შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- შეიცვლები? -მოიცა რა !


29-03-2015, 00:46
ავტორი niakoo
ნანახია 6 420

-გითხახი ხო!- გაისმა მამას კატეგორიული ტონი.
- არა!
- ლიკა!- ტონს აუწია მამამ.
- აი ნახე თუ არ გაგეყარო!- დედას მუქარაზე ჯერ კიდევ თვალებდახუჭულს გამეღიმა.
- მასე მეყრები შენ ათი წელია!
- ხო და ერთხელაც მართლა გაგეყრები!
- კაი მასე ქენი, ახლა ნიაკო გააღვიძე..
- მამას დაემსგავსა ბავშვი- ამოიბუზღუნა დედამ.
- მღვიძავს ხალხნო- ხელებგაშლილი შევედი სამზარეულოში და დედას ვაკოცე.- რაო რა გაჩხუბებთ ამჯერად?
- ნათლიაშენის დაბადებისდღეში არ მომყვება დედაშენი.
- რატო?- ვკითხე სიცილით რადგან ნათელია პასუხი.
- არ იცი რატო?- წარბაწეულმა გადმომხედა დედამ და რეზისგან შეუმჩნევლად თვალი ჩამიკრა.
- კარგი საკმარისია- ფეხზე ადგა მამაჩემი იმ სახით როცა ვეღარავინ ვერაფერს ეუბნევა და ისე იქნება როგორც რეზი ამბობს- გავდივარ და ერთ საათში მზად დამხვდი, საჩუქარიც საყიდელი გვაქვს!
- კარგი- გაიბუტა დედა და მამას ზურგი აქცია.
რეზიმ ოდნავ შესამჩნევლად გაიღიმა, თავზე მაკოცა და სახლი დატოვა.
- დეგენერატი- დაიწყო დედამ- არა ხო იცი რატოც არ მივდევ არა? 17 წლის ბიჭის ტვინი აქვს 40 წლის კაცს, მოიქცეს ნორმალურად და არც მე მექნება პრობლემა გაყოლაზე..
- კაი დეე რაა 20 წელია ერთად ხართ და ეხლა სთხოვ შეცვლას?
- აი რო გავშორდები ნახოს..
- და შენმაგ მუქარის გჯერა?
- ნწ!- გაეცინა დედას- ავადმყოფია შვილო მამაშენი..
- ეგ ძველია..
მოკლეედ.. მე ნია გაგუა ვარ,18 წლის რეზი გაგუას და ლიკა ნიორაძის შვილი, უბრალო ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, ოღონდ რეზი გვყავს არაჩვეულებრივი.
მამაჩემი იმ თაობისაა, ქუჩაში დგომა და საქმეების ქურდულად რჩევა რომ მოსული ონტი იყო, თბილისი რომ სასტავს ეჭირა და ერთი უბანი ცალკე რეზიდენცია იყო, კაი ტიპები რომ იყვნენ და ქალაქს აწიოკებდნენ, აი ამ ზემოთხსენებული საზოგადოების წევრი იყო რეზიც, მათთან ერთად გაიზარდა მასეთად და მათთან ერთად დავბერდები ისევ მასეთთო ხშირად უთქვამს როცა დედა ცდილობდა აეხსნა სიტყვა ნორმალურის არსი.
ლიკას და რეზის სიყვარული ერთერთი გამორჩეული იყო ქალაქს რმ ლეგენდად შემორჩა, ვამაყოფ მათი შვილი რომ ვარ..
რეზი კარგი მამაა. ცდილობს არაფერში გაეხვიოს როცა ჩვენთან ერთადაა და ხშირად გამოსდის.
რა ქნას ახლა ამ კაცმაც სასტავი ყავს ისეთი სხვანაირად რომ არ გამოვა!
დღეს ნათლიაჩემის დაბადებისდღეა, იქ მივდივართ საღამოს..
- ნია დაგეძინა?- მოთმინებადაკარგულმა წამომარტყა თავში დაჩიმ.
- მეტკინა ვირო!- მთელი ძალით ჩავარტყი მუშტი და ლექსო გადავკოცნე.
- ეხლა ის სადღაა რაა!- დაიწყო ბუზღუნი დაჩიმ.
- მოვედი რა იყო- ხელები გაშალა ელემ და დაჩის ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
მოკლედ დაჩი, ელე და ლექსო ჩემი უმაგრესი მეგობრები არიან, ლექსო იცით როგორი ადამიანია? ყველა რომ ინატრებს ასეთ მეგობარს ! ყველა მდგომარეობაში აქვს რჩევა რომელივ გჭირდება, ყოველთვის ცივი გონებით აზროვნებს და ყველა სიტუაციიდან აქვს გამოსავალი.
დაჩი სულ სხვა თემაა, ზე სიმპატიურია ეს დამპალი და 109999 შეყვარებული ყავს, ყოვედღე გვიწევს ატანა ბანალური სცენების, რომ დაჩიმ უნამუსოდ მიატოვა, რომ ეს გოგო არ შეარჩენს, რომ მამიკოს ეტყვის, დედიკოს და სხვას..
გული მერევა ამ სცენებზე, ნერვები მეშლება 20 წლის გოგო რომ 18 წლის ლაწირაკს სკოლის ეზოში უკივის იმ რამეს სად დამტოვეო..
ელე საკალელია, დაბალია და დაჩის 24 საათიანი ღადაობის რეჟიმი აქვს ჩართული ელეს სიმაღლეზე, ესეც იბუსხება და დაჩიც უფრო მაგრად ერთობა, მე და ლექსო ნეიტრალურები ვართ!
- აუ დაიწყება ეხლა!- თვალები გადაატრიალა ელემ სკოლაში შესვლისას- ლიკუნამ ეს დაპოსტა, თეკომ ეს ფოტო დადოო.
- კაი სულ სამი გაკვეთილი და წავალთ- გავამხნევე ელე .
- იმედია მალე გავა!
- შენ თუ მაგ როჟით იჯდები ძაან მალე გავა- ჩაეკვეხა დაჩი.
- დავაი რაა!
....................................................................
უაზროდ გასული დღე და ბოლო მასწავლებელი, სახლში შესულმა დაჯდომა ვერ მოვასწარი დედამ რომ იყვირა მალეო, ძლივს გავემზადე რესტორანში წასავლელად, აუ როგორ ვერ ვიტან ჩემს თმას! არც ხვეულია არც სწორი რამე იყოს არ შეიძლება? დამღალა რა!
- გილოცავ ნათლი- მივულოცე ჩემს სიმპატიურ ნათლიას და გადავეხვიე!
- გაიხარე .. რეზი სადაა?
- მოვა მალე- უპასუხა ლიკამ.
- კაი დასხედით აბა!
- სად ხარ გოგო აქამდე?- ჩამჩურჩულა ელემ.
- აუ კაი რაა!
ელე ნათლიაჩემის და მამაჩემის ძმაკაცის გიორგის შვილია და შესაბამისად ისიც აქაა! რესტორანს თვალი მოვავლე და რატომღაც უსიამოვნოდ ამეჩხირა თვალში მოღრიალე ხროვის სუფრა! ძირითადად ნაცნობი სახეები არიან, ბირჟა ქართულის მასწავლებლის ბინასთან! იმხელა ხმაზე იცინოდნენ და ხორხოცობდნენ მუსიკის ხმასაც კი ფარავდნენ. აი რეზიც..
ჩვეული სუფრა ჩვეული სადღეგძელოებით.. გადაღლილმა გავხედე დედას და რომ ივხვდი ვერ გამომყვებოდა თვითონ წავედი საპირფარეშოშსკენ.
როგორ ვერ ვიტან რესტორნის სიტუაციებს... სახეზე წყალი შევისხი და თმაზეც სველი ხელი გადავისვი! ძალიან დავიღალე!
სწრაფად მივიხედე კარისკენ რომელიც ვირაც ორმა ტიპმა შემოგლიჯა და გამხეცებული მესამე შემოათრია.
- აზრზე მოდი ბიჭო!- უყვირა ერთერთმა- ციხეში გინდა წასვლა?
- ვაბშე - ხელი აუკრა მოჩხუბარმა- მოვკლავ იმ *****
- გეგაა!- ისევ ჩაავლო ხელი გამშველებელმა.
- ხელი - მეორად აუკრა ხელი მოჩხუბარმა და კარგი მადიანო მუშტი მოხვდა სახეში. ოდნავ წაბარბაცდა მოჩხუბარი და კედელს მიეყრდნო.
- აქ იყავი და არ გაინძრე თორემ მოგკლავ- გააფრთხილა გამშველებელმა და იმ მეორესთან ერთად დატოვა ტუალეტი.
გაფითრებულმა და კედელზე აკრულმა ავათვალიერე შავგვრემანი მოჩხუბარი, სახე მეცნო მინახავს იმ უბანში სადაც ქართულზე დავდივარ, ისე არ ვიცნობ ვინაა., არა კი ვიცოდი რომ ვერ იყო ამათი სასტავი მაგრამ ასე თუ აკლდათ..
ნელა დავიძარი კარისკენ რა მინდა აქ ამ ავადმყოფთან?
- არ ვიკბინები- მოისმა ცივი ირონიით სავსე ხმა.
- თუ წეღანდელ სურათს გავითვალისწინებთ აარა გასაკვირი- სწრაფად მივახალე უცნობ ავადმყოფს და დარბაზისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი. არც აქ დამხვდა კარჰი ამბავი, სრული ალიაქოთი იყო, ის ხროვა ჩხუბობდა ვიცოდი რომ ასე იქნებოდა სად ყოფილა ეგ სასტავი ჩხუბის გარეშე? არც არსად..
რათქმაუნდა სწრაფად ჩაერია ის ავადმყოფიც, ხომ უთხრეს იქ დარჩიო? გამხეცებული მივარდა ვიღაცას, მერე პოლიციაც გამოჩნდა .. როგორც ჩანს რეზი და ჩვენი სუფრაც ჩარეულა, გაუშველებიათ. საზიზღარი სიტუაცია რომ შეიქმნა ელესთან ერთად გავედი ეზოში.
- აუ რა ავადმყოფები არიან..- ჩაიბუზღუნა ელემ და მჭიდროდ მოიხვია პალტო.
ჯერ მარტია და ცივა.
- ვინ იყვნენ ვერ იცანი?- ვკითხე ელეს.- ადრეც რომ შეგვხვდნენ, ლექსოს დაბადბისდღეზე რესტორანში, მაშინაც იჩხუბეს, ქართულზე სადაც დავდივარ იქ აქვთ ბირჟა!
- ხოო მოყავთ!
სამი მაღალი ტიპი გამოიყვანა პოლიციამ რესტორნიდან, ერთ-ერთი რათქმაუნდა ის იყო..
- ერაძე ხო?- სერიოზული სახით მიუახლოვდა ერთერთი პოლიციელი.
- მერე?- ნაგლი მზერა მოავლო "იმან".
გვარი გავიგე ერაძე ყოფილა.
- მერე ის ბიჭო რომ მეასედ გიჭერთ უკვე..
- სხვა რა ჩემს ფეხებს აკეთებთ დადექით და გვიჭირეთ!- ისეთი ტონით უთხრა ერაძემ მე და ელეს ყბა ჩამოგვივარდა, დანარჩენმა ორმა კი ჩაიღიმა.
- ოე ძაღლი- ამოიღო ხმა გამშველებელმა- ეხლა საით მიგყავართ საცემათ პადვალში თუ ზემოთ?- ხმამაღლა გაიცინა ბოლო სიტყვებზე.
- პადვალში შეჩე** ზემოთ დიდი კიბეებია და სიარული არ უნდა?- აყვა მეორე სიცილით.
- ჩაყარეთ ეს ძაღლისშვილები- იღრიალა პლიციელმა.
- წესივრად ილაპარაკე - შეუღრინა ერაძემ- ხო იცი მოგეკითხება- თვალი ჩაუკრა და მეორე თანამშრომელს გადახედა ხელის მოკიდებას რომ ცდილობდა და თან ვერ ბედავდა.
- წაიყვანეთ! წაიყვანეთ სანამ აქვე მოვკალი- ყბა აუკანკალდა პოლიციელს.
- შეეშინდა -ჩაიფხუკუნა ერთერმა.
- დავხოცავ ამ ძაღლიშვილებს!- ჩაიღრინა და ანიშნა ჩასხითო..




აბა ნახეეთ რას იტყვიით!



№1  offline წევრი tveni

ისადა ფარულავა?? :-D რატომღაც იმას ველოდი

 


№2  offline წევრი niakoo

tveni
ისადა ფარულავა?? :-D რატომღაც იმას ველოდი

იმას დავდებ სამსჰაბატს მაწუხებდა ეს იდეები და რომ არ დამეწერა არ გამოდიოდა !

 


№3  offline წევრი tveni

niakoo
tveni
ისადა ფარულავა?? :-D რატომღაც იმას ველოდი

იმას დავდებ სამსჰაბატს მაწუხებდა ეს იდეები და რომ არ დამეწერა არ გამოდიოდა !

უფ დავმშვიდდი :-D ეს მომეწონა, გაგრძელებასაც ველოდები ;-)

 


№4  offline წევრი tatukaa

ვგიჟდები შენს ისტორიებზე ^_^ <3

 


№5  offline წევრი niakoo

eremar
:D :D :D bevri vicine :P

:-D :-D razeee ?

 


№6  offline წევრი niakoo

eremar
nw :D momewona dedis muqaraze :D magram imedi maqvs mec ar meqneba satqmeli yovelwuts :- avadmyofia shvilo mamasheni :(( :D :P

Ras izav arseboben egeti rtuli adamianebi zogs moswont da udzkeben me ver gavudzeli daamm :-D

 


№7  offline წევრი კოტი

ეეე დამაინტერესააა მეც მეზიზღებიან პოლიციელები ასტე რო ერაძესკენ ვარ
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№8  offline წევრი niakoo

eremar
vai chemi codvaa... eeh :(

Tu shegidzlia gadzleba ra problemaa magram me ar shemidzia es chxubebi da nerviulobebi arc magisi nashebi da egetebi ase rom roca ar gaqvs magdenis tavi undaa sheeshva shen warmatebebs gisurveb

 


№9  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№10  offline წევრი nuki-nuka

ძალიან მომეწონა, წარმატებები love

 


№11 სტუმარი Gggtttfff

Dzalian magraiaaa gaagrdzelee daa rac sheileba malee dadee farulavas roo agvianebdii imedia egree arr dadebb :D Dzaan momewonaa warmatebebiii :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent