შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შვიდი ვალენტინობა (თავი 2)


28-03-2015, 19:30
ავტორი Mina-Ana
ნანახია 1 982

22 დეკემბერი, გარეთ თოვლი, სახლში სითბო, გულში სიცარიელე, მაგიდაზე უამრავი კონსპექტი და საფერფლეში ანთებული სიგარეტი. ერთი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული კვირა დღე იყო, მე 21 წლის იდა ვიჯექი ჩემს ოთახში და გამალებით ვემზადებოდი უნივერსიტეტის შუალედური გამოცდებისთვის როცა, ჩემი ოთახის კარი მთელი ძალით შემოაღო ერთმა პიროვნებამ, უფრო კონკრეტულად კი ჩემმა საუკეთესო მეგობარმა და დედაჩემის ნათლულმა ალისამ. თვალებმოჭუტულმა შემომხედა და ბოლოს ჩემსკენ წამოვიდა
-მთელი კვირა მეცადინეობას აპირებ? - საყვედურის ხმით მითხრა და გრძელი ჟღალი თმა ერთ მხარზე გადაიწია, საწოლზე დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო
-აბა რა გავაკეთო ამ სიცივეში სხვა? - სიცილით ვუთხარი და საფერფლედან სიგარეტი ამოვიღე
-ნუ ეწევი რა ჩემთან ხოიცი არ მიყვარს ეს სუნი - მითხრა და ცხვირი აიბზუა მე კი მის გასაბრაებლად პირდაპირ სახეში შევაფრქვიე კვამლი. ჩემს სიფრიფანა პრინცესა ალისასაც იმწამსვე ხველება აუტყდა
-გეყოს იდა - ორივემ სიცილი დავიწყეთ - მოკლედ ეხლა ადექი ჩაიცვი და მივდივართ
-ირინე არ გამომიშვებს
-დედაშენს უკვე ვუთხარი გიშვებს
-სად?
-ეგ მე ვიცი - მითხრა და ეშმაკურად ჩაიცინა
-საათს შეხედე?
-კი თითქმის თერთმეტი საათია
-მერე ამ შუა ღამეს სად უნდა წამოვიდე?
-ადექი და წავიდეთ - არ ნებდებოდა ალისა
-ხომ იცი არ მიყვარს ეს წვეულებები და კლუბებში სიარული - საცოდავად წამოვიძახე იმის იმედით, რომ ჩემი საყვარელი მეგობარი თავს დამანებებდა
-არ მაინტერესებს. მთელი წელია „გასართობად“ ბიბლიოთეკებში და სამკითხველო დარბაზების გარდა არსად დადიხარ, ეხლა კი ადგები, ლამაზად ჩაიცმევ და მე წამომყვები კლუბში, თანაც იცი რა სიმპათიური ბიჭები უნდა გაგაცნო, იქნებ რომელიმე შენი მომაავალი ქმარიც კი გახდეს - გადაიკისკისა
-ხომ იცი ბიჭები არ მაინტერესებს, 21 წლის ასაკში არავითარი რომანტიკული ურთიერთობის გაჩაღებას არ ვაპირებ, ყველაფერს თავისი დრო აქვს
-არავითარ შემთხვევაში,როცა გისმენ მგონია 90 წლის მოხუცი ლაპარაკობს. მალე, ადექი! - ბოლოჯერ მითხრა და მეც უკვე მომბეზრდა იმის ხვეწნა, რომ ჩემთვის თავი დაენებებია. ფეხზე ავდექი და კარადა გამოვაღე
-მაშინ ერთი პირობით ხმას არ ამოიღებ, რასაც ჩავიცმევ იმას არ გააპროტესტებ თორემ არსად არ წამოვალ გასაგებია?
-ოღონდ წამოდი და თუ გინდა ეგ პიჟამა გეცვას - მითხრა და ჩემს პიჟამას შეხედა რომელზეც მომღიმარი პანდები იყო გამოსახული. მეც მშვიდად გამოვიღე კარადიდან ჯინსები თბილი სვიტერი და დაბალყელიანი ჩექმები, სარკეში ჩავიხედე და თმები საშინელ მდგომარეობაში მქონდა, ამიტომ თავზე ქუდი დავიმხვე და ალისასკენ შევტრიალდი
-რას იტყვი?
-ისე გამოიყურები ვითონ ყველაზე საშინელი საგნის გამოცდაზე მიდიოდე. კარგი მაინც ლამაზი ხარ, წავიდეთ. მაგ სვიტერში კიდე დაგცხება - სიცილით მითხრა და თავის სიფრიფანა კაბაზე შავი პალტო მოიცვა, ჩემი დუტის ქურთუკი კი მე მესროლა, ჩანთა მხარზე გადავიკიდე, ტელეფონი ხელში დავიჭირე და მისაღებში გავედი. დედა ტელევიზორს უყურებდა
-ქალბატონი ირინე არ გეცოდებით ამ საშიშ არსებასთან ერთად რომ მიშევბთ ღამით კლუბში? იქნებ მომიტაცოს და ჩემზე ექსპერიმენტები ჩაატაროს - მუხლებთან მივუცუცქდი დედას და შევეცადე რაც შეიძლება საწყალი სახე მიმეღო
-დაითანხმე? - გაიცინა დედამ და პულტი ჟურნალების მაგიდაზე დადო - 21 წლის გოგოს რატომ გინდა 70 წლის იყო? ტანაც ვიცი იქ სანდროც იქნება ამიტომ საშიში არაფერია, დარწმუნებული ვარ ალისა შენზე ექსპერიმენტების ჩატარებას არ აპირებს - მითხრა და შუბლზე მაკოცა
-შენ არ იცი ირინე რამდენი ძალისხმევა დამჭირდა - გაიცინა ალისამ და თავი მხარზე დამადო
-მალე მოდი იდა გესმის? - მომაძახა როცა კიბეებზე ჩავდიოდით
-ხომ იცით ნახევარ საათში სახლში გამოიქცევა - გაიცინა ლისამ
როცა დანიშნულების ადგილას მივედით უკვე ვნანობდი ჩემს გადაწყვეტილებას. ალისა ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ მისი სამეგობრო არასდროს მხიბლავდა, მშობლებისგან განებივრებული გოგო ბიჭები რომლებიც მამიკოების ფულის ხარჯვის მეტს არაფერს აკეთებდნენ. მე მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი არ ვიყავი რაც ყველაზე მეტად მახარებდა, ყოველთვის ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა, საკმარისად, არც მეტი არც ნაკლები. გარშემო მიმოვიხედე, ღმერთო ჩემო სად ვარ, მთელი ქუჩა ხალხითაა სავსე, ბეწვის ქურქებსა და ლამაზ პალტოებში გამოწყობილ გოგონებს გვერდს შავებში ჩაცმული ბიჭები უმშვენებენ, ჩემს წინ კი უზარმაზარი რკინის კარია რომლის წინ საშინელი რიგია, ვლოცულობ, რომ რიგში დგომით არ მოვკვდე, ალისა კი უცებ ხელს მკიდებს და შესასვლელისკენ მიმათრევს
-ლისა აქ ხალხი დგას, რიგია
-კი რიგია, მაგრამ ჩვენთვის არა - კარებთან მივიდა, დაცვას პირადობა აჩვენა და მანაც უხმოდ გაგვიღო დაწესებულების კარი. ჩემგან განსხვავებით ლისა საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. თანაც როგორც რამდენიმე წუთის მერე გავიგე ეს კლუბი მისი ძმის ყოფილა. მოკლედ, რომ ვთქვათ ლისაც მდიდარი მამიკოს გნებივრებული შვილი იყო, თუმცა კი ის მე ძალიან მიყვარდა. შიგნით შევედით, ჩემს თვალებს მსგავსი არაფერი უნახავს და დამიჯერეთ ჩემთვის ეს ყველაზე უსიამოვნო გრძნობა იყო რაც კი განმიცდია. თვალები დამიბნელდა იმდენნაირი შუქი ანათებდა გარშემო.
-ლისა ძალიან ბნელა - ამ დროს უბრალოდ გადავწყვიტე მეგობარს მივნდობოდი და მასზე ხელჩაკიდებულმა თვალები დავხუწე და წინ წავედი. სანამ მაგიდამდე მივაღწიეთ ვიგრძენი რამდენიმე მუჯლუგუნი, ორჯერ დამაბიჯეს კედებზე და ჩემი ქუდი თითქმის გადამძვრა. როცა სავარძელში ჩავჯექი თვალები გავახილე და გარემოს აღქმა დავიწყე. მრგვალი მაგიდის გარშემო როგორც დავაკვირდი და თუ სწორად აღვიქვი სამი ბიჭი და ოთხი გოგო იჯდა, გოგონები ვიცანი, ალისას მეგობრები, ერთი ანა იყო რომელიც წამდაუწუმ იმას იმეორებდა ანკა დამიძახეთო, ერთი კატო რომელიც მუდამ მის თეთრ აიფონში იყო ჩაჩერებული, ერთიც სალომე რომელსაც ჩემს გარდა ყველა სალის ეძახდა და ბოლოს ჩემი ალისა ან როგორც მე ვეძახი უბრალოდ ლისა. ბიჭების სახეები კარგად ვერ გავარჩიე, მხოლოდ ის ტიპი შევათვალიერე რომელიც გვერდით მეჯდა, ეტყობა მაღალი იქნებოდა, ვერ გვარკვიე შავგვრემანი იყო თუ ქერა მაგრამ ძალიან ლამაზი ხელები ჰქონდა ეს დავინახე, და თვალები რომელიც ყოველი გამოხედვაც ენას მიბამდა.
-ბავშვებო გაიცანით ეს ჩემი მეგობარია იდა - თავისი წვრილი კისკისა ხმით თქვა ჩემი სახელი ლისამ - ანკას, კატოს და სალის იცნობ, ესენი კიდე ჩემი ძმის მეგობრები არიან, ანდრო, საბა და გეგა - ხელის მოძრაობით მივხვდი, რომ ჩემს გვერდით მჯდომს გეგა ერქვა. აზრზე არ ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა მეთქვა ამიტომ უბრალოდ ხელი ავწიე. უცებ კი შევამჩნიე, გოგონებიდან არცერთს არ შემოუხედავს მაგრამ ბიჭების მზერა კი ვიგრძენი. ასე უხერხულად თავი არასდროს არ მიგრძვნია, მინდოდა ავმდგარიყავი და გავქცეულიყავი, ყველა იცინოდა, ბევრმა საცეკვაოდ გასწია მეკი კოლას ვწრუპავდი და შეშინებული აქეთ-იქეთ ვიყურებოდი. საატს დავხედე და უკვე ღამის პირველი იყო, დედაჩემისგან არცერთი ზარი და შეტყობინება არ მიმიღია, ანუ ჯერ სახლში წასვლის მიზეზი არ მქონდა, რაც ნერვებს მიშლიდა, როცა ყველაზე მეტად მიდნოდა დედას დაერეკა და სახლში გამოვეძახებინე ის უბრალოდ არ მირეკავდა. ჩემთვის მოულოდნელად გვერდით მჯდომმა პირველად ამოიღო ხმა მთელი საღამოს განმავლობაში
-მე უნდა წავიდე - უცებ წამოდგა - ვინმე ძველ უბანში ხომ არ მოდიხართ? - ჩემზე ბედნიერი არავინ იყო იმ წუთას იმ მაგიდასთან როცა ჩემი უბნის სახელი გავიგონე
-მე, მე მოვდივარ - ვთქვი და ფეხზე წამოვხტი
-არა იდა, შენ არსადაც არ მიდიხარ - საყვედურის ხმით მითხრა ლისამ და ხელზე მომქაჩა
-უნდა წავიდე ლისა, ხვალისთვის ბევრი საქმე მაქვს
-ყველაზე უჟმური გოგო ხარ ვისაც კი ვიცნობ - უკმაყოფილოდ ჩამჩურჩულა ყურში და დამემშვიდობა. გასასვლელისთვის რომ მიმეგნო უცნობის ზურგს ვუყურებდი და მას მივყვებოდი. რამდენიმე მუჯლუგუნის, ყვირილის, ფეხზე დაბიჯების შემდეგ კი როგორც იქნა ჩემმა ფილტვებმა სუფთა ჰაერის ჩანუსთქვის საშუალება მიიღეს.
-როგორც იქნა - ჩავილაპარაკე და ქუდი გავისწორე
-ანუ ძველ უბანში მოდიხარ - გვერდიდან გავიგონე უცნობი ბიჭის ხმა რომლის სახელიც ჩემმა მეხსიერებამ ვერ შემოინახა
-დიახ, ტაქსები იქ დგანან - ქუჩის მეორე მხარეს ვანიშნე ბიჭს - მე წავალ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა - ვუთხარი მაგრამ უცებ მისმა ხელმა შემაჩერა
-მეც იქეთ მოვდივარ, ერთად ხომ არ ჯობია წავიდეთ? - შემომხედა და გაიცინა. მეც სხვა რა გზა მქონდა და თავი დავუქნიე - ფეხით გავიაროთ არ გინდა? მგონი შიგნით ძალიან ჩახუთულობა და დაძაბულობა იყო
-არ ვიცი აქ როგორ ერთობით, უფრო სწორად ვერ ვხვდები - გავიცინე
-მე აქ პირველად ვიყავი. უბრალოდ ბიჭებმა მთხოვეს
-მეც ძალით წამომიყვანა ლისამ
-ანუ იდა?!
-ჰო იდა. ბოდიში ალბათ ცოტა უტაქტოდ გამომივა მაგრამ შენს სახელს ვერ შემახსენებ? - ქვემოდან ავხედე დამნაშავის თვალებით ის კი წინ იყურებოდა და იცინოდა
-გეგა, გეგა ლომიძე თქვენს სამსახურში მიგულეთ - ჩემი გაყინული ხელი აიღო და ნაზად მაკოცა, ვიგრძენი როგორ გამიწითლდა ლოყები, მაგრამ კიდევ კარგი ღამე იყო და ის ვერ დაინახავდა
-იდა არჩვაძე - უხერხულად გავიცინე და ხელი ჯიბეში ჩავიდე
-ლიზასთან ერთად სწავლობ?
-ჰო, ჩემიკურსელია. შენ?
-მე უკვე დავამთავრე სწავლა და ეხლა ვმუშაობ
-ჰოო? სად?
-სტაჟიორი ვარ ცენტრალურ სამშობიაროში - ამაყად გამომხედა
-სამშობიაროში?
-ჰო, პედიატრი ვარ. უცნაურია? - ორივეს გაგვეცინა
-არა. მართალია მე არასდროს მიოცნებია ექიმობაზე მაგრამ ექიმებს პატივს ვცემ, კარგ საქმეს აკეთებენ. ის შენი სამეგობრო წრეა? - ვკითხე და მიხვდა რაზეც ვეკითხებოდი
-სიმართლე გითხრა იქედან მხოლოდ ანდროა ჩემი მეგობარი, დანარჩენები პირველად ვნახე-ამის გაგონებამ საშინლად მასიამოვნა.
-ანუ თავს იმ წრის წარმომადგენლად არ მიიჩნევ ვინც მამიკოს ფულების ფლანგვით ერთობა?
-არა, მე ჩემი ფულის ხარჯვით ვერთობი - ორივეს გაგვეცინა უცებ კი, ყველაზე შეუფერებელ მომენტში ჩემი ტელეფონი ამღერდა
-ჰო დედა, უკვე გზაში ვარ, ტაქსს დავიჭერ და მოვალ - ჩემი გაჯეტი ჯიბეში ჩავიდე და გეგას შევხედე
-მგონი დროა ტაქსი დავიჭიროთ თორემ სახლში უსიამოვნება შემხვდება.
იმ ღამეს კარგა ხანს არ დავიძინე, თუმცა კი თავს ძლივს ვწევდი ზემოთ ისე მინდოდა ჩემს ბალიშთან ჩახუტება, უბრალოდ მეორე დღეს სემინარი მქონდა და ვინც ყველაზე კარგად გააკეთებდა პრეზენტაციას ჩვენი პროფესორი თავისთან წაიყვანდა და რომელიმე საქმეს მისცემდა დამოუკიდებლად გასაკეთებლად. მეც სულ ამაზე ვოცნებობდი და მეორე კურსზე თუ უკვე ერთი საქმე მექნებოდა გახსნილი ეს ძალიან დიდი პლიუსი იქნებოდა ჩემს კარიერაში. დილით ექვსს საათზე მაღვიძარამ გამალებით დაიწყო წრიპინი, მეც რაც კი ძალა მქონდა მოვიშველიე და მაღვიძარა გამოვრთე, თავი ავწიე და ჩემს ირგვლივ საწოლზე მიმობნეული ფურცლები და წიგნები დავინახე, შიშით მოვნახე საქაღალდე რომელშიც რეფერატი მქონდა შენახული და ამოვისუნტქე როცა ფურცლები უვნებელი დამხვდა. ნახევარ საათში აბაზანიდან გამოვედი, ტანსაცმელი უცებ ჩავიცვი და სამზარეულოში ჩანთა გადაკიდებული გავედი. დედას უკვე მომზადებული ქონდა ჩემთვის ყავა და მეც ერთი ჩასუნთქვით რამდენიმე დიდი ყლუპი ჩავუშვი სხეულში და მთელი კისერი ჩამეწვა
-ეგრე უცებ რომ იცი არაყივით ყავის გადაკვრა იმიტო გაქ ხმა ჩახლეჩილი - მითხრა დედაჩემმა და ჩემი ქურთუკის ჯიბეებს ეჭვის თვალით შეხედა. იმან რომ ოთახის კარი მუდამ დაკეტილი მოქნდა და ფანჯარა მუდმივად ღია დედაჩემს ეჭვი გაუჩინა, შემთხვევით ცუდ რამეს ხომ არ ვაკეთებდი და სიგარეტს ხომ არ მივეჩვიე. ამიტომ მან დაიწყო ოთახში დაუკაკუნებლად შემოსვლა, სახლში ჩუმად შემოპარვა, ჩემი ქურთუკის ჯიიბეების დათვალიერება და ტანსაცმლის ყნოსვა. ამიტომ ბოლოს მე თვითონ ვაღიარე, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მწეველი ვიყავი და მისი გული სამუდამოდ დავტეხე ნაწილებად. მაგრამ მისი გული მალე შეწებდა და მეც მაპატია ცუდი ჩვევის აკიდება.
უნივერსიტეტში მივედი, გარშემო ბავშვები შევათვალიერე და ჟღალთმიანი ალისა, რომ დავინახე სიხარულით გავიქეცი მისკენ
-როგორხარ? - უკნიდან ვუთხარი და ის შეშინებული შეხტა
-რატომ აკეთებ ამას სულ? - სიცილით მითხრა და გადამეხვია. შევამჩნიე, რომ მარტო იდგა რაც ძალიან გამიკვირდა, ლისა ხალხის იმ კატეგორიას მიეკუთვნება რომლებიც მარტო არასდროს რჩებიან.
-წავიდეთ, ლექციაზე გვაგვიანდება - ვუთხარი და ხელკავი გამოვდე. მე ჩქარა მივდიოდი აუდიტორიისკენ ის კი ზლაზვნით მომყვებოდა უკან. ლისა არ იყო ცუდი სტუდენტი მაგრამ სწალაზე გიჟდებოდა თქო ამასაც ვერ ვიტყვით, განსაკუთრებით სამართლის ლექცია არ უყვარდა, უფრო სწორად კი მისი ლექტორი, ბატონი გია. რატომ? არვიცი, ბატონი გია საშუალო სიმაღლის ოდნავ მოსული მამაკაცი იყო, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი ქალაქში და გავლენიანი მამაკაციც, თუმცა არც ისე კარგი ფიზიკური მონაცემებით, სავარაუდოდ ლიზას უარყოფითი დამოკიდებულება მისი ფიზიკურობით იყო გამოწვეული, თანაც ბატონ გიას ულამაზესი ცოლი ჰყავდა რაც ჩემს გაკვირვებას იწვევდა. აუდიტორიაში დაგვიანებით შევედით და როგორც მოსალოდნელი იყო 90-მა კაცმა ჩვენ შემოგვხედა მათ შორის კი ბატონმა გიამაც რომელმაც მისი ოთხკუთხედი სათვალე ცხვირზე ოდნავ ჩამოიწია და ეჭვის თვალით შემათვალიერა, ეტყობა აქტიური სტუდენტი მიცნო და მაშინვე ორივეს ადგილებისკენ მიგვითითა. ჩემი რეფერატი ამოვიღე, და საშინლად ვნერვიულობდი სანამ ჩემი გვარი არ გამოცხადდა, მეგონა ჩემი ნაწერი უნდა წამეკითხა ამიტომ ჩახველებით ხმა ჩაიწმინდე, მაგრამ ამის ნაცვლად ბატონმა გიამ საქაღალდე გამომართვა და ნაშრომის ჩუმად კითხვა დაიწო, სიმართლე გითხრათ გულზე მომეშვა, სულაც არ მხიბლავდა აზრი იმის შესახებ, რომ ჩემი ათ გვერდიანი ნაწერი ოთხმოცდაათი კაცის წინაშე უნდა წამეკითხა. ბოლოს ბატონმა გიამ სათვალე მოიხსნა და როგორც ჩვევია ხოლმე შემათვალიერა ბოლოს კი ჩახრენწილი ხმთ დაიწყო ლაპარაკი
-კარგი ნაშრომია ისა, კონკრეტიკაც არის და ზუსტად დასმული კითხვებიც მხიბლავს. ერთ-ერთი თქვენ ხართ იმ ხუთ კანდიდატს შორის ვისაც შეიძლება საქმე მივცე. - მითხრა და ისევ ისეთი გაუცინარი, უხეში სახით გამისტუმრა ადგილისკენ. ეს კაცი არასდროს იღიმოდა, ორი წლის განმავლობაში არცერთხელ არ შემიხედავს, რომ ბატონ გიას გაეღიმოს. მისი საქმის განხილვას რამდენიმეჯერ დავესწარი და სულ იგებდა, მოგების დროსაც კი არ გაუღიმია. სიმართლე გითხრათ ეს მომწონდა ამ კაცში, არა არ გეგონოთ ის სტუდენტი ვიყო რომელიც ლექტორზეა შეყვარებული, არა უბრალოდ მე მისნაირი ადვოკატი მინდოდა ვყოფილიყავი, მიზანდასახული, ცოტათი გულცივი და პროფესიონალი. ლექცია დამთავრდა, ლიზას ნაშორიმი მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილად შერაცხა ჩვენმა უგულო პროფესორმა და ჩემი საუკეთესო მეგობარი უამრავი საყვედურით გამოისტუმრა. ლიზას კი ეს რბილად რომ ვთქვათ არ აინტერესებდა, და ბევრიც არ უდარდია შენიშვნებზე. დღეს მხოლოდ სამართლის ლექცია გვქონდა ამიტომ რთული დილის შემდეგ ჩემს თავს ნება მივეცი ლიზასთან ერთად ყავა დამელია და შემდეგ სანაყინეში წავსულიყავი.
-შედეგები როდის იქნებაო? - ყავის სახლში შეადგა თუ არა ფეხი მაშინვე მკითხა ლიზამ. იცით ჩემს საყვარელ მეგობარს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, არ უყვარდა ქუჩაში ლაპარაკი, საათობით შეეძლო ენა არ გაეჩერებინა მაგრამ ქუჩაში არასდროს არ ლაპარაკობდა.
-ხვალო, არ იცი როგორ ვნერვიულობ. როგორ გავათენებ ამ ღამეს არვიცი - ჩემი ქურთუკი საკიდზე დავკიდე და ლიზას კვალს გავყევი რომელმაც იმ მაგიდასთან მიმიყვანა სადაც უკე ორი ადამიანი იჯდა - ეს დაკავებულია ლიზა - ვუთხარი და თავი ავწიე, ამ დროს ნაცნობი სახე შემეჩეხა წინ, ლამაზი მუქი მწვანე თვალები მომაშტერდა, დიდი წითელი ტუჩები გაიხსნა და ქათქათა თეთრი კბილები გამოჩნდა
-ჩვენები არიან - ისე ბუნებრივად მომეჩვენა ლიზას ეს ნათქვამი ერთი წამით გონებაშიც კი არ შევწინააღმდეგებივარ მას, თითქოს ეს ბიჭებიც ჩვენი საუკეთესო მეგობრები ყოფილიყვნენ თმცა კი მე მათგან მხოლოდ ერთს ვიცნობდი და არც ისე კარგად. კარგად. გეგა ლომიძე თვალს არ მაშორებდა და სიმართლეს გეტყვით, არც მე მინდოდა, რომ თვალი მოეშორებინა ჩემთვის.

პ.ს. მინდოდა ბოლომდე დამემთავრებინა ეს ისტორია მაგრამ თქვენიაზრის მოსმენა ისე მომინდა ვეღარ მოვითმინე და დავდე, იმედია შეფასებებს არ დაიშურებთ, მართალია ბევრი ნახვა არ აქვს ჩემს ნაწერებს მაგრამ თუ ვინმე კითხულობთ იმათი ხათრით გავარგძელებ წერას winked აი ის ფოტო ზემოთ თუ დააკვირდით, მე ეგეთი წარმოვიდგინე გეგა :)



№1  offline წევრი deamedo

ე.ი. როგორც ყოველთვის ძალიან მომწონს love
უნდა ვაღიარო რომ წინა ისტორიებისგან განსხვავებით უფრო "ლაითია"და ეს მიხარია, არ ვიტირებ როგორც ყოველთვის wink
პ.ს. რა კარგი გოგო ხარ რომ არ მიგვატოვეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent