ჩემს მინდას მიგაჩვევ! (8 თავი, დასასრული)
სოფლის მიმართულებით ერთადერთი მანქანა მიქროდა მაქსიმალური სისწრაფით. ივერის უნდოდა უფრო სწრაფად წასულიყო, უბრალოდ მისი მანქანა ვეღარ „ქაჩავდა“.. თავი მთელი ძალით წინ ჰქონდა წამოწეული და კბილებს ერთმანეთზე აღრჭიალებდა. გული მთელ ხმაზე ბორგავდა, არადა იცოდა ყველაფერში თვითონ რომ იყო დამნაშავე, თავიდანვე არ უნდა გაეშვა გოგონა, ხომ იცოდა რომ უყვარდა, რას აიჩემა ეს „წადი, წაეთრიე!“ ?! უბრალოდ მას ვერ იმეტებდა იმ ტვირთისთვის რასაც ინვალიდი შეყვარებული ეწოდება. იცოდა, რომ კაკაბაძესაც ძალიან უყვარდა ბიჭი, უბრალოდ ის ყველაფერს არასწორად გებულობდა. ჯიქური ვერც კი წარმოიდგენდა, გოგონა ამას თუ გაიფიქრებდა, რომ მისდამი მხოლოდ ვნება აკავშირებს და მეტი არაფერი.. მისი საქციელის გადამკიდე, სხვას ვერც ვერაფერს იფიქრებდა გოგონა, უბრალოდ ივერს გამოუვიდა არასწორად.. ეს გამიზნულად ნამდვილად არ გაუკეთებია, არ ეგონა თამუნაზე ამ შთაბეჭდილებას თუ დატოვებდა.. ნამდვილად არ ეგონა.. თუმცა ასე გამოვიდა.. სოფელი თამუნას მამასგან იცოდა.. სანამ წამოვიდოდა გზაში დაელაპარაკა.. კაკაბაძეც მიხვდა, რომ ამ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვარდათ, ამიტომ შანსი უნდა მიეცათ. რა თქმა უნდა, მისი შვილი საშინელ დღეში იყო სანამ სოფელში წავიდოდა, რამდენი ეხვეწეს რომ დარჩენილიყო, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხეს მისი დაყოლიება. იმდენად ჰქონდა გონებაში გადაწყვეტილი, რომ უნდა წასულიყო და მოშორებოდა ამ ქალაქს, სადაც უკვე უამრავი ტკივილი მიაყენა, მამაზეციერიც ვერ მოაბრუნებდა უკან. მიკითხვა-მოკითხვით მიაგნო სასურველ სახლს. ახლა კი ნამდვილად მოებჯინა ყურებში გულისცემა.. ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვებს აკეთებდა.. შუბლი სულ ოფლით დაეცვარა.. ხელისგულებით, რომლებიც უარეს დღეში იყო, დროგამოშვებით იწმენდდა მარილიან, მკვრივ წყალს, წურწურით რომ ჩამოდიოდა შუბლიდან. მანქანა მწვანე ჭიშკართან შეაჩერა და სწრაფად გადმოხტა იქედან. ხმაურით მიაჯახუნა კარები. იცოდა, ძაღლი რომ არ ყავდათ, ამიტომ უპრობლემოდ შევიდა ეზოში, სადაც უამრავი ფერად-ფერადი ყვავილი მიმოფენილიყო. ირგვლივ, მწვანე ტრიალი ბალახიც იყო, ხოლო ხის კარისკენ გზას ქვებით მოკირწყლული ბილიკი მიუყვებოდა. -თამუნა!-ჩახლეჩილი ხმით,თუმცა გასაგონად დაიჩურჩულა გოგონას სახელი,-თამუნა!-კიდევ არავინ გასცა პასუხი, მიხვდა ხმა უფრო რომ უნდა აეწია, ამიტომ ჩახველებით ჩაიწმინდა ხორხი და თავისებური, თბილი, თუმცა მამაკაცური ხმით დასჭექა,-თამუნაა! -ბატონო!-გაისმა სანატრელი ხმაც და ხის კარიც ღრჭიალით გააღეს. გული ისე სწრაფად აუჩქარდა სასურველი სხეულის დანახვისას, წამით ეგონა, არც უცემდა. საფეთქლები სულ დაებერა და ყელზე ძარღვი შეუტოკდა. გოგონასაც თვალები გაუფართოვდა და გაკვირვებისგან პირი გააღო. არ მოელოდა ბიჭის აქ მოსვლას, თანაც ასეთ „მდგომარეობაში“.. -შენ.. ღმერთო სიზმარში ვარ..-აბლუყუნდა და კარის დაკეტვას შეეცადა თავის გადაქნევით. ფეხი ოსტატურად დაუხვედრა ჯიქურმა და მკვეთრმა ღიმილმა გაუპო აქამდე უკრთობი ტუჩები. -დამელაპარაკები?-დასჯილი ბავშვივით თავჩაღუნულმა, წარბებიდან ამოხედა გოგონას. -შემოდი..-ამოუწურავი ხმით მიაჩერდა ბიჭს და სახლში შემოატარა. -მისმინე, ვიცი ბევრი გადავიტანეთ, ზედმეტადაც კი, მაგრამ ერთი წამითაც არ შემიძლია შენს გარეშე. გთხოვ, მაპატიო ყოველი სიტყვა რაც საავადმყოფოში გითხარი.. ყოველი მაღალი ტონი მაპატიო.. მე არ ვიცოდი რას ვამბობდი.. ვიცი საშინლად მოგექეცი მაგრამ უნდა მაპატიო.. თუ გიყვარვარ უნდა მაპატიო! იმიტო რო შენს მეტი არავინ მყავს ისეთი, ვისაც ჩემს გვერდით ყოფნას ვანდობდი, ვისაც ჩემს პრობლემებს გავუნდობდი.. გეფიცები, მართლა არავინ მყავს ისეთი ვისთანაც გულწრფელად შევძლებ ყოველი სიტყვის წარმოთქმას.. ვისთანაც ვიქნები ნამდვილი_მე... იმ დღესაც, ისევ შენ ვერ გაგიმეტე იმ მძიმე ტვირთისთვის რასაც „ინვალიდი“ ერქვა.. მაგრამ ხომ ხედავ მე ფეხზე ისევ დავდივარ, შენ კიდევ.. ვიცი გული მოგიკალი, მაგრამ მე და შენ ცალ-ცალკე არ წარმომიდგენია.. ვერც ვერასდროს წარმოვიდგენ.. იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ და შენს მეტი არავინ და არაფერი არ მინდა დედამიწაზე.. ჩემი „შუქნიშანა“ ხარ ხომ იცი? ჩემი ფიცხი ხასიათი მაპატიე.. გთხოვ, მაპატიე და გპირდები საუკეთესო ქმარი, მამა და შეყვარებული ვიქნები შენთვის.. აწი რასაც გავაკეთებ შენი და ჩემი ბედნიერებისთვის გავაკეთებ.. ახლაც გზაში არ ვიცოდი რა შეიძლებოდა მეთქვა,, აზრები თავისით მომაწვა ენაზე.. უბრალოდ კი არ მიყვარხარ გაღმერთებ და გთხოვ შემირიგდე და დაბრუნდე თბილისში.. დაგვაკლდი მეც და თბილისსაც.. არ ვიცი რა მჭირს, მართლა არ ვიცი.. უბრალოდ, აზრი ერთია რო შენ გარეშე არ შემიძლია სიცოცხლის არც ერთი წამის გატარება. ისე აღელვებული ლაპარაკობდა ივერი, ხელებს ნერვიულობისგან აქეთ-იქეთ იქნევდა და ადგილს ვერ პოულობდა.. არ იცოდა რა ეთქვა, რომ კიდევ უფრო დაერწმუნებინა თავის სიყვარულში. გოგონას პასუხის მოლოდინს გულამობჯენილი ელოდა. რას ეტყოდა?! აპატიებდა?! უარი რომ ეთქვა?! ფიქრებში გახვეულმა წვრილი ხელების შემორთხმა იგრძნო წელზე და სიამოვნებისგან თვალები მიელულა. არ ელოდა... გაუხარდა! იმდენად გაუხარდა, რომ ბოლო ხმაზე მოუნდა ღრიალი, რომ ყველას გაეგო მისი სიყვარულის ამბავი.. არავინ დარჩენილიყო ისეთი, ვისაც მათი ამბავი არ ეცოდინებოდათ! ამდენი ემოციისგან ატირებული, დატვირთული და დახუნძლული გოგონა ჰაერში აიტაცა და მკვირცხლად დაატრიალა ჰაერში.. უკვე იპოვა ადამიანი, რომელსაც მიუძღვნიდა თავის ცხოვრებას.. გახდიდა თავისი სიყვარულის ღირსს.. და როგორც იქნა იგრძნო თავი სრულყოფილად.. -აღარასოდეს მთხოვო წავიდე.. ხომ იცი, შენს სიტყვას ვერ გადავაბიჯებ.. ისეთი არაფერი მთხოვო, რისი შესრულებაც ორივეს გვატკენს.-ეჩურჩულებოდა ხმაჩამწყდარი და ათრთოლებულ ტუჩებს წვერნარევ ღაწვზე დააცოცებდა. -რამდენი ხანია, რაც მაგ ლამაზი ტუჩები არ მიგემია?!-ეშმაკურად ააციმციმა თაფლისფერი თვალები და გამობურცულ ტუჩებზე ნაზად დაეკონა. * * * * -მამა.. ბატონო ზურაბ.. მე და თამუნას საქმე გვაქვს თქვენთან,-ჩახლეჩილი ხმით დაიწყო ივერიმ და გოგონას აკანკალებული ხელი თავის ტორებში მოიმწყვდია, თან თვალებით ანიშნა, სანერვიულო არაფერიაო.. არა და როგორ არ იყო სანერვიულო?! თამაში ხომ არ არის, როდესაც შენ ხელს თხოვენ მამაშენს?!-ყველამ იცით, თუ როგორ გვიყვარს მე და თამუნას ერთმანეთი... ახლა ისე ვარ დაბნეული, თამუნა კი შეშინებული, რომ რომელი ვანუგეშო არ ვიცი.. მოკლედ, თქვენი შვილის ხელი მინდა გთხოვოთ ბატონო ზურაბ! -კი მაგრამ ბავშვებო.. თქვენთვის ოჯახი ადრეა... არ გეგონოთ გეწინააღმდეგებით, პირიქით.. მაგრამ..- ხმა ამოიღო ზურაბმა და ნერვიულად გადახედა ორივეს. -არა.. მე მინდათ იცოდეთ, რომ თქვენი შვილი ჩემი საცოლეა, ქორწილები და ა.შ მერე იქნება.. ერთ-ორ წელიწადში, სკოლას რომ მოვრჩებით! -ეგრე, ისედაც კი ვიცოდით შვილო, ნუ ნერვიულობთ! * * * -თამუ რამდენჯერ გითხრა, რომ ეგ კაბა არ ჩაიცვა-თქო?!-გაბრაზებულმა, თუმცა მაინც თბილად უთხრა გოგონას. -არაა მოკლე!-ჯიქურ არ ეშვებოდა ბიჭს და ამტკიცებდა, რომ „კაბა“ რომელსაც მეორენაირად ჯიქური „ნაჭრის ნაგლეჯს“ უწოდებდა, სულ უფრო და უფრო იწევდა ქვემოთ და ლამისაა ჩაძვრებოდა. -თამუნა!-დასჭექა ოთახში ჯიქურის ხმამ. გოგონაც შიშისგან შეხტა. -ა რ ა! არ გამოვიცვლი!-საშინლად სიამოვნებდა ამ ადამიანის ნერვებზე თამაში, ისიც არ იცის ეს კაბა სად ნახა.. უბრალოდ ძალიან უნდოდა ბიჭის გაბრაზება. -ხოდა ახლა რაც მოხდება შენ თავს დააბრალე!-წამოიყვირა მოთმინებადაკარგულმა და კაბა მთლიანად გადააძრო. წელზე შემოისვა და გააფთრებული დაკკვდა ტუჩებზე. * * * სამი წლის შემდეგ. -დედააააააააააა! დედიტოოოოოოოოოოოოოოო! მიჩვეელეეეეეეეე!!-ბოლო ხმაზე გასწიოდა პაწაწკინტელა ანასტასია და მის ტყუპისცალ გიორგის შეშინებული გაურბოდა, რომელსაც თავზე კიდევ კარგი ცარიელი ნაგვის ყუთი ჩამოემცო. -გიორგი! რა საქციელია?!-გაუბრაზდა თამუნა შვილს-საიდან იფიქრებ ამ მაიმუნობას?! რა ველურივით იქცევი! -მამამ მითხრა, ღამე მე ვიქნები ველური და დღე შენო!-ჩამოარაკრაკა მამამისის ნათქვამი და ისევ გაეკიდა შეშინებულ ტასოს. თამუნამ მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები და საჭმელს მიუბრუნდა. -სულ გარყვნა ბავშვები!-ჩაიქირქილა ჩუმად. -ჩემზე ლაპარაკობდი?!-ეშმაკურად ჩაიხითხითა ივერმა და ცოლის ყელში ჩარგო თავი. -ხო, შენზე! გარყვნილო!-გაუწყრა ქმარს თამუნა. -ნუ დაგავიწყდება ეგ გარყვნა იყო შენი გული რომ დაიპყრო!-ყურის ბიბილოზე უკბინა ცოლს. -სახლში ბავშვები არიან! -მეზობლები რისთვის გვყავს?! დ ა ს ა ს რ უ ლ ი -------------------------- ამ ისტორიას მინდა გითხრათ, რომ ქონდა საშინლად ცუდი დასასრული.. ვისაც გაინტერესებს, პირადში მომწერეთ და აგიხსნით, მაგრამ იმდენი გამოხმაურება და მესიჯი მოყვა რომ არ შემეძლო არ გამეგრძელებინა. ივერისა და თამუნას სიყვარული რეალურია,(სახელები შეცვლილია, რა თქმა უნდა.) საშინლად ტრაგიკული დასასრულით.. მეტად ვეღარ გავწელავდი, იცით თქვენ ჩემი ამბავი :დ ახალ ისტორიასაც უახლოეს მომავალში ელოდებოდეთ! კიდევ, მადლობა ყველას თითოეული თბილი კომენტარისა და მესიჯისთვის. ამან მომიყვანა აქამდე.. მიყვარხართ და ყველაფრისთვის მადლობა ბოდიში შეცდომებისათვის. დასასრული ყველაზე პატარაა მაგრამ არაუშავს.. ვიცი ხოლმე ;დდ მოგეხსენებათ, დასასრულებს სულ პატარებს ვწერ.. ჰომ.. კიდევ გრძნობების გამოხატვა რამდენად შემიძლია არ ვიცი, მაგრამ ვეცადე ყველანაირად! მ ა დ ლ ო ბ ა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.