როდესაც ბედნიერ ვარსკვლავზე იბადები - დასასრული
იმ დღეს ჩაწერილმა ვიდეომ თავისი როლი შეასრულა და დეივი გამოვიჭირეთ. ვერ შეიკავა თავი და ძალიან მარტივად წამოეგო თომას ანკესზე. მისი სილამაზე სწორედ რომ ფატალური და დამღუპველი იყო. ასევე მარტივად და უხმაუროდ ჩაიარა მისი და ქეთის განქორწინებამაც. რა თქმა უნდა არავის გვესიამოვნა ის, რომ მათ ოჯახი დავუნგრიეთ, მაგრამ ნიკის გაჩერება მასთან არ შეიძლებოდა. ქეთიმ პირობა მოგვცა, რომ ნიკის 21 წლამდე არაფერს მოუყვებოდა. იქამდე კი ბიჭი უნივერსიტეტში ჩააბარებდა, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვერეოდით მის გადაწყვეტილებაში, ხოლო მერე ყველანი ერთად მოვუყვებოდით ყველაფერს და კუთვნილ ქონებას გადავუფორმებდით. ასევე მისთვის იყო განკუთვნილი აქციების გარკვეული პროცენტებიც. პირობა პირობად, მაგრამ სანდროს დაჟინებული მოთხოვნით ხელშეკრულებაც გავაფორმეთ, რათა ორივე მხარე 100%-ით ყოფილიყო დარწმუნებული, რომ გეგმაში არაფერი შეიცვლებოდა. ეს ყველასთვის მომგებიანი იყო, განსაკუთრებით ქეთისთვის, რომელსაც შვილს არ წაართმევდნენ. ... -როგორ ჩაიარა?- შემოგვანათა ინტერესით სავსე თვალები თომამ. მე და სანდრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ თომასთან შესახვედრად წავედით. შეხვედრა კაფეში დავთქვით, სადაც მშვიდად საუბარს და დალევას შევძლებდით. სანდრო ვერ ხვდებოდა რატომ გვინდოდა დალევა, რადგან ჯერ კიდევ დღის პირველი ნახევარი იყო, მაგრამ სიმართლეს სხვანაირად ვერ ვეტყოდით. -მშვიდად,- უპასუხა ჩემმა მაზლმა და თომას გვერდით დაჯდა. გამეცინა. ეს იმისათვის გააკეთა, რომ მე არ დამეკავებინა ბიჭის გვერდით ადგილი. ნუთუ არასოდეს გაიზრდება? თომასაც გაეცინა, აშკარად ისიც მიხვდა ბიჭის ჩანაფიქრს. სანდრომ არ შეიმჩნია, თუმცა საყვარლად გაწითლდა. -ნუთუ ყველაფერი დასრულდა?- ვთქვი და რბილ სავარძელში ჩავჯექი. თომას მშვენიერი გემოვნება აქვს, არაჩვეულებრივი ადგილი შეარჩია. მშვიდი, მყუდრო და თან უცხო, ცნობისმოყვარე თვალთაგან მოშორებით. -რა თქმა უნდა,- გაიზმორა სანდრო,- რა კარგია,- დააყოლა ირონიით,- ისევ დავუბრუნდებით ჩვენს მშვიდ და გამოზომილ ცხოვრებას. -ზუსტადაც და ძალიანაც მიხარია,- გამოვუყავი ენა. ამ დროს მენიუ მოგვიტანეს. საჭმელი შევუკვეთეთ და სანდრო კიდევ უფრო გავაოცეთ, როდესაც ერთის ნაცვლად 2 ბოთლი კონიაკი შევუვეთეთ. -ძალიან ადრე არაა ლოთობისთვის?- სცადა ჩვენი გამოფხიზლება ჩემმა მაზლმა, მაგრამ მე და თომამ თავი გავაქნიეთ. -სანდრო, რაღაც უნდა მოგიყვეთ და ამას ფხიზელ გონებაზე ვერც მოგიყვებით და ვერც შენ მოისმენ,- „დავამშვიდე“ მე. -თქვენ რა, საყვარლები ხართ?- გვაჯახა პირდაპირ. -კრეტინო,- შევუბღვირე მე და ბალიში ვესროლე. მარტივად დაიჭირა და მხრები აიჩეჩა. -აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო?- აახამხამა თვალები სანდრომ. -შენთვის ფიქრი აშკარად არ შეიძლება,- ვერ შეიკავა თავი თომამ. ამჯერად ჩემი ბალიში მოდელს მოხვდა. -ჰეი,- შეჰყვირა ბიჭმა, და თავადაც გაეცინა, როდესაც ჩემი და სანდროს სიცილი გაიგო. სანამ ჩვენ ვბავშვობდით საჭმელიც მოგვიტანეს. ჯერ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა გვეჭამა და სიმართლე მერე გაგვემხილა სანდროსათვის. არც მას გაუწევია წინააღმდეგობა. უკვე ნახევარი საათის შემდეგ კარგად დანაყრებულები და ცოტა შეზარხოშებულებიც ველოდით დესერტს. -სანდრო,- დაარღვია ჩვენს მაგიდასთან პირველად ჩამოვარდნილი სიჩუმე თომამ,- 7 წლის წინ ძალიან ცუდად ვიყავი. გულის პრობლემები მქონდა. დაიწყო! სანდრო, იმედია მშვიდად აღიქვამ ამას! ჩემზე მშვიდად მაინც. -მერე?- ვერ მიხვდა ჩემი მაზლი რატომ იყო ეს ასეთი მნიშვნელოვანი. -გული გადმომინერგეს,- განაგრძობდა მოდელი. -ვაუ,- გაუფართოვდა თვალები სანდროს,- ასე ცუდად გქონდა საქმე? -კი,- დაუქნია თავი თომამ და თავი დახარა. -მე რატომ მიყვები ამას?- იკითხა დაბნეულმა. როდესაც პაუზა გაგრძელდა მე შემომხედა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ სჯობდა მე მეთქვა ეს ყველაფერი. მე გამემხილა მისთვის ეს საშინელი საიდუმლო. -მას თომას გული გადაუნერგეს, სან,- ვუთხარი და ტუჩი მოვიკვნიტე. -ვინ თომასი?- ვერ მიხვდა თავიდან ბიჭი, მაგრამ მალევე მოეგო გონს,- ვაუ, მართლა? ხან მე მიყურებდა, ხან თომას. -განა თომა საკუთარი სიკვდილით არ მოკვდა?- რატომღაც საკმაოდ მშვიდად მკითხა მე. -ავარიის მერე, საოპერაციო მაგიდაზე ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მისი ტვინი მკვდარი იყო, მაგრამ აუხსნელი მიზეზების გამო გული უცემდა. თომა,- ვანიშნე მოდელზე,- მაშინ გულის შეტევით საავადმყოფოში იწვა. ექიმმა თავს უფლება მისცა და ანალიზები გაუკეთა, მერე კი...- ცოტა შევყოვნდი, რადგან არ ვიცოდი უნდა გამეცა თუ არა ბებია. -თამარმა მოაწერა ხელი თანხმობას?- რატომღაც ჩაეცინა. -საიდან მიხვდი?- დამაბნია მისმა სიტყვებმა. -ერთხელ მთვრალი ვიყავი და ეგონა არაფერი მესმოდა. სწორედ მაშინ გავიგე და მერე სიმართლე გითხრა დამავიწყდა. ახლაც ვერ მივხვდი ვერაფერს სანამ პირდაპირ არ მითხარი. -და ასე მშვიდად აღიქვი ეს ამბავი?- საკუთარ ყურებს ვერ ვუჯურებდი. როგორც სჩანს ვერც თომა, რადგან ისეთი გაოგნებული უყურებდა ბიჭს, თითქოს მის გვერდით სულ ცოტა მთის კაცი იჯდა. -კი. რა მოხდა?- ამჯერად ჩემი მაზლი გაოცდა,- განა ეს საუკეთესო გამოსავალი არ იყო? რაც არ უნდა გული მწყდებოდეს ჩემს ძმაზე, მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო. ასე კი ადამიანი გადაარჩინა და მისი ნაწილი ცოცხლობს კიდეც. მას რომ არჩევანი ჰქონოდა, აუცილებლად ამას გააკეთებდა,- მერე კი მე მომაშტერდა,- ნუთუ ამას მიმალავდი? მე თავი დავუქნიე -საერთოდ არ გაზრდილხარ,- გაეცინა ბიჭს,- უკვე 7 წელზე მეტია მიყვარხარ და ამასაც კი ვერ მიმხვდარხარ,- რატომღაც ღიმილით მითხრა. მე თავიდან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მაგრამ როდესაც მივხვდი, გამაჟრჟოლა. შეუძლებელია... ვუყვარვარ? სანდროს? -სისულელეებს ნუ იძახი,- დავუბრიალე თვალები. -შენ თუ ამას ელოდე როდის მიხვდება, ისე დარჩები,- მიუბრუნდა თომას. მისი ასეთი თემიდან თემაზე ხტომა უკვე მაღიზიანებდა. -გგონია მეც ასე უნდა ვაჯახო?- ჩემდა გასაოცრად თომაც აჰყვა. -ეი,- ვიყვირე მე,- რაზე ლაპარაკობთ? ჯერ ორივემ მე შემომხედეს, მერე კი სანდრომ სიცილით უთხრა მოდელს: -ხომ ხედავ, აქამდე ნებისმიერი მიხვდებოდა, მაგრამ ეს ვერ ხვდება,- თავი გააქნია,- სჯობს პირდაპირვე უთხრა. -რა უნდა მითხრა?- ვკითხე თომას. უკვე ვხვდებოდი, რომ წყობიდან გამოვყავდი მათ დიალოგს. -მიყვარხარ,- ისე მითხრა თომამ, თითქოს ამინდის პროგნოზს მაცნობდა. აქ კი ვერ მოვითმინე და ვიფეთქე. -თქვენ რა დამიცინით? რა სიყვარულზეა ლაპარაკი? შენი ძმის ცოლი ვიყავი,- ჯერ თითით სანდროზე ვაჩვენე,- შენ კი ნორმალურად არც მიცნობ,- გადავერთე თომაზე. კიდევ ერთხელ გითქვამთ მსგავსი სისულელე და ხმას არ გაგცემთ არც ერთს. ალბათ ჩემი სიტყვები ბავშვურად ჟღერდა, მაგრამ სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობდი. -თაია,- მომენტაკურად დასერიოზულდა სანდრო,- მე შენ არ გთხოვ შემიყვარო და უპასუხო ჩემს გრძნობებს, მაგრამ არ მოგცემ უფლებას ჩემს სიყვარულს სისულელე ეძახო. მე შემიყვარდი მაშინ, როდესაც მწვანე კაბაში გამოწყობილი, ფერიასავით ნაზი შემოხვედი თომასთან ხელკავით ჩვენს მისაღებში. იმ წუთიდან მოყოლებული, არ ყოფილა დღე, როდესაც არ შემშურებია ჩემი ღვიძლი ძმის, რადგან მან ჩემზე ადრე გაგიცნო და მისი ცოლი გახდი და არა ჩემი. ასე რომ არ გაბედო, და არ თქვა, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. ამ სიტყვებმა შოკში ჩამაგდო. ხმელეთზე ამოგდებული თევზივით პირს ვაღებდი და ვხურავდი, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. -თაია, მე ზეგ მალაიზიაში ვბრუნდები,- განაგრძო თომამ,- მართალია მე 7 წელი არაა რაც მიყვარხარ, მაგრამ 7 წელია სიზმარში გხედავ,- ამ სიტყვებზე სანდროს გადახედა და მის ჩუმ კითხვას უპასუხა,- რაც შენი ძმის გული გადმომინერგეს, იმ დღიდან ყოველ ღამე შენს ძვირფას რძალს ვნახულობ სიზმარში. და უცნაური ისაა, რომ როგორც აღმოჩნდა რასაც ვხედავდი სიზმარში, რეალურად ხდებოდა. -საგიჟეთია,- ჩააკვეხა თავისი სიტყვა სანდრომ. -გეთანხმები,- მერე კი მე მომიბრუნდა,- თაია, წამოდი ჩემთან ერთად. ეს წინადადება ჩემთვის ინდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ წყალი, რომლის დალევასაც ვცდილობდი, სასულეში გადამცდა. კარგა ხანს ვახველებდი, ხოლო როდესაც შევძელი და ჩავისუნთქე, თომას გამანადგურებელი მზერა ვესროლე. ყოველი შემთხვევისათვის იმედი მქონდა, რომ ასე გამომივიდა. -თაია, ჯერ ახალგაზრდა ხარ, გჭირდება სითბო და ყურადღება. მე, სანდრო თუ ვინმე სხვა, უბრალოდ აირჩიე ვინმე, ვისთან ერთადაც ბედნიერად იქნები. წამოდგა, წინ ბილეთი დამიდო. -ხვალ, დილის 10 საათამდე აეროპორტის შესასვლელთან დაგელოდები!- მერე სანდროს მიუბრუნდა,- მაპატიე მეგობარო, მაგრამ მის გარეშე ძალიან მიჭირს. ვიცი შენც გიყვარს, მაგრამ არ შემიძლია... ეს თქვა და დაგვტოვა. სანდრო ჩემდა გასაოცრად მხოლოდ იღიმოდა. -ეს რა იყო?- ვკითხე ბიჭს. -უყვარხარ,- მხრები აიჩეჩა მან,- ნუთუ ვერ ხედავ, რომ უშენოდ ცხოვრება უჭირს? სიზმრების ამბავი არ ვიცოდი, მაგრამ ის, როგორი სინაზით და სიყვარულით აღსავსე თვალებით გიყურებდა, ადვილი შესამჩნევი იყო. მე გითხარი, რომ მიყვარხარ, მაგრამ თუკი შენ გადაწყვეტ, რომ მასთან გინდა ყოფნა, მე არაფერს გეტყვი და არც უფრო ნაკლებად მეყვარები. უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყო. ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და თვალებში ისეთი სინაზით ჩამხედა, რომ შემრცხვა... შემრცხვა ჩემი მიუხვედრელობის. და რაც მთავარია იმის, რომ ასეთ კარგ ადამიანს მე შევუყვარდი და ვერ დავაფასე, ისევ და ისევ ჩემი მიუხვედრელობის გამო. -მასთან წახვალ, ხომ?- მკითხა და თვალები დახუჭა. -ბოდიში სან,- ვაკოცე ხელზე,- არ ვიმსახურებ ისეთ მეგობარს, როგორიც შენ ხარ და რაც მთავარია არ ვიმსახურებ შენს სიყვარულს. -ნუ სულელობ,- მითხრა და მზერა ამარიდა. რა გავაკეთე წინა ცხოვრებაში ისეთი, რომ ამ ადამიანის გვერდით ყოფნა დავიმსახურე? ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა, მეხმარებოდა ყველაფრის შესწავლაში. იყო ჩემი ჟილეტი, როდესაც ვთვრებოდი თომას დაბადების და გარდაცვალების დღეებზე და ვტიროდი მანამ, სანამ საერთოდ არ გავითიშებოდი. -სან, დამპირდი, რომ ბედნიერი იქნები,- ვთხოვე და მომდგარი ცრემლი გადავყლაპე,- რომ გადამიყვარებ. -ვეცდები,- შემომხედა და მის თვალებში ისეთი ტკივილი ჩანდა, რომ თავი ვერ შევიკავე და პატარა ბავშვივით ავტირდი. გულიანად ვსლუკუნებდი და ხელით ვიწმინდავდი ცრემლებს, მაგრამ რა თქმა უნდა არაფერი გამომდიოდა. რამდენიმე წუთი მიყურებდა სანდრო, მერე კი წამოდგა, ჩემს გვერდით დაჯდა და ჩამიხუტა. თბილი... ჩემი... როგორ შემეძლო მისთვის გული მეტკინა? -სამუდამოდ ხომ არ წახვალ?- მკითხა მოგუდული ხმით. -საერთოდ არ წავალ,- ავხედე ცრემლისაგან დაბინდული თვალებით. -გაგიჟდი?- უცებ მომიშორა სანდრომ,- გაიგე, რომ საკუთარ თავს უნდა მიხედო. ჩემი ძმა დიდი ხნის წინ წავიდა და გაუშვი შენც საბოლოოდ! -უბრალოდ ვეტყვი, რომ დაბრუნდეს,- ვუთხარი და გავუღიმე,- სამსახურს ხომ ვერ მივატოვებ?- ამ სიტყვების მერე ბიჭმა ამოისუნთქა. -შენ ვერაფერი შეგცვლის,- ამოიოხრა და თმები ამიჩეჩა. ამის მერე ანგარიში გადავიხადეთ და სანდრომ სახლამდე მიმიყვანა. მე იმ დღეს სამსახურში ვერაფერს გავაკეთებდი. მთელი დარჩენილი დღე და ღამე ვფიქრობდი. თომა... სანდრო... ბებია... ქეთი და ნიკი... მოდელი... თომა... თომა... თომა... მართლები არიან თომა და სანდრო. მართალია ჯერ თომა არ მიყვარს, მაგრამ უზომოდ მიზიდავს. ამდენი წელი გავატარე მარტო, სითბოს და სიყვარულის გარეშე, ახლა კი დროა მეც გავიგო რას გრძნობს ადამიანი, ვინც უყვართ და სჭირდებათ. იმედია დროთა განმავლობაში მეც შევძლებ შევიყვარო თომა. ... დილას გამოუძინებელი ავდექი და აეროპორტში წავედი. გზაში მივხვდი რას გრძნობენ მძღოლები, რომლებიც დიდ გზაზე მიდიან. ძალიან მეძინებოდა და მიწევდა სულ თავის კონტროლი, რათა ძილს არ წაერთმია თავი. დანიშნულ დროზე ნახევარი საათით ადრე მივედი და მაშინვე დავინახე ჩემი მოდელი. შავი შარვალი, წითელი-შავი კუბიკებით გაწყობილი გრძელი მანტი და შავი სათვალე... არაამქვეყნიურად ლამაზი იყო. შიგა და შიგ საათს უყურებდა და ნერვიულად იკვნეტდა ტუჩებს. მანქანა გავაჩერე ძლივს განთავისუფლებულ ადგილას და გადმოვედი. ღრმად ჩავისუნთქე და თომასკენ წავედი. გამოუძნებელს და დაღლილს რეაქციებიც შენელებული მქონდა. ალბათ სწორედ ამის გამო ვერ შევამჩნიე თავის დროზე, მერე კი ვერ ავიცილე ხის ჩარჩო, რომელიც მძღოლს მანქანაზე ზემოდან დაედო. აუტანელმა ტკივილმა თითქოს ელექტროობასავით დამიარა და მაშინვე გავითიშე. ... -თაია,- გავიგე ჩურჩული. -მმ,- პასუხის გაცემა მინდოდა, მაგრამ რატომღაც ვერ ვახერხებდი. -ექიმო, აზრზე მოვიდა? თვალებს რატომ არ ახელს?- ეს ხმა სანდროს ეკუთვნოდა. -ძალიან გთხოვთ, დატოვეთ პალატა და მომეცით საშუალება პაციენტი გავსინჯო. რამდნეიმე წუთში პალატაში მხოლოდ ექიმი და მედდა დარჩნენ. პირიდან მილი ამომიღეს. საშინელი შეგრძნება იყო, მაგრამ ის უფრო მაწუხებდა, რომ თვალები ახვეული მქონდა და ვერაფერს ვხედავდი. უკვე 2 საათში კი გაშეშებული ვიჯექი საწოლზე და ვცდილობდი გადამეხარშა მოსმენილი ისტორია. ჩარჩო მომხვდა, მე გავითიშე. თომა გაფრინდა ისე, რომ მე ვერ მნახა. თავიდან ეგონათ, რომ მხოლოდ ტვინის შერყევა მქონდა, მაგრამ დეტალური გამოკვლევის შემდეგ საბოლოო დიაგნოზი მაცნობეს - მე ვეღარასოდეს შევძლებდი დანახვას. 3 წლის შემდეგ... ზღვის ხმაური ეალერსებოდა სმენას. კარგია ზამთარი, რადგან შეგიძლია დატკბე ტალღების ცეკვის ხმით და ამ ხმას არ ახშობს ადამიანების ყვირილი და მხიარული შეძახილები. არა, სხვისი ბედნიერება არ მაწუხებს და არც მშურს, პირიქით, უბრალოდ ამ დროს უფრო მძაფრად აღიქვამ საკუთარ უსუსურობას. როგორ მინდა ჩავიდე ქვემოთ, გავისეირნო ზღვის სანაპიროზე, მაგრამ მარტო, დაუხმარებლად მხოლოდ სახლის კედლებში შემიძლია გადაადგილება, დამხმარე მედდა კი ჯერ არ მოსულა, შესაბამისად ისევ ძალიან ადრე გამეღვიძა. მე მოვითხოვე, რომ ღამით მარტო დავრჩებოდი, რადგან ძალიან მაწუხებდა მუდამ ვიღაცის ყურადღება. თავიდან ვსწავლობდი და შესაბამისად ტანზე არაერთი სისხლჩაქცევაც მქონდა, ახლა კი სახლი კარგად შევისწავლე და უპრობლემოდ გადავაადგილდებოდი, საჭმელსაც კი ვაკეთებდი ჩემით. კომპანიას სანდრო ხელმძღვანელობდა, მაგრამ ყოველი დღის ბოლოს ხმოვან რეპორტს მიგზავნიდა, მე კი რჩევებს ვაძლევდი, დიდი პროექტების განხილვაზე კი ყოველთვის თავად ჩავყავდი თბილისში. კომპანიის ოფიციალურ დირექტორად კვლავ მე ვრჩებოდი და სადაო საკითხებს მე ვწყვეტდი. უეცრად ფეხის ნაბიჯების ხმა გავიგე და ჩამეცინა. -რატომ დაბრუნდი?- ვკითხე დაუპატიჟებელ სტუმარს. -სანდრო შემხვდა შემთხვევით კონფერენციაზე. -მერე? -იქ იმ იმედით მივედი, რომ შენ გნახავდი, მაგრამ სამწუხაროდ შენი მაზლი შემრჩა ხელში. ცოტა ყოყმანის შემდეგ მივედი, რათა მომეკითხა და მიმელოცა. მე ხომ მეგონა, რომ ის აირჩიე...- თქვა და გაჩუმდა. უცებ წარმოვიდგინე მისი წითლად შეფაკლული ლოყები და მომინდა ჩავხუტებოდი. მის სიტყვებზე გამეცინა. ბედისწერა აშკარად ერთობა ჩემით. მაინც ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ გაჩენილი, რადგან ყოველთვის ჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში ის, ვინც იმ წუთას ძალიან მჭირდებოდა. -და იმ პატარა, სულელმა არსებამ გითხრა, რომ ცოლი მოიყვანა, ტყუპები გაუჩნდა, მე კი დავბრმავდი... -ნეტავ ასე მშვიდად აეხსნა,- ხმაში ღიმილი შეეპარა. -და მაინც, რატომ დაბრუნდი? -შენთან მინდა ვიყო. -კარგად დაფიქრდი, სანამ რაიმეს იტყოდე, თომა. შენი აზრით მარტივია ბრმის მოვლა? მე ხომ თითქმის ვერაფერს ვაკეთებ დამოუკიდებლად. დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? -როგორ მიხვდი რომ მე ვიყავი?- დამიბრუნა კითხვა და მე რამდენიმე წუთით დავფიქრდი. -ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული!- ვუთხარი სიცილით,- მჭირდებოდი და ვიცოდი, რომ მოხვიდოდი,- ახლა კი დამეხმარე, სანაპიროზე ჩავიდეთ. უხმოდ მოვიდა ჩემთან, ხელკავი გამიკეთა და ასე ჩავედით ქვემოთ. როდესაც ფეხქვეშ მიწა ვიგრძენი, გავჩერდი. -რა მოხდა, თაია?- გავიგე თომას შეშფოთებული ხმა. იქით შევბრუნდი საიდანაც ხმა მომესმა, ხელით მოვძებნე მისი სახე, მერე თითის ცერებზე ავიწიე და ვაკოცე. პირველი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ნიკაპზე ვაკოცე, აი მეორედ გამიმართლა და მივაგენი მის რბილ და მარილიან ბაგეებს. ვაკოცე ნაზად და მოვშორდი. -საკუთარი ნებით დათანხმდი ჩემთან ყოფნას, არც გაბედო პრეტენზიების წაყენება,- ვუთხარი სიცილით. ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება. ამაში დარწმუნევული ვარ. ამჯერად ბედისწერა შემიცოდებს და თავს დამანებებს. -არც ვაპირებ,- მიპასუხა სიცილითვე თომამ და ისევ მაკოცა. უფრო დაჟინებით და ვნებიანად. იმ წუთას ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვარ და მართლა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.