შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ნაკვალევი (სრულიად)


28-03-2015, 12:56
ავტორი Psychopath joe
ნანახია 3 679

მაშინ სულ რაღაც თხუთმეტი წლისა ვიქნებოდი როცა მომიწია მძიმე რეალობისთვის თვალი გამესწორებინა. ჩვენი ოჯახი ხუთი წევრისგან შედგებოდა მე, დედა, მამა და ჩემი პატარა დები. ისინი ტყუპები იყვნენ რვა წლისები. მამა ლოთი იყო იმდენად საზარებილი იყო მისი სახე რომ შეხედვაც შეგეშინდებოდა.
მძიმე იყო ჩემთვის იმ ყოველივესი გადატანა რაც ყოველ დღე მიწევდა. ოჯახში სიმშვიდე არასდროს სუფევდა. მეზობლები გვიჩიოდნენ არასდროს არ გვაძინებენო. მესამე სართულზე ვცხოვრობდით მაშინ დაქირავებ ბინაში. ბინა პატარა იყო და მოუხერხებელი. ჩემი ოთახი ძალიან პატარა იყო, თუმცა აქ სამს გვეძინა მე და ჩემს დებს ერთ საწოლში. კიდევ სამზარეულო გვქონდა და მისაღები, სადაც მშობლებს ეძინათ ხოლმე. მამა დედას ყოველი დალევის შემდეგ ცემდა და აგინებდა, ძნელი იყო ეს ყველაფერი მოგეთმინა მაგრამ რასიზამდი.
ჩემს დებს ისე ეშინოდათ ამ სანახაობის რომ გვერდიდან არ მცილდებოდნენ ამიტომ ვერასდროს ვახერხებდი მათ შორის ჩარევას, გაშველებას.
დედაჩემი ლამაზი ქალი იყო. გრძელი შავი თმები, შავი თვალები. ყველაფერი მის კისერზე გადადიოდა ამიტომ მალე დაავადმყოფდა. მუშაობდა, ოჯახს უძღვოდა და მამაჩემს იტანდა ამ ყველაფრის ატანა კი დღითიდღე გაუსაძლისი ხდებოდა. ექიმმა უთხრა მკერდზე კიბო გჭირსო თუმცა ოპერაციით შეიძლება ვუშველოთო . უფულობის გამო ვერ მოახერხა ოპერაციის გაკეთება. თუმცა მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი. დედამ არ მიამბო ინერვიულებსო. სასმელის გამო მამას გულზე დაარტყა და გარდაიცვალა .. დავრჩით მხოლოდ მე ჩემი დები და დედა ..
ერთ დღესაც ზამთრის სუსხიანი დილა გათენებულიყო. ვისი სიო გატეხილი ფანჯრიდან შემოდიოდა და ტანში მბურძგვნიდა .. მე ჩემი დები მოვამზადე და სკოლაში გავუშვი! პირველი სპორტის გაკვეტილი მქონდა ამიტომ სახლი დავალაგე .. დედას ტკბილად ეძინა, გაღვიძება არ მიცდია
- დე, მე სკოლაში მივდივარ! კარი დაკეტე
(სიჩუმეა)
- დე, არ გესმის? მივდივარ ...
(კვლავ სამარისებული სიჩუმე ძევს ოთახში)
მაშინ კი. მისკენ წავედი და ხელი შევახე .. ცივი იყო .. ისეთი ცივი იყო როგორც ყინული.. შემეშინდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, გადმოვატრიალე მაგრამ უკვე გვიანი იყო .. ადამიანი რომელიც ამ ქვეყნად ყვეალფერს მერჩივნა ჩემს წინ მკვდარი ესვენა .. გული დამეწვა, თითქოს ცეცხლი წამეკიდა, ყველაფერი ერთად ვიგრძენი .. არვიცოდი რა გამეკეთებინა ერთ კვირაში დედაც დავკარგე და მამაც
- დე.. ვერ მიმატოვებ დე.. შენ ხომ დამპირდი სულ შენთან ვიქნებიო .. ხომ მითხარი არასდროს მიგატოვებო .. არა დე .. არმიმატოვო გთხოვ
ტირილს და ვიშვიშს რა აზრი ჰქონდა უკვე ყველაფერი დამთავრებულიყო .. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე დღე იყო ..
მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, მაინც უნდა მეთქვა ეს ჩემი დებისთვის ... სკოლაში წავედი გამოვიყვანე ბავშვები.. ხმას ვერ ვიღებდი, ბავშვები მომჩერებოდნენ ჩმგან რაღაცის თქმას ელოდნენ , ბოლოს როგორც იქნა დავიწყე
- ბავშვებო, იცოდეთ რაც არუნდა მოხდეს მე თქვენთან ერთად ვარ .. და არასდროს დაგტოვებთ!
-გვითხარი რა მოხდა?
- დედა ...
- რა მოუვიდა დედას?
- გარდაიცვალა
ეს სიტყვები იმდენად ჩუმად ვთქვი რომ მე თვითონაც ძლივს გავიგონე .. რადგან არ მინდოდა დამეჯერებინა ამ სიტყვის სიმართლე!
- გვატყუებ ხომ? გვატყუებ.. ეს ცუდი სიზმარია ან ცუდი ხუმრობა... არა.. დედა ამას ვერ იზამდა.. ვერ დაგვტოვებდა..
პანიკაში ჩავარდა ლიზა, ასე ხშირად ემართებოდა ხოლმე..
მე ლიკა და ლიზა ძირს ვიჯექით და ვტიროდით .. კუთხეში ერეკლე იდგა.. მოსვლას ვერ ბედავდა!
ერეკლე სიმპატიური ბიჭია, ჩემი კლასელი, სპორტული ჩაცმულობით, წაბლისფერი თმით ..
მისმა დანახვამ თითქოს ძალა შემომმატა.. მის მიმართ უკვე დიდი ხანია გრძნობები გამაჩნდა ...
სახლში დავბრუნდით.. ბავშვები ტოროდნენ ვერ მშვიდებოდნენ ეს ჯოჯოხეთი მალე რომ დამთავრებულიყო .. დედა მალე გავასვენეთ
თუმცა ჩვენი უბედურება აქ არ შეწყვეტილა !

II თავი

ორშბათი დილა გათენებულიყო, ვცდილობდი ბავშვებისთვის ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა ამიტომ არ დამიძალებია სკოლაში წასვლა... მე წავედი! კლასში შესვლისთანავე ყველა მე მომაჩერდა, მე კიარა ჩემს შავ დაგლეჯილ და გახუნებულ კაბას!გული დამეწვა! ჩემთვის გარიყულად ვიჯექი უკან მერხზე და ვავსებდი დღიურს .. ეს ის იყო რაც ყველაზე მეტად მჩირდებოდა რადგან გვერდით არავინ მყავდა არავინ .. გარდა დღიურისა რომელიც ხმის ამოუღებლად მისმენდა ..
მერხს ვიღაც მოუახლოვდა ავხედე ერეკლე იყო მწუხვარო მითხრა და წავიდა პასუხსაც არ დაელოდა..
ის ერთადერთი იყო ვინც მომისამძიმრა მაშინ მივხდი რომ გრძნობები რომელიც ერეკლეს მიმართ გამაჩნდა წინა წელს არც ახლა გამქრალა..
ერთი წლის უკან როცა ყვეალფერი თითქოს და კარგად იყო.. ერეკლე მოვიდა ჩემთან და სრულიად მოულოდნელად სიყვარული ამიხსნა.. მეც რათქმაუნდა დავთანხმდი .. ჩემთვის ერთი ღარიბი გოგოსთვის რომელსაც არაფერი გააჩნდა ერთი გახუნებული კაბის გარდა .. ეს თითქოს ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო .. მე და ერეკლე შეყვარებულები ვიყავით .. მე იმდენად მიყვარდა რომ მის გამო ნებისმიერი რამის გაკეთბა შემეძლო .. თუმცა როგორც ყოველთვის არც ამ ბედნიერებას გაუტანია ბოლომდე.. გავიგე რომ ჩემს დაქალს და მას ერთმანეთი უყვარდათ ამიტომ ყველანაირი ახსნა განმარტების გარე/სე დავშორდით ერთმანეთს .. რასაც ძალიან ვნანობ .. თუმცა ყველაფერი დასრულდა .. იმ დღის შემდეგ რაც ერთმანეთს დავშორდით ერეკლე აღარ მინახავს .. ყველანაირი იმედი გამიქრა .. თუმცა სკოლის დაწყების შემდეგ ოდნავი იმედი გამიჩნდა..

III თავი
სახლში დავბრუნდი ლიზა და ლიკა ამდგარიყვნენ სახლს ალაგებდნენ თან მესიამოვნა თან რაღაცნაირად გულში ჩამწვდა! ობლები არიან თქო გულში გავიფიქრე თუმცა არვიცი რატომ! მე ხომ მათ გვერდით ვარ ..
ჩანაწერები დღიურიდან!
დე.. ჩემო ძვირფასო.. ჩემო ლამაზო.. ისე მენატრები რომ მეტკივილები! ვერ წარმომიდგენია შენს გარეშე როგორ ვიცხოვრო, როგორ გავძლო.. დე.. ხომ მითხარი პირველი სიყვარული როცა გეწვევა მითხარი არ დამიმალოო .. არხარ აქ და როგორ გიამბო ..
დე... დე შეყავრებული ვარ დეე... ცხოვრებაში პირველად .. პირველად ვიგრძელი იმედგაცრუება, ტკივილი სიყვარული სიხარული ყველაფერი ერთად .. მიყვარს ადამიანი რომელიც არასდროს აღარ შემომხედავს .. თუმცა არც არასდროს შემოუხედავს ჩემსკენ თავს მარიდებდა .. სათამაშო ვიყავი დე.. თუმცა ამითაც კმაყოფილი ვიყავი .. რადგან მის გვერდით ვიყავი დე.. ზღაპარში მგონია ჩემი თავი მე კონკია ის პრინცი .. თუმცა ყველაფერი ისე კარგად რომ მთავრდებოდეს როგორც ზღაპრებშია ხოლმე ბედნიერი ვიქნებოდი..
დედი.. ეხლა ღამის სამი საათია .. ირგვლივ ისეტი სიჩუმეა რომ მეშინია .. მეშინია ყვეალფრის .. თუმცა რისი უნდა მეშინოდეს ყველა დავკარგე .. ეხლა რაღა შემაშინებს და რაღა მატკენს გულს.. ჩემს გვერდით ლიზას და ლიკას სძინავთ .. მეშინიაო მითხრეს დე .. მეშინიაო მარტო ვერ დავიძინებთო .. დე.. შენს გოგოებს არ დავიწყებიხარ .. ლიზა რამე ბოდავს და შენს გეძებს .. გეძახის დეედი ..
მათი შემყურე არაფრის გაგონება აღარ მინდა .. ქვეყნად მხოლოდ ეგ ორი დამრჩა .. ვისთვისაც სიცოცხლეს სიცოცხლე ღირს .. დე.. გპირდები როცა გოგოებს მე აღარ დავჭირდები შენთან წამოვალ და ერთად ვიქნებით სამუდამოდ .. სამუდამოდ გესმის და ვერავინ დაგვაშორებს ვერც სიკვდილი რომელმაც ასე დაისადგურა ჩვენს სახლში.. მიყვარხარ დედი!

IV თავი
დილით სკოლაში მივედი დავჯექი როგორც ყოველთვის უკან მერხზე ... ადგილი რომელიც ჩემს გვერდიტ ყოველთვის თავისუფალი იყო ეხლა ერეკლემ დაიკავა.. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა
- ნინა როგორ ხარ?
- კარგად! (დაბნეულად თუმცა ამავ დროულად მტკიცედ ვუპასუხე)
- დიდი ხანია არ მინახიხარ .. თითქოს შეიცვალე .. გალამაზდი .. შენთან ლაპარაკი მინდოდა თუმცა ვერსად გიპოვე .. არც შენი მისამართი ვიცოდი და არც ნომერი.. მემგონი რაღაც- რაღაცეები ჯერ კიდევ ასახსნელი დარჩა..
- მართლაც დიდი ხანი გავიდა რაც ერთმანეთი არ გვინახავს თუმცა გასარკვევი არაფერია
- კარგი როგორც იტყვი .. დედა და მამა დაგეღუპა ხომ?
- ხო
- მაპატიე არ უნდა წამომეწყო ეს თემა ..
- არაუშავს გავუღიმე
ამ დროს დირექტორი შემოვიდა დამიძახა
- ნინა გარეთ გამობრძანდი!
გავედი.. გარეთ ლიკა დამხვდა ტიროდა ..
- რაგჭირს? რა დაგემართა ?
- მუცელი მტკივა სახლში წავიდეთ!
- კარგი წამოდი ..
მუცლის ტკივილა საეჭვოდ მეჩვენა ამიტომ კვლავ ვკითხე რაგჭირს თქო .. მუცელი მტკივაო დაიჩემა .. მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ გამომიტყდა
- კლაში ყველას დედა ყავს .. ყველას დედიკო აკითხავს .. დღეს მშობელთა კრება იყო ყველა მოვიდა .. დედა არ მოვიდა .. არც მამა მოვიდა .. არავინ მოსულა არავინ გესმის?! დედამ მიგვატოვა და წავიდა .. წავიდა და სამუდამოდ დაგვტობა აღარ მიყვარს არც დედა და არც მამა .. არავინ არ მიყვარს არც შენ აღარ მიყვარხარ .. დამანებეთ თავი
- ლიკ.. კარგად მომისმინე შენ უკვე დიდი გოგოხარ .. უნდა გესმოდეს ყველაფერი .. დედაც და მამაც ორივენი ზეცაში არიან .. იქედან გვიცავენ .. ჩვენი მფარველი ანგელოზები არიან .. შენი ასეთი ქცევით მათ გული ძალიან ტკივათ ძვირფასო ..
- და მე რა მეშველება ? ჩვენ რა უნდა ვქნათ .. შენ ხომ დედა ასე ძალიან გიყვარდა როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო .. დედას გარეშე წამსაც ვერ ძლებდი და ეხლა ერთი ცრემლიც არ გადმოგიგდია ..
- მე რო ეხლა ვიტირო და მთელი დღე ოთახში გამოვიკეტო .. თქვენ რასიზამთ რას შეჭამთ როგორ იცოცხლებთ .. როგორ გაძლებთ .. ასე რომ დამპირდი რომ ამ თემაზე მეტი საუბარი აღარ მომიწევს ..
- ნიინნ ..
- რაიყო ?
- და ჩემი დედიკო შენ იქნები ?
- გინდა რო ვიყო?
- კი ძალიან ..
- მაშინ ვეცდები ( გავუღიმე)
- ნინნ შენ ყველაზე, ყველაზე კარგი დაიკო ხარრ მთელს ქვეყანაზე!!


V თავი
დილით ადრე კარზე ზარის ხმა გავიგე ... გავაღე და ჩვენი ბინის პატრრონი იყო
- გამარჯობა ნინა !
- გამარჯობა ქალბატონო ლიანა! შემობრძანდით ..
- ნინა.. ჩემო კარგო ვიცი ცუდ დღეში ხარ .. დედაც მოგიკვდა და მამაც .. მაგრამ აბა მე რა გავაკეთო შვილო .. ერთი გაძღენკილი დედაბერი ვარ .. ლუკმა პურს თქვენი საშუალებით ვპოულობ .. ოჯახს ვარჩენ .. სახლში ინვალიდი შვილი მყავს .. ავადარი შვილო .. წამლები მინდა მეც და მასაც ..
- ამითი რისი თქმა გინდათ?
- ჩემმა უნამუსო შვილმა სახლიდან გამომაგდო .. ვერ გარჩენო .. არ შემიძლიაო .. ჩემი ბიჭიც და გამომაყოლა .. ქვევით მელოდება შვილო .. დედაშენის დიდი ხათრი მაქ მაგრამ რავქნნა .. გარეთ დავრჩნი ბინა უნდა დამიცალო შვილო .. თანაც დღესვე
- რა ? ორი ბავშვით სად წავიდე? ვის შევეკედლო სად წავიდე აბა მითხარით?
- მესმის თქვენი .. მეც ეგეთ რღეში ვარ .. მაგრამ დღსვე დაუყოვნებლივ უნდა დამიცალო ბინა .. არც ამ
თვის ქირა მინდა .. ოღონდ წადი ..
ოთახიდან გამოვედი .. და მწარედ ავქვითინდი .. როცა დავინახე ბავშვების შეცბუნებული სახე .. ყველაფერი გაიგესს .. ჩემგან პასუხს ელოდნენ ..
- წავედით ..
თხუთმეტი წლის გოგო ორი ბავშვის ამარა გარეთ გამოგვაგდეს .. არც წასასვლელი გვქონდა და არც ფული..
გზაში გამახსენდა რომ ჩემი მეგობარი ვიკა სახლში მარტო იყო ერთი თვით .. წავედი მასთან თუმცა არვიცოდი რა რეაქვია ექნებოდა ..
- ნინა ? რახდება ?
- ვიკა .. ბინის პატრონმა სახლიდან გამოგვყარა გთხოვ რამდენიმე დღიტ სანამ რაიმეს ვიშოვნი შენთან დავრჩები ..
- შემოდი .. რას უდგახარ
ვიკა და მე ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით .. ვიკა შეძლებული ოჯახიდან იყო .. მისი მშობლემი სულ სამოგზაუროდ იყვნენ .. თუმცა ამასთანავე იგი ძალიან კარგი მეგობარი იყო .. იმხელა სახლში ცხოვრობდა რომ თავისუფლად შეიძლებოდა იქ .. მთლს ქალაქს ეცხოვრა .. სახლის გარეუბანში იყო .. თუმცა სკოლაში სიარულს მაინც ვახერხებდი ..
- ალო .. (ვიკა)
- რაა ? შეუძლებელია ? ხუმრობთ?
ვიკას გული წაუვიდა და ძირს დაეცა .. როცა გამოოფხიზლდა ვკითხე რა მოხდა მეთქი და თვითმფრინავში სადაც ჩემი მშობლები ისხდნენ .. ჩამოვარდა ... და ორივენი ... ტირილი დაიწყო ვიკამ მისი სამშვიდება ვეცადე თუმცა ვერ მოვახერხე .. რამდენიმე კვირის შემდეგ როცა ყვეალფერი დასრულდა .. ვიკამ მითხრა რომ შემეძლო აქ მეცხოვრა სამუდამოდ ..
VI თავი
სკოლაში დიდი ხანია არ მივსულვარ ... როცა მივედი ჩემსკენ ნათია წამოვიდა .. ის ჩემი პარალელური კლასელია .. ლამაზი ტანით და წითური თმით .. მას ვიცნოდი თუმცა მეგობრები არ ვიყავით ..
- გამარჯობა ნინა
- პრივეტ ..
- შენი ნახვა მინდოდა ..
- რა ხდება ?
- მე და ერეკლე ერთად ვართ .. შეყვარებულები ვართ და მაინტერესებდა რამე პრობლემა ხომარ იქნება
- არა .. არანაირი ..
ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა .. იმედი .. სულ ცოტა იმედი რომელიც გამაჩნდა .. გაქრა .. სკოლაში არ წავსულვარ .. საერთოდ აღარ მივსულვარ გამოვედი .. მხოლოდ გოგოები მიმყვადა ხოლმე ..
ერთ დღესაც როცა ბასები მივიყვანე .. უკან ერეკლე გამომყვა .. ყურადღება არ მიმიქცევია წამოვედი.. ჩემი სახლის ეზოში მოვედი თუმცა ერეკლეც მომყვა ...
- რაგინდა ?
- რაგჭირს ? რა დაგემართა ? ასეტი არასდროს ყოფილხარ .. ძალიან შეიცვალე .. მე ასეთ ნინას არ ვიცნობ
- შენ მე საერთოდ არ მიცნობ.. ხოო შევიცვალე ცხოვრებამ შემცვალა .. ვკარგავ ყველა ძვირფასს .. ყველას ვეფერები .. ვცდილობ გული არავის ვატკინო .. სანაცვლოდ კი რას ვიღებ ? არავინ მეკითხება ნინა რაგინდა ? რითი დაგეხმარო ?
არმჭიდები არც შენ და არც არავინ .. არმჭირდები გაიგეე.. წადი მასთან ვისაც შენი კარგად ესმის .. წადი ნათიასთან გაიქეცი .. რომელიმე ჩემს მეგობართან .. მე თავი დამანებე ..
- ეხლა ვხდები რაშიცაა საქმეე ..
- არა.. ეხლა არაა .. აქამდეც ხვდები თუმცა თავს ისულელებდი .. რაც გინდა ის ქენი მე აღარ მაინტერესებბ კარგად ..

VII თავი
მინდოდა მასთან ვყოდილიყავი ... მონდოდა ცხოვრების ნახევარი მასთან ერთად გამეტარებინა ... თუმცა კისერში ბოღმა მქონდა გაჩხერილი და სუნთქვია საშუალებას არ მაძლევდა ... იმდენად დიდი იყო სიბრაზე რომ სიყვარულს ფარავდა ... ვბრაზობდი თუმცა რაზე არვიცი .. ალბათ მის ყოველ ქმედებაზე .. ამ ოთხ წელში იმდენი რამე შეიცვალა ,, გოგოები გაიზარდნენ უკვე თოთხმეტი წლისები არიან ..ისე გაირბინა წლებმა რომ ვერც კი შევამჩნიე .. დე .. შენი გოგოები გაიზარდნენ .. იმდენად გაიზარდნენ რომ აღარ ტირიან უკვე ღამღამობით .. აღარც ეშინიათ .. დე ყველაფერი შეიცვალა .. ყოველი წვრილმანი შეიცვალა .. სულ ყველაფერი და ყველა .. ერეკლე გაქრა .. აორთქლდა თითქოს მიწა გასკდა და შიგ ჩაიყოლაო .. არცერთი წერილი.. არცერთი ფურცლის ნაგლეჯიც კი მისგან არ მიმიგია .. მითხრეს სხვაგან გადავიდა საცხოვრებლადო .. მე ოცი წლის ვარ .. ხელის მთხოვნელებიც მყავს, მაგრამ ერეკლეს ველოდები .. არვიცი რატომ .. ყოველ დღე ვდგები ფოსტას ვამოწმებ იქნებ მომწერა .. მაგრამ აზრი არ აქვს .. დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ .. არავითარი ერეკლე ... დღეს ჩემი დაბადების დღეა ..
- ნინა .. წერილი მოვიდა შენს სახელზე ნახავ ?
- მომეცი ..

ნინას
ნინა .. ჩემო პრინცესა .. დღეს შენი დაბადების დღეა .. დღე ჩემი ბედნიერებისა! არმინა უბრალოდ სიტყვებით შეგამკო .. მინდოდა შენთან მოვსულიყავი, გულში ჩამეკარი და სამუდამოდ ესე ვყოდილიყავით თუმცა აზრი არ ჰქონდა მაინც უკან გამომიშვებდი .. ალბათ ეხლა რასაც გეტყვი ძალიან გაბრაზდები .. მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე რომ უშენოდ ერთი წამის გატარებაც არ შემეძლო .. შენს წინ სახლი ვიქირავე .. იქ ვცხოვრობდი ეს 4 წელი .. სახლიდან თითქმის არასდროს გამოვდიოდი .. მხოლოდ მაშინ როცა შენ წასული იყავი .. ვიზიარებდი ამ ხნის განმავლობაში შენს მწუხარებასა თუ ლხინს .. ვუყურებდი როგორ ლამაზდებოდი .. თუმცა ამასთანავე იმასაც ვხედავდი რომ შენს სახეზე ცრემლი არასდროს შრებოდა.. ვხედავდი როგორ ტიროდი როცა დედა გენატრებოდა ან მე გენატრებოდა .. ტიროდი თითქმის ყოველთვის არასდროს გაგხარებია ... მთელი ეს დრო არაფერს ვაკეთებდი .. შენ გიყურებდი შენით ვხოვრობდი
მახსენდება პირველი დღეები ჩვენი გაცნობისა და შეხვედრისა .. მე და შენ მერხის ამხანაგები ვიყავით სულ მომწონდი პატარაობისას თუმცა მერვე კლასში გამოგიტყდი სიყვარულში .. სიმართლე გითხრა ეს ყველაფერი ბავშვური თამაში მეგონა .. თუმცა დღემდე არ განელებულა ჩვენი სიყვარული .. მინდოდა ჩვენს ბანკეტზე შენი მეჯვარე ვყოფილიყავი მაგრამ ვერ გავბედე მოსვლა .. მაპატიე შენს დაბადების დღეზე რომ დაგამწუხრე .. გაგახსენე ჩემი თავი .. მაპატიე იმ მწარე დღებისთვის რომელიც ჩემს გამო გადაგხდა თავს .. ყველაფერი მაპატიე გთხოვ .. ძალიან მიყვარხარ .. ჩემი პრინცესა ხარ .. მომენატრები ....
გაცრეცილ ფურცელზე ცრემლები ჩამოგორდა .. მაშინვე გამოვვარდი სახლიდან და დავინახე გზის იქით მიყრუებული სახლი! სულ რამდენიმე წუთში კი შემოდნებით ხელში ერეკლეც გამოჩნდა ტაქსით მიდიოდა .. მაშინ კი მთელი ძალით გავიქეცი მისკენ .. ადამიანისკენ რომელიც ყველაფერს მერჩივნა ჩემგან მიდიოდა სამუდამოდ .. გზაზე გავიქეცი .. ყურში არაფერი ჩამესმოდა .. ამიტომ არც მანქნის სიგნალის ხმა გამიგია .. მხოლოდ ცოტათი ტკივილი ვიგრძენი .. ტკივილი კიარა მემგონი უფრო შვება იყო .. ერეკლეს საზარელი ღრიალით მივხდი რომ ყველაფერი დასრულდა ...
- მიყვარხარ! ამოილუღლუღა ნინამ რომელიც სისხლის გუბეში იწვა და სიკვდილს ებრძვოდა!
ამ დღეს ერეკლეს მისი ერთადერთი სიყვარული ხელებში ჩააკვდა .. დაკარგა ერთადერთი სიყვარულიც და საკუთარი თავიც ..
- ერეკლე .. მგონი ეს შენ გეკუთვნის .. გამომართვი..
- ეს რაარის ?
- ნინას დღიურია .. წაიკითხე და შენ თვითონ გაიგებ ყველაფერს ...
ერეკლემ გადაშალა ბოლო გვერდი რომელიც იმ საზარელ დღეს ეწერა როცა ნინა გარდაიცვალა .. ფურცელი თეთრი იყო თუმცა მასზე ცრემლის ლაქები კარგად ჩანდა .. ერეკლემ გაცვეთილ ფურცელზე ნინას ბოლო სიტყვები ამოიკითხა
,, მკვდარს არაფერი სჭირდება - არც სიყვარული, არც სიბრალული, არც დამშვიდებს, მხოლოდ ერთსა გთხოვ დაიჯერე ყოველი, რასაც შენდამი ლტოლვით გახელებული გული ჩემი გაუწყებს ...



№1 სტუმარი ele

Guli damewva :( bevric vitire ♥ kargi istoria iyo ♥

 


№2  offline წევრი damnashave

ძალიან მომეწონა love

 


№3  offline წევრი Psychopath joe

madlobaa :-* bevrs nishnavs es chemtvis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent