავს, რას იტყვი?
-პირადობაში ჩაიხედე ხოლმე რამდენის ხარ რაა -დამცინა ნიამ.
-შენზე 4თვით პატარა, ნი
-არ ვმწარდები, პაკა.
-გელოდები, პაკა.
ყურმილი დავკიდე და ისევ მოვწრუპე ვისკი.
წვიმდა...
იმ დღეს, გადაუღებლად, გამეტებით და თავგანწირვით წვიმდა...
ვიღაც მენატრებოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ვინ.
ასეთი უცნაური შეგრძნებები ხშირად მაწუხებდა.
ხანდახან ძალიან ვიყავი შეყვარებული,
ოღონდ არავისზე.
სულ მეუბნებოდნენ-შენ და შენ ცხოვრებას რო ერთმანეთი გიყვართ ეგეთ წყვილს ჰოლივუდიც ინატრებსო.
არადა ჩემ ცხოვრებას გასაგიჟებელი მართლა არაფერი არ ჭირდა.
პრობლემები, პრობლემები, პრობლემები...
მაგრამ მე უბრალოდ ვიღიმი.
ყველგან და ყოველთვის.
ესაა ჩემი მთავარი კოზირი ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი-ღიმილი.
ისევ მოვწრუპე ცოტა და ჭიქა კომოდზე გადავდე.
ვერაფრით გავიხსენე ეს სასმელი როდის ვიყიდე, ან როდის ჩამოიტანა ჟაკმა.
ეჰ ჟაკი...
როგორ მინდა მართლა გიყვარდეს დედა.
მე ვერ მატყუებს...
სხვა ყველას კი,
მე-ვერა,
მაგრამ მე ვერაფერს ვცვლი, ამიტომ ვცხოვრობ თბილისში და აქედან ვცდილობ შევეგუო ჟაკს.
პლედი ისევ საწოლს გადავაფარე და სააბაზანოსკენ წავედი.
მანამდე სამზარეულოში შევიარე და მადუღარა ჩავრთე.
ტელევიზორს ბოლომდე ავუწიე და აბაზანაში შესვლას ვაპირებდი კარზე ბრახუნი რომ ატყდა.
ნია?
გამიკვირდა ჩემთვის და კარისკენ წავედი.
დავიჯერო მართლა მოვიდა ამ წვიმაში?
არც გამიხედავს ისე გავაღე კარი და გაოცებული ვუყურებდი ნიას.
-შენ გიჟი ხარ! -ტანსაცმელი ხელით მოვუსინჯე. სულ სველი იყო.
მწვანეები ეცვა, გამეცინა.
-გიჟი შენ ხარ. -ისევ გაბრაზებული იყო ნია. რეზინები იქვე გაიხადა და ჩემი ოთახისკენ წავიდა. თან ტანსაცმელს იხდიდა და თან ბუზღუნებდა. -ჩემი როლინგი ხო აქაა?
-კი, შარვალიც მანდ დევს, მეორე თაროზე. რატო ხარ გაბრაზებული?
ხმა არ ამოუღია ნიას, უხეშად იცვლიდა და იცმევდა.
-ოჰ, დილიდან აკრიფე ხო? -ყინულებიან ჭიქას გახედა და წარბი ამიწია.
-აუ პროსტა გასინჯე და მერე ილაპარაკე რაა -თვალები მოვჭუტე მე და სამზარეულოსკენ წავედი.
ნიაც გამომყვა. -რას შეჭამ? რა გავაკეთოთ?
-ხაჭაპური გაასწორებდა, პროსტა შენ სანამ მაგას გააკეთებ...
-თუ მოიცდი, არ მეზარება.
-მეზარება, კარტოფილი რო შევწვათ?
-კაი, კატლეტსაც ხო შეჭამ?
-უჰ კი, თან კი არ ვჭამე ისე წამოვედი.
-იცი სადაც მიდიხარ და იმიტომ. -ორივეს გაგვეცინა. -ისე მართლა, ესეთ ხასიათზე იმიტო ხარ რო მთაწმინდაზე ვერ მიდიხარ?
-აბა?! იმდენი ხანი ველოდებოდი, ძლივს მითხრა და ხედავ რა დღეშია ამინდი? -ამის თქმაზე ისეთი ქუხილი ატყდა შეგვეშინდა. უცებ ჩამობნელდა კიდეც.
-უბერავს მაგრად. -ცას გავხედე და წავუსტვინე.
კარტოფილი მაგიდაზ დავდე და ნიას ვუთხარი
-შევალ მოვწესრიგდები და გამოვალ.
-კაი დავთლი მანამდე.
აბაზანიდან გამოსულს, კარტოფილი უკვე ტაფაში დამხვდა.
-რა სწრაფი ხარ ნი -შევაქე მე და წყალი მოვუშვი.
-შენ ხარ ნელი. პელემ დამირეკა გამოვალო.
-რა ხდებაო?
-ისე პროსტა, კარტოფილს ვწვავ-მეთქი და აუ უეჭველი ამოვალ მაგრად მინდაო.
-მაგას თუ კიდე კარტოფილი უნდა რა, ოცდაოთხი საათი მაკდონალდსში ზის და ჭამს. -გამეცინა მე.
-აბა ?! -დამეთანხმა ნიაც და ტაფას თავსახური დაახურა.
პელეს მოსვლამდე ყავა დავლიეთ.
პელეს სადარბაზოში შემოსვლა იმ წამსვე ვიგრძენით.
პირველი საფეხურიდან ჩემ კარამდე ლანძღვალანძღვით ამოდიოდა.
-სირცხვილია პელე, გამიგიჟე მეზობლები. -ვიცინოდი და ვუყვიროდი პელეს.
-ჰო კაი კაი. - გადამკოცნა და სახლში შემოვიდა. -აუ რა სუნი აქვს აუ, აუ. -საცოდავად წკმუტუნებდა და ხელებს ისრესდა პელე.
პელე ჭამას იწყებდა რომ დაურეკეს და წავიდა.
-ალბათ იმან დაურეკა. -დიდი ლუკმა ჩაიდო ნიამ.
-იმას სახელი აქვს.
-შენ რა გართულებები დაგეწყო ამ სახელებზე რაარი?! -წარბი ამიწია ნიამ.
-ხო რავი.
-აკადემიაში დადიხარ?
-ორი კვირაა არ ვყოფილვარ.
-და რატო? -ნანა დაემართა ნიას.
-რა მინდა? ფილტვების დახეთქვამდე ეწევიან მთელი დღე, არაფერს არ ვაკეთებთ და ტყუილად სახლშიც კარგად ვარ.
-ხარ და სვამ! -იყვირა ნიამ. -რა უსაქციელო ხარ ანა რა. - შედარებით მშვიდად მითხრა და ნაღვლიანი სახით შემომხედა.
-მოიცა, ოდესმე მთვრალი გინახივარ?
-მაგაზე არ არი რა ან, რატო ვერ ხვდები, რა ცხოვრების წესად იქციე რა არი? ყოველდღე შეიძლება?
-აი ერთი ჭიქა რას მიზამს? -არ ვნებდებოდი მე -თან სულ მშვენერ ხასიათზე ვარ.
-მირჩევნია სულ ჩხუბობდე და ყოველდღე მაგ ერთ ჭიქას არ სვამდე.
ისეთი გულწრფელი იყო ნია, უფრო შემიყვარდა.
-კაი, გადავეჩვევი -ტყუილად დავპირდი ნიას და ფეხები მეორე სკამზე შემოვალაგე.
-კაი რა. -რა თქმა უნდა, არ დაიჯერა ნიამ და თავი გადააქნია. -საფრანგეთში როდის მიდიხარ?
-ზაფხულამდე არა მგონია. -წვენი დავუსხი ნიას და მივაწოდე
-მერსი -გამიღიმა ნიამ და წვენი მოსვა.
-ბუბაზე მომიყევი. -ვუთხარი ნიას და სახით ხელის გულებს დავეყრდენი.
ამოისუნთქა და დაიწყო...
ტელეფონმა დაურეკა და დენდარტყმულივით შეხტა.
-ბუბაა? -მაშინვე მივხვდი და გამიხარდა.
ღრმად ამოისუნთქა და ყურმილი აიღო.
15 წუთში ბუბა ჩემ კორპუსთან იყო.
ნიას მწვანეები.
როგორ მეცინება.
რა თქმა უნდა არ ჩაუცვამს.
მიუხედავად იმისა რომ ჩემი ბათინკები თითებს ამტვრევდა, ბოტებით ჩასვლას უთითოთ ჩასვლა ერჩივნა.
დავრჩი ისევ მარტო.
ჩემ ოთახში შევედი და საწოლზე გავწექი.
კომოდზე დადებული ჭიქა ისევ ავიღე და სულ გამდნარი ყინულები ნელ-ნელა დავლიე.
თავიდან გავავსე და ისევ ფანჯარასთან მივედი.
წინა კორპუსის ფანჯრებს უკვე მერამდენეჯერ ვუვლიდი წრეს ვერ გეტყვით.
თვალები გამიშტერდა და ფიქრებში წავედი...
მე4 სართულზე, იასამნისფერ ფარდებში წელს ზემოთ შიშველი სხეული წინდაუკან დადიოდა და თან სიგარეტს ეწეოდა.
ფანჯარასთან გაჩერებულს მხარზე უზარმაზარი ტატუ უჩანდა.
ნეტა რა ახატია?
ვიფიქრე და ვისკი მოვსვი.
ფანჯარას მოშორდა, ცოტა ხანში ისევ გამოჩნდა.
ტელეფონზე ლაპარაკობდა და ისევ სიგარეტს ეწეოდა.
ახლა პირდაპირ იდგა და ღია ფანჯარას ხელით ეყრდნობოდა.
რატომღაც ჩავთვალე რომ ჩემ მდგომარეობაში ჩავარდა, მასაც გაუშტერდა თვალები.
მე ყველაფერზე ვფიქრობდი,
ნიაზე და ბუბაზე,
დედაჩემზე და ჟაკზე,
ჩემზე და ჩემ ცხოვრებაზე და ისევ ვისკის ვწრუპავდი.
ისე უცნაურად იქნევდა ხელს,
ჩავთვალე რომ გიჟი იყო.
მე ისევ გაშტერებული ვუყურებდი.
ის ისევ იქნევდა ხელს და მე სულ არ მაინტერესებდა რას აკეთებდა, მე უბრალოდ თვალები მქონდა გაშტერებული.
ვუყურებდი მე4 სართულს და ვსვამდი ძალიან ნელა.
იმ წუთას ყველაფერი მათრობდა.
ფიქრიც...
წვიმაც...
ფრანგული ვისკიც...
იასამნისფერი ფარდები ბოლომდე გადაწია და გაქრა.
გაშტერებიდან აზრზე მოსვლა დავიწყე და ფანჯარას მოვშორდი.
,,ბევრია``
ბოთლი ისევ სამზითვო კარადაში დავაბრუნე.
უცებ გადავიცვი, ნიას მწვანეები ჩავიცვი და ჩაის დასალევად ჩავედი ჩემი კორპუსის წინ, კაფეში.
თამთას დავურეკე და მოსვლა ვთხოვე.
სამსახურიდან გამოიქცა ჩემ სანახავად და ზუსტად 1 საათი ისმენდა ჩემ მშვიდ და მონოტონურ ხმას.
ვყვებოდი ყველაფერზე ყველაფერს.
-ძალიან მოწყენილი რატომ მეჩვენები? -მკითხა მოულოდნელად თამთამ.
-მეც არ ვიცი, იცი რა მგონია? მგონია რომ ვიღაც მიყვარს და მენატრება.
-ეს როგორ გავიგო? -დაიბნა თამთა.
-არ ვიცი, მე თვითონაც ვერ ვხსნი რა მჭირს.
-სიყვარული გჭირს?
-ჩემი ცხოვრებისთვის ეგ ძალიან მძიმე საკითხია, შენც იცი.
-აბა რას დავაბრალო?
-ჭიქა ვისკის, ყინულებით.-თვალი ჩავუკარი და გამეღიმა.
-ვგიჟდები შენზე.
-მე შენზე.
-ბიჭი რომ ვიყო, შენნაირ გოგოს არ გავმაზავდი.
-მიხარია რომ გოგო ხარ.
-იგივეს ვერ გეტყოდი. -მითხრა დამაჯერებლად და მერე ორივეს სიცილი აგვიტყდა.
...
კაფიდან ერთად გამოვედით.
მე სახლში დავბრუნდი.
თამთა-სამსახურში.

* * *
მინდა ყველა სიტყვა სწორი იყოს.
მინდა ალექსანდრე ყიფიანზე ყველაფერი სწორად მოვყვე.
არ მინდა რაიმე შემეშალოს.
მინდა ზუსტად ისეთს იცნობდეთ, როგორიც მე გავიცანი.
ალბათ ზედმეტი რომანტიკაა შენთვის.
ალბათ ზედმეფი ფანატიკა -შენთვის,
მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია.
ჩვეულებრივი სიყვარული.
ჭიქა ყავასთან მოსაყოლი, ერთიორ ცრემლსაც რომ მოაყოლებ.
ძალიან უცნაურად გამეცნო.
ალბათ,
ბედის ბრალია.
ან უბრალოდ ყიფიანის.
ქორწილში ჭიქა ღვინო გადაასხა ჩემ კაბას.
ისეთი გამწარებული სახით შევხედე, ისეთი გაცოფებული ვიყავი, ხელში რომ არ ავეყვანე და სასწრაფოდ რომ არ მოვეშორებინე იქაურობისთვის, ბრძოლა გარდაუვალი იქნებოდა.
ისე მალე გადამატარა მთელი დარბაზი ყვირილიც ვერ მოვასწარი.
დამსვა და საროჩკის ღილები შეიხსნა ხელებზე.
-რა გააკეთე? -ვიკივლე მე.
-ბოდიში. ვერ დაგინახე.
თეთრი ხელსახოცით წმენდდა ჩემ კაბას.
-მე თვითონ. -ხელიდან გამოვაცალე და თვალებში შევხედე.
-არ ღირს ასე გაბრაზება. -გამიღიმა და ისევ გამომართვა ხელსახოცი.
-მე თვითონ-მეთქი, -გავუმეორე და ისევ მივწვდი ხელსახოცს, მაგრამ არ მაცალა. -ვინ ხარ? -უფრო გაბრაზებით ვკითხე მე და წარბი ავწიე.
-გურამიკოს ძმაკაცი.
სიძეს გავხედე შორს და ისევ მოვუტრიალდი.
-შეეშვი ჩემ კაბას, ხომ ხედავ არ შველის.
-როგორ, ნახე სულ აღარ ჩანს.
დაკვირვებით დავხედე კაბას, გაიცინა.
-თავხედობა გყოფნის ხუმრობისთვის არა?
წამოვედი.
-არ მაპატიებ?
-მეტიც, გიჩივლებ. -ბრაზმა გადამიარა და შრიალით გავიარე მაგიდები.

* * *
-ანა პირველისთვის?
არ ვიცი, ალბათ აი იმ მშენებარე კორპუსს ხომ ხედავ? -სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და 25 სართულიან ულამაზო შენობას გახედა -აი მაგას ჩემი ხელებით დავანგრევდი. -გაიცინა და ახალი ღერი ამოიღო კოლოფიდან, -რას ვიზამდი და ყველაფერს. რანაირი კითხვაა. -თავი გადააქნია და გაიღიმა.

* * *
-შენ არ დაგავიწყდეს რომ ამ სახლში შენ გარდა კიდე ასი კაცი ცხოვრობს და ვნერვიულობთ. -ცოფდა მაია.
-ზუსტად მაგიტომ არ მოვდივარ ხოლმე, ასი კაცი რომ ვერ ვეტევით ამ სახლში, ხომ ხედავ? -დილიდან ხუმრობის ხასიათზე იყო ყიფიანი. ტაფაში დარჩენილი ომლეტი გადმოიღო და მაგიდას მიუჯდა.
რძალს თვალი ჩაუკრა.
-არ მეცინება სანდრო მე.
-სასაცილო რა ვთქვი? -ქვემოდან ახედა მაიას და დაეკრიჭა.
-მომკლავ შენ მე და მერე იტირე მე მოვკალი დედაჩემიო.
-კაი რა მაია, კაი რა, რა ხუმრობაა ეხლა ეს. -სამზარეულოში ოჯახის უფროსიც გამოჩნდა. -ორი წლის ხომ არაა, შეეშვი.
-ჯიგარი ხარ მამა! -ლუკმაგატენილმა უთხრა და ხელი აუწია.
-შენ ნუ ემართლები რა, შენ გისკდება გული თუ რა. -არ ცხრებოდა მაია. -შეხედეთ რა, არც მისმენს. -ნერვები აწყდებოდა.
-მაია მორჩი თორე გაგვექცა რძალი სახლიდან. -ისევ მარიამს გადახედა და კიდევ ერთხელ ჩაუკრა თვალი. მარიამს ჩაი გადაცდა და ხველა აუვარდა.
-ხო, ეხლა ეგ გოგოც გააგიჟე შენ.
ვალერიანის წვეთები გადმოიღო კარადიდან მაიამ. -მოიყვან ცოლს და ნახავ!
-და რატო მემუქრები? ცოლსაც ჩემნაირს მოვიყვან. -ეს უკვე მეტისმეტი იყო მაიასთვის.
-გამისკდა გული შვილო, გამისკდა!
ერთი შეჰკივლა და სკამზე დაეშვა დაღლილი.
-კაი რა მოხდა, კიდე ერთი გიჟი არ აწყენს ამხელა სახლს.
მაგიდიდან წამოდგა და გადაწითლებულ მაიას თავზე აკოცა.
-წავედი მე.
-სად? -აზრზე მოვიდა მაია.
-ცოლი უნდა მოვიყვანო. -იცინოდა ყიფიანი და თან თმას ისწორებდა სარკეში.

----
უზარმაზარი სალამი ჩემგან,
დიდი სიყვარულით და მონატრებით დაბრუნებული ნიუ იორკერი.
ინებეთ თავი პირველი, როგორც ასეთი.



№1 სტუმარი მადი

როგორ გამახარე დაბრუნებით!!

 


№2  offline წევრი კოტი

ვაიმე მეგონა რომ მოჩვენებები დამწყო:დ
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№3  offline წევრი new yorker

მე კიდე მაგ ეფექტით ვარ, მგონი გავაფრინე და ვერ ვხვდები. ეს რა ჩავიდინე ვაიჰ love

 


№4  offline წევრი londoner

აეე, აეეე და კიდე აეეე:დ სამჯერ გადავხედე ნიკს, ისტორიებიც გადავამოწმე მეთქი ხო არ მეშლება და სხვა ნევ იროკერიც ხომ არ არისთქო. არადა ახლასულ უაზროდ გადავამოწმე სიახლეებიბდა ჰოპ რა დამხვდაა აქ. შენ მე გამაბედნიერე!!
ახლა კი ვიწყები კითხვას! ღმერთი ჩემკენ

 


№5  offline წევრი Mkitxveli

მიხარია,მიხარია,ისევ აქ ხარ!
წარმატებებს გისურვებ,ძალიან მიყვარს
შენი ისტორიები )

 


№6  offline წევრი Bero)))

პირდაპირ სასწაულიი. :******

 


№7  offline წევრი Anuuc^.^

ნიკი რომ დავინახე არ დავიჯერე...აუ რა მაგარიაა და შენც ძალიან მაგარი გოგო ხარ
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№8  offline წევრი Frances Bean Cobain

გულმა მდღრუზა ნიუ იორკერის ნიკის დანახვაზე :დდ აი ისე გამიხარდა რო რავი
ძაან მომენატრა შენი ისტორიები და ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის დადებ ❤❤

ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤❤❤

 


№9  offline წევრი salomee

ყველაზე მაგარი გოგო ხარ საერთოდ!!

 


№10  offline წევრი EiLuL♥

ოოოო მაიიიი გაააად :დ ფეისბუქზე კი ვკითხულობდი მალე დავბრუნდებიო,მაგრამ ასე მალეც არ ველოდი... სასწაული გოგო ხარ ❤❤))) კარგიაა ძალიან,უბრალოდ ცოტა ვერ გავერკვიე... არაუშავსს ❤❤))) ლავიიუუ ^.^
--------------------
elene

 


№11  offline წევრი მარიამი, N7

სასწაული ხარ ელენიკო, ვგიჟდები, მაგიჟებ!
--------------------
სიყვარულით, N7

 


№12  offline წევრი new yorker

ყველა კომენტარი წავიკითხე და ორმაგად უფრო კმაყოფილი ვარ ჩემი დაბრუნებით, ვაფრენ თქვენზე და თქვენ სიტყვებზე!

 


№13  offline წევრი Binochka

ოჰო....გამახარე? გამაოცე? გამაკვირვე?ეფექტი მოახდინე? გამაგჟე? ეს ყველა, რაც კი ეხლა ჩამოვთვალე შენ სულ თან დაგსდევს... … … ადრე ვთქვი სანამ ჩემეულ სიტყვას არ მოვიფიქრებ მანამ არაფრით არ შეგაქებ თქო........ისედაც იცი შენზე, როგორი გაჭედვებიც მჭირს.....ისედაც იცი ხანდახან ისე ვუბერავ შენით აღფრთოვანებული, რომ მეტირება კიდეც wink კომენტარების მოყვარული არ ვარ ტი ზნაიეშ , მაგრამ დღეს მომინდა................ენატრები ბინოს რა recourse ხოოოდა ისტოიითაც გაანებივრე და ნახვითაც love ...
--------------------
Don't kill the Magic

 


№14  offline წევრი Svvaaaniii

არ მელანდებაა?! ეს მართლა სიმართლეაა?! ელენკა დაბრუნდიი?! შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე და გამაბედნიერე შენი დაბრუნებით! აი ეხლა ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა.. ძალიან, ძალიან მახარებ და ნუ აი რა ვთქვა ვგიჟდები შენზე..! ელენკა სიხარულიძე არის ჩემთვის ანგელოზი! ვგიჟდებიი აი არ ვიცცი როგორ გადმოვცე ჩემი აღფრთოვანება..! იმედი მაქვს მოვიფიქრებ რამეს შენთვის, შენეულ სიტყვასს..! <3 <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№15  offline წევრი Annee

ელენიკო როგორ გამიხარდა შენი დაბრუნებაა love love

 


№16  offline წევრი lamazmani

ძაან კაი გააგრძელე აუცილებლად ველი ახალ თავს

 


№17  offline წევრი SaLoOme

Sheni dabruneba chems bednier gimils udris yoveltviis❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№18  offline წევრი Tini Gadrani

Dzaan chveulebrivad shokshivar

 


№19  offline წევრი i love Green Day

ისეე გამეხარდაა ^____^ როგორც ყოველთვის შესანიშნავიაა ^_^ იმედიაა მალე დადეეებ ახალ თავს <3333

 


№20  offline წევრი flightless bird

ძალიან საინტერესოა! <3
--------------------
თ.ნ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent