ჩემი ქიმიის მასწავლებელი
1 თავი -კანჯარაშვილი!ახლავე ადექი ფეხზე და გადი გარეთ!-მშვიდად წარმოთქვა შუახნის მოხუცმა და ქვემოდან ამომხედა. მასწავლებლის მაგიდასთან იჯდა,სათვალე ცხვირის წვერზე ჩამოედო და როგორც მივხვდი ჟურნალს ავსებდა.თვალებში ჩავაჩერდი,ისე რომ წამითაც არ გამიხედავს განზე.დაიბნა.მის წინ ჟურნალს დახედა,მერე ისევ მე მომიბრუნდა. -გადი სანამ დირექტორი შემომიყვანია!-მისი მშვიდი ტონი სადღაც გამქრალიყო.მიბრძანა და თავისი საქმე განაგრძო. ჩავიხითხითე.მომწონს,როცა მათი ნერვების თამაში შემიძლია. ჩემი ორად-ორი რვეული და უბრალო ფანქარი ავიღე და ნელი ნაბიჯებით გამოვედი საკლასო ოთახიდან. დერეფანს მოვავლე თვალი ღრმად ჩავისუნთქე. კარგი ამინდი იყო.ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები კედელს ეცემოდა და სითბოს ირეკლავდა. გარეთ არავინ იყო. ცარიელი ეზო ისე საშინლად გამოიყურებოდა,როგორც საშინელებათა ჟანრის ფილმებში მიტოვებული საბავშვო პარკები ან რაღაც ამდაგვარი. სკოლის წინ წითელ,ჯაჭვებით დამაგრებულ საქანელაზე ჩამოვჯექი.რვეულები იქვე დავყარე და შეუმჩნევლად რწევა დავიწყე.ცას ვაკვირდებოდი.ლამაზი დღე იყო და შეიძლებოდა ლამაზადაც გაგეტარებინა,წყეული სკოლა,რომ არ არსებობდეს! მაგრამ მერე რა... მე მაინც ნახევარზე მეტჯერ ეზოში დავხეტიალობ. ყველა მასწავლებელს ვეჯავრები,რადგან მათი წინასწარ მომზადებული და კარგად დაგეგმილი გაკვეთილი ყოველთვის ჩემი მიზეზით იშლება.რატომღაც დრო ნელა გადის ჩემთვის. დღეები ისე ნელა მიიზლაზნებიან.გართობა მხოლოდ ღამით არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში:/(ამასაც თუ გართობა ჰქვია) ახლა კი ვზივარ და ვიცდი როდის დაირეკება ზარი,მორიგ მასწავლებელს რომ მოვუშალო ნერვები!ცას თვალი მოვწყვიტე,როცა ჩემს გვერდით საქანელაზე ვიღაც ჩამოჯდა. -ოუ-თვალები გამიბრწყინდა XII კლასელი ირაკლის დანახვისას-გამოგაგდეს? -ჰოო- ირონიულად ჩაეცინა და უდარდელად სტვენას მოჰყვა. -იცი რა ვიფიქრე? ცოტა ხომ არ დაგველია? მე გადავიხდი. ცოტა ფული ,,ავახიე'' ამდილით მამაჩემს-შევთავაზე და მის პასუხს დაველოდე. დალევა მინდოდა.დრო რაღაცით ხომ უნდა გამეყვანა. -არ გამოვა. ჩემები მიხვდებიან და ამჯერად მართლა ჩამომართმევენ მანქანას!-თითებზე დაიხედა. მე გამეცინა. -კაი რა! ნუ გ ე შ ი ნ ი ა!-მკაფიოდ და ხმამაღლა წარმოვთქვი. ვიცოდი დამთანხმდებოდა.ბოლოს მაინც ჩემსას გავიტანდი! -არავისაც არ მეშინია!-შემომიბღვირა -ჰოდა წამოდი-თვალი ჩავუკარი და ჩავიცინე -მე... უჰ...კაი-ამოიოხრა. გულში გამარჯვებას ვზეიმობდი -სკოლის მერე!-წარბები ავათამაშე და მუშტი მსუბუქად გავკარი მხარზე. -კარგი! მასე იყოს-უემოციოდ თქვა და საქანელა მკვეთრად შეარხია-მხოლოდ რამდენიმე ჭიქა! -ჰოო..!-ჩავიცინე და დიდი,რკინის,მაღალი ჭიშკრისკენ გავიხედე,რომელსაც ვიღაც ეჯაჯგურებოდა და ცდილობდა გაეღო.გამეცინა ისე საცოდავად გამოიყურებოდა. -ნახე! თოჯინა მოდის-ჩაიხითხითა ჩემმა ,,პარტნიორმა'' და ჭიშკრისკენ მანიშნა-მგონი დახმარება სჭირდება?-სახე ალმაცერმა ღიმილმა გაუნათა.ისევ გოგონას გავხედე.რკინის საკეტი ძვლივს გახსნა და ეზოში შემოაბიჯა. ლამაზი იყო! და სექსუალურიც! არა! ძაალიან სექსუალური.სულაც არ ჰგავდა ჩვენი სკოლის სულელ გოგონებს,თავი საუკეთესოები,რომ ჰგონიათ. გაუბედავად მიაბიჯებდა ქვაფენილზე,ისე რომ განზე არც გაუხედავს იქამდე სანამ ირაკლიმ თავხედური სტვენა არ ატეხა,როცა საკმაოდ მოგვიახლოვდა.თუჩზე ვიკბინე სიცილის შესაკავებლად.მხოლოდ წამით გამოგვხედა და შენობაში გაუჩინარდა. -მომწონს-გაიცინა ირაკლიმ და წამოდგა-ახალია? ნეტა რომელ კლასშია-თითებით წინ აჩეჩილი თმა უფრო აიჩეჩა. ზარი დაირეკა თუ-არა კლასში დავბრუნდი.ირაკლის ვუთხარი სადაც უნდა მოსულიყო გაკვეთილების შემდეგ,მანაც პირობა მომცა არ დავიგვიანებო. ოთახში შესულს ხმაურით შემომეგებნენ.გავიცინე და ჩემს მერხზე ჩამოვჯექი. რვეულები სკამზე დავდე,ხელი რომ გამენთავისუფლებინა.ბიჭებიც ჩემთან ახლოს ჩამოსხდნენ სალაპარაკოდ. უცებ ჩემს ჯიბეში მარტოდ-მარტო მიტოვებული ჯიბის დანა გამახსენდა,რომელიც მთელი დღეა იქ არის. თითებით სწრაფად ამოვიღე და მისი თამაში დავიწყე. არავის გაჰკვირვებია.უბრალოდ ლაპარაკი განაგრძეს. მიჩვეულები იყვნენ და იცოდნენ ეს უბრალოდ ჩემი ,,თანდაყოლილი ჩვევა'' იყო. ამჯერად ჩვენი მიზეზით წასული და დათხოვნილი მასწავლებლების სიას ვადგენდით და ხმამაღლა ვიცინოდით,როცა ოთახში დირექტორმა შემოაბიჯა. ყველა გაჩუმდა.მე კი ჩამეცინა. ჩემი კლასელები... თავი კაცები ჰგონიათ! ამ დროს კი, საკმარისია მხოლოდ დირექტორის დანახვა და დაწყებითი კლასის გოგონებს ემსგავსებიან! სასაცილოა! სატირალი რომ არ იყოს:/ არც გავნძრეულვარ, უბრალოდ დანით თამაში განვაგრძე. დირექტორმა-გაბერილ გომბეშოს რომ ვეძახდი,მისი დიდიდ მუცლისა და მუწუკებიანი ღიღაბის გამო,რომელიც ყვირილის დროს ბაყაყივით სულ მთლად ებერებოდა-სასტიკად გადმომხედა და ჩუმად წარმოთქვა რაღაც სალანძღავი სიტყვები,რაც ყოველთვის ჩვევია.ჩუმად ჩავიცინე ამაზე.ყოველთვის მახალისებდა ეს ქალი! მხოლოდ მისი საცოდაობით! -კანჯარაშვილი!-მკაცრად წარმოთქვა ჩემი გვარი და საჩვენებელი თითი მასწავლებლის მაგიდას დააჭირა. -ჩამოდი მერხიდან! სკამზე დაჯექი ნორმალური მოსწავლესავით და დანა შეინახე!-მიბრძანა. თვალებშია რ მიყურებდა.ჩემს ხელში ,,მოთამაშე'' ნივთს მისჩერებოდა. დავაიგნორე! არ ვაპირებდი მისი ბრძანების შესრულებას,როგორც ყველა! -კანჯარაშვილი!-ტონს აუწია და თუჩები მომუწა. მინდოდა გადამეხარხარა მაგრამ თავი შევიკავე.ვიცოდი მშობლებს დაიბარებდნენ. მე კი ვერ ვიტან ამ პროცესს! როცა მათთვისაც მიწევს წინააღმდეგობის გაწევა. არ მინდა ჩემს მშობლებსაც ოსე მოვექცე როგორც სხვებს. -გამარჯობა-მშვიდმა,ნაზმა ხმამ მოიცვა მთელი ოთახი. სახეზე ყალბ გადაკრული გაბერილი გომბეშოდან მზერა კარებთან უხერხულად მდგარ .უკვე ნაცნობ გოგონაზე გადავიტანე. კმაყოფილების ღიმილი გადამეფინა,ირაკლის რეაქცია,რომ წარმოვიდგინე,როცა გაიგებს-ეს გოგო ცემს კლასში ისწავლის! ეს რათქმაუნდა მის შანსებს შეამცირებს ამ სექსუალურ თოჯინასთან რაიმე სახის ურთიერთობაში.რადგან მასთან ახლოს მე ვიქნები! -ოჰ, შემოდი ძვირფასო-საზიზღრად გაიღიმა დირექტორი-ეს XIბ კლასია-მშრალად წარმოთქვა და ხელი ჩვენსკენ გამოიშვირა. გოგონამ ნელა გამოაყოლა თვალი მის ხელს და გადმოგვხედა. მხოლოდ ახლა შევძელი მისი სახისთვის კარგად შემეხედა. იმაზე ლამაზი იყო ვიდრე შორიდან ჩანდა. დიდ ცისფერ თვალებში ბრჭყვინავი ნაპერწკლები დასთამაშებდნენ,რომლებიც ცდილობდნენ შავ,ფართო გუგებს არ შეხებოდნენ და ხელიდან დასხლტომოდნენ.თითქოს შეეძლო რამე დაეშავებინა მათთვის. არვიცი მის თვალებში მათ ყველა ამჩნევს თუ არა მაგრამ მე დავინახე! პატარა ცხვირი და მომრგვალებული ტუჩები საოცრად ეხამებოდნენ მის პატარა თეთრ სახეს. წარბები შევკარი,როცა შემომხედა.გაკვირვებულმა ამათვალიერა . ნუთუ ასეთი უცნაურია მერხზე ჯდომა და უბრალო,ჯიბის დანის თამაში. რა მათი საქმეა რას გავაკეთებ! -ბავშვებო!-ყურადღების მისაქცევად მაგიდაზე დააკაკუნა დირექტორმა-გაიცანით!-მანანა ყოჩიშვილი. თქვენი ახალი დამრიგებელი და ქიმიის მასწავლებელი!-დაასრულა თუ არა გავშეშდი.პირი დავაღე და ჩვენს წინ მორცხვად მდგარ გოგონას მივაცერდი. ჯანდაბა! არ შეიძლება ის მასწავლებელი იყოს! რამე ხუმრობაა?... ახალი ისტორიაა ეს :/ მყინვარს აღარ ვაგრძელებ რადგანაც არ მოგეწონათ... დააკომენტარეთ ღირს თუ არა ამის გაგრძელებაც. ესეც თუ არ წაიკითხეთ აღარ დავწერ არაფერს საერთოდ :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.