დააფასე საკუთარი თავი (2)
ტიპიური სკოლის მოსწავლის წარმოდგენა დარწმუნებული ვარ არ გაგიჭირდებათ.ძილზე ვგიჟდები ისე მიყვარს.ვერაფრით ვერ ვხვდები ბავშვობაში დილით ადრე როგორ ვდგებოდი. მაღვიძარა ხომ არის ჩემი მტერი,მაგრამ მამაჩემი მაღვიძარაზე უარესია.ეს დალოცვილი მაღვიძარა შეგიძლია ისე გამორთა და გააგრძელო ძილი,რომ სულ 1-2 წამით შეწუხდე,მაგრამ აბა მამაჩემის გაჩუმება სცადეთ 1-2 წამში.თუ სახლშია ჩაირთვება გაფუჭებული რადიოსავით და გაიძახის "დროზე ადექი დაგაგვიანდებაო." არ გაჩუმდება,მანამ ჩაცმულ-დახურულს არ დამინახავს. თუ სახლში არაა ამიფეთქებს ტელეფონს.მიდი და თუ კაი დედმამიშვილი ხარ არ უპასუხო! მერე დაგირეკავს სახლის ნომერზე და არ მოისვენებს მანამ,სანამ გაღვიძებულს არ დაგიგულებს. მიუხედავად ამისა მაინც მაქვს ზოგჟერ დილით გვიანობამდე ძილის ბედნიერება.დღესაც ასეთი ბედნიერი დილა გამითენდა.ლოგინში კოტრიალი რომ მოვიწყინე,მაშინღა გამახსენდა მამა ძალიან მარტივად რომ დავითანხმე დილით სკოლისგაცდენაზე და მაშინვე ტელეფონს ვეცი დასარეკად.შორიდან მომესმა ზარის ხმა,შემდეგ ნელ-ნელა მოახლოვდა და კარებიც გაიღო: -სახლში ვარ მარო-ტელეფონი შეათამაშა ხელში იმის ნიშნად,რომ ტყუილად ვურეკავდი და გულთბილად გამიცინა. -ვახ,"დაჟე" საშინაო ფორმაშიც ხართ უფროსო? -გახლავართ ქალბატონო.დღეს მგონი ვისვენებ რაღ.. -რაღაც სასწრაფო თუ არ გამოჩნდება- სიცილით დავაბლლოვე უკვე დაზეპირებული ფრაზა და უფრო კომფორტულად მოწყობა ვცადე. -ახტი ახლა და დაანაყრე შენი ძვირფასი მამიკო.ნუ გაგიტკბა ლოგინში კოტრიალი- ისევ სიცილი ამიტყდა მისი საწყალი სახის შემხედვარეს,რომელიც ღიმილშეპარულმა სიმკაცრემ ჩაანაცვლა წამებში.თითის ქნევით დატოვა ოთახი და თვითონაც სიცილი აუტყდა. ხალათი შემოვიცვი,თავი მოვიწესრიგე და ბანცალ-ბანცალით გავუყევი სამზარეულოსკენ მიმავალ გზას.ვიქნები ფრიად თავმდაბალი და ვიტყვი,რომ უგემრიელეს კერძებს ვამზადებ. გაგეცინებათ 17 წლის გოგომ განა რა კერძების კეთება უნდა იცოდესო,მაგრამ ჩემი მოგონილი კი არაა?! ყველა ლოცავს ჩემს მარჯვენას ვინც კი ჩემს ნახელავს დააგემოვნებს. ახლაც ძვირფას მამიკოს ვანაყრებდი სავარძელში მიგდებული ტელეფონი რომ ამღერდა.სასწრაფოდ გავიქეცი და მოვურბენინე.გზაში ნომრის შეთვალიერებაც მოვასწარი და მაშინვე მივხვდი,რომ "რაღაც სასწრაფო" მოხდა. ბატონი გიორგი როგორც კი გავისტუმრე,ჩემ ჩვეულ საქმიანობას მივუბრუნდი.მთელი დღე სწავლას შევალიე.მამამ ცოტახნით შემოირბინა და ისევ სამსახურში წავიდა. მთელი დღის განმავლობაში ხომ მეფიქრებოდა კოტეზე,მაგრამ ღამე საწოლში შევწექი თუ არა ჩემი გონება მთლიანად მასზე ფიქრმა მოიცვა.როგორც წესი ძილის წინ ან ვოცნებობ,ან განვლილ დღეს განვიხილავ და დაშვებულ შეცდომებს ვიაზრებ. კოტეს გაცნობის შემდეგ უიშვიათესი შემთხვევა იყო ჩემი ოცნების კოშკისთვის ერთი აგურის შეუმატებლად დამეძინა.თითქმის ყოველ ღამე წარმოვიდგენდი ჩემი და კოტეს ურთიერთობას მომავალში და მებედნიერებოდა ოცნებებიც კი. ახლა,რომ მახსენდება რაზე აღარ ვფიქრობდი,გულწრფელად მეცოდება საკუთარი თავი. იმდენ ასპექტში "მესაცოდავება" ჩემი თავი,რომ უკვე ზიზღის გრძნობა მიჩნდება მგონი. იმის გააზრება,რომ ასე არ ვაფასებ იმას რაც და ვინც ვარ მართლა ძალიან მტკენს გულს. რომ ვაკვირდები,ზოგი ისეთი ადამიანი მოძრაობს "მე ვარ და სხვა არავინ" წარმოდგენით,გულწრფელად მიკვირს რატომ არ შეიძლება რომ "მეც ვიყო."განა რითი მჯობიან ისინი?. ვერ ვიტან,როდესაც ჩემ სილამაზეზე საუბრობენ იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ საკუთარი თავი სულ არ მელამაზება და ყოველთვის მგონია რომ მატყუებენ. ორმეტრიანი ფეხები მე არ მაქვს,არც დიდრონი,ცისფერი თვალები და არც 90-60-90 პარამეტრებს ვაკმაყოფილებ. ღია წაბლისფერი თმა,ასეთივე თვალები და კურნოსა ცხვირი.ეს უკანასკნელი მომწონს მხოლოდ ჩემ გარეგნობაში და "მისი მისამართით" ნათქვამ კომპლიმენტებს აღვიქამ გულწრფელად.სიმაღლე და წონა ჩემთვის ორი უმთავრესი პრობლემა იყო და დღემდე არის კიდეც. ისე მაწუხებს ჩემი წონა,მომენტებში მეშინია ანორექსია არ დამემართოს. არადა ზოგჯერ ვფიქრობ,რომ სულაც არ ვარ ისეთი ჩაპუტკუნებული როგორადაც საკუთარ თავს აღვიქვამ.რეალურად 46 კილო არც თუ ისე ბევრია ჩემს ასაკში,თუმცა სიმაღლეში 1.67ს ვერაფრით რომ ვერ ვცდები საკუთარ თავს უფრო პუტკუნად აღვიქვამ ვიდრე ნებისმიერ ჩემი წონის თანატოლს. ხშირად მეუბნებიან "რა ლამაზი გოგო დამდგარხარ", "როგორ დაქალებულხარ მამაშენს ვინმემ შენი თავი არ მოსტაცოს", "რა ლამაზი გოგო ხარ,რა კარგი ღიმილი გაქვს,მგონი როგორ გაწუხებენ ბიჭები ხო?"განსაკუთრებით 14-15 წლიდან ვისმენ მსგავს კომპლიმენტებს ძირითადად უფროსებისგან. მეგობრებიც ხშირად მაქებენ და მადიდებენ,თუმცა იმაზე ფიქრს რომ მეპირფერებიან,ვერაფერს ვერ ვუხერხებ. ------ თაყვანისმცემლები ჩემს ცხოვრებაში ზუსტად 14 წლიდან გამოჩნდნენ.ჩემთანატოლებს მაშინ თაყვანისმცემლების არმიაც ედგათ და შეყვარებულებიც ყავდათ.მე როგორც წესი მათი შეყვარებულების ძმაკაცი და მომრიგებელი მოსამართლე ვიყავი.ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ბიჭებს უკეთ ვუგებ ვიდრე გოგონებს.პატარას სულ თამაშისკენ,გართობისკენ და ახალ-ახალი თავგადასავლებისკენ მიმიწევდა გული,მაშინ,როდესაც უბნელი გოგონები ფეხიფეხზე გადადებული ნაირ-ნაირ ბიჭებს განიხილავდნენ და ათას სისულელეზე ჭორაობდნენ. მაშინ არც ვაქცევდი ყურადღებას ჩემი თაყვანისმცემლების სიმცირეს ისე ვიყავი გადართული გართობაზე. შემდეგ დროთა განმავლობაში დავსერიოზულდი და აღმოვაჩინე,რომ ეს ახტაჯანა,ცანცარა გოგო არავის არ აინტერესებდა. რამდენ კლასშიც ვიყავი ყველგან ყველა გოგოს მოდელობაზე ჰქონდა პრეტენზია და მათ ფონზე ჩემი თავი ისე მეუბრალოებოდა,რომ ცუდად ვხდებოდი. მოკლედ თაყვანისმცემლების სიმცირეც ჩემი არც თუ ისე ეფექტურ გარეგნობაში მარწმუნებს,უფრო სწორად მარწმუნებდა.ბოლო პერიოდში მომრავლდნენ თაყვანისმცემლები. ხშირად არც ვმალავ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას და ისე მეჩხუბებიან,რომ ოოოო... ერთი ბიჭია-ლაშა...უკვე მეორე წელია სიყვარულს მეფიცება და გამწარებული დამდევს წინ და უკან.ესაა ის ერთადერთი,რომელზეც არც ჩემმა თხოვნამ გაჭრა,არც მოთხოვნამ და არც არანაირმა ლაპარაკმა თავის დანებებასთან დაკავშირებით. ზოგჯერ მეშინია კიდეც მისი,ისე მემუქრება მოგიტაცებო ეჭვს ვერ შეიტან მის სიტყვებში. ნაცნობები მეუბნებიან "შენი შესაფერისი არ არის,უკეთესს იმსახურებ და არ გადაგვრიო მაგასთან ერთად არ გამოგვეცხადოვო." მაგათი გადარევა სულ არ მაინტერესებს,მაგრამ არ მიყვარს ეს ბიჭი და ძალია?! სწორად ამ "არ არის შენი შესაფერისით" მიკაწრავენ სულს ეს ჩემი კეთილის მსურველები. ცოტა უკან დავბრუნდები და იმ მომენტიდან გავაგრძელებ საწოლში,რომ შევწექი და კოტეზე ფიქრი მომეძალა. რატომღც ვთვლი,რომ მე კოტეს შესაფერისი არ ვარ. პირველად სიყვარულზე და სერიოზულ ურთიერთობებზე საუბარი,რომ დაიწყო არც დავუჯერე.მეგონა მისთვის ერთი ჩვეულებრივი გასართობი ვიყავი,რომელსაც თავისი გარეგნობით დორბლს აყრევინებდა,თავს შეაყვარებდა და შემდეგ ხახამშრალს დატოვებდა,თუმცა მოგვიანებით საკუთარ აზრში ეჭვი შემეპარა. შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოდიოდა თელავში 2 თვის განმავლობაში და მთელ დროს მე მითმობდა.ერთ-ერთ ჩამოსვლაზე ძმაკაცები და მამა რომ გამაცნო,აი მაშინ შემეპარა ეჭვი ჩემ "რიგითობაში." იმდენად თბილად მიმიღო ყველამ,თან გადმომყვნენ.ეგ კი არა,კოტეს მამამ მითხრა საუბრისას "რა უქენი ამ ბიჭს ისეთი თელავში ბინის ყიდვა რომუნდაო." ისე შემრცხვა ცისარტყელა მივიხატე მგონი სახეზე. მაგ მომენტიდან განვიხილავ ჩემ გრძნობას კოტეს მიმართ ორმხრივად,მაგრამ თან ყველა დეტალს ზედმეტად ვუღრმავდები და მგონი ვაფუჭებ კიდეც რაღაცებს. პირველად მას რომ დაველაპარაკე ჩვენ შეუფერებლობაზე,ისე გაბრაზდა მეგონა ყველაფერს თავზე დამალეწავდა,თუმცა ჩემდა გასაკვირად გულში ჩამიკრა და დამარიგა მსგავს სისუელელეზე მეტჯერ აღარ იფიქროვო.რა იქნებოდა,რომ დამეჯერებინა? მაგრამ არაა ერთხელ თუ შევჯექი ვირზე ხომ. ვეღარ ჩამომსვავს კაცი ვერაფრის დიდებით. ცრემლები შევიმშრალე და გვერდი ვიცვალე.მეგონა ასე შევძლებდი გონების "განიავებას" და სხვა რამეზე ყურადღების გადატანას,თუმცა მხოლოდ მეგონა. სულ მცირე დეტალებით მახსენდებოდა ჩვენი თითქმის ორთვიანი ურთიერთობა და ვიცნებობდი ხმამაღლა არ დამეწყო ბღავილი. მახსოვს გაცნობის შემდეგ პირველად მანამ ჩამოვიდოდა პირობა ჩამომართვა,რომ მთელ თელავს შემოვატარებდი და ვაჩვენებდი ყველაფერს,რაც კი ოდნავადაც კი მომწონდა აქაურობაში.ჩამოსვლიდან მეორე დღეს დავლაშქრეთ თელავი.1-2 სურათიც გადავიღეთ,ძალიან ბევრიც ვიცინეთ და სერიოზულადაც ვილაპარაკეთ.ერთი ნეტარება იყო ჩემი რეაქციის ნახვა,რომ გავიგე 25 წლის იყო. ეს კიდევ ერთი ფაქტორი,რომელიც მაშინებდა.9 წელს ხომ არ ეხუმრებით თქვენ? იმ დღეს ისეთი თბილი იყო,ისეთიი..და ზოგადად ძალიან თბილი ბიჭია ჩემი კოსწია.თან როგორ ვისაკუთრებ.არ მეთმობა და რა ვქნა? ისეთი თბილი ღიმილი აქვს,აშკარად ეტყობა ყოველთვის მთელი გულით რომ გიღიმის.და ჩახუტება? ისეთი თბილი ჩახუტება იცის, თან ამას დამატებული მისი სუნამოს სუნი საოცრებაა პირდაპირ.ნუ პრინციპში არის რა იყო. ---- თელავში კოტეს გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თავდაპირველადაც და ყოველ ჩამოსვლაზეც ყბაჩამოვარდნილს ტოვებდა გოგონებს. სულ პირველად ეს კოტეს გაცნობიდან 3 დღის თავზე შევნიშნე სკოლიდან რომ გამოვდიოდი კლასელებთან ერთად მაშინ. მაღაზიიდან გამოდიოდა ლიკამ,რომ ატეხა წიოკი და აიყოლია სხვა გოგოებიც.მეც რა თქმა უნდა დიდად დაინტერესებულმა გავხედე და შემრჩა ხელში ჩემი სიმპაწიაგა.ჩვენკენ რომ მომართა მზერა,მხიარულად გაიცინა და ერთ ადგილზე გაჩერებული დაელოდა როდის მივუახლოვდებიდით თქვენ მაშინ უნდა გენახათ ამათი ემოციები.მათ შემხედვარეს გულწრფელად გამეცინა.სახეები მაშინ უნდა გენახათ ერთმანეთი თბილად რომ მოვიკითხეთ და გზა ერთად გავაგრძელეთ. მერე იყო ორმეტრიანი ენების ქნევა და სულ უცხო ადამიანების ჩემთან "დადაქალება." მაგრამ დროთა განმავლობაში მაგასაც მივეჩვიე. ----- იმდენი რაღაც გამოვიტირე მთელი ღამე თავი მისკდებოდა.ოთხისკენ ძლივს ჩამეძინა.დილით 8ის ნახევარზე უკვე ფეხზე ვიყავი.სარკეში,რომ ჩავიხედე გული გამისკდა ისეთ დღეში მქონდა თვალები.მამასაც არანაკლები რეაქცია ჰქონდა ჩემ დანახვაზე. ხმისამოუღებლად მოვიდა და ჩამეხუტა.ხუთი წუთი მაინც ვიდექით ასე ჩახუტებულები,თან თმაზე მეფერებოდა და მკოცნიდა.ხლივს შეველიე ჩემი ძვირფასი მამიკოს მკლავებს. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემი ტკივილის რაღაც ნაწილი ამ ჩახუტებით მან წაიღო.ცოტა მსუბუქად ვარ,სულ ოდნავ,მაგრამ ეგეც შეღავათია ახლა ჩემთვის. ------ -კოსწია-სიცილს ძლივს ვიკავებ,რომ წარმვიდგენ როგორ ჭმუხნის შუბლს ამ სიტყვების მოსმენისას. -მოგხვდება შენ-გაბრაზების მიუხედავად ისიც ვერ იკავებს სიცილს და სიცილნარევ მუქარას მიგზავნის -მომხვდეს გნახავ მაინც-ისე დავიჯღანე თითქოს დამინახავდა და გავიაზრე თუ არა რაც ვუთხარი,ჩემი გრძელი ენის ძირში მოჭრა ვინატრე. -მართლა გინდა,რომ გნახო? -ხო აბა- აშკარად შევატყვე გაკვირვება ხმაში,მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და გავაგრძელე კეკლუცი. -ჩამოვალ იცოდე-ისევ სიცილნარევი მუქარა გამომიგზავნა და დარწმუნებული ვარ წარბები ზევით ასწია მაცდურად. -ჩამოდი,რა პრობლემაა? -მერე არ მითხრა არ გელოდიო -არ გეტყვი-ისევ გამეცინა მის ტონზე.აშკარად ვატყობ,რომ ძალიან მეძინება და თუ არ გავუთიშავ ალბათ ტელეფლნით ხელში ჩამეძინება- კოსტა მე დავიძინებ კაი? -რა სასაცილო ხარ.მიდი,მიდი დაიძინე.ტკბილი ძილი მარიამ-ბოლოს ისე დაუთბა ხმა ცლტაც და ჩამოვდნებოდი -ტკბილი ძილი კოსტა. გავუთიშე თუ არა მკვდარივით დამეძინა და დილით ისეთ ხასიათზე გამეღვიძა მეგონა ფრენა შემეძლო. მესამე გაკვეთილის გაცდენა გვინდოდა და თავისუფალი კლასის ძიებაში შემოვიარეთ მთელი სკოლა მე და რამოდენიმე კლასელმა. ზარი დაგვერეკა შუა ძიებაში და ერთ-ერთ კლასში შევიძურწეთ.ვიღაც ჩვენნაირებს შევეკედლეთ დროებით.ორი გოგო ვიცანი მესამე ვერა.არ ვიცი იმათ მიცნეს თუ არა,მაგრამ ფაქტია მიზანში მოარტყეს. ვუთხარით ორი წუთით შემოგისახლდით და ისევ დაგტოვებთ ცოტახანშიო.ამათაც სულერთია სახით დაგვიქნიეს თავები თანხმობის ნიშნად.გამათბობელთან მიყუჟულები განვიხილავდით ვინ გავიდოდა გარეთ ახალი კლასის მოსაძებნად და რატომღაც მეც გამსვლელთა სიაში ვწერდი ჩემ თავს.ბოლოს სამნი დავრჩით კლასში და ორნი გავიდნენ.არ მომეწონა სიტუაცია,ძალიან მინდოდა აქედან დროზე გასვლა.როგორც ჩანს გული მიგრძნობდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. არ ვიცი იმათ ჩათვალეს,რომ მე იქ არ ვიყავი და მაგიტომ დაიწყეშსს ჩემი და კოტეს ურთიერთობის განხილვა,თუ პირიქით,იმიტომ რომ იქ ვიყავი და მომესმინა,მაგრამ ფაქტი ერთია-მე იქ ვიყავი მოვისმინე და სადღაც,მარცხნივ ძალიან მეტკინა. -როგორ გატუსტუსდა ეს ჩათლა*ი -სად აქვთ ამ ბიჭებს თვალები ვერ ვხვდები რაა-აყვა ის გოგო მე რომ მეუცხოვა. -რა ხდება ეე ვისზე ამბობთ მეც მითხარით რაა. -გიორგანაშვილზე გოგო,იმდღესაც ხო გეუბნებოდი ვიღაც თბილისელს ეტენება მეთქი. -აა უი ხო გამახსენდაა.გაფიცებ რანაირი წყვილია? არადა რომ შეხედავ ბიჭი ვიდზეც არის და სტილიც ისეთი აქვს იფიქრებ გემოვნებაც კარგი ექნებაო -პრინციკო და სოფლის ტურფაა-ისეთი ამაზრზენი სიცილი ატეხეს,ცუდად გავხდი.ან შეიძლება ჩვეულებრივად გაიცინეს და მე მომეჩვენა რაღაც.რისიც ყოველთვის ყველაზე მეტად მეშინოდა ის მესმოდა ახლაც. თაკო და ქეთი გაოცებულები მიყურებდნენ და იცდიდნენ როდის ავფეთქდებოდი. -არაა გოგო მთლად სოფლელიც არაა ნუ გადაუარე თავზე-სიცილით გამომესარჩლა ერთ-ერთი.-პროსტა ის მომენტია ბიჭი ჯობიაო,რომ ამბობენ ხოლმე რაა.ან იმ თბილისში ცოტა უფრო ლამაზი და დახვეწილი ვერავინ ვერ ნახა? ამის შემდეგ უკვე ბუნდოვნად მესმოდა.არ მახსოვს როგორ დავტოვე ჯერ საკლასო ოთახი და შემდეგ სკოლის შენობა. სკოლიდან ვარაუდით გამოვედი. მეგონა მოჩვენებები დამეწყო კარებთან მომღიმარი კოტე რომ დავინახე,რომელსაც ჩემი დანახვისთანავე დაუსერიოზულდა სახე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.